შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

კორსეტის საიდუმლო (თავი 5)


13-06-2016, 16:45
ავტორი tekka
ნანახია 1 408

ისევ ფეხების ჩქარი ბაკუნი,რომელიც ნელ-ნელა სირბილში გადადის.გრძელი ჰოლიდან შავებში ჩაცმული ქალი მორბის და გაურკვეველ რაღაცას ყვირის.გრძელი ანაფორა აცვია.სახეზეც ბადე აქვს ჩამოფარებული და შეშლილივით იქნევს ხელებს.ის პირდაპირ ლეას წინ დგას,მაგრამ მაინც შორიდან ჩაესმის მისი ხმა.ექოდ.
-ის მკვდარია....მოკლეს...აღარ არის.-არეულად ყვირის უცნობი ქალი და ლეას ისე უყურებს,როგორც დამნაშავეს.
-ვინ ქალბატონო...ვინ მოკლეს.-დაბნეული კითხულობს ლეა და ცდილობს მისი სახე რამენაირად გაარჩიოს.
-ჩემი ბიჭი მოკლეს.შენი ბრალია,რომ ის ახლა ჩემთან არ არის.ჰო!შენ მოკალი.მკვლელო!-სახიდან ჩადრს იხდის უცნობი და გრძელი თმის შიგნით ლეასთვის ნაცნობი სახე ჩნდება.ეს ემილიოს დედაა.გაფართოებული თვალებით უყურებს წითური და ვერ ხვდება რა ხდება მის თავს,რა უნდა ბელას აქ.უკან იხევს,მაგრამ ვიღაცას ეჯახება.ბრუნდება და იქაც ბელაა.თვალის დახამხამებაში მის გარშემო ათობით,ასობით ბელა გროვდება და ყველა მათგანი ლეასკენ მოიწევს მტრული თვალებით.მის ჩაქოლვას ცდილობენ,ხელებს ყელზე უჭერენ.უნდათ,რომ დაახრჩონ.
-არა...მე არაფერ შუაში ვარ ბელა.გამიშვით,მტკივა...ვინმემ დამეხმარეთ!
კარი ხმაურით იღება და პიერი შემოდის დაფეთებული სახით.უყურებს ლეას ოფლში მცურავს,რომელიც საწყლად გაჰკივის,შველას ითხოვს.
-ლეა!გამოფხიზლდი!გამოფხიზლდი, ეს მხოლოდ სიზმარია,გესმის?-ყვირილის მიუხედავად,მისი ხმა არ ესმის.ხელებს იქნევს.დაბნეული პიერი დაჰყურებს და არ იცის რით უშველოს.-ამელი.წყალი მოიტანე.
-წყალი ამ დროს არ შეიძლება მისიე პიერ.შეიძლება გული გაუჩერდეს.
-კი მაგრამ რა ჯანდაბა გავაკეთო?!-ნერვიულად ყვირის უკვე ისიც.
-სილა გააწანით.
-თქვენ სულ გაგიჟდით,ამელი?წყალი მოიტანეთ!
-სილა გააწანით,თორემ ამას მე გავაკეთებ.-ამელი პიერის უმოქმედობას ვეღარ იტანს და საწოლში მბორგავ ლეას სახეში არტყავს.პიერი გაოგნებული უყურებს ჯერ მოახლეს,მერე გონზე მოსულ წითურს.ეს კანასკნელი ისევ ტირის და დაღლილი მძიმედ სუნთქავს.
-ეს მხოლოდ სიზმარი იყო ლეა,დამშვიდდი.-თავზე მრუნველად უსვავს ხელს და ნაძალადევად უღიმის.
-წყალი მიირთვით,ცოტას დაგამშვიდებთ.-გულწრფელად შეწუხებული ამელი წყალს ტოვებს ტუმბოზე და ოთახიდან იპარება.
-ცუდად გამოიყურები.კოშმარი გესიზმრა?
-არ ვიცი პიერ,ეს რეალობას უფრო გავდა.
-არა, ეს სიზმარი იყო,მოჩვენება.თუ გინდა მესაუბრე ამის შესახებ.-მზრუნველად მოწმინდა ყელთან შერჩენილი ცრემლი.
-არა,არ მინდა.
-კარგი...როგორც გინდა.დაგტოვებ დაისვენე და მოგვიანებით შემოგივლი.-ის იყო ოთახიდან გასვლას აპირებდა ლეას ძახილმა შეაჩერა.
-პიერ!ნუ მიწყენთ,ზოგჯერ ცოტა უხეშად თუ გამომდის რაღაც.არ ვარ მიჩვეული თქვენნაირ ხალხთან ურთიერთობას...-თავი თითქოს დამნაშავედ იგრძნო.
-ჩემნაირ?!ანუ...?
-კულტურული.თქვენ სხვანაირი ყაიდის ხალხი ხართ.ჩემთვის ბევრი რაღაც უცხოა და მიუღებელიც ზოგჯერ და მიჭირს ჯერ ამ ყველაფერთან შეგუება.
-არაუშავს,ყველაფერი დალაგდება თავის ადგილზე.
-პიერ!-კართან მისული ისევ ლეამ შეაჩერა.-შეგიძლიათ რამე წამიკითხოთ?არ აქვს მნიშვნელობა,უბრალოდ წამიკითხეთ.
-კარგი...ბიბლიოთეკიდან რამეს ავარჩევ და დავბრუნდები.
დიდხანს ეძება და არჩია წიგნი,რომელიც შეიძლებოდა წითურს მოწონებოდა,მაგრამ მსგავსი ვერაფერი ნახა.ამას ემატებოდა ისიც,რომ მან არ იცოდა როგორი წიგნები მოწონდა ლეას.მობეზრებულმა ბოლოს,ლექსების კრებულს დაავლო ხელი და ნერვებმოშლილმა დატოვა ბიბლიოთეკა.
-არ ვიცი რამდენად მოგეწონება,მაგრამ ჩემი საყვარელი ლექსებია აქ.-დიდი მონდომებით გადაშალა წიგნი და ფანჯარასთან მდგარ სავარძელში ჩაეშვა.
-მგონი ზედმეტად შორს ხართ...ახლოს მოდით.თუ არ შეგაწუხებთ,მინდა რომ გვერდით მომიწვეთ.მინდა მხარზე ჩამოგადოთ თავი და ისე გისმინოთ.სხვანაირად ნუ გამიგებთ,მაგრამ ბავშვობიდან ასე ვარ მიჩვეული.ბერტა მიკითხავდა ხოლმე.
-არა,რას ამბობთ..-ცოტათი გაკვირვებულმა და გულში ნამდვილად გახარებულმა,წიგნით ხელში ფრთხილად მიუწვა გვერდით.წითურის თმის სურნლით გაბრუებული კითხულობდა ლექსებს ერთიმეორის მიყოლებით.-არ გითქვამთ,მოგწონთ თუ არა ლექსები.-წითურს ჩასძინებოდა.ხელი ფრთხილად გამოაცალა თავიდან და უფრო ფრთხილად აკოცა შუბლზე.ერთხანს უყურა მძინარეს,წიგნი გვერდით მდგარ ტუმბოზე დადო და ფეხაკრეფით გამოვიდა ოთახიდან.კართან ამელი დახვდა წყლის გრაფინით ხელში.
-ვიფიქრე,შეიძლებოდა ნებისმიერ დროს დაგჭირვებოდით.
-მადლობა,მაგრამ სულ ტყუილად.წადი დაიძინე,უკვე გვიანია.
მძინარედ,მაგრამ შინაგანი სიხარულისგან გამოწვეული სიმსუბუქით მიაბიჯებდა პიერი თავისი ოთახისკენ.დღეს პირველად სთხოვა ლეამ რაღაც.მის მხარზე თავის ჩამოდება.განა ამაზე უკეთესს ინატრებდა ქალისგან,რომელიც არასდროს არავის უსმენს?!ქალი,რომელიც ძალიან ბევრ მამაკაცზე დამოუკიდებელი და მამაცია.მართალია,ლეა თავდაპირველად თავქარიან და ჩამოუყალიბებელ ადამიანად მიაჩნდა,მაგრამ ახლა წარმოდგენა საერთოდ შეცვლოდა.ლეამ ზუსტად იცოდა რაც უნდოდა.ის იმ თავისუფლებით ტკბებოდა,რომელსაც ვერაფრით დათმობდა.ვერც ემილიოსთან,ვერც პიერთან.ის მერცხალივით იყო.საკუთარ სურვილებზე დამოკიდებული,ველური.არ აინტერესებდა არავის აზრი და თავგამოდებით იცავდა თავისას.დიახ,ის ძლიერი ქალი იყო.ადამიანი,რომელიც პიერს ნამდვილად ჭირდებოდა.
თავისდაუნებურად გაღიმებული გადაეშვა საწოლზე პირაღმა და მოხატულს ჭერს მიაშტერდა.ორი წელია ამ ჭერს უყურებდა ყოველ საღამოს და ახლაღა შეამჩნია შველი,რომელიც ბალახზე წევს.დიდი, მწვანე თვალებით წინ გადმოწეული ქვედა ტუჩით.თითქოს ტირილს აპირებსო.რატომღაც,ობლად ჩათვალა.გული შეეკუმშა მის შემხედვარეს.მისი შესანიშნავად ესმოდა,პიერიც ხომ ობოლი იყო. გუნება გაუფუჭდა.უნდოდა დაეძინა,მაგრამ ახლა ლეა წარმოუდგა თვალწინ.
-პიერ!მასზე ამდენ ფიქრს უნდა დაანებო თავი!-ხმამაღლა შემოუძახა საკუთარ თავს და რბილ ბალიშს შემოაჭდო ვეება მკლავები.
*
უჩვეულოდ კარგ ხასიათზე იყო დილიდან ამელი.ენერგიულად დადიოდა აქეთ-იქით და ყველას უღიმოდა.მისი ბედნიერის მიზეზს კი ვერავინ ხვდებოდა.
-შეიძლება ქალბატონო?-ფრთხილად შეაღო ლეას ოთახის კარი და ცალი თვალით შეიჭყიტა.
-რათქმაუნდა,მაგრამ აქამდე ჩემი ნებართვა არ გჭირდებოდა...-ღიმილით შეხვდა საწოლზე წამომჯდარი წითური უცნაურ მოახლეს.
-ჰო,ალბათ.-მის სახეზე აშკარად სიწითლე შენიშნა ლეამ.თითოს დაიმორცხვა კიდეც.
-ამელი!მომეჩვენა,თუ შენ გაწითლდი ჩემს სიტყვებზე?!
-არა,ქალბატონო რას ბრძანებთ.-ჩვეული სიმტკიცე დაიბრუნა.
-ქალბატონოთიც მომმართავ...-ეჭვით გახედა ადგილზე გაყინულ მოახლეს.-ამელი!შეყვარებული ხარ?არ მჯერა.ამელი შეყვარებულია? შეყვარებულიაააა!-გამჭვირვალე საღამურის ამარა დახტოდა ლეა საწოლზე და ბოლო ხმაზე ყვიროდა.დაბნეულმა ამელიმ აღარ იცოდა რა გაეკეთებინა და ხმას გარეთ რომ არ გაეღწია საჩქაროდ დაკეტა ფანჯრები.
-არა ქალბატონო,ღვთის გულისთვის,ცოტა დაუწიეთ ხმას და ყველას ნუ გავაგებინებთ ამ ამბავს.-აცრემლებული თვალებით ახედა მოხტუნავე წითურს.-არ ვიცი მისიე პიერი როგორ შეხვდება ამ ამბავს.ამდენი წელია აქ ვმუშაობ...
-აბა,აბა!!!ახლა გაჩუმდი.ეს საქმე მე მომანდე.მასთან ყველაფერს გავარკვევ,შენ კი ეს არ უნდა დამელო,ამელი.ეს ყველაზე მშვენიერი რამაა,დამიჯერე.თუ გიყვარს კი არ უნდა დამალო,ყველას უნდა გააგებინო შენი ბედნიერების მიზეზი.-მისი ხელები თავისაში მოიქცია და როგორც მეგობარს ისე დაელაპარაკა.
-გვინდა,რომ დავინიშნოთ თვის ბოლოს.
-როგორც გინდათ ისე იქნება ყველაფერი და შენ ძალიან ლამაზი საპატარძლო იქნები.მომიყევი მის შესახებ ყველაფერი.როგორია.-აჟიტირებულმა მოიკალათა საწოლზე.
-არ ვიცი რა გითხრათ...ისიც აქ მუშაობს,ცხენებს უვლის.ჩვენი მშობლებიც მოახლეები იყვნენ დიდი ხნის განმავლობაში და ახლა ჩვენც აქ ვართ.ამის შესახებ არავისთვის მითქვამს ჯერ...გუშინ ღამით გადავწყვიტეთ.ის ძალიან თბილი და ყურადღებიანია.ლამაზი თვალები აქვს და ძალიან კარგად იცის, როგორ გამამხიარულოს.იცით,როცა პირველად მითხრა,რომ ვუყვარდი არ დავიჯერე.მეგონა,ესეც მორიგი ხუმრობა იყო,მაგრამ მერე მაკოცა...და მივხვდი,რომ არ შეიძლებოდა ამის შესახებ ხუმრობა.მერე ვემალებოდი,არ მინდოდა მას შევხვედროდი, რადგან ძალიან მრცხვენოდა მისი,არ ვიცი რატომ.შეთხვევით შევხვდი სამზარეულოში და კიდევ ერთხელ მაკოცა.არ ვიცოდი რა უნდა გამეკეთებინა,რადგან ეს პირველი შემთხვევა იყო,როცა...ხომ ხვდებით,და მეც ვაკოცე...
ძალიან,ძალიან მორიდებით და ნაზად ლაპარაკობდა ამელი ამ ყველაფრის შესახებ.დოდადრო გაწითლდებოდა და ისევ აგრძელებდა საუბარს დარცხვენილი.თითებს პატარა ბავშვივით ათამაშებდა.ლეა გაღიმებული უყურებდა და ხედავდა ნამდვილად შეყვარებულ ქალს. პირქუში,მუდამ მკაცრი გამომეტყველებით მოსიარულე ამელი ახლა ყურებამდე გაღიმებული იყო და თამამად აჩენდა არც თუ ისე ლამაზად მომზირალ კბილებს.
თხრობა რომ დაასრულა კიდევ ერთხელ სთხოვა ლეას ეს ამბავი პიერის გარდა არავისთვის ეთქვა ჯერ და მადლობა გადაუხადა,რომ მოუსმინა.
-ჰო,მართლა,ცოტა წასახემსებელი ამოგიტანეთ და ეს ყვავილები მისიე პიერმა თქვენთვის დაკრიფა დღეს დილით.-ღიმილით მიაწოდა სურნელოვანი ყვავილები და ისევ ყურებამდე გაღიმებულმა დატოვა ოთახი.
ასევე გაღიმებული დარჩა ლეა საწოლში და ხარბად ისუნთქავდა ყვავილების სურნელს.ნასიამოვნები იყო იმ ფაქტით,რომ პიერს ის არასდროს ავიწყდებოდა.ყოველთვის შეეძლო გამოენახა მიზეზი და როგორმე თავი შეეხსენებინა მისთვის.ყვავილების მცირე თაიგული ჩაიხუტა და ახლა მასთან ერთად დაიწყო საწოლზე ტრიალი.
მხნედ ადგა საწოლიდან და უზარმაზარ აივანზე ფეხშიშველი გავიდა.დილიდან კარგი ამბით გაიღვიძა,პიერმაც ყვავილები გამოუგზავნა და მზეც საამურად აცხუნებდა.საწუწუნო არაფერი ქონდა.ის იყო ხელი გაშალა უნდოდა გაეზმორა,ქვევიდან ხმა მოესმა.
-მშვიდობიან დილის ვუსურვებ სასახლის ყველაზე მშვენიერ არსებას.-ეს პიერი იყო,შორტებში გამოწყობილი და ტანს ზემოთ შიშველი.-ჩამოდი მზეს მივეფიხოთ.დღეს კარგი ამნინდა კანის შესაფერადებლად.
პირველად ხედავდა ლეა მამაკაცზე ასეთ მოკლე და თამამ ტანისამოსს და ცოტა გაუკვირდა კიდეც,მაგრამ ეს არაფრად ჩაადგო.დაპირდა აუცილებლად შემოგიერთდებიო და სასწრაფოდ დაბრუნდა ოთახში.
-კანის შესაფერადებლად?რა ჯანდაბა უნდა ჩავიცვა.ამელიიიი!!!
დიდხანს არჩიეს რის ჩაცმა შეიძლებოდა და მაინც ვერ აარჩიეს.ლეას არ უნდოდა ზედმეტად თამამი და გამომწვევი ყოფილიყო საცურაო კოსტიუმი.ამელი კი სრულიად საპირისპიროს ამტკიცებდა,რომ პერს ასეთი უფრო მეტად მოეწონებოდა და მისი გრძელი,ჩამოქნილი ფეხები თამამად უნდა გამოეჩინა.საბოლოოდ,მთლიანი ჩასაცმელი შეარჩიეს გრძელი ტოტებით.
-ვფიქრობ, კარგი არჩევანია.-კმაყოფილი იხედებოდა ლეა სარკეში,თან შიფონის თხელი ნაჭრით ცდილობდა გამოჩენილი ადგილების დამალვას.
-მე კი ვფიქრობ,რომ ზედმეტად ძველმოდურია.-აშკარა უკმაყოფილებას ვერ მალავდა ამელი.-ასეთები ბებიაჩემის დროს ეცვათ.მომიტევეთ,მაგრამ ასეა.ნებას თუ მომცემთ,სულ ცოტათი შევასწორებ.
მოახლემ მაკრატელი აიღო და ჯერ ერთი ფეხის ტოტი შეამოკლა თეძომდე,მერე მეორის.ახლა ზურგზე გადაინაცვლა და საკმაოდ ღრმადაც ამოჭრა ნაჭერი.ლეას წინააღმდეგობის მიუხედავად,ამელიმ თითქმის ძალით გაათრია ოთახიდან,თავზე უზარმაზარი შლიაპა ჩამოაცვა და უკანა ეზოსკენ უბიძგა,სადაც მომღიმარი პიერი ელოდებოდა.
-ძალიან კარგად გამოიყურები.-ლეას თამამი ჩაცმულობით აღფრთოვანება ვერ დამალა.
-ამელის უნდა ვუმადლოდე.
-პირადად გადავუხდი მადლობას.
ლეა მაქსიმალურად ცდილობდა დაეფარა მოშიშვლებული ადგილები,მაგრამ ამაოდ.მის ქცევებზე ფრანგს ჩუმად ეღიმებოდა.
-ლეა,მოეშვი ცოტა.სრულიად შიშველი მყავხარ ნანახი და ახლა ფეხებს იმალავ?!
-აქ მსახურებიც არიან...
-აქ არავინაა.ვინმეს ხედავ?ჰეეეეეეეეეი აქ ხართ?-წამოხტა და ყვირილი დაიწყო.ჰორიზონტზე მართლაც არავინ გამოჩენილა.-ყველა დავითხოვე.მხოლოდ ამელი და ფრანცი არიან და ისინიც ალბათ,ტკბებიან ერთად ყოფნით.
-ფრანცი...მისი საქმრო?აჰ!ამელი კი ნერვიულობდა რას იტყვის პიერიო.
-ფრანცმა მე დიდი ხნით ადრე მითხრა.იმაზე ადრეც,ვიდრე ამას ამელი გაიგებდა.-კმაყოფილმა გადახედა ლეას და სახე მზეს მიუშვირა.-მე მათ ნება დავრთე,როცა მოესურვებათ მაშინ იქორწინონ.
-ამელის ეს ძალიან გაახარებს.წავალ მე ცოტას გავგრილდები.
პიერი მალულად,მაგრამ ყურადღებით აკვირდებოდა რას როგორ აკეთებდა ლეა.ზოგჯერ ის ჩამოყალიბებულ ქალს გავდა,გრაციოზულს და მედიდურს.ზოგჯერ კი მთლად ბავშვივით იყო და არ იცოდა,როგორ მოქცეულიყო.ახლაც,მის წინ ბავშვი იყო,რომელიც ვერა და ვერ გაზრდილიყო.ბავშვი,რომელიც დიდ სათამაშოებს ეპოტინება.ამ შემთხვევაში, კი პიერის გული მიაჩნდა სათამაშოდ და კარგადაც ერთობოდა.
ის იყო პიერიც აპირებდა წყალში ჩასვლას ამელი მოვარდა გულის ხეთქებით.
-მისიე პიერ!ქალბატონი ანჟელიკა შემოვიდა ჭიშკარში ეს-ესაა.ვიფიქრე თქვენთვის უნდა მეთქვა,სანამ აქამდე მოვიდოდა.
-ანჟელიკას აქ რა უნდა?!-პიერის სახე ელვისებური სისწარფით შეიცვალა.-ფრანცი მოიყვანე და ლეა გააცანი ან რამენაირად გაართეთ ცოტა ხნით,მივხვდავ მას და დავბრუნდები.
წითურმა წყლიდან ამოყვინთა,თუმცა პიერი ადგილზე არ დახვედრია. სამაგიეროდ,დახვდა ახალი სახე,რომელიც ამელისთან ერთად აყუდებულიყო კედელთან და ნაძალადევად გაღიმებული სახით უყურებდა.მაშინვე ამოიცნო ფრანცი და სიხარულით გაემართა მისკენ გასაცნობად.
დიდხანს ისაუბრეს ფრანცის და ამელის ოჯახზე,წარსულზე და მომავალზე.უკვე მერამდენედ ყვებოდა ამელი მათი სიყვარულის ისტორიას,მაგრამ ლეა ისეთი აღფრთოვანებით ვეღარ უსმენდა,როგორც თავდაპირველად.
-დიდი ბოდიშით,მაგრამ ცოტა ხნით დაგტოვებთ.-წითურის ადგომა და ამელის სკამიდან წამოფრენა ერთი გახდა.აღარ იცოდა რითი შეეჩერებნა, მაგრამ ვერაფერს გახდა.ლეას მისი უცნაური საქციელი უფრო აკვირვებდა და სწორედ ამიტომ უფრო უნდოდა დაბრუნებულიყო სასახლეში.ეჭვი ჰქონდა ამელი რაღაცას უმალავდა.
წვალებით დააღწია თავი ამელის და ფრანცს.შესასვლელთან მიხვდა,რომ მოსაფარებელი არ ჰქონდა თან,მაგრამ პიერის ნათქვამი გაახსენდა მსახურების დათხოვნაზე და თამამად შეაბიჯა შესასვლელში.გაიარა ჰოლი და დიდ მისაღებს მიადგა,რომლის გვერდითა კარიდან,სადაც ბიბლიოთეკა იყო, ქალის და კაცის აშკარა კამათის ხმა მოისმოდა.
დაკაკუნების გარეშე შეაღო ფრთხილად კარი და შორტის ამარა მდგარი პიერს მოჰკრა თვალი აწ,უკვე ნაცნობ სახე,ანჟელიკასთან ერთად,რომელიც რაღაცას უხსნიდა და დროდადრო მხარზე ჩამოადებდა ხელს.არსებული სიტუაცია ლეას ნამდვილად არ მოსწონდა.
-პიერ,რახანია გელოდები.-თამამად შეაღო მძიმე კარი და ყურებამდე ღიმილი აიკრა სახეზე.-არ დავბრუნდეთ?
წითურის ასეთ ფორმაში დანახვაზე სტუმარს ენა ჩაუვარდა.თითქმის შიშველი გამოეცხადა...სველი ტანისამოსი,რომელიც კანს ეკრობოდა და მადისაღმძვრელ ფორმებს უკვეთდა.გრძელი თმიდან წყალი წვეთ-წვეთ ეცემოდა იატაკზე და სამარისებულ სიჩუმეში მკვეთრად ისმოდა მისი ფილებთან შეხვედრა.ანჟელიკასთვის ეს სრული შოკი იყო.
-ამ იაფფასიან ქალზე მცვლი პიერ?!-ხელი ლეასკენ გაიშვირა ისე თითქოს უსულო საგანი ყოფილიყო.
-არ დაიწყო ახლა ისევ, გთხოვ.-შეწუხებულმა შუბლზე მიიდო ხელი და ქვევიდან ახედა კართან მდგარ წითურს,რომელიც მის გარეშე წასვლას აშკარად არ აპირებდა.
-არ ვიცი ამ ქალს ჩემთან რა აქვს გასაყოფი.ვფიქრობ,ყველაფერი ისედაც ცხადია და ჯობია ჩემდამი სიძულვილი რამენაირად მოთოკოთ, ქალბატონო ანჟელიკა.-უკანასკნელი სიტყვები მკაფიოდ წარმოთქვა,რომელშიც ირონია უფრო იგრძნობოდა,ვიდრე თავაზიანობა.-ახლა კი დაგტოვებთ და დიდი თხოვნა მექნება,ჩვენი შემდეგი შეხვედრა უფრო სასიამოვნოდ რომ წარიმართოს....თუ შევხვდით რათქმაუნდა.
პიერს ხელკავი გამოსდო და სველი თმა უკან გადაიყარა.მტკიცე ნაბიჯებით დატოვეს ბიბლიოთეკა და სტუმარი, რომელიც ადგილს ვერ პოულობდა სიბრაზის,ბოღმის და შურის ამოსანთხევად.მაგიდაზე კალამი და ფურცელი შენიშნა.ნაჩქარევად მიაწერა რამდენიმე წინადადება და ბოლოში ადრესატის სახელი.წერილი პიერისთვის იყო განკუთვნილი.სასწრაფოდ დატოვა სასახლე,საიდანაც არავის გაუცილებია,როგორც სჩვევიათ ხოლმე სტუმრის გაცილებისას ფრანგებს.

_____________________


მგონი მაინცდამაინც პატარა არ გამოვიდა.ვეცადე დიდი დამედო და რავიცი.გამოთქვით თქვენი აზრები,რაც არ მოგწონთ....ან მოგწონთ ^_^



№1  offline წევრი Peoplefallformysmile

უცხოა . ძალიან მომწონს . განაგრძე გაუვილებლად.

 


№2 სტუმარი მიკა

მეც მომწონს,მაგრამ უფრო მალ-მალე დადე ხოლმე,რაა..

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent