შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ეშმაკი დედამიწაზე?ხუმრობთ არა?! (12)


12-06-2016, 18:16
ავტორი lucifer :)
ნანახია 1 786

სახლში ადრე მივდივარ და ამდენი ხნის განმავლობაში სარკეში ჩემს ანარეკლს თვალს ვუსწორებ. რას ვგავარ სახე გაფითრებული მაქვს თვალები იმაზე მეტად ჩამუქებული ვიდრე ბუნებრივი ლურჯია, თმაზე საუბარი არ მაქვს აწეწილია და უშნოდ დგას არც მანამდე იყო გადასარევი მაგრამ ეს მეტისმეტია კანს ყვითელი მკვდირსფერი გადაჰკრავს რაც მაშინებს. ძალიან გამხდარი ვარ და გამხდარი სახის ფონზე თვალები საშინლად დიდი მიჩანს.
რას დავემსგავს?ადამიანი აღარ ვარ.ეს ასე არ უნდა გაგრძელდეს?
-შენ ხომ ძლიერი იყავი
ლამის ვუყვირი ჩემს თავს და ვხვდები რომ ამ წუთიდან რაღაც ახალი უნდა დაიწყოს.
-სუსტად რამ გაქცია? ასეთი არ უნდა იყო შენ ამისთვის არ დაბადებულხარ! მორჩი შენს წარსულზე წუწუნს და შენს მომავალს მიხედე! ვლადს შერცხვებოდა შენი, რადგან მისი სიცოცხლით ცხოვრობ ღირსეულად უნდა იცოცხლო!
მორჩა მე სამსახურში ვბრუნდები. ამ აზრმა აღმაფრთოვანა და გამეღიმა მერე კი სიცილი დავიწყე დიახ ვიცინი რადგან სიცოცხლე თავიდან მიახრია.
სააბაზანოში შევრბივარ და ლამის ტყავი გადავიძრო ისე ვიხეხავ სხეულს.
მერე სარკეში ვხედავ რომ ფერი დამიბრუნდა მაგრამ ჯერ ისევ გამხდარი ვარ ასე უცბათ ვერ დავიბრუნებ წონას ამიტომ ახლა უნდა ბევრი ვჭამო.
სამზარეულოში სიცილით ჩავრბივარ და ჩემი და გაშეშებული გახარებული და ენაჩაგდბული მიყურებს.
-აბა საჭმელი რა გვაქვს?
მაცივარს ფართოდ ვაღებ და ლამისაა შიგ შევჯდე როცა მარწყვს ვხედავ მაგრამ ჯერ რამე კალორიული მინდა.ჰმმ შემწვარი კარტოფილი გადასარევი მიყვარს და თან ბევრი კალორია აქვს.
-მოდი ჭამე
ვეუბნები ელის და ისიც გაღიმებული მიახლოვდება
-აბა რა ხდება? (ელი)
-რა და სამსახურში ვბრუნდები
-ძალიან კარგი
თქვა თვითკმაყოფილი სახით
-ეს კანის გამოცვლას გავს
-შესანიშნავია
-კითხვა მაქვს როცა ‘’სასახლე’’ ცარიელი დაინახე რატომ არ გაგიკვირდა
-ვიცოდი რომ ისინი დიდი ხნის წინ წავიდნენ ჯერ კიდევ მაშინ შენ რომ წახვედი.რამდენიმე კვირის მერე მივედი და აღარავინ იყო .
-მაშინ რატომ წამიყვანე?
-რეალობისთვის თვალებში უნდა ჩაგეხედა
-კიდევ ერთი კითხვა შენსა და დენიელს შორის რა ხდება?
-ჰმ ეს უკვე მეორე შეკითხვაა
თვალებში ვაშტერდები
-კარგი ხო მემგონი მიყვარს
-რა?
აი აქ მართლა ყბა მვარდება
-რამდენი წლისაა?
მაშინვე კითხვისნიშნით სავსე თვალებით ვუყურებ
-26 წლისაა
-აა ჰო მაშინ დიდი განსხვავება არაა. როდის შეგიყვარდა?
-ნუ მეც არ ვიცი
ელი წითლდება ეჭვი მაქვს რომ ეს ჯერ კიდევ მისი ბავშვობისას დაიწყო თუმცა მაშინ მთლად ბავშვი არ ეთქმოდა.
-სამაგიეროდ მე ვიცი.ხომ იცი რომ ის დემონია?
-კი ვიცი
ღრმად ოხრავს და თავის ხელებს დაჰყურებს ეს ჩემგან აქვს როცა ვნერვიულობ იგივეს ვაკეთებ.
-ელი არ გიბრაზდები სამაგიეროდ მე ეშმაკი მიყვარდა
-გიყვარდა?
ახლა ის მხიარულდება
-კარგი უნდა დავიძინო
საუბარს თავს ვარიდებ და მაღლა ავრბივარ
-შენ მე ვერადროს მომატყუებ
მეძახის ღიმილით მე კი ოთახში შევრბივარ და კარს ვხურავ ჩემდა უნებურად სარკეში ჩემს აწითლებულ ლოყებს შევყურებ. რამდენი ხანია ასე არ ამწითლებია. ლუციფერის ხსენებაც კი საუკეთესოდ მოქმედებს ჩემზე.
დამღლელი დღის შემდეგ რბილ საწოლში ვეშვები და ამდენი ხნის შემდეგ პირველად მესიზმრება ლუციფერი ის ისევ იმ დიდ როიალზე უკრავს ‘’სასახლეში’’ რომ იდგა ის მშვიდი და ამავდროულად სევდიანი მელოდია.
დილით რომ გავიღვიძე ბედნიერების ზენეტში ვიყავი ჩემი შავი ტანსაცმელი გადმოვიღე ერთი განსხვავებით ახლა შავი ჯინსი და საშუალო ქუსლის ფეხსაცმელი ჩავიცვი თმა მაღლა ავიწიე და აი უკვე მზად ვარ. მენატრებოდა ეს ფორმა
ჩემი ‘’ჯაბახანა’’ მანქანა სახლში დავტოვე და ტაქსით წავედი ნეტავ რა მოხდება? ბევრი რამე შეიცვალა? როგორ მიმიღებენ?
ჯერ ოფისის წინ გავჩერდი შემდეგ კი ლიფტში შევედი იქ შესულმა პირი დავაღე.
ყველა ტაშს მიკრავდა ოფისი ისევ ის არის რაც ადრე იყო მაგრამ ახალი თანამშრომლები არიან ზოგი ძველი წასულია მაგრამ სამაგიეროდ ნენსი და დემი აქ არიან მათთან ყველაზე ნორმალური ურთიერთობა მქოდა. ბედნიერი ვარ ისევ დავბრუნდი.
ლენას კაბინეტში შევდივარ და ვშეშდები ოთახი ისევ ისეთია როგორიც იყო არაფერი შეცვლილა გარდა...ვლადი...
მენატრება საშინლად მაკლია და ეს კაბინეტი მის გარეშე ვერ სუნთქვას
-გამარჯობა ვიცოდი რომ მოხვიდოდი
ახლა ღიმილითაც მაჯილდოვებს ლენა
-საიდან?
-შენი ნიჭი არ უნდა გაიფლანგოს. ეს საქმე ისევე გიყვარს როგორც აქ ჩვენ ყველას და მას ვერ დატოვებ მიხარია რომ დაბრუნდი
-მეც მიხარია
ბედნიერად ვიღიმი და კითხვისნიშნის თვალებით შევყურებ
-მოკლედ ჯერ საქმე არ არის და მალე გადმოგცემთ
-კარგი
ცოტა იმედიც კი გამიცრუვდა მაგრამ არა უშავს
-თუმცა ცოტა უინტერესო საქმეა და გინდა?
-კი რა თქმა უნდა
-მოკლედ ერთი კაცია და მაფია დასდევს თავდასხმაც იყო და მუქარის წერილებიც მისდის მაგრამ როგორც ვიცი თვითონ ეს კაცი აბუქებს საქმეს დიდი არაფერია
-არაუშავს ეს საქმე ფორმაში ჩამაყენებს
-კარგი დეტალებს მეილით გადმოგიგზავნი
-მადლობ
გარეთ გასულს ნენსი და დემი კარებში დგანან
-მიხარია შენი დაბრუნება დეკერ (დემი)
-მადლობ
გულღიად ვუღიმი.ისიც მიღიმის და მიდის აი ნენსი ჩემდა მოულოდნელად მეხუტება
-ბოდიში ძალიან ემოციური ვარ
-არაუშავს
მოკრძალებული ღიმილით ვუღიმი და ჩემს მაგიდასთან მივდივარ.
საქმე შევისწავლე და დილით თავზე დავადექი. ჰმ დიდი არაფერი ერთი შეშინებული კაცია გარეთაც კი ვერ გამოდის შიშით. მალე აღმოვაჩინე რომ ერთ-ერთი ხელქვეითი ღალატობდა და დავუმტკიცე კიდეც ის რა თქმა უნდა პოლიციას გადავეცით. ორი კვირა ვიცავდი და მერე თვადასხმა იყო მაგრამ ერთ მანქანაში ჩატეულ ხუთ იდიოტს მე ადვილად გავუმკლავდი.დებილები ზოგმა იარაღის ჭერაც არ იცოდა გასროლაზე და დამიზნებაზე საუბარიც არ მაქვს ნეტავ დედამიწაზე ასეთი სულელები როგორ იბადებიან?
ორ კვირაში საქმე დავამთავრე და ანგარიში ლენას ჩავაბარე.
დენიელი და ელი ერტმანეტს ფარულად ხვდებოდნენ რა თქმა უნდა ელის მუდმივად შეფაკლული ღაწვები დენიელის ხსენებაზე არ გამომპარვია. მიხარია რომ ელი ბედნიერია მაგრამ მინდა დენიელს მის მიმართ გრძნობებზე დაველაპარაკო არ მინდა ელის გული ატკინოს.
ლუციფერზე არაფერი გამიგია არც ის ვიცი სად ცხოვრობს და როგორაა მხოლოდ დენიელის ‘’ისევე როგორც შენ’’ მაფორიაქებს.
მენატრება მაგრამ მეშინია და ყველაფრისგან თავს ვიკავებ.
ერთ დღეს ლენა კაბინეტში მიბარებს
-დეკერ ერთი განსაკუთრებული საქმეა როგორც მითხრეს საუკეთესო სჭირდებათ.მისამართს გადმოგიგზავნი და ხვალ 9 საათზე იყავი არ დააგვიანო
წარმოუდგენელია ლენას ამ სიტყვებისას ეღიმება რაღაცნაირი ღიმილით უბრალოდ თავისიდაუნებურად ვერ იკავებს ღიმილს. რაღაც სხვა ამბავია. როგორც წინათ მოხდა ვლადმა მითხრა საუკეთესო სჭირდებოდათ და თან 9 საათზე იქ უნდა ვყოფილიყავი.
არა! ჩემს თავს ამაზე ფიქრსაც კი ვუჯკრზალავ თუმცა დაეჭვებული მაინც ვკითხულობ
-სახელი და გვარი?
-არ ვიცით
-რაა?
-დიახ არ ვიცით
კაბინეტიდან ლამის წიხლისკვირთ მაგდებს.
ვცდილობ აღარ ვიფიქროამოუცნობ კლიენტზე მაგრამ არ გამომდის და მთელ ღამეს თეთრად ვათენებ. ისევე როგორც მაშინ ახლაც ვაგვიანებ და ჩაშავებულ უპეებს ვერაფერს ვუხერხებ. აფორიაქებული მივუყვები უცნობ გზას და ძალიან ნაცნობი მგონია. ისევ საცობში ვყვები და ლამი ვაგვიანებ მაგრამ მაინც მალე მივდივარ.
სახლი მედიდურად გამოიყურება მაგრამ არც ისეთი პომპეზურია როგორც ‘’სასახლე’’
გარეთ არავინ მეგებება და როგორც კი მისაღებში შევდივარ ვშეშდები.
ლუციფერი უკრავს ის აქაა მე მას ვხედავ და ის ისევ ზურგით ზის.
ხელები მიკანკალებს ხელის გულები მიოფლიანდება და აფორიაქებული ვარ,თვალები ცრემლებით მევსება სიხარული და სევდა ერთნაირად მაწყდება,გული ლამისაა საგულიდან ამომივარდეს.
ის აქაა და უკრავს
ნეტავ შემამჩნია? როგორც ჩანს არა
მალე ნაწარმოებებს ამთავრებს და დგება მაგრამ ჩემკენ არ იყურება შემთხვევით თვალს მკრავს და დენდარტყმულივით ტრიალდება.
ნეტავ ეს არ მენახა და სხვა ყველაფერს გავუძლებდი...ის ასეთი არ უნდა ყოფილიყო...თითქოს მისი თვალები გაქცეულ მუზას მისტიროდნენ.
ტუჩები აუკანკალდა და ჩემკენ ნელა წამოვიდა. თითქოს ვერ მიჯერებდა ხელი ჩემი სახისკენ წამოიღო და ლოყაზე შემახო მერე კი თითი ტუჩებს გადაუსვა. როგორც უწინ ახლაც ნაცნობმა ჟრუანტელმა დამიარა
-ნამდვილს როგორ გავხარ
ჩაილაპარაკა უფრო თავისთვის
ნამდვილს? არ სჯერა რომ აქ ვარ?
-ალბათ კიდევ ერთი სიზმარია ან კიდევ ერთი ზმანება
ისევ თავის თავს ესაუბრება
-თუმცა რეალურს გავხარ
ისევ განაგრძობს ჩემი სახის ყურებას და ჩემს თმაში თავს რგობს
-მე ნამდვილად აქ ვარ
ძლივს ვუყრი სიტყვებს თავს
-არა შენ წახვედი და დამტოვე
-არა მე აქ ვარ
-არ მჯერა
-როგორ დაგიმტკიცო?
ხმას არ იღებს მე კი ვეღარ ვითმენ და მაგრად ვეხუტები მის სურნელს ღრმად ვიყნოსვ
ის გაკვირვებული ჩანს და ისეთი სახე აქვს თითქოს სიზმრიდან გამოერკვაო
-დეკერ
-მე აქ ვარ
სხვა სიტყვების თქმას არ მაცდის მე ისევ შევიგრძნობ მის ფაფუკ ტუჩებს,ისევ ვუყურებ მის ნახშირივით შავ თვალებს სიგიჟემდე რომ მიყვარს
დიახ მიყვარს! მიყვარს!მიყვარს!
ჩემი სული ბედნიერი ყვირის მე კი ისევ მის მკლავებში ვარ მომწყვდეული. ზღაპრული სიზმრიდან დენიელის მსახიობური ჩახველება გვარკვევს
ვხვდები რომ მე მას არ დავუქირავებივარ და მომღიმარ დენიელს უასაზღვრო მადლიერებით გავყურებ მაგრამ მალე ჩემი დაც მის გვერდით ჩნდება.
აბა რა ეს ორნი ხომ სულ რაღაცას გეგმავდნენ
ლუციფერისთვის სხვა ყველაფერი გამქრალია ისევ მე მეხუტება ეს ჩახუტება მეც მსიამოვნებს და ვენებში ბედნიერებისგან გაჯერებული სისხლი მივლის რომელიც ჩემი ორგანიზმის ყველა უჯრედამდე მიიტანება.
დენიელი და ელი მისაღებ ოთახში ისევ მარტო გვტოვებენ
-მიყვარხარ
მეჩურჩულება ხავერდვით ნაზი ხმით მე კი გადამეტებული ბედნიერება მამუნჯებს მხოლოდ ერთ სიტყვას ვეჩურჩულები პასუხად
-მეც




პ.ს. ვიცი ძალიან გამიტკბა ეს ისტორია მაგრამ რა ვქნა შეუძლებელია რომ ის რასაც ვგრძნობ შიგნით არ ჩავდო ალბათ ამიტომაც იწელება ასე.
რა ვქნა უბრალოდ ჩემს მიერ გამოგონილი სამყაროს დატოვება არ მსურს მაგრამ დიდ ხანს აღარ გაწვალებთ და დავასრულებ. ორი დასასრული მაქვს არჩეული მაგრამ არ ვიცი რომლით დავასრულო ორივე ძალიან მაგარია. მგონი გავიჭედე.



№1  offline მოდერი Marry Amm

შინაარსი კარგია უბრალოდ ბევრ რამეს ვერ ვიგებ გრამატიკის გამო :)

 


№2  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

არც მე მინდა ამ "სამყაროს დატოვება რასაც ისტორიაში გადმოსცემ.. ძალიან კარგიაა..
დასასრული კი რომელიც შენ ყველაზე ძალიან მოგწონს ის დაწერე მაგრამ მერე ისიც გვიტხარი მეორე ვარიანტი როგორი იყო .. ველოდები შემდეგ თავს და მალე დადე wink

 


№3  offline წევრი lucifer :)

marimayishvili
შინაარსი კარგია უბრალოდ ბევრ რამეს ვერ ვიგებ გრამატიკის გამო :)

შევეცდები გამოვასწორო <3

marimayishvili
შინაარსი კარგია უბრალოდ ბევრ რამეს ვერ ვიგებ გრამატიკის გამო :)

მართლა ვცდილობ რომ გამოვასწორო

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent