მოგიტაცებდი, როგორც პატარას! (1)
სველი მიწის სუნი ისეთი სასიამოვნოა რომ ალბათ ასეთ სუნამოსაც კი შევქმნი, სასაცილოა რა ფანტაციებით აღსავსეა ადამიანი. მეც ასეთი ვარ ოცნება და ფანტაზია ჩემი ჰობია, ოცნებებში უმეტეს წილად ბედნიერი ვარ, მყავს ბევრი მეგობრები და შეკრული ოჯახი, ეს რომ კაცს სანატრელი გაგიხდება მაშინ თავი უნდა მოიკლაო ასე ამბობენ ჩემი თანატოლები ჩემს სკოლაში. ახლა გლდანის ტბის პირას ვდგავარ და მზის ჩასვლას ვუყურებ, როგორ ლამაზად ჩანს ეს ყოველივე ამ ადგილიდან ამიტომ მიყვარს ხოლმე აქ ამოსვლა, მართალია რეკომენდირებული არაა აქ მარტო ამოსვლა თუმცა უკვე იმდენჯერ ვარ ნამყოფი ამ ადგილას თითოეული შემხვედრი მცნობს. რა საცოდაობაა არა? ეგ არაფერი უკვე შევეჩვიე. უი სულ გადამავიწყდა მე მარიტა კანდელაკი ვარ 17 წლის, ვარ მაღალი გამხდარი შავგვრემანი და მწვანეთვალება, დედა ნატალია კანდელაკი. ვარ დედისერთა და მიყვარს შოკოლადი თუმცა მუსიკის გარეშე დიდად არა. ალბათ ყველა იკითხავს მამა რატომ არ ახსენაო, მამაჩემს ზურა ქვია გვარად ბურდულია მაგრამ მე დედის გვარზე ვარ, ზურა არიმსახურებს რომ შვილი ყავდეს. ჩემი მშობლები მაშინ დაშორდნენ როცა 11 წლის ვიყავი, მამაჩემმა ვიღაც სხვა ქალი ნახა მე და დედაჩემი კი უბრალოდ მიგვატოვა, არც ფინანსურად გვეხმარებოდა მოკითხვითაც ათაში ერთხელ თუ მკითხულობდა, მეც პატარა და დებილი ვიყავი, მეგონა მივლინებაში იყო მაგრამ როცა 14 წლის გავხდი ყველაფერი ჩემით გავაანალიზე და ძალიან ვეჩხუბე, ჩვენი ჩხუბი ჩემი ცემით დამთავრდა იმის მერე კი მეზიზღება. ახლა მარტო მე და დედაჩემი ვართ ერთად, და კმაყოფილიც ვარ ფინანსურად არ გვიჭირს შესაბამისად კაცის ხელი ძალიან აკლია ჩვენს ოჯახსთქო ვერ ვიტყვი. მაგრამ როგორარა მე მაკლია მამა, ახლაც კი როდესაც მოსიყვარულე მამაშვილს ვხედავ თვალები ცრემლებით მევსება, ყოველთვის მინდოდა მყოლოდა ან მამა ან კიდე დიდი ძმა, ახლა თავს თითქოს დაუცველად ვგრძნობ არც შეყვარებული მყავს რომ ვინმესგან დამიცვას ამიტომ მე და დედაჩემი ვცდილობთ რომ ამ ყველაფერს გავუმკლავდეთ. საუკეთესო მეგობარი ნუ რათქმაუნდა მყავს ეს დედაჩემია და ჩემი დაქალი მაშო, ჩემს გვერდით ცხოვრობს და ასევე ჩემი კლასელიცაა, ნუ ჩემს ირგვლივ კი არიან სხვა მეგობრებიც თუმცა მაშო საუკეთესოა. საღამოა, აპრილის შუა რიცხვებია, 7 საათია და მზეც მხოლოდ რამოდენიმე სხივს სტყორცნის ტბის ზედაპირზე, ქუხილის ხმაც გამაყრუებლად გაისმა, იმისდა მიუხედავად რომ ჟაკეტი მეცვა მაინც შემცივდა მხრებზე გადმოყრილ კულულებში ცხვირი ჩავმალე და ისე დავტოვე ტერიტორია. გარეთ თითქმის არავინ იყო წვიმის წვეთებმა დაიწყეს წამოსვლა და აი ჩემი ტელეფონიც აწკრიალდა. ნომერს რომ დავხედე არ მეცნო მაგრამ მაინც ვუპასუხე. -გისმენთ. ჩუმად ვთქვი თითქოს არ მინდოდა ვინმეს ჩემი ხმა ეცნო. -მარიტა შვილო როგორხარ?.ნაცნობმა ხმამ გამოაღწია ყურმილში და სიბრაზემ მთელი სხეული მთლიანად მოიცვა. -შვილო?.ხმა გამიტყდა თუმცა ირონიულობა მაინც შევინარჩუნე. -მარიტა როდემდე უნდა მელაპარაკო ასეთი ტონით, მე მამაშენი ვარ და პატივისცემით უნდა მომმართო.ხმა გაამკაცრა "მამაჩემმა". -მამაჩემი? უკაცრავად მგონი ნომერი შეგეშალათ მე მამა უკვე დიდიხანია არმყავს. -ეხლა მანდ ვიყო ჩემი ხელით დაგახრჩობდი. -პოლიციაში გიჩივლებ. -და რას ეტყვი მამაჩემმა მითხრა დაგახრჩობო?. -არა ვეტყვი მამაჩემმა 2 წლის წინ ისე მცემა საავადმყოფოში მომახვედრათქო, მადლობა უნდა მითხრა სარჩელი რომ გამოვიტანე თორემ ახლა ციხეში ამოლპებოდი. -მართლა მოგკლავ იცოდე არგაქვს ასე ლაპარაკის უფლება შე ლაწირაკო. -მეზიზღები გესმის? თუ გინდა ისევ გაგიმეორო? ჩემი თავის მრცხვენია შენი სისხლი რომ მიჩქეფს. -სახლში ხარ ახლა?. -აჰაა მაკონტროლებ? არა ბატონო ზურაბ სახლში არვარ. -აბა სად აგდიხარ?. -ჯერესერთი აგდიხარ არა სად ბრძანდები და მერე მეორე შენ არავინ ხარ აჩოტები რომ გაბარო. -მე მამაშენი ვარ!. -რომელიც მეზიზღება. -იცოდე დედაშენი ვეღარ გიშველის შენი მეურვე მე გავხდები და მთელი ცხოვრება ცემაში ამოგხდი სულს. -შენ რა ადამიანი ხარ! თავი გამანებე! ერთხელ მაინც გამახარე და უბრალოდ ჩემი ცხოვრებიდან გაქრი! დაივიწყე რომ ვარსებობ! ხომგყავს სხვა შვილი ის გყავდეს მე ამომშალე ადამიანთა სიიდან!. გულმაც ვეღარ მოითმინდა და ცრემლები გადმოვუშვი. -მაგას მე გადავწყვეტ ამოგშლი თუ არა ადამიანთა სიიდან! შენ კი უფროსებთან ლაპარაკი ისწავლე! თუმცა რაც დედაა ის შვილიო მაგ *ათლახის გაზრდილი რა უნდა იყო!.ბოლო ხმაზე დასჭექა და ტელეფონი გათიშა. კანკალმა ამიტანა თან ციოდა, წვიმამაც უმატა და სულმთლიანად დამასველა, გულგახეთქილი მივაბიჯებდი სველ ქუჩაში სადაც კაციშვილის ჭაჭანება არ ისმოდა, მუხლებში ძალა აღარ მქონდა სასოწარკვეთილი ვიყავი, გულს იმდენად მტკენდა "მამაჩემის" ნალაპარაკები ჩემს თავში ვეძებდი დანაშაულს, მთელი 11 წელი კარგად მქცეოდა ვუყვარდი ახლა კი როგორც ძაღლს ისე მიყურებს, სული დამიმძიმდა გულს კი შეჩერება მოუნდა, თავბრუსხვევა დამეწყო ნაბიჯებს წესივრად ვეღარ ვდგავდი ვიცოდი რომ წუთიჭუთზე წავიქცეოდი ამიტომ ტელეფონი ამოვიღე და ნომრის აკრეფა დავიწყე თუმცა ვერ მოვასწარი და გავითიშე. 88888888 ცხვირის რეცეპტორებმა ოდეკოლონის მძაფრი სუნი შეიგრძნეს, ეს კი იმდენად გამაღიზიანებელი აღმოცნდა რომ დავაცემინე. თვალები რომ გავახილე უცხო კედლებს მოვავლე თვალი მერე ტანზე დავიხედე და შევამჩნიე რომ სველი ღაკეტის ნაცვლად ბიჭის მოსაცმელი მეცვა, ირგვლივ მიმოვიხედე და წამოვჯექი. შიშმა ტანში დამიარა როცა 3 სრულიად უცხო ბიჭი მოვლანდე, ერთი გაღიმებული მაშტერდებოდა მეორე ნერვიულობისგან ტუჩებს იკვნეტდა მესამე კი რომ შევხედე გავიფიქრე ამის ვალი ხოარმაქვსთქო. -სადვარ და ვინხართ?.ხმამაღლა წამოვიკივლე და მოვიბუზე. -უსაბრთხოდ ხარ და დაწყნარდი.ხმა ამოიღო იმან რომელიც ნერვიულობდა. -რასქვია დავწყნარდე ვინხართ.ისევ წამოვიკივლე. -ნუგეშინია არაფერს დაგიშავებთ.მომღიმარმაც ამოიღო ხმა. -სადვარმეთქი.ახლა უფრო ხმამაღლა შევყვირე. -ოღონდ ნუკივიხარ და მეტიარმინდა არაფერი. ახლა იმან ამოიღო ხმა ვალი რომ მქონდა (ხუმრობით). -მარიტა დაწყნარდი.საწოლზე წამოჯდა ის რომელიც ნერვიულად იკვნეტდა ტუჩებს. -ჩემი სახელი საიდან იცი?. როცა სახელით მომართა უფრო შევშინდი. -მე გაბო ვარ ეს ლუკაა. მომღიმარზე მიმითითა.-ეს კი დემეტრე.ვისიც ასე ძალიან შემეშინდა მასზე მომანიშნა. -ჰე უთხარი ახლა ყველაფერი თორე კიდე წაუვა გული.შეჰყვირა ლუკამ. -რაუნდა მითხრას?. -შენი ძმა ვარ მარიტა, ნახევარძმა.საუბარი განაგრძო გაბომ. -მოიცა მოიცა როგორთუ ნახევარძმა?.თავი ჩქარა გავაქნიე. -სანამ მამაჩვენი დედაშენზე დაქორწინდებოდა მანამდე დედაჩემთან იყო მე კი უკანონოდ გავჩნდი. -არა ჯერესერთი მაგ კაცს მამაჩემს ნუ ეძახი სულ შენთვის დამითმია და მერე მეორე რატომ უნდა დაგიჯერო?. -დეენემის ტესტი ჩავატარე და მე შენი ძმა ვარ. -ნახევრაძმა.შეუსწორა დემეტრემ. -მერე აქ რამინდა?. -კაროჩე შენ გითვალთვალებდით მერე ძირს წაიქეცი აგიყვანეთ და წამოგიყვანეთ. -რატო მითვალთვალებდით?. -ესაა შენი ნახევარძმა მე რატო მიყურებ.ხელი გაიშვირა ლუკამ გაბოსკენ. -რატო მითვალთვალებდითთქო. -შენი ძმა ვარ და მაგიტო. -ნახევარძმა.ისავ შეუსწორა დემეტრემ. -აუ შენცკიდე რას გაა**აკე ამ ნახევრძმით გრძელი სიტყვაა და ძმას ვიტყვი ვახ.ვეღარ მოითმინა გაბომ და დემეტრეს შეუღრინა. -რამდენი წლისხარ?.შედარებით წყნარად ვკითხე. -19 წლის ვარ ცუნცულ.ცხვირზე ხელი დამკრა და მისი ამ ქმედების გამო თვალები დავჭყიტე. -მაინც არმჯერა.თავი გავატრიალე და ცხვირი ავიბზუე. -აუ ამანაც ასე იცის ხოლმე.ბოლო ხმაზე გადაიხარხარა ლუკამ. -დაძმა არიან და კიდე ბევრი საერთო ექნებათ იმედია ყოველ ჯერზე ეგრე ღრეჭას არ დაიწყებ.დემეტრემ ერთი გემოზე წაგესლა ლუკა. -ნახევარდაძმა.თვალისჩაკვრით გასძახა ლუკამ. -აი აიღე და ნახე აქ წერია ყველაფერი ეს მამაჩვენის წერილია დედაჩემს მისწერა და აი კიდევ ფოტოც.ხელში ძველი ფურცელი გამომიწოდა თავისი სურათით. -დედაშენი სადაა?. -1 წლისწინ დაიღუპა.სახე მოღუშა გაბომ. -მაპატიე არ უნდა მეკითხა.თვალები ცრემლებით ამევსო და თავი ჩავხარე. -მან მთხოვა რომ ჩემი ნახევარდა მომეძებნა ანუ შენ.ლოყაზე ჩამოგორებული ცრემლი ხელით მომწმინდა. -შენ კიდევ გყავს ერთი ნახევარდა.წერილი ბოლომდე რომ წავიკითხე ვუთხარი. -ვიცი მაგრამ მხოლოდ 1 და მინდა მყავდეს და ეს შენ ხარ. -ასე არ შეიძლება. -როგორარა ყველაფერი შეიძლება. -სახლში უნდა წავიდე თორემ გვიანია დედა ინერვიულებს.საათს რომ დავხედე ფეხზე წამოვდექი. -ჩვენ წაგიყვანთ. ფეხზე წამოხტნენ სამივე. -კარგი.მხრები ავიჩეჩე და წინ გავიჭერი, კორპუსიდან რომ გავედი უკან მივტრიალდი.-ჩემი კორპუსის წინ ცხოვრობ?. -ხო მე და ლუკა აქ ვცხოვრობთ დემეტრე ცხოვრობს შენს კორპუსში. -მოიცა მოიცა შენ რატო არ მეცნობი?.დემეტრეს მივუტრიალდი და ხელი მისკენ გავიშვირე. -რავი ალბათ არგახსოვარ.მხრები აიჩეჩა დემეტრემ.-კაი მე მივაცილებ თქვენ ადით. -მარტოც წავალ. -მეც მოვდივარ სახლში.უკნიდან მომაძახა დემეტრემ და გვერდით ამომიდგა.რამოდენიმე ნაბიჯი რომ გადავდგი უკან მივტრიალდი ჩქარა გავიქეცი და გაბოს მთელი ძალით მოვხვიე ხელები. -ყოველთვის მინდოდა დიდი ძმა მყოლოდა.ყურთან ჩავჩურჩულე და თავი მის კისერში ჩავრგე. -არმეგონა ასე ძალიან თუ გამახარებდი და ჩამეხუტებოდი დაიკო.მანაც მიჩურჩულა და ლოყები დამიკოცნა. ბოლოს მალევე მოვცილდი და დემეტრესთან ერთად ჩემს კორპუსში შევედი.ლიფტი არ მუშაობდა ამიტომ ფეხით ავედი მეხუთე სართულამდე. ჩემი კარისკენ მივდიოდი ის კი უკან მომყვებოდა, ვაკვირდებოდი რამდენიხანი იზავდა ასე ბოლოს კი ისე ვუთხარი არც კი შევტრიალებულვარ. -კარის სახელურს მეც ჩამოვწევ.ოდნავ მკაცრად ვუთხარი და სახეზე სულ ერთიანად ავხურდი როცა ხელები მომხვია, ჟაკეტის ელვაშესაკრავი ჩახსნა და გამხადა. -ჩემი ჟაკეტი მიგყვებოდა პატარავ.ყურათან ჩუმად მიჩურჩულა და თავისთვის ჩაიცინა. -აა არვიცოდი და ჩემი ჟაკეტი შემთხვევით შენ ხომ არ გაცვია?.მისკენ მივტრიალდი და ჯერკიდევ სველი ტანზემომდგარი გამჭვირვალე მაიკა მკერდთან ავიწიე. -შენს ძმასთანაა გაშრება და მოგცემს.ნიშნისმოგებით გადმომხედა და მოსაცმელი უბრალოდ მოიხურა. -აღიარე რომ ეგ ჟაკეტი მე უფრო მიხდებოდა.თვალი ჩავუკარი და სახლის კარი შევაღე.-ხომ არ შემოხვიდოდი?.ზრდილობის საკითხი იყო თორემ არ ვკითხავდი. -არა გმადლობთ გეთაყვა.თავი დამიკრა და თავის გზას გაუყვა. კარი ნელა მივხურე და ზურგით ავეტმასნე, ცივი თმა და ცივი კარი ერთიანად შეეხო ჩემს ზურგს და ჟრუანტელმა დამიარა, მხარზე ცხვირი გავიხახუნე და დემეტრეს ადეკალონის სუნი ვიგრძენი, ძალიან მესიამოვნა ამიტომ გადავწყვიტე რომ იმ დღეს არ მებანავა ვიცი ძალიან სისულელე იყო მაგრამ 17 წლის გოგომ უარესი რამ რომ არ მოვიფიქრე რასვწუხვარ. სახლში მისული დედა ანერვიულებული დამხვდა ყველაფერი მოვუყევი და ჩემდაგასაკვირად არ გაოგნებულა. -გაბრიელი ვიცი ვინცაა სანამ შენ გნახავდა მანამდე მე მნახა.მშვიდად საუბრობდა დედაჩემი. -არვიცი რა ისე გამიხარდა ძმა რომ მყავს.ღრმად ამოვისუნთქე და საწოლზე მივწექი. -კაი ახლა ცოტახანში მაშო გამოვა და ენერგია მაგისთვისშემოინახე.შუბლზე მაკოცა დედაჩემმა და გარეთ გავიდა. -მარიტა გოგო მარიტაა.ყვირილით შემოვარდა მაშო ოთახში. -დედა ქალო ბომბი მოხვდა ბომბი ძმა გამეჩითა.დავუყვირე ჩემს დაქალს. -სიმპატიურია მაინც ქალო?.გვერდით მომიწვა მაშო. -უი მაგას არ დავკვირვებივარ. -აბა სადგქონდა თვალები შე დებილაძე. -დებილაძე არა კანდელაკი. -იზვინი დებილაძე. -კიდე დემეტრე. -რა დემეტრე?. -რავი დემეტრე. -მაინცდამაინც უნდა ამოგწიწკნო სიტყვები?. -აუ მაშუ ახლა რა დამაძინებს. -ჩემი მუშტი სიხარულო თუარმოყვები.თვალი ჩამკრა და მუშტი მომიმზადა. და აი მე ისევ დავბრუნდიიი.. ვერ გავძელი ისე რომ ახალი ისტორია არ დამეწყო. აბა შემიფასეთ ჩემო კარგებოო იმედია მოგეწონებათ.. შეცდომები მომიტევეთ და შემდეგში უფრო დიდ და საინტერესო თავს დავდებ მიყვარხართ.. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.