სიყვარული მეორედაც მოდის (19 თავი)
მზის სხივებმა გააღვიძა დილით და თავის საშინელი ტკივილი ქონდა, მაინც ადგა და ვერანდაზე გავიდა. დილის სუფთა ჰაერმა ბოლომდე გამოაფხიზლა, ძალიან ლამაზი სანახავი იყო ლურჯი კრიალა ცა რომელსაც სამად გადაჭიმული ცისარტყელა ამშვენებდა. ---რა საოცრად ლამაზია დღევანდელი დილა.- ჩაილაპარაკა თავისთვის. ---ადექი ნაბეღლავი მოგიტანე. -საძინებლის კარი გუგამ შემოაღო და დაინახა ჟანეტი უკვე ამდგარიყო და დილის სილამაზით ტკბებოდა. ---უკვე ამდგარხარ, მეგონა ახლა თავის ტკივილი გკლავდა და მაღაზიაში ვიყავი წასული შენს გამო. ---მაგ მინერალური წყლის ნაცვლად,კიტრის მწნილი გეყიდა,ეს უფრო კარგად წავიდოდა ნაბახუსევზე.უთხრა ჟანეტიმ და თვალი ჩაუკრა. ---ზღვარი უნდა იცოდე დალევის და იმდენი უნდა დალიო, რაც შენმა სასმელს შეუჩვეველმა კუჭმა შეძლოს გადამუშავება.უთხრა გუგამ. ---ძალიან კარგად მუშაობს ჩემი კუჭი.წავედი ახლა და თავს მივხედავ გაეცალა გუგას.სამზარეულოში შევიდა და ჩაი მოადუღა,დიდ ფინჯამნში და რვა კოვზი თაფლი გაურია,ასევე ორი წვეთი ლიმონი დაამატა და ნელა-ნელა შეუდგა თავის ტკივილის უკუგდებას. ---ეს რა გააკეთე ეხლა ჟანეტ მასწავლე რა?- თხოვა რეზიმ. ---ჩემო რეზიკო, ადამიანის ორგანიზმი ინდივიდუალურია და ამიტომ ეს რეცეპტი მისტრებაა ნაბახუსევის დასამარცხებლად. ასევე გახსოვდეთ,ძლიერი პარხმელიის დამარცხება ბანანითაც შეგიძლიათ. ---ძალიან შეცვლილი რომ ხარ იცი ჟანეტ?- შეეკითხა რეზი მოულოდნელად. ---კი,თან ძალიან.რა შედარებაა,მე ის აღარ ვარ რაც და ვინც ვიყავი რეზი. ---რას აპირებ ჟან დღეს. წუხელ ძალიან გულახდილი იყავი.გვერდით კაკი მიუჯდა. ---ვიცი მახსოვს ყველაფერი- .სევდიანად უთხრა კაკის,შემდეგ კი დაამატა.- დღეს დედას საფლავზე გავალ და თუ დრო დამრჩა წავალ საღამოს, ბავშვი მომენატრა უკვე.-უთხრა კაკის და თავი მხარზე ჩამოადო. სიმყუდროვე სახლში როხროხით შემოსულმა დათომ, გიორგიმ და ვანომ დაარღვია. ---უჩემოდ ვერ გაძელი ხო? დაგაკლდი თვალში ჩემო ტურფავ?-რეზიმ დათოს ნერვებზე დაიწყო თამაში. ---რეზი არავარ შენს ხასიათზე რა?- შეუღრინა დათომ. --დალიეთ წუხელ და ნაბახუსევზე ხართ? ---ხო და გაქვთ რამე რომ დავლიო? ---მაღაზია შენ გამოიარე და აქ რას ეძებ?- წაუწუნკლა ლილუმ. ---შენ გოგო ნუ გაკრიჟანდი მას მერე, რაც ჟანეტი წავიდა აქედან! კოპებშეყრილმა უთხრა გიორგიმ ლილუს. ---დათოს უყვარს ვარდები, კარდუ შემიყვარდები,შენთვის ჩემო სიცოცხლევ მტკვარშიც გადავარდები. -ნაბეღლავით ხელში დადგა რეზი დათოს წინ. რომელმაც ღიმილით ახედა და უთხრა. ---იმდენად არანორმალური ადამიანი ხარ, უკვე ხელიც კი ჩავიქნიე შენზე და ვიფიქრე რომ შენ ნამდვილად გადახრები გაქვს, რაშიც მე ნამდვილად ვერ დაგეხმარები. ---ჩაცეცხლე ეხლა ეს თუ გინდა და ეს უაზრობები აღარ გააგრძელო, თორემ განახებ როგორი გადახრებიც მაქვს. გამხიარულდნენ და დაიწყეს ძველებური მაიმუნობები. ამათ ხომ ასაკი არც არასდროს არ ემატებათ. ყველას ჭირდება მეგობარი, როგორც იტყვიან ხოლმე ,,მითხარი ვინ არის შენი მეგობარი და გეტყვი ვინ ხარ შენო'' აი ეხლა ჟანეტიც კი მათნაირი ცანცარა იყო. მხიარული და ბავშვური. დიდია სამეგობროს წრე და თითოეული მათგანი შენს თავზე მეტად რომ გიყვარს,სიშორე კი უფრო ეგოისტს გხდის.ძნელია ასეთი მეგობრების პოვნა და აუცილებლად უნდა გაუფრთხილდეთ ერთმანეთს თორემ, მერე სამყაროც რომ შემოვიაროთ ფეხით და ყველა კარზე სათითაოდ დავაკაკუნოთ, ასეთი სულის ნახევარს მეორედ ვერ ვიპოვნით,ამიტომ უნდა გაუფრთხილდეთ ამ ლამაზ გრძნობას. ყველამ მოიწყინა რადგან არ იცოდნენ კიდევ როდის ნახავდნენ ჟანეტს ასეთ მხიარულს და თავისუფალს.ეს ხალხი იმ ადამიანთა რიცხვს ეკუთვნის,რომლებიც ყველაზე რთულ სიტუაციაშიც კი არ ყრიან ფარ-ხმალს. ერთმანეთს რომ ენდობიან და ერთმანეთის სიკეთით რომ სუნთქავენ. წასვლის წინ დედის საფლავის მოსანახულებლად წავიდა .რთულია იქ მისულმა ცრემლი შეკავოს და არ იტიროს. ყოველთვის დედის გახსენებისას უჭირს საუბარი, ის რომ თავადაც დედაა. დედა ეს ის სიტყვაა რომელსაც ვერ ეძახი სხვას ვერავის და როცა უკვე შენ გეძახიან,მაშინ ხვდები რომ შენი ბავშვობა დასრულდა. ---ყველაფერი მაქვს დედა, დიდი ხანია უკვე წარმატებებიც თან მდევს. ნეტავ ჩემთან იყო ახლა, როგორ იამაყებდი შენი შვილით. მჭირდები დე, ჩემთან მინდა რომ იყო და შენი რჩევებით ვიკვლევდე გზას. სამწუხაროდ არ ხარ მაგრამ, მანანა დეიდა მყავს, ის მიკვლევს გზას, ის მაძლევს რჩევებს. მე მას პირობა მივეცი და შევასრულე დე, მე ეს შევძელი ღარიბმაც მივაღწიე წარმატებას.- ჩუმათ ქვითინებდა და საფლავებს შორის კი ქარები დანავარდობდნენ. -ესაა ჩვენი ცხოვრების საბოლოო და ამ ადგილებს ვერსად ვერ დავემალებით.ჩვენც მანდ მოვალთ დე, როცა ჩვენი დრო მოვა. ახლა უნდა დაგემშვიდობო და გპირდები შემდეგ ჩამოსვლაზე შენს უნახავ შვილიშვილთან ერთად მოვალ. მიყვარხარ ჩემო ძლიერო დედა. ცხოვრებამ ბევრი ტკივილი მარგუნა მაგრამ, ბევრი რამ დადებითიც მომცა. მასწავლა ვიყო მიზანდასახული და პრინციპული. სხვისთვის თავდადებული, ჩემთვის კი უემოციო და გულჩაკეტილი გავხდი, მეგობრის მიმართ კი ერთგული და საიმედო. არ მიყვარს დიდი ყურადღების ცენტრში ყოფნა, თუნდაც უნდა გითხრა ესეც საჭირიროა ხანდახან. ვიცი ზოგჯერ ბრჭყალების გამოჩენაც, უბედნიერესი ვარ დე იმით რომ ჩემმა კარიერულმა სვლამ სიმაღლისკენ იწყო. ძალიან ბევრი ხალხი მადლიერი თვალით მიყურებს. საოცარი შეგრძნებაა როცა,ასეთ დიდ სიყვარულს ტოვებ სრულიად უცხო და უცნობ ადამიანებში. მე სუფთა ფურცლიდან დავიწყე ჩემი საქმიანობა და ფეხ და ფეხ ხალხის სიყვარული მომყვება. ღირსეული დედა ხარ დე და მეც მინდა შენი სახელი, შენი ღირსება ღირსეულად და დამსახურებულად ვატარო. გპირდები რომ შენ მანდ და მამა აქ ამაყი იქნებით ჩემი ყველა გადადგმული ნაბიჯით. შენი სიძლიერე ჩემშია დედი, მე შენ მემკვიდრეობად დამიტოვე შენი ძლიერი სულიერი სამყარო და გაუფრთხილდები მე ამ ჩემს სამყაროს. ნახვამდის, დავბრუნდები თუ არა გინახულებ. ცრემლები მოიწმინდა და ნელი, აუჩქარებელი ნაბიჯით გაუდგა გზას სახლისაკენ. დადგა დამშვიდობების წუთები და ჟანეტი ყველა გააცილა აეროპორტში. დათომ კიდევ ერთხელ ჩაიხუტა გულში. ---მადლობა კიდევ ერთხელ ჟანეტ. თავს მიხედე და ძალიან გამახარებ თუ ბედნიერს გნახავ, მაგ სევდიანი თვალების გარეშე. ---მომენატრებით, არ ვიცი კიდევ როდის გნახაბვთ.-ასრუტუნდა ჟანეტი. ---გკოცნი,გეხუტები და გივარდები მუხლებში. სადაც იქნები იქ ჩამოვალთ ჟანეტ. ხომ იცი ჩვენ გვირტყამს ასეთი გიჟობები და თუ დაგვარტყა მატაურმა ტვინში ვერ დაგვაკევებს ვერავინ, ერთიანად ავიყრებით და ჩამოვალთ. -ჩამოარაკრაკა რეზიმ, რომელსაც საერთო სიცილი მოყვა.. ---აბა შენ იცი, სიახლეებს ველოდები შენგან.- თვალი ჩაუკრა კაკიმ. ---რას მერჩით, რატომ ამატირეთ. -ამდენმა სითბომ და სიყვარულით ნათქვამმა თითეულმა სიტყვამ, გული აუჩუყა ჟანეტს. ---არადა რა მყუდრო საღამო იყო და ახლა ჟანეტის ღრიალი დაარღვევს ამ სიმყუდროვეს.-რეზი არ იშლიდა ცანცარს.ყველამ თბილად ჩაკოცნა,მოეფერა და გააცილენ სევდიანი ღიმილით.ნახევარი სულის ნაწილი დატოვა საყვარელ ხალხთან და ნახევარი სულის დასუსტებული ნაწილით ავიდა თვითმფრინავში.წამალი დალია და როგორ ჩაფრინდა მოსკოვში არც გაუგია. ყოველთვის გაწონასწორებული და მშვიდი ნოდარი ბედნიერ ადამიანი იყო, მაგრამ მის ბედნიერებას აკლდა რაღაც სხივი და ის სხივი იყო სამშობლოს მონატრება და ნოსტალგია.სულ იცოდა თქმა ,,სადაც არ უნდა იყო,შენი სამშობლოს ხიბლი სულ სხვაა,უსამშობლოდ ვერსად ვერ გაიდგამ ფესვსო''.ყოველ საღამოს დაწოლის წინ ქართულ სიმღერებს უსმენს და ასე იკლავს სიშორით გამოწვეულ მონატრებას. ახლა კი ფეხმორთხმით იჯდა ძირს ხალიჩაზე და პატარა 4 წლის ლიკაკოს ჭკუაზე აკეთებდა, რასაც ის ეტყოდა. თამაშობდნენ ბაბუა და შვილიშვილი ჟანეტიმ სახლის კარი რომ შეაღო. უკვე აღარ ელოდნენ და მალე დასაძინებლადაც აპირებდნენ წასვლას. ---დეეეე, დედიკოოო მოვიდააა.- სიხარულით შესძახა ლიკაკომ. ---შვილო აღარ გელოდით.- თბილად უთხრა მამამ. ---როგორ ხართ? მოდი ჩემთან დედას სიცოცხლე, როგორ ძლიერ მოენატრე დედას გულის წამალო. შენ ხარ ჩემი გულის ინფარქტი. ---მეც მომენატრე დეეე, ძიო არ მოვიდააა? ---არა ისინი შემდეგ ჩამოვლენ. ---რატომ ხარ ასეთი მოწყენილი და დაღლილი ჟანეტ. მოეფერა ლუბა. მიხვდა რომ რაღაც აწუხებდა.ჯერ ფიქრობდა რამოდენიმე წუთი და შემდეგ მამას მიუბრუნდა. მოუყვა მათ ნიკას ოპერაციის შესახებ. ---მამიკო, ლუბაჩკა. მე ძალიან ბევრი ვიფიქრე და გადაწყვეტილება მივიღე.მე ჩემი შვილით უნდა წავიდე უცხოეთში. მე ისევ მოწვევა მომივიდა ინგლისიდან. ამჯერად დაუდგენელი ვადით. მე ამ შანსს ხელიდან ვერ გავუშვებ. ვიცი აქ ჩემს გამო ჩერდებით, მაგრამ შენი ხელი აკლია ეზოს, სახლს მამა. ---მე არ გიშლი შენ არსად წასვლას, უკვე ისეთ ასაკში ხარ ძალიან გამახარებ თუ შენს თავზედაც იფიქრებ. წადი შენი კარიერისთვის მნიშვნელოვანია, შენ გზას არავინ დაგიკეტავს, მაგრამ ბავშვით უცხო ქალაქში რა უნდა გააკეთო. ---მე დამაგვიანდება, მე არ მინდა ჩემმა შვილმა უჩემოდ გაიზარდოს და დედას მხოლოდ იმ ყუთით იცნობდეს როგორც ეს ამბობს ,,კაიფში'' რატომ არ შემოდიხარო.- ბოლო სიტყვაზე გაეცინათ, ლიკაკოს გახედეს რომელიც ახალი სათამაშოების თვალიერებით იყო გართული. გადაწყდა შვილის სურვილს ვერ დაუდგა წინ ნოდარი. მართალია უჭირდა შვილთან დიდი ხნით განშორება და მეტიც პატარა მეტიჩარას როგორ დათმობდა და როგორ შეელეოდა ვერ წარმოედგინა.მაგრამ ასე ჯობდა ჟანეტის წარმატებისთვის. რამდენიმე დღეში ჟანეტი გაემგზავრა ბრიტანეთში და ნოდარი მეუღლესთან ერთად მონატრებულ სამშობლოში, საქართველოში. რა დაუნდობელია დრო, როგორ სწრაფად და მტკივნეულად, როგორ არაფრის მთქმელად გადის. ბრიტანეთში ჟანეტის სახელი უკვე კარგად ცნობილი იყო. გაიჩინა ძალიან ბევრი ახლობლები, მაგრამ არ ყავდა ნამდვილი და ერთგული მეგობარი. ლიკაკოს უჭირდა ახალ გარემოსთან შეგუება, ჟანეტი ცდილობდა ადვილად აეთვისებინა ბავშვისთვის ახალი ცხოვრების სტილი. საღამოობით ბაღში სეირნობდნენ დედა-შვილი. ერთ დღეს მოულოდნელად შეეკითხა დედას ლიკამ. ---დეეე ბაშვობაში ოშება გქონდა შენ? ---მქონდა როგორ არ მქონდა.-ღიმილით უთხრა შვილს. ---ახა შადაა ის ოჩება? შად დატოვე?- ჟანეტმა თბილად ჩაიხუტა გულში და უთხრა.---წინ მიზის და სულელურ შეკითხვებს მაძლევს. ---ეშ რა გაოვიდა,მე ვიკავი შენი ოშება? ჯერ გაოცებულმა შეხედა დედას და შემდეგ ტაში შემოკრა სიხარულისგან. ---შენ იყავი ჩემი ოცნება, შენ დედას სიხარულო და მერცხალო. დრო სწრაფად გარბოდა. ბავშვი, სახლი და სამსახური, ეს იყო ჟანეტის ყოველ დილის დასახული გეგმა. ლიკა გაიზარდა, სკოლაში დედას გავდა ნიჭით. 7 წლის გოგოს ძალიან ლამაზი სახის ნაკვთები ქონდა. მამას გავდა სილამაზით, მაღალი და მოხდენილი. მამასავით დინჯი სიარული ქონდა და დედასავით დაფიქრებული სახე. რა მალე გარბის წლები უკვე 28 წლის არის და ჯერ კიდევ მისი გული ცარიელია. თითქოს მისი გულის კარებზე ბოქლომი დაიჟანგა და ვერავინ ვერ შეძლო, ახალი გასაღების მორგება, ვერავინ ვერ გახსნა ეს ბოქლომი. ნიკას კი უხაროდა, ეგოისტურად უხაროდა რომ ჟანეტი ისევ მარტო იყო და ვერ ახერხებდა ვერავის შეყვარებას. დაგვიანებული იყო სამსახურში საცობის გამო, რომ გზაში საშინელ ავარიას შეესწრო, არც დაფიქრებულა ისე გაარღვია სეირის მაყურებელთა ხალხის ნაკადი და ამოყირავებულ მანქანასთან მივარდა, საიდანაც 12-13 წლის ბავშვის უგრძნობი სხეული გადმოიტანა, იქვე ტროტუარზე აღმოუჩინა პირველადი დახმარება. მძღოლი და შიგ მყოფი ერთი ქალბატონი კი ადგილზე გარდაცვლილიყო. ---სასწრაფო მაინც გამოიძახეთ. -უყვირა იქვე მდგარ გაოგნებულ და შოკირებულ ხალხს. მალე მოვიდა სასწრაფოც და ბავშვი საავადმყოფოში გადაიყვანეს, ჟანეტი კი ემოციებით დამუხტული და შოკირებული საავადმყოფოში წავიდა, რომელსაც ბავშვის უგრძნობი სხეული არ ამოდიოდა თვალებიდან. ეს ამბავი თანდათან დავიწყებას მიეცა ხალხისთვის , მაგრამ ჟანეტისთვის არა. ეძებდა, უნდოდა გაეგო როგორ იყო მაგრამ, ვერსად ვერ მიაკვლია. ერთ დილით სამსახურში მისულს ახალი ავადმყოფების ისტორიას გაეცნო და ძალიან მოუნდა ახლოდან ნახვა, რადგან ასაკმა დააინტერესა. ---ნუთუ ის არის -.ფიქრობდა თავისთვის. ---ახალი პაციენტის სანახავად გავალ, თქვენ კი 110-ე პალატაში ახალ ნაოპერაციებ ახალგაზრდა მამაკაცს გამაყუჩებელი გაუკეთეთ.- მიმართა იქვე მდგომ ექთანს, რომელიც უსაქმოდ იჯდა და ჟურნალს ათვალიერებდა. ---ჯერ არ ტკივა წყნარადაა.- მიუგო უგულოდ. ---გააკეთე რაც გითხარი, რომ გაიღვიძებს ტკივილები დაეწყება და მანამდე გაკეთდეს გამაყუჩებელი.-უთხრა ჟანეტმა ხმამაღალი ხმით, მკაცრად. ---კარგი ეხლავე ექიმო. ---ექიმო ჟანეტ დღეს კურიერმა ყვავილები მოიტანა თქვენს სახელზე.-მორიდებით უთხრა ასაკოვანმა ექთანმა. ---ეს ყვავილები თქვენთვის დაიტოვეთ ქ.ლუდმილა და მე გუშინდელი შემოყვანილი ახალი პაციენტის ანალიზები მომეცით თუ მოვიდა უკვე. ---კი მოვიდა აქ მაქვს, უკვე მომქონდა. ---ხო მომეცი. უნდა გადავხედო ამ ბავშვის ისტორიას. ---გადაღლილი ხართ ექიმო ჟანეტ და დასვენება გჭირდებათ. ---გადაღლილობა არაფერ შუაშია ქალბატონო როზელ, ეს უპასუხისმგებლობა არ მიყვარს სხვისი ტკივილი რომ არ აინტერესებთ ამას ვერ ვეგუები. რატომ უხარიათ უყურონ ხალხის ისედაც გატანჯულ სახეებს, როცა ამის საშუალება არის გაუკეთდეს გამაყუჩებელი და ცოტა მოვეხმაროთ ტკივილის დაცხრომაში. ---ექიმო ეს ახალი ავადმყოფი, მძიმე ავადმყოფია. ოჯახმა აქ გადაწყვიტა რომ უმკურნალოს, ადრე სხვაგან ყავდათ მაგრამ, მეეჭვება ადვილად განიკურნოს, ეს დიდძალ თანხას საჭიროებს რაც ოჯახს არააქვს საშუალება. ---ვნახავ აუცილებლად, მომეცი მისი ისტორიაც გადავხედო. თუ აქ თანხაზეა მხოლოდ საუბარი, ადამიანის ჯამრთელობაზე წინ თანხა არ უნდა დააყენოთ არასდროს როზალი. მე თავად მივხედავ ამ ბავშვს. ეს ანალიზები კი ავადმყოფის ისტორიაში ჩადევით. ჟანეტის დააინტერესდა ძალიან ვინ იყო გოგონა ნევილ ელისი და პირდაპირ მის სანახავად წავიდა. ---რა უხეშია ეს ჩვენი ექიმი.- ჩაილაპარაკა ერთერთმა გოგონამ. ---სწორედ მაგ უხეშობისთვის არ ეკარება მამაკაცები მას.- უპასუხა მეორემ იქვე მდგომს. ---რაო გშურთ გოგოებო ჟანეტა ექიმის?-თავს წაადგა ჟანეტის ერთადერთი მეგობარი ანაბელი. -თქვენ რომ მისი სიყვარულის ისტორია იცოდეთ ასე არ იჭიკჭიკლებდით. ერთეულებს შეუძლიათ იყოს ასეთი ძლიერები როგორიც ჟანეტია. მათ სიყვარულს ზღაპრად უყვებიან ბავშვებს დიდები, ზღაპარი რომელსაც ჯერ დასასრული არააქვს.18 წლიდან ერთგულად ატარებს ჟანეტი ექიმი ამ სიყვარულს და ამ სიყვარულის უტკბილესი ნაყოფი კი სახლში ყავს ულამაზესი ლიკა. იმედია ამის მეტად არ გაჭორავთ ადამიანს, რომელზეც არც წარსული იცით და არც აწმყო. მომავალს კი გულით უსურვებ საუკეთესოს ჟანეტს, რადგან ის იმსახურებს იყოს ბედნიერი. ეცადეთ დაუახლოვდეთ მას და მიხვდებით რომ მთელი ეს დრო მხოლოდ ჭორებს უსმენდით და ამ დროს კი სულ სხვანაირი ჟანეტი გვყოლია ჩვენს გვერდით. ეცადეთ მაინც მის ახლოს გაცნობას. ---მერე რა მოხდა ანაბელ? რატომ არ არიან ერთად?-იკითხა დაინტერესებულმა გოგოებმა. ---სიგიჟემდე უყვარდათ ერთმანეთი მაგრამ ნიკოლოზ მიქელაძე მისმა შეცდომამ დაღუპა. შეცდომამ რომელსაც დღემდე ნანობს და შეცდომა რომელიც ჟანეტიმ დღემდე ვერ აპატია. ღალატი იყო მათი დაშორების მიზეზი. ჟანეტი კაბინეტში შევიდა და მისი ქათქათა ხალათი ჩაიცვა. როგორც ყოველთვის ხვთისმშობლის ხატის წინ პირსჯვარი გადაისახა და დაიწყო მისი ავადმყოფების შემოვლა. ბოლოს ესტუმრა 12-ოდე წლის გოგონას პალატას, რომელიც მარტო იყო. ხელი გადმოვარდნოდა საწოლიდან და ძალა არ შესწევდა იმისა რომ ხელი მის ადგილზე დაებრუნებინა. ახლოს მივიდა, მოეფერა. იცნო ბავშვი და ცრემლნარევი ხმით ჩუმად ჩაიბუტბუტა ქართულად; ---ნეტავ იცოდე რამდენი გეძებე და როგორ გამიხარდა ახლა აქ რომ ხარ. ხელი დიდი სიფრთხილით მოკიდა ხელზე და ხელში ჩაიდო. ზემოდან მისი ხელი დაადო და უთხრა -ნუ გეშინია ჩემო ლამაზო, ყველაფერი კარგად იქნება. ჩვენ ვიბრძოლებთ და არ დავნებდებით. გავიმარჯვებთ აი ნახავ, რომ ჩვენ დავამარცხებთ შენს ავადმყოფობას. გოგონას მოეწონა ჟანეტი. არცერთი ექიმისთვის ასე არ შეუხედავს. ჟანეტს კი შეხედა, თვალებში ჩააშტერდა და მკრთალად გაუღიმა. ეს იმას ნიშნავდა რომ მასთან ერთად მზად იყო ბრძოლისთვის. ---მე ბავშვთ სახლში გავიზარდე. როცა 5 წლის გავხდი, იქ მოულოდნელად დავიწვი და დიდი შრამი დამრჩა, ამის გამო რომ წამოვიზარდე დეპრესიაში ვიყავი. იქ ჩემმა საუკეთესო მეგობარმა, ჩემმა გუგამ აი ეს მაჩუქა. ის მაშინ 15 წლის იყო და მითხრა. როცა სევდა შემოგაწვება გულზე ამ პატარა კაცუნას ესაუბრე, მე გავიგონებ და მოვალ შენთანო.ასეც ვიქცეოდი, ის არ მოდიოდა, ვერ ახერხებდა სულ ჩემს გვერდით ყოფნას, მაგრამ ძალიან დამეხმარა დეპრესიის დაძლევაში ეს კაცუნა. ახლა კი შენ გაჩუქებ და შენც ასე მოიქეცი ხო?აიღო პატარა კაცუნა და ხელის გულში ჩაუდო.-ეხლა კი თვალები დახუჭე და ჩაიფიქრე აუცილებლად აგისრულდება ელის. ყველაფერი კარგად იქნება ხო გჯერავს ჩემი? -გოგონამ ნაზად გაუღიმა და თანხმობის ნიშნად ოდნავ დაუქნია თავი. ამ დროს პალატის კარი გაიღო და თბილი ღიმილით შემოვიდა მაღალი, სუსტი მამაკაცი ლამაზი ნაკვთებით.შეხედა ჟანეტმა და ჩათვალა რომ ის მამა იქნებოდა ელისის. ---ნახე ელის მამაც მოვიდა.- მამაკაცმა ჩანთა იქვე მიდიო, ელისის ჩამოუჯდა საწოლთან, ჟანეტს კი უბრალოდ გადახედა და მიესალმა.რატომღაც ჩათვალა რომ ახალი მომვლელი იყო. ---როგორ ხარ პრინცესა?- ამ სამ სიტყვაში იყო ჩადებული ძალიან დიდი სითბო და სიყვარული. ამავე დროს დიდ იმედთან ერთად, დიდი მოთმინება. ---ნახე რა მოგიტანე საყვარელო, შენი საყვარელი დელფინი. ეს ხომ შენი მეგობარი იყო დაგავიწყდა? ამის გარეშე შენ ხომ არ იძინებდი. აი აქ დავდოთ და შენთან იქნება.- ბავშვს არანაირი რექაცია არ ქონდა არც თვით მამაზე და არც მის დელფინზე. მამაკაცი ადგა ფანჯარასთან მივიდა და გარეთ გაიხედა, თვალები კი ცრემლით ჰქონდა სავსე. ვერ შეგუებოდა ელისის ასე მდუმარედ ყოფნას. შემდეგ ჟანეტს მიუბრუნდა და შეეკითხა. --თქვენ ელისის ახალი მომვლელი ხართ? ---არა დღეიდან ელისის პირადი ექიმი ვარ, დღეიდან მე თავად მივხედავ ელისს. ---სიმართლე გითხრა იქ სადაც მყავდა, საერთოდ არ მომწონდა ექიმები. ძალიან ცივად ეპყრობოდნენ ელისს და იმიტომ გადავწყვიტე აქ გადმოყვანა. ---ჩვენს ქვეყანაში ექიმები თბილად ექცევიან თავიანთ პატიენტებს. მიდგომა უნდა გქონდეს ადამიანთან და მისი ტკივილი გაითავისო სულ ესაა. ---აქაური არახართ? --- ის ქვეყანა საიდანაც მე ვარ რუკაზე თითქმის წერტილივით ჩანს და ყველასათვის შეუმჩნეველია. მე შორეული საქართველოდან ვარ, თუ გაქვთ გაგონილი ეს ქვეყანა საერთოდ.- მამაკაცს გაეღიმა და ღიმილით უთხრა ექიმს. ---ჩემთვის საოცარი შეგრძნებაა, როცა ასე შორს, ასეთ მოსიყვარულე ქართველს შევხვდები. როგორ უნდა დავივიწყო ის ქვეყანა სადაც დავიბადე და გავიზარდე. გიორგი გიგაური, თბილისიდან.- ღიმილით გაეცნო ჟანეტს მამაკაცი. ---ქართველი ხარ? -სიხარულს და გაოცებას ვერ ფარავდა ჟანეტი. ---კი ქართველი ვარ. ელისი ჩემი შვილი არ არის, ის ჩემი საუკეთესო მეგობრის შვილია. ავარიაში მოხვდნენ რამოდენიმე თვის წინ და მშობლები ადგილზე დაიღუპნენ. ელისი თითქმის ჩემი გაზრდილია თან ჩემი ნათლული. ძალიან ვნერვიულობ მის ჯამრთელობაზე. ---გიორგი მეც თბილისიდან ვარ კარდიო-ქირურგი ჟანეტ ბოგვერაძე. დღეს დილით მე ელისის ანალიზებს გადავხედე. მას გულზე აქვს პრობლემები მაგრამ ის დეპრესიაშია. მას უნდა საუბარი და რაც შეიძლება მეტი სითბო, ყურადღება, თამაში მასთან ერთად. ეს მისთვის ყველა წამალზე უფრო მნიშვნელოვანია. ---მადლობა თქვენ ასე თბილად რომ მიიღეთ. -გიორგიმ აცრემლიანებული თვალებით გახედა ელისს და გაშეშდა.ელისი პატარა კაცუნას დაჭერას ცდილობდა ხელში, რომელიც ხელიდან გადავარდნოდა და საწოლზე დავარდნილიყო. ---ექიმო, შეხედე მან ხელი გაანძრია.- სიხარულს ვერ ფარავდა გიორგი. ---ღმერთო ჩემო ეს კაცუნა სულ რამდენიმე წუთის წინ მივეცი .ელის მზად ვართ ბრძოლისთვის და ფეხზე დავდგებით შვილო ხო? შენ შეძლებ ამას საყვარელო, შეძლებ, სიხარულს და ცრემლს ვერც ჟანეტი ფარავდა. ამ დიდი სიხარულის დროს კიდევ ერთი სტუმარი ეწვია ელისს და ადგილზე გაშეშდა. ეს იყო მართლა ბედის ირონია, უფლის ნება და რა ვიცი რაც გინდათ ის დაარქვით მაგრამ, მე მაინც ბედიას ირონიას დავარქმევ ამ შეხვედრას. ---ჟანეტ? გაისმა ოთახში ნაცნობი ხმა, მაგრამ უკვე დავიწყებული. ჟანეტი შემოტრიალდა და მის წინ კიდევ უფრო დამშვენებული, აქა-იქ თმაში შერეული ვერცხლისფერი ჭაღარა ისედაც სიმპატიურს, უფრო სიმპატიურს აჩენდა. მის წინ იოანე ამირეჯიბი იდგა საოცარი და თავბრუდამხვევი ღიმილით რომ უღიმოდა. ---ეხლა არ მითხრა ბედი არ არსებობსო.- მოულოდნელად და გაუთვითცნობიერებლად იოანეს და ჟანეტის ხელებმა ერთმანეთისკენ წავიდნენ და ერთმანეთს ჩაეხუტნენ. თითქოს მათმა სხეულებმა მიხვდნენ რომ ამ ორ ადამიანს ერთმანეთი ჰაერივით ჭირდებოდათ რადგან ორივე მარტოსულად გრძნობდა თავს ამ სამყაროში. ---როგორ მიხარია რომ ისევ გხედავ. გიორგი აღარაფერი გაქვს სანერვიულო ელისი კარგად იქნება. ის საუკეთესო ექიმის ხელშია. ---თქვენ იცნობთ ერთმანეთს?- გაკვირვებული იყო გიორგი. ---და მერე როგორ კარგად.-ღიმილით უთხრა იოანემ. ---ელისს თქვენი სითბო და სიყვარული უშველის იოანე და დააყენებს ფეხზე. მე როგორც ექიმი კი არა,როგორც მეგობარი თქვენს გვერდით ვარ და ძალას არ დავიშურებ, თავს არ დავზოგავ რომ მოგეხმაროთ. შენ როგორ ხარ, აქ რას აკეთებ,რა ქარმა გადმოგისროლა აქეთ? ---ჯერ ერთი მე და გიორგი ბავშობის მეგობრები ვართ, მაგრამ გიორგი ძალიან დიდი ხნის წინ ჩამოვიდა ამ ქალაქში მშობლებთან ერთად და შემორჩა აქაურობას. ძალიან მეწყინა მისი მეგობრების დაღუპვა, მეც ვიცნობდი მათ, მერე ის რომ სამსახურმა აქეთ გამომისროლა და აქ ვარ მეც უკვე შენთან ახლოს. პატარა პრინცესა როგორაა, აქეთ გყავს? ---კი აქეთ ვართ უკვე 5 წელია მე და ლიკა. ---წამოდი გავიაროთ და შენი ამბები მომიყევი როგორ ხარ, რას შვრები,სიახლეები არაფერი? ისევ გაყინულია ერთ ადგილზე? ელისთან მივიდა იოანე საჩუქარი საწოლზე დაუდო, გიორგის თვალი ჩაუკრა და გარეთ გავიდა ჟანეტისთან ერთად. ---კარიერაში კარგად ვარ თუ პირადი გაინტერესებს მართალი ხარ, ისევ ერთ ადგილზე ვარ გაყინული ისე რომ არადა არ გალღვა ყინული.- საუბარი ჟანეტის ტელეფონმა შეაწყვეტინათ. ---საქართველოდან არის უნდა უპასუხო, ბოდიში. ---გეკადრება?- ღიმილით უთხრა იოანემ. ---ჟანეტ როგორ ხართ, ბავშვი სად არის?. ---კარგად ვარ გუგა.ბავშვი სკოლაშია და ძიძა გამოიყვანს. რა ხდება,ამ დროს არ მუშაობ? როგორ მომენატრეთ იცი? ---ხოდა მაგ მონატრება რომ დაიკმაყოფილო უნდა ჩამოხვიდე. ახლა შეგიძლია დამელაპარაკო, დამენახო სკაიპში? ---ვერა გუგა სამსახურში ვარ გვიან ვიქნები სახლში და ბავშვსაც გაუხარდება შენი დანახვა, მასაც ენატრები ძალიან გუგა. ---მომისმინე დღეს საღამოს ვერ მოვახერხებ და ახლა რასაც გეტყვი კარგად მომისმინე. დაფიქრდი და კარგად აწონ დაწონე გესმის? ---რა ხდება გუგა ხო მშვიდობაა, ნუ მაშინებ. ჩემები კარგად არიან? მამას რამე დაემართა? -შეეკითხა შიშით გუგას და თან იმედიანი თვალით გადახედა იქვე მდგარ იოანეს, რომელსაც გარკვევით ესმოდა გუგას ნათვამის თითოეული სიტყვა. ---ნუ ხარ გოგო ფეთიანი და მომისმინე. ---კაკიმ ლილუ მოიტაცა, უფრო სწორად ქორწილის დღეს გეგმავს მოტაცებას. ჟანეტ დროა რომ დაბრუნდე შენი პატარა ანგელოზით. ყველას ძლიერ ენატრები. გურამის, მანანას, ბიჭებს, ლილუს, აღარაფერს ვამბობ მამაშენზე. მოკლედ მეტს არაფერს გეუბნები ამ თემაზე. შენგან მხოლოდ ერთ ზარს და ერთ სიტყვას ,,მოვდივარ-ს''ველოდები რომელიც ძალიან გამახარებს. არა მარტო მე,არამედ ყველას.ჟან ერთის დანახვა თუ არ გინდა, იმ ერთის გამო სხვას ნუ ტკენ გესმის?გელოდები და ველოდები შენს აზრს. ---გუგა მოვიფიქრებ და აუცილებლად შეგატყობინებ.იცი ახლა, აქ ჩემთან ერთად ვინ არის? ---ვინ არის, ჩვენიანი ნახე ვინმე? ---იოანე ამირეჯიბი გახსოვს? შემთხვევით ვნახეთ ერთმანეთი. ---ვაუუუ მართლა? საუკუნეა მგონი რომ არ მინახავს. მოიკითხე ჩემგან. ჟანეტმა იოანეს გადასცა ტელეფონი და ომახიანად მოიკითხა გუგა იოანემ. ---გუგა როგორ ხარ, რას შვრები. --- ვინ თქვა არსენა მოკვდაო?-.უთხრა გუგამ და ხმამაღლა გაეცინა, რაზეც იოანემაც მისცა ბანი. -დაკარგულო სად ხარ, როგორ ხარ. ძალიან გამეხარდა შენი მანდ ყოფნა. ჩემი გოგოები მარტოდ აღარ იგრძნობენ თავს. გაბარებ იოანე და გაუფრთხილდი ორივეს თვალის ჩინივით. ---ვეცდები არ მოვაწყინო ორი პრინცესა გუგა. ---ქორწილში თუ გვესტუმრები იოანე ძალიან დამავალებ ძმაო. --- ჟანეტის სურვილიც თუ იქნება, მე ვეცდები რომ წამოვიდე. ---აბა გელოდებით ორივეს. კარგად და შეხვედრამდე. ---შეხვედრამდე გუგა. -იოანემ ჟანეტს გახედა და შეეშინდა. -ჟანეტ ცუდად ხარ?ფერი არ გადევს სახეზე. ---ისევ მომიწევს ცუდ მოგონებებთან და წარსულთან შეხვედრა,რაც ძალიან არ მინდა. ---წარსულის გახსენება ცუდია და უფრო ცუდი, თუ მისგან გაქცევა არ შეგიძლია. ---არა, მე მხოლოდ იმ ერთს გავურბივარ, რომელიც უარყოფითი მუხტით გადმოდის ჩემში. მაგრამ მომიწევს დავძლიო ეს და მოვემზადოო პირის-პირ მასთან შესახვედრად თამამად და ღირსეულად.-ჟანეტი თითქოს თავისთვის საუბრობდა მაგრამ დაავიწყდა რომ იოანე იქვე იდგა და ჩუმად,წყნარად და დაფიქრებულად უსმენდა. ---ძლიერი სულის ადამიანი ხარ ჟანეტ შენ შეძლებ თვალი თამამად გაუსწორო წარსულს.თუ დახმარება გინდა მე მზად ვარ შენთან ერთად შევხვდე ამ შენი წარსულის კოშმარს და ერთად გავდევნოთ ის შენიდან.თუ ეს შენი სურვილია და გინდა ნამდვილად მისი დავიწყება.აქამდე თუ ვერ დაივიწყე,ესე იგი კიდევ მასზე ფიქრობ და ისე ღრმად არის შენში რომ კიდევ დიდი ხანი დაგჭირდება მის დასავიწყებლად.როდის არის ლილუს დაბადების დღე? ---ეს 28 აგვისტოა მაგრამ მერიდება იოანე, მაგდენსაც ვერ დაგავალებ. უხერხულია. ---ღმერთმაც ქნას ელისიც წამოდგეს ფეხზე მანამდე. ---იცი? რაღაც მინდა გითხრა; ---იმ დღეს ელისი რომ ავარიაში მოხვდა, შემთხვევით იქ მოვხვდი და პირველადი დახმარება მე აღმოუჩინე ქუჩაში. მის მერე ვეძებ, მაგრამ ვერ ვიპოვე და ახლა ძალიან გამიხარდა აქ რომ მოიყვანეთ. ელისი კარგად იქნება ამას მე გპირდები იოანე, ის გაივლის ფეხზე აუცილებლად. ---მართლა? შენ ხარ ის ექიმი? იცი რამდენი ხანია ვეძებთ მე და გიორგი იმ ადამიანს? ექიმმა თქვა გადახვევა პროფესიონალი ექიმის გაკეთებულია ამას უბრალო ადამიანი ვერ გააკეთებდაო. გიორგის უნდა უთხრა ეს ამბავი ძალიან გაახარებს.- სიხარულს ვერ მალავდა იოანე საუბარი ამჯერად იოანეს ტელეფონმა შეაწყვეტინათ. ---განყოფილებიდან არის, უნდა ვუპასუხო. გისმენ ჰარი. ---იოანე სასწრაფოდ მოდი, რაღაცას მივაგენი თქვენს სასარგებლოდ. ---მოვდივარ საავადმყოფოში ვარ, ნახევარ საათში შენთან ვარ. ---ბოდიში ჟანეტ უნდა წავიდე. -მოწყენილად უთხრა იოანემ. ---წადი მიხედე შენს საქმესა, ჩვენ ისევ შევხვდებით ერთმანეთს აქ. ---პირველად შენივე თავის დახმარებით და მერე მეგობრების დახმარებით და მესამე ჩემი დახმარებით შენ ისეთი დიდი და უზარმაზარი ძალა გაქვს ჟანეტ,შეუძლებელია შენ ვინმემ დაგამარცხოს..შენ სხვებისთვის ხარ მაგალითი და სტიმულის მიმცემი და ჩემს თვალში ხარ ქალის ეტალონი. პირველ რიგში შენში არის ისეთი რაღაც,რაც ყველაზე და ყველაფერზე მაღლა დგას,შენი ,,ღირსება'' რომელსაც შესწირე შენი ახალგაზრდობის საუკეთესო წლები.მომეცი საშუალება დავდგე შენს გვერდით და ვიყო შენი საყრდენი.ერთად ვებრძოლოთ წარსულის დავიწყებას.დროებით გტოვებ მაგრამ ამ თემას ჩვენ აუცილებლად დაუბრუნდებით. ახლა რადგან ისევ გიპოვნე აღარ დაუშვებ იმ შეცდომას,რაც დაუშვი ხუთი წლის წინ. ეს აღარ მოხდება,აღარ გაგიშვებ ჩემგან შორს. ახლა მივდივარ და ჩემს მოსვლამდე იფიქრე. ---ალოოო.- ლილუ ტელეფონის გაუჩერებელმა ზარმა გამოაღვიძა. ---უკაცრავად საქორწილო სააგენტოდან გაწუხებთ. თქვენი კაბა მზად არის. ლილუ უცებ გამოფხიზლდა,რა კაბა,რის კაბა გაიფიქრა მისთვის გულში. უცნობ ქალბატონს კი თავაზიანად უპასუხა. ---რაღაც შეცდომაა ქალბატონო. მე კაბა არ შემიკვეთია და უფრო მეტიც ქორწილს არ ვაპირებ უახლოეს ორ წელიწადში. ---იქნებ მოხვიდეთ და თავად გაარკვიოთ.- თხოვა შეწუხებული ხმით უცნობმა. ---დიახ ახლავეს წამოვალ.- გაკვირვებულმა წამოდგა საწოლიდან. დღეს კაკის უნდა შევხვდე დაურეკავ და გავაფრთხილებ რომ არ დამელოდოს იქნებ დამაგვიანდეს.- ბუტბუტებდა თავისთვის.კაკის ნომერი აკრიბა და დაელოდა. ---ალო ლილუ რა ხდება? ახლა თათბირი მაქვს შემდეგ დაგირეკავ. ---უცებ გეტყვი კაკი. რაღაც შეცდომაა საქორწილო სააგენტოში, იქ მივდივარ, გავარკვიო რა ხდება და თუ დამაგვიანდეს არ ინერვიულო კარგი? ---კარგი ლილუ ახლა არ მცალია კარგი? მერე მე თავად დაგირეკავ თავისუფალ დროს, რომ გავთავისუფლდები. ---კარგი მე არ შეგაწუხებ, არ მინდა ხელი შეგიშალო დროებით. ---დროებით ლილუ საღამოს შევხვდებით აუცილებლად. მოწესრიგდა და წავიდა საქორწილო სააგენტოში. ,,ლილუ'' დაძაბული მივდიოდი და იქ მისულმა კარებთან ღრმად ამოვისუნთქე და შიგნით შევედი. უმალ შემომეგება იქ მომსახურე პერსონაჟი. ---მობრძანდით, რით შემიძლია დაგეხმაროთ. ---გამარჯობათ.სულ ცოტა ხნის წინ თქვენ დამირეკეთ. აქ რაღაც შეცდომაა. ---პირადობა თან გაქვთ? ---დიახ,დიახ ყოველთვის თან დავატარებ. ---წამობრძანდით ეს საკითხი უფროსთან უნდა გაარკვიოთ.-სანდომიანი ღიმილით გამიძღვა გოგონა უფროსი დიზაინერის კაბინეტში. ---ქალბატონო ქეთევან თქვენთან არიან რაღაც შეცდომა არისო. ---ააა დიახ ველოდებოდი, უკვე მოხვედი ჩემო გოგო?პირადობა თან გაქვს? აბა მომაწოდე და გავარკვიოთ რა ხდება, იქნებ მართლა შეცდომაა.- კეთილმა ქალბატონმა პირადობა გამომართვა და გადაამოწმა. --აი შვილო ნახე პირადი ნომერი თქვენია, ემთხვევა.სახელი და გვარიც ემთხვევა, ტელეფონის ნომერიც ემთხვევა. რა ვქნათ ახლა? შეწუხდა ქეთევანი. ---ქალბატონო მე არც აქ ვყოფილვარ და არც დამირეკია. კი ტელეფონი და ყველაფერი ემთხვევა მაგრამ მე ქორწილს არ ვგეგმავ უახლოეს 2-3 წელიწადში.-ქ.ქეთევანს ძალიან შევეცოდე და დამაწყნარა. ---დაწყნარდი შვილო. მართალი ხარ აქ არ ყოფილხარ თორემ შენისთანა ლამაზი გოგო ნამდვილად არ დამავიწყდებოდა. აქ მართლა რაღაც შეცდომაა. მოდი ეს გამოსწორდება დახმარება რომ გთხოვო დამეხმარები? შემომხედა მუდარა ჩამდგარი თვალებით. ---მე რაში უნდა დაგეხმაროთ.- ვიკითხე დაბნეულმა. ---დღეს ერთი წარმატებული ჟურნალისათვის ფოტოები უნდა გადაგვეგზავნა. მოდელი იგვიანებს, ჩემო გოგო ისე მომეწონა შენი სახის სილამაზე დამეხმარე რომ ფოტოები გადავიღოთ და გაუგზავნო ჟურნალს თორემ სააგენტოს დამიხურავრენ. ---ვაიმე ამ გაურკვევლობიდან გამომიყვანეთ და ფოტოებს როგორ არ გადავიღებ. -გულუბრყვილოდ ვუთხარი იქვე მდგარ ქალბატონს. ---აბა დატრიალდით, ფოტო გრაფს დაურეკეთ და გადავარჩინოთ სააგენტო რომ თქვენც უმუშევარი არ დარჩეთ გოგოებო. სტილისტები ჩქარა და თმები,მაკიაჟი ყველაფერი ერთ საათში უნდა მოასწროთ.- გასცა ბრძანება ქ.ქეთევანმა და გოგოები დაატრიალა. დამესია სტილისტები, ერთი თმებს მიკეთებდა, მეორე ბრჩხილებს და როგორც იქნა კაბის ჩაცმის დროც მოვიდა. ჩაცმაში თავად ქეთევანი მომეხმარა და სარკესთან მიმიყვანა. რომ ჩავიხედე აშკარად მომეწონა ჩემი თავი საქორწილო კაბაში. ქეთევანს კი ვუთხარი. ---ისეთი სილამაზე მიყურებს სარკიდან ქალბატონო ქეთევან, ქორწილი რომ მექნება აუცილებლად აქ მოვალ. -გაეღიმა და მთხოვა ცოტა ხანი დავლოდებოდი ჯერ ფოტო-მოდელი არ იყო მოსული. ---ძალიან გთხოვთ არ გამიბრაზდეთ.- ვახომ დამირეკა და მითხრა ცოტაც დამელოდეთ საცობში მოვყევიო. ---კარგით არ ინერვიულოთ დაველოდოთ, მხოლოდ 6 საათზე შეხვედრა მაქვს და უნდა წავიდე აუცილებლად. 5-ზე უნდა შევხვედროდი კაკის მაგრამ არა უშავდა 6 საათზე შევხვდებოდი. გაჭირვებაში ნამდვილად ვერ დავტოვებდი ქ.ქეთევანს. ---მაგ დროს თავისუფალი იქნებით პირობას გაძლევთ არ დაგაგვიანებ. აქ დაბრძანდით. აი ჩვენი სააგენტოს ჟურნალები და გადახედე. მეც იქვე ჩამოვჯექი და საქორწილო კაბებს ვათვალიერებდი რომ წყალი მომინდა. ---უკაცრავად აქ წყალი სად შეიძლება რომ დავლიო? -მორიდებით შევეკითხე იქვე მოფუსფუსე გოგონას. ---თქვენ დაბრძანდით და ახლავეს მოგართმევთ. ---ნანა. მომესმა ქ.ქეთევანის ხმა. ---მაცივრის წყალი მოუტანე ჩემო გოგო. ---დიახ ახლავეს ქეთევან. ცოტა ხანში დაბრუნდა გოგონა ლამაზი ჭიქით ხელში. ,,კაკი''. ვნერვიულობდი, ძალიან ვნერვიულობდი ლილუს რეაქციაზე, რომ სტილისტმა დამირეკა. ---ბატონო კაკი,თქვენი საცოლე მზადაა და თქვენ გელოდებათ. ---მოვდივართ ახლავეს მანდ ვართ.- სააგენტოში შევედით მე, გიორგი და დათო. შევხედე მძინარე ლილუს და ზღაპრიდან გადმოსულ ფერიას გავდა, ისეთი ლამაზი იყო. მადლობა მოვუხადე იქვე მდგარ საზოგადოებას დახმარებისთვის და ლილუ ხელში ავიყვანე. ასე ატატებული გავიყვანე მანქანამდე, ის გათიშული იყო, წამლის ზემოქმედების ქვეშ. 30 წუთი ქონდა წამალს დრო, ამ დრომდე უნდა მოგვესწრო და რესტორანში მივსულიყავით. ---ოხ შენი საცობებია, რეზის გადაურეკეთ და გვეტყვის თავისუფალი გზებით როგორ გავაღწიოთ აქედან. ჩქარა დრო არ ითმენს. მღელვარებისგან ხმა არ მქონდა. ---ალო რეზი აბა გადახედე დროზე ქალაქის რუკას და თავისუფალი გზები გვითხარი. ---ჯი-პი-ეს-ი ჩართეთ და გადმნოგიგზავნით თავისუფალ გზებს.. ფრთხილად იარეთ კარგ ვარიანტს გიგზავნით. ---ნიკა სად არის შენთან არის? ---არა ნიკა რესტორანშია ვანოსთან და გუგასთან ერთად.. ---ჩქარა მივდიოდით, უნდა მოგვესწრო ლილუს გამოღვიძებამდე. აი გამოჩნდა, როგორც იქნა მივედით და ისევ ხელში ატატებული შევიყვანე ლილუ დაბნელებულ დარბაზში. დარბაზის შუა ადგილას დავდექი, ლილუ ძირს დავსვი მას თავი ჩემს მხარზე ედო და ნელა-ნელა ფხიზლდდებოდა. სახეზე მოვეფერე, ხელი დაუსვი, ვაკვირდებოდი მის სახეს, მის გამოხედვას. უყურებდა ჩემს ღიმილიან სახეს და უეცრად ხელები მომხვია, თავი მკერდზე დამადო და გაბადრული ღიმილით მითხრა. ---რა საოცარი და უცნაური სიზმარია კაკი, ნეტავი ეს ყველაფერი სინმადვილე იყოს. გამეცინა და ყურში უჩურჩულე ---ხოდა გაახილე შენი ლამაზი თვალები და ეს ზღაპარი მთელი ცხოვრება გემახსოვრება. უცებ დაჭყიტა თვალები და ორივე ერთმანეთზე ჩახუტებულები დარბაზის შუა გულში ვიდექით, გარშემო საყვარელი ხალხის სიყვარულით სავსე თვალები რომ გვიყურებდა და ტაშმაც იქუხა. ლილუ აფართხალდა ჩემს მკლავებში მაგრამ საოცრება იყო როცა ზემოდან კი თეთრი, თოვლივით სპეტაკ ფიფქებს გვაყრიდნენ. ეს იყო ზღაპარი, ნამდვილი ზღაპარი, მხოლოდ ჩემი და ლილუს ზღაპარი. ამ დროს დარბაზის კარები გაიღო სინათლის შუქს მოყვებოდა ყველას მონატრებული, ერთნაირ კაბებში გამოწყობილი ულამაზესი დედა-შვილი ჟანეტი თავის 8 წლის ლიკუნასთან ერთად. აღარ ველოდით, მაგრამ ის მაინც მოვიდა,ჩვენს გამო მოვიდა და არ გვიღალატა. მაინც მედგრად დადგა წარსულთან პირისპირ შეხვედრისთვის. ახლა ჩვენი სამეგობრო სრული და ერთიანი იყო ერთი ახალი და საყვარელი წევრის შემატებით. ეს ჩვენი სამეგობროს პირველი პატარა იყო. ჩვენი, ყველას ლიკუნა. ქორწილი კარგად მიდიოდა. ყველა ეფერებოდა ჟანეტის და პატარა მეტიჩარას.ნიკას კი ვერ გაებედა ვერც ჟანეტისთან და ვერც ბავშვთან მისვლა. შორიდან უყურებდა და ეგოისტურად უხაროდა რომ ჟანეტი ისევ მარტო იყო. ---დეეე ნუ ხარ რა დაძაბული, ასეთს რომ გიყურებ მეც ვიძაბები. ნახე ყველაფერი რა კარგად იქნება.- უთხრა ჟანეტს პატარა ლიკამ. ---ჩემო სიცოცხლე მე უშენოდ რა მეშველებოდა. მე შენ ძალიან, ძალიან მიყვარხარ. ---მართალია დე უჩემოდ შენ და უშენოდ მე რა გვეშველებოდა?- მოხვია დედას ხელები და მის თბილ მკერდზე დაიდო ბინა. გუგა უყურებდა ამ ორ არსებას და უხაროდა რომ შეძლო ჟანეტმა, გადალახა ტკივილი და დღეს სამეგობროს გვერდითაა. ---გამარჯობა ჟანეტ.-მოულოდნელად ნაცნობი და ბოხი ბარიტონი შემოესმა. არანაირი შეგრძნება არ ქონდა ამ ხმის გაგონებაზე. ---გამარჯობა ნიკა.- ბავშვს დაეძინა და უნდა წავიდეთ.უთხრა უხასიათოდ. ---დიდი ხანი არ მოგაცდენ, ბოლოჯერ გავიბრძოლებ გთხოვ მომისმინე.- გუგა მივიდა ჟანეტთან, ბავშვი აართვა და რეზის გადააწოდა,თავად კი ჟანეტის ახლოს ტრიალებდა თან ტელეფონზე საუბრობდა. ---ჟანეტ გთხოვ მივცეთ ჩვენს თავს ბედნიერების უფლება, რომც გამაგდო არსადაც არ წავალ. მაპატიე, მაპატიე ის დანაშაული და ის დაკარგული ცარიელი წლები, უერთმანეთოდ გატერებული ღამეებიც მაპატიე. დამიბრიუნდი ჟანეტ ახლა თუ გამიშვებ გეფიცები აღარასოდეს შეგაწუხებ რადგან არანაირი აზრი აღარ აქვს შენს დასაბრუნებლად ბრძოლას. ---მე მინდა როგორც ყოველთვის ახლაც პირდაპირი ვიყო შენთან ნიკა. ოდესმე თუ დაფიქრებულხარ რომ 18 წლის გამოუცდელ გოგოს თავბრუ დამახვიე, თავი შემაყვარე, გამომიყენე, ცხოვრება დამინგრიე. თუ გახსოვს როგორ ვბრძოლობდი შენს დასაბრუნებლად და შენი სიყვარულის შესანარჩუნებლად. ბევრჯერ მომნატრებიხარ, ღამეებიც მიტირია, თეთრადაც დამთენებია ტირილში მაგრამ, ავმდგარვარ და სასწავლებელში თუ სამსახურში წავსულვარ. მე ჩემი ლამაზი წლები მარტო გავატარე, მაშინ როცა მინდოდა ჩემს გვერდით ყოფილიყავი, როცა მინდოდა შენთან ყოფნა და მიხაროდა ცხოვრება. მე ამ ცხოვრებამ ძალიან ცივ ადამიანად მაქცია. მაშინ პატარა ასაკის ვიყავი და ადვილად დამიბრიყვე ნიკა, ახლა შენს წინ არც თუ ისე დიდი მაგრამ 29 წლის ცხოვრებისგან დაღლილი ქალი დგას. ხედავ? ეს ქალი ბუნებრივია და შენგან დატოვებული და შენგან დატოვებული საჩუქარით იმ მარტოობის ღამეების საფასურად. ეს ქალი უბრალოდ შენი შვილის დედაა და შენთვის მეტი აღარასოდეს იქნება არაფერი, რადგან მას ძალა აღარ დარჩა ახალი გრძნობებისთვის. ის სიყვარული წავიდა, შენთვის წავიდა ნიკა, ჩემში კი დაილექა გულის ფსკერზე და ერთ ადგილს გაიყინა. მიხედე შენს ცხოვრებას, ნუ გაწირავ თავს მარტოობისთვის ჩემსავით. მიეცი თავს მეორედ შეყვარების შანსი და ბედნიერების უფლება ისევ. სხვისთვის ყოველთვის გქონდა უფრო მეტი სითბო გამოიყენე ის და იყავი ბედნიერი.მე წერტილი დავსვი შენთან იქ,სადაც მძიმე უნდა ყოფილიყო.ეს წერტილი კი მძიმედ აღარასოდეს აღარ გადაიქცევა. მშვიდობით ნიკა,შენი ჯამრთელობა და კარგად ყოფნა, უფრო მეტიც შენი ბედნიერება, ყოველთვის გამახარებს. ბოლო-ბოლო ჩემი შვილის მამა ხარ, რომელიც ზუსტად შენი ასლია.მეც ვიბრძოლებ დავაღწიო თავი მარტოობას და იქნებ ოდესღაც მეც გავხდე ბედნიერი. ნიკა მდუმარედ იდგა თავდახრილი და კიდევ ერთხელ იწყევლიდა თავის თავს. გუგა კი იდგა და ამაყობდა მისი არაბიოლოგიური დაიკოთი. რათქმა უნდა ეცოდებოდა ნიკა მაგრამ,მან თავად გამოუტანა თავის თავს ეს მწარე განაჩენი 8 წლის წინ და ახლა შედეგიც სახეზე არის ყველასთვის.მხიარულობდნენ რომ მთავარი შემოსასვლელში ორი უზარმაზარი თაიგულით შემოვიდა უცხო ადამიანი. გაუჭირდათ ცნობა ყველას. ჯერ მეფე პატარძალთან მივიდა და მიულოცა ორივეს ბედნიერება.ლილუმ კი ღიმილით ჩაჩურჩულა ყურში. ---იოანე ჩვენი წყალი გადაგსხმოდეს. უთხრა და გაეცინათ ორივეს. ---რა უთხარი კუდიანო.- თბილად უთხრა სიცილით კაკიმ. ---ეს საიდუმლოა, მხოლოდ ჩვენ ვიცით.-გახედა იოანეს და თვალი ჩაუკრა.გვიან შეიცნო ბიჭებმა იოანე და ძალიან გაუხარდათ კიდევ მისი ნახვა.იოანემ დინჯი და გათვლილი ნაბიჯებით წავიდა იმ მაგიდასთან სადაც ჟანეტი იჯდა დაფიქრებული ზურგით. მიუახლოვდა და უკნიდან ყვავილების ლამაზი თაიგული ჩაუდო კალთაში. ჟანეტმა ჯერ ყვავილებს დააცქერდა და მერე ნელა-ნელა ახედა მის გვერდით მდგარ მამაკაცს და ელდა ეცა. იოანეს დანახვას იქ არ ელოდა, ძალიან გაუხარდა, წამოდგა ფეხზე და გახარებულმა მოეხვია. ყველა გაკვირვებული უყურებდა. ---არ გელოდი,აქ როგორ მოხვდი ან რა იცოდი სად ვიყავით.-თბილად უთხრა ჟანეტიმ თვალებგაბრწყინებულმა. ---ყველაფერი გავარკვიე და ისე მოვედი, სანდო წყაროებიდან. მიიხედ-მოიხედა და ჟანეტს კითხა ---ბავშვი სად არის, ბაბუასთან გაუშვი? ---ხო გუგამ წაიყვანა გუგამ. ბიჭებს მიუბრუნდა ყველა ნახა და ჟანეტის გვერდით მიუჩინეს ადგილი. ნიკა მიხვდა რომ ჟანეტი საბოლოოდ დაკარგა. რომ შეხედა მის გაბრწყინებულ თვალებს, იმ თვალებს ერთ დროს მხოლოდ მისთვის რომ ბრწყინავდნენ, დღეს სხვას უღიმოდა და სხვისთვის ციმციმობდა. ჟანეტის გულში ახალი სიყვარული იდებდა ნელა-ნელა ბინას. ხალხი უკვე იშლებოდა,ქორწილიც დასასრულს უახლოვდებოდა კაკიმ ლილუს რომ უჩურჩულა. ---ლილუ წავიდეთ? თან თვალები აუციმციმდა.ლილუს შერცხვა და მკაცრად უთხრა. ---არა,მასპინძელი პირველი არ ტოვებს მაგიდას. ---შენ რა გინდა ახლა რომ მითხრა, სანამ ბოლო კაციც არ გავა აქედან აქ უნდა ვიყო? შეეკითხა თვალებგაფართოებულმა. ---რატომაც არა? განა ქორწილი ხშირად მექნება? ამ კაბას მეორედ არ ჩავიცმევ ამიტომ დილამდე აქ ვიქნები. ფეხსაც არ გამოვადგამ არსად. ---არც ქორწილმა გიშველა ამ გესლის მოშორებაში? ---არა,აწი უფრო გესლიანი ვიქნები.კაკის გაეცინა. ---იცოდი კუდიანო იოანე რომ ჩამოდიოდა? ---არა საიდან? შენს თავს გეფიცები.ვერ გააცნობიერა ისე უცებ უთხრა კაკის, რომელსაც სითბო ჩაეღვარა გულში და ვნებიანი ხმით უთხრა. ---სიყვარულის სიპტომები მჭირს ლილუ.ხასიათის ხშირი ცვალებადობა, უძილობა, თავის ტკივილი, არითმია და ამ ყველაფერს უკვე წლებია შენ გადამკიდე. ---ეგ რაც ჩამოთვალე შენს ძმობას გეფიცები ორსულობის სიპტომებია და ეს ბავშვი ჩემია, ჩემო ფისო. არც გაბედო აბორტის გაკეთება თორემ დაგჩეხავ იცოდე. სერიოზულად ჩაამთავრა რეზიმ და უცებ გაეცალა გაცეცხლებულ კაკის. ---დაგიჭერ ერთი დღე იქნება კვარაცხელია და დაგტოვებ ისე გვარის გამგრძელებელი რომ ვერ დატოვო. უაზრო .ლილუს მიუბრუნდა და ხედავს სიცილისგან ჩაბჟირებულს არაფლის თქმის თავი არ ქონდა.მივიდა ხელი მოკიდა და მკაცრად უთხრა. ---ახლა შენი ხმა არ გამაგონო და სადაც წავალ წამომყვები თორემ, იცოდე ისეთ ხიათზე ვარ ჯერ იმ უაზროს მოვკლავ, მერე შენ და მეც ზემოდან დაგაკვდები. ლილუმ სული მოითქვა და სიცილისგან აცრემლიანებული თვალებით შეხედა. ---მე ვფიქრობ შენი ავადმყოფობა შენი გამოლენჩებაა და სიყვარული კი არ არის დაავადება. უარყოფითი სიყვარული იწვევს უკუჩვევებს და ავადმყოფის მდგომარეობას აუარესებს და მე ამნეზია მჭირს? რაღაც არ მახსოვს შენი სიყვარულის მიმართ რომ უარყოფითი ჩვენება მქონებოდა. --- აი ხომ გამოტყდი. ესე იგი გიყვარვარ ხო? ---მაქვს დრო არჩევანის წინაშე დავდგე? ---ნწუ. ---ხოდა მაშვინ თანახმა ვარ ყველაფერზე, რა აზრი აქვს ფართხალს? ვინ გამიშვებს აქედან რომ წავიდე ან რომ წავიდე, სად წავიდე? ---ერთად წავიდეთ ყველგან, სადაც კი მიგვიწვდება წასასვლელი. ---მაშ წავიდეთ, მე მზად ვარ ქვეყნის დასალიერშიც რომ გამოგყვე. -ხელი ჩაკიდეს ერთმანეთს და წავიდნენ. ---მაინც მტოვებ ხო ფისო.- დაუძახა რეზიმ. ---ნუ მომაბრუნებ რეზო თორემ ერთი ნეკნიც არ შეგრჩება მთელი.-შეუღრინა კაკიმ. ---თაფლობის თვის შემდეგ ხომ დამიბრუნდები საყვარელო. არ ეშვებოდა კაკის გაბრაზებას რეზი. ---სული არ მოგიბრუნდება ახლა შენ. ---განა ვერ ხვდები რომ შენი წყობიდან გამოყვანა უნდა? უთხრა გუგამ.-წადი სადაც მიდიხარ, არ იცი რაც უაზროა? ჭკუით გვრიტებო. ნელა იარე გზაში. ---სად მიდიხარ მისამარი დაგვიტოვე.- რეზის დათომ აუბა მხარი. ---ერთი კვირა ვისვენენბ თქვენგან.- გამოსძახა კაკიმ. ---მოკვდები შე უპატრონო ჭამის დრო მაინც გაგახსენდეთ.-სიცილით უთხრა დათომ. ლილუ კი დარცხვენილი ჩაჯდა მანქანაში.კაკიმ ერთი შეუბღვირა მოშორებით მდგარ სამეგობროს და ისიც ჩაჯდა მანქანაში. ---სახლში გავივლი რა ტანსაცმელს წამოვიღებ. სად მიდიხარ იქ ჩასაცმელი არ მინდა? ---არა,არაა საჭირო,მაინც არ დაგჭირდება. წვალება არ დამჭირდება ტანზე შემოგაფლითო ის რაც შემიშლის ხელს სიამოვნებაში. ---კაკი. დავბრუნდები ახლა უკან.- გაბრაზებულმა უთხრა ლილუმ. ---რააა? რა თქვი რას იზამ?-კითხა კაკიმ და გულიანად გადაიხარხარა.- შენ ჩემი ჩურჩუტი ხარ. ,,ლილუ''. დიდი ხანი არ გვივლია, კაკიმ მანქანა ერთი ხის სახლთან გააჩერა.წინ აივანი ქონდა, ძველი სახლი იყო მაგრამ რაღაც თბილ იერს ტოვებდა. ერთი კარი ქონდა წინ და კაკიმ ამ კარში ხელით აყვანილი შემიყვანა, უბრალოება სუფევდა შიგნით, ძველებური ავეჯით.ერთერთი ოთახის კარი შეაღო და იქ შემიყვანა. პატარა საძინებელი იყო ვიწრო საწოლით და პატარა სარკმელით. ---იცოდე ჩემი შენდამი გაცნობა იმ დღიდანვე სიყვარულით დაიწყო რომელსაც წლებია ერთგულებით დავატარებ და მარადისობით ასე გაგრძელდება. ამ საუბარში ნელა-ნელა ჩემი კაბა ჩასრიალდა ჩემი სხეულიდან.კისერში სველი კოცნა დამიტოვა, ნელა-ნელა ზემოთ აუყვა და ტუჩებს წაეტანა. სითბომ მოიცვა მთელი სხეული, შიში გაქრა და კაკიმ სასწაული მოახდინა. სიამოვნებისაგან სულ ვცახცახებდი. ---კაკი მეშინია.-ჩუმად უჩურჩულე. ---ნუ გეშინია სულ ცოტაც და შიშს გაგიქრობ. ამიერიდან მხოლოდ სასიამოვნოდ აკრუსუნდები ჩემს მკლავებში .დღეს მხოლოდ ჩემთვის გაშიშვლდა შენი სხეული ჩემს წინაშე, შენ დღეს ჩემი ხარ, მე კიდევ შენი და ასე იქნება სანამ ერთად ვიცოცხლებთ და ვიცხოვრებთ. გულში ჩამიკრა, თვალები დამიკოცნა, მისმა სითბომ ტკივილი დამავიწყა და თავს მივეცი უფლება მეც სასიამოვნო ნეტარებაში გადავსულიყავი. ცოტა ხანი ღრუბლებში დავფრინავდი და დედამიწაზე კაკის სასიამოვნოდ თბილმა და ვნებით სავსე ხმამ დამაბრუნა. ---იცი უკვე რომ ვგიჟდები შენს კრუსუნზე?- მითხრა და ჩამეხუტა.ხელები შემოვხვიე, დაღლილი და ძალა გამოცლილი სხეული მის სხეულს მივაწებე და ტკბილ ძილს მივეცით თავი. ****** ზოგჯერ სუსტი,ზოგჯერ ძლიერი,ზოგჯერ უჩვეულო თბილი,გაციებული ცრემლიანი, მეგობრული, მხიარული და სევდიანი. ეს ყველა თვისება თან დაყვება მეგზურად ჟანეტს. ბევრი ფიქრის შემდეგ გადაწყვიტა მინდობოდა ბედს და თანხმობა უთხრა იოანეს რამაც იოანე ძალიან გაახარა და გააბედნიერა. წლები დაჭირდა იოანეს ამ ბედნიერების მოპოვებისთვის, მაგრამ ღირდა ლოდინად. ერთმანეთში არ ქონდათ არანაირი საიდუმლო, ერთმანეთის წილი ჰაერით სუნთქავდნენ. თვალებში უყურებდა ჟანეტს და დაძაბული დღის რეჟიმის გამო, დღეში რამოდენიმე საათს უთმობდა საყვარელი ქალის გვერდით გაეტარებინა დრო. ერთ საღამოს როცა ჟანეტი მორიგე იყო და იცოდა ეს იოანემ ძალიან კარგად თავადაც, მაგრამ ეს დრო განგებ შეარჩია ლიკასთან თავისუფლად ესაუბრა, რაც ძალიან კარგად გამოუვიდა. კარზე ზარი რომ მიცა დაელოდა და ეგონა ისევ ის პატარა, ენა მოჩლეფილი გოგო გაუღებდა კარს, მაგრამ შეცდა. იოანეს წინ უმშვენიერესი ლამაზი პრინცესა იდგა, ლამაზი ნაკვთებით, მაღალი და შავი ყვრიალა თვალებით, ასევე შავი ყურყუმალა თმებით, მხრებზე ლოკონებად რომ ეყარა. მის წინ 3 წლის ლიკაკოს მაგივრად 14 წლის გოგონა იდგა. ადვილად გამონახა ლიკასთან იოანემ საერთო ენა. გაიხსენა წარსული თუ როგორ უთხრა პატარამ ერთხელ ,,მე მინდა ჩემი მამა შენ იყოო''. ამაზე ბევრი იცინა ლიკამ, შემდეგ სერიოზულად შეხედა იოანეს და უთხრა ---მე სხვა არაფერი არ მინდა გარდა იმისა, რომ დედა იყოს ბედნიერი. მისი სევდიანი თვალები ვნახო გახარებული და ბედნიერებით სავსე. შემდეგ ორივე ხელები ასწია მაღლა და სიცილით უთხრა. ---მე მადლობა რომ დამაფასე, მაგრამ რომც არ გეკითხა ჩემგან წინააღმდეგობა არ შეგხვდებოდა, ჩემგან ნება დართული ხართ ბატონო იოანე. ბოდიში რომ მამას ვერ შევძლებ გიწოდო, ვერ შეგპირდები რადგან ეს სიტყვა ჩემთვის უცხოა. მაგრამ გპირდები რომ, ჩვენ ორნი საუკეთესო მეგობრები ვიქნებით. იოანე ორმაგად ბედნიერი იყო. გაანდო მისი გეგმები ლიკას რომელსაც ძალიან მოეწონა და დახმარებაც შეპირდა. იმ ღამით გუგასაც დაურეკა და გაანდო თუ რა უნდოდა გაეკეთებინა ჟანეტისთვის. გუგაც ძალიან ბედნიერი იყო. იცოდა ჟანეტიდან ყველაფერი, მაგრამ იოანეს მხრიდან მოეწონა ეს გადაწყვეტილება. მთელი ღამე საუბარში გაატარეს და იქვე ორივეს დივანზე ჩაეძინათ. ჟანეტს ჯერ გაუკვირდა იოანეს აქ ყოფნა, მაგრამ აუხსნა ორივემ რისთვის იყო მისული. გაუხარდა რომ ლიკამ არ გააპროტესტა მისი გრძნობები და გაუგო დედას. ---რადგან დღეს ყველა სასიხარულო ამბით შემოვიფარგლებით, მოდი ერთი მნიშვნელოვანი რამ გავაკეთოთ ჩვენს ოჯახურ წრეში. ჟანეტ არც მე ვარ პატარა ბიჭი და არც შენ ხარ პატარა გოგო. 11წელია რომ გიცნობ, მთელი ეს დრო შენზე ვოცნებობ და აღარ მინდა ეს ციფრი კიდევ ერთით ან მეტით გავზარდო და წლების რაოდენობა მოვიმატოთ. ამიტომ მინდა რომ, რაც შეიძლება მალე გავხდეთ ერთმანეთის. ჯიბიდან საუცხოო ბეჭედი ამოიღო, რომელსაც უკვე დიდი ხანია თან დაატარებდა. მოულოდნელად თითზე წამოამცვა მისი ოცნების ქალს და უთხრა ---ორ კვირაში ქორწილი გვაქვს და პროტესტი არ მიიღება, გამორიცხულია ეს იცოდე. ოდესღაც გითხარი ნუ ჯავრობ ,,სიყვარული მეორედაც მოდის''მეთქი და გპირდები ეს მეორედ აძგერებული გული მუდამ ჩემთვის იძგერებს და ეს გული რომელიც ჩემში დევს, შენთვის იძგერებს. იოანეს წლების წინ პირველი ნახვის დროს მოეწონა ჟანეტი, მაგრამ უკან დაიხია გარკვეული მიზეზების გამო და როდესაც მეორედ შეხვდა, მან გულში ჩაიმღერა, რომ არ დაუშვებდა ჟანეტი სხვისი გამხდარიყო. წლების შემდეგ ხელხალი აღმოჩენით ორივე გახარებული იყო და ყოველდღიური ურთიერთობით მიხვდნენ რომ ერთმანეთი უყვარდათ. იოანემ შეძლო ჟანეტის გულს საბოლოოდ დაპატრონებოდა და მან მის გულში სქლად დადებული ყინული, ჯერ დაამსხვრია და შემდეგ ნელა-ნელა იწყო გალღობა. დრო გარბოდა და მათი ნაცნობობა და მეგობრობა სრულ 11 წელს ითვლიდა. ჟანეტიც ხვდებოდა რომ, ის ერთადერთი ვის გვერდით ისურვებდა ცხოვრებას და ყოფნას, ეს მხოლოდ იოანე ამირეჯიბია და არავინ სხვა. ასაკი ქონდათ მაგრამ მაინც არ ჩქარობდა დაქორწინებას. ჟანეტი უკან იხევდა მაინც. ორ ნაბიჯს წინ რომ, გადადგამდა ერთი ნაბიჯი უკან გადასადგმელად მზად ქონდა, წარსულის შიშის გამო.. სიჩქარით თავად არ ჩქარობდა მაგრამ ასაკი აჩქარებდა რადგან ჟანეტი უკვე 35 წლის იყო და იოანე 39-ის. დიდ მოლოდინში გაიარა ათმა დღემ და პატარძლის კაბაში საუცხოო მეფე-პატარძალი საქართველოში გაფრინდა. საუცხოო ქორწილი მოუწყო იოანემ. ყველანი შოკში იყო, არავინ არ ელოდა იოანეს ამოდენა სითბოს და სიყვარულს. ჩუმად მოამზადა ყველაფერი და საოცნებო ქორწილი საყვარელ ქალს პრესტიჟულ და ძვირადღირებულ რესტორანში კი არ გადაუხადა, ქორწილი იქ იყო იმ ბავშვთა სახლში სადაც ჟანეტმა მთელი მისი 18 წელი გაატარა. ბავშვთა სახლის ეზო და შიგნით ლამაზი დიზაინით მოაწყო იოანემ. მთელი შენობა კაპიტალურ რემონტში ჩასვა. უხაროდა ყველას ასეთი კარგი ადამიანი რომ გამოჩნდდა მათ გვერდით, მაგრამ წუხდა მანანა დეიდა და ძია გური რომ, არ იცოდნენ ვისგან ღებულობდნენ დახმარებას და ვინ იყო ამ ყველაფრის სპონსორი. დიდი სიხარულით დათახმდნენ იმ ფაქტს რომ, მათთვის უცხო და უცნობ ადამიანს ძალიან დიდი სურვილი ქონდა, მათ ეზოში ქორწილი გადაეხადა. გაოცდა მაგრამ სიხარულით დათანხმდა ძია გური.და აი დადგა დღე რომელმაც სადაც გაოცებულ ხალხის სახეზე თბილმა ღიმილმა დაიდო ბინა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.