შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წამიერი პაემნები (კოპლებიანი)


15-06-2016, 02:00
ავტორი gvanc(a) 15
ნანახია 2 219

შიში გაიძულებს, ბევრი რამ ისწავლო,რომ აღარ შეგეშინდეს. ეს ყველაფერი გაცვლითი ენერგიებით, მოსაზრებებით და სიგიჟეებით ხდება. შენ გეშინია რომ საზღვარს სცდები და ასევე ზიზღს გრძნობ ამ საზღვრის მიმართ. შიში მოპირკეთებული, მარმარილოს იატაკია,რომელზეც არავის სურს ,,გაიშხლართოს“, ყველას უნდა მდგრადობის შენარჩუნება.
ადამიანი ითხოვს საზღვრებს ქვეცნობიერად. ითხოვს და უნდა. ეს მინიშნებაა,როდის უნდა აკოცო ვინმეს ან მიხვიდე გასაუბრებაზე,რომლის შესახებაც, ორი დღის წინ ესაუბრე ვიღაც ქალს. ანდაც დაიწყო რემონტი და ჩათვალო რომ საკმარისი თანხა გაქვს. მანამდე შენ საზღვრებში ხარ მოქცეული,რომელიც დოგმებად (კანონებადაა) ქცეული და როცა გადაწყვეტ რომ მოგბეზრდა, ეს უკვე ნიშნავს რომ კანონმა თავის თავი ამოწურა და შენ შეგიძლია ისუნთქო.

სისულელეებს ვწერ,ვფიქრობ, გადმოვცემ. ეს იმიტომ რომ,არ მინდა სიტყვები მახრჩობდეს.
არ მინდა ნახევრად დამხრჩვალ ადამიანებს დავემსგავსო.

- ისევ იმას უყურებ?
- ისევ იმას ვუყურებ - თავი ხელებში ჩავრგე- და სულ ვუყურებდი, მთელი ჩემი სიცოცხლე...
- რომანტიკოსი. მოგცემს და დაკარგავ ინტერესს. და აღსრულდება იგი...
- მოკეტე ! - ჩამეცინა- ჯერ მოხდეს ეგ და მერე ვილაპარაკოთ. აი სანამ მოხდება კი, გამაფრენინებს მისი მოსაცმელის გახდის მანერა. შეხედე, მხრებზე ნახევრად აქვს ჩამოწეული,მიწვევს მემგონი. აი,უკვე ბოლომდეც...

- სრულყოფილია- ამოვიგმინე როცა დავინახე როგორ გადაიწია უკან შავი თმა და თამამად წამოწია წინ მკერდი. ამოღებული, ძალიან სადა მაისური ეცვა. კისერზე უბრალო ყელსაბამი ეკეთა,რომელზეც საინტერესო სიმბოლო იყო ამოტვიფრული. ღია ფერის ჯინსი,გამოკვეთდა მის ნაზ, ქალურ ფორმებს და მზერა აშკარად მიმართული იყო,სადღაც შორეულისკენ. აქედანაც და იქიდანაც, ვერ იტყოდი რომ ზედმეტად მოევლო თავისთვის, სახლიდან გამოსვლისას. მაკიაჟის ნატამალი არ აჩნდა. მიმიზიდა,ძალიან მიმიზიდა.

- უკვე მეორე კვირაა აქ დადის. ყავას უკვეთავს, მიმტანს უღიმის. შენ აქ ზიხარ.უბრალოდ ზიხარ. იდიოტო...გახსოვს რა მოხდა, ერთი წლის წინ ბათუმში?

- არა,არ მახსოვს-ვუპასუხე ისე,რომ გოგოსთვის თვალი არ მომიშორებია-რა მოხდა?

- ორ გოგოს გამოელაპარაკე ერთდროულად
- მერე რა, უფრო მეტთანაც ხომ მივსულვარ?-ტუჩი ავიბზუე- გუშინ მაგალითად.
- ჰო მაგრამ ისინი დები იყვნენ.

ორივეს გაგვეცინა და მეც ამომიტივტივდა ჩემი მიქარვები.
- მერე კიდევ, რომ დასცხეს ერთმანეთს არ გახსოვს? ერთი და ეუბნებოდა, ფანჯრიდან გადაგაგდებო,მართლა მოისროლა ლამის... სიგიჟე იყო. მე ვაშველებდი, შენ ლუდს სვამდი... საოც...
- შენ მართლა სიცოცხლე მოგბერზდა?
ჩემს მეგობარს კისერში ვწვდი. დაბნეული მეუბნებოდა თვალებით შენ ში* ხომ არ გაქვსო, მერე მოწვა რაც ხდებოდა და ამყვა...
ჭიქები მივლეწე, ანერვიულებული ისე ვმოძრაობდი თითქოს ტანგოს საცეკვაოდ გამომიწვიეს. გაცოფებული ვამოძრავებდი ტერფებს და თან ვცდილობდი ვყოფილიყავი მაქსიმალურად ნატურალური...
მაგიდა ამოვატრიალე, ჩუმად ვილანძღებოდი. მერე ისევ სანდროს დავუბრუნდი და ისეთი სასოწარკვეთილი მზერით შევხედე,ძლივს შევიკავეთ ორივემ თავი რომ სიცილი არ აგვტყდომოდა.
- სხვა ვერაფერი მოიფიქრე შე საცოდავო?- ჩაილაპარაკა თავისთვის და ხელი გამაშვებინა.
- რამდენჯერ გითხარი რომ არ მინდა ის გოგო ახსენო... რომ ყველაფერი წარსულში დარჩა და ახლა ყველანაირად ვცდილობ, ემოციებს არ ავყვე, გავექცე მათ, სიახლეებში ჩავეფლო. რამდენი ბრძოლა მჭირდება და ! მიხსენებს... ვითომც არაფერი... ეს გულის ტკენა და წარსულის არანჟირება კარგად გეხერხებათ რა. გაწაფულები ვართ ადამიანები. იმაზე კი არ ფიქრობ რა გამოვიარე მაგ გოგოს გამო, თითქმის ყველაფერი გავაკეთე რაც შემეძლო და მორჩა, ჩემი ძალები დეგრადირებულია,თქვენ შეგიძლიათ დამმარხოთ.

მოწყვეტით დავეშვი სკამზე, ხელები სახეზე ავიფარე და იმის იმიტაცია გავაკეთე, ვითომ ტირილის შეკავებას ვცდილობ. ჩუმად მიმოვიხედე, რეაქციები მაინტერესებდა. ყველას მოუკვდა გული, ყველას ჩემსკენ ჰქონდა მზერა. მის გარდა...

- კარგი გიო,მაპატიე...-ჩემმა მეგობარმა მხარზე შემახო ხელი- ცუდად გამომივიდა ...
ძლივს შევძელი დამემალა ჩემი მომღიმარი სახე ამიტომ უფრო ჩავფლე თავი,მკლავებში.
- ძმაო მემგონი არაფერი გამოდის...
თვალი გოგოსკენ გავაპარე, გავღიზიანდი რომ არ გაჭრა ამ ტრიუკმა...
- იქნებ უბრალოდ მიხვიდე და ყავა შესთავაზო?
- ამ წუთას მაგასთან რომ მივიდე, იმ დანას გამიყრის, თეფშთან რომ უდევს...- ჩურჩულით ვუთხარი სანდროს და თავი ზემოთ ავწიე. ბეჭებში გავსწორდი, ცრემლები მოვიშორე.

იმის მერე ისევ ვსაუბრობდით მე და სანდრო. ჩემს წარსულ შეცდომებზე, ყოფილ გოგოებზე, თავგადასავლებზე, იმედგაცრუებებზე. ჩემს ერთგულებასა და სიყვარულზე, სიმტკიცესა და სიკეთეზე, სიძლიერესა და კარიერაზე. ვსაუბრობდით თუ როგორ შემეძლო ვყოფილიყავი კარგი ქმარი და კარგი ,,ბოიფრენდი“,როგორც ჩავდებდი ყველაფერს რაც ჩასადებია და როგორ გავითვალისწინებდი ჩემი ,,მეორე ნახევრის“ სურვილებს საუბარს შევყევით, გრეხებიც გავიხსენეთ,ძალიან ხელოვნურები რომ არ გამოვჩენილიყავით. სანდრო კარგად გაერთო, პარალელურად გოგოს აკვირდებოდა და მანიშნებდა რომ არაფერი იყო შეცვლილი. ისევ უძრავად იჯდა და დაღლილი სახით უკირკიტებდა რაღაც წიგნს...
როგორ მძულდა წიგნები. ისინი ადამიანებს რეალობას წყვეტენ და თავისთან მიყავთ. ის გოგო ახლა მე მჭირდებოდა. არ იყო დრამებით ან ვინ იცის, იქნებ კომედიით გატაცების დრო.მისი ყურადღება და მზერა. მისი ყურადღება და მზერა.

მის მაგიდაზე კოპლებიანი, თეთრი ნაჭერი ეფინა. საშუალო ზომის კრუასანი პატარა თეფშზე იდო,ჯერ ისევ შეუჭმელი. ჩაი ასევე კოპლებიან ჭიქაში ესხა და თითქმის ანალოგი იყო მისი კოპლებიანი ქუდის... ის კოპლებიან სამყაროში მცხოვრები გოგო ალბათ წიგნს კითხულობდა,აუცილებლად კოპლებიანი შინაარსის და ასე კოპლებიანად ვეკიდე ფეხებზე...

უკვე დავკომპლექსდი. ვერაფრით მივიქციე მისი ყურადღება. უკვე ნახევარი საათი მიიწურა და ის ფეხზე წამოდგა, კაბა გაისწორა, თავისი ბანალური ქუდი აიღო და ახალგამოღვიძებული სახით მიმოიხედა ირგვლივ. მეც შემომხედა. წამიერად... შემდეგ ისევ დაიბერტყა კაბის კალთები და განარნარდა კარისაკენ...
უყურებ და ფიქრობ რომ ის ამ წუთას ნამდვილია, სახეც აქვს,თმაც, ხელებიც. ყველაფერი რაც ადამიანებს აქვთ. დადის, სუნთქავს, მოძრაობს,ემოციებს გადმოსცემს. რომ ის ისეთია,როგორიც ყველა დანარჩენი, როგორიც შენ ხარ, ან შენი მეზობელი, ან ბიძაშვილი, ან საყვარელი. მოსიარულე ჩვეულებრივობაა, ოღონდ შედარებით ნაზი სახე და საოცარი თმა აქვს. ის იმ დედამიწაზე დადის,რაზეც შენ დადიხარ და მაინც ფიქრობ რომ აქაურობა არ იმსახურებს არაფერ მსგავსს და ჩემი სურვილი რომ იყოს,არ დავუშვებდი, სილამაზეს აქაურობისთვის. ეს ზედმეტად უსამართლო იქნებოდა.
ფიქრებმა და იმაზე მსჯელობამ რატომ მომიცვა და გამაუბედურა, ნელნელა იწურებოდა რადგან მან კაფეს კარი მიიხურა და ჩემი პიროვნული ინტერესებიც თან წაიღო...

- იმენა რა... -სანდრომ ამოიგმინა-ბერდები მემგონი.
- დააყენე- გაღიზიანებულმა შემომხედა - ჩაი სანდრო, ჩაის ვგულისხმობ. დავლევდი ახლა...

ის კაფისკენ გაბრუნდა და უკან ორი ფინჯანით მოვიდა.
- რა კარგია,ეს ყველაფერი სრულიად უფასოდ. მიხარია რომ ჩემი მეგობარი ხარ.
- მალე გავყიდი ამ ადგილს.
- რაღა ამას ყიდი,სახლი გაყიდე... ვერ ხედავ, გილამაზებს ყოველდღიურობას. ხშირად რომ ვხედავდე ისეთ მწიგნობრებს ალბათ გავაფრენდი..- ჩამეღიმა- და მაინც,ერთხელაც არ მოუხედია...
- პაემანიც ხომ არ დაენიშნა?
- დაენიშნა მერე. ბონუსად მიმიღებდა მთელი ღამე...- ტუჩი მოვიკვნიტე- აუ რა თმა ჰქონდა...
- მე კი არ ვიცი,რატომ გაგაგიჟა ასე. ჩვეულებრივი იყო.
- აზრზე არ ხარ. ჩვეულებრივობაშია სრულყოფილება. დღეს რომ ჰკითხო ხალხს, ყველა არაჩვეულებრივი და მიუწვდომელია. ის კი... ის კი თითქოს..
- შეყვარებულივით ლაპარაკობ.
- იქნებ ვარ კიდეც.
- გარეკე მემგონი...
- აუ როგორ მინდა ! მომწყინდა საღ აზრზე ყოფნა. - კეფას დავეყრდენი და მსუბუქად დავაცმაცუნე ტუჩები-ნეტავ ისევ მოვა?
- თუ მოვა, პლედს გადავაფარებ, შეგიფუთავ.
- ფრთხილად ქენი... ნაზი გოგო ჩანს...
- ეგეთები საწოლში ცეცხლოვანები ხდებიან.დაიკიდე მისი სინაზე. მეც ეგეთი ნაზი ვარ სანამ გოგოს ზედა აცვია. მერე აუხსნელი ცხოველი სახლდება ჩემში და მეუბნება... შეეხე! აკოცე... ფრანგულად აკოცე...
- ამიდგ...-სიტყვის დამთავრება ვერ მოვასწარი ისე შემოფრინდა პეპელასავით, თავის კოპლებიან ქუდთან ერთად, ოდნავ ანერვიულებული და ფერდაკარგული.

- მობილური დამრჩა აქ... - მიმტანს მიუახლოვდა, ჩანთა ბარზე დადო და წყვეტილად გააგრძელა- მობილური...

- იქ იქნება,სადაც იჯექით. ჯერ არ აგვილაგებია თქვენი მაგიდა.

გოგონა სწრაფად მივიდა მაგიდისკენ, შემდეგ ცოტა შეშინებულმა, ისევ დაიწყო ჩანთის ჩხრეკვა.
- შესანიშნავი დროა ძმაო, ისევ ასე იჯდები,*ირივით?
- რა ვუთხრა , მე ვარ შენი მობილურითქო?
- დაეხმარე პოვნაში-სანდრომ ჩაიხითხითა-ცოტაც გაეხახუნე..
- მოვიფიქრებ რამეს სანამ აქაა...
ვფიქრობდი უდაოდ. თავში მხოლოდ ის აზრი მომდიოდა მასთან ერთად დამეწყო ძებნა მაგრამ ეს ძალიან უხერხული იქნებოდა რადგან მოსაძებნი არეალი მინიმალისტური იყო, ამიტომ ყველაფერი ხელოვნური გამოჩნდებოდა გვერდიდან. რამე სხვა უნდა მომეფიქრებინა...
წამიერად მომინდა ხელში ამეტაცებინა, რამეთი გამეთიშა, ჩემთან წამეყვანა, საწოლზე დამეწვინა და მერე ... მერე უბრალოდ ვუყურებდი რაღაც დროის განმავლობაში, სულ სექსზე არ ვფიქრობთ კაცები. ეს ძალადობრივი გზა ღიმილითვე ამოიშალა და როცა დავინახე როგორ გაბრუნდა ისევ კარისკენ, საკმაოდ გასაგონად მივმართე.

- მე მაქვს შენი მობილური.
სანდრო გაკვირვებული მიყურებდა... და აი მოხდა სასწაული და მან პირველად გამოიხედა ჩემსკენ. დაბნეულად გამისწორა თვალი და მომიახლოვდა...
- დამიბრუნე-ხელი გამომიშვირა- არ ვეტყვი პოლიციას.
- უთხარი თუ გინდა, მაინც არ მოგცემ...- თვალს არ ვაცილებდი და პერიოდულად ვუღიმოდი. ეს აშკარა ფლირტი უკვე ყველამ იგრძნო მემგონი,მის გარდა.
- რაში გჭირდება? ბოლო მოდელის მობილური გიდევს გვერდით და ალბათ საკმაოდ ძვირადღირებული პიჯაკი გაცვია... ცანცარი თუ გინდა და გართობა, მე ნუ გამრევ...
- ვაიმე,რა სერიოზული ხარ... ცოტა უფრო მეტი ყურადღება რომ გამოგეჩინა ჩემს მიმართ, ან შენს ტონში პატარა სითბოს ტალღები მეპოვა, დაგიბრუნებდი.
- მაპატიე,მაგრამ მემგონი ვერ ხარ... გაკლია... დამიბრუნე და მორჩი ცირკაჩობას.
- რას მოვრჩე?- გადავიხარხარე
- ცირკაჩობას...-გამიმეორა და ხელი მეორედ გამომიშვირა... მე ცოტა ხანს ვუყურებდი მის თითებს,რომლებიც ცდილობნენ არ აკანკალებულიყვნენ და არ დაბნეულიყვნენ მათი პატრონის მსგავსად, ვუყურე,ვუყურე და გადავწყვიტე მეკოცნა.

შეშინებულმა უკან წაიღო და გაღიზიანებული გავარდა კარებისკენ
- ახლავე მოვიყვან ვისაც საჭიროა...
- ძმას თუ შეყვარებულს საყვარელო?
- ორივეს ერთად და ცალცალკე. გადავანაწილებ დღეების მიხედვით... - მეც წამოვხტი და მივასწარი კარებთან. ხელები გადავაჯვარედინე, კარებს ჩამოვეფარე და ისევ წავეფლირტავე.
- ამ კაფეს პატრონი არ ყავს?..- ამოიგმინა
- ჰაი... - ჩემს მაგიდასთან მჯდომმა სანდრომ ხელი დაუქნია.
- მშვენიერია!... რა საზიზღარი დღე მაქვს... იდიოტებით გატენილი საზოგადოება.
- ჩამოფრინდი ხო? ისე კითხულობდი იმ რაღაც წიგნს ალბათ ფრთები წაგტყდა.
- ის რაღაც წიგნი არ იყო, ის ქალები იყო, ბუკოვსკის !-მომახალა
- შე გარყვნილო...- ისევ ჩამეცინა. ეს ბებერი ერთადერთი იყო ვისი ყველა წიგნიც და ლექსიც წაკითხული მქონდა.
- გამიშვი რა... მეჩქარება... - ხელები ოდნავ შემახო მკერდზე და აუხსნელად გამაგიჟა მისმა სახის მიმიკამ.
- მითხარი რომ იმ *ირობას კითხულობ და ახლა გინდა გაგიშვა?
- უკვე მაშინებ... -მის ხმაში გულწრფელობა იგრძნობოდა. - უკან დავიხიე,გზა გავუნთავისუფლე.
- დაახლოებით ერთი საათია რაღაც სცენებს ვჭრი და ვკერავ. რას ვიტყვი, რას გავაკეთებ.. ისე რომ შთაბეჭდილება მოვახდინო და ირიბად არ მომიშორო თავიდან... რაც აქ ზიხარ ჩვენი გაცნობის სცენარს ვწერ... საოცარია ადამიანი, მაინც როგორ უნდა ყველაფერი დალაგებულად მოხდეს,არადა იცის რომ მაინც აირევა, დაიჩეხება. ანუ რაღაც დეტალებამდე მივდივართ. გამოგელაპარაკე, ასე თუ ისე... მაგრამ აი ნამდვილად არ მინდა შენი შეშინება...

გოგონა დაიბნა, კოპლებიანი ქუდი შეათამაშა ხელებზე შემდეგ ჩემს მაგიდასთან წამოვიდა და გვერდით ჩამოჯდა.
- შენ არ გაქვს ჩემი მობილური ხომ?
- არა... აქ არც შემოგიტანია,დამერწმუნე.
- ალბათ დამრჩა სადმე... დილით ვიყავი მეგობართან და ალბათ იმასთან.
- ალბათ...- დიალოგი იმდენად კომიკური და სასაცილო იყო სანდრო გაგვეცალა რომ არ გახეთქილიყო.
- შენც კარგავ ხოლმე მობილურებს?- მკითხა თბილშერეული ტონით.
- არა მე ქალებს უფრო ვკარგავ.
- ჰო... ისე კაცებიც იკარგებიან ხოლმე... მობილურებივით...
- შენც კარგავ?...
- აა... არა მე არა. თვითონვე კარგავენ თავს და მერე მე მკარგავენ.
- ცუდია ალბათ შენი დაკარგვა.
- არვიცი,შეიძლება...
- წახვალ ახლა? ნომერს არ მომცემ? ...-შევაპარე
- ჩემი გული... -თითები გულთან დაიდო
- ოღონდ ეგ არა რა, გთხოვ...- ლამის დავუჩოქე
- ძალიან ვწუხვარ...მომიტევე...- გაეღიმა და ხელი მომითათუნა მკლავზე.
- ოო რა... მასე რატომ ხდება? ახლა სად ვიპოვო შენნაირი კოპლებიანი გოგო?
- სამწუხაროდ მე უკვე მომიპოვეს...
- რომ გაგინაწილოთ მე და იმან?- უკან დავიხიე რომ მისი მუჯლუგუნი ამცდენოდა.
- პატარა,ცანცარა ბიჭი ხარ... -დაასკვნა- მაგრამ უნდა წავიდე.
- ასე მიმატოვებ?...

ორივე ფეხზე წამოვდექით. მე მისი ხელი მეჭირა და თვალს არ ვაშორებდი. ღიმილი მიმეყინა სახეზე,ვცდილობდი მაქსიმალურად შემესრუტა მისი ყველაფერი,სანამ კარს გაიხურავდა და ჩემს დეპრესიასთან მარტო დამტოვებდა... მერე კიდევ ფიქრობ... იქნებ წამიერად უფრო კარგია იყოს იდეალური, ვიდრე წლებთან ერთად დაკარგოს ეს თვისება? იქნებ მართლა სჯობდეს რომ მცირე ხნით ვიგრძნოთ და მართლა ვიგრძნოთ,რომ მერე ისევ დაიკარგოს და დაიკარგოს... როგორც ხდება ხოლმე.
პერიოდულად გინდება, რაღაცაზე გახდე ჩამოკიდებული... ელოდო... ეს ადამიანის ფიზიოლოგიური მოთხოვნილებაა.
იმ წუთას კი მივხვდი რომ უკეთესი იქნებოდა, ისე წასულიყო,როგორც მოვიდა. ისევ გაეფრიალებინა თავისი გრძელი კაბა და დაბნეულად ესწორებინა ის ბანალური, კოპლებიანი ქუდი... ვინ იცის,იქნებ ქუჩებში ისევ მომეკრა თვალი, იქნებ ისევ მივსულიყავი, იქნებ მაშინ მაინც არ ყოფილიყო ვინმეს საკუთრება...

ხელი გავუშვი,ის კარისკენ მესამედ მიტრიალდა და მზერა ისევ მე დამიბრუნა...
- იპოვი ხომ მობილურს?-ვკითხე.
- ვიპოვი...
- მეც ხომ მიპოვი, ის ტიპი რომ წავა?
- კი,შენც გიპოვი...
- ჰო და ერთად ვიქნებით... მე,შენ და მობილური...- ისევ გამეცინა, ხმის ტემბრი შემეცვალა მოულოდნელად.

წავიდა და წავიდა.
ჩემი კოპლებიანი გოგო.
ჩემი წამიერი სიყვარული.

გავბრუვდი, მალევე დავტოვე ტერიტორია...
მივუყვებოდი ქუჩებს და თან დორსების სიმღერას ვღიღინებდი-this is the end...



№1 სტუმარი nini

Shemaqana.
chemi wamieri siyvarulia es istoria!
iyo patar-patara shecdomebi, magram...
zafxulis gamis Sam saats mouxda sheni istoria.

 


№2  offline წევრი gvanc(a) 15

nini
Shemaqana.
chemi wamieri siyvarulia es istoria!
iyo patar-patara shecdomebi, magram...
zafxulis gamis Sam saats mouxda sheni istoria.


შეცდომები ხშირად მომდის ამ ბოლო დროს და ვცდილობ გამოსწორებას...
მადლობა დიდი.
ზაფხულის- ღამის სამი საათისთვის დაიწერა და ალბათ იმიტომ.

 


№3  offline მოდერი malena

ისეთი უჩვეულოა ჩემთვის შენი ნაწერების ღიმილიანი სახით კითხვა, არადა ისე კარგად გამოგდის ეს საყვარლობები... შიშით ველოდი ბოლოს... არ მინდოდა გაეშვა :( ბანალურობის დედოფალი ვარ და რა ვქნა. თუმცა, სრულყოფილი იყო ჩემთვის თავის ყველაფრიანად, თავის ბოლოიანად.
ვისიამოვნე, მადლობა. :)

 


№4  offline წევრი gvanc(a) 15

malena
ისეთი უჩვეულოა ჩემთვის შენი ნაწერების ღიმილიანი სახით კითხვა, არადა ისე კარგად გამოგდის ეს საყვარლობები... შიშით ველოდი ბოლოს... არ მინდოდა გაეშვა :( ბანალურობის დედოფალი ვარ და რა ვქნა. თუმცა, სრულყოფილი იყო ჩემთვის თავის ყველაფრიანად, თავის ბოლოიანად.
ვისიამოვნე, მადლობა. :)


შეგიძლია სხვა ნაწილებსაც გადაავლო თვალი,ამ ისტორიის.
ყველაფერი წამიერ პაემნებზეა და სწორედ ამიტომ ჰქვია ეს სახელი... ანუ ასე ვთქვათ ყველა ურთიერთობა რაზეც ამ პატარა ისტორიებს ვიფიქრებ ,,განწირულია" მსგავსი დასასრულისთვის...

უდიდესი მადლობა.

 


№5  offline წევრი Smiling girl

შენ შენი ისტორიებით ყოველთვის ახერხებ ჩემს გაკვირვებას <3 იმდენად კარგი იმდენად არვიცი როგორ აგიღწერო <3 იმედია კიდევ გაგვანებივრებ ასეთი ბევრი ბევრი ისტორიებით <3 ამ საიტზე ჩემი რჩეული მწერალი ხარ, და ისედაც <3

 


№6  offline წევრი gvanc(a) 15

Smiling girl
შენ შენი ისტორიებით ყოველთვის ახერხებ ჩემს გაკვირვებას <3 იმდენად კარგი იმდენად არვიცი როგორ აგიღწერო <3 იმედია კიდევ გაგვანებივრებ ასეთი ბევრი ბევრი ისტორიებით <3 ამ საიტზე ჩემი რჩეული მწერალი ხარ, და ისედაც <3


ვაიმე დიდი მადლობა ჩემო საყვარელო.
შენს კომენტარებს წინა თავებზეც მოვკარი თვალი და ძალიან ბედნიერი ვარ რომ მოგწონს და კითხულობ ინტენსიურად მიუხედავად განსხვავებული შინაარსების.

 


№7  offline მოდერი -ნინაკა

უმაგრესი გოგო ხარ! ❤ ვგიჟდები შენს წამიერ პაემნებზე. ყოველთვის როცა ვხედავ ვხვდები რომ განტვირთვა მელის. ❤ მადლობა ამისთვის..

 


№8  offline მოდერი malena

gvanc(a) 15
malena
ისეთი უჩვეულოა ჩემთვის შენი ნაწერების ღიმილიანი სახით კითხვა, არადა ისე კარგად გამოგდის ეს საყვარლობები... შიშით ველოდი ბოლოს... არ მინდოდა გაეშვა :( ბანალურობის დედოფალი ვარ და რა ვქნა. თუმცა, სრულყოფილი იყო ჩემთვის თავის ყველაფრიანად, თავის ბოლოიანად.
ვისიამოვნე, მადლობა. :)


შეგიძლია სხვა ნაწილებსაც გადაავლო თვალი,ამ ისტორიის.
ყველაფერი წამიერ პაემნებზეა და სწორედ ამიტომ ჰქვია ეს სახელი... ანუ ასე ვთქვათ ყველა ურთიერთობა რაზეც ამ პატარა ისტორიებს ვიფიქრებ ,,განწირულია" მსგავსი დასასრულისთვის...

უდიდესი მადლობა.


გადავხედავ რომელია, დიდი ხანია საიტზე არ შემოვსულვარ და როგორც სჩანს რაღაცები გამეპარა.
დასასრულებს გადავიტან როგორმე. :)

 


№9  offline წევრი gvanc(a) 15

-ნინაკა
უმაგრესი გოგო ხარ! ❤ ვგიჟდები შენს წამიერ პაემნებზე. ყოველთვის როცა ვხედავ ვხვდები რომ განტვირთვა მელის. ❤ მადლობა ამისთვის..


ვაიმე შენ ხარ მაგარი გოგო,რომ კითხულობ და ასეთ თბილ რაღაცებს მიწერ...

okay
იქნებ წამიერად უფრო კარგია იყოს იდეალური, ვიდრე წლებთან ერთად დაკარგოს ეს თვისება? იქნებ მართლა სჯობდეს რომ მცირე ხნით ვიგრძნოთ და მართლა ვიგრძნოთ,რომ მერე ისევ დაიკარგოს და დაიკარგოს... როგორც ხდება ხოლმე.

იქნებ...

წავიდა და წავიდა.
ჩემი კოპლებიანი გოგო.
ჩემი წამიერი სიყვარული.

- იპოვი ხომ მობილურს?-ვკითხე.
- ვიპოვი...
- მეც ხომ მიპოვი, ის ტიპი რომ წავა?
- კი,შენც გიპოვი...
- ჰო და ერთად ვიქნებით... მე,შენ და მობილური...- ისევ გამეცინა, ხმის ტემბრი შემეცვალა მოულოდნელად.


ახლა სად ვიპოვო შენნაირი კოპლებიანი გოგო?

ვუყურე,ვუყურე და გადავწყვიტე მეკოცნა.

მისი ყურადღება და მზერა. მისი ყურადღება და მზერა.

შენ სიყვარული გააშინაარსე.

მადლობა



შენ კიდევ ჩემი პაწაწუნა ნაწერი ,,დამიშალე" და გამაღიმე.
მადლობა შენ...

malena
gvanc(a) 15
malena
ისეთი უჩვეულოა ჩემთვის შენი ნაწერების ღიმილიანი სახით კითხვა, არადა ისე კარგად გამოგდის ეს საყვარლობები... შიშით ველოდი ბოლოს... არ მინდოდა გაეშვა :( ბანალურობის დედოფალი ვარ და რა ვქნა. თუმცა, სრულყოფილი იყო ჩემთვის თავის ყველაფრიანად, თავის ბოლოიანად.
ვისიამოვნე, მადლობა. :)


შეგიძლია სხვა ნაწილებსაც გადაავლო თვალი,ამ ისტორიის.
ყველაფერი წამიერ პაემნებზეა და სწორედ ამიტომ ჰქვია ეს სახელი... ანუ ასე ვთქვათ ყველა ურთიერთობა რაზეც ამ პატარა ისტორიებს ვიფიქრებ ,,განწირულია" მსგავსი დასასრულისთვის...

უდიდესი მადლობა.


გადავხედავ რომელია, დიდი ხანია საიტზე არ შემოვსულვარ და როგორც სჩანს რაღაცები გამეპარა.
დასასრულებს გადავიტან როგორმე. :)



იმედი მაქვს მოგეწონება...
ჯერ კიდევ რამდენიმე წამიერი პაემანი დაბოდიალობს ჩემს თავში...

 


№10  offline წევრი Salo me

ეს პირველი ისტორიაა, აქამდე შენი ავტოტობით არაფერი წამიკითხავს. ძალიან მომეწონა. მიყვარს გამსხვავებული, ლამაზი, ნაკლებად მძიმე, საინტერესო ისტორიები და ეს სწორედ ასეთი იყო. აუცილებლად ვნახავ შენს სხვა ნამუშევრებსაც.

საშინლად მომწონს ,,წამიერი პაემნების" იდეაც. საინტერესოა. ისე ამთავრებ მერე თუ მუზა მოგივა შეგიძლია მეორე ნაწილიც დაწერო. კარგია ძალიან
--------------------
Sally

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent