საღამო მშვიდობის, ბედნიერებავ (თავი3)
–შეენ? ბუჩქებში ჩამალულიყო დიმიტრი და იქედან ბავშვივით მიცინოდა.წამოდგომა სცადა,თუმცა ეკლის ტოტმა,რომელიც ტანსაცმელს გამოსდებოდა,ამის საშუალება არ მისცა. –ფუ შენი! –შეიკურთხა და მთელი ძალიან შეეწინააღმდეგა მცენარეს. –შენ რა მითვალთვალებ? – გაკვირვებისგან პირი დამრჩა ღია. –არა უკან აგედევნე,რომ გამეგო როგორ ხარ? ნამდვილად არ მინდა მკვლელობის მცდელობისთვის გამასამართლონ..–შეეცადა ეხუმრა,თუმცა ნამდვილად არ ვიყავი სიცილის გუნებაზე. –დაახვიე.ბიჭო და შენს თავს პატივი ეცი,ნუ დებილობ ამხელა კაცი! –რაც არ უნდა მითხრა შენს დევნას არ შევეშვები,რადგან იქ როდესაც ჩაგიკარი გულში ისეთი რაღაც ვიგრძენი,როგორ გითხრა.. აი ტანზე დამაყარა ბუსუსებმა,თუ რაც ქვია რა..– მეტი დამაჯერებლობისთვის შეეცადა მოსულიყო ახლოს და მენახა მისი კანის “ზედაპირი” –მეტი საქმე არ მაქვს ეხლა შენ რა გემართება ეგ განვიხილო,გირჩევ ექიმს მიაკითხო ,ეგ ჩემი ბრალი კი არააა ,ავად ხარ და არ გადმომდო რა…–რას ვსაუბრობდი თვითონაც ვერ გამეგო.მიხურდა შიგნით ყველაფერი.გული კი ისე მიცემდა,მეშინოდა მას არ გაეგო მიისი ბაგაბუგი. –ნუთუ არ მოგწონვარ? შეკითხვა ისეთი მოულოდნელი იყო ჩემთვის,ვიგრძენი როგორ გავწითლდი.ალბად,იგრძნო ჩემში მომხდარი ცვლილება და მზერა მომარიდა,მინდორზე ჩამოჯდა და პატარა გვირილის ყვავილს დასწვდა.მიწიდან ამოგლიჯა მცენარე და შემდეგ ბანალურ სიტყვებს იმეორებდა მისი ბაგენი: –”შანსი მაქვს? არ მაქვს! მაქვს? არ მაქვს!” გავბრაზდი ყვავილი ხელიდან გამოვგლიჯე და შევუბღვირე უსიტყვოდ. –არ მჯერა,რომ არ ხარ ჩემდამი სიმპატიით განსჭვალული და ამას დაგიმტკიცებ!–ეს თქვა და თავისკენ მომქაჩა, ვიგრძენი როგორ მკოცნიდა. თმაში ჩავავლე ხელი და რაც ძალა და ღონე მქონდა შევეცადე მომეგერიებია მის შემოტევა. ხელი უცბად გამიშვა.მიხვდა კოცნას კოცნით ,რომ არ ვპასუხობდი.გული ჩამწყდა,უცებ უსუსურ და დაუცველ არსებად ვიგრძენი თავი. თავი დავადე მშრალ,მზით გამთბარ მცენარეებს და ავტირდი.ის მიყურებდა და ხმას არ იღებდა. მეკიდე,მისი საქციელით გულნატკენი უფრო ვუმატებდი მოთქმა–გოდებას. – იცი რაა? არ გეტყვი მაპატიეთქო,რადგან გოგონები გიჟდებიან და იქეთ მეხვეცებიან ვაკოცო. რა გჭირს ვერ გამიგია შენ…ბიჭები არ გაინტერესებს? უცებ რაღაც ძალა ჩამისახლდა,წამოვხტი დავწვდი ჩემს კომპიუტერს,ჩანთას.თვალზე ცრემლი შევიმშრალე.სიამაყის გრძნობა დამეუფლა.ყოველთვის ვიცოდი,რომ მე სხვა გოგონებს არ ვგავდი.ალბად იმიტომაა რომ აქამდე ნორმალურად არავის ვხვდებოდი ,ვუცდიდი იმ ერთს და განსაკუთრებულს. ეხლა კი ამ ხეპრემ პირველად მაკოცა და ვერ გაეგო რამხელა ტრაგედია იყო ეს ჩემთვის.ყოველთვის წარმოვიდგენდი,რომ ეს განსაკუთრებული დღე უნდა ყოფილიყო და არა ის რაც ხელში შემრჩა: უცნობი “სოფლელი” ბიჭი,მისი ტლანქი ხელები და ძალიან ლამაზი თვალები…მას არ შევუჩერებივარ.მე მივაბიჯებდი მშვიდად,ვცდილობდი დამევიწყებია ეს შემთხვევა,თუმცა ის რაც მომესმა ,მოაგტყუებთ თუ გეტყვით რომ არ მესიამოვნა. –მე შენთვის ვიბრძოლებ ანა! არ მომიხედავს.ნაბიჯს ავუჩქარე და სახლში გიჟივით შევვარდი. სალომე დედამისი და მთელი ოჯახი გადარეული დამხვდა.ყველა მე მეძებდა.ჩემს დანახვაზე ისე გაბრაზდნენ,მეგონა “გამგლიჯავდნენ”. –ქალო ტეელეფონი რატო გაქვს გათიშული? აფრენ? მეგონა მოკვდი!– სალომე მეფერებოდა სახეზე და თან მაკვირდებოდა. –გოგო რა იყო მშვიდობაა,ვერ გნახე და წამოვედი.სახლში არავინ იყო და რა მექნა ეხლა,წერილი დამეტოვებინა?–ნამდვილად არ მქონდა ახსნა–განმარტეებების თავი,თუმცა სხვა გამოსვალი არ მქონდა. –კაი ,ხო გგოგო გულზე მომეშვა,დედჩემი ბრალია დაიწყო სტერიკები.სად დაკარგეო და…ტყეში იყავი ხო?–გამიღიმა და გულში ჩამიკრა,მეც ლალი დეიდას ხელით ვანიშნე ყველაფერი კარგად არისო და ქალი ქოთ–ქოთით შევიდა სახლში. სალომესთვის მომხდარი არ მითქვამს,მეძინებოდა საშინლად.ჩემს ოთახში ჩავიკეტე და შევეცადე გამეანალიზებინა რა “ჯანდაბა”ხდებოდა ჩემს თავს. რაჭაში ყოფნისას,თბილისის ხმაურს,მტვერს მიჩვეული,ყველაფერი სხვანაირად მეჩვენება.ალბად იმიტომ რომ ჩემი სოფელი მწვანეშია ჩაფლული,ირგვლივ კი მყუდროებას დაუდევს ბინა. საღამოს ექვსი საათი იყო,რომ დავწექი და გვიან გამეღვიძა,უფრო სწორად ძაღლის ყეფამ დამირღვია მყუდროება.ასე ადრე არასდროს არ დამიძინია.მახსოვს პატარა, რომ ვიყავი მეზიზღებოდა ღამე,მარტო რომ მიწევდა დაძინება ალბად იმიტომ,ნახევრად ჩაბნელებულ საძინებელში.საწოლზე უცებ შევხტებოდი და ცალი თვალით ოთახს ვათვალიერებდი,ვინმე ხომ არ იყო დამალული.ეხლა კი ისე უშიშრად ვგრძნობდი თავს.სალომეს, მშობლებთან ერთად პირველ სართულზე, ეძინა.სახლი საკმაოდ დიდი იყო.მეორე სართული ჩემს განკარგულებაში იყო. ფანჯარა გამოვაღე და დავინტერესდი,რამ გადარია ეს ძაღლი ამ შუაღამეს. –ბიმი,ბიმი..მოკეტე რა ….–ჩემს ხმაზე ძაღლი გამოხტა და გაკვირვებული დამიწყო ცქერა. მივხვი ,რომ ძაღლს ჟარგონი არ ესმოდა და შევეცადე მოვფერებოდი : – წადი , ცუგა დაიძინე,ნუ ყეფ! წადი.ხო ,ხო! აი ,კარგი ძაღლი ხარ! აი… ბიმი გაიქცა და შეძვრა თავის პატარა “სახლში”.კმაყოფილი გავიზმორე. ლეპტოპი ფანჯარასთან დავიდგი,ჩავრთე სიმღერები და ცას ავხედე.ყოველთვის ვამჩნევდი აქ,რომ ვარსკვლალვები უფრო მკვეთრად ჩანდა ვიდრე თბილისში. “უი,ვარსკვლავი მოწყდა!”–ეს სიტყვებიც უფრო ხშირად აღმომხდებოდა ხოლმე .ეხლაც,დავუწყე ცქერა. ერთი დიდი მნათობი,ისე კაშკაშებდა.შევყურებდი და ვუცდიდი მოწყდებოდა თუ არა. სურვილის ჩაფიქრება მინდოდა,თუმცა წინასწარ არც ვიცოდი რას ჩავუთქვამდი ჩემთვის ჯადოსნურ ვარსკვლავს.ის არა მაგრამ,მის ცოტა მოშორებით მართლაც გადაადგილდა მნათობი და ჩემს ფიქრებშიც სამი სიტყვა გამოიკვეთა: ” მინდა ვიყო ბედნიერი!”. ფანჯარა მოვხურე და შევეცადე ისევ ჩამეძინა. ბიმი კვლავ ახმაურდა და გამეფიქრა,ნეტა ის დებილი ხომ არ არის ეზოშითქო.მისგან არ გამიკვირდებოდა ეს გამოხტომა,თუმცა ნამდვილად არ მესიამოვნებოდა ვინმეს რომ დაენახა,მით უმეტეს სალომეს მშობლებს. სალომეს მამა, მამუკა ბიძია ყოველთის მკაცრი კაცი, მე სულ მოწიწებით მეპყრობოდა.არ მინდოდა იმედი გამეცრუებია მისთვის.ფანჯარა გამოვაღე და უნდა გადამეხედა,რომ დავინახე რაღაც საწვეთურსა და ფანჯრის რაფას შორის “გაჩხერილი”. ჯერ შემეშინდა,სიბნელეში ვერ გავარკვიე რა იყო. ღრუბლებით დაფარული მთვარე უცებ გამოიკვეთა ცაზე და ირგვლივ ყველაფერი გაანათა.მეც აღმოვაჩინე,რომ ბზინავი სხეული ცელოფნის მსგავსი უნდა ყოფილიყო და დავწვდი,რაღაც შემერჭო თითში და ინსტიქტურად კინაღამ ხელიდან გამივარდა. კრიალა,გამჭირვალე ცელოფანში,ვარდები გაეხვიათ.მივხვდი დიმიტრი იყო ამის გამომგზავნი.ეზოს დავაკვირდი,თუთის ხე სახლთან ახლოს იდგა.მისი ტოტები ჩემს ფანჯარას სწვდებოდა. “ჰმ,ალბად ასე ამოძვრა! ეხლაც სადმე იქნება დამალული და მითვალთვალებსს ავიღებ თუ არა ვარდებს!..რა ჰგონია შეუძლია მოვიდეს და აქ ღამით ჩემს ფანჯარასთან იძრომიალოს?” – ჩვეულმა კუდაბზიკობამ გამკრა და ვარდები (თუმცაღა ძალიან მენანებოდა )ფანჯრიდან გადავისროლე.ფანჯარა დავკეტე და ფარდასაც გავუწიე.ცოტა არ იყოს ეხლა შემეშინდა.წარმოვიდგინე უცებ ,რომ გამეღვიძოს და ვიღაც დავინახო მინასთან ალბად შეიძლება გულიც გამხეთქვოდა. დილით ისევ მამლის ყივილმა გამაღვიძა. წამოვხტი და ვარჯიში დავიწყე.ორი თვე იყო რაც მუცლის პრესის ვარჯიშებს ვაკეთებდი.ყოველთვის ლამაზი ფიგურა მქონდა,თუმცა ეხლა მსურდა მუცელზე “კუბიკები” მქონოდა. იმდენად შევედი აზარტში,რომ ჩვეულ მოვლენად გადამქცეოდა დილით ვარჯიში. –ვაიმე,ამ ვარდებს აქ რა უნდა? – გაისმა სალომეს დედის ხმა. უცებ გავშრი.გადავწყვიტე არაფერი მეთქვა,თუ რამე და ..”სალომეც ცხოვრობს აქ და იქნებ მას გამოუგზავნეს”…ჩემზე ეჭვს არავინ მიიტანდა. ფანჯარას მოვშორდი და კიბეებზე ჩავირბინე.რაღაც მიხაროდა,მაგრამ რა ვერ გამერკვია.ჩემს თავს ვუღიმოდი დებილივით. –ბიცოლა,გუშინ რა ადრე დაწექი… –ხო რავიცი ლალი ბიცო, ცუდად ვგრძნობდი თავს..ხაჭაპური გავიყოლე ნუ დარდობ მშიერი არ ვიყავი.–მივედი და შუბლზე ვაკოცე. ქალმა გამიღიმა და გულში ჩამიკრა. –თონიდან პური ამოვიღე ეხლახან ჩემო კარგო.წამოდი ჩაის გაგიკეთებ. –ვაიმე რა კარგია…– ბავშვივით შევხტი და სამზარეულოში მოვკალათდი. ცხელმა სასმელმა გამომაფხიზლა.სალომეს საძინებელში შევიჭყიტე.მკვდარივით ეძინა.ქერა გრძელი თმები ბალიშზე გადმოეყარა.მძინარე მზეთუნახავს გავდა .მე ნამდვილად არ ვიყავი ჯადოსნური პრინცი,მივირბინე და პირდაპირ ყურთან ჩავძახე. –პადიომმმმმ…. შეშინებულმა თვალები ფართოდ გაახილა და რომ დამინახა ხელი დამიქნია “დაახვიეო”,თუმცა მე გვერდით მივუწექი და არ ვაცლიდი ძილს.ათას სისულელეს ვუყვებოდი. –ანა,მოკეეტე რა და დამანებე თავი მეძინება ! –რა იყო წამო ადე,წავიდეთ სადმე.. –შენს მზეჭაბუკთან გეჩქარება? –რაა?მე არ მყავს არავინ არც მზე და არც მთვარე…–დამნაშავესავით დავიწყე თავის მართლება. –ოოო..კაი რა..ვიცი და რას მატყუებ! –და რა იცი? –წამოვდექი და სახეში ჩავაკვირდი. –გუშინ საღამოს მელაპარაკა ,რომ მოსწონხარ და უნდოდა სურპრიზი გაეკეთებინა შენთვის,თუმცაღა დღეს დილით შევიტყვე შენი ნამოქმედარი…რას მინაგვიანებ ერთი ეზოს! – ჩაილაპარაკა და მხარი იცვალა. სიცილი ამივარდა.მაგრად მოვეხვიე და გავჩუმდი. –დღეს ნიკორწმინდაში მივდივართ ისე ცნობისთვის,თორმეტზე ქვემოდ ვიკრიბებით ბირჟაზე.ამიტომ დამაძინე ცოტა ხანს რა … –ცაიმე,რა მაგარია…კიდევ ვინ მოდის? –მოდის მოდის!…ცნობისთვის ლამაზი ტიპია და პირველად დაინტერესდა ასე გოგოთი…მაყუთი აქვს მის მშობლებს კიდე ბლომად,ყურძნის ქარხანა მამამისისაა,სოფლის ბიჭის იარლიყმა არ მოგატყუოს…–ჩაილაპარაკა სალომემ და ბალიში დაიფარა თავზე. –მერე მე რას მეუბნები…მოდის და მოვიდეს… –ვთქვი და ოთახი დავტოვე. ნიკორწმინდა,სოფელია ამბროლაურის მუნიციპალიტეტში.შაორის წყალსაცავის ჩრდილოეთით.ყოველთვის მიყვარდა ეს სოფელი.დამსვენებლებს იზიდავდა მეთერთმეტე საუკუნეში აგებული ნიკორწმინდას მონასტერი,ასევე სოფლიდან 2კმ–ზე იყო და არის საყინულის მღვიმე. მახსოვს,მამაჩემმა წამიყვანა პირველად იქ.ჩემს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა.დიდი და ღრმა ქვაბულის წინაშე ვიდექი და მეშინოდა ნაბიჯის გადადგმა.ტურისტები სულ სიღრმეში ისეთი პატარა ზომის მოჩანდნენ,ჭიანჭველებს მოგაგონებდა ადამიანს. მამამ,ჩემს კოტიტა თითებს თავისი ძლიერი ხელი შეაგება და ნელ–ნელა დავეშვით ქვემოდ.ვერ გამეგო შუა აგვისტოში,რატომ მეხურა თბილი ქუდი,თუმცა რაც ღრმად ჩავდიოდით ტემპერატურა უფრო და უფრო მცირდებოდა.ბოლოს ფსკერს მივაღწიეთ,მღვიმე ყინულებით იყო დაფარული. უცხოელი ტურისტები ისე გაკვირვებულები შესცქეროდნენ ბუნების ამ ფასდაუდებელ სილამაზეს.მაშინ ყველაზე მეტად ვიგრძენი სიცივე,ერთი სული მქონდა როდის ამოვძვრებოდი ბუნებრივ “მაცივრიდან”. სალომეს დედამ საგზალი გაგვიმზადა.სალომე მამამისის მერსედესის ჯიპში მოკალათებული,ხელს მიქნევდა დაჯექიო. –სალ,რატომ არ გინდა მამაშენმა აგვიყვანოს ნიკორწმინდაში?–გამოვაღე მანქანის კარი და თავი მივადე მინას. –არ მინდა! მოვილაპარაკე ბავშვებთან ,რომ ამბროლაურში შევხვდები მათ,იქედან კი ასე 16 კილომეტრიც არ არის რა ხელად ავალთ. –უბრალოდ ზემდეტ შეხვედრებს ავიცილებდით …– ორი თითით ბრჭყალები მოვხაზე. –აუ,მორჩი რა…ნუ დებილობ.თუ,დიმიტრისთან არ გინდა შეხვედრა ,არ დაელაპარაკო რა და ვსო..და კიდევ რას ჩაგიცვამს ეს ანაფორა კაბა?– შემომხედა და ჩემს ჩაცმულობას დააკვირდა. მე საგანგებოდ გამოვეწყვე.გრძელი შავი კაბა,ბოლოებში თეთრი ყვავილებით გაწყობილი თეთრ კედებს ვფიქრობდი,რომ ძალიან უხდებოდა,თან ნამდვილად არ მსურდა მამაოს ჩემი ზედმეტად მოკლე სამოსის გამო შენიშვნა მოეცა. –აუ,სალო არ დაიწყო რა…– გაბრაზებული უკანა სავარძელზე მოვკალათდი და მანქანასთან წამოწოლილ ბიმის ხელი დავუქნიე.ძაღლი წამოხტა და მოემზადა ჩემთან სათამაშოდ. –მე არაფერს არ ვამბობ,უბრალოდ ძალიან ლამაზი ხარ და მინდა რაც კარგი გაქვს არ დაფარო. –და არც ვფარავ… –იცი რას გეტყვი? –სალომე წინა სავარძლიდან შემობრუნდა და ცისფერი თვალები შემომანათა.– ასეთი შთაბეჭდილება მრჩება,რომ სოფელში შენ ცხოვრობ,მე კი ქალაქელი გოგო ვარ.აი,რაღაც გაკლია…ძაან ჩაკეტილი ხარ,ცოტა უნდა მოეშვა ანა! მისმენ? – ხო ,ხო …–ჩავილაპარაკე და ისევ ძაღლზე გადავიტანე ყურადღება. ნახევარ საათში აბროლაურის ხიდთან ვიდექით. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.