შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

საღამო მშვიდობის, ბედნიერებავ (თავი2)


14-06-2016, 21:10
ავტორი სალიმა
ნანახია 1 616

დილით რაღაც ხმამ გამომაღვიძა. თითქოს ვიღაც თავში რაღაცას მირტყამდა.თვალი გავახილე და პირველი რაც დავინახე ჩემი სანდლები იყო.რა ჯანდაბაა რა უნდა ჭერზე ფეხსაცმელს?–გავიფიქრე და უცებ მივხვდი რომ თავით ვიყავი გადმოკიდებული საწოლზე.წამოვიმართე. “ტფუ რა მამალი ყოფილა, წადი,რა დედალთან …”შევუბღვირე და ბალიშზე დავდე ჩემი ” ბუძგი” თმა.
ლამაზი შეგრძნება დაეუფლა სხეულს,აი ეხლა ჩამეძინება…მმმმ..

–ანუკააააააააააააააააააა,ანუკაააააააააა…–გაიხლიჩა ვიღაცა იმენა ბოლო ხმაზე ყვიროდა.წამოვდექი გადავიხედე ფანჯრიდან.
სალომე და ქეთი კუპალნიკებში გამოწყობილები იდგნენ,რაღაც შემოეხვიათ სარაფნის მსგავსი ,თვალები დავისრისე.

–ქალო რა იყო, “პოლზე” გეძინა? –ქეთი ჩაბჟირდა ჩემს დანახვაზე.

–ჩამო ანუშკები ჩამო…და შენი ნივთები დილით დავახარისხე და კუპალნიკი ოთახში კომოდზე გიდევს..–სალომე მიხსნიდა მთელი ძალით,მგონი ხელებს და ფეხებსაც იშველიებდა.ალბათ,დებილის სახე მქონდა ძააან.
შევხედე კომოდს. მართლაც იდო ჩემი შავი საცურაო კოსტუმი.შემდეგ საათს გავხედე.”–ღმერთო,ათი ხდება და როდისღა მოასწრო დახარისხება ტანსაცმლისთქო”–გავიფიქრე და უცებ სარკის წინ გავჩნდი.
“კუპალნიკი” თითქოს ჩემს სხეულზე იყო შეკერილი.მიხდებოდა კიდევაც,თუმცა ჩემი თეთრი კანი…წარმოვიდგინე,როგორ დავიწვებოდი ეხლა და ჩემს ჩანთას დავუწყე ძებნა.დამცავი კრემი სადღაც მეგდო და ვერ ვპოულობდი.
–ანუკაააა…
–მოვდივარ გოგო მოვდივარ! –დავიყვირე.სარაფანი გადავიცვი გზადაზაგა.სამზარეულოში ჩემთვის გამზადებულ “პუტერბროდს” ხელი დავავლე და გოგოებთან გავვარდი.
რაჭაში თუ არ ხართ ნამყოფი გეტყვით,რომ ძალიან ლამაზი ადგილია.ერთელ მაინც უნდა ჩახვიდეთ ,რომ თქვენ თვითონ შეიგრძნოთ ეს სილამაზე.განიცადოთ ის რასაც მე ეხლა ვგრძნობ…მივაბიჯებ სოფლის შარაზე.გოგონები რაღაცას ჰყვებიან.იცინიან.მეც ვიცინი,თუმცა არ ვუსმენ.მთებს ვუყურებ.ნაძვებით დაფარულ მთებს.მათ უკან სხვა მთები მოსჩანს.სიმყუდროვე და ეს სიმშვიდე მოენატრა ჩემს სულს.
გზადაგზა ნაცნობები გვხვდებოდა.მდინარე ახლოს გვქონდა,თუმცა გოგონები ცოტა მოშორებით ხელოვნურად დაგუბებულ ,შედარებით პოპულარულ “გუბეში” დადდიოდნენ.იქ,მდინარე რიონს უერთდებოდა პატარა მდინარის “ჩანასახი”.
არ მეგონა ამდენი ხალხი თუ დამხვდებოდა აქ.რაღაც არ მომეწონა სიტუაცია.ბიჭები იდგნენ შავ სათვალეებში ,ზედმეტად მოტკეცილ “პლავკებში”. თავი ალბად რომელიღაც ამერიკული ფილმის მსახიობები ეგონათ.
ვიღაც ბიჭები დებილივით მოგვჩერებოდნენ.ჩემი მოკლე სარაფანი ქვემოდ ჩავქაჩე და გადავწყვიტე საერთოდ არ მებანავა.
–წამო ან,აი იქეთ ვიბანავოთ ჩვენ– სალომემ ნატიფი თითი გაიშვირა ცოტა მოშორებით.პატარა ჩანჩქერის მსგავსი რაღაც დავინახე.თავი დავუქნიე.სათვალე შევისწორე და ლამაზი მწვანეში ჩაფლულ ქვისკენ გავეშურე.
სალომემ სარაფანი გაიძრო ,ქეთიც ეგრევე ჩახტა.საკმაოდ ცივი იყო წყალი,ამას მათი სახეები მოწმობდა
–არ ჩამოხვალ?

–არა,სალო მე რაღაც ვერ ვარ დღეს.სხვა დროს იყოს.–ჩავილაპარაკე.

-ხო …კაი არ მოიწყინო რა..–გადამილაპარაკა და ჩაყვინთა.

თვალები დავხუჭე ჩემი თეთრი სარაფნით ქვაზე გადავწექი და მუსიკის ჰანგებში ჩავიკარგე.

შრიალმა გამომაღვიძა,რაღაც ვიგრძენი ხელზე.დავიხედე და შავი ხოჭო მოცოცავდა.”ესღა მაკლდა”,ჩავილაპარაკე და თითი გავკარი და გადავაგდე.

–ჰმ..მე კი მეგონა გადაირეოდი და აქედან დაახვევდი.

წამოვჯექი და ის დავინახე.თავზე მადგა პირდაპირი გაგებით.

–ბატონო…? – ტუჩის ზედა ნაწილი ამითრთოლდა.ვიგრძენი ქაჯი იღვიძებდა ჩემში და მთელ არისტოკრატიულ მანერებს მართმევდა თავისთან მიჰქონდა და ერთი სული ჰქონდა ეს ვიღაც “ზორბა” ტანის პიროვნება წყალში გადაეგდო.

–მიმიკის დაყენებაც გცოდნია! რატომ არ იხდი,ფიგურა არ გივარგა?

–მაპატიე მაგრამ რატომ გინდა გეჩხუბო ?

–მე მინდა? პორსტა ვერ ვიტან ჩამოსულებს,შენნაირ გოგოებს ,დაგინახე თუ არა ,ანტიპატია დამეუფლა გაიგე?– ფოთოლი მოეწყვიტა და საცოდავად ნაკუწეპად გლეჯდა.

შევხედე რას მერჩოდა ეს ადამიანი.გული ისევ მეტკინა.ალბად,არ მოვწონვარ,არადა რა მაქვს ამის დასაწუნი.

ისევ ქვაზე ჩამოვჯექი და ზურგი შევაქციე ” ვაჟბატონს”.

–ენა ჩაყლაპე? – მესმოდა უკნიდან.მე წყალში სალომეს ვეძებდი.დავინახე ცოტა მოშორებით ვიღაც ბიჭს ესაუბრებოდა.
უცებ ყველაფერი თვალწინ წარმომიდგა.ცრემლები თავისით მოგორავდნენ თვალიდან.
ვიგრძენი ვიღაცამ ძლიერად ჩამავლო ხელი.გამაქანა და პირდაპირ ცივ წყალში “მთხლიშა”.სუნთქვა შემეკრა მოულოდნელობისგან.რა ღრმა ყოფილათქო ეს გავიფიქრე და ჩემი ამაო ცდის მიუხედავად,ნელ–ნელა ფსკერისკენ დავეშვი.
მუქი მოშავო ფერის იყო ირგვლივ ყველაფერი, როგორ ვინატრე მცოდნოდა ცუურვა,ნუთუ აქ უნდა მოვკვდე? ხელებს და ფეხებს ერთად ვამოძრავებდი და მით უფრო ხავსებში ვიხლართებოდი.

ვიღაცამ მძლავრად ჩამავლო თმაში ხელი და ამომქაჩა.იგრძნო რომ არ მოვყვებოდი,შემდეგ ქვემოდ დაეშვა და ფეხები მცენარეებისგან გამინთავისუფლა.ხელი მომხვია და დავინახე ცა,ლურჯი ფერის ცა.
სიცივის გრძნობა იმდენად მქონდა ორგანიზმში გამჯდარი,რომ აღქმის უნარი დავკარგე.თვალები მტკიოდა საშინლად.ვიღაცას მძლავრ მკლავებში მოვექციე და ცდილობდა მისი ცხელი სხეულით გაყინული ორგანიზმი გაეთბო.გულის ცემას ვგრძნობდი ჩემსას და იმ მეორისას,თვალები დავხუჭე და შევეცადე ყბის კანკალი შემეჩერებინა,თუმცაღა ამაოდ.
– მაპატიე,არ მეგონა ცურვა თუ არ იცოდი.მაპატიე…–იმეორებდე ის და უფრო მაგრად მიკრავდა გულში.

ნელ–ნელა გონს მოვეგე.მდინარის გვერდით შუაგულ მინდორში მზეზე ვიჯექით.უკან ხეები და ბუჩქები გვყოფდა ხალხისგან. ვიღაცას თავის მუხლებზე პატარა ბავშვივით შემოვეჯინე.ტანში შიშის გრძნობამ დამიარა,შევეცადე გამენთავისუფლა თავი,ადამიანის “მარწუხებისაგან”.მზერა ავაპარა,დიმიტრი მთელი ტანით მეკვროდა და ჩემს სველ თმაში თავი ჩაერგო.უცებ გავაცნობიერე,რომ კაბა რომელიც დილით მეცვა ეხლა ტანზე აღარ მქონდა.თავში თითქოს ელვამ დამარტყა ასე ახლოს ბიჭთან არასდროს ვყოფილვარ.შემეშინდა განძრევა.ძალა მოვიკრიბე,მის დაკუნთულ სხეულს დავუსხლტი და ინერციით მინდორზე გავიშოტე.
ჩემთვის უცნობი ობიექტი შეინძრა.წამოვხტი ,თმა გავიწურე.ჩემი ხვეული თმები სისველის მიუხედავად მაინც ინარჩუნებდნენ ფიქსაციას და დენ დარტყმულივით ზემოდ აეპყროთ თმის კულულები.
დიმიტრი წამოდგა და მშვიდი სახით უცდიდა ჩემს რეაქციას.”კუპალნიკი” შევისწორე,ჩავახველე.ნელა მივუახლოვდი,გავიღიმე და ის გავაკეთე რაც არ მჩვევია ხოლმე.
მთელი ძალით გავაწანი სილა,როგორც ჩანს არ ელოდა ჩემი “კავალერი”. გაუკვირდა,ალბად ეტკინა კიდევაც.თვალები ჩაუსისხლიანდა სიბრაზისგან.
–დეგენერატო,შენ….–თითი მივუტანე თვალებთან–შენ, არ გამეკარო ახლოს,თორემ ჩემს თავზე პასუხს არ ვაგებ…შემომაკვდები იცოდე!
სახეში აღარ შემიხედავს.ბუჩქებიდან გავძვერი,სადღაც საცოდავად ჩემი სარაფანი და ნივთები ეგდო.მოვხიკე ჩემი ” ბარგი” და სალომე არც გამხსენებია ისე “დავახვიე” იქედან.

* * *

მარტო მივუყვებოდი გზას. “სათადარიგო” ტანსაცმელი ამოვიცვი.ხალხს ყურადღებას აღარ ვაქცევდი.სველ საცურაო კოსტუმზე შორტები და მაიკა საზიზღრად შემომკროდა ,თუმცა არჩევანის საშუალება ნამდვილად არ მქონდა და სჯობდა დავკმაყოფილებულიყავი იმით რაც მქონდა. სახლისკენ მარტო გავემართე.
რა მძიმე დღე იყო ,კინაღამ სული მიქელ გაბრიელს არ მიმაბარებინეს? ეს სალომეც სადღა ჯანდაბაში წავიდა,მარტო დამტოვა,რომ ჩავძირულიყავი იქ ვერც მიხვდებოდნენ სად წავედი ან რა შემემთხვა…სადღაც გამომრიყავდა შემდეგ ალბად რიონი…საცოდავ გოგონას..–ამ ფიქრებში ვიყავი ,როცა ნაცნობი გზა გამოჩნდა.სახლს მალევე მივუახლოვდი.
ჩემდა ბედად ეზოში არავინ დამხვდა.ოთახში ავირბინე და სასწრაფოდ გამოვიცვალე ტანსაცმელი.
ერთი საათის შემდეგ ცოტა დასვენებული,ჩემი პატარა ვერცხლისფერი ლეპტოპით ტყისკენ მივემართებოდი.თეთრ კედებს რაღაც პატარა შავები ეკვროდა.დამავიწყდა აქ რას უძახიან ამ პატარა მცენარეებს.მუხის ხეების შრიალი საამოდ ჩამესმოდა ყურშიუკან მოვიხედე,რაღაც მეგონა ვიღაც მითვალთვალებდა.გამეცინა.ბავშვობაშიც ასე ვიცოდი ხოლმე,სულ მეშინოდა მარტო დარჩენის.
ტყეში შევედი ნაცნობ ადგილზე ჩამოვჯექი,აქედან პატარა სოფლები თავისი კოხტად აშენებული სახლებით,სათამაშოებივით მოჩანდნენ.რაჭველი კაცის სული და გული ხვანჭკარას ჯიშის ვაზები ისე კოხტად ჩაემწკრივებიათ პატრონებს,კაცს ლამაზად ნაქარგი ქსოვილი გეგონებოდა შორიდან.აი,ვიღაც ბილიკს მიუყვება.წამმოვხტი,კომპიუტერი და ჩემი პატარა ჩანთა იქვე დავაგდე და ხელი დავუქნიე უცნობს.პატარა წერტილი უცებ გაჩერდა,შეიძლება დამინახა,თუმცა ვინ იცის.შემდეგ ისევ გააგრძელა თავისი მიმართულებით გადაადგილება.
ასკილის ბუჩქიდან პატარა არსება გამოძვრა, თაგვის მსგავსი.საცოდავი რარაცას დაეფრთხო ძალიან.” გველი ხომ არ არის?” –გავიფიქრე და წამოვხტი.
გამახსენდა ბებიაჩემის სიტყვები მიწიდან ,რომ ადგები სამჯერ უნდა დააფურთხო შვილო რამე რომ არ აგყვეს დაავადებაო,მეც ისევე გავაკეთე როგორც ადრე პატარაობისას. შემდეგ ჩემს ცრუმორწმუნეობაზე მე თვითონ გავბრაზდი,გაამავიწყდა ასკილის ბუჩქიც და მისი ბინადრები.მინდორზე გავიშოტე,კომპიუტერი ჩავრთე და ნაცნობი სიმღერა ააჟღერა ,ჩემმა უსულო ” მეგობარმა” .
თავი ბალახს დაავადა.ხელები გავშალე და ცას ავხედე,მყუდროება ისევ ჩიტების ფრთხიალმა დამირღვია.წამოვხტი და ბუჩქთან მივირბინე.გაოცებისგან პირი დამრჩა ღია.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent