შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ხდება ხოლმე ((


12-06-2016, 19:58
ავტორი OnlyGirl
ნანახია 1 481

ერთი უბრალო დღე იყო, ყოველი შემთხვევისთვის მე ასე მეგონა. ყველაფრი ჩვეულებრივად დაიწყო.. მაღვიძარამ დარეკა და სასწრაფოდ ავდექი, რომ ყველაფერი მომესწრო (თუმცა მაინც ყოველთვის ვაგვიანებდი სკოლაში). ჩემს ფიქრებზე გამეცინა და გარეთ გავიხედე მაგრამ რად გინდა წვიმიანი და ცივი დღე იყო.. ძლივს ჩავიცვი და დედაჩემის დიდი თხოვნის მერე ძალით დავლიე ჩაი.. მერე ავდექი, ჩანთა ავიღე და გავიქეცი..
ძალაინ მსიამოვნებდა ცივი ჰაერი.. როგორც ყოველთვის რაღაც არ მომწონდა ჩემს ჩაცმულობაში.. არვიცი რატომ მაგრამ კომპლექსები მაწუხებდა რაზეც დედასთან ხშრად ვკამათობდი.. ახლა თავში მომივიდა ახალი აზრი რომელიც არც ისე შორს იყო რეალობასთან „მე ისეთი უცნაური ვიყავი, ისეთ რაღაცეებს ვაკეთებდი ზოგჯერ და ისეთ რაღაცეებზე ვნერვიულობდი რომ არასრულყოფილების შეგრძნება მქონდა.. ეს დღითიდღე მანადგურებდა და ძალიან მამწარებდა.. მიუხედავად იმისა რო ის გამაჩნდა რაც სხვებს არა, მაინც უაზრო დეპრესია მქონდა, როგორც დედა ამბობდა.. თუმცა თუ შეიძლებოდა ვინმეს მოვწონებოდი ალბათ ჩემი საოცარი ქცევების და ემოციების გამო, რომელსაც სამწუხაროდ ვერ ვაკონტროლებდი“ თუმცა დებიდლობა იყო ჩემი მხრიდან ის, რომ ვცდილობდი სხვებსთვის მიმებაძა..
ეს დღე ჩემს ცხოვრებაში საკმაოდ ემოციური აღმოჩნდა.. როგორია როცა ცდილობ შენი დაშვებული შეცდომები დაივიწყო და შეიცვალო, გგონია რომ არავის აინტერესებ, მაგრამ ამ დღეს გეუბნებიან, რომ სკოლის ერთერთ სიმპატიურ ბიჭს მოსწონხარ.. არა ეს ხომ არ უნდა დამეჯერებინა, სრული სისულელე იყო.. თუმცა არსებობდა ფაქტები რაც ამას ნაწილობრივ ამტკიცებდა.. მაგალითად მისი ადრინდელი ქცევები გამახსენდა, მისი თბილი სიტყვები და უაზრო კითხვები რითაც ჩემთან საუბრის გაბმას ცდილობდა. მე კი თავიდან ვიშორებდი იმიტომ რომ მეგონა ბავშვივით მექცეოდა და ნერვები მშლეობოდა.
–რა დაგძახო? ნინა თუ ნინი?
სერიოზულად? ეს კითხვები ჩემზე ცუდად მოქმედებდა და მაღიზიანებდა. სასაცილოა , მაგრამ მიუხედავად ამისა მაინც დებილივით ვუცინოდი და სახლში მისული ჩემს თავს კარგად ვლანძღავდი ამ გამოდებილებისთვის. არ ვიმჩნევდი არაფერს და ჩვეულებრივად ვაგრძელებდი ყველაფერს, მაგრამ ჩვენი ბიჭი ჩემგან სულ სხვა რამეს ელოდა თურმე.. ვიცოდი რომ დიდი შანსი იყო ეს ყველაფერი ტყუილი ყოფილიყო რადგან არც ისე კარგი მეგობრები მყავდა გარშემო, თუმცა ხომ იცით ადამიანი ყოველთვის იმას იჯერებს რაც უნდა, მითუმეტეს როცა მიზეზი აქვს.. მოკლედ ამ ბიჭს, თორნიკეს, ჩემს დასანახად გაყავდა თამო გვერდით და რაღაცეებს ეუბნებოდა მერე ეს გოგო კიდევ დადგებოდა და ტყუილს და მართალს არაჩვეულებრივი გაფორმებით მე მიყვებოდა.. მე იმდენად ვიყავი ამ ამბით გაკვირვებული, რომ მართლა არ ვიცოდი დამეჯერებინა თამოს მონაყოლი რომ ეს ბიჭი სერიოზულად მიყურებდა თუ უბრალოდ არაფერი გამეკეთებინა.. ან რომც დამეჯერებინა რა უნდა მექნა? მივსულიყავი და მეთქვა გავიგე რომ მოგწონვარ და მართალიათქო? ეს ხომ ძალიან დიდი სისულელე იქნებოდა, ასე რომ ველოდებოდი რა მოხდებოდა..თუმცა ხომ ყველაფერს ბედი უნდა?
წიგნი მეჭირა ხელში და ვკითხულობდი დიდი ინტერესით როცა ჩემმა ტელეფონმა იმხელა ხმაზე დაიწყო სიმღერა შევხტი და გაბრაზებულმა ვუპასუხე. თამო იყო და მეტად საინტერესო ამბავი მახარა.. მისტერ ზესიმპატურობას უთქვამს (საერთოდ თუ უთქვამს რამე) ნინას გადაეცი რომ ვიხუმრე არ მომწონსო. არა კი მომწონს მაგრამ მეგობრულად და ვიცოდი შენზე ჭორიკანა რომ იყავი და მაინტერესებდა ამ ამბავს შეინახავდი თუ არა სადუმლოდო. მაგარი ვინმეა პირდაპირ, იპოვა უცებ გამოსავალი. აბა ჩამოვკიდებოდი კისერზე და დამეწყო მეც სიყვარულის ახსნა იყო ხმის ამომღები? ჰოო არა რა თქმა უნდა. როგორ მოგატყუოთ ცოტა შევიჭერი როლებში და გამოგილანძღე კარგად, მაგრამ მარტო მაგას ხომ არ დავჯერდებოდი? ხოდა ამ გაბრაზებულმა გოგომ გადავწყვიტე მეორე დღეს საერთოდ არ დავლაპარაკებოდი.(ნეტავ ვის ვეჯიბრებოდი, მაგრამ ხომ უნდა ეგრძნო რომ ნაწყენი ვიყავი.)
მოკლედ მეორე დღეს ბოლო გაკვეთილზე გაპარვა გადავწყვტეთ და მიუხედავად იმისა, რომ მასწავლებლის შვილი ვიყავი მეც დიდი სიხარულით გამოვფრინდი კლასიდან. კიბეებზე ჩავრბოდი როცა ყურებამდე გაღიმებული თორნიკე დალანდეს ჩემმა თვალებმა და აიი მოვიდა ჩემი გეგმის განხორცილელების დროც.. ეშმაკურად გავიღიმე და გზა გავაგრძელე..

მოკლედ ძალიან ხშირად ვკითხულობ ამ საიტზე მოთხრობებს და აქ შემიყვარდა წერა ჩემთვის.. ვეცადე და იმედია გამოვიდა რაღაც.. ძალიან გთხოვთ თუ წაკითხავთ მითხარით თქვენი აზრი და ძალიან მკაცრები ნუ იქნებით პირველი სიახლეა..



№1  offline წევრი OnlyGirl

ანალიტიკოსი
პირველი ისტორია თუ არის შენი არაუშავდა მაგრამ რაღაც ხარვეზები იყო.
ეს 2 წერტილი ყოველი წინადადების ბოლოს სრულებით არ არის საჭირო,
კიდევ შევამჩნია რაგაც წინადადება გქონდა ბრჭყალებში ჩასმული არც ეს იყო დიდად საჭირო, რადგან ბრჭყალებს სხვა დანიშნულება აქვს.
იყო კიდევ რაღაც გრამატიკული ხარვეზები და არასწორად დასმული სასვენი ნიშანი.

პ.ს იმედია შემდგომში გაითვალისწინებ ჩემს რჩევებს.

ვიციი მადლობა <3 ეს ორი წერტილი ჩვევად მაქვს და თან ვწერდი თან ვშლიდი :დდ

 


№2  offline წევრი Ana Imnadze

სიუჟეტს ვერ მივხვდი,მაგრამ ვნახოთ აბა გაგრძელება.

 


№3  offline წევრი im a crazy girl

Tu mal-male davdeb cavikitxav colme:)

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent