დანიელ კასუ
არ მაღელვებს იმ ადამიანების დაკარგვა, რომლებსაც არ უნდათ ჩემს ცხოვრებაში ყოფნა. რადგან დავკარგე ისეთი ადამიანები, რომლებიც ჩემთვის სამყაროს ნოშნავდა, მაგრამ მე ჯერ კიდევ აქ ვარ... კარგად ვარ. რაღა დაგიმალოთ და ახლა სწორედაც რომ იმ ადამიანის სამძიმარს ვიზიარებ, რომელიც არ მაღელვებს. ის, ასე ვთქვათ, გამოიყურება როგორც ნორმალური ქალაქელი ბიჭი. მასთან ერთი წლის წინ სიყვარული მაკავშირებდა. და ამ სიყვარულით ვერსად დავიკვეხნი. მოკლედ, ნიკი ახლა ჩემთვის არაფერს წარმოადგენს გარდა შორეული და უსიამოვო წარსულისა, რომელის გახსენებაც არანაირ ემოციას აღარ მიღვიძებს. როდის უნდა მიხვდე რომ ის ყველაფერი დამთავრდა? ალბათ მაშინ როდესაც მოგონებები უფრო სასიამოვნოა ვიდრე ის ადამიანი რომელიც შენს წინ დგას. დღეს მისტერ სტილის დაკრძალვის დღეა. ის ნიკის მამა იყო. ასე თუ ისე ვიცნობდი ჰარის და პატივს ვცემდი. ძალიან კეთილი, განათლებული და საინტერესო პიროვნება იყო. აქ მხოლოდ და მხოლოდ ამ ადამიანისადმი პატივისცემის და კიდევ ცოტაოდენი სამძიმრის გამოსახატად ვარ, რადგან ვიცი როგორია მშობლის დაკარგვა. დიდი ორსართულიანი სახლი, ახლად შელესილი კედლებითა და დიდი ფანჯრებით.მეორე სართულის შუაში დიდი ვერანდაა, რომლიდანაც მოჩანს მასზე გაწყობილი ფერად-ფერადი ყვავილები, ათასგვარი სახის. სულაც არ ჰგავს იმ სახლს რომელსაც ერთი წლის წინ ვესტუმრე და რომელშიც დიდი სიხარულით შემხვდნენ. ჩვეულებრივი გამვლელი კი, რომელიც საქმის კურსში არაა, და თვალს ეს სახლი მოხვდება,დარწმუნებული ვარ, ვერც კი გაიფიქრებს, რომ ახლა ამ სახლში მიცვალებული ასვენია და ეზოში ალბათ 20-ამდე მგლოვიარე ხალხი დგას. დიახ, ვერც კი გაიფიქრებს, თუ არ ჩავთვლის იმას რომ ეზოს კარი ღიაა და მისი მოპირდაპირე მხრიდან მომავალი ადამიანი უმალვე შეამჩნევს შიგნით მიმოფანტულ შავებში გამოწყობილ ხალხს. მე ეზოს კუთხეში ვდგავარ მარიასთან ერთად, რომელიც ჩემსკენ თავს ხრის ისე რომ სხვაგან იყურება და რაღაცას მეუბნება. მაშინვე ვწყდები ჩემს ფიქრებს და სახლისკენ მიმართული მზერა მარიაზე გადმომაქვს. ეტყობა მიხვდა რომ არ ვუსმენდი და წარბებშეკრული მიყურებს. ის იყო უნდა მომეტყუებინა და მეთქვა, რომ ვუსმენდი, მარჯვენა ხელი სახის პირდაპირ ამიტრიალა თითების ტკაცუნით და დაიწყო... - ჰეი! როცა გელაპარაკები მომისმინე. იცოდე თუ კიდევ გაიმეორებ იგივეს და სადღაც გაფინდები როცა მე გელაარაკები, ვფიცავ არ გაპატიებ. ჰმმმ... რა საინტერესოა ეს სერიოზულობა რამდენ წამს გასტანს? მარია პოზიტიური და მხიარული გოგოა რომელიც შენი ცხოვრების ყველაზე ამაღელვებელ მომენტში, როგორიცაა ტანსაცმლის შერჩევა პაემნისთვის, მაინც ხუმრობის ხასიათზეა და იმის მაგივრად რომ რაიმე სერიოზული კაბა მოგაწოდოს, ყველაზე ჭრელ და ძველმოდურ კაბას გიწვდის, თანაც სილით ამატებს "ამაზე უკეთესს ვერსად ნახავ". მე და მარია თითქმის ათი წელია ვიცნობთ ერთმანეთს. ექვსი წელი მეგობრობის და ოთხი საუკეთესო მეგობრობის წლები გვაკავშირებს, რომელიც დღითიდღე ძლიერდება. ალბათ მარიაზე უკეთესს ვერც კი ვინატრებდი, მაგრამ კარგია რომ ნატვრა არც მომიწია. - რას მეუბნებოდი? - რას და... აი იმათ შეხედე-მეთქი, პირდაპირ, სკამებთან რომ დგანან. როგორც მახსოვდა იქ მამაკაცები იდგნენ, მაგრამ ახლა სულ სხვა პიროვნებებს დაეკავათ მათი ადგილი. ჩვენი სკოლიდან იყვნენ რა თქმა უნდა ვიცანი. ჩვენზე ერთი წლით უფროსები იყვნენ. ერთმანეთის პირისპირ იდგნენ და პატარა წრე შეეკრათ. ის იყო მარიასთვის უნდა მეკითხა თუ რატომ დამანახა ისინი, უცებ წრეს ერთი გოგონა გამოეყო და სახლისკენ გაემართა, რომელმაც ჩემი ყურადღება მიიპყრო. ყურადღება რომელსაც არავსთვის ვისურვებდი. ეს გახლდათ იზაბელ უაითი. არა ის არ იყო ჩვენზე უფროსი. ის ჩვენი ასაკის იყო. მეტიც, ერთ დროს ის ჩემი მეგობარი იყო როგორც მარია. ჩვენ სამნი ვიყავით, რომ იტყვიან განუყრელი დაქალებიო, მანამ სანამ არ მოვისმინე ჭორები, რომლის თნახმადაც იზაბელი და ნიკი სიყვარულს მისცემოდნენ. დიახ, ზუსტად, მიკიბვ-მოკიბვის გარეშე და ესე ბანალურად შეგვიძლია ავხსნათ. იმან, რომ ეს ჭორები მართალი აღმოჩნდა, რათქმაუნდა გამანდგურებელი დარტყმა მომაყენა. მაგრამ, ვერ გამანადგურა, რატომ? იმიტომ რომ რომ როგორც უკვე გითხარით:"არ მაღელვებს იმ ადამიანების დაკარგვა, რომლებსაც არ უნდათ ჩემს ცხოვრებაში ყოფნა. რადგან დავკარგე ისეთი ადამიანები, რომლებიც ჩემთვის სამყაროს ნოშნავდა, მაგრამ მე ჯერ კიდევ აქ ვარ... კარგად ვარ." სწორედაც რომ მათ ვუძღვნი ამ სიტყვებს. ისინი არიან ის უღირსი ადამიანები, რომლებიც არმაღელვებს. ხოლო რაც შეეხება იმ ადამიანების დაკარგვამ, რომლებიც ჩემთვის სამყაროს ნიშნავდა, ნამდვილად წარუშლელი კვალი დატოვა ჩემში. მშობლების დაკარგვა ამ ქვეყნად შვილისთვის მოვლენილი ყველაზე დიდი განსაცდელია. რომელსაც მოყვება უდიდესი ტკივილი, სიცარიელე, უიმედობა და საბოლოო ჯამში დანაკარგის გააზრება, რომელიც ჩემს შემთხვევაში დროდადრო უფრო ძლიერდება და ვხვდები რომ სულ ასე გაგრძელდება. მინდა თუ არა, ეს ტრაგედია სულ თან დამდევს. ეს მართლაც ტრაგედია იყო და არამარტო ჩემთვის. იმათთვისაც კი, ვისაც მათი გაცნობის საშუალება წილად ერთხელ ხვდა. დრო და დრო ვხვდები, რომ ჩემი ერთადერთი პატრონი მე ვარ, მიუხედავად იმისა რომ თავს ბევრი ნათესავი მახვევია. მათ მე ვუყვარვარ, ვიცი, მაგრამ რაც არ უნდა თავს მევლებოდნენ მე მაინც არავინ მყავს, ერთი დის გარდა, რომელიც სამი ათასი მილის მოშორებით ცხოვრობს და მე ის ძალიან მიყვარს. ჩემზე ხუთი წლით უფროსია. თვეში ერთხელ ერთმანეთს ვეკონტაქტებით, სწორედ სამი დღის წინ მივულოცე 25-ე დაბადების დღე. როგორც ვიცი ჩამოსვლას ჯერ არ აპირებს. ამჟამად სახლში ჩემს ერთერთ დეიდასთან და ერთ დეიდაშვილთან ერთად ვცხოვრობ. აქ თავს ცუდად არ ვგრძნობ, თუ არ ჩავთვლით კრიტიკას ჩემი ჩაკეტილობს მიმართ და დაჟინებულ მოთხოვნას რომ გავიღიმო ხოლმე. არამგონია ხალხი ხვდებოდეს იმას, თუ რა სტრესია იმის ახსნა რაც ახლა ჩემს თავში ხდება. მოკლედ, მე, შევძელი დამეძლია რაღაცრაღაცეები და ჩავაბარე. დიახ წელს უნივერსიტეტში ჩავაბარე. დიდი ძალისხმევა დამჭირდა რომ ქალაქის ყველაზე პრესტიჟულ უნივერსიტეტში მოვხვედრილიყავი, ეს ალბათ იმის გამო გავაკეთე რომ დეიდებს და ნათესავებს სალაპარაკო არ ჰქონოდათ და ჩემი მომავლისთვისაც, რომელიც რატომღაც არ მეჩვენება ნათელი მქონდეს. აი ესეთი პესიმისტი ვარ. საზაფხულო არდადეგებიც დაიწყო. ყველა ტვინს იჭ....ტს იმაზე თუ როგორ გაატაროს ზაფხული სხვაზე უკეთესად. მე ნამდვილად არ ვფიქრობ ასე და ისიც დამაკმაყოფილებელი იქნებოდა აქ თუდავრჩებოდი, მაგრამ ჩვენი ტრადიციაა ყოველ ზაფხულს, ჩვენს განუყოფელ და ერთადერთ დასასვენებელ ადგილას, მთაში წავიდეთ. სულ რაღაც სამი საათის სავალია. ნამდვილად დიდი და მყუდრო სახლი გვაქვს. ყველანი ერთად ვიკრიბებით და მივდვართ მთელი ახჭურვილობით. ამას მაშინაც ზუსტად ასე ვაკეთებდით როდესაც ჩემი მშობლები ცოცხლები იყვნენ. ნამდვილად არ ვარ იმ ადგილისადმი მტრულად განწყობილი, პირიქით, ძალიან მიყვარს და ბევრ კარგ მოგონებებს მიღვიძებს, ამიტომ ერთი სული მაქვს როდის ჩავალ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.