ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება (მოკლე ისტორია სამ ნაწილად თავი 2)
ადამიანი კარგად ვერ აცნობიერებ თუ რახდება შენს ირგვლივ როცა უცნაურ სიტუაციაში აღმოჩნდები. მაგალითად მე ვერაფრით ჩავწვდი რანაირად გადაადგილდებოდა ე.წ სემი და როგორ გადავყავდი ერთი ადგილადნ მეორეში. ცნობისმოყვარეობამ შემიპყრო და სწრაფი მოძრაობით მისი თითები თვალებიდან მოვიშორე. მახსოვს ირგვლივ სიბნელე იყო ალაგალაგ რაღაც ბრწყინავდა და მერე მახსოვს როგორ ვეყარეთ ქვაღორღიან მიწაზე. -რა გააკეთე? ჯანდაბა ჯანდაბა ჯანდაბააააააააა- სემი ბღაოდა და ქვებს ყველა მიმართულებით ისროდა. -სად ვართ? - ნაწამები კნუტივით ამოვიკნავლე და დაზიანებულ ზურგს გადავხედე. -ცხუნკურში. ჯერ სიცილი ამივარდა და მერე მივხდი რომ არ ხუმრობდა. -თვალი არ უნდა გაგეხილა. ხვალ ამ დრომდე მაინც ვერაფერს ვიზამთ წამოდი სადმე თავი შევაფაროთ. ამიხსნა რომ ცხუნკური სოფელია ქუთაისთან ახლოს და რომ დანიშნულების ადგილს ჩემი წყალობით ავცდით. სიარულისას თხილი შევნიშნე და მოკრეფა გადავწყვიტე. ისე მშიოდა ჩემი თანამგზავრი სულ დამავიწყდა. ეზოდან გადმოყოფილ ტოტებს დავეძგერე და რაც შემეძლო მეტი მოვკრიფე. ამ საქმით გართულმა აღმოვაჩინე რომ სემს ჩემთვის გაესწრო და სირბილით გადავყვიტე დავწეოდი. ამის შემდეგ რაც მოსახდენი იყო მოხდა: სისწრაფისგან ფეხსაცმელი გამძვრა, შიშველმა ფეხმა ქვები ვერ აიტანა და ძალიან სექსუალურად გავიშხლართე ძირს ზემოდან კი ჩემი მოკრეფილი თხილები გადამეყარა. -აჰაჰაჰაჰაჰაჰაჰაჰაჰაჰაჰა- არ წყდებოდა სიცილის ხმა და თან ჩემკენ ახლოვდებოდა. იმდენად უხერხულად ვეგდე მიწაზე ამას შიშველი ვყოფილიყავი ის მერჩივნა. -ჰა ჰა ძაან სასაცილოა.- გაბრაზებულმა წამოვისლასე და აღმოვაჩინე რომ ფეხის გული ისე დამეზიანა სიარული აღარ შემეძლო. გადაყვლეფილ მუხლს კი აღარ დავეძებდი. -მოდი ჩემთან საწყალო. სემმა ხელში ამიყვანა, მკერდზე მიმიკრა. მინდოდა დამეწერა მისი გულის სმენა მესმოდა, მის ათთოლებულ სუნთქვას ვგრძნობდი, სემის სათუთი თითები ჩემს სხეულს ეხებოდა და მსგავსი ბლა ბლა ბლა თუმცა მოკლედ ვიტყვი მგონი შემიყვარდა ყველაზე უცნაური უცნობი. დიდი ხნის სიარულის შემდეგ რაღაც ქოხში მივედით კარგა ხნის მიტოვებულს გავდა და არც არავინ გვისაყვედურებდა თუ იქ დავჩებოდით. გამაფთხილა არსად წახვიდეო იდიოტი დამცინა მისი ჭკუით და მალე საბნით, ცოტაოდენი ხილით და პურით ხელში დაბრუნდა. კედლები გაშავებული და ობობის ქსელებით დაფარულიყო. ხის სკამები და მაგიდა სიძველისაგან ლამის წაქცეული. იატაკი ჭრაჭუნობდა. ფეხდაზიანებული მე ბინძურ ხალიჩაზე ვესვენე და ნაშიმშილები ტყვესავით პურს ვიძიძგნებოდი. სემმა მოპარული საბანი გადამაფარა და გვერდით შემომიწვა. ვიუხერხულე მაგრამ ეს სასიამოვნო უხერხულობა იყო. -აბა აწი რას ვაპირებთ?- პირგამოტენილმა დავსვი კითხვა რომელიც უკვე დიდი ხანია რაც მაწუხებდა და საბანი ჩემკენ გადმოვქაჩე. -დაველოდებით გათენებას , საღამოს იმ დროს როცა აქ აღმოვჩნდით და გავიმეორებთ იმას თავიდან რაც ამ შეცდომამდე გავაკეთეთ. და შენ ასე აღარ მოიქცევი.- ცხვირზე წამეთმაშა და თვალები დახუჭა. -სემ მინდა ვიცოდე... სემ რამე მაინც მითხარი გთხოვ. -ნუღელავ ყველაფერი მალე დამთავრდება. ამ თავგადასავლის საწყის ისტორიასაც მოგიყვები ეხლა დავიძინოთ. დილით აღმოვაჩინე ჩემზე ჩაბღუჯული პირდარებული სემი. ხელები მუცელზე შემოეხვია, თავი ჩემს მხარზე დაედო. რათქმაუნდა გავაღვიძე, ვუსაყვედურე და დაღამებამდე ასე ღლაბუცობით გავიყვანეთ დრო. მერე ისევ იგივე დაიწყო: ლოგინიდან წამომაგდო, ქარხანაში წამიყვანა, მერე მუშის სახლში, მაღაზიაში და ბოლოს იმ შუახნის ქალის სამუშაო ოფისში. -ადვოკატია? -ჰო. ნახე სულელმა ლატარიის ბილეთი საბუთებთან დადო. შეხედე გადასაქსეროქსებლად ატანს ვირაცას.- სემი აღბრთოვანებული მელაპარაკებოდა. -მგონი ბინელთი საბუთებში შეყვა. მე მართალი ვიყავი. ბილეთი საბუთებს შორის აღმოჩნდა და ის გადაქსეროქსებისას ამ სამუშაოს შემსრულებელმა იპოვა. -მეტკინა იდიოტო.- წამოვიყვირე მას შემდეგ რაც სემმა ფეხი შემთხვევით დამადგა. -მაპატიე. წყალი არ გაუვა თავისთვის დაიტოვებს. -არაფერიც დაააბრუნებს.- რაიმე ხომ უნდა შევწინააღმდეგებოდი? -მოდი სანაძლეო დავდოთ. თუ მე წავაგე რასაც გინდა იმას გავაკეთებ თუ შენ პირიქით. -კარგი შევთანხმდით- ხელი ჩამოვართვი და ქსეროქსის აპარატთან დადებული სტეპლერი ავიღე. -დადე გოგო. უჩინრები კივართ მაგრამ ჰაერში გამოკიდებულ სტეპლერს რომ დაინახავენ არამგონია კარგი რამე მოხდეს აქ. მეც დავემორჩილე და სანაძლეოც წავაგე. იმ ძუკნამ ბილეთი დაიტოვა. ეხლა ისევ უკან დადევნება მერე უცნაური გადაადგილება... ასე როდემდე უნდა გაგრძელებულიყო? რაც არ გერგება არ შეგერგებაო და გადამქსეროქსებელმა ლატარიის ბილეთი ტაქსის მძღოლს შემთხვევით ფულთან ერთად გაუწოდა. ტაქსისტმა მწვანე ბლოკნოტში ჩადო რის ჩუქებასაც ქალიშვილისთვი აპირებდა. ლატარიის ბილეთი ახლა გოგონას ხელში აღმოჩნდა და მანაც სულესურად დაკარგა ის. -კიდევ რამდენი ხანი უნდა ვიბოდიალოთ ესე? დავიღალე... რატომ დავსდევთ ამ ბილეთს? არ გკიდია ვისთან აღმოჩნდება? -ჩემი დავალებაა ის სწორი ადამიანის ხელში აღმოჩნდეს და როცა ესეთს ვიპოვით ყველაფერი დასრულდება. და ხო ვინაიდან სანაძლეო მოვიგე ჩემი პირობა ასეთია: როცა საჭიროდ ჩათვლი ამ მისამართზე მოდი- გოგონას რვეულიდან ფურცელი ამოხია , მისამართი დაწერა და მომცა. -ისე მართლა რა უცნაურად გადაფრინდა ბილეთი ფანჯრიდან.- ჩემი გაკვირვება ვერ დავმალე თუ როგორ დებილურად დაუსხლტა ლატარია გოგონას ხელიდან. -აწი ეცოდინება რომ ორპირი ქარი საზიან... უცებ ყველაფერი დადუმდა. მის სახეს ვხედავდი ხმა კი არ მესმოდა. როგორ არვიცი მაგრამ ვხვდებოდი მას ვშორდებოდი. -სემ... რახდება? -ჩემი კითხვა უპასუხოდ დარჩა. ბოლოს ჩემს ლოგინში გამომეღვიძა. -სიზმარი იყო? ეს ყველაფერი უბრალოდ დამესიზმრა? წამოვდექი და როცა ტერფის ტკივილისგან ჩავიკეცე, დაზიანებული მუხლი დავინახე და აღმოვაჩინე რომ საშინლად ჭუჭყიანი ვიყავი მივხდი ეს სიზმარი არ იყო და ჯერკიდევ ამ უცნაურ თავსატეხში ვიყავი გაჩხერილი. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.