ჩვეულებრივი გოგოს ჩვეულებრივი ისტორია(1)
გამარჯობა,მე ვარ მარიამი 16 წლის,ნუ ჯერ 15ის მაგრამ სულ რაღაც ორ თვეში 16ის გავხდები.ვარ საკმაოდ მაღალი,გამხდარი,საშუალო სიგრძის მუქი ყავისფერი თმით და ასევე ყავისფერი თვალებით.მოკლედ არაფრით გამორჩეული ჩვეულებრივი გოგოსგან,უბრალოდ ტანი მაქვს განსაკუთრებით კარგი და შემოთავაზებაც მქონდა სამოდელო სააგენტოდან,თუმცა მაგის სურვილი არც მე მქონდა და რომც მქონოდა ჩემი საყვარელი მამიკო და შეყვარებულიკო ამის უფლებას არ მომცემდნენ ამიტომ....ვცხოვრობ თბილისში,მყავს დედა მამა და ორი დაიკო.მოკლედ ძალიან ჩვეულებრივ და ერთფეროვანი ცხოვრებით ვცხოვრობ..ვსწავლობ საკმაოდ კარგად ოქროს მედლის კანდიდატი ვიყავი,თუმცა ქიმიამ ჩამაშხამა და ვერცხლისაზე ჩამოვქვეითდი.. როგორც ავღნიშნე მყავს შეყარებული-ლაშა,რომელიც ძლიერად მიყვარდა,ნუ ახლაც მიყვარს მაგრამ ისე აღარ ან უბრალოდ ასე მგონია რო აღარ.. ლაშა არის ჩემზე ცოტათი მაღალი,დაკუნთული რადგან კარატისტია,შავგვრემანი მწვანე თვალებით,ანუ საკმაოდ “სიმპაწიკური” ბიჭია. წყვილების 80 თუ არა 60 %მაინც ინტერნეტით იცნობს ერთმანეთს ჩვენც ასევე მათ კატეგორიას მივეკუთვნებით,თუმცა იმ განსხვავებით,რომ ის ჩემი დაქალის დეიდაშვილია.ერთმანეთი სრულიად შემთხვევით აღმოვაჩინედ,ჯერ მან დაათვარიელა ჩემი პროფილი მერე მე მისი და ესე მოხდა რამდენჯერმე სანამ საქმე მოწერამდე არ მივიდა. სიმართლე გითხრათ სურათებით სულ სხვანაირი შთაბეჭდილება დამრჩა და სანამ ვნახავდი მეგონა დაბალი და უსიმპატიურო ყმაწვილი,თუმცა როდესაც პირველად შევხვდი(მისმა დეიდაშვილმა ჩვენი ამბავი შემთხვევით გაიგო და გადაწყვიტა სიურპრიზი მოეწყო ჩვენთვის,ამიტომ თავისთან დამიბარა გოგოები ვიკრიბებითო და რომ შვედი მასთან)გაოცებისგან თავლები შუბლზზე ამივიდა ისეთი ბიჭი აღმოჩნდე ჩემი ბექუნაა,ხოდა მას შემდეგ ვართ ერთად ძალიან ბევრი დაბრკოლება გადავლახეთ,რადგან ის რაიონში ცხოვრობს და თავიდან სანამ მისი მშობლები გაიგებდნენ ჩვენ ამბავს მას უჭირდა აქ ჩამოსვლა მაგრამ ეხლა საბედნიეროდ ყოველ კვირა ვხვდები მასს. თავიდან ძალიან კარგად შევეწყვეთ ერთმანეთს თუმცა მერე დაიწყო აკრძალვები...ჯერ ესკურსიაზე არ წახვიდეო,მერე ელასტიკი აღარ ჩაიცვაო მერე ისაო ესაო და საბოლოოდ იქამდე მივედით,რომ მანიკურებიც კი ამიკრძალა წარმოგიდგენიათ?მაშინ პატარა ვიყავი მეგონა მის გარეშე სიცოცხლე არ შემეძლო და უსიტყვოდ ვასრულელბდი მის მითითებებს,თუმცა მესამე წელს,ანუ ეხლა ყველაფერი ყელში ამომივიდა და რამდენიმე დღე არც ვწერდი,ხოდა ერთ საღამოსაც ჩემ სახლში ე.წ „პიჟამო ფართი“ მოვაწყვეთ გოგოებმა და ერთ ამბავში ვიყავით როდესაც მომივიდა სმს -„მარიკუნა სად ხარ?“-მე რა თქმა უნდა პასუხი არ მივწერე თუმცა ხასიათი საგრძნობლად შემეცვალა და გოგოებს რას გამოაპარებ,ხოდა დამიწყეს გამოკითხვა,მეც აღარ დავმალე და გადავწყვიტე მოყოლა რის შემდეგაც მათ დამიწყეს დარიგებები,რომ მიწრე მაგრამ შენ ნებაზე იყავი ზომიერების ფარგლებში და ა.შ. იმ ღამემ ესე ჩაიარა და როდესაც მეორე დილით პიცით პირს ვიტკბარუნებდით(ჩემი უსაყვარლესი ცომეულია პიცა) კარზე ვიღაცამ დააკაუნა ჩვენ მარტოები ვიყავით და ცოტა შეგვეშინდა,თუმცა ყველა ერთად გავედით ხელის კანკალით გავაღე კარები და კურიერი დამხვდა,რომელმაც ლამაზად შეფუთული ყუთი გადმომცა. -მარიამი ბრძანდებით? -დიახ მე ვარ რა ხდება? -იცით თქვენ სახელზე ამანათია და თუ შეიძლება ხელი მომიწერეთ -კარგით მადლობთ-ხელი მოვუწერე კარების დახურვას ვაპირებდი როცა მოტრიალდა და მითხრა: -მაგ გრძელი ფეხებისთვის ეგ შორტი ზედმეტად მოკლეა-თვალი ჩამიკრა და უნდა წასულიყო მაგრამ...მე რის მარიამი ვარ პასუხი რო არ გამეცა -იცით თქვენ კი ფრთხილად იყავით,ნერწყვი არ გადაგცდეთ და არ დაიხრჩოთ-პასუხის გაცემა არ ვაცადე მაშინვე კარი მივხურე და ოთახში შევვარდი სადაც ჩემი გოგოები მელოდნენ მოუთმენლად.მეც აღარ დავაყოვნე და გავხსენი ყუთი სადაც შავი შარვალი იდო რომელიც ძალიან მომწონდა ებაიდან მინდოდა გამომეწერა,თუმცა ისევ ლაშა და მისი აკრძალვები: -აუ ლააშ ძალიან მაგარი შორტი ვნახე თან ძალიან იაფად და გეხვეწეი გამოვიწერ და ჩამაცვი რაა -ჯერ მანახე და მერე ვნახოთ -აი ნახე-ჩემი ტელეფონი გავუწოდე,რომელიც მისი ნაჩუქარი იყო და ფოტო ვანახე შორტის -გოგო შენ ხო არ გაგიჟდი შენი აზრით ამას ჩაგაცმევ? -გთხოოვვ -არაა -გეხვეწები რაა -არათქო და მორჩა მეც მეტი რა იმდოდა ტუჩები გავბუშტე და ხმა აგარ ამომიღია მთელი შეხვედრის მანძილზე... ხოდა ყუთში ბარათი იდო წარწერით: „მარიკუნა ჩაიცვი შარვალი და გამოდი გნახო“ მე ჯერ დავფიქრდი ღირდა თუ არა გასვლა და თქვენ წარმოიდგინეთ...არ გავედი.მარიამის მოქრთამვა ეგეთი იოლი არაა-ვიღიმი მოკლედ ორ დღეში ვალენტინობა იყო და ველოდებოდი ჩემი პრიინცი რაას მოიმოქმედებდა და დადგა „სანატრელი“ დღე-ვალენტინობა.ორშაბათი იყო ამიტომ სწრაფად ავდექი გამოვიღე ტანსაცმელი-შავი დახეული ჯინსი,ზოლიანი მაისური და წითელლი დაბალძირიანი შუზები,რომელიც ჩემს ლაკოსტას წითელ ჩანთას არაჩვეულებრივად ეხამება,მოვიცვი შავი დუტი,ავიღე მთავარი ატრიბუტი-ტელეფონი და სახლილდან გავედი როდესაც კიბეებზე ჩასვლისას ვიღაცას შევეჯახე,არც შემიხედავს ისე წავედი და მისი ხმა მოსწვდა ჩემს სმენას,რომელიც ძალიან მეცნობოდა: -ჰეი წინ იყურე თორე ეგ ფეხები მოგტყდება და მერე იმ შორტს ვეღარ ჩაიცმევ მე ზედაც არ შემიხედავს მართალია ხმა მეცნო მაგრამ ყურადღება არ მიმიქცევია და გავაგრძელე გზა რადგან უკვე სამი წუთიღა აკლდა ცხრას..სკოლაში მივედი-ჩემი საუკეთესო დაქალის-მმარის გვერდით დავჯექი და ჩანთიდან წიგნი ამოვიღე..ხო მართლა მე და მარი პატარაობიდან ვიცნობთ ერთმანეთს,ხუთი წლის იყო ჩემს კორპუსში რომ გადმოვიდა და მას შემდეგ ერთად მოვდივართ,ის არის ჩემზე ცოტათი დაბალი შავგვრემანი,ოდნავ პუტკუნა და ხუჭუჭა თმით,მოკლედ მე და ის ერთმანეთისგან რადიკალურად განვსხვავდებით.სამი გაკვეთილი საკმაოდ მალე გავიდა,თუმცა მერე ისე გაიწელა დრო რომ....კიდე მყავს გოგოები,აი ისინი ჩემთან რომ იყვნენ „პიჟამა ფართიზე“.ესენი არიან: სალო-მაღალი,გამხდარი,გრძელი შოკოლადისფერი თმით,ყავისფერი თვალებით და ზომიერად შავი. ანკა-საშუალო სიმაღლის,ძალიაააან გამხდარი,თეთრი კანით,საშუალო სიგრძის ყავისფერი თმით და ამავე ფერის თვალებით. ნათია-დაბალი,ქერა,პუტკუნა-ის ცოტა ამპარტავანიაა თამთა-საშუალო სიმაღლის,პუტკუნასა და მსუქანს შორის,ყავისფერი კანით და ამავე ფერის თვალებითა და თმით,მართალია ცოტა შურიანია და გადაწერაც უყვარს მაგრამ საბოლოო ჯამში ცუდი არაა. ჩვენი ექვსეული-მარი წეღან ავღწერე-ასე ვთქვათ ცალკე ჯგუფია და დაბალნიშნოსნებთან არ გვაქვს ახლო ურთიერთობა,ასე ვთქვათ ურთიერთობბის ნეიტრალურ ფორმას ვაწარმოებთ.არ გეგონოთ ჩვენ ვართ უკარებები უბრალოდ ისინი არ მოდიან ჩვენთან..მოკლედ სკოლიდან გამოვდიოდი როცა იქ ლაშა დავინახე არადა რაიონში უდა ყოფილიყო,გამიკვირდა და გვერდის ავლა დავაპირე,მაგრამ... -მარიამ მე და შენ სალაპარაკო გვაქვს -შეგიძლია შეიცვალო? -შეცვლაში რას გულისხმობ? -აღარ იყო ეჭვიანი და აღარ მიწესებდე აკრძალვებს,აი ამას -არა მაგას ვერ ვიზავ. -ხოდა აღარაფერი გვაქვს სალაპარაკო,კარგად -მარიამ მოიცა -რა გინდა? -ვიცი ცუდად ვიქცევი მაგრამ ეს ჩემზე მართლა არაა დამოკიდებული მარიამ რა ვქნა ჰა?რა გავაკეთო მითხარი? -არ ვიცი. -საჩუქარს აიღებ ჩემგან? -მადლობ არ მინდა შარვალიც მეყოფა-ირონიულად გავუღიმე -კარგი რახან არ მართმევ წავალ სხვას ვაჩუქებ სიიხარულით გამომართმევს-მანაც ირონია ჩააქსოვა ხმაში. -როგორც გინდა-თვალი ჩავუკარი და სახლისკენ გავწიე.. მართალლია მე ვექცეოდი ცივად,მაგრამ ის სიტყვები მაინც არ მესიამოვნა,სახლში ნორმალურად არ ვიყავი შესული სმს რომ მომივიდა: -„მარიამ მაგ ჯინსს კიდევ ერთხელ ჩაიცმევ და იცოდე დამკარგავ“ რა თქმა უნდა ყურადღება არ მივაქციე ვჭამე სამეცადინოდ დავჯექი და შემდეგ ძალიან დაღლილს ჩამეძინა იქვე,როცა გავიღვიძე პატარა ლამაზი ყუთი იდო მაგიდაზე,გავხსენი და ულამაზესი ვერცხლის სამაჯრი იდო შიგნით,ხოლო ცოტა მოგვიანებით-სამაჯურზე ხელზე მორგების შემდეგ-ბარათიც აღმოვაჩინე: „ვიცი ის სიტყვები არ გესიამოვნა,ნუ გეშინია შენ ჩემთვის პირელი ხარ და უკანასკნელიც“ სხვა გოგოს ჩემ ადგილას გული სიხარულით აევსებოდა,მაშინვე ტელეფონს დასტაცებდა ხელს და შეხვედრას სთხოვდა თავის სატრფოს მაგრამ მე ტელეფონი ავიღე და მივწერე: -„რახან არ იშლი მომიწევს სანაგვეს სამაჯურიც შევმატო.მართალია ის ძალიან ლამაზია,თუმცა გამმომგზავნის ვინაობა მას ააუფერულებს“ -„აბა ვინ გინდა რო გამოგიგზავნოს საჩუქრები გოგო?“ ამაზე აღარაფერი მიმიწერია გავედი ოთახში სადაც ყველა იყო,შემდეგ ვჭამე და ისევ დასაძინებლად შევედი. მეორე დღეს,ანუ სამშაბათს დილლით ჩავიცვი თეთრი წარწერიანი მაისური,ჯინსის კონბიინიზონი და შავი შუზები,ამჯერად ლაკოსტას ვუღალატე და შავი ტყავის ჩანთა ავიკიდე რადგან ის უფრო უხდებოდა ამ ჩაცმულობას. დილიდანე ცუდ ხასიათზე ვიყავი მაგრამ აი მეორე გაკვეთილზე უკვე პიკი იყო. ქართული გვქონდა რომელსაც დასვენების გაკვეთილს ვუწოდებთ და რაღაც საწერი მოგვცა,რადგან ხასიათზე არ ვიყავი უმეტესობას მივბაძე და არც მე ვწერე,ხოდა მასწმა რომ გვკითხა ვინ წერთო მეც ვუთხარი ვწერთქო და მარის დეიდაშვილმა-სანდრომ-მარიამი არ წერსო მეც მეტი რა მინდოდა დავიწყე: -და შენ რა გინდა მერე?რამე გაწუხებს? -რას ქვია რა მინდა იტყუები ვწერო არადა არ წერ -ვაიმე მართლაა? -არა გატყუებ გოგო ვერ მიხვდიი? -მომისმინე,შეიძლება ეხლა არ ვწერ,მაგრამ მთელი წელი არაფერი გიკეთებია და ეხლა ძალიან ხო არ გაგივიდა თავს?გაჩუმდი და შენ თავს მიხედე გაიგე? ხმა აღარ ამოუღია,თუმცა ამ ამბავმა ჩემზე ცუდად იმოქმედა...შემდეგ არაფერი მომხდარა განსაკუთრებული,ხოლო დაახლოებით ერთ თვეში სიურპრიზი-ახალი მეზობელი.დილით სკოლაში მივდიოდი,როცა ვიღაცამ დამიძახა -გამარჯობა მე ბექა ვარ ვერ მიცანი ხო? -მივტრიალდი და რა დავინახე,ნუ რა არა ვინ... -შეენ? -კიი მე და სხვათაშორის კურიერობის გარდა სხვა რამითაც უნდა გახსოვდე... -და რით? -გაიხსენე ლამაზო-თვალი ჩამიკრა -ჰაჰ-ვთქვი და გავეცალე სხვათაშორის ამ ბოლო ხანებში სანდრო რასაც ქვია სისხლს მიშრობდა ხან რას მიკეთებდა ხან რას,ლაშასთანაც ისევ დაძაბული ურთიერთობა მქონდა და ასე ვცხოვრობდი.მოკლედ იმ დღისით სულ ბექაზე ვფიქრობდი და ვიხსენებდი თუ ვინ იყო და უცებ გამახსენდა ერთი ინციდენტი-პატარა ვიყავი 12,თითქმის 13 წლის და ჩემს მეზობელს ნათესავი ჩამოუვიდა ხოდა ცოტახანში სხვანაირად ჭიკჭიკი დაიწყო ჯერ მეგობრობზე რა აზრის ხარო წინააღმდეგი რატო უნდა ვიყოთქო და...ერთ დღესაც ველოსიპედებით უნდა გვესეირნა მე და ჩემ მეზობელ ნელის,ხოდა სანამ დავჯდებოდი,ფანჯრიდან მისმა დედამ გამოიხედა და მითხრა: _მარიამ შვილო თუ გიორგისთან რამე პრობლემა გაქვს ჩვენ გვითხარი სხვებს რაღატო რევ?(გიორგი ნელის დეიდაშვილია,წინა საღამოს ბევაშვები წითელი ყვითელი შავს ვთამაშობდით და ჩემთვის გარტყმა მოუწია,მერე რა..) მე დავიბენი და ვუპასუხე: -არა რა პრობლემა უნდა მქონდეს მაია დეიდა და რა მოხდა? -რავიცი შვილო,გუშინ საღამოს გიორგისთან ის ბიჭი მისულა სტუმრად როა და ესე უთქვამს მარიამი ჩემი გოგოა და მეორეთ აღარ გაბედო რომ შეეხოვო და მეგონა შენ მიუგზავნე მარიამ -არა რას ლაპარაკობთ,წესივრად არც კი ვიცნობ მაგას მე მოვუვლი დროებით,წავედით ნელი.გზაში დაწვრილებით გამოვკითხე ყველაფერი ნელის და ცცოტა რო დავმშვიდდი ეზოში დავბრუნდით,,ხოდა ჩემ ბედზე ბატონმა ბექამ გამოიარა თავის ძმაკაც,დიმიტრისთან ერთად და დავუძახე -ჰეი შენთან სალაპარაკო მაქვს და გცალია? -ეხლა არა და საღამოს მოვალ და დავილაპარაკოთ კაი? -კაი მოვიდა საღამოც და როცა ბექა გამოჩნდა ცოტა კი ვინერვიულე მაგრამ რაღას შევცვლიდი...დამიძახა: -მარიამ მოდი ცალკე დავილაპარაკოთ ამ ბავშვებთან ხო არ დამელაპარაკები არა? -კაი წამოდი იქვე ახლოს კუნძი იდო,რომელსაც სკამად იყენებდნენ და ის იქ ჩამოჯდა მე კიდე ვიდექი და ველოდებოდი ლაპარაკი დაეწყო,მართალია მე ვუთხარი სალაპარაკო მაქვს მეთქი მაგრამ.... -აბა გისმენ მარიამ-ბექა -რა უფლებით ერევი ჩემს საქმეში და რატო მიწოდე შენი გოგო? -ჯერეგერთი არასწორი ინფორმაცია მოუწოდებიათ,ჩემი გოგოათქო არ მითქვამს და რატო ჩავერიე და იმიტომ რო მიყვარხარ მარიამ აი ასე სპონტანურად ამიხსნა სიყვარული ბატონმა ბექამ თუმცა... -და მერე ეგ რამეს ცვლის ჩემ საქმეში რო ერევი? -შენ არ გიყვარვარ? -რო მიყვარდე გეტყოდი თავი ჩაღუნა რამდენიმე წამს და შემდეგ მკითხა -ანუ იმედი არ მქონდეს? -არა -კაი -კაი ვუთხარი და გავეცალე ბავშვებთან დავბრუნდი.მართალია მომწონდა მაგრამ....კი პატარა ვიყავი მაგრამ შეხედულება საკმაოდ დიდის მქონდა,ალბათ მაგიტომაც ამირჩია მე.ბექა იყო მაღალი,გამხდარი,ოდნავ დაკუნთული,ღია ფერის თმით და თაფლისფერი თვალებით ხოდდა კურიერზე ვიფიქრე ის ხო არაათქო,მაგრა ეს აზრიი მაშინვე თავიდან ამოვიგდე ფიზიკურად ხომ ვიცნობდითქო.ამ ფიქრებში ვიყავი გართული როცა მხრებზე ვიღაცამ მასაჟის გაკეთება დამიწყო ავიხედე და-სანდრო -რა გინდა? -არაფერი -ხოდა გადი -კაი -ოკ სახში მივედი,ტრადიციულად ვიმეცადინე და დაწოლას ვაპირებდი ისევ ჩემ საფირმო შორტში ვიყავი გამოწყობილი,როცა ვიღაცამ კარზე დააკაკუნა.კარი გავაღე და ჰოი საოცრებავ-თვით ბექა მესტუმრა -მარიამ ბოდიში მაგრამ რაღაც უნდა გითხრა -გისმენ -მეგონა რამე სერიოზულს მეტყოა,თუმცა შევცდი -გეხეწები მაგ შორტში მეორედ აღა დამენახო თორემ თავს ვერ შევიკავებ და რაღაცას გეტყვი -და რას? -კაი დაივიწყე არაფერს -და რატო მოხვედი? -დედაშენისთვის სატენი უნდა დამებრუნებინა -კაი მომეცი და წადი -სატენი გამომიწოდა და წავიდა.ეხლაღა დავფირდ მის გარეგნობააზე,ქერა თმა და თაფლისფერი თვალები ცუდად მენიშნა თუმცა ჩემი თავი დავარწმუნე რომ იმ ბექას აღარ ვახსოვდი და დავიძინე.შაბათიც მოვიდა და ლაშა ჩამოდიოდა.შევხვდი ამჯერად,თუმცა ხმას არ ვიღებდი და მერე მან დაიწყო: -მარიკუნა -ჰა -რაღაც უნდა გკითხო -გისმენ -ტატუს გავიკეთებ ჰა? -კაი ოღონდ ერთი სურვილის სანაცვლოოდ -კაი მიდი გისმენ-გამიღიმა და თავისი უნაკლო კბილები გამოაჩინა -დიდ კალათს გამომიგზავნი შოკოლადებით სავსეს -კაი რა პრობლემაა ჩემო პრინცესა -შევთანხმდით -ოკ ეგ იმ დროს ავცუნცრუკდი თორე მერე გადავიფიქრე და მივწერე --„ლაშა გაიკეთე ტატუ არაფერი მინდა უბრალოდ გეხუმრე“ _“კაი“ ესეთი მოკლე პასუხი არ მესიამოვნა მაგრამმ არაუშავს... ბატონმა ლაშამ ტატუ გაიკეთა უსასრულობა დაიხატა და მეორე ხელის მაჯაზე 13 დაიწერა.ვფიქრობდი შოკოლადების იდეა კიდევკაი გადავიფიქრე,თორემ იმედი გამიცრუვდებოდათქო მაგრამ ნურას უკაცრავად... ვმეცადინეობდი ამ დროს ზარი დარეკეს კარებზე და მეც გასაღებად წავედი გავაღე და ისევ ბექაა -გამარჯობა მარიამ -გამარჯობა რა გნებავს? -ამანათი მოგიტანე-აი და შოკოლადებით სავსე კალათი გამომიწოდა -მადლობ-ვუთხარი და კარები მივხურე საწოლზე წამოვწექი ვიცოდი ვისგანაც იქნებოდა ამიტომ არც მისი ნახვის და არც ჭამის სურვილი გამჩენია,თუმცა როგორც მოგვიანებით აღმოვაჩინე შევმცდარვარ ადრესატში...... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.