შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ექიმი დეტექტივი 4


13-06-2016, 19:16
ავტორი NA NO
ნანახია 2 836

-უკაცრვად გიცნობთ?
-არა ნამდვილად არ მიცნობთ, კევინის შესახებ მინდა რამოდენიმე კითხვა დაგისვათ
-მასზე საუბარი ნამდვილად არ მსურს, მით უფრო ვიღაც უცნობთან ასე რომ კარგად
- უხეშობა არ არის საჭირო, მისი მკვლელობის შესახებ არაფერი გაგიგიათ?
-ბებო ცოტა ხნით მარტო დაგვტოვე,- მშვიდად მიუბრუნდა კუთხეში მჯდარ მოხუცს და მოწყვეტით დაეშვა სავარძელზე.
-როგორ თუ მოკლეს? ვინ მოკლა?
-სამწუხაროდ სიმართლეა, საავადმყოფოსი მიყვანისთანავე გარდაიცვალა, ექიმებმა ვერაფრით უშველეს
- ნამდვილად იმ კუდიანის ბრალია ის რომ არა....
-ვის გულისხმობთ?
-მის დედინაცვალს, საშინლად ავიწროვებდა კევინს, აიძულა მიკარგულ კოლეჯში ესწავლა და აქ გადაეყარა ყველანაირ საშინელებას
-რას გულისხმობთ ქეით? რას გადაეყარა
-საშინელ მეგობრებს, ნარკოტიკებს და სასმელს, ის კუდიანი ეუბნებოდა, რომ მთელ ოჯახს ტვირთად აწვა და მამამის სახელს უტეხდა
-საინტერესოა, პიტერზე რას ფიქრობთ?
-ვერ ვიტან მაგ ბიჭს!
-კი მაგრამ რატომ ის და კევინი ხომ საუკეთესო მეგიბრები იყვნენ?
-ჰმ საუკეთესო.. მისი ბრალია რომ დავშორდით, კევინსთვის პიტერი ნარკოტიკივით იყო, უფრო სწორად ნარკოტიკის წყარო, ამიტომაც ვერ შორდებოდა მას
-მათ ჩხუბს ხომ არ შესწრებიხარ, ან რამე საეჭვო ხომ არ შეგინიშნავს მათი საუბრისას
- მგონი ერთხელ. ისევ ნარკოტიკზე კამათობდნენ, კევინს ფული აღარ ქონდა პიტერი კი უფასოთ არ აძლევდა დოზას, ამაზე იჩხუბეს კევინმა დამინახა კართან რომ ვიდექი, თუმცა არ შეიმძნია, მეც შარში გახვევა არ მინდოდა და უკან გავბრუნდი, მომავალში კი თავს შორს ვიჭერდი მისგან, არ მინდოდა ნარკომანი შეყვარებული
-მაგრამ თავად არ გეშვებოდა ხომ?
-დიახ, ვერ ეგუებოდა იმას რომ არ ჩევანის წინაშე დავაყენე
-შენი აზრით პიტერს შეეძლო მისი
-ვინ იცის..
-მოკვლა?მან თქვა რომ კევინმა შენს გამო რომელიღაცა ჯგუფის წევრებს ეჩხუბა
-ეგ სიმართლეა ერთხელ ბარსი ვიყავით, მაშინ ვუთხარი რომ არ მინდოდა მასთან ურთიერთობა თუ ნარკოტიკს არ შეეშვებოდა, მერე ყვირილი დამიწყო და ხელს ძალიან მიჭერდა, ერთ-ერთმა ჯგუფის წევრმა დაგვინახა და ჩემი დაცვა სცადა, ამის გამო იჩხუბეს
-კარგი გასაგებია, ქეით, თუ რამეს გაიგებ ჩემს ნიმერს დაგიტოვებ და დამირეკე
-სად დაჭრეს ლილი?
-რომელიღაც ბართან ახლოს, ახლა სწორედ იქ მივდივარ
-მეც წამოვალ
-კარგი

ქეითი რატომაც სულაც არ ჩანდა ცუდი პიროვნება, იმის მიუხედავად რომ ცოტა თავისებური და შიძლება უხეშიც იყოს. როგორც გავიგე ბებია ზრდიდა და ანებივრებდა, თუმცა მშობლების გაკარგვისას გადატანილი სტრესის გამო თავისებური გახდა.
-ეს პარკია სადაც დაჭრეს, ბარში შევიდეთ და იქნებ რამე გავარკვიოთ, შენ არასდროს ყოფილხარ აქ?
-არა, ვერ ვიტან ასეთ ადგილებს, აქ მხოლოდ ლოთები დადიან კარგად ვერ გაერთობი
................
-გამარჯობათ შეიძლება რაღაც რომ გკითხოთ?
-დიახ გისმენთ, რაეს დალევთ?
-არა, ამ ბიჭს ხომ არ იცნობდით? კევინის ფოტო ავიღე და ბარმენს ვაჩვენე, კვირას ხომ არ ყოფილა თქვენს ბარში?
-კევინზე ამბობთ? ის ყოველთვის აქ დადის
-კვირასაც იყო?
-დიახ ამ კვირასაც იყო, ეგობრებთან ერთად, დალიეს, იმხიარულეს, მერე ვიღაც ქალმა კევინს მოაკითხა და დაიშალნენ
-ვინ ქალმა? ერთდროულად ვიკითხეთ მე და ქეითმა
-რა ხდება ქალბატონო?
კევინი ბარიდან გასვლის შემდეგ მოკლეს
-რა?
-დიახ, თქვენ არაფერი გსმენიათ?
-მე არაფერი გამიგია რომ წავიდნენ მას შემდეგ
-კი მაგრამ სადაც დაჭრეს ის ადგილი არც ისე შორსაა, ხმაური როგორ ვერ გაიგეთ, ან პოლიციის მოსვლა?
-მსგავსი არაფერი გამიგია, აქ დილამდე ვრჩებით, მუიკები ბოლო ხმაზე გვაქვს ჩართული გარეთ აფეთქებაც რომ იყოს აქ ვერ გაიგებ
-კარგით, შეგიძლიათ მითხრათ კევინთან ერთად ვინ იყო? აქამდე ისინიც გინახავთ?
-მისი მეგობრები იყვნენ მგონი ერთს პიტერი ჰქვია, სიმართლე გითხრათ ყველაზე კარგად კევინს ვიცნობდი, სახელის ცოდნად და გულთბილ მისალმებას ვგულისხმობ, დანარჩენები შემოდიოდნენ და მხოლოდ სვავდნენ, თუმცა ბარში ყველანი ერთად დადიოდნენ, არასოდეს არ მინახავს ცალ-ცალკე რომელიმე
-ანუ პიტერი ახლდა... კარგით თუ რამეს გაიხსენებთ ან გაიგებთ ნომერს დაგიტოვებთ და დამირეკეთ
-კარგით როგორც იტყვით.
...........
-ქეით პიტერის გარდა არავის იცნობდი?
-იცით არა, რადგან რაც გავიგე კევინის ნარკოტიკებთან კავშირი, მისი მეგიბრებიც ავითვალისწუნე და არავის გაცნობის სურვილი არ მქონდა
-კარგი რა გაეწყობა რამეს მოვიფიქრებ
-თქვენ დეტექტვი ხართ?
-არა ექიმი, ნუ გიკვირს... უბრალოდ ჩემს მეგობარს უსამართლოდ სდებენ ბრალს ამ კვლელობისთვის
-თქვენ კი სამარტლიანიბის აღდგენა გადაწყვიტეთ, გაბედული ნაბიჯია
-მადლობ

შაბათი
გადავწყვიტე ჯეიმსის ადვოკატთან პიტე კიმბელთან მივიდე და დაველაპარაკო ჩემი გამოძიების შესახებ. აზრი არ აქვს პროკურორთან მისვა და დახმარების თხოვნას, ბატონი რენდალი საკმაოდ დაასაჩუქრებდა ჯეიმსის ციხეში გამოსაკეტად, სამხილების შეგროება ყველასგან დამოუკიდებლად უნდა შევძლო
-თქვენ გგონიათ მისმა კოლეჯის მეგობარმა მოკლა კევინი?
-დიახ, თუმცა ეგ რომ დავუშვა, იმ ქალზე ფიქრი არ მასვენებს კევინს ბარში რომ მიაკითხა
-იქნებ ქალიც მკვლელობის თანამონაწილეა?
-ან კიდევ მკვლელობის დამკვეთი...
-საინტერესოა მოვლენები როგორ განვითარდება
-პიტერ კევინის და მისი დედინაცვლის ურთიერთობის შესახებ რამე ხომ არ გაგირკვევიათ?
-როგორც მოსამსახურემ მითხრა, სამაგალითო ურთიერთობა არ ჰქონიათ
-საინტერესოა დღესვე უნდა ვესტუმრო ქალბატონ რენდალს, იქნებ რამე საერთო აქ მკვლელობასთან
-შენი აზრით რაში აწყობდა ერთი ცინგლიანი ბიჭის მოშორება, კევინი რაში შეუშლიდა ხელს?- ერთი ავადმყოფი და ნარკომანი ტიპი იყო
-პიტერ ქონება... ქონებაა აქ მოტივი
-მართალი ხარ, ქალბატონ რენდალს მოტივი გაუჩნდა მას შემდეგ რაც გააცნობიერა, რომ მისი ქალიშვილი მთელი ქონების მემკვიდრე ვერ იქნებოდა, რადგან ბერნარდი განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა ბიჭ მემკვიდრეს, თუმცა ურთიერთობაში არ ამჟღავნებდა ამას... თანაც ეჭვი მეპარება, რომ 29 წლის ემა სიყვარულის გამო გაჰყვა 50 წლის ბერნარდს
-სწორედ აქ უნდა ვეძებოთ ყველაფრის გასაღები
-მართალი ხარ, მაგრამ ისიც უნდა იცოდე, რომ შენ ვერ მიხვალ რენდალებთან და ემას ვერ დაადანაშაულებ, რაც არ უნდა უთხრა რენდალს ის შენ არ დაგიჯერებს, ცოლი ძალიან უყვარს და დამნაშავეც რომ იყოს არ გაგიკვირდეს აგრესიის ობიექტი თავად გახდე
-ხო მაგრამ მშვიდად ხომ არ ვიჯდები არა?
-მაგრამ რადიკალურ ზომებს ვერ მიიღებ, თორემ მოგიწევს აქაურ კარიერას დაემშვიდობო და შენს საქართველოში წაბრძანდე, ხო კიდევ, ჯეიმსმა შემოგითვალა საავადმყოფოს თუ არ დაივიწყებს და შრომას წყალში არ ჩამიყრის გამიხარდებაო, არ უნდა შენც საფრთხეში იყო.
მთელი ერთი კვირა მოუსვენრად გავატარე საავადმყოფოში. ადვოკატ პიტერთან შეთანხმებით მოვლენების განვითარებას ველოდები...
-ლილი როგორ ხარ დედა?
-როგორ გამახარე რომ დამირეკე დედი, თქვენ როგორ ხართ?
-ჩვენ არაგვიაშავს, მოგვენატრე, შენი მეგობარი ჯეიმსი როგორ არის? გაანთავისუფლეს?
-ჯერ ისევ დაკავებულია, მაგრამ დარწმუნებული ვარ მალე გაანთავისუფლებენ
-ღმერთმა ქნას დედი, შენ ძალიან იღლები საავადმყოფოში?
-საავადმყოფოში დიდად არა, შენი შვილი დეტექტივობითაა გატაცებული
-ხუმრობ?
-არა, ხომ იცი როგორ მინდოდა დეტექტივი გავმხდარიყავი, რაღაც მსგავსის კეთების შანსი მომეცა და შენი აზრით ამას არ გამოვიყენებ?
-ლილი! ეგ სახუმარო საქმე არ არის და თავი შეიკავე, შენს კარიერას მიხედე
-ნუ გეშინია დედიკო მე არავინ მერჩის
-რა შუაშია აქ არავინ მერჩის, შენ უცხო ქვეყანაში ხარ, ყველასგან შორს, თავის დამკვიდრებას ცდილობ და ახლა უკვე ვიღაცეებს თვალში ეჩხირები
-კარგი დაწყნადიი დედა, ჩემზე ნუ ინერვიულებ, ძალიან მენატრებიით ახლა უნდა გავიქცე
აღელვებულმა გავუთიშე დედას და მაღაზიაში ჩასასვლელად გავემზადე, ამ ამბების გადამკიდეს საჭმლის სახლში მომზადება სულ მეზარება...
მაღაზიიდან პროდუქტებით დატვირთლი გამოვდიოდი პიტერი და მისი მეგობრები რომ დავინახე, მანაც შემამჩნია და ჩემკენ წამოვიდა
-ჰოუ, რა სასიამოვნო დამთხვევაა მისის ლილ, გავიგე ისევ დაინტერესებული ყოფილხართ კევინის მკვლელობით
-დიახ მასეა, შენ რამე ხომ არ გაგახსენდა?
-მე უკვე გითხარით სათქმელი, მკვლელს თუ იპოვით მეც გამაგებინეთ, ისე ეჭვი არავიზე გაქვთ?
-როგორ არა, ნამდვილად მაქვს ეჭვი ერთზე
-ერთზე?
-დიახ, შენი აზრით კიდევ არის ვინმე დამნაშავე?
-აბა მე საიდან უნდა ვიცოდე? მაგრამ ეგრე თუა, თქვენს ადგილას ფრთხილად ვიქნებოდი, ახლაგაზრდა ხართ ალბათ სულ რაღაც 25 წლის, ცხოვრება წინ გაქვთ და საწყენი იქნება ვინმე რამეს თუ დაგიშავებთ
-რომ არ ვიცოდე კევინის მეგობარი ხარ და შენც მკვლელის პოვნა გინდა, ვიფიქრებდი, რომ მემუქრები
-რა სისულელეა რატომ უნდა დაგემუქროთ? კარგად იყავით ბიჭები მეძახიან
-ალბათ ნარკოტიკი შემოაკლდათ არა?
-მგონი მაშინ ზედმეტად მშვიდად გელაპარაკეთ, იმედი მაქვს ვინმესთან არ ითამაშებთ ჩამშვები გოგოს როლს არა? თქვენ ჩემს შესახებ არაფერი იცით, ასე რომ ცოტა ფრთხილად
-ნამდვილად მემუქრები, მე საერთოდ არმაინტერესებს 20 წლის ნარკომანის ცხოვრება, მე მკვლელის ვინაობა მადარდებს, გავარკვევ კიდეც და დარწმუნებული იყავი, რომ მის კანონიერ დასჯას მოვითხოვ, თუნდაც შენ იყო ეს. ახლა კი კარგად იყავი, შემთხვევით ზედმეტი დოზა არ მოგივიდეს!
.........
უნდა ვაღიარო რომ გულის სიღრმეში შემეშინდა პიტერის, ნამდვილად არ მინდა დედაჩემს ერთდერთი ქალიშვილის ცხედარი ჩაუტანონ...
-ბატონო პიტერ აუცილებლად უნდა შევხვდეთ, კიდევ უფრო გამიმტკიცდა ეჭვი იმისა რომ პიტერი მკვლელია, მე ის დამემუქრა და მეორე დღეს ანონიმური წერილი ვიპოვე კართან
-დამშვიდდით ლილი, ჯეიმსი გაანთავისუფლეს და ნამდვილი მკვლელიც დაკავებულია, თუმცა რამდენად ნამდვილია მაგას ვერ გეტყვით, რაც შეეხება წერილს ვეცდები ყველაფერი გავარკვიო, შენს დაშინებას ცდილობენ და ფრთხილად იყავი
-პიტერი დააკავეს?
-არა ვიღაც უილი, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს თავისი ნებით აღიარა დანაშაული, თუმცა ეს მე დაგეგმილი მგონია
-კარგით ორ საათში ჯეიმსთან შევხვდეთ, ყველანაირი დეტალი მაინტერესებს
-დროებით
....
ემას უნდა ველაპარაკო
-სისულელეს ნუ ამბობ ლილი, შეეშვი ამ საქმეს
-რატომ ჯეიმს? აქ რაღაც ვერ არის, უნდა მოვახერხო და მათ სახლში შევიდე
-ლილი, ჯეიმსი მართალია, ამ საქმეს უნდა ჩამოშორდე, შენ წარმოიდგინე მეც დაინტერესებული ვარ ამ საქმის გამოძიებით და რამე რომ გაართულო არ მაწყობს, თანაც საკმაოდ საშიში ხალხია და დამერწმუნე შენი გაქრობა არავის გაუჭირდება
-ჰოდა სცადონ
-ღმეთო ჩემო, დაგემიქრნენ კიდევ რა უნდა მოიმოქმედონ? არა როგორი ჯიუტია კლარა ხედაავ? ნუთუ ყველა ქართველი შენნაირიაა?
-არა, ეს მხოლოდ მე ვარ გამონაკლისი ბატონო ჯეიმს და მაქსიმალურად დამაფასეთ რომ მიცნობთ, ახლა წავალ მოვისვენებ და გეგმას დავსახავ ემას როგორ შევხვდე ისე რომ ჩემი და ჯეიმსიის მეგობრობა ვერ გაიგოს
-რა გაეწყობა.



№1  offline წევრი teddy))

Ar wamikitxavs da tvalshi momxvda axla es istoria :* satauri damainteresa da janric, rac mokle agwerashi wavikitxe! Vfiqrob adre tu gvian wavikitxav da mainteresebs deteqtivis garda siyvarulix urevia tu ara? :D

 


№2  offline წევრი NA NO

teddy))
Ar wamikitxavs da tvalshi momxvda axla es istoria :* satauri damainteresa da janric, rac mokle agwerashi wavikitxe! Vfiqrob adre tu gvian wavikitxav da mainteresebs deteqtivis garda siyvarulix urevia tu ara? :D


იდეაში დეტექტივია, მომდევნო თავებში უფრო გამოიკვეთება სიყვარულის თემა, ვნახოთ რა გამომივა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent