შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიყვარული მეორედაც მოდის (დასასრული)


14-06-2016, 18:48
ავტორი zia-maria
ნანახია 4 768

იოანემ შეძლო ჟანეტის გულს საბოლოოდ დაპატრონებოდა და მან მის გულში სქლად დადებული ყინული, ჯერ დაამსხვრია და შემდეგ ნელა-ნელა იწყო გალღობა. დრო გარბოდა და მათი ნაცნობობა და მეგობრობა სრულ 11 წელს ითვლიდა. ჟანეტიც ხვდებოდა რომ, ის ერთადერთი ვის გვერდით ისურვებდა ცხოვრებას და ყოფნას, ეს მხოლოდ იოანე ამირეჯიბია და არავინ სხვა. ასაკი ქონდათ მაგრამ მაინც არ ჩქარობდა დაქორწინებას. ჟანეტი უკან იხევდა მაინც. ორ ნაბიჯს წინ რომ, გადადგამდა ერთი ნაბიჯი უკან გადასადგმელად მზად ქონდა, წარსულის შიშის გამო.. სიჩქარით თავად არ ჩქარობდა მაგრამ ასაკი აჩქარებდა რადგან ჟანეტი უკვე 35 წლის იყონა
და იოანე 39-ის. დიდ მოლოდინში გაიარა ათმა დღემ და პატარძლის კაბაში საუცხოო მეფე-პატარძალი საქართველოში გაფრინდა. საუცხოო ქორწილი მოუწყო იოანემ. ყველანი შოკში იყო, არავინ არ ელოდა იოანეს ამოდენა სითბოს და სიყვარულს. ჩუმად მოამზადა ყველაფერი და საოცნებო ქორწილი საყვარელ ქალს პრესტიჟულ და ძვირადღირებულ რესტორანში კი არ გადაუხადა, ქორწილი იქ იყო იმ ბავშვთა სახლში სადაც ჟანეტმა მთელი მისი 18 წელი გაატარა. ბავშვთა სახლის ეზო და შიგნით ლამაზი დიზაინით მოაწყო იოანემ. მთელი შენობა კაპიტალურ რემონტში ჩასვა. უხაროდა ყველას ასეთი კარგი ადამიანი რომ გამოჩნდდა მათ გვერდით, მაგრამ წუხდა მანანა დეიდა და ძია გური რომ, არ იცოდნენ ვისგან ღებულობდნენ დახმარებას და ვინ იყო ამ ყველაფრის სპონსორი. დიდი სიხარულით დათახმდნენ იმ ფაქტს რომ, მათთვის უცხო და უცნობ ადამიანს ძალიან დიდი სურვილი ქონდა, მათ ეზოში ქორწილი გადაეხადა. გაოცდა მაგრამ სიხარულით დათანხმდა ძია გური.და აი დადგა დღე რომელმაც სადაც გაოცებულ ხალხის სახეზე თბილმა ღიმილმა დაიდო ბინა.აეროპორტიდან მანქანების კოლონა პირდაპირ ბავშვთა სახლში წავიდა.მოუთმენლად ელოდა უცნობ სპონსორს ბავშვთა სახლის ეზოში ლამაზად გამოწყობილები.ეს შოკი იყო არა მარტო ჟანეტისათვის არამედ ყველასთვის,მთელი მისი საახლობლოსთვის და უდიდესი მოულოდნელობა მისი მეგობრებისთვის. არ ღელავდა მხოლოდ გუგა და მშვიდად იდგა ზღვასავეთ მღელვარე ხალხის შუაში. თვალს გადაავლებდა ხალხის ნაკადს და სიამაყე ეუფლებოდა. ასევე გადახედავდა მის სამეგობროს და ჩუმად იცინოდა მათ ჩაფიქრებულ სახეებზე, იცოდა რომ მათ ადვილად ვერ გადაურჩებოდა, მათ რისხვას მაგრამ, სუნთქვა შეკრული დაელოდებოდა ჟანეტის გამო მათ უმკაცრეს სასჯელსაც კი.თუმცა თავად ჟანეტს როგორ გადსურჩებოდა,ეს კი არ იცოდა.
ჟანეტმა იცოდა რომ მათი ქორწილი იყო მაგრამ, ვერ გაეგოო რატომ უშლიდა იოანე უკვე ეს დღეები გუგასთან და ყველასთან კონტაქტს. ფიქრობდა და ვერ აეხსნა მისი ეს უცნაური საქციელი. აეროპორტში ჩამოსულებს იოანეს სამეგობრო და საახლობლო დახვდა დიდი სიხარულით.
---აი სიურპრიზიც ამას ქვია ძმაო, ეს რა ანგელოზი ჩამოგვიყვანე. მილოცვები არ წყდებოდა. ნელა-ნელა გაიკვლია გზა ხალხის ნაკადში იოანემ და იქვე მდგარ თეთი კადილაკის ლიმუზინისაკენ აიღენ გეზი.
---საყვარელო ახლა რომ ყველაფერი კარგად იყოს და სიურპრიზი არ ჩამეშალოს, თვალები უნდა აგიხვიო და არ შემეწინააღმდეგო, არაფერი არ გამოგივა. ბოლო სიტყვა ვითომ სიმკაცრით უთხრა, რაზედაც ჟანეტს გაეცინა და თვალებით თანხმობა უთხრა.ღელავდა, ძალიან ღელავდა და იოანეს ხელს იყო ჩაფრენილი რომელსაც მთელი ძალით უჭერდა, რაზედაც იოანეს ჩუმად ეცინებოდა, მაგრამ არ იმჩნევდა.
---კარგად მინდა დღევანდელი დღე რომ დაიმახსოვრო.
---როგორ დავიმახსოვრო, თვალები აკრული მაქვს და ვერაფერს ვერ ვხედავ.
--- გაჩუმდი და მომისმინე. ახლა სულ მალე თვალები აგეხილება და ღრმად ამოისუნთქე. იცოდე გული მნიშვნელოვანია ადამიანისათვის, სული მოსაფრთხილებელ-მოსაფერებელი და გული სულის გარეშე ერთი პატარა ხორცის გუნდაა, რომელიც სიცოცხლის წამებს საათივით ითვლის. უთხრა იოანემ ყურში ჩუმად. ეს რა გამოდის იცი? შენ ხარ ჩემი სული და მე შენი გული ჟანეტ.
---უკვე აღარ შემიძლია იო ასე წყვდიადში სიარული. ამიხსენი თვალები რა?-აწუწუნდა ჟანეტი.
---ჩვენ წყვდიადშიდაც აღმართზე ერთად ავალთ, აი ასე ხელი-ხელ ჩაკიდებულები, მხოლოდ მომენდე.
---დაე იყოს უფლის ნება და ბოლომდე ასე წყვდიადით მოგყვები.-გაეღიმა ჟანეტს და მისი ოდნავ გახსნილი ბაგიდან მარგალიტებივით გამოჩნდნენ ჩაწიკწიკებული თეთრი კბილები.
ლიკა უყურებდა დედას და იოანეს და გულით უხაროდა დედას ბედნიერება. ამ სიხარულით გამოწვეულ ცრემლებს კი ძალით იკავებდა და თან გამალებული მესიჯობდა ტელეფონზე.
სიგნალმა რომ მოაღწია გუგას ყურამდე დაიძაბა. უხაროდა მაგრამ მაინც განიცდიდა და ნერვიულობდა. ეზოში თეთრი სატვირთო მანქანა შემოგრიალდა ბუშტებით და ლენტებით გაფორმებული. იქედან გადმოსულმა მძღოლმა კარი გააღო და შიგ შენობაში საჩუქრების შეწიკვა დაიწყო. უამრავი საჩუქარი მიუტანეს ბავშვებს. გაოცებული უყურებდა იქ მყოფი საზოგადოება. ზოგის თვალებში სიხარულის ცრემლმაც კი გაიბრწყინა. სულ ცოტა ხანში სატვირთომ შენობა დატოვა და იქ დარჩა გაოცებული ხალხის სახეები. მათი გაოცება კი შოკმა ჩაანაცვლა როცა ეზოში ლიმუზინის შესვლამ შეცვალა სატვირთო. კიდევ უფრო დიდი შოკი ის იყო როცა იოანე გადმოვიდა მანქანიდან და ჟანეტის მოეხმარა მანქანიდან გადასვლაში და ულამაზესი წყვილი წარსდგა გაოცებული და შოკირებული საზოგადოების წინ. თვალახვეული დედოფლის დანახვამ ყველა მიახვედრა რომ, დღევანდელი დღე თავად დედოფლისთვისაც სიურპრიზია.
იოანემ თვალი აუხსნა ჟანეტს, თვალი მოავლო გარემოს და ყელიდან გაურკვეველი ბგერები აღმოხდა. შებრუნდა და იოანეს თბილად ჩაეხუტა, შემდეგ ხელი ჩასჭიდა და იმ ადგილსაკენ წაიყვანა საიდანაც გაოცებული, ბედნიერი და ცრემლით სავსე თვალებით მონატრებული მამა იდგა. ისიც დაიძრა შვილთან შესახვედრად. არცერთი არ მალავდა ცრემლს და ორი მონატრებული სხეული მამა და შვილი სუროსავით შემოეხვია ერთმანეთს. ორს კიდევ ორი ხანში შესული ასაკოვანი მოხუცი მიუახლოვდა და მათმაც ჩაიხუტა გულში ორი მონატრებული ადამიანი, შვილი და შვილიშვილი.
---მაპატიე ბებო ჩემი აუტანელი ხასიათი და წლების მიერ მოცემული სიცივე. არ უტყდებოდი გულს თორემ მე და ბაბუა შენით დიდი ხანია რომ ვამაყობთ. ცრემლიანი თვალებით მოუბოდიშა მოხუცმა ბებომ. სასტიკი და ცივი ადამიანი უკვე ძალიან დამტკბარიყო.
---არა უშავს ბებო. სიმწარე ვიგემეთ მაგრამ ,თბილად და ტკბილად დავაგვირგვინეთ. ჩვენ ერთი ოჯახი ვართ და მუდამ ასე ვიქნებით, სიცოცხლის ბოლომდე. უყურებდა იოანე ამ ხუთ ადამიანს და ძალიან ამაყობდა. ლიკა უცებ გამოეცალათ ხელიდან და ყვირილით წავიდა საყვარელი ადამიანებისაკენ.
---ძიოოო.- გაიქცა გუგასთან და სულის ამოთქმაც არ აცალა, ისე ძლიერ ჩაეხუტა.
---ჩემი წერტილააა, ჩემი პრინცესა, როგორ მომნატრებიხარ ძიოს ლამაზო, ჩემო პატარა. რაღა პატარა გოგო 14 წლის ხარ. დროა დასერიოზულდე. აწი სადაცაა ბიჭები დაგიპრაწავენ თვალებს რომლებსაც შენი ძიოები ამოჩიჩქნიან და ხელში დააჭერინებენ.
---დათო ძიო სად არის?
---აი იქ დგას ყველა დაბღვერილები. გახედა ლიკამ და შეხედა რაოდენ სევდიანი თვალებით უყურებდა ჟანეტს. უხაროდა გულით უხაროდა ჟანეტის ბედნიერება, მან მართლა დაიმსახურა იყოს ბედნიერი მასთან, ვისთანაც ბედნიერად იგრძნობს თავს. ყველა აღფრთოვანებული იყო იოანეს ხილვით. ყველამ დაინახა ნათლად რომ ეს მამაკაცი დიდი სიყვარულის მატარებელი ადამიანი არის. ამ გრძნობას სათუთად გადმოცემდა მისი ორი ანგელოზის წინაშე. ეს არ იყო თამაში, ეს იყო ნამდვილი და წრფელი სიყვარული. იოანეს გვერდს გიორგი უმშვენებდა ელისთან ერთად. ხელი მოკიდა ჟანეტს და ყველას გასაგონად უთხრა.
---მოვედი. სად არ მატარა ბედისწერამ და ვის არ შემახვედრა, მაგრამ როგორც კი გზად გადამეყარე მივხვდი, რომ მთელი ჩემი შეგრძნებით შენ გეძებდი, გეძახდი, გიხმობდი, მჭირდებოდი.
---მეც აქ ვარ შენთან, მოვედი შენს დაძახილზე და მაშინვე გავაცნობიერე, რომ, სწორი გზით მივლია, რომ შენ იყავი ის, ვისთვინაც ღირდა საერთოდ წინ სვლა.
---ვიცი რომ ჩემს ხმას გამოყევი ეს შენმა გულმა მითხრა, ჩაგეხუტე თუ არა მაშინვე ვიგრძენი როგორ ძლიერად ძგერდა შენი გული ჩემს მოლოდინში.
---მე და შენ ორი ნახევარი, ერთ ნავში ვსხედვართ.
---ირგვლივ კი ბურუსია, შიშის მომცველი. არავითარი იმედი, არავითარი ნდობა, მხოლოდ ჩვენი სიყვარული რომელიც სიძლიერეს გვმატებს და ფრთებს შლის ძლიერად და ამაყად.
---წყვდიადში უმისამართოდ მოგყვები იოანე. დაფიქრებული გიყურებ შიშით შეპყრობილი, თან შენზე უზომოდ შეყვარებული და ჩურჩულით ვიმეორებ ისე, რომ მხოლოდ შენ გესმოდეს მაგრამ, ახლა ხმამაღლა ვიტყვი იმ ჩურჩულით ნათქვამ სიტყვებს. ,,მე შენ მიყვარხარ, მიყვარხარ,მიყვარხარ.
---მეც ძალიან ბევრჯერ, უამრავჯერ, უთვალავჯერ გაგიმეორებ მიყვარხარ საშინლად, უსაშველოდ და გადარეულად.
---მაპატიე იო რომ, შენთან მოსვლა დავაგვიანე.
---ჩვენ ორივემ დაგაგვიანეთ ერთმანეთის პოვნა მაგრამ ,,სიყვარული მეორედაც მოდის'' და ეხლა აქ ვართ. აქ ამ ლამაზი ცის ქვეშ და ამ საზოგადოების წინაშე ჩვენი გულები ერთმანეთს სამუდამო და სამარადისო სიყვარულის ფიცს ხმამაღლა ამბობენ, რომელსაც ჩემი სიცოცხლის ფასად დავიცავ.
---საზღვარი ნათელსა და ბნელს შორის შენ ხარ იოანე.
---ჩემმა გულმა კი ხმამაღლა უკვე გიამბო თუ როგორ უყვარხარ. გულში ჩაიკრა საყვარელი ქალი და ძალიან თბილად უთხრა.
---მაღლა აიხედე საყვარელო. ყველამ მაღლა ცას მიპყრო გაოცებული თვალები. ლურჯი კაშკაშა ცა რამდენიმე შვეულმფრენმმა გასერა. არასოდეს ენახათ ტიტების და ვარდების წვიმა, ახლა კი ჰაერიდან სისხლისფერი ვარდები და ტიტები ცვივოდა. ყვავილებით დაიფარა ირგვლივ მიდამო. ორმა შვეულმფრენმმა დიდი ლოზუნგი გაშალა წარწერით.,,სიყვარული მეორედაც მოდის ჟანეტ''. მიყვარხარ. გაოცებული თვალები ღიმილმა შეცვალა. კიდევ ერთი ძლიერი სიყვარულის ისტორიაში მოგონების ფურცელი გადაიშალა.
ცრემლიანი თვალებით ჩაიკრა გულში შვილები ნოდარმა და ბედნიერება უსურვა. გუგამ რა ქნა? ჩუმად, ყველას შეუმჩნევლად მოიწმინდა ცრემლი და წყვილთან მივიდა მის საყვარელ სოფოსთან ერთად. ორივეს ხელი მოხვია და მხოლოდ ეს უთხრა დიდი სიყვარულით.
---გაუფრთხილდით იმ ერთ გულს რომელიც თქვენს ორის სხეულში ფეთქავს. დღევანდელი დღე იყოს მუდამ თქვენი სიყვარულის დამცველი. ჩემო ჟანეტ, ჩემო კუსა. მე უბედნიერესი ვარ შენ რომ გხედავ ბედნიერს და რადგან დადგა ის დღე რომ მე შენი სევდიანი თვალები დღეს ბედნიერებით სავსე დავინახე, ახლა დღეს მეც მივცემ ჩემს თავს უფლებას ვიყო ბედნიერი და სოფოსთან ერთად ჯვარს ვიწერ. ეს კიდევ ერთი ახალი სიურპრიზი ყველასათვის. იმ დღეს ორი ლამაზი ქორწილი შედგა.ოთხმა სიყვარულით ანთებულმა გულებმა სამუდამო სიყვარულის ფიცი მისცა ერთმანეთს. ნიკამ გულში ჩაიკრა ჟანეტი ცრემლიანი თვალებით.
---მინდა გითხრა მაგრამ აზრები უმისამართოდ მეკარგება, მაინც დავატან თავს ძალას და გეტყვი. ,,ჩემი იყავი მაგრად დღეს სამუდამოდ დაგკარგე. ჩემი თვალები დღემდე შენს თვალებს ეძებდნენ, თუმცა დღეს ისიც გავიგე რომ, ამის უფლება აღარ მაქვს გეძებო. მაპატიე ყოველი სიტყვა ტკივილით ნათქვამი, ეგოისტი ვარ მაგრამ, მაინც გისურვებ ბედნიერებას, მინდა ბედნიერი იყო. შენ საუკეთესო დედა ხარ და მოსიყვარულე მეგობარი. ღმერთო როგორ ძალიან მიჭირს ეს სიტყვები გითხრა იოანე მაგრამ მაინც უნდა გითხრა. მე ვერ გავუფრთხილდი, მე ვერ დავიცავი, მე ვერ დავაფასე ის ვინც ჩემი ცხოვრების ნათელი წერტილი იყო. გაუფრთხილდი და გააბედნიერე. -კიდევ ერთხელ შეავლო ჟანეტს სინანულით სავსე თვალები და გაეცალა. შემდეგ ლიკას ეფერა და თვალცრემლიანი დატოვა მხიარული საზოგადოება. სულ რაღაც ერთ საათში კი თვითმფრინავი ჰაერში აიჭრა და ნიკაც თან გაყვა მას. მან გადაწყვიტა გაცლოდა დროებით იმ ადგილს სადაც ყოველი კუთხე და ადგილი ჟანეტისთან გატარებულ დროს ახსენებდა. მხიარული ქორწილი იყო და გვიანობამდე გაგრძელდა ღრეობა. იოანემ ჟანეტს ჩასჩურჩულა.
---წავიდეთ?
---სად?
---ჩვენს უსასრულო ბედნიერებაში.- უთხრა და თვალი ჩაუკრა. ცხოვრება წინ მიდის, ყველაფერი იცვლება ქვეყანაში, არ იცვლება მხოლოდ ნამდვილი სიყვარული ღრმა როგორც ოკეანე და უსასრულო როგორც ცა.
,,ჟ ა ნ ე ტ ი''
35 წლის ასაკში განვიცადე და შევიგრძნე რომ ვიყავი ნამდვილად ქალი, მამაკაცის სასურველი ქალი. 15 წლის წინ, როცა ღალატის მსხვერპლი გავხდი შემზიზღდა მამაკაცის მოდგმა მაგრამ, წლებმა მაინც თავისი ქნა და ის მიძინებული გრძნობა ჩემში გააღვიძა. თურმე მე ახლა შემიყვარდა ნამდვილი სიყვარულით. 11 წელი ველოდით ერთმანეთის შეხვედრას მე და იოანე. 11 დაუსრულებელი წელი ვინახავდით სათუთად ჯერ ერთმანეთის ლტოლვას, მერე მოწონებას ამ წლებმა კი ეს ყველაფერი უსაზღვრო სიყვარულში გადაზარდა. ჩვენ დრომ და უფრო მეტიც, ჩემმა ჯიუტმა ხასიათმა, უამრავჯერ ნაპოვნი ერთმანეთის გულები ბოლოს 6 წლით დაგვაშორა და ისევ განგებამ ინება ჩემში, ჩემი სიჯიუტის მოდრეკა და ისევ შევხვდით ერთმანეთს.ალბად განგებას შევეცოდე მარტოობისთვის. ჩვენი ისევ შეხვედრისას წლების შემდეგ, აღმოვაჩინეთ ჩვენი სიყვარულის სიდიდე და სიძლიერე. ფიქრებში ჩაძირული როგორ აღმოვჩნდი სასტუმროს ნომერში, დამეფიცება რომ არ მახსოვს. მხოლოდ მაშინ მოვედი აზრზე როცა მის ძლიერ მკლავებში აღმოვჩნდი, მისი თითები ჩემსაში ახლართა და ყურში საალერსო სიტყვები ჩამჩურჩულა. სიამოვნების კორიანტელს მოეცვა ჩემი სხეული, ფეხებს სიცახცახე შეეტყო. რომ არა მისი ძლიერი ხელები ალბად ძირს დავარდებოდი სუსტი, მოცახცახე ჩიტივით. ვიგრძენი როგორ ჩასრიალდა ჩემი სხეულიდან იატაკზე ჩემი სადედოფლო კაბა. ტუჩები სასიამოვნოდ დაცოცავდნენ ჩემს მოშიშვლებულ მხრებზე. რას ვგრძნობდი? აღმაფრენას.
ახალი სიცოცხლის სხივებს, ვნება მორეული თვალებით დასჩერებოდა ჩემს არც ისე პატარა მკერდს. ჩქარი მოძრაობით შემომაბრუნა და კედელზე ამაკრა ჭინკებჩამდგარი თვალებით. ნაზად შეეხო ჯერ ზედა და შემდეგ ქვედა ტუჩს რომელმაც სასიამოვნო ხმები გამოსცა და ამან უფრო აღაგზნო. არ მახსოვს საწოლზე როგორ აღმოვჩნდი ვარსკვლავის ფორმაში გაწოლილი. ვგრძნობდი სახეზე მის ცხელ სუნთქვას და შემდეგ ორივემ გადავეშვით ნეტარების მორევში. აღვირახსნილი ბგერები ამოუშვი ოდნავ გაპობილი პირიდან, აქამდე ჩემთვის უცნობი ქალი იღვიძებდა ჩემში. ბრჩხილებით ჩავაფრინდი მის მკლავებს და ხმამაღლა ვკვნესოდი. ერთი ღრმად ამოვიხვნეშა და ტუჩები დაცვარულ შუბლზე მომაწება. სახეზე დამაჩერდა და ჩუმად მაგრამ ვნებიანად მითხრა.
---ასეთი ღამეები უსასრულოდ იქნება ამიერიდან ჩვენში. შენ უსასრულოდ ჩემი ხარ, მარტო ჩემი. ორი პრინცესა მყავს სახლში, რომლებიც უნდა დავიცვა ამავე დროს უნდა გავაბედნიერო. ჩემი ორი ბედნიერება ხართ თქვენ ჟანეტ.
---შენ კი ჩემი გულის მესაკუთრე ხარ. ახლა ნამდვილად მჯერა რომ სიყვარული არსებობს, ,,სიყვარული მეორედაც მოდის''.



№1  offline წევრი SaLySaLySaLy

Guli damwyda minda rom gagrdzeldes.yochag ,yochag shen aseti istoriisatvis

 


№2  offline მოდერი zia-maria

SaLySaLySaLy
Guli damwyda minda rom gagrdzeldes.yochag ,yochag shen aseti istoriisatvis

მადლობა საყვარელო მარტო იმისთვის, love რომ ბოლომდე მომყევი.

 


№3 სტუმარი დალი

სიყვარული -- ეს არის ღმერთის დიდი საჩუქარი . სიყვარული , ლამაზი და ნაზი ყვავილივითაა , რომლის მოსაწყვეტად დიდი სიფრთხილის დაცვაა საჭირო , მას ასაკი არ გააჩნია ... ეს , ლამაზი და დიდი გრძნობა ღმერთმა , წილად ნიკას არგუნა , რომელმაც ვერ შესძლო მისი მოფრთხილება და ერთი , დაუფიქრებელი საქციელით უცბად დაკარგა ნამდვილი , გულწრფელი სიყვარული , რომელსაც ალბად მთელი ცხოვრება ვერ გამოასწორებს ... ქალბატონო მზია , თქვენ ამ პატარა მონათხრობით , ძალიან საინტერესოდ გადმოეცით ეს დიდი გრძნობა, მათი ცხოვრება , განცდები , სიხარული , მწუხარება , შეცდომები , წარმატებები , ერთგულება , ლამაზი და ძლიერი მეგობრობა , ახალგაზრდების კეთილი დამოკიდებულება , ამ პატარა მონათხრობით ,მკითხველს შეუძლია მიიღოს ცხოვრების კარგი გაკვეთილი ... უღრმესი მადლობა თქვენ , ასეთი დიდი სიამოვნებისათვის ! ველი ახალ ახალ ნაწარმოებებს . love

 


№4  offline მოდერი zia-maria

დალი
სიყვარული -- ეს არის ღმერთის დიდი საჩუქარი . სიყვარული , ლამაზი და ნაზი ყვავილივითაა , რომლის მოსაწყვეტად დიდი სიფრთხილის დაცვაა საჭირო , მას ასაკი არ გააჩნია ... ეს , ლამაზი და დიდი გრძნობა ღმერთმა , წილად ნიკას არგუნა , რომელმაც ვერ შესძლო მისი მოფრთხილება და ერთი , დაუფიქრებელი საქციელით უცბად დაკარგა ნამდვილი , გულწრფელი სიყვარული , რომელსაც ალბად მთელი ცხოვრება ვერ გამოასწორებს ... ქალბატონო მზია , თქვენ ამ პატარა მონათხრობით , ძალიან საინტერესოდ გადმოეცით ეს დიდი გრძნობა, მათი ცხოვრება , განცდები , სიხარული , მწუხარება , შეცდომები , წარმატებები , ერთგულება , ლამაზი და ძლიერი მეგობრობა , ახალგაზრდების კეთილი დამოკიდებულება , ამ პატარა მონათხრობით ,მკითხველს შეუძლია მიიღოს ცხოვრების კარგი გაკვეთილი ... უღრმესი მადლობა თქვენ , ასეთი დიდი სიამოვნებისათვის ! ველი ახალ ახალ ნაწარმოებებს . love

სიყვარულის გრძნობაც ერთგვარი ნიჭია.ალბად სასარგებლოც და სასიამოვნოც,მაგრამ ზოგჯერ სწორი გზიდან უწევთ იმ ერთგულებსაც გადახვევა.ამიტომ ცხოვრება მკაცრია და ხშირ შემთხვევაში ღალატისა და ტყუილის დაუსჯელობაა.ცხოვრებაში კი გამოჩნდება ისეთი ძლიერი სულის ადამიანებიც, რომლებსაც ეს ორი გრძნობა არ სიამოვნებს ერთად შერწყმული და ამიტომ არც პატიობს, იმ ადამიანსაც კი ვინც ყველაზე მეტად უყვართ.მადლობა თქვენ ქალბატონო დალი რომ კითხულობთ და აზრს მიზიარებთ.მალე შემოგთავაზებთ ახალ ისტორიას.

 


№5 სტუმარი რომა

ქორწილში მომინდა ყოფნა.

 


№6  offline მოდერი zia-maria

რომა
ქორწილში მომინდა ყოფნა.

wink wink რატომ?ეს სიურპრიზით სავსე ქორწილია და იმიტოოომ. fellow

 


№7  offline მოდერი zia-maria

eremar
უკვე მეც მჯერა, რომ სიყვარული მეორედაც მოდის და ასაკს მნიშვნელობა არ აქვს <3

love ნამდვილად,გეთანხმებით.

 


№8 სტუმარი Tako

Dzalian kargi istoriaa.ar mindoda rom dasrulebuliyo da dzalian gtxov shemdeg iqneb kidev dado am istoriis gagrdzeleba me-2 nawilis saxit

 


№9 სტუმარი stumari77

მადლობა, ამ საოცარი ისტორიისათვის, იმ წუთებისა და განცდებისათვის , რომელიც ამ ისტორიის კითხვისას განვიცადე. ველოდები შემდეგს.

 


№10  offline აქტიური მკითხველი tatuka20

Saocari istoria iko bravo!iseti siamovneba mivige enit ver avgcer.motminebit davelodebi axal istorias.didi madloba aseti siamovnebistvis .

 


№11  offline აქტიური მკითხველი aanamaria

Ra kargi iyooo

 


№12  offline წევრი richirichi

დიდი მადლობა იმ სიამოვნებისთვის,რაც ამ ისტორიის წაკითხვით მივიღე.მართალია,გვიან წავიკითხე,მაგრამ თავების ლოდინი არ დამჭირდა,სულმოუთქმელად გადავიკითხე ყველა თავი.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent