შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩვეულებრივი გოგოს ჩვეულებრივი ისტორია(2)


14-06-2016, 16:22
ავტორი nawukuna
ნანახია 1 999

საღამოს დედამ რომ დაინახა კალათი მკითხა ვისგანააო და ბარათიც გამახსნევინა(ლაშაზე ყელაფერი იცოდნენ ჩემმა მშობლებმა).ბოლო წუთამდე დარწმუნებული ვიყავი რომ შოკოლადები ლაშასგან იყო მაგრამ ბარათი რომ გავხსენი ეწერა:
-„ჩემს ზაფხულის სიყვარულს,რომელიც არასდროს დამავიწყდება“
ამის წაკითხვის შემდეგ 80% ით ვიყავი დარწმუნებული რომ კურიერი „ის“
ბექა იყო.შოკოლადებზე არანაირი რეაგირება არ მომიხდენია და მეორე დღისით ბექას ჩვეულებრივად შევხვდი-გამარჯობით შემოვიფარგლებითქო ვიფიქრე,თუმცა მან ცხვირწინ აგათა კრისტის „მკვლელობა აღმოსავლეთის ექსპრეს“-ში ამიფრიალა,მეც ვეღარ მოვითმინე და ვუთხარი:
-ვაუ ეგ წიგნი ძალიან მიყვარს,ჩემი ფავორიტია და შენც მოგწონს?
-კიი მომწონს და ისიც ვიცოდი შენ რომ გიყვარდა
-ვა მართლა?და საიდან?
-მაგას რა მნიშვნელობა აქვს?წამო გაგაცილო სკოლაში
-ხო პრინციპში არანაირი მნიშვნელობა არ აქვს.არა მადლობ არ მინდა გაცილება ჩემი შეყვარებული გაგიჟდება და მეც ვფიქრობ არ იქნებაა ლამაზი
-გთხოვ რა გაგაცილებ
-არა
-კაი.
მე კიბეებზე ჩავირბინე უცებ და თან უკან მოვიხედე რამდენჯერმე,ჯობდა არ მიმეხედა ბექა მომყვებოდა უკან ირონიული ღიმილით.
სკოლაში რასაც ქვია შევვარდი გოგოები გადავკოცნე და უნდა დავმჯდარიყავი როცა ისევ სანდრო
-მარი როგორ ხარ?-სანდრო
-მადლობ კარგად მაგრამ მარის ნუ მეძახი რა
-რატომ?
-არ მომწონს
-კაი გავითვალისწინებ
-კარგს იზავ.
სახლში ბევრი ვიფიქრე ლაშასთვის მეთქვა თუ არა ეს ყველაფერი და გადავწყვიტე მომეყოლა.რათქმაუნდა გაგიჟდა რამის ტელეფონში გადმოძვრა
-რა შოკოლადები,რა კურიერი ვინ ბექა გოგო ჰა?
-მადლობა მომიხადე საერთოდ რო გითხარი გაიგე?
ტელეფონი გამოვრთე და დავიძინე არც მეორე დღისით ჩამირთვია და ვიყავი ყურებჩამოყრილი(სიცილის სმაილს დდავწერდი მაგრამ ლამაზად არ გამოჩნდება)
გაკვეთილზე ვიყავი როცა ვიღაცამ კლასის კარზე დააკაკუნა და მასწს დაუძახა ერთი წუთითო.მასწი გავიდა და ორ წუთში მე დამიძახა:
-მარიამ შენ გკითხულობენ
-ვინ?
-არვიცი გადი დაელაპარაკე,ოღონდ მალე შემოდი
-კარგით
გავედი და ჰოი საოცრებავ-ბექა
-მარიიი შენთან მოვედი არ გაგიხარდა?-ბექა
-არა-მე
-რატომ?-ბექა
-შეყვარებული მყავს მე და არ მაქვს სურვილი შენთან ურთიერთობის.წავედი.
მივტრიალდი უნდა შევსულიყავი კლაში მაგრამ:
-ერთი წუთით-ბექა
-გისმენ რა გინდა ადამიანო?მაინცდამაინც ისტერიკებში ჩავვარდე თავი დამანებეთქო?
-არა
-რა გინდა?
-აგათა კრისტის წიგნები მოგიტანე,თანამედროვე გამოშვებაც და ძველებიც
-მადლობ მაგრამ ვერ გამოგართმევ.
-და რატომ?
-არ მინდა უცხოს საჩუქრები გამოვართვა
-და არ ვარ მე უცხო
-ნაცნობი საიდან ხარ?
-რატო ვერ მიცანი?
-და საიდან უნდა მეცნე ადამიანო სულ მერამდენედ გხედავ?
-მარი მართლა არ გახსოვარ?ვერ მიცანი?
-მარის ნუ მეძახი.ვინ ხარ მითხარი
-გაკვეთილების მერე გარეთ დაგელოდები და დავილაპარაკოთ
-არა არც გაბედო გარეთ დდამელოდო თორე სერიოზულ ზომებს მივმართავ.
-და რა ზომებს?ლაშუკას ეტყვი მცემოს?
-ლაშა თითს არ დაგაკარებს და არც მაქვს სურვილი შენზე ხელი გაისვაროს გაიგე?შენ გგონია ვერ ვხვდები ვინ ხარ?უბრალოდ დარწმუნება მინდოდა შენს ვინაობაში.რაც მაშინ გააკეთე იმას არასდროს არ და ვერ დავივიწყებ გაიგე?(როცა ჩემგან უარი მიიღო და სახლში დაბრუნდა რამდენიმე დღეში სოციალურ ქსელში მომწერა უცნობი პროფილით და მოგვიანებით გავარკვიე მისი ვინაობა)
-კაი მარიამ
ის დღე ფაქტიურად ჩამშხამდა,თან ანკას დაბიდუბი იყო,მაგრამ ლაშას გამო ვერ მივდიოდი არ მიშვებდა.ესე მიეწყო ჩემი გოგოების დაბიდუბები მაგრამ მე მაგ დროს სახში ვიჯექი.ეგ ძალიან ცუდი მომენტია და ვისაც არ გამოუცდია ვერც მიხვდება ვერასდროს მე მაშინ რას განვიცდიდი.
სკოლა დასასრულს მიუახლოვდა და გამოცდებიც დაიწყო..ამ ციებ ცხელეაში აღარავინ და არაფერი არ მაინტერესებდა.იმხელა ნერიულობის ატანა გვიწევდა გოგოებს,რიგ რიგობით ვიკრიბებოდით ერთმანეთთან და ჭორაობას ვაყოლებდით გულს.ნუ სხვებთან ჩემ გარდა ყველა იკრიბებოდა.გამოცდები დასრულდა,გოგოებს 8ზე დაბალი არ მიგვიღია და გადავწყვიტეთ აღგვეღნიშნა.ხოდა ჩვენ და ჩვენი პიჟამა ფართი.....ცივ ყავას ვსვავდით,პიცას ვჭამდით და კარზე ზარია..ეჭვი მაქვს ყველამ დეჟავუ განვიცადეთ..კარებთან მივედი გასაღებად და იქ ისეთი ვინმე იდგაა.....



№1  offline წევრი isterichka123

კაია გაგრდზელე

 


№2  offline წევრი marikuna (1)

ვიპოვე გრამატიკული შეცდომები და წერტილ მძიმე არასწორად გაქვს, მაგრამ არაუშავს განაგრძე ველი შემდეგს . კავშირის მერე მძიმე უნდა. იმედი მაქვს შემდეგი უკეთესი იქნება წარმატებები <3.

 


№3  offline წევრი Phenomenon

kaia, magram ase uceb nu amtavreb :d ganagrdze male ;)

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent