შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ეშმაკი დედამიწაზე?ხუმრობთ არა?! (10)


8-06-2016, 21:54
ავტორი lucifer :)
ნანახია 2 027

ერთი წუთი გავიდა? ერთი დღე? ერთი კვირა?ერთი წელი?
არ ვიცი! ალბათ მხოლოდ რამდენიმე წუთი მე კი საუკუნედ მეჩვენება.
ჩემს თავში ყველა ერთად ასინქრონიულად უკრავს სხვადასხვა ნაწარმოებს და ყველა ნოტი ერთდროულად ისმის ეს კი მაგიჟებს.
ახლაღა ვხვდები რომ მთელი ხმით ვტირივარ და ასფალტს ხელებს მთელი ძალით ვურტყავ.
პანიკაში ვარ ყველაფერი ხმაურობს,ჩემში განგაშის წითელი სირენა ანთია და მოსალოდნელი საფრთხის შესახებ ყველას აფრთხილებს.
ჩემი ვლადიმირი მოკვდა? ისიც წავიდა? ვის გამო?
ჩემი ბრალია. ზიზღს ვგრძნობ და მინდა ასფალტს ახლა თავი ვურტყა რომ მოვკვდე.
მთლიანად სისხლში ვარ ამოსვრილი. ვლადიმირის სისხლი მაქვს ხელებზე მისი სიკვდილიც ჩემს კისერზეა.
მარჯვნივ ვიყურები ლუციფერის ადგილას მხოლოდ ბრინჯაოს ქანდაკებას ვხედავ, ყველა ემოცია გამორთულ რობოტს რომელიც უძრავად დგას და ვერაფერს ამბობს.
‘’მისი ბრალია’’ ამბობს ქვეცნობიერი და მეც თავს ვუკრავ მაგრამ არა! ეს ღმერთის ბრალია.
მე ხომ პატარა გოგონა ვიყავი რომელსაც თავისი ყავისფერთვალება თოჯინა ლუსი მთელ სამყაროს ერჩივნა,რომელიც თოჯინებთან ერთად თამაშობდა და მათი მასწავლებელი იყო მაგრამ ერთ დღეს გავნადგურდი კარზე ზარმა ყველაფერი შეცვალა და ეს ყველაფერი დაიმსხვრა ახლა მხოლოდ ცივი მოგონებების შემოსევას ვგრძნობ.
მხოლოდ სუსხიანი ქარი ქრის რომელიც მყინავს.
შენი ბრალია ღმერთო! შენ არსებობ და შენ სასტიკი ხარ.
ახლაღა ვხვდები რომ ვლადიმირის ცივი სხეული რომელიც მთელი ძალით მქონდა ჩაბღუჯული ხელებიდან გამომაცალეს და ვიღაც ქალი მოდის ნემსით ხელში.
არ მინდა! არ მინდა რომ ეს ტკივილი ასე ადვილად გადავიტანო! ყვირის ჩემი სული მაგრამ ის ქალი ნემსს მიკეთებს და მეც მხოლოდ წყვდიადის მოახლოებას ვგრძნობ.
მზის სხივები მაღვიძებს. საავადმყოფოს პალატაში არ ვარ.
ნაცნობი სურნელს ვიყნოსავ და ვხვდები რომ ლუციფერის საწოლზე ვწევარ ის კი სავარძელში დაღლილი გამომეტყველებით ზის ისევ ისეთი გაქვავებული და არაფრისმთქმელი თვალებით.
-ვლადიმირი სად არის?
ეს ჩემი ხმაა? ვერ ვცნობ უფრო ხავილს გავს.
-მორგში
ხმაც ასეთი აქვს
-ჩემი ბრალია
-შენი ბრალი არაა
-მართალი ხარ ეს ღმერთის ბრალია
დიახ, ეს უბედურება და ამდენი სისხლი ჩემს ხელებზე მისი ბრალია.
საწოლიდან სწრაფად ვდგები და გარეთ გავრბივარ. ლუციფერი არ მომდევს.
არ ვიცი სად მივდივარ უბრალოდ მანქანაში ვზივარ და მთელი სიწრაფით გავრბივარ.
სად ვაჩერებ? არ ვიცი.
მანქანიდან გადავდივარ და მიწაზე ვეცემი.
დრო გადის მე კი ხმას არ ვიღებ უბრალოდ ცას შევყურებ
-კმაყოფილი ხარ არა? კი რადგან როგორც იქნა ჩემი სამყარო დაანგრიე. არადა მეგონა ბედნიერად ცხოვრებაც შემეძლო. მაინც რა გინდოდა? გინდოდა მეღიარებინე? გინდოდა შენს წინაშე მუხლებზე დამდგარს მეტირა? კი გაღიარებ შენ არსებობ და კი მე შენს წინაშე მუხლებზე დაჩოქილი ვტირი მაგრამ არ გეგონოს რომ ყოვლისშემძლე ხარ. ცხოვრება დამინგრიე დედაჩემის და ჩემი მეგობრების მკვლელად მაქციე ყველაფერი დამანგრევინე. მძულხარ!
ყველა ნერვი მიტოკს და მთლიანად ვკანკალებ.აუტანელი გულის ტკივილი მაქრობს. მწუხარება და ზიზღი ერთმანეთს უთანაბრდება და რაღაც დიდ ქაოსს ქმნის. ჩემი ფიქრები კი ცრემლებად იღვრება გარეთ.
კიდევ დიდხანს ვიჯექი ცივ მიწაზე და მახსენდებოდა მამაჩემის ყავისფერი და დედაჩემის მუქი თითქმის იისფერში გადასული თვალები. ვლადის უნაკლო სახე, მისი უდიდესი სულიერი სამყარო და ის კეთილშობილება რამაც მე გადამარჩინა.მან ხომ მონსტრში სიკეთე დაინახა და ხელი ჩაკიდა რომ ამოეყვანა.
გაუაზრებლად მანქანისკენ მივდივარ მაგრამ მახსენდება რომ ის ვლადის მოცემულია.ისიც ვლადს მახსენებს.
სახლში ფეხით მივდივარ და სრულიად გალუმპული ვაღებ სახლის კარებს სადაც არავინაა სრულიად არავინ.
ჩემს ოთახში ავიდავრ და ლოგინზე სველი ვჯდები.
ლუციფერი კარზე დკაკუნების გარეშე სველი შემოდის და იატაკზე წინ მიჯდება.
-ვინ ხარ?
უბრუნდება იგივე კითხვას და ის საღამო მახსენდება როცა კინაღამ მოვკვდი მაშინაც ორივეს ერთმანეთის ვინაობა გვაინტერესებდა მაგრამ მაშინ ყველაფერი სხვანაირად იყო ახლა კი ყველაფერი შიცვალა
-მე მკვლელი ვარ
ვპასუხობ მშვიდად და ისიც სრულიად სერიოზულად მიყურებს
-როგორ იქეცი მკვლელად?
თავი ჩემს ფსიქიატრ ლივთან მგონია.
-მე დედაჩემი და ჩემი მეობრები მოვკალი
-სულ თავიდან დაიწყე
-საიდან?
-შენი ბავშვობიდან
- 11 წლის ვიყავი როდესაც კარზე კაკუნი გაისმა. პოლიცია იყო მამაჩემის წასაყვანად მოვიდნენ მერე ყველაფერი აირია და მამაჩემი ციხეში მოკლეს. დედა ადამიანს აღარ ჰგავდა მე კი სულ სხვა გზას დავადექი ჩემი საუკეთესო მეგობრები ჩემს მტრებად იქცნენ მაგრამ მე მათი მოკვლა არ მინდოდა გესმის? უნდა გამიგო. ერთ დღეს მანქანით მივდიოდით ჩვენი ახლობლის წვეულებაზე ვიყავით დაპატიჟებულნი წასვლა არავის გვსურდა მაგრამ რას გავაწყობდით. საჭესთან მე დავჯექი მანქანაში კამათი მოგვივიდა როგორც ყოველთვის ნასვამი ვიყავი,საჭე ვერ დავიმორჩილე და მეორე მანქანას დავეჯახეთ სადაც ორი ადამიანი იჯდა. ყველა დაიღუპა..
ვჩერდები და ღრმად ვსუნთქავ რომ განვაგრძო
-მანქანაში დედა და შვილი ისხდნენ...ბავშვი პატარა იყო სულ 5 წლის და მე მისი ცხოვრება დავასრულე. დედაჩემი და ჩემი ორი მეგობარი ადგილზე დაიღუპა და მარტო მე დავრჩი.გესმის? მე გადავრჩი აი ესაა ბედის ირონია ყოველთვის როცა წესით უნდა მოვკვდე მე ისევ და ისევ აღვსდგები ხოლმე როგროც ფენიქსი. მე ჩემს ბედს ვეწინააღმდეგები და ამ ომში ყველა ჩემს გამო კვდება. დედაჩემი, ჩემი მეგობრები ის დედა-შვილი და ახლა ვლადიც. აღარ მინდა გესმის?სივდილს ვნატრობ
დიდხანს ვდუმდი და ცრემლებს ვებრძოდი მაგრამ ამაოდ.
ლუციფერმა ჩემი სახე ხელებში მოიქცია
-შენ არაფერი დაგიშავებია
-ამას ნუ მეუბნები ლუციფერ
-კი მაგრამ ასეა...
-არ გესმის? მე მკვლელი ვარ და მე ყველაფერი კარგი გავანადგურე. სასიკვდილო იარაღი ვარ. მაშინ როცა მეგონა ჩემი მზე ჩაესვენა ვლადიმირმა მიპოვა ციხეში და ახალ ადამიანად მაქცია.დიდი ხანი დასჭირდა მაგრამ მე ისევ ადამიანს ვგავდი სულიერად თუ არა გარეგნულად მაინც მაგრამ მან მალე სულიც განმიკურნა ნაწილობრივ. მე ის ციხეში ნაპოვნი მხეცი აღარ ვიყავი. მერე ჩემს დას ბავშვთა სახლში მივაკითხე და იქიდან წამოვიყვანე. ვლადიმირმა სახლი გვიქირავა, ხანგრძლივი წვრთნების შემდეგ მის ოფისში დავიწყე მუშაობა და ჩემს მიერ გადარჩენილი ყოველი სიცოცხლე გულზე მალამოს მადებდა. ცოდვებს ვინანიებდი.ახლა კი ვლადიმირც დავკარგე ადმაინი რომელმაც ისევ ადამიანის სახე დამიბრუნა.
უკვე ვყვირი მაგრამ არ მაინტერესებს ვეღარ ვწყნარდები ყველაფერი ახლა ხდება. ჩემში დაგროვილი ყველა ემოცია სკდება, ჩემი სულის იარები იხსნებიან და თითქოს ყვირიან და მეც ვყვირი
-შენ ვინ ხარ?
ახლა ჩემი ჯერია.
-მე ეშმაკი ვარ!
-არ ხარ ეშმაკი!
-ვარ!
მთელი ხმით მიყვირის და მის განრისხებულ სახეს შევყურებ
-მე ეშმაკი ვარ ციდან ჩამოგდებული გესმის? მე ღმერთისგან უარყოფილი ანგელოზი ვარ,ლუციფერი, ბნელეთის პრინცი თვით წყვდიადი. არავის გესმით ან არ გინდათ გაიგოთ.
მაშინ როცა ცუდ საქმეს ჩაიდენთ ამბობთ რომ მხარზე ეშმაკი გეჯდათ ადვილია ყველაფერში ჩემი დადანაშაულება გძულვართ და ყველაფერი რაც ხდება თურმე ჩემი ბრალია იმას კი არ ფიქრობთ რომ სამყარო მე არ შემიქმნია. თავისი დადებითებით და უარყოფითებით ის ღმერთის ქმნილებაა.როცა აქ თქვენ ანადგურებთ ერთმანეთს, თქვენ უთხრით ერთმანეთს ძირს ამ ყოველივეს მე მაბრალებთ მე კი დავიღალე ყველა ჩემკენ რომ იშვერთ თითს გესმით? დავიღალე!
სიბრაზისგან თვალები გაუწითლდა მაგრამ ეს მხოლოდ სიბრაზისგან არ იყო . მისი თვალები ჯოჯოხეთის ცეცხლს გავდა. მისი ტანის ფორმა შეიცვალა და უსახურ საშინელ არსებად გადაიქცა მკერდიდან კი არაადამიანური ხმები ამოუვიდა
-ლუციფერ
ჯერ ვერ ვხვდები რომ ის ლუციფერია და მის თვალებში რამდენიმეწუთისწინდელ ლუციფერს ვეძებ
-ლუციფერ
ის არ ჩანს. მას ვუახლოვდები. არც კი ვიცი რას ველოდები ის მართლა ეშმაკია და მე მასთან ვმუშაობდი.
-ლუციფერ
მე მას ხელს ვკიდებ და თვალებში თანაგრძნობით ვუყურებ.და აი ისიც ის აქ არის და იმ თვალებით მიყურებს მე რომ ასე მიყვარს.
-მაპატიე
მეუბნება უკვე ადამიანის სხეულში მყოფი
-ლუციფერ
ჯერ კიდევ შოკში ვარ
ის მეხუტება და ეს ჩახუტება გულში სითბოს მიღვრის. მე ის ისე მიზიდავს როგორც მაგნიტი. ის მზეა მე კი მასთან მეტისმეტად მიახლოებული იკაროსი რომელსაც სასიკვდილო განაჩენი აქვს გამოტანილი.
მისი ცხარე ტუჩები ჩემსას კიდევ ერთხელ ეხება და ეს ვნება თავს მაკარგვინებს.
არა!ის ეშამკია დამყვირის ჩემი ინსტიქტი და დენდარტყმულივით ვშორდები.ის ჯოჯოხეთის ბატონია უბრალოდ არ შემიძლია!
ჩემს ოთახში გავდივარ და ტანსაცმელს ვალაგებ. ხელები გაუაზრებლად მოქმედებს და ახლა ელის ოთახის კარს ვაღებ. ის აქ არ არის? სადაა. კიდევ ერთხელ მიპყრობს პანიკა.ლუციფერისთვის უნდა მეკითხა მაგრამ ის კარში დამხვდა და მშვიდად მითხრა
-დენიელი და ის ერთად არიან
-სად?
-როგორც ვიცი გუშინ პიკნიკზე წავიდნენ
-კარგი
ბარგის ჩალაგებას ვაგრძელებ.ჩემოდანს ვკრავ და როდესაც ვტრიალდები მას ვეჯახები
-არ წახვიდე
-რატომ?
-შენ მე მცვლი
-უნდა წავიდე
-რატომ?
-იმიტომ რომ ტკივილს მაყენებ
-მე ეს არ მინდა
-მაგრამ ეს მაინც ხდება
-ჩემგან დამოუკიდებლად
-კი შენგან დამოუკიდებლად
ორივე ჩემოდნით კართან ვდგავარ და არც ვიცი რას ველოდები იქნებ იმას რომ ლუციფერი შემაჩერებს? მან უკვე სცადა ჩემი შეჩერება ამას აღარ აპირებს.
ვიაზრებ თუ არა გარეთ უკუნ წყვდიადში გავდივარ და ის სინათლეც ქრება რაც ლუციფერის სახით იყო ჩემს ცხოვრებაში.
ამ ორ დღეში იმდენი რამ დავკარგე რომ აზროვნების უნარს ვკარგავ და მხოლოდ გზას მივუყვები სულ არ მაინტერესებს წვიმა რომელიც მასველებს. მე ისედაც ჩემი ცოდვებით ვარ გალუმპული და ვეღარ ვგრძნობ.
მხოლოდ ერთზე ვფიქრობ და მანტრასავით ვიმეორებ ‘’ვლადმა გადამარჩინა მე მისი სიცოცხლით უნდა ვიცხოვრო რადგან მისი სისხლი ჩემი სისხლის გამო დაიღვარა’’ მე მისთვის უნდა ვიცოცხლო.



პ.ს აი ახალი თავითაც დაგიბრუნდით და ეს ისტორიაც დასასრულისკენ მიდის.იმედია მოგწონთ.აი უკვე დეკერის საიდუმლოსაც ავხადე ფარდა და ალბათ თქვენთვის ყველაფერი გასაგები გახდა.წინა თავებში შიში და წარსულის გახსენებაზე მომდგარი ცრემლები თვალებზე გასაგები გახდა.
შეიძლება მომდევნო თავში დავამთავრო ან სულაც ორ თავში.დასასრული ჩემი აზრით თქვენთვის წარმოუდგენელი იქნება და მოგეწონებათ.და კიდევ ვლადიმირი იმ დასასრულისთვის რითაც მინდა რომ დავასრულო ალბათ ხელისშემსლელ ფაქტორს წარმოადგენს.
მიყვარხართ ყველა <3



№1  offline წევრი tatushki1995

Kargi iyooo yochag velodebi shemdeg tavs

 


№2 სტუმარი maria

http://geo.saitebi.ge/movie/4078/Lucifer.html

 


№3 სტუმარი ani

არაჩვეულებრივი იყო... საოცარი მალედადე რა ვეღარ ვითმენ

და ხო კიდე არ დამავიწყდეს მაგარი ფოტოა <3

 


№4 სტუმარი Tako

Dzalian kargia… male dade shemdegi

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent