შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გოგონა მწვანეში (2)


9-06-2016, 16:32
ავტორი mariako1997
ნანახია 2 013

***
ოთახიდან გასულს, თვალწინ, მეტად უცნაური და ალბათ ჩემთვის საინტერესო სურათი გადამეშალა. გრძელი დიდი ფოიე, თითქმის ავეჯის გარეშე. თუ არ ჩავთვლით ორ დიდ კარადას, დივანს და პატარა მაგიდას.
კედელზე დიდი ტელევიზორი და უამრავი ნახატი იყო. ახლა უკვე იმას ვერ ვიტყოდი რომ ავტორის მუზა და გატაცება, მხოლოდ შიშველი ქალების ხატვა იყო.
ჩემგან მარცხნივ, ხის პალიტრა და ზეთის საღებავები შევნიშნე,მარჯვნივ შუშის გამჭირვალე კარი.
კედელზე დამაგრებულ, საშუალო ზომის, სარკეში ჩემს თავსაც მოკარი თვალი და ჩაფიქრებული დავაშტერდი მას.სახეზე საოცარი აღტაცების გამომეტყველება შესამჩნევი იყო,აღტაცებას აჩნდა ინტერესიც ამ ყველაფრისადმი.
ლოყები ცოტა ამწითლებოდა, თმა გამწეწვოდა.
თავი საშინლად მისკდებოდა.
მგონი დრო იყო, საკუთარი თავის თვალიერებას თავი დამეღწია, რაც ყოველთვის საშინლად მიყვარს ხოლმე და საშინელ თვითკმაყოფილებას განვიცდი.
სავარაუდოდ, გამჭირვალე კარი მარჯვნივ,სამზარეულო უნდა ყოფილიყო და ის სიმპათიური უცნობიც სამზარეულოში ბრძანდებოდა.
ჩემს ყურებს, მისი ფუსფუსის ხმა, ახლაც მკაფიოდ ჩაესმოდა.
კარს ნელა მივუახლოვდი, ახლა ვერ ვიტყვი, რომ ისეთი თამამი ვიყავი როგორც სხვა უცნობებთან.
კართან ავიტუზე სხვადასხვა ფიქრებით, თუმცა გამჭირვალე შუშამ გამცა.
შემნიშნა უცნობმა და კარისკენ გამოემართა.
მას ისევ ცინიკურ-ირონიული მზერა მიეღო.
-რა დაგემართა პატარავ ? ასე რამ დაგამორცხვა, გუშინ სულაც არ მორცხვობდი, მთელი ღამე.
ახლა უბრალოდ ვიგრძენი, როგორ გამიცხელდა სახე და აშკარად მეტად წამოვწითლდი.
- მეე ?? შენთან ?
თითქოს ლაპარაკის უნარი დავკარგე.
-ჰო, შენ. რა არ გახსოოვს ?
-იციი შენ მგონი რაღაც გეშლება. საერთოდ ვინ ხარ და ამდენს რა უფლებით ბედავ?
ვთქვი გაბრაზებით.
-ის ბარმენი ვარ, გუშინ საშინლად რომ მოხიბლე, ჰო მართლა, მე თომა მქვია.
თქვა და თითქოს მისმა ღიმილმა, უფრო მომნუსხა.
-თომა შეგიძლია ამიხსნა როგორ, მოხდა ეს ყველაფერი, საერთოდ საერთოდ არაფერი მახსოვს.
თანაც მე ქალისშვილი ვიყავი.
ცრემლები წამომცვივდა და ხელის მტევნები, სახეზე ავიფარე.
ბიჭს სახეზე ფერი ეცვალა,აღტაცებას აშკარად ვერ მალავდა.
-ნუ ტირიხარ გთხოვ, მე უბრალოდ გეხუმრე.
ამის თქმა და ჩემი სიხარული ერთი იყო
და მაინც არ მასვენებდა კითხვა, საიდან აღმოვჩნდი აქ.
ამიტომ მეტს ვეღარ მოვიცდიდი, ცნობისმოყვარეობა მკლავდა.
-აქ რა მინდა?
დავარღვიე დუმილი.
თამამად შემიძლია ვთქვა, რომ სხეულის ნებისმიერ წერტილში, ეკლებივით, მერჭობოდა მისი გამჭოლი მზერა.
საშინლად მაკვირდებოდა, ბოლოს ჯერი თვალებზე მიდგა,შემომხედა თუმცა არ იყო მხოლოდ შმოხედვა ეს.
თითქოს ჩემს თვალებში, რაღაცის ამოკითხვას ცდილობდა.
-მიმი,შენ შეუძლებელია გახსოვდეს, სრულიად გათიშული და უგონო ბართან რომ დაეცი. უკვე გვიანი იყო. ბარს კეტავდნენ.
ვცადე შენი გამოფხიზლება, თუმცა უშედეგოდ. სხვა გზა არ იყო და მეც წამოგიყვანე. ჰო მართლა ასეთი ლამაზი თვალები, ჯერ არავიზე მინახავს.
-მადლობა, ვთქვი ცოტა დამორცხვებით. იქნებ სახლამდეც მიგეცილებინე.
ისევ, ჩემი მბრძანებლური და მომთხოვნი ხასიათი გამოვიჩინე, იქნებ იმიტომ, რომ მეტი დროის გატარება მინდოდა მასთან ან იქნებ უბრალოდ მართლა დაუნახავი ვიყავი და სხვა არაფერი.
***
აი დღეს უკვე სრულწლოვანი ვარ,ზუსტად, ორი წელი გავიდა.საშინლად დამოუკიდებელი,ჩამოყალიბებული და სრულფასოვანი ვარ.
სკოლის დამთავრებამ, საშინლად შემცვალა და გამათამამა.ახლა ხომ, ყველა მოსწავლეს ზემოდან ვუყურებ.
ჩემს ცხოვრებაში დღეს-დღეობით მხოლოდ, მშობლები და მეგობრები იკავებენ საპატიო ადგილს, შეყვარებული არ მყავს, არც და ან ძმა ან ბევრი ნათესავი.
ისევ ისეთი თავქარიანი და თავნება ვარ. ყველა გამოცდა წარმატებით ჩავაბარე.
გაგიკვირდებათ და ბოლო ერთი წელია, ხატვით საშინლად დავინტერესდი. ნამდვილად არ მეგონა, ოდესმე, სამხატვრო აკადემიაში თუ ვისწავლიდი. თუმცა შემიძლია ვთქვა რომ ჩემი თავი ვიპოვე, ვიპოვე ის რაც ასე მხიბლავს, ის რაც ასე ძალიან მომწონს.
ალბად თომასთან დაკავშირებული ამბები ყველას გაინტერესებთ.
ის ბოლოს როცა ვნახე ანუ პირველად,საფრანგეთში მიდიოდა, პატარა გამოფენას გეგმავდა და თან მისი მოღვაწეობის გაგრძელებას.
ამიტომ ჩვენი ურთიერთობა თითქმის აღარ გაგრძელდა თუ არ ჩავთვლით იმას რომ ფოტოებს ყოველ დღე მილაიქებს.
სამხატვრო აკადემიაში მოხვედრა მარტივი სულაც არ არის, მაგრამ მე ეს სულაც არ გამძნელებია.
***
მზიანი, ლამაზი დღე იყო. ქუჩაში ზედმეტად გახარებული და გამოპრანჭული მივაბიჯებდი,რატომღაც ფეხით წასვლა განმეძრახა. თუმცა ვერ ავხსნი რატომ.
ასე თითქმის ერთი წელია არსად წავსულვარ.
ხალხი ხვდებოდა რომ სავარაუდოდ უნიში პირველი დღე თუ მექნებოდა,ამიტომაც თითქოს ხელს მიწყობდნენ ეს დღე განსაკუთრებული ბედნიერებით, სიხარულით და ახლის ინტერესით დამმახსოვრებოდა.
ყველაფერი ჩვეულ ტემპში მოხდა.
პირველ დღეს, რატომღაც თეთრი პიჯაკი და მოკლე ქვედაბოლო ჩავიცვი.
მაღალი ქუსლების კაკუნით მივდიოდი წინ და ყველაფერ ძველს უკან ვტოვებდი.
მალე მივუახლოვდი ერთ დიდ გზაჯვარედინს, შორიდან მოჩანდა საწავლებელი და ეზოში მდგარი რამოდენიმე ახალგაზრდა.
ჩემდაუნებურად, სულ მალე, აუდიტორიის კარი შევაღე რათქმაუნდა ისევ დაგვიანებით.
კარის შეღება და 90იოდე, ახალგაზრდის მზერა, ერთი იყო.180 თვალი, სულ განაბული, მიყურებდა და ფეხის ბრჩხილიდან, თმის ძირებამდე მათვალიერებდა.
ბევრს ალბათ ის კითხვაც გაუჩნდა, თუ ვინ იყო ასეთი ხეპრე და მოუწესრიგებელი, პირველივე ლექციაზე რომ დააგვიანა.
"მიმიი"-გავიგონე ჩემი სახელი და საოცრად ნაცნობ მზერას წავაწყდი.



№1  offline წევრი mimimimo

ზოგან ალბათ გიწერია, ზოგან - ალბად.
საინტერესოა.
ველი შემდეგს.
წარმატებები! feel

 


№2  offline წევრი mariako1997

mimimimo
ზოგან ალბათ გიწერია, ზოგან - ალბად.
საინტერესოა.
ველი შემდეგს.
წარმატებები! feel

გავითვალისწინებ :* მადლობაა :*

 


№3  offline წევრი მოლურჯო

გადახედე ხოლმე
პროგრესს ვხედავ
და ყოჩაღ!
--------------------
მარიამი

 


№4  offline წევრი mariako1997

სევდიანი გიჟი
გადახედე ხოლმე
პროგრესს ვხედავ
და ყოჩაღ!

სასიამოვნოა :*

 


№5  offline წევრი natani

გააგრძელე, კარგია

 


№6 სტუმარი be happy :)

Zalan mom wins gaagrzele. Au is mimic rigor momwons :-)

 


№7  offline წევრი mariako1997

be happy :)
Zalan mom wins gaagrzele. Au is mimic rigor momwons :-)

natani
გააგრძელე, კარგია

მადლობაა :* აუცილებლადდ

 


№8 სტუმარი etiko

momwons kargi chans gaagrdzele ❤️

 


№9  offline წევრი mariako1997

etiko
momwons kargi chans gaagrdzele ❤️

კარგიი მადლობაა :*

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent