შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გოგონა მწვანეში (3)


11-06-2016, 21:48
ავტორი mariako1997
ნანახია 1 722

"მიმიიიი"
-თუ შეიძლება დაბრძანდით..
ჩამესმოდა ყურებში, თუმცა გაუაზრებლად. ვუყურებდი ლექტორის ნაცნობ ნაკვთებს,გამომეტყველებას და მზერას.
ბოლოს ვცადე გამოვრკვეულიყავი, ძველი ფიქრებიდან და ნელი ნაბიჯებით დავეშვი, ყველაზე უკან მდგომ სკამზე.
ჩანთა წინ, მერხზე დავდე და გულმოდგინედ დავიწყე ფიქრი, საიდან იცოდა ჩემი სახელი? ალბათ თომაა.
თომასაც არ ჰგავდა,საშინლად შეცვლილი იყო. იქნებ ის არც არის, უბრალოდ ძალიან ჰგავს ან მისი ორეულია.
რატომღაც, ახლა ყველაზე ნაკლებად მჯეროდა, იმის რომ თომას ორეულს, ჩემი სახელი ეცოდინებოდა.
ვათვალიერებდი, როგორ ლაპარაკობდა, თუმცა ერთი სიტყვაც არ გამიაზრებია.
ნამდვილად ის არის, ბოლოს დავასკვენი და კიდევ ერთხელ ავათვალიერე.
ახლა უკვე წვერი საერთოდ არ ჰქონდა,სავარაუდოდ მხედველობის, შავჩარჩოიანი,სათვალე სახეზე მიებჯინა, ერთი შეხედვით იფიქრებდა ადამიანი რომ პატარაც კი ჰქონდა.
თმაც აღარ ჰქონდა ძველებურად,თითქოს ორ წელიწადს ცოტა გაემელოტებინა ..
ერთადერთი რასაც ძველებური,სათნო, სახე შერჩენოდა ეს მისი თვალები იყო.
პიჯაკი შავი, შავივე შარვალი და ჰალსტუჰი, "პრეტის" კვანძით.
ის აღარც ძალიან სიმპათიური იყო და აღარც ლამბერი.
სიმართლე გითხრათ, ერთი უბრალო, დაუფასებელი, მახტვარი, რომელიც საკუთარი თავის რჩენის მიზნით,ბარმენობდა კიდეც,ახლა სოლიდურ სსაქმიან კაცს დამსგავსებოდა. საუცხოო სერიოზულობით გამოირჩეოდა.
ბევრი მინახავს წასული და წლების შემდეგ,საოცრად შეცვლილი,თუმცა ახლა, რატომღაც საშინლად გაოცებული ვიყავი.
შეუცვლელი მხოლოდ ცისფერი თვალები და მისი ხმა იყო, რომელიც საშინლად მომნატრებოდა.
ვუყურებდი მის საუბარს და მახსენდებოდა უხმოვანო ფილმები, ამ დროს ადამიანი, ნაკვთების მოძრაობით და გამომეტყველებით ცდილობს გაიგოს შინაარსი.ზოგს ესმის ზოგს კი არა.
მე ძალიან კარგად მესმოდა.
ამ ადამიანს, საშინლად ეტყობოდა, რომ ყველაფერი ჰქონდა სითბოს გარდა..
იქნებ ცოლიც ჰყავს,გავიფიქრე და ცოტა დავსევდიანდი.
არავის მიმართ არასდროს არ განმიცდია იგივე.
ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი ჩემი "პირველი სიყვარული" ლექტორის მიმართ თუ გაღვივდებოდა.
ახლა ვხვდები, რომ სიყვარული არავის არაფერს ეკითხება, ის ჩვენდაუნებურად მოდის.
მისი მზერა მზის სხივივით მერჭობოდა გულში.
***
"ლექცია დასრულებულია,ბედნიერ დღეს გისურვებთ".
ბოლო სიტყვები, მკაფიოდ ჩამესმა ყურებში.
ყველა სწრაფი ნაბიჯებით გავიდა, აუდიტორია დაიცალა,ხმაური ჩაცხრა..
ლექტორი "თომა", მაგიდასთან უხმოდ იჯდა, თავჩაქინდრული და რაღაცეებს ავსებდა. ერთხანს გადავწყვიტე, მისი მყუდროება არ დამერღვია და შორიდან ყურება განვიძრახე.
თომას ყურიც არ შეუბერტყავს, ძალიან ჩაფიქრებული იყო, შემდეგ საჩვენებელი თითი შუბლთან მიიტანა და კვლავ მონდომებით დააცქერდა გაზეთებს და რამდენიმე თაბახს.
ამდენს ნამდვილად, ვეღარ მოვითმენდი, ნელი ნაბიჯებით, დავიწყე სვლა მისი მიმართულებით.
მართალია, ჩემი ფეხსაცმელი, საკმაოდ კაკუნა იყო, თუმცა თომა არც მის კაკუნს,გამოუყვანია ფიქრიდან.
ახლა, უკვე თავი ხელებში ჩაერგო.
მის მაგიდამდე, როცა სულ ორიოდე ნაბიჯი მაკლდა, "კროსვორდი" შევნიშნე.
მას ასე ჩაჰკირკიტებდა, დიდი ლექტორი და საგონებელშიც კი ჩაეგდო.
გონებაში უკუღმა კითხვა დავიწყე :
ი მ პ რ ე ს ი ო ნ ი ს ტ ი მ ხ ა ტ ვ ა რ ი "ბ ე რ ტ ა ..."
ექვსი ასო...
- მორიზო. ბატონო თომა!
ვთქვი თავმომწონედ და ქვემოდან სწრაფად ნატყორცნ მზერას, თვალი გავუსწორე.
-მიმი შენ აქ საიდან ? ლექცია დამთავრდა ახალგაზრდავ!
თქვა გაოცებულმა.
-არ შეიძლება მოვიკითხო ჩემი ლექტორიი ? უკაცრავად და ძველი ნაცნობიც.
ვთქვი სიცილით და მისი სათვალის გასწორება ვცადე, რადგან ის უკვე ცხვირის მესამედს ჩამოსცილებოდა.
-ამ გარემოში ლექტორს უფრო ვიტყოდი. აქ რამ ჩაგაბარებინა პატარავ ?
-ეს ყველაფერი ჩემია, თუმცა ხატვას არ გავყვები დიზაინის რომელიმე ფაკულტეტს ავირჩევ.
-გაზრდილა, ის ლამაზთვალება, თავნება ბავშვი.
თქვა ღიმილით და თვალებში ისევ ძველებურად შემომხედა, თითქოს ისევ რაღაცის ამოკითხვას ცდილობდა.
ცოტა დავიმორცხვე და ჩავიღიმე.
-მიმიი, არ გინდა დაგხატოო ?
ძალიან მოულოდნელ და უსაზღვროდ სასიხარულო კითხვას უმალვე ვუპასუხე.
-კი მაგრამ, რატომ ?
-არის შენში რაღაც განსაკუთრებული.
თქვა და კიდევ ჩამათვალიერა.
-პირველად მივიღე მსგავსი შემოთავაზება, თუმცა დიდი სიამოვნებით.
-იმ მწვანე კაბით, პირველად როგორც გიხილე. მაშინვე გამიჩნდა ამ იდეის, განხორციელების სურვილი. ერთი მზიანი დღე, რომ იქნება, დაგირეკავ და დაგელოდები.
-კარგი, ეს ჩემი ნომერია, წავიჩურჩულე და სავიზიტო ბარათი, მაგიდაზე დავაგდე.
-დროებით, მიმი.
-შეხვედრამდე, ბატონო თომა.
ვთქვი ისევ ღიმილით და ნაბიჯს ავუჩქარე.



№1 სტუმარი eto

momwons ❤️❤️

 


№2 სტუმარი manana

Kaia male dade

 


№3  offline წევრი mimimimo

რაღაცეები - არა, რაღაცები.

ეს თავი შედარებით მოსაწყენად ჩავიკითხე.

წარმატებები!

 


№4 სტუმარი Luuu

Momwons.imedia male daideba da lodinit ar dagvglit :))

 


№5 სტუმარი Luuu

Dadet ra shemdegi tavi

 


№6  offline წევრი mariako1997

დღეს დავდებბ აუცილებლადდ :* მაპატიეთ რომ ასე დავაგვიანე

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent