შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება (მოკლე ისტორია სამ ნაწილად თავი 1)


11-06-2016, 22:02
ავტორი I.am.dreamer
ნანახია 2 232

*უცნაური დასაწყისი*
ყოველდღიური პრობლემებისგან დარლილმა საძინებლის კარი მოვიჯახუნე და ლოგინში ჩავწექი. უცნაურად ვგრძნობდი თავს და თან ათასი ფიქრი მიტრიალებდა როცა ვირაცამ უხეშად საბანი გადამხადა და დამიყვირა ადექიო. ხმაზე ვერ ვიცანი შემეშინდა და გავიფიქრე მანიაკმა ოჯახი ხომ არ ამომიწყვიტა და შემდეგი მე ხომარ ვართქო. თავი ნელა გავაბრუნე და ბიჭი შემრჩა ხელში. სინათლე ამავთე და კინაღამ გავქვავდი უცნობის მომხიბლელობისგან.
-ადექი მივდივართ.- უხეშად არანაირი მოწიწებით წამომაგდო საწოლიდან და თითები თვალებზე ამაფარა.
-უკაცრავად, იქნებ გამიშვათ. თუ მთვრალი ხართ არაა პრობლემა ტაქსის გამოგიძახებთ...
ასე ათასგვარ სისულელს ვროშავდი და ვფართხალებდი სანამ ხელს მომაშორებდა.
-სად ჯანდაბაში ვართ?
სადღაც ჩემი ოთახისგან ძალინ შორს უცნაურ ქარხანასთან ვიდექით. წვიმდა მასკი ქოლგა ეჭირა და გაუნძრევლად იდგა ჩემს უკან.
-იმ მუშას ხომ ხედავ?- ვიღაც კაცზე მკითხა რომელიც დიდი ყუთით ხელში გვიახლოვდებოდა- ახლა ძირს დაგდებულ ლატარიის ბილეთს იპოვის რომელიც ჯეკპოტს მოიგებს.
-ამწუთას ეგ ნაკლებად მანაღვლებს ჯერ ის მითხარით აქ რანაირად მოვხვდით?
-გაჩუმდი და უყურე.
ისე სწრაფად მომაკეტინა ვეღარ შევეწინაარღმდეგე თან ძალიან ძალინ ძალიან მესიმპათიურა თვალში.
მართლაც მუშამ მას შემდეგ რაც ყუთი დანიშნულების ადგილას დადო ტალახიდან მოკლე ფურცელი ამოაძვრინა.
-ჰაჰ ანუ ხვალ ჯეკპოტს ვიგებ- ხუმრობით თქვა ფურცელი გაწმინდა და ჯიბეში ჩაიდო.
-ანუ მართალი უთქვია. მაგრამ ვინააა ეს ბიჭი?-ჩემს თავს ვეკითხებოდი და თავი გვერძე მივაბრუნე დავინახე დაკუნთული ძარღვიანი ხელი როგორ ჩაბღაუჭებოდა შავი ქოლგის ტარს. პიჟამოსა და სახლის ჩუსტებში ‘გამოპრანჭული’ თავს უხერხულად ვგრძნობდი თუმცა ეს მაშინვე გადამავიწყდა რადგან უცნობმა კვლავ თვალები დამიფარა და ისევ უცხო ადგილას ამოვყავით თავი.
-კარგი ეს უკვე მეტისმეტია. მოდიხარ, მაღვიძებ, სასწაულებრივად უცხო ადგილებში გადაგყავარ და თანაც დუმხარ... ვინ ხარ? ჯადოქარი? გძნეული? რაიმე ძალებს ფლობ?
-ფანდასტიკის ჟანრის ფილმებს ხშირად უყურებ?- ბოხი ლამაზი ტემბრის ხმით მკითხა და ქოლგა დაკეცა.
-კი მერე?- გაღიზიანებულმა ვუპასუხე.
-გეტყობა კიდეც.
-ყველაფერთან ერთად დამცინის ეს . და მაინც რა ხდება ჩემს თავს? -გულში გავიფიქრე და მზერა წინ მიმავალ უცნობზე გადავიტანე.
-არ მოდიხარ? ყველაფერს გამოტოვებ.
მეც უკან ავედევნე ლეკვივით. კარები შეაღო და სახლში შევიდა. მისაღები ოთახი კარგად იყო მოწყობილი შეიძლება ზედმეტად კარგადაც. უცნობი დივანზე დაჯდა და მანიშნა მომიჯექიო მაგრამ უარის ნიშნად თავი გავაქნიე. მერე კი ვინანე თუმცა მაშინ მინდოდა მენახებინა მისთვის ფეხებზე საერთოდ არ მომეწონეთქო.
-აი ისიც...
მუშა სახლში შემოვიდა და დივანს დააშტერდა. აქამდე არ მიფიქრია მის რეაქციაზე როცა დაგვინახავდა. ინსტიქტურად ჩავიმუხლე და დივნის წინ მდგარ სავარძელს ამოვეფარე.
-დამშვიდდი ვერ გვხედავს.
თავი ამოვყავი და მისი სულისემძვრელი ღიმილი პირდაპირ სახეზე მომელამუნა. თუმცა თავი ხელში უნდა ამეყვანა და იმ სიტუაციას მოვრგებოდი რომელშიც გაურკვველი მიზეზების გამო ავღმოჩნდი.
-ისე ჯერ პატარა ხარ ქეით.- მე მესაუბრებოდა ყურებით კი მუშას მიშტერდებოდა.
-17 წლის გოგო პატრა თუა... ისე ქეთა და არა ქეით.
-ოოო კარგი რა თამაშში ამყევი მე სემი შენ კი ქეითი.
ამასობაში მუშის ცოლი სამზარეულოდან გამოვიდა ქმარს სამსახურის ამბები გამოკითხა და ტალახიანი ფეხსაცმელები გახადა. ვერ ვიტყვი ერთამნეთს სიყვარულით შესციცინებდენთქო მაგრამ ცუდი ცოლ-ქმრობა არ უნდა ქონოდათ. ქმარმა ახარა ლატარიის ბილეთი ვიპოვეო და ცოლმაც გამოგლიჯა ხელიდან და საფულეში ჩაიკუჭა. მე ვიდექი და ვუყურებდი როგორ ჩაეძინა მუშას სამზარეულოს მაგიდასთან, როგორ აჭმევდა დედა პატარა ჯიუტ ქალიშვილს და როგორ გააგზავნა უფროსი ბიჭი მაღაზიაში.
-საფულე წაიღე არ ვიცი რა დაჯდება დიდი სიაა თან ხურდები მაქ მარტო- სიტუაციაა გააცნო შვილს და თავისი პატრა შავი საფულე გაუწოდა.
-წასვლის დროა თაფლისფერთვალება.
ვერც კი შევნიშნე სემი როგორ მომიახლოვდა და როგორ დამიტკაცუნა თითები თვალწინ.
-სემი? ქეითი? ეს უცხოური სახელები რაღა ოინია საქართველოში ვართ ბოლოსდაბოლოს.-გავიფიქრე და ისევ ავეკიდე ჩემს ‘მბრძანებელს’
თანამედროვე, მოდური ჯინსის შარვალი ლურჯი, ზღვისფერი მაისური ძალიან უხდებოდა. კეტებიც უაღრესად მიმზიდველი ეცვა, რაც შემეხება მე მომხიბვლელად ნამდვილად არ გამოვიყურებოდი. მე მას მივყვებოდი ის კი მუშის ვაჟს. უცებ ხელი მტაცა და ჩამჩურჩულა.
-სწრაფად თორემ ჩამოვრჩებით.
ყველაფერი მალე მოხდა. ბიჭი მაღაზიაში შევიდა. აიღო რაც სურდა. ფულის ამოთვლას შეუდგა. ლატარიის ბილეთი გადმოუვარდა. სემმა სიცილი ატეხა. მე ვუჩქმიტე...
-ნწ ნწ ნწ ესეიგი მას არ ჭირდებოდა- ჩქმეტაზე ასე მიპასუხა და მაღაზიიდან კოლა მოიპარა.
მერე დავფიქრდი ასე თამამად როგორ მოვიქეცი და გადავწყვიტე ამ უცნაურ ბიჭზე აღარ მეფიქრა და ორიებტირება მომეხდინა გეგმაზე: როგომე გამომეტყუოთ ინფორმაცია თუ რატომ ვართ უხილავები და რატომ დავსდევთ ამ ლატარიის ბილეთს.
შუახნის ქალმა ძირს ფული დაააგდო მერე დაიხრა და თავის ათლარიანს ლატარიის ბილეთიც მიაყოლა. აი ეშმაკობა მესმის. თუმცა ეს ხომ ნაცადი ხერხია.
-შეყვარებული გყავს?- ისე მოულოდნელი და თემატიკას აცდენილი შეკითხვა დასვლა გამიკვირდა. როგორც შევამჩნიე ჩვევია კონტექსტიდან ამოგლეჯილი საუბარი.
-არა.
-მოგწონს ვინმე?- ვერვიტან ამ თემაზე საუბარს ის კი აგრძელებდა.
-არა.
-არც გყვარებია?
-არა.
-საჭმელს თუ ჭამს ხოლმე?
-შენწარმოიდგინე კი.
-კიდეკაი თორე ვიფიქრებდი უცხოპლანეტელიათქო.- მორიგი მოპარული ვაშლი ჩაკბიჩა და ისევ თვალზე ამაფარა ხელი. უკვე მივხვდი ეს რასაც ნიშნავდა და ზედმეტი ემოციებისგან თავი შევიკავე.
-ისე უცხოპლანეტელს შენ უფრო გავხარ სამოელ...
ამჯერად უფრო დიდხანს ვიყავი სიბნელეში ვიდრე სხვა გადაადგილებისას. მესმოდა როგორ ახრაშუნებდა ვაშლს და ვიგრძენი როგორ მომიტანა მეც პირთან. უარი არ მითქვამს თანაც საკმაოდ გემრიელი აღმოჩნდა.
-ახლა საით?
-ნახავ...



№1  offline მოდერი Marry Amm

რაღაცეები ვერ გავიგე და ალბათ ჯერ ვერც უნდა გამეგო :დ

 


№2 სტუმარი dd

marimayishvili
რაღაცეები ვერ გავიგე და ალბათ ჯერ ვერც უნდა გამეგო :დ

namdvilad :D ♡

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent