ზურა სალუქვაძე - ო, რა მაგარი ქალი ხარ !ზურა სალუქვაძე - ო, რა მაგარი ქალი ხარ !!! უდაბნოში რომ აღმოვჩნდე შენ ერთი ჭიქა წყალი ხარ, დასაწყისშივე გეტყვი რომ ო, რა მაგარი ქალი ხარ... შავი ღგვინის გაქვს ტუჩები, მაშინ როდესაც ლოთი ვარ და როცა თრობა მინდება, მე შენთან სტუმრად მოვდივარ აი მაშინ კი დავთვრები, ჩავიძირები სასმელში, იმას ალერსით გადმოგცემ, რასაც არ გეტყვი სათქმელში. ცხოვრებას რისკით შევხედავ, სიკვდილ-სიცოცხლის მკვლევარად, თუ მთასვლელობა შევძელი, მე შენ დაგიპყრობ მწვერვალად. ღრუბლებს კი ნუ ემალები, გიხდება მათგან გამოსვლა, მე რომ მთის მწვერვალს დავიპყრობ, შენ მზის იქნები ამოსვლა. ვარდების ზღვაში გიხილე, ლექსი გიძღვენი უთქმელი, ვარდებს სურნელი აღარ აქვთ, ვარდებს აქვს შენი სურნელი. ხედავ რა ქალი ყოფილხარ? შენკენ ლტოლვა რომ დიდია, შენზე მაგარი კაიფი, მე სულ ფეხებზე . ეს ვარდები კი სუყველა, გრძნობებით მოქარგულია, არცერთი არ მიყიდია სულ ყველა მოპარულია |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.