სამყარო არ არის ოცნებების ამხდენი ქარხანა,იბრძოლე ყველაფრისთვის! (თავი 1)
ახლა ზაფხულია,ვერ ვიტან წელიწადის ამ დროს ყველა დადის გასართობად მე კი საავადმყოფო,საავადმყოფო საავადმყოფო! დავიღალე. მოდი გაგეცნობით მე ვარ ვიოლეტ ლანგდონი(დედა დიდი თაყვანის მცემელი იყო სერიალის: ‘’AMERICAN HORROR STORY’’ როდესაც გაიგო რომ ჩემი და ამ სერიალის ერთ-ერთი მთავარი გმირის და გვარი ემთხვეოდა გადაწყვიტა მისი დაკარგული შეყვარებულის ვიოლეტ ჰარმონის სახელი დაერქმია,ეს მეტად სევდიანი ისტორიაა შეყვარებულ წყვილზე,მაგრამ დავიფიცე რომ მას 18 წლამდე არ ვუყურებ!),16 წლის ვარ,მიყვარს კითხვა,ხშირად ძალიან აგრესიული ვარ ! ვერ ვიტან რომ მაწუხებენ,აი როდესაც მუსიკის მოსმენაში ხელს მიშლიან მზად ვარ ვინმე ცოცხლად შევჭამო.ხშირად ვაცდენ სკოლას ჩემი დაავადების გამო,დიახ სწორად მიხვდით მე ლეიკემია მაქვს,ვიცი რომ ადრე თუ გვიან ყველანი დავიხოცებით,უბრალოდ მე ეს უფრო ადრე მომიწევს. როგორ მიხარია!დღეს სახლში ვარ,მომენატრა ჩემი ოთახი და საერთოდ ჩემი სახლიც,აქ მე და მამა მარტო ვცხოვრობთ.დედა 7 წლის წინ გარდაიცვალა ავტოკატასტროფის დროს,მოდი ახლა ამაზე არ გვინდა.კიდევ ერთი მეტად სასიამოვნო სიახლე,დღეს სკოლაში წასვლას შევძლებ,ვნახავ მეგობრებს ვენდის (ისი ჩემი თანასკასელია,მასთან ყველაზე კარგი ურთიერთობა მაქვს,რადგან არასდროს აწუხებს ადამიანს ზედმეტი შეკითხვებით,მე მის ამ თვისებას დიდად ვაფასებ),ასევე ვნახავ დაშას,რომელიც სულ რაღაც ორი წლის წინ ჩამოვიდა ბერლინში,დიახ არ გეშლებათ მე გერმანიის დედაქალაქში ვცხოვრობ.გოგონებმა მითხრეს რომ ახალი მოსწავლე გვყავს!თქვეს რომ ის ძალიან სიმპატიურია,დიდი წითელი ტუჩები,მოკლედ შეჭრილი თმა და დიდი შავი თვალები ქონია,მეტად დამაინტერესა!მოშიშვლებულ თავზე ქუდი დავიხურე,ზურგჩანთა მოვიგდე და მანქანაში ჩავჯექი,ახლა ცხრის ნახევარია მამა ამ დროს ყოველთვის სამსახურშია,ამიტომ მარტო მიწევს მგზავრობა,სკოლაში შესვლისას ათასობით თვალი მომაშტერდა,რათქმაუნდა!სხვას რას ველოდი ნეტავ?!აგორდება ახალი ჭორები და გამიფუჭებენ მთელი დღის განწყობას რა! -ვიოლეტა!ვიოლეტა!-ჩემსკენ გამოექანა კაილი,ის ჩემი თანაკლასელია,არ მომწონს ეს ბიჭი მხოლოდ იმიტომ რომ მას დიდი ხანია ვუყვარვარ -როგორ ხარ კაილი?-უხალისოდ შევბრუნდი მისკენ და თვალი-თვალში გავუყარე -კარგად ვიოლეტა შენ?-ისევ ეს უაზრო დიალოგი,ღმერთო!როგორ არ მობეზრდა ამ ბიჭს რა -მშვენივრად-ირონიულად გავუღიმე და ჩემსკენ წამოსულ დაშას ხელი დავუქნიე -ვიი როგორ მომენატრე სულელო-გამიღიმა და ლოყაზე მიჩმიტა (ეს ერთ-ერთი ისეთი საქციალია რომელსაც ვერ ვიტან,რამდან ამის შემდეგ ლოყები მიწითლდება და წითელ ბატკანს ვგავარ) -ვენდი სადაა?-თვალებით მეორე დაქალის ძებნა დავიწყე რომელიც აჩეჩილ მწვანე თმას იჩეჩავდა,ჩემდა გასაკვირად შუქი ჩაქრა,ოთახში ჩამობნელდა,სკოლის კარი გაიღო და ‘’ის’’ შემოვიდა,დაშა და ვენდი შიშისგან ცახცახებდნენ?! რა ჯანდაბა ხდება აქ?ჩემ თავს გამუდმებით ვუსვამ ამ კითხვას მაგრამ პასუხი ჯერ ვერ მიპოვნია,სამარისებული სიჩუმე ჩემმა დაცემინებამ დაარღვია,უეცრად ყველამ შემომხედა,თავი რომელიღაც საშნელებათა ფილმის გმირი მეგონა ! ‘’მან’’ შემომხედა და უცნაურად,თითქოს ბოროტულად გამიღიმა,გამოაჩინა თეთრი,ქათქათა კბილები,ჩემი გაკვირვება შიშმაშეცვალა! რატომ?მის ღიმილში ორი,ადამიანისთის უჩვეულო, თეთრი ეშვი გავარჩიე,სიმართლე რომ გითხრათ მისი მზერა ჩემსკენ იყო მომართული თითქოს თავიდან ფეხებამდე ამათვალიერა,ჩაიცინა და გზა განაგრძო,მე ჯერ კიდევ გაკვირვებული და ასე თუ ისე შეშინებული ვიდექი ვერ გავაანალიზე რა მოხდა წამის წინ ჩემსთავს,რაღაც მაგრძნობინებდა,რომ დღეიდან ჩემს ცხოვრებაში ბევრი რამ შეიცვლებოდა. ‘’ის’’ ჩემი კლასელი აღმოჩნდა,კლასში გაუბედავად შევედი,დავაგვიანე,ამიტომაც მხოლოდ ჩემი ‘’ვამპირუნასთან’’ იყო ადგილი,ვამპირუნა, ჰა ჰა ! რა საყვარელი სახელი მოვუფიქრე,ჩემს ფიქრებზე ხმამაღლა გამეცინა,ყველამ გაკვირვებულმა შემომხედა -მისს ლანგდონ!დააგვიანეთ-გაღიზიანებულმა მისის ბრუნერმა უკმაყოფილოდ მიმითითა ცარიელი ადგილისკენ -უკაცრავად მისის ბრუნერ-თავჩახრილმა გავაგრძელე გზა ჩემი ვამპირუნასკენ,ახლა დავფიქრდი,რომ მე მისი სახელიც არ ვიცი!ნეტავ რა ჰქვია?ჯეიკობი?პერსი?ჯონათანი?რა იდიოტობებს ვფიქრობ ღმერთო,მგონი მისის ბრუნერის ხმა საერთოდ არ გამიგია,ეს გაკვეთილი მისი სახის შესწავლაში გავატარე,რა საყვარელია,თითქოს ჩემს ფიქრებს მიხვდაო -ვიცი,რომ ძალიან საყვარელი ვარ-ძალიან შემრცხვა ! ძალიან,ასეთი რამ არასდროს დამმართნია,რაღაც უაზრო ინტერესი გამჩენოდა მის მიმართ მაგრამ რა ვერ ვხვდებოდი,თითქოს სისუსტე ვიგრძენი მაგრამ ამას ყურადღება არ მივაქციე,მისის ბრუნერმა გამომიძახა!ზუსტად ვიცი რომ ‘’გამწურავს’’ თან ძალიან დიდი ხანია სკოლაში არ მივლია,ეს ქალი დანახვის დღიდან ვერ მიტანს!ნეტავ ასეთი რა დავუშავე? (ის ესპანურის მასწავლებელია),ნუ ქალი რა გოგო ის მხოლოდ 28 წლისაა,მართალია ჩვენზე დიდია,მაგრამ ცდილობს თინეიჯერს დაემსგავსოს,ახლა ვხედავ როგორ უჟუჟუნებს თვალებს ჩემს ვამპირუნას ! თვალებს გამოვთხ....ღმერთო მე ახლა მას ჩემი ვუწოდე და თან ვიეჭვიანე!ღმერთო,ღმერთო,ღმერთო!რა მემართება?!სკამიდან წამოვდექი,ფეხებში ისევ სისუსტე ვიგრძენი,თავბრუ დამეხვა,სუნთქვა გამიჭირდა,ჯანდაბა!მეწყება ისევ,ისევ,ისევ,სპაზმი!ვხაოდი,მაგრამ ხმა აღარ ამომდიოდა,ვეღარ ვსუნთქავდი როცა ძლიერი ხელის შეხება ვიგრძენი წელზე,მივხვდი რომ ეს ჩემი ვამპირუნა იყო! -911ში დარეკეთ ვინმემ!-იყვირა დაშამ -პატარავ ყველაფერი კარგად იქნება!ყველაფერი კარგად იქნება-მიმეორებდა ვენდი მაგრამ მისი ხმა უკვე შორიდან ჩამესმოდა,ვამპირუნამ თავზე მაკოცა,შემდეგ იყო სასწრაფოს სირენის ხმა და გავითიშე,ყველაფერი სიბნელემ მოიცვა. ორი დღის შემდეგ გამეღვიძა,თავთან ვენდი მეჯდა,ჩასძინებოდა,სახეზე უზომო დაღლილობა ეტყობოდა,მის გვერდით სავარძელში დაშა იყო მოკუნტული,მასაც ჩასძინებოდა,ყველაზე მეტად რამაც გამაკვირვა იყო ის რომ კარებთან ვამპირუნა იდგა,თვალები ავაფახუნე,ხელზეც კი ვიბწკინე იმის გადასამოწმებლად მართლა იქ იყო თუ არა,მეტკინა!წამოვიკვნესე,ჩემი ხმის გაგონებისთანავე შემობრუნდა ჩემსკენ,რა საყვარელი იყო,თვალის უპეები შეშუპებოდა,ასეც კი ძალიან საყვარელი იყო,მისი გასაოცარი სითეთრე თითქოს შიშსაც მგვრიდა. -როგორ გრძნობ თავს?-მკითხა,თითქოს ძალიან მზრუნველი იყო მაგრამ ამავე დროს ძალიან ცივი,მგონი პიროვნების გაორება სჭირს,ვუყურებ მას მკვდრის ფერი ,ადევს,ნეტავ რა მოსდის?ნეტავ ახლა რაზე ფიქრობს?ჩემს ფიქრებზე ხმამაღლა გამეცინა,რამაც დაშას და ვენდის გაღვიძება გამოიწვია -ვიი როგორ ხარ?-მკითხა ვენდიმ,სუმ არ გაუთვალისწინებია ჩემი მდგომარეობა,ისე მომეხუტა ძვლებმა ტკაცა-ტკუცი დაიწყეს -ვენდიი მტკივა-ამოვიკრუსუნე როდესაც მივხვდი რომ მოშორებას არ აპირებდა,ვენდის გადავუჩურჩულე ‘’ამ ბიჭს რა ჰქვია?’’ , პასუხმაც არ დააყოვნა ‘’ევანი სულელო’’ ვცდილობდი ისე ჩუმად გველაპარაკა მას არ გაეგო მაგრამ ჩემს კითხვაზე გაეღიმა. უაზროდ მიზიდავდა მისი ღიმილი,ნეტავ შეყვარებული ჰყავს?ჯანდაბა ვიოლეტ!!!რაზე ფიქრობ?საკუთარ თავზე ვბრაზონდი და საკუთარ ალტერ ეგოსთან საზიზღარი კამათი მქონდა -რა თქმა უნდა ეყოლება ვიოლეტ!ნახე რა ბიჭია-გამომეხმაურა ის საზიზღარი ხმა ასე რომ ვერ ვიტან -გაჩუმდი დახმა აღარ გავიგო!-შევუძახე ჩემს თავს მაგრამ ის გაჩერებას არ აპირებდა -რა სულელი ხარ საბრალო ვიოლეტ ! ნწ ნწ ნწ ნწ როგორ გინდა რომ შეგამჩნიოს მაგრამ შენც ხომ იცი რომ ტყუილად ირჯები?ევანი არასდროს შემოგხედავს შე მოუქნელო ჰიპოპოტამო -ხმა ჩაიწყვიტე და შენი ხმა აღარ გავიგო! თავი დამანებე!-თავი გავაქნიე უაზრო ფიქრების გასაფანტად თითქოს ეს დამეხმარებოდა ალტერ ეგოს მოშორებაშ.მაგრამ არაფერიც ! ღმერთო ! რატომ არის ეს ჩემი მეორე მე ასეთი საზიზღარი,დუმილის დასარღვევად იოსევ დაშას მივუბრუნდი -მამაჩემი აქ არის? -კი აქაა გარეთ გელოდება-აფორიაქებულმა მიპასუხა -დაშა რას მიმალავ?-ვკითხე ეჭვის თვალით -არაფერს-თავი ამარიდა და თვალი სივრცეს გაუშტერა -შენ არასდროს გითქვამს ტყუილი-ვლაპარაკობდი გაღიზიანებული და ევანის იქ ყოფნა სულაც დავიწყებული მქონდა,სანამ არ ჩაახველა.მისკენ გავიხედე რაღაცნაირი,ამოუხსნელი,ცივი მზერით მიყურებდა,არა ჰო ვთქვი ამ ბიჭს პიროვნების გაორება აქვს თქო არა?! როგორც ყოველთვის ვიოლეტა მართალია ამ ამბიდან ორი კვირა გავიდა,მე და ევანს საშინელი ურთიერთობა გვქონდა , სულ მაწამებდა ყველაზე საშინელი კი ის არის რომ ყოველ დღე ახალ-ახალ გოგონებთან ერთად დადიოდა! ვცდილობდი ყურადღება არ მიმექცია,მაგრამ როგორც ვხედავ ეს არც ისე კარგად გამომდიოდა 8 ივნისია,გამოდები,გამოცდები,გამოცდები ! არ მინდა არდადეგები,ვერ ვიჯერებ რომ მის ლამაზ სახეს აქ ვერ დავინახავ,ანგელოზივით ლამაზია,თავს დიდი ხანია გამოვუტყდი იმაში რომ მომწონს,საშინლად მომწონს,ეს არაფერს ვცლის,მის გოგონებთან ახლოს ვერასდროს მივალ,ყველა მაღალი და ლამაზია,მე?! მართალია მან ბუმბულივით ამიტაცა ჩემი სპაზმის დროს ხელში მაგრამ..რაც მართალია მართალია მე ფუმფულა ვარ ! რა ვქნა მიყვარს ეს შოკოლადი რაა ! უბრალო ყავისფერი თვალები მაქვს,რაც მთავარია მათ ყველას,გრძელი თმა აქვთ, მე კი ეს-ესაა ამომივიდა,გადაპარსულივით მაქვს მაგრამ ჩემი თმა იმდენად წითელია რომ მას ყველა ამჩნევს,იმედია ამ ზაფხულს კიდევ გამეზრდებაა სკოლიდან უკვე დაგვითხოვეს,მამა ისევ სამსახურში დადის, მის ცხოვრებაში თითქმის არაფერი შეცვლილა მაგრამ ჩემსაში ბევრი რამ შეიცვალა.ახლა ვწევარ საწოლზე ვჭამ ‘’MILKA’’-ს ეს ჩემი ერთ-ერთი საყვარელი შოკოლადია,თან მუსიკას ვუსმენ Ben Cocks-So Cold ვგიჭდები ამ სიმღერაზე,საღამოს რვა საათია,თან ვღიღინებ ‘’oh when you told me you’d leave I felt like I couldn’t breath my aching body feel to the floor...’’ არაფერი მესმოდა,ვერც ის გავიგე როდის შემოვიდა ოთახში ვიღაც,ვერც ის როგორ ჩამოჯდა ჩემს საწოლზე,მთელი გრძობით ვმღეროდი ახლა უკვე kodaline-ს all I want-ს ‘’. ‘’all want is And need is To find somebody… Find somebody But if you loved me Why’d you leave me?!....’’ ვერ ვხვდებოდი რა მინდოდა?ვხვდებოდი.რატომ ვმღეროდი ცხოვრებაში პირველად ასეთ სიმღერებს?ვიცოდი.ვის ვუმღეროდი?ჩემი აზრით თქვენ ეს ჩემზე უკეთ იცით!მხარზე ხელის დადებამ გამომაფხიზლა,მამა მეგონა მაგრამ როდესაც დავინახე ‘’ის’’ გავშეშდი,გავქვავდი,ქანდაკებას დავემსგავსე,თავს შევახსენე სუნთქვა,მაგრამ თვალებს ჯერაც ვერ ვახამხამებდი გამხიარულდა ჩემი ასეთი რეაქციით,მიღიმოდა,მართლა მიღიმოდა არც ირონიულად,არც ბოროტურად,უბრალოდ ასე მზრუნველი და თბილი თვალებით მიმზედა. -ა..აქ რას აკეთებ?-დაბნეულმა ავაფახუნე თვალები და ღრმად ამოვისუნთქე რომ დავმშვიდებულიყავი -უბრალოდ შენი ნახვა მინდოდა-გამიკვირდა მისგან ასეთი პასუხი.’’რა უნდა ჩემგან?!’’ პირველად ამან გამიელვა გონებაში -დიდი ხანია აქ ხარ?-დავსვი მორიგი შეკითხვა და პასუხის მოლოდინში გავირინდე,არასდროს მენახა ჩემი ვამპირუნა ასეთი მშვიდი და წყნარი,მისი თვალები ულამაზეს თითქოს მწვანე შუქს ასხივებდნენ,ჯერაც ვერ ვიჯერებდი რომ ის..ახლა,აქ,ჩემს სახლში იყო და თვალებში მიყურებდა!როგორ მომნატრებია,ჯერ კიდევ ვერ ვხვდები როგორ შეუძლია იყოს ასეთი იდუმალი,მომხიბვლელი,ცივი და თან ამავდროულად ძალიან მზრუნველი -არც ისე-მიპასუხა ხანგრძლივი პაუზის შემდეგ-მიბრაზდები?-დასვა კითხვა როდესაც ხმა არ გავეცი -ამ..არვიცი,ალბათ კი!-ვუთხარი და ცხვირი ავიბზუე,არ მინდოდა ჩემი კანკალი შეემჩნია,რატომ მაკანკალებდა?ამაზე პასუხი კი ნამდვილად არ მაქვს ჩემო ძვირფასო მკითხველო! -ჰმმ..თუ შოკოლადებს გიყიდი შემირიგდები?-შეიძლება ეს კითხვა ძალიან ბანალური მოგეჩვენოთ მაგრამ მე,დიახ მე,თვით ვიოლეტა ლანგდონს იმდენად მიყვარდა შოკოლადები რომ ამის გაგონებაზე თვალები გამიბრწყინდა,ხელები ჰაერში შევათამაშე და რაღათქმაუნდა თავის სწრაფი დაქნევით დავთანხმდი -როდის უნდა ჩაგაბარო მისს ლანგდონ შოკოლადები?-მკითხა,მაგრამ პასუხი თვითონაც იცოდა -ახლავე მისტერ ევან (რა სირცხვილია რომ მე მისი გვარიც კი არ ვიცი,მხოლოდ ის ვიცი რომ ევანი ჰქვია და ესპანურზე ჩემთან ზის..ახლა უკვე ახალი კითხვა ჩამომიყალიბდა რომელზეც პასუხი ძალიან მინდა გავიგო ‘’მართლა არსებობს ერთი ნახვით შეყვარება?!’’-სწრაფად წამოვაგდე ლოგინიდან,სახლიდან გავედით რათა სწრაფად მიმეღო ჩემი შოკოლადები. ჩემს სახლთან პატარა მარკეტია,სწორედ იქ შევიძურწეთ მე და ის,გამყიდველი ახალგაზრდა გოგონა იყო,მისმა ჩაცმულობამ მეტად გამაღიზიანა,ისევე როგორც გარეგნობამ,მოკლე,უკაცრავად,ძალიან მოკლე შორტი ეცვა,რომელიც ტრუსს ძლივს უფარავდა,ღრმა დეკოლტე ეცვა,გრძელ,ხშირ წამწამებზე,შავი ტუში წაეთხაპნა,მე კი მისი წასმაც არ ვიცი!ისედაც დიდი ტუჩები წითელი პომადით გაედიდებინა. ჯერ ევანს შეხედა,მერე კი მე,ევანს თავაზიანად გაუღიმა მე კი დამცინავად გამომხედა -რა გნებავთ?-გაინახა გოგონა და ევანის მოსახიბლად თვალები ააფახუნა,ვიცოდი რომ არაფერი გამოუვიდოდა მაგრამ მაინც ვბრაზობდი მასზე,ახლა პირველად შევიგრძენი ეჭვიანობის სიმწარე,რაიმე რომ მქონოდა ხელში უეჭველად ხელში შემომეფშვნებოდა.არ ვიყავი მეოცნებე გოგონა,არ მინდოდა ამეგო ვარდისფერი კოშკები მერე კი ისინი თავზე დამნგრეოდა,მაგრამ ვამპირუნას გამოჩენის შემდეგ ყველაფერი შეიცვალა,ყოველთვის მეგონა რომ ის არც კი შემომხედავდა მაგრამ ხშირად ისეთი შეგრძნება მეუფლებოდა თითქოს მოვწონდი,თითქოს ინტერესდებოდა ჩემით მაგრამ.............მოდი გავაგრძელოთ ამბის თხრობა. უამრავი შოკოლადი ვაყიდინე ,ჟელიბონებიც არ დამვიწყებია-ყველაფერი სამ პარკში ძლივს ჩავტენეთ,ხურდასთან ერთად გოგონამ ევანს პატარა ფურცელიც დაუბრუნა,რომლისთვის ევანს ყურადღება არ მიუქცევია,მე კი ისე მინდოდა წამეკითხა რა ეწერაა მზად ვიყავი ყოველგვარ შოკოლადზე უარი მეთქვა -მიირთვით მისს ლანგდონ-გამომიწოდა ‘’alpen gold’’-ის ერთერთი შოკოლადი,მეც სიამოვნებით შემჭამე ერთი ფილა შოკოლადი,ისე რომ მისთვის არც კი შემითავაზებია ! ჯანდაბა ახლა რას იფიქრებს ჩემზე?იდიოტი ხარვიოლეტ იდიოტი,გავუჯავრდი თავს -რას ვიფიქრებ და იმას რომ ძალიან საყვარელი ხარ როცა ორი წლის ბავშვივით ჭამ შოკოლადს-მომესმა მოულოდნელად მისი მხრიდან,მოიცა ნუთუ ხმამაღლა ვთქვი?არა! ასეთ შეცდომას არ დავუშვებდი,ვერ კიარა არ ! სწორედ გაიგეთ,ანუ რა გამოდის?მას აზრების კითხვა შეუძლია?მაგრამ როგორ? -როგორ და აი ასე ჩვეულებრივად,ეს ჩემი ნიჭია-თქვა კიდევ უფრო მოულოდნელად!ღმერთო ახლა ფიქრიც აღარ შემიძლია რომ გაიგოს?მაგრამ ახლაც ხომ ესმის? -დიახ მესმის და ვიცი რომ ძალიან გაინტერესებს რა ეწერა იმ ფურცელზე რომელიც გამყიდველმა მომცა ! აი აიღე და ნახე-ფურცელი გამომიწოდა,მეც მოუთმენლად დავხედე ზედ ტელეფონის ნომერი ეწერა,მოიცა მოიცა ! დავიწყოთ ყველაფერი თავიდან ანუ მან იცის რომ ვამპირუნას ვეძახი,იცის რომ მომწონს,იცის რომ მას ესპანურის გაკვეთილზე ჩემი ვუწოდე იცის რომ მე ეს ვიცი და არც ცდილობს იმის დაფარვას რომ მან იცის რომ მე ვიცი რომ ის ფიქრებს კითხულობს?კიდევ უფრო ამებნა ყველაფერი ! -არაუშავს ვიოლეტ ხდება ხოლე-მითხრა და გამიღიმა -ევან შეწყვიტე ეს ! არ მინდა რომ ჩემს ფიქრებს კითხულობდე-ვუთხარი ცრემლმორეულმა,რომელიც თვალის ჯებირებიდან ამოხტომას ლამობდა! რა უნდა გამეკეთებინა? -ვიოლეტ არ იტირო-სახე ახლოს მომიტანა,ცერა თითებით ჩემს ღაწვებს შეეხო,ჩემს თვალებს ობლად ერთადერთი ცრემლი ჩამომიგორდა რომელიც ევანმა მალევე მომაშორა სახიდან,თან ძალიან სწრაფად,ნეტავ ვინ არის?რა უნდა სინამდვილეში ჩემგან? -ვიოლეტ რაღაც უნდა მოგიყვე-მითხრა ჩუმად,ახლაღა მივხვდი რომ ტყისკენ მივდიოდით,მთელი ჩემი არსება შიშმა მოიცვა,საღამო იყო,ჩემი სუსტი იმუნიტეტის გამო შემცივდა,კანკალი დავიწყე,ვცდილობდი არ შემტყობოდა,კბილს კბილზე ვაცემინებდი,როგორც კი ეს დაინახა ევანმა მისი თბილი მოსაცმელი მომახურა,უდაბურ ტყეში ვიყავით უკვე ვცდილობდი ხმა ამომეღო გონებაში სიტყვებს ვალაგებდი -რა უნდა გეთქვა ევან?-ვცდილობდი შიში ინტერესით დამეფარა მაგრამ ნამდვილად არ ვიცი ეს რამდენად გამომდიოდა მან ყველაფერი მომიყვა ! რა აღმოჩნდა? ჩემი ეგრედწოდებული ანგელოზი, დაცემული ანგელოზია,იგი ჩვეულებრივი დემონია რომელიც იკვებება ადამიანის სისხლით მართალია ის სხვანაირია,ყოველ შემთხვევაში ცდილობს,თავისუფლად ურთიერთოს სხვებთან შეუძლია წყურვილის შეკავება მაგრამ თქვენ წარმოიდგინეთ ამან რატომღაც ვერ დამამშვიდა,გული?ვეღარც ვგრძნობდი მუშაობდა თუ არა ! სუნთქვა?აღარც კი მახსოვდა ამ შემთხვევის მერე იცით რამდენი ხანი გავიდა? იცით რამდენი უძილო და მტკივნეული ღამე გავიდა?ზუსტად ერთი წელი,335 უძილო ღამე,მე საბოლოოდ დავამარცხე ლეიკემია ! მინდოდა დამემარცხებინა ეს წყეული დაავადება მხოლოდ იმისთვის რომ მეც მეგრძნო თავი სრულფასოვან ადამიანად.დიახ ადამიანად და არა მოსიარულე გვამად რომლადაც ამ ერთი წლის განმავლობაში ვიქეცი,ახლა ორი იანვარია,ანუ ევანის დაბადების დღე ჩემდა გასაკვირად დამპატიჟა,რათქმაუნდა უმალ ავაგე ოცნების კოშკები ,მაგრამ შემდეგ გავიგე რომ შეყვარებული ჰყავს,მწარედ ჩამეცინა ამის გაგებაზე და ახლაღა გავაცნობიერე ამდენი ხნის შემდეგ რომ ‘’ეს სამყარო არ არის ოცნებების ამხდენი ქარხანა’’. -შენ არხარ ელისი და არც ეს ადგილია საოცრებათა ქვეყანა ძვირფასო-დანანებით გააქნია თავი ვენდიმ,თვალები კვლავ ცრემლებით ამევსო,ახლა აღარ ჩამითვლია რომ თავი უნდა შემეკავებინა,ტკივილს ჩემიდან გადმოსვლის ნება მივეცი,თუმცა გამიგია,ნამდვილი ტკივილის ცრემლები გარეთ ვერასდროს აღწევსო მაგრამ..რავიცი,რავიცი! -კარგი პატარავ!ნუ ტირი გთხოვ-თავზე მეფერებოდა დაშას პატარა და,კაწია! კაწია..ოოო ეს უსაყვარლესი არსება ჩვენს ცხოვრებაში მხოლოდ ერთი წლის წინ გამოჩნდა,ზუსტად მაშინ როდესაც ‘’ის’’ ჩემი ცხოვრებიდან წავიდა,კაწია ჩემი ცხოვრების ერთადერთ ნათელ წერტილად გამოჩნდა მინდა გითხრათ რომ დაშას დედინაცვალი (კაწიას დედა) საშინელი ქალია ! დაშას ყოველ შემთხვევაში საშინლად ექცევა,იმედი გვაქვს კაწია მას შეცვლის მაგრამ...რავიცი რავიცი! ახლა გამთენიაა დილის ექვსი საათი მე ჯერ კიდევ ვერ ვიძინებ ვფიქრობ ჩემს ვამპირუნაზე,ჰო,ჰო,არ მოგესმათ მე მას კვლავ ჩემს ვამპირუნას ვეძახი, ‘’თავს ვაიძულებ კოშმარებზე აღარ ვიფიქრო; თავს ვაიძულებ ევანზე აღარ ვიფიქრო; თავს ვაიძულებ მასზე და მის გოგონებზე აღარ ვიფიქრო. თავს ვაიძულებ. თავს ვაიძულებ. თავს ვაიძულებ! როგორც ვენდიმ მასწავლა. ჩემი ძველი ცხოვრება გაქრა. ძველი ვიოლეტი მკვდარია. მე ის დავასამარე. წინა წელში დავტოვე,ცრემლებსა და ტკივილში’’ (ფრაზა აღებული და რედაქტირებულია ლოდენ ოლივერის წიგნიდან ‘’პანდემონიუმი’’ მისი ეს წიგნი მსოფლიო ბესტსელერია) მაგრამ..ამ გრძნობას მაინც ვერაფერს ვუხერხებ. ვერაფერს ვუხერხებ, რატომ?ალბათ იმიტომ რომ ეს იმაზე ძლიერია ვიდრე მეგონა. დღეს ევანის დაბადებისდღეზე ვაპირებ წასვლას ! ვიტყვი ყველაფერს რასაც ვფიქრობ, ვინც არ ხსნის შამპანურს ვერც იგებს მას კარგი გემო აქვს თუ არა.ამ ფრაზამ გონებაში გამიელვა და ჩემს ვიქრებზე ხმამაღლა გამეცინა.ჯანდაბა! კაწია გავაღვიძე,რა სულელი ვარ.მიხვდა რომ რაღაც მიჭირდა უბრალოდ,ყოველგვარი სიტყვების გარეშე ჩამეხუტა და მითხრა -ლიოლეტ ალ ინელვიულო კელაფელი კაქად იქება-მის ჩლიფინზე გამეცინა,მასაც გაეღიმა,შუბლზე ვაკოცე და სიმღერა დავიწყე..სიმღერა რომელიც მას და ..... ევანს ასე უყვართ. ‘’all I want is nothing more To hear your knocking at my door Cause if I could see your face once more I could die a happy man,I’m sure When you said your last goodbye I died a little bit inside I lay in tears in bed all night Alone without you by my side But if you loved me Why’d you leave me Take my body Take my body All I want is All I need is To find somebody Find somebody…..’’ კაწიასაც ჩაეძინა. _____________________ გამიზიარეთ შთაბეჭდილებები. გთხოვთ.იმედია მოგეწონებათ პ.ს. ფოტოზე ვიოლეტია |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.