შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

საიდუმლო [13]


15-06-2016, 16:39
ავტორი N7
ნანახია 2 492

13
– სად არის? – შუა ღამეს გაეღვიძა კვლავ, ოთახს თვალი მოავლო და გვერდით მოწოლილ დედას შეშინებული ხმით ჰკითხა.
– მოგიყვანა და წავიდა, – გაუღიმა მტკივნეულად ნინომ.
– არ მოვა? – თითქოს მის ერთ ნაწილს სურდა, რომ თანხმობა ეთქვა, დანარჩენს კი სასტიკი ჩანაფიქრები ჰქონდათ.
– არა. მითხრა, რომ არ უნდოდა შენთვის ტკენა და აღარ გატკენს მეტად... – სახეზე დიდმა ტკივილმა გადაურბინა ქალს.
ერჩია არას მეტი აღარაფერი ეთქვა ნინოს. გულში თითქოს ნაპერწკალი გაღვივდა. თვალებში ცრემლი ჩაუგუბდა და მალე მწარედ ჩამოედინა სახეზე. თვალები დახუჭა და მაინც ტიროდა. სანდრომ მისი ნაწილი წაიღო... როდის მოასწრო ასე შეყვარება? განა შეიძლება არანორმალურად შეიყვარო ადამიანი მცირე დროში? მაგრამ მისი თვალები და მისი მარწყვისფერი ტუჩები... მათ სიყვარულზე უარს ვერასდროს ვერავინ იტყვის. იცოდა, რომ ბიჭის უკან დიდი საიდუმლო იდგა, რადგან სხვაგვარად ვერ იქნებოდა ამდენი იდუმალება მასში, მაგრამ ვერ წარმოიდგენდა ამ დიდ საიდუმლოს თუ მალავდა. შეიძლება სანდრო არც კი თვლიდა, რომ დიდი საიდუმლო ჰქონდა, მაგრამ თიკასთვის... ის მთელ სამყაროს სანაგვეზე მოისვრიდა, ოღონდ შეძლებოდა ამ საიდუმლოს შეცვლა. თუნდაც ერთი სიტყვის ამოგდება და წინადადება აზრს დაკარგავდა, ცხოვრება კი იმ რიტმში გააგრძელებდა ცეკვას, რომელშიც ყველაზე კომფორტულად გრძნობდა თავს თიკა; რომელშიც თითქოს ფრთები ჰქონდა და მთელ სამყაროს უფრენდა. სანდროს ერთი კოცნაც კი ხომ პარალელურ სამყაროში აგდებდა.
– დე, აპატიე, რაა, – შეევედრა ნინო.
გაოცებისა და გაბრაზებისგან ანთებული თვალები შეანათა.
– შენც აპატიე ოთარს და მეც ვაპატიებ სანდროს, – უთხრა, მაგრამ ზუსტად იცოდა, რომ არც ერთი იყო მპატიებელი.

ნაბიჯარეული გაუყვა გზას. ოცდათერთმეტი წლის მანძილზე ასეთი იმედგაცრუება არასროს განუცდია. პირველად მოუნდა ტირილი. თიკასაც ატკინა და თავადაც ეტკინა. განა ეს სწორი იყო? რატომ დასცინოდა ცხოვრება ასე ძალიან? ირონია, ირონია... დასწყევლოს!
ბარში შევიდა. თითქოს რაც აქამდე დაელია არ მოქმედებდა მასზე. კიდევ უნდოდა დალევა, დათრობა, ყველაფრის დავიწყება... ყველა აქამდე გადადგმული თუ გადასადგმელი ნაბიჯის ნაგავზე მოსროლა. იმდენად გააფერადა თიკამ მისი ცხოვრება, წასვლის შემდეგ ყველაფერი გაუფერულდა, აზრი დაკარგა.
სასმლისა და ალკოჰოლის სუნი, მოუწესრიგებელი ადამიანების სუნი და ხმაური ერთმანეთს ერეოდა. გულის არევამდე სძულდა ეს სიტუაცია, მაგრამ არ შეეძლო, ახლა რომ რამეში არ გაექარვებინა ეს დარდი, ალბათ, მოკვდებოდა.
დახლთან დაჯდა და ბარმენს ყველაზე ძლიერი ვისკი მოსთხოვა. გვერდით ჩაფსკვნილი კაცი, ორმოცდაათწლამდე, ეჯდა და სიგარეტს ეწეოდა. თითქოს მისგან უფრო მეტს ითხოვდა, ვიდრე ნიკოტინი იყო. არც ის ჩანდა ცხოვრებისგან გაღიმებული. მასაც ტკიოდა და გრძნობდა ამას სანდრო, თუნდაც იმ მანძილზე და თუნდაც ისეთი უცხო ადამიანისგან, როგორც ეს კაცი იყო.
საუბარი უნდოდა, დალევა და ვინმესთან ადამიანური საუბარი. ბოღმა ყელში ბურთად მოწოლოდა და სუნთქვის საშუალებას არ აძლევდა. ეს ბოღმა უნდა ამოეხეთქა, თუნდაც ვინმესთან ეჩხუბა, თუნდაც ამ ჩხუბში მომკვდარიყო, მნიშვნელობა აღარ ჰქონდა არაფერს.
– საყვარელი ადამიანი დაგიკარგავს? – იკითხა სასხვათაშორისოდ, თითქოს პასუხის ავტორთან დიდი ხნის ურთიერთობა აკავშირებდა და კითხვაც ჩვეული დიალოგის მეტად უბრალო გაგრძელება იყო.
არადა, მართლა უნდოდა ვინმეს მისი დარდი გაეზიარებინა და ეს გრძნობა ცხოვრებაში პირველად ჰქონდა. აქამდე არასდროს ასე არ სტკენია და, ალბათ, ამიტომ.
– დამიკარგავს, – გაიცინა და მის სიცილში იმაზე ბევრად, საოცრად ბევრად მეტი დარდი იყო, ვიდრე ბედნიერება.
– მეც დავკარგე... – ამოიხვნეშა და ჭიქა ვისკი უსიამოვნოდ ჩაუშვა ორგანიზმში, მაგრამ რამდენიმე წამში მოედო და გააბრუა იმაზე უფრო სასიამოვნოდ, ვიდრე აქამდე რამეს გაებრუებინოს. – ყველაფერი დავკარგე...
– ვინ იყო? – დაინტერესდა და სიგარეტის კოლოფი გაუცურა.
– გაგეცინება. ერთი თვეც არ გასულა ჩვენი გაცნობიდან და... უკვე ვატკინე, გესმის?
– ეს გარდაუვალია, ყველას გვტკივა, – სიგარეტის კოლოფი უკან ჩაიბრუნა ჯიბეში, მხოლოდ მას შემდეგ, რაც თავადაც მოუკიდა.
– ეს სხვა რამაა, – გაეღიმა, – ის ისეთია... ნაზი, სათუთი, რომელსაც უნდა მოუფრთხილდე, როგორც ჩვენ, ქართველები ვიტყვით ხოლმე, ხელის გულზე ატარო. მე კი ვერ შევძელი და ეს მტკივა. რომ ვატკინე, ის მტკივა. შეიძლება დრო გავიდეს და მაპატიოს, მაგრამ მე ვერასდროს ვაპატიებ ჩემ თავს.
კიდევ ერთი ჭიქა ვისკი გამოცალა, ადგა და ბარიდან გამოვიდა.
ნაბიჯი იმაზე მეტად ერეოდა, ვიდრე წინა ჯერზე. ახლა უკვე არ იცოდა, სად უნდა წასულიყო, მისთვის არც ერთი ადგილი ისეთი ახლობელი არ იყო, როგორც თიკას გვერდით ყოფნა. რამე უნდა გაეკეთებინა. ასე არ შეეძლო, სუნთქვა ეკვროდა, ფილტვებამდე ჰაერი არ ჩასდიოდა. მთელი ცხოვრება ერთს ცდილობდა – მაგდა შეეყვარებინა, თუმცა ვერ შეძლო. არაფერი აკლდა მის ცოლს: არც სილამაზე, არც განათლება, არც ფული... მაგრამ მასში ვერ იპოვნა ის, რაც მოკლე დროში აღმოაჩინა თიკაში. შეიძლება თიკა მაგდას სილამაზესთან, განათლებასა და ფულთან ვერასდროს მისულიყო, მაგრამ ბევრად უფრო მეტი გააჩნდა – სული, სიფაქიზე და უდიდესი სიყვარული. კაცს მეტი არაფერი სჭირდება ბედნიერებისთვის. მაგდა ცალკე გალაქტიკის ნაწილი იყო, თიკა კი – სულ სხვა გალაქტიკის. სანდრო მხოლოდ თიკას გალაქტიკაში გრძნობდა თავს კომფორტულად და ეს იმდენად არარაციონალური იყო, რამდენადაც შესაძლებელი.
თავბრუ ესხმოდა და ყველგან, სადაც გაიხედავდა თიკას ხედავდა, სახეზე ღიმილმოფენილს, ისეთ თბილს, როგორიც იყო. ხედავდა ბევრად და ხვდებოდა, რომ მეტად არავინ შეუღვარდებოდა. აღარ. მისი თითოეული შეხება, წარსულს დარჩენილი, აწმყოში ჟრუანტელად ევლებოდა მთელს სხეულში. არასდროს განეცადა მსგავსი ექსტაზი. ენატრებოდა, უყვარდა, აკლდა, უნდოდა. ვიღაც არ იყო სანდროსთვის თიკა... ის გოგო იყო, რომლისთვისაც ყველაფერს წყალს გაატანდა. მაგრამ კრიზისული მომენტი აიძულებდა ვერაფერი მოეფიქრებინა, ოღონდ კი გოგო დაებრუნებინა.
ბრაზობდა საკუთარ თავზე, საკუთარ სისულელეებზე. როგორ დაუშვა და როგორ უთხრა? იცოდა, რომ სხვისგან გაგება უარესი იქნებოდა, მაგრამ სულ ცოტა ხნით მაინც ხომ გაიხანგრძლივებდა მასთან ურთიერთობას? შეიძლება რამდენიმე თვით ან კვირით, ან დღით, ანდა სულაც საათით, მაგრამ მთავარია, რომ კიდევ შეეძლებოდა მისი მოფერება, კოცნა, მისი ღიმილისა და აციმციმებული თვალების სულელივით ცქერა.
ნაბიჯი აერია და რაღაც შენობის კედელი ინსტიქტურად მოიშველია. მცირე ხანს ხელით კედელს ეყრდნობოდა, თვალები დაეხუჭა და ფიქრი შეეწყვიტა. მხოლოდ ბნელით მოცულ არსებას აკანკალებდა თიკას შეხების სურვილით. ფეხები აუკანკალდა, ბოღმა ყელში ბურთივით გაეჩხირა. კედელს მუშტები დაუშინა, გამწარებული ღრიალებდა და თავს სტკენდა, რადგან დაუშვა და თიკას ატკინა.
ბოლოს დაღლილი მიესვენა კედელთან ზურგით, თავი კედელს მიაყრდნო, ცოტა ხანს კიდევ იფიქრა და გაითიშა.

უცნაური შეგრძნება იყო თიკასთვის კვლავ განშორება, კვლავ საყვარელ ადამიანთან. ღალატის შეგრძნება ჯერ ასე მძაფრად არასდროს ჰქონია. არც მაშინ, როცა გაიგო, რომ ერეკლეს შვილი ჰყავდა. პრინციპში, ეს ღალატი არც ყოფილა და არც სანდროს უღალატია. მაგრამ ვერ ეგუებოდა ფაქტს, რომ სხვას ღალატობდა სანდრო. წარმოიდგენდა, რომ დრო გავიდოდა, ბიჭი მას მოიბეზრებდა და ცოლის მსგავსად უღალატებდა. ფანტაზიებზე აკანკალებდა და გიჟივით იხოკავდა სხეულს. რა დამართა, ღმერთო, რა დამართა... დაიმსახურა? ამდენი ირონია ცხოვრებისგან, როდის დაიმსახურა? რა დააშავა? შვილი მოკლა, დედა თუ ძმა? ასე რატომ ისჯებოდა? კითხვები მის თავში ირეოდნენ და საბოლოოდ დეპრესიამდე მიჰყავდათ. დეპრესიამდე, რომლის მსაგვსი აქამდე არაფერი განეცადა... საშინელი და მტკივნეული.
ყველაფერს ცდილობდა ნინო. დამამშვიდებლებს ასმევდა, ესაუბრებოდა, პატიებას აღარ სთხოვდა, უბრალოდ, უნდოდა, რომ დამშვიდებულიყო. რა აღარ სცადა, რა მხრიდან აღარ მიუდა, მაგრამ ვერაფერი... დედასავით ჯიუტი გამოდგა ამ საკითხში და საშინლად იუარა ყოველგვარი დახმარება. არ სურდა, რომ ვინმეს ამ მდგომარეობაში ენახა და სთხოვა ნინოს, ვინც მიკითხავს უთხარი, რომ დასასვენებლად წავიდა, ოღონდ არ ვიცი სადო. ასეც იქცეოდა ქალი და ოსტატურად ატყუებდა მის დაქალებს, მაგრამ მარიამი ნინოსაც ისევე კარგად იცნობდა, როგორც თიკას და მეორე ჯერზე, სახლში რომ მიადგათ,არ დაუჯერა ქალს.
– რა სჭირს თიკას? – ამოიჩურჩულა და სახლში დაუპატიჟებლად შეიჭრა.
– არაფერი, მარიამ, ხომ გითხარი? – ანერვიულდა ნინო.
– კარგი რა, ნინო... მაგას გამომაპარებ? – შეუბღვირა ქალს.
– თავის ოთახშია, – დანებდა ბოლოს, – ოღონდ ძალიან ცუდ დღეშია... არავის ნახვა არ უნდა, ხან მეც კი არ მიღებს, – ამოიხვნეშა და მისაღებისკენ ანიშნა მარიამს.
– რა მოხდა? – ტუჩები აუკანკალდა გოგოს.
– სანდრო... – დაბალ ხმაზე ახსენა მისი სახელი და მისაღების კარი უხმოდ მიხურა.
– რამე დაუშავა? – წამოიყვირა აღშფოთებულმა.
– დაახლოებით. ცოლი ჰყავს.
– არამზადა! – ძალაგამოცლილი ჩაეშვა სავარძელში.
– ცოლთან მხოლოდ საბუთები აკავშირებს... თიკაა სულელი, – სიგარეტს მოუკიდა ნინომ.
– შემიშვი რა თიკასთან, – შეევედრა და მოუსვენრად დაიწყო ოთახში მიმოსვლა.
– არ შემიძლია. დამიჯერე, სჯობს არ ნახო, თორემ მეც მომკლავს და შენც.
სხვა გზა არცერთს ჰქონდა, ორივე დანებდა.

მოკლედ, არც კი ვიცი, როგორ მოვიხადო ბოდიში.
მაპატიეთ, რა.
ბათუმში ვიყავი და დასვენების ნაცვლად ისე ვიღლებოდი, დრო თუ მრჩებოდა, თავი არ მქონდა, ასე რომ, ვერ დავწერე.
ჩამოვბოდიალდი და ესაა, რაც შევძელი.
მიყვარხართ მე თქვენ!



№1  offline მოდერი sameone crazy girl

ძალიან მომწონს რეალური რეაქცია აქვს ალბათ მეც ასე ვიზამდი მაგრამ იმედვს ვიტოვებ დიდხანს არ იქნება ასე და მალე მოეგება გონს wink

 


№2  offline წევრი N7

sameone crazy girl
ძალიან მომწონს რეალური რეაქცია აქვს ალბათ მეც ასე ვიზამდი მაგრამ იმედვს ვიტოვებ დიდხანს არ იქნება ასე და მალე მოეგება გონს wink

ვნახოთ, ვნახოთ ^_^
მიხარია, რომ კითხულობ love
--------------------
ქოქოსის გოგო.

 


№3  offline წევრი Pepper

ძლივს ძლივს
რამდენიხანი ველოდეე
სანდროს გრნობებირომ აღწერე გამაჟრჟოლა
თიკა მეცოდება
იმედია აპატიებს
არ უნდა იყვნენ ეს ორნი ცალცალკე
თავი იყო ემოციური როგორიც გეკადრება
რა უნდა გითხრა უბრალოდ სიტყვები არმყფნიის
ჩვენი საოცრება ხარ შენ
მიყვარს სანდროც თიკაც ისტორიაც
და შენც !
იმდენად კარგი თავი იყო რომ დაგვიანებაც გეპატიება ^^

 


№4  offline წევრი N7

Pepper
ძლივს ძლივს
რამდენიხანი ველოდეე
სანდროს გრნობებირომ აღწერე გამაჟრჟოლა
თიკა მეცოდება
იმედია აპატიებს
არ უნდა იყვნენ ეს ორნი ცალცალკე
თავი იყო ემოციური როგორიც გეკადრება
რა უნდა გითხრა უბრალოდ სიტყვები არმყფნიის
ჩვენი საოცრება ხარ შენ
მიყვარს სანდროც თიკაც ისტორიაც
და შენც !
იმდენად კარგი თავი იყო რომ დაგვიანებაც გეპატიება ^^

მეც მიყვარხარ შენ!
და კიდევ ბევრჯერ გმადლობ, ასეთი თბილი და ტკბილი რომ ხარ! love
--------------------
ქოქოსის გოგო.

 


№5  offline წევრი madridista

imedia tabjva-wamebis scena didxans argastans da mosabezrebel qcevaahi argadava. warmatebebi magari gogoxar

 


№6  offline წევრი N7

madridista
imedia tabjva-wamebis scena didxans argastans da mosabezrebel qcevaahi argadava. warmatebebi magari gogoxar

დიდიი მადლობა love
--------------------
ქოქოსის გოგო.

 


№7  offline წევრი LeLa-LeL

Sadxar ar deb?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent