შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

არ ვარ ანგელოზი,მაგრამ არც ეს ცხოვრებაა სამოთხე (3)


11-04-2016, 15:29
ავტორი Psychopathic
ნანახია 1 888

___________________
ბოლო წუთამდე,მანამდე სანამ მის ცივ სხეულს შევეხებოდი მჯეროდა,რომ ეს ყველაფერი ფარსი იყო.ყოველწამს ველოდი როდის გაიცინებდნენ და გავიგებდი,რომ ეს მხოლოდ ბოროტი ხუმრობა იყო და მეტი არაფერი.მაგრამ(აი ისევ ეს მაგრამ!როგორ მძულს ეს სიტყვა!) რეალობა იმაზე მეტად მწარე აღმოჩნდა ვიდრე მეგონა.
სანდრო მოვიდა და მომეხვია
_ყველაფერი კარგად იქნება!
_ყველაზე უაზრო წინადადებაა! არაფერი არ იქნება კარგად!მოკვდა!ხვდები მაინც რა მძიმე მდგომარეობაას?მოკვდა,ვერასოდეს ვნახავ და ამის შემდეგ როგორ ამბობ,რომ ყველაფერი კარგად იქნება?!
_მესმის,მაგ....
_არაფერიც არ გესმის,არა!რომ გესმოდეს ეხლა აქ არ დაჯდებოდი და უაზრო სიტყვებს არ მეტყოდი!
_როდიდან გახდი ასეთი პესიმისტი?
_პესიმისტი არ ვარ და ეს კარგად იცი!
_მაშინ რა გემართება?ვეღარ გცნობთ.
აქამდე თავდახრილმა გიგამ თავი აწია და ამომხედა.
_მე?მე რა მემართება?თქვენ რა გჭირთ?აცნობიერებთ იმას რომ ოთო ცალ-ცალკე ყველა ჩვენგანზე და ერთად აღებულზე ბევრად უკეთესი იყო.არაფერი გესმით და იდიოტებს ემსგავსებით.
ფეხზე წამოვხტი და კედელისკენ შევბრუნდი,ვცდილობდი ნერვები მომეთოკა(რაც ყველაზე ნაკლებად გამომდიოდა).უკნიდან თათუკა დამიდგა.
_ტას კარგად ხარ?იქნებ ფსიქოლოგთან მისულიყავი.
_მეხუმრები?მივიდე და მოვყვე თუ როგორ დავკარგე ოთო და როგორ განვიცდი?მომისმინონ,თავი მიქნიონ,ისე ვითომ ჩემი ესმით,ბოლოს კი წამლებით გამაბრუონ და გამომიშვან?ისინი მიშველიან?
გაბრაზებული გასასვლელისკენ წავედი ზურგს უკან კი თათას ხმა გავიგე
_ჩვენც არანაკლებ გვტკივა! გესმის?ჩვენც არანაკლებ გვიყვარდა ოთო!მაგრამ შენსავით ლაჩრულად არ ვიქცევით,რაც მოხდა მოხა...ეს უკვე წარსულია და არაფერი ეშველება,მაგრამ არის მომავალი,რომელსაც შენ თვითონ ქმნი!
არ ვიცი კიდევ თქავ თუ არა რამე,მაგრამ ამას არანაირი მნიშვნელობა აქვს!კიბეები ჩავირბინე და ქუჩაში გავედი.

_______________________
2014 წელი,27 მარტი.
კეთილისმსურველები - ამქვეყნად ყველაზე შეუგნებლი ხალხი - ბანალური, „დამაშვიდებელი“ სიტყვები მათგან ნამდვილად არ მაკლდა.მე კიდევ საკმარისი გასასამართლებელი საფუძველი მქონდა,ყვირილით რომ გამეყარა ჩემთან მოსული კეთილიმსურველები.სწორედ მაგ პერიოდში პირველად (და ალბათ უკანასკნელად) ვუყვირე ჩემს „გონზემოსასვლელად“ მოსულ ბექას:
_ტას რას შვები?
_ვცეკვავ.ვერ მიყურებ ?
_რატო ესე ცივად?
_...........
_და ზოგადად რა ჯანდაბა გჭირს?ოთოს შენც უნდა გაყვე უკან?ბაზარი არაა კი გტკივა და მესმის,მაგრამ ეს უკვე ზედმეტია!ნელ-ნელა ჭაობში იძირები,საიდან ამოსვლაც ვიცი გაგიჭირდება.
_უკვე ყელში ამოვიდა ეს გაცვეთილი ფრაზები!მომისამძიმრეთ,მაგრამ ნუ მეუბნებით,რომ ჯერ კიდევ ახალგაზრდა ვარ და ცხოვრება უნდა გავაგრძელო.ნუ მეუბნებით,რომ გამიმართლა,რადგან ესეთი მეგობარი მყავდა და ამ დროს ვერც კი აცნობიერებთ,თუ რა ცუდია ჯერ სამოთხეს რომ გაჩვენებენ და მერე თავზე დაგამხობენ ყველაფერს,ამაზე უარესი რაღა უნდა იყოს?იცი რას ვფიქრობ ხოლმე?შენ რატო უნდა იყო ცოცხალი,როცა ჩემს ოთოს მიწა ჭამს და იხრწნება?!
არასდროს დამავიწყდება ბექას რეაქცია:ყელზე არტერია დაემჩნა,ხელები მომუშტული ქონდა და თვალის ქუთუთოებს ერთმანეთს მაგრად აჭერდა.მაშინ მივხვდი,რომ ვატკინე,მაგრამ არ ვნანობდი რომ ეს ყველაფერი ვუთხარი.
******************
უკვე მოგიყევით პირველად როგორ მივიღე ჰეროინი?მგონი არა,თუმცა რა მნიშვენლობა აქვს...
ე.წ. „ნიკოს სარდაფში“ წავედი,გარშემო (თითქმის) ყველანაირი ფენის, სტილის და გემოვნების ხალხი მიმოდიოსა.მხოლოდ შესუნთქვას ვაპირებდი,მაგრამ იქ ერთმა ტიპმა,გიომ მითხრა: „თუ შეისუნთქავ,შეგიძლია გადაყლაპო კიდეცო“. ნატამ კი დაამატა: „და თუ გადაყლაპავ,შეგიძლლია გაიჩხიროო“.ყოველთვის მეშინოდა ნემსების და ჩემს ერთადერთ მტრად აღვიქვამდი,მაგრამ მაინც დავთანხმდი.

P.s.ვიცი პატარა თავია.თან ძალიან,მაგრამ მეტის ატვირთვას ვერ ვახერხებ და საერთოდ ისეთი შთაბეჭდილება მრჩება,რომ არგაინტერესებთ და ვფიქრობ ხომ არ შევწყვიტო.



№1  offline წევრი natia-natia

Au amgogom gaafrina raa vota male moiyvane chkuaze veli shemdegs

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent