შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ფსიქიატრიულში ( ნაწილი მესამე )


11-06-2016, 18:07
ავტორი მავეკასტრა
ნანახია 1 354

ტერასაზე შევხვდი ჩემს მომავალ უახლოეს კოლეგას და მშვენიერ მეგობარს ვოტსონს. ექიმი ვოტსონი შევარქვი მსგავსად შერლოკ ჰოლმსის გმირისა.რაგაცაც ქონდა საერთო ამ სახელთან, როგორც მითხრა ორჯერ აქვს მოხდილი ავაღანეთში ჯარი, ანუ მსგავსად შერლოკის ვოტსონისა ესაც ყოფილი ჯარისკაცი არის.ჩვენი ახლო მეგობრობა იმან გამოიწვია რომ, სწორედ დოქტორი აღმოჩნდა ჩემი მეზობელი საწოლის, ახალი დგმური. ამასთან ერთად ინგლისურსაც ფლობს.როგორც ყველა ჯარისკაცს არაჩვეულებრივი მეგობრობა შეუძლია, ნამდვილად აქვს ნაცადი ჭირშიც და ლხინშიც, არ მიკითხავს ბევრი რატომ მოხდა აქ, თუმცა მიზეზი ის უამრავი სტრესი უნდა ყოფილიყო, რისი გადატანაც იმ უბედურებაში მოუწევდა. ყველანაირად გამართული პიროვნებაა, მაგრამ წამლებს ვერ უძლებდა. ეს იმას ნიშნავს რომ, ტაბლეტები რასაც გვასმევდნენ, იმ ფსიქოლოგიის ხალხზე ადვილად მოქმედებდა ვისაც ზედმეტი სტრესული სიტუაცია გააჩნია, უცებ გთენთავს და ლოგინის და ძილის მეტს არაფერს არ განდომებს. ჩემს თავზე გამოვცადე, რადგანაც ბოლო ორი დღე თითქოს სულ დაკარგა მოქმედებაო, მაგრამ ვოტსონზე გაწერვის წინა დღესაც მსგავსი ეფექტი ქონდა, 7_8 ისკენ წამოუწვა და ისე ტკბილად ეძინა რომ.ექთანს ლამის ხელით შევეხე როცა მისი გაღვიძება სცადა საღამოს ჩაისთვის, თუმცა ყველაფერი მშვიდობით დამთავრდა, გამოიფხიზლა ჯარისკაცმა, ჩაი გადაკრა და პეჩენიაც თავის ტაბლეტებიანა “მიახურდავა".შემდეგ კი მშვიდად გააგრძელა ძილი. სწორედ მეორე დღეს ამ ამბისა მათავისუფლებდნენ და გავიღვიძე თუ არა ვოტსონმა მითხრა რომ მასაც წერდნენ ამ დღეს, გამთენიას უხარებიათ ეს ამბავი. მასაც დავუტოვე საჩუქარი, ჩემი მაიკა რომელსაც ასეთი შინაარსის წარწერა ქონდა “Do everything with saol" ანუ აკეთე ყველაფერი სულით და გულით, რამაც ისე გაახარა რო თავისი საყვარელი საათიც კი აბოძებინა, რომელიც ჩემი განუყრელი მეგობარი გახდა. ჩვენი ჯარისკაცი შავკანიანი, წარმოშობით აფრიკის ერთ-ერთი კუნძულიდანაა, სახელი დამავიწყდა თუმცა მთავარი ისაა რომ თავის საქმის დარწმუნებული ვარ ნამდვილად გულით და სულით მკეთებელია და ღმერთმა ხელი მოუმართოს, მოდი სიმშვიდე და სიწყნარე ვუსურვოთ მის მომავალს.
შემდეგი კოლეგა ვისაც გამოველაპარაკე მირჯა გახლავთ, წარმოშობით რუმინელი და ფიზიკურად ჩემს წარმოსახვაში ცოტა არ იყოს არა სანდო პიროვნება არის, ბევრი არაფერი გამიგია მის შესახებ თითქმის არავისთან არ შემინიშნავს დიდი კონტაკტი ქონოდეს, ერთადერთი ტელეფონზე ურეკავდნენ ვხედავდი და იქ ქონდა საკმაოდ გრძელი დიალოგები, ფსიქიატრიულის პირობებზე. დარეკვა ჩვენ 5 ის მერე შეგვეძლო 6მდე ხოლო ვინმეს დაერეკა ჩვენთვის როგორც ჩანს არც ისე შეზღუდული არ გახლდათ. მე პირადად რეკვით არავის შევუწუხებივარ, ყველა ის გულშემატკივარი ვინც ჩემი აქ ყოფნა იცოდა თავისით მოდიოდა რომ პირადად ვენახე. მოკლედ რომ ვთქვა მირჯა ამოუცნობი დარჩა უმეტეს მხრივ ჩემთვის, თუმცა ღმერთმა მალე გამოაჯანმრთელოს და რა მიზეზითაც ჩვენს სადგომში მოხდა იმ მიზეზის მალე გადალახვით დაეხწიოს თავი აქაურობას, წარმატებები რუმინელს.
ჟორჟი, რომელიც თავისუფალი დროის 80 პროცენტს გარეთ, ტერასაზე ჯდომაში კლავს და ყოველთვის იმის სურვილითაა შეპყრობილი სიგარეტს როდის მიაწვდნიან ან მოკიდებულს ან ისე, იმიტომ რომ.ჩემი იქ ყოფნის განმავლობაში არასდროს.მინახავს მისთვის ვინმეს სიგარეტი შემოეტანოს. მისი ფიქრები როგორც ვხედავდი, მხოლოდ.სიგარეტს ქონდა მოცული და გარეთ ჯდომის მიზეზიც ეს გახლდათ ალბათ რომ “ბიჩოკის" ერთი ნაწილიც არ გაეშვა ხელიდან. უკონტაკტობა არ გაგვაჩნდა როგორც შემეძლო ვცდილობდი მასთან საუბარს ჩემი პორტუგალიურით მაგრამ საინტერესო არაფერი შემიტყვია, ალბათ ისეც იყო რომ გაბოლების მეტი მის გონებას არც აინტერესებდა. გამოჯანმრთელება შენ ძალიან მალე ჟორჟ და მალე გადაგეგდოს ეს მავნე ჩვევა, რასაც ეშმაკივით ყავხარ შეპყრობილი. წარმატებები.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent