შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გოგონა მწვანეში (6)


16-06-2016, 16:57
ავტორი mariako1997
ნანახია 1 880

ქუჩაში ჩემთვის, მივაბიჯებ და თითქოს, ეს პირველად ხდებოდეს, ვათვალიერებ გარშემო მყოფადობას.ვაკვირდები უბედურ,ნახევრად უბედურ და ბედნიერ სახეებს.
ყოველი მათგანი დაატარებს, რაღაც ისტორიას,რაც ან ასე აბედნიერებთ, ან ასე ასევდიანებთ.
მაინც რა ცუდია, როცა ვინმე საკუთარ თავზე, მეტად გიყვარს,მაშინ მეორე ხარისხოვანია, შენთვის, მის გარდა ყველაფერი.
მეც ამ სიყვარულის, მსხვერპლი ვარ და არ ვიცი, საით მივექანები.

***
კიბეზე ავდივარ,თითქოს ფეხები არ მემორჩილება და უკან მრჩება.
სახლში ასვლა, საშინლად არ მსურს.
ზარს ვრეკავ...
ვიცი, რომ დედა და მამა წუხელ ღამის ცვლაში, იყვნენ, ამიტომაც არ დასვამენ კითხვას, შინაარსით თუ სად ვიყავი. ცოტა ვბედნიერდები.
კარს, მამა აღებს.
შეუმჩნევლად ვეხები ლოყაზე,ძალდატანებით ვეხვევი და ჩემი ოთახისკენ მივემართები.
როგორც, ყოველთვის დედას მთელი ღამის უძილოს,ახლაც გონ დაკარგულს სძინავს.
ხოლო მამას, ალბათ მყუდროება თუ დავურღვიე.
ისინი ექიმები არიან, თავის სამსახურზე წინ, მათ არასდროს დაუყენებიათ არავინ და არაფერი.
მეც, დღემდე ასე მოვედი,ჩემით,დამოუკიდებლად, თითქმის.
ოთახში შესული, კართან, ფეხსაცმელებს ვტოვებ.
საწოლთან ახლოს, ვაგდებ კაბას და ხალათით ვიმოსავ, შიშველ სხეულს..
ახლა კიდევ უფრო მენატრება, თომას თბილი სხეული, ვიდრე უწინ. სანამ, გემოს გავუგებდი.
ნოუტბუკს ვხსნი და facebook-ში დავძვრები, მომენტალურად მახსენდება, თომას გვერდი და სასწრაფოდ ვსტუმრობ.
აქამდე არასდროს გამიმახვილებია ყურადღება, იმაზე რომ შესაძლო იყო,სურათებში მისი ცოლიც, დამეთვალიერებინა.
მალე მივაგენი თაგებში მის ცოლსაც, "თეკლა" მხოლოდ ამის ამოკითხვა მოვასწარი.
ტელეფონმა, შეტყობინების მოსვლა მამცნო.
სასწრაფოდ მივვარდი და screen-ზე დადებული, პასვორდის წერა დავიწყე.
ამჯერად არ შევმცდარვარ,შეტყობინება თომასგან.
ახლა, ბედნიერებისგან ცრემლებიც წამომცვივდა და თვალები უფრო მეტად გამიბრწყინდა. სმსში ამოვიკითხე:
-მიმ, მე შენი სურნელი მაქვს..
ამ ბოლო დროს ხშირია, ძალიან ხშირია ემოციები. ემოციები რომლებიც პირველად განვიცადე..
სმს-სს მინიმუმ 5ჯერ ვკითხულობ და თვალებს ვხუჭავ.
"მეორე მე" შეწინააღმდეგებას ცდილობს.
ცდილობს, ბედნიერება არ შემარგოს და ტვინს მიბურღავს.
მისი ცოლის, მომავალი უბედურების ხარჯზე, როგორ შეგიძლია იყო ასეთი ბედნიერი? !!!!
აქ უკვე საკუთარ მეორედთან ვიწყებ კამათს..
რატომ უბედურების? იქნებ 6თვეა ამას ელოდება, იქნებ თომა არც უყვარს,იქნებ მეგობარი მამაკაციც ჰყავს.
შესაძლოა ვერც ვერასდროს გაიგოს რა გვაკავშირებს ჩვენ.

***
საღამოს 8საათი შესრულდა.
თომამ კვლავ მომწერა შეტყობინება, რომ ჩემი ნახვა უნდოდა და მეც მზადებას შევუდექი.
ამჯერად მოკლე შორტები,კედები და უბრალო შავი მაისური, მოვიხდინე და კიბეებს სირბილით, ჩავუყევი.
ის თავისი მანქანით, კორპუსთან ახლოს მიცდიდა.
მანქანის კარი, გავაღე და გადავკოცნე.
ღვედი გავისწორე და მხრებში გავიმართე.
-ნუთუ მარტო ლოყაზე?
სიცილით წარმოსთქვა და მანქანის მართვას, შეუდგა.
-რათქმაუნდა არა, თუმცა ახლა უმჯობესია, მითხრა სად მივდივართ ?
-ვფიქრობ,სასტუმროც საეჭვო თემაა, ამიტომ აგარაკზე ავიდეთ ხოლმე და იქ დავრჩეთ. ხვალ ისედაც ვისვენებ, შენ რას იზამ ?
-გავაცდენ!
ვთქვი მტკიცედ.
-შენი ცოლიი ?
-რაა ჩემი ცოლი ?
-რას იფიქრებს, კიდევ რომ არ მიხვალ სახლში, იქნებ ჩემნაირები ბევრი გყავს და მიჩვეულიცაა.
-არაა პატარავ, მე ხშირად არ ვარ ღამე სახლში.
აქამდე მიზეზი გამოფენა იყო,დღისით ვერ ვასწრებდი ნახატების ხატვას და ღამე ვხატავდი. ვითომ ახლაც ეს არის მიზეზი, სინამდვილეში კი შენ ხარ!!

ჩამეღიმა,ჩამეღიმა და კიდევ უფრო მეტი სიყვარული ვიგრძენი.
მინდოდა მასაც ასევე, ვყვარებოდი. თუმცა ის არაფერს ამბობდა.
"საქმიანი კაცი", ამჯერად სპორტული ტანისსამოსით იყო გამოწყობილი,არც სათვალე ეკეთა.
საშინლად მოვიხიბლე, ვუყურებდი და ვაფასებდი ყოველ წამს, რადგან ნებისმიერ წამს შეიძლებოდა, ეს ყველაფერი მტკივნეულ მოგონებად გადაქცეულიყო.
რისიც საშინლად მეშინოდა, მეშინოდა რომ ერთ დღეს მარტოსული გავიღვიძებდი და ჩემი ოთახი ხელსახოცებით გაივსებოდა.
ამჯერად გზაში, სულ 40წთ თუ დავხარჯეთ.
მანქანიდან ჯერ თომა გადავიდა,კარი მოკრძალებით გამიღო და ასევე მოკრძალებით გადამხვია ხელი..
დიდი სახლი იყო,4სართულით.გარედან სულ თეთრი ფერის.
კიბით ავედით და რკინის უზარმაზარ კარს, მივუახლოვდით.
შესასვლელში, დიდი სარკე და მოჩუქურთმებული აივნები იყო,რომელიც საგულდაგულოდ შევათვალიერე.
თომას მოსაცმელი იქვე დაეგდო,მისი მოსაცმელი ხელში ავიღე და მისი სურნელი სამუდამოდ ჩემბეჭდა მეხსიერებაში.
სამზარეულო ის ადგილი იყო, რომელიც ასევე დიდ სიამოვნებას, ანიჭებდა მას.
ამიტომაც უკვე ვიცოდი, სად უნდა მომეძებნა და რამოდენიმე კარი შევაღე.
ერთი სათავსო ოთახი იყო, მეორე ვერანდა, მესამე და მეოთხე კარის გახსნა ვერ მოვასწარი.
უკნიდან მისი, ძლიერი ხელები შემომეხვია და ასე გავედით სამზარეულოსკენ, სადაც ალკოჰოლისგან და ლიმონისგან კოქტეილი მოემზადებინა..
-ალბათ, იცი მე შეყვარებული, რომ მყავს.
ვთქვი დაფიქრებით და თვალებში შევხედე
-შენ რაა ისიც გიყვაარს ?
-რათქმაუნდა არაა !
-აბა, რატომ ხარ მასთან?
-მას ვუყვარვარ.
-ნუ გამაჭედინებ!!უნდა აირჩიო ვისთან გინდა, გასაგებიაა ?
-იქნებ შენც აირჩიო!
ის დუმდა,საერთოდ ვეღარაფერს ამბობდა.
შეყვარებული არ მყავდა, თუმცა იმდენად საინტერესო იყო, ჩემთვის მისი რეაქცია და ქმედება, რომ ცოტათი ვიცრუე კიდეც.
და ყველაზე კარგი, იცით რა იყოო ?
ყველაზე კარგი და სასიხარულო, ის იყო რომ, თომა უკვე თავის ცოლს აღარ ირჩევდა..



№1  offline წევრი mariako1997

ჰო, არც მე მომწონს, მაგრამ ცცხოვრებაში, ბევრი რამე ხდება და მე უბრალოდ ვცდილობ რელობა ავღწერო.ყველაფერი ჰეფიენდით ვერ დასრულდება :(

 


№2  offline წევრი მოლურჯო

კარგიდან საშინელებაში გადავიდა
ვეღარ ვხედავ პროგრესს
--------------------
მარიამი

 


№3  offline წევრი mariako1997

სევდიანი გიჟი
კარგიდან საშინელებაში გადავიდა
ვეღარ ვხედავ პროგრესს

Dzaliann cudiia,agar waikitxo

 


№4 სტუმარი ქეთი ქეთი

სიყვარულსა და სიძულვილის შორის ერთი უფრსკულია, თუ ჩაიჩეხე ამოსვლა არც თუ ისე ადვილია, მარა გახსოვდეს თუ შეიყვარე უერთგულე თორე ისე გაფრინდება ვერსად დაიჭერ.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent