შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

კორსეტის საიდუმლო (თავი 3)


5-06-2016, 02:12
ავტორი tekka
ნანახია 1 351

***
ლეას პარიზში ჩასვლიდან ერთი კვირის თავზე ბალონჩელების სასახლეში წერილი მივიდა, ზემოთხსენებულისგან,რომელიც სასწრაფოდ ბერტას უხმობდა თავისთან.წერილში კონკრეტულად არაფერი ეწერა,თუმცა ერთი რამ ცხადი იყო,ლეა წერილში უკმაყოფილებას გამოთქვამდა ყველაფერზე და აშკარად დაბნეულიც იყო.ბერტას იმაზე მალე მოუწევდა წასვლა ლესათან, ვიდრე ამას ელოდა.მხოლოდ მას შეეძლო ჭირვეული გოგოსთვის მიეხედა,დაერიგებინა ჭკუა და ერჩია ისეთი რამ,რაც ყველა მხარისთვის ხელსაყრელი იქნებოდა.
ბერტამ თავისი მცირე ბარგი ჩაალაგა და ავიდა ეტლში,რომელსაც გეზი პირდაპირ ლეასკენ ჰქონდა აღებული.
***
-ვფიქრობ,თქვენი კორსეტები საკმაოდ მოძველებულია.მისიე პიერი უარს არ იტყვის თუ ახალს შეგიკერავთ.-აწ უკვე ნაცნობი მოახლე ისევ მედიდურად დააბიჯებს ოთახში და ლეას უთითებს რა როგორ აკეთოს.-ამასაც გადავყრი.თქვენ ეს არ შეგეფერებათ.-უკანასკნელი კაბაც გადასაყრელად გამზადებულ ბოხჩაში ჩაუძახა.
-მისმინე ამელი!ეს ჩემია, გასაგებია?!ჩემია!რაც ნიშნავს იმას,რომ როცა მინდა და რასაც მინდა იმას ვუზავ.მე მინდა,რომ ის ისევ მქონდეს,რადგან ეს ემილიომ მაჩუქა.
-ის საკმაოდ იაფფასიანია.-ცხვირაბზეკით მიუთითა კაბაზე და საწოლის კიდეზე მიაფინა.-როგორც გენებოთ.
ლეას უკვე აღარ შეეძლო ამ მოახლის ატანა.ის ყოველ წამს ერეოდა მის საქმეებში,რაც დისკომფორტს უქმნიდა.საჭირო იყო ამ საკითხზე პიერს დალაპარაკებოდა.
წვალებით ჩაიცვა კაბა და ასევე წვალებით გაიკეთა ფრანგული „მაკიაჟი“, რომელიც მას სულაც არ მოსწონდა.ზედმეტად მიაჩნდა ამდენი პუდრა და პომადა.მისი ოთახის ფანჯარა უზარმაზარ ბაღს გადაჰყურებდა,სადაც პიერს და მის მეგობრებს მოეყარათ თავი.ლეას ფიქრი არ ჰქონდა დამთავრებული კარში ამელი შემოვარდა ისევ დაუკითხავად.
-მისიე პიერმა მიბრძანა გადმომეცა თქვენთვის,რომ მაქსიმალურად მოხერხებულად გამოეწყოთ და ბაღში ჩახვიდეთ,მის მეგობრებთან ერთად.გასეირნებას აპირებენ ცხენებით ტყეში.
-კარგი.-მობეზრებულმა ჩაიქნია ხელი და ის იყო მაკიაჟის წაშლა უნდა დაეწყო,ამელის უბრძანა პიერის საჯირითო ტანსაცმელი მოეტანა.თავდაპირველად,გაკვირვება გამოიწვია მასში,მაგრამ ლეას კატეგორიულმა მოთხოვნამ იძულებული გახადა შეესრულებინა მისი ბრძანება.
ერთ საათიანი მზადების შემდეგ ლეაც გამოჩნდა ჰორიზონტზე.
მამაკაცის შარვალში გამოწყობილი,მყარი ჩექმებით და უხეში კოსტიუმით ამაყად მიაბიჯებდა ბაღისკენ, საიდანაც პიერის გაკვირვებული და დაბნეული მზერა ელოდებოდა.არანაირი მაკიაჟი და მოუხერხებელი,მტანჯველი კორსეტი მას არ ქონდა.თავს ბუმბულივით მსუბუქად გრძნობდა.წითელი თმა უგერგილოდ ჩემოეშვა მხრებზე და ყურთან ერთი ცალი პატარა ვარდი მიემაგრებინა,რომელიც მის მამაკაცურობას და ქალურობას ერთდროულად უსვამდა ხაზს.
-მე მზად ვარ მისიე პიერ.-ფრანგული სალამით მიეგება მომლოდინეთ.-თქვენს მეგობრებს ხომ არ გამაცნობდით?!
-......აააა,დიახ,დიახ...რათქმაუნდა!მეგობრებო!ეს სინიორა გახლავთ ლეა.მშვენიერება იტალიიდან.ლეა გაიცანით ესენი ჩემი უახლოესი მეგობრები არიან ჟანნა,ჟოფრეი,ლეონი და ლუი.ანჟელიკა და ჟორჟი მოგვიანებით შემოგვიერთდებიან.
ცოტათი გაკვირვებულებმა შეათვალიერეს ახალმოსული,მაგრამ მაინც თავაზიანად მიესალმნენ.
-ლეა,თქვენ ამ ცხენზე დაჯექით.მოთვინიერებულია და საკმაოდ ჭკვიანი ცხენია.
-მე ის მინდა!-საჯინიბოში ნერვიულად აბაკუნებდა შავი,საკმაოდ დიდი ზომის ცხენი,რომელიც ნებისმიერ წამს გასაქცევად მზად იყო.
-ამ ცხენს მორტი ქვია.იცი რატომ?მრავალჯერ მოთვინიერების მიუხედავად, მისი მხედარი საბოლოოდ კვდება.უკანასკნელი მისგან გადმოვარდა და ზედ გადაუარა.მორტი სიკვდილს ნიშნავს ლეა.
-რაღაცით მე მგავს...ის მაინც ჩემი გახდება!
-ყოველთვის სახიფათო სათამაშოები გიზიდავდათ?
-გამოგიტყდებით და დიახ.რაც მინდოდა ყოველთვის იმას ვიღებდი....მორტიც დამნებდება,გპირდებით.-ხელი მედიდურად აიქნია და გვერდით მდგარ, მშვიდ სეტს შემოახტა.
-სეტი ჩემი დის ცხენია.ვიმედოვნებ,იმედებს არ გაგიცრუებთ.
ტყეში ვიწრო ბილიკით შევიდნენ.თავდაპირველად,პიერი მიდიოდა.მას მიყვებოდნენ ტკბილად მოსაუბრე ლუი და ჟანნა,ბოლოს კი ლეონი და ჟოფრეი გაცხარებით ეკამათებოდნენ ლეას რაღაცებზე.დროდადრო ხმამაღლა თუ იტყოდა რაღაცას ლეა,მაშინვე ნერვიულად გაიქნევდა ხელებს.ბოლოს ნერვებმოშლილმა და ძალაგამოცლილმე დეზი ჰკრა ცხენს,წინ გაიჭრა და პიერს ამოუდგა გვერდით.
-ვფიქრობ,თქვენი მეგობრები ძველმოდურად აზროვნებენ.
-ვიმედოვნებდი,ერთმანეთს გაუგებდით,მაგრამ ვატყობ შევცდი.მათ ბევრი საუბარი უყვართ და შეიძლება თავიც მოგაბეზრონ,ასე რომ ნუ გაგიკვირდებათ.
-მათ არ შეუძლიათ პოზიციების დათმობა.არ უნდათ გაიგონ,რომ ქალი არ ნიშნავს იყო მონდა და მსახური.მე ყოველთვის ქალებისთვის ვიბრძოდი,მაგრამ პარიზში თუ ასე აზროვნებდნენ ვერ წარმოვიდგენდი.
პიერი მომღიმარი უყურებდა გაწიწმატებულ ლეას.ის ისევ განაგრძობდა ხელების ქნევას აქეთ-იქით.ვერაფრით ეგუებოდა ფაქტს,რომ ვიღაც მის მოსაზრებას არ ეთანხმებოდა.
-მოდით შევეჯიბროთ ერთმანეთს.ის, ვინც პირველი მივა მდინარესთან ერთ სურვილს მოიგებს მეორე მისულთან.და რათქმაუნდა სურვული აუცილებლად უნდა ასრულდეს,თანაც...-სიტყვა დამთავრებული არ ჰქონდა ლეა უკვე მიჰქროდა ბილიკზე.
სანამ პიერი მდინარესთან მივიდა ,ლეას უკვე მოესწრო ცხენის ხეზე დაბმაც და ბალახზე წამოწოლაც.ახალმოსული ფრთხილად მიუჯდა გვერდით,თითქოს,არ უნდა დააფრთხოსო.აკვირდებოდა მის სახის ნაკვთებს,თმას,ტანს.ერთი შეხედვით,არაფერი განსაკუთრებული,მაგრამ იყო ლეაში რაღაც,რაც პიერს ძალიან იზიდავდა.ხელები თავის ქვეშ ამოიდო და ისიც გადაწვა ბალახზე.
-ბედისწერის გჯერათ?
-ბედისწერა არ არსებობს პიერ.მას ადამიანი ქმნის.
-მე მაინც მჯერა ბედისწერის...ან მინდა,რომ მჯეროდეს.
-გულუბრყვილოდ ჟღერს.
-ოპტიმისტურად უფრო.
-ესეც ადამიანის მოგონილია...
-საერთოდ,რამის თუ გჯერათ.
-არაფრის...-მცირეხნიანი პაუზის შემდეგ გულდაწყვეტით თქვა და ნაძალადევად გაღიმებულმა პიერს გადახედა.-თქვენ რისი გჯერათ.
-სიყვარულის.
ამაზეც უნდოდა ლეას შეკამათება,მაგრამ იცოდა ვერაფერს ეტყოდა საწინააღმდეგოს.თმიდან ვარდი გამოიძრო და ნერვიულად დაიწყო ღეროს ღრღნა.მის ბავშვურ ქცევებზე პიერს გაეცინა.
-მე ყოველთვის მჯეროდა სიყვარულის.-საუბარი ისევ პიერმა განაახლა.
-ამაზე აღარ მინდა საუბარი.-მობეზრებული წამოხტა და ქვების გადაყრა დაიწყო წყალში.
-მე მინდა!ყოველთვის,როდესაც რაღაცაზე მინდა გესაუბროთ გამირბიხართ.თქვენ არც კი მისმენთ...აი ისევ გარბიხართ.-ჩქარი ნაბიჯებით მიმავალი ლეა ძალით შემოაბრუნდა და თვალებში ჩააცქერდა.-მე მესმის თქვენი.თქვენ გიყვართ ემილიო.ჰო ეს ვიცი,მაგრამ ისიც ვიცი,რომ მეც გიზიდავთ.ამას ვგრძნობ.ალბათ,ახლა უარყოფთ,მაგრამ მე ამაში დარწმუნებული ვარ.გთხოვთ მომხედეთ.
ლეამ დაბნეული და აცრემლებული თვალებით ახედა პიერს.
-მე ემილიო მიყვარს....
-კარგით,გაჩუმდით.-თავზე მზრუნველად გადაუსვა ხელი და გვერდულად,ოდნავ გაუღიმა სიტუაციის განსამუხტად.-მთელი ცხოვრება ამას არ გაიმეორებთ იმედია.სხვასთან ურთიერთობას თუ არ მოსინჯავთ,ვერ მიხვდებით ემილიო მართლა გიყვართ თუ არა.
-არ მინდა მას ვუღალატო,გესმით?
-არაჩვეულებრივად მესმის.-პიერს მთელი სახე ლეას ყელში ჩაეყო და ხარბად ისუნთქავდა მის სურნელს.მის თმას ეფერებოდა და დროდადრო ყურის ძირში ნაზად აკოცებდა.
-მე მინდა სხვა ხილიც გავსინჯო.-გაფართოებული თვალებით ახედა პიერს და ნაზად აკოცა ქვედა ტუჩზე.თითქოს გემო გაუსინჯაო თავდაპირველად.მარჯვენა ხელი წამოზრდილ თმაში შეუცურა და ხელის ბიძგით თავისკენ მიიზიდა ოდნავ.მის ქმედებას ინსტიქტურად პიერიც აყვა.ნელა მიიწია მისკენ.წელზე შეუცურა ხელი და თავის სხეულზე აიკრა.წითელთმიანი ამჯერად უფრო გათამამდა.აქტიურად იზიდავდა ფრანგს თავისკენ და გახელებული კოცნიდა.მძიმედ სუნთქავდა,მაგრამ გაჩერება აზრადაც არ მოსვლია.
-ღმერთო ჩემო,რას აკეთებ პიერ?!!!
ეს ანჟელიკა გახლდათ,პიერის ყოფილი საცოლე და ქალი,რომელიც პიერს არასდროს დათმობდა.


____________



ბავშვებოოოო.დავბრუნდიიი!!!!! აღარ დავიკარგები გპირდებით ვეცდები მალმალე დავდო ხოლმეე



ჰაჰაჰჰა რა მაგარი ისტორიააააა wink wink wink ახლა წავიკითხე სამივე ნაწილი რაც გაქვს დადებული და რავი ძალიან მომეწონა. ჯერ ერთი საფრანგეთში ხდება ეს მოვლენები, პარიზი ჩემი ოცნება.
შუა საუკუნეეებია არა ? მომწონს ეგ ეპოქაც wink
და ბოლოს ლეა ჩემი საყვარელი სახელი გოგონასთვის. love
მაგარი ხარ <3
მალე დადე რა შემდეგი თავი <3

 


№2 სტუმარი მიკა

ჩემი ფავორიტი ისტორია,როგორ გამიხარდა,რომ გააგრძელე :3 ყოველდღე დადეე უფრო დიდი თავები,რა:)

 


№3  offline წევრი tekka

მიკა
ჩემი ფავორიტი ისტორია,როგორ გამიხარდა,რომ გააგრძელე :3 ყოველდღე დადეე უფრო დიდი თავები,რა:)

სამსახური მღლის ჩემო კარგებო და ტვინი მაქვს გადამწვარი თორემ აქამდე სრულად დავდებდი <3 ვეცდები ხშირად დავდო ხოლმე love

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent