გოგონა მწვანეში (5)
*** შევდივარ გრძელ ფოიეში,კედლებზე უამრავ ნახატს გაკვრით ვავლებ თვალს,ნახატებში ვხედავ უამრავ შიშველ ან ნახევრად შიშველ ქალს, მგონია რომ ყოველი მადგანი მე მიმზერს. მე, ისევ ჩემი მწვანე სარაფნით და ახლა უკვე 12სმ-იანი ქუსლებით. თმა უწინდებურად გაშლილი მაქვს. ჩემს თვალწინ თავისუფალი სივრცე იშლება,პირველი რაც თვალში მკაფიოდ მხვდება, ეს თომას ზურგია, რომელიც ოთახის შუაგულში სამხატვრო დაფასთან ზის და დაჟინებით უცქერს მას. ხელში ფუნჯი უჭირავს,ფუნჯის წვერი მუქი ლურჯი ტონით არის გაჟღენთილი,სავარაუდოდ შეზავებულია, შავთან. ნახევრად დაუსრულებელ, ნახატს და ფანჯრის შეუდარებელ ხედს, შორის განსხვავებას, თითქმის, ვერ ვხედავ. კედელზე ჩუმად ვაკაკუნებ... ვცდილობ, არც ახლა დავურღვიო მას მყუდროება. ლექტორი, ნელ-ნელა ბრუნდება იმ სამყაროდან აქ. ტრიალდება და მიღიმის.. -მიმიშკა, მოდი პატარა. -როგორ გრძნობ თავს ? ვეუბნები მორიდებით და ვუახლოვდები. -ახლა უკვე, უკეთ. აქეთ მოდი. თავს ვუქნევ და ფანჯარასთან მდგომ, სკამზე ვთავსდები. -იქნებ ფანჯარაში აჯობებს ? -მართალი ხარ მიმიი.. ეხლა მომისმინე კარგად და გაიმეორე. ფეხები ერთმანეთზე გადაიდე და გაშეშდი.. თავი, შენი ჰაერში მყოფი, ხელის მიმართულებით, მოიქციე,თვალებიც მისკენ და ტუჩები გამობურცე.. -ასეე ? -არაა, მოიცადე. თომა ჩემსკენ წამოვიდა, დაიხარა ხელი გამისწორა და თითებზე უცნაურად შემეხო.უცნაური შეგრძნება იყო, აი ისეთი ჟრუანტელი რომ დაგივლის და სადღაც პეპლების მოძრაობებს რომ გრძნობ. ერთხანს ასე, მიყურა და შემდეგ გამოფხიზლდა. -ჰოო მართლა რა მოიფიქრე იმაზე ? -მგონი, თანახმა ვარ. -ვიცოდი რომ ბავშვური ქცევები არ გახასიათებდა, ძალიან კარგი. თქვა და კმაყოფილება აშკარად შეეტყო. ნამდვილად ვიცოდი და გააზრებული მქონდა, თუ რა რისკზე მივდიოდი,ვხდებოდი სათამაშო კაცის რომელიც უკვე თავდავიწყებით უსასრულოდ მიყვარდა. მის გამო, არც ჩემს ქალისშვილობას არ ვაგდებდი არაფრად, არც ჩემს თავს ან ჩემს მშობლებს. ვიცოდი, რომ ამ მომენტში, ჩემს ცხოვრებაში თუ რამე ღირებული იყო ეს თომა იყო და არა ქალისშვილობა, რომელიც ყოველთვის მეათე ხარისხოვანი იყო ჩემთვის. არასდროს ვყოფილვარ მომხრე, ამ ძველმოდური ტრადიციების, ამიტომაც დრო იყო მსხვერპლი გამეღო. მე ხომ უკვე 18ის ვიყავი, ჩემი კავალერი ჩემზე 7წლით დიდი იყო, თუმცა ეს სულაც არ წარმოადგენდა პრობლემას. ის თავის დაფას, დაუბრუნდა და ფიქრებში წავიდა. ფუნჯს, იმდენად ჰაეროვნად, ხმარობდა ალობათ ამის აღწერას ვერც შევეცდები. მეც ჩავფიქრდი. ის მე, მე კი, მას ვათვალიერებდი. -მიმი, მე ნუ მიყურებ, ხელს უყურე. კვლავ გაიღიმა და ეს საკმარისი იყო ჩემი "დადებილებისთვის". ყველაფერზე ისედაც თავს ვუქნევდი,ახლაც ხელს მივაშტერდი და კვლავ ფიქრებში გადავეშვი. -კაბა შეიხსენი! ჩამესმა ყურებში მისი ხმა და სწრაფად გამოვფხიზლდი. -როგორ ? ამას ნამდვილად არ მოველოდი. -როგორ ? უკან გაიხსენი, მკერდის მეორედი რომ გამოგიჩნდეს, გამოკვეთილად. იქამდე ჩამოწიე. -არ ვიცი ასეთი დამყოლი რატომ ვარ ... სიცლით წარმოვსთქვი და დავალების შესრულებას შევუდექი. დაახლოებით 40 წთ ასეთი მომენტი შეიქმნა, მე ვიჯექი ხელს მიშტერებული, თუმცა ხელის გარდა ყველაფერზე ვფიქრობდი, ის კი აუჩქარებლად მხატავდა. -დაგხატე. თქვა და ნახატს დაჟინებით, დაუწყო ყურება. -ჰოო "გოგონა მწვანეში" ერქმევა მას. კვლავ გაიღიმა და კმაყოფილი წამოვიდა ჩემსკენ. -თომაა, ის შესანიშნავია. აღტაცებას ნამდვილად ვერ ვმალავდი, იმდენად გასაოცარი იყო ჩემთვის. საყვარელი მამაკაცი, რომელმაც თითვეული მონასმით, კონტურით და ნაკვთებით შემამკო. -ყველაზე ლამაზია, რაც კი ოდესმე შემიქმნია.დარწმუნებული ვარ საფრანგეთიც ასე იფიქრებს თვენახევარში. -გამოფენას აწყოობ ? -ჰო, საპატიო სტუმარი იქნები შენც. -ეს ძალიან მაგარია თომა,ძალიან. თვალები გამიბრწყინდა, მსგავსი ბედნიერება არასდროს შემიგრძვნია. -მოდი ჩემთან! -რაა ? -მოდი ! -კი, მაგრამ... -არავითარი მაგრამ. *** საშინლად ბედნიერი ვიღვიძებ, ვხვდები რომ ეს ადგილი სახელოსნოს არ ჰგავს, არც ჩემს სახლს და არც მის სახლს. ვხვდები რომ სულ შიშველი ვარ, უკვე სრულყოფილი ქალიც და რაც მთავარია თომას გვერდით .. მას სულმოუთქმელად სძინავს. ნელი ნაბიჯებით ვუახლოვდები ფანჯარას და ვხედავ გზაჯვარედინს, დიდ მარკეტს, ირგვლივ კორპუსებს,,ასეულობით მანქანას. სასტუმროოო...... საათს გაფართოებული თვალებით ვაკვირდები, უკვე თორმეტი ხდება. აღტაცებას ვერ ვმალავ და ვყვირი: -ლექციაზე დაგვაგვინდა ! ! ! ! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.