შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ექიმი დეტექტივი 7


16-06-2016, 21:52
ავტორი NA NO
ნანახია 1 934

....
ფიქრებარეული გამოვედი ჯეიმსის სახლიდან და უკვე ჩაბნელებულ ქუჩებს ჩავუყევი, მაკვირვებდა ჩემი თავი, ჩემი აზრები და მონდომება, სრულიად უცხო ადამიანის მიმართ ჩადენილი უსამართლობა სულით ხორცამდე მძრავდა და არ მასვენებდა. სრულიად გადავერთე ჩემი საქმიდან, ოცდახუთი წლის გოგო, რომელიც მხოლოდ კარიერის აწყობას ცდილობდა და ახლა ქაოსურ სიტუაციაში იყო. ცოტა ხნით ფეხით გავლამ ცოტათი დამაწყნარა და სახლში წასასვლელად მოვემზავრე. შორს არ იყო ჯეიმსის სახლი ჩემი ბინიდან, თუმცა სეირნობაში შემომაღამდა, სადარბაზო სულაც არ იყო ჩაბნელებული, თუმცა იმის შეგრძნება, რომ ვიღაც მიყურებდა ზედმეტად მოზღვავებული იყო... თავი ლიფტში რომ დავიგულე ერთიანად ამოვისუნთქე, მომწონდა ეს ლიფტი ზედმეტად სუფთა და კრიალა იყო. ერთიანად ბრწყინავდა და დიდი სარკე თავისკენ გიხმობდა. სიმშვიდის ზენიტს როდესაც მივაღწიე ირგვლივ ყველაფერი გაშავდა, იმის გააზრებაც არ მინდოდა, რომ ლიფტში გავიჭედე. ჩემი ეს მიჩქმალული ფობია ვატყობდი ისევ იღვიძებდა ჩემში, ლიფტში არასდროს შევდიოდი მარტო, შიშის გამო და ჩემი მეგობრისთვის ეს დიდი ხნის სახუმარო თემად იქცა, ჩამომაკითხავდა ხოლმე ლიფტით და ერთად ავდიოდით მეექვსემდე, მერე კი თითქოს დავძლიე მარტოობის, უჰაერობის, სიბნელის და ლიფტის ჩავარდნის შიში. უკვე სუნთქვა მიჭირდა და რაღაც ხმები მელანდებოდა, როდესაც კვლავ დაიძრა და ჩემს სართულზე გამოვედი, ერთიანად შევისუნთქე ჟანგბადი და თვალები ხარბად შევანათე ნათურის შუქს. იატაკზე კონვერტი დამხვდა და მაშინვე გამახსენდა წინა ანონიმური წერილი, ალბათ ეს რიგით მეორე იყო.
,,ძალიან მიდოდა დამეჯერებინა, რომ ჭკვიანი ხარ, თუმცა ვრწმუნდები რომ შენთვის ცხოვრებას დიდი ფასი არ აქვს. რახან დეტექტივობანას თამაში მოგწონს მეც შემოგიერთდები, თუმცა ბოლოჯერ გაფრთხილებ, შეეშვი კევინის მკვლელობას და შენს საქმეს მიხედე, მე მაინც ვერ მიპოვი, ან მიპოვი და ამით დაამთავრებ“.
ალბათ გიჟი ვარ, მაგრამ საერთოდ არ მიგრძვნია შიში, თითქოს ვიღაცამ გამომიწვია და მეც ადრენალინის მოზღვავების გამო დავთანხმდი...
-პიტერ ისევ მუქარის წერილი დამხვდა, თან სანამ ჩემს ბინამდე ამოვიდოდი ლიფტი გაიჭედა, მაგრამ ეგ შემთხვევითობა სულაც არ მგონია, ალბათ დროის მოგებას და ჩემს შეშინებას ცდილობდა
-ლილი საფრთხეში ხარ და ნება მომეცი ჩემს მეგობარს ვთხოვო შენი დაცვა
-კარგი რა პიტერ, რა დაცვა, სადაც წავალ ვიღაც იარაღიანი კაცი უნდა მომყვებოდეს?
-დაგიცავს...
-არ არის საჭირო ჯერ მოქმედებას დაველოდოთ, არამგნია ეგრევე მომკლან
-სიკვდილით არ ვიცი, მაგრამ როცა მიხვდება წერილებით ვერ გაშინებს, მაშინ შენს დაჭრას შეეცდება
-ხოდა ჯერ სცადოს, თავიდან ვიფიქრე წერილების თაობაზე პოლიციაში ხომ არ განმეცხადებინა, მაგრამ სისულელეა, გამოჩხრეკენ რას წარმოვადგენ, სად ვმუშაობ და ათას კითხვას დამაყრიან, თუ რატომ ვარ დაინტერესებული კევინის მკვლელობით, ეს კი მე არ მაწყობს
-მაგრამ არც ცივი მიწა გაწყობს
-ასეა... ჯეიმს არაფერი უთხრა არ მინდა ინერვიულოს, თუ რამე ახალი მოხდება დაგირკავ
-თავს გაუფრთხილდი ლილი
-მადლობ.

....
-ლილი ჩემი ჩანთა ოთახში აიტანე და ბერნარდს ჰკითხე რამე ხომ არ უნდა, მე ბაღში ვიქნები
-კარგით... დავიღალე განწირული მოახლის როლის თამაშით, თანაც ხელჩასაჭიდს ვერაფერ ვარკვევ, ის ის იყო ბერნარდის ოთახის კარზე უნდა დამეკაკუნებინა, რომ ლაპრაკი შემომესმა
-ემამ არ უნდა იცოდეს ეს ამბავი ხომ იცი?
-,,,,
-რათქმაუნდა, მაგრამ რატომ არ გესმის არაფერში მჭირდება მისი კომპანიის ასე გაფართოება, ის ქართველიც რაღა, მაშინ გამოჩნდა როდესაც ჩვენ შეგვეძლო ემას კომპანიის პარტნიორობა?
-....
-რა თქმა უნდა ჩემს სახელხზე ვერ გადმოვაფორმებთ კომპანიას
-....
-კი, როგორც კი საქმე მოგვარდება მაშინ გავეყრებით, ხომ იცი ამის სურვილი თავადაც აქვს...
როცა მივხვდი ბერნარდმა საუბარი დაასრულა, კარზე სწრაფად დავაკაკუნე, ნამდვილად არ მინდოდა რამე შეემჩნია და მაქსიმალურად ვეცადე თავი თავისუფლად მომეჩვენებინა
-ქალბატონი ემა ბაღშია და თუ რამე გნებავთ თქვენს განკარგულებაში მიგულეთ
-კარგიი... თავი დამიკრა და საბუთებს მიუბრუნდა. - ლილი ერთი წუთით მოიცადე
-გისმენთ ბატონო ბერნარდ
-საქართველოში დემეტრეს კომპანიის - new-wood-ს შესახებ არაფერი გსმენია?
-რისი კომპანია აქვს პირველად მესმის
-ავეჯის
-არა ბატონო ბერნარდ, საერთოდ მისი სახელიც არ მსმენია, არ ვიცი ეს სამწუხაროა თუ არა
-ვინ იცის... კარგი თავისუფალი ხარ, შეგიძლია გახვიდე




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent