შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

საღამო მშვიდობის, ბედნიერებავ (თავი1)


13-06-2016, 21:50
ავტორი სალიმა
ნანახია 1 543

ნიავმა დაუბერა და მწვანე ბალახებში ჩამჯდარს,სახეში შემომაყარა ბაბუაწვერას ლამაზი ყვავილები. ერთი დავიჭირე და დავყნოსე.მინდვრის სუნი ჰქონდა,რაღაც მყრალი.არ მომეწონა.ეს რომანტიული განწყობილება,რომ არ გაეფუჭებინა,ისეთი სახე მივიღე თითქოს მესიამოვნა მისი სუნი,ხელის გულზე დავიდე და სული შევუბერე. ” –წადი და წაიღე ეს წერილი თბილისში იმასთან ვისაც ყველაზე მეტად ვუყვარვარ! ” –გავიფიქრე და დავაკვირდი ამ ლამაზი ყვავილის ფარფატს.წარმოვიდგინე როგორ გადაიქროლა რაჭის მთები ყვავილმა და როგორ ჩაფრინდა ჩემს ლამაზ თბილისში. თეთრად დათოვლილ მწვევალიდან ,რაღაც შავი გამოჩნდა,წერტილი ნელ–ნელა გადიდდა და შავი ულამაზესი ფრინველი გამოიკვეთა თეთრ ღრუბლებში. მორიგი საკბილოს ძიებაში სოფლისკენ მოემართებოდა.უცებ სადღაც ქვემოდან პატარა ბიჭუნას ხმა გაისმა:
–ჰოუ ჰოუუუუ…–გაიძახოდა პატარა და ხელში ჯოხს იქნევდა.
მომნატრებია აქაურობა.გულში სითბო ჩამეღვარა,პატაარა ბიჭუნას ხელი დავუქნიე და ქორს ერთი ორჯერ მეც შემოვძახე.
თბილისის სიცხეს თავი რაჭას შევაფარე.ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა თავ–გზა ამირია.თითქოს ყველა ჩემს წინააღმდეგ იყო,ყველა მებრძოდა და ცდილობდა მიწაში ჩავემარხე.
ერთადერთი ვისი იმედიც მქონდა ჩემო ოჯახი იყო. ცას ავხედე და უფალს მადლობა გადავუხადე ამ ქვეყნად ანგელოზები რომ მომივლინა ჩემი მშობლების სახით.
ნათელი ფიქრები მწუხარებამ შეცვალა..ერთი წელი დამრჩა და დავამთავრებ უნივერსიტეტს.ფაკულტეტი რომელიც ავირჩიე ყველაზე მეტად მიზიდავს.ძალიან მსურდა ჩემი სპეციალობით დამეწყო მუშაობა,თუმცა აარაფერი გამომივიდა. ყველგან გამოცდილებას ითხოვენ ,გამოცდილება კი ოცი წლის ადამიანს საიდან უნდა გქონდეს.
სიყვარულზე ხომ არაფერს ვამბობ. გული იმდენჯერ მეტკინა,რომ უკვე მგონია ნორმალური მოვლენაა,როცა ბიჭი სიყვარულს გეფიცება და პარალელურად კიდე სხვა გოგონებსს ეცნობა.ძალიან მესაკუთრე ადამიანი ვარ და ვერ ვეგუები რა ვქნა ასეთ ადამიანთან ურთიერთობას.
წამოვდექი და ჯინსის შორტზე მიწეპილი პატარა ყვითელი ყვავილები ჩამოვიფერთხე.უკვე ბინდდებოდა,სადღაც რამდენიმე სახლის ქვემოთ ,სადაც ადრე “ბირჟა” ,მეგულებოდა ბავშვების ხმა ისმოდა. თმა შევისწორე,ჩემი ვარდისფერი თუჩსაცხი “დავაძვრე” და ქვემოდ დავეშვი.
წვრილად გათლილი ტოტები,ვიღაც ღვთისნიერს ისე ლამაზად დაეწნა,მნახველს ხელოვნების ნიმუშს მოგაგონებდა.ფაცხის კართან ოთხი გოგონა მდგარიყო.გული
ამიჩქროლდა.ერთ–ერთ ზურგით მდგარ გოგონაში ჩემი ბიძაშვილი ამოვიცანი.მისი ქერა ნაწნავი ჩამავალ მზეზე საოცრად ბზინავდა.ფეხს ავუჩქარე.გოგონებს მთის ზაგარი ისე უხდებოდა პირი დამრჩა ღია.მე კი ბატივით თეთრი ვუახლოვდებოდი მათ.
უცებ ერთი შემობრუნდა. თვალები მოიჩრდილა და დამაკვირდა. ადგილს მოწყდა და ჩემსკენ გამოექანა.
– ანუკაააააააააა….ხალხო ,ანუკა ჩამოსულა…–რაჭული კილო მესიამოვნა.
გავექანე და ჩემი ლამაზი ცისფერთვალება ბიძაშვილი გულში ჩავიკარი.
–რატომ არ დამირეკე გოგო,რატომ არ მითხარი თუ მოდიოდი?–ნაწყენი თვალები შემომანათა.
–კაი სალი,ეხლა ხო იცი არ მიყვარს წინასწარ დარეკვები.ასე უფრო ასწორებს მოულოდნელობა..– “გავიჯღანე” საცოდავად.
სალომე დამეტაკა ჩემს ხვეულ თმებში ხელი ჩამავლო და შუბლზე მაგრად მაკოცა.ბავშვობაში ვიცოდით ,ხოლმე ასე.
–ვაა ვიფიქრეთ აღარ ჩამოხვიდოდი,ანუკა როგორ მოგვანატრე თავი.–სალომეს დაქალები გევრდით მდგარიყვნენ და სასიამოვნოდ იღიმოდნენ.
გადავკოცნე ისინი,რაღაც ჩავიბურტყუნე და სალომეს ხელი გადავხვიე.
–არ გაგვეცნობით ,ჩვენ სოფლის ბიჭებს,”ბოშო”?– ხმა ისე დამცინავად ჟღერდა,გამოვერკვიე და ჩვენს გვერდით წელს ზემოდ შიშველი ბიჭი იდგა.დაზაგრული და ნავარჯიშევი ტანი მის მიმზიდველობას ხაზსს უსვამდა.
–არ დაიწყო ეხლა დიმიტრი!–სალომემ შეუბღვირა.
–არაფრის დაწყებას არ ვაპირებ! –ჩაილაპარაკა და უტიფრად დამიწყო ცქერა,შემდეგ თითქოს რაღაც გაახსენდა თითები დაატკაცუნა და ფაცხაში შევიდა.
კოცონი რომელიც ფაცხის გევრდით გაეჩაღებიათ საამოდ გიზგიზებდა.რაღაც უხერხულად ვიგრძენი თავი.ყველას ვიცნობდი იმ ერთის გარდა.არ მესიამოვნა მისი მდაბიო საუბარი და მზერა.სალომეს გადავულაპარაკე წავიდეთთქო და “მოეშვიო” მანიშნა.გიორგის,ზურას და აკაკის ბავშვობიდან ვიცნობდი.მიცნობდნენ და მაფასებდნენ,იცოდნენ არ ვიყავი აავრდნილი გოგო,არც არასდროს ზედემტი ჩემს მიმართ არ გამოუმჟღავნებიათ.“ნერვების ბრალია,ისე რას ვერჩი ეხლა ამ ბიჭს” –გავიფიქრე და ცეცხლის ალს დავაკვირდი.
–შენ უფრო და უფრო ლამაზდები…მაგრამ არ მიკვირს გვარშ გაქვთ ალბად, გადმომილაპარაკა გიორგიმ და ჩემს გვერდით მჯდომ სალომეს თვალები შეანათა.მივუხვდი გულის წადილს,გამეცინა და თვალი ჩავუკარი სალომეს მიმართულებით.დიმიტრი სიბნელეში ვერ კი შევნიშნე ,როდის გამოვიდა ფაცხიდან,ხელში რაღაც ეკავა.ცოტა ხნის შემდეგ საამოდ შევექცეოდით ცხელ მწვადს.
რა მჭირს არ ვიცი.ბიჭი ყურადღებას არ მაქცევს და მე ლამის თვალებით შევჭამო.აი ,თავისით გამირბის მზერა მისკენ,ალბად თვითონაც გრძნობს და სახეზე ღიმილი უთამაშებს.ვაღიარებ რომ ლამაზია,წაბლისფერი თმა მოკლედ შეჭრილი და სწორი ნაკვთები,პლიუს ლამაზი სხეული…უდაოდ კარგი “ტიპია” ოღონდ ჩემთვის არა–გავიფიქრე და სალომესთან გავაბი საუბარი.
მე და სალომე გვიან წამოვედით.მობილურის ეკრანი ორ საათს აჩვენებდა.სალომესთან ისე მშვიდად ვიყავი.

–ნუ დარდობ ადრე თუ გვიან იქნები ბედნიერი! –სალომემ ხელზე მომიჭირა.

–ვიცი სალო,უბრალოდ დავიღალე ლოდინით.სულ ველი ველი…იცი რამდენჯერ გამადებილეს?ხო,ნუ მიყურებ ასე,ძალიან მიამიტი ადამიანის გამოხედვა მაქვს ალბად.მატყუებენ ლამაზი სიტყვებით და ჩემს ზურგს უკან ხვდებიან ვისაც უნდა იმათ.

–კაცი ყველა ეგეთია,ერთგულება არ შეუძლიათ.შეიძლება ეს იმიტომ არის ,რომ აღვირახსნილი უფრო ბევრია დღეს ვიდრე პატიოსანი.ხოდა მამაკაციც ვერ ეუბნება ცდუნებას უარს…–სალომე იმას საუბრობდა,რაც კარგად ვიცოდი,თუმცა თეორიულად ჩვენ ყველაფერი კარგად ვიცით,ცხოვრებაში ამ ცოდნის გამოყენება გვიჭირს,რადგან გონებას გრძნობა მართავს.

–მართალი ხარ შენ…– ჩავილაპარაკე და გავჩუმდი.ზუსტად ვიცოდი,კიდევ რომ ხმა ამომეღო ცრემლებს ვეღარ შევიკავებდი.

–..შენ გარემოს გამოცვლა გჭირდება თორემ ნერვული სტრესი ჩათვალე ,რომ აიკიდე..

–აჰა! –დავეთანხმე .

საკმაოდ გრილოდა.სადღაც შორიდან ძაღლის ყეფა ისმოდა.ნაბიჯს ავუჩქარეთ.ნაცნობი სახლი გამოჩნდა.რკინის ჭიშკარს ლამის შევასკდი.კარები ღრჭიალით გაიღო.ქაჯივით შევვარდი.
თონის პურის სუნი მეცა.სალომეს შევხედე,ეშმაკურად გამომხედა და უცებ ადგილს მოსწყდა.სიცილი ამივარდა.მეც გავექანე სახლისკენ,როგორც ყოველთვის მან მომასწრო.სახლში შევარდა და ბალერინასავით ხელი გაიქნია გამარჯვების ნიშნად.

–მოხვედით ბიცოლა? დაურეკე ანუკი, შვილო შენებს ,რომ სახლში ხარ ,არ ინერვიულონ.– სალომეს დედაზე ვგიჟდებოდი.გარეგნობით ისეთი ლაამაზი იყო.სულიერად ხო საერთოდ უნაკლო.
მივუახლოვდი და ჩემი ბინძური,მურიანი სახით ხელები დავუკოცნე.აბაზანის შემდეგ მკვდარივით მეძინა.



№1 სტუმარი manana

oooo kargia velii sxvas axals da sainteresos

 


№2  offline წევრი სალიმა

manana
oooo kargia velii sxvas axals da sainteresos

მადლობბ
--------------------
ნიანო

 


№3 სტუმარი wilson

გააგრძელეთ გეთაყვა

 


№4  offline წევრი სალიმა

wilson
გააგრძელეთ გეთაყვა

მეორე თავიც დევს უკვე <3
--------------------
ნიანო

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent