ხდება ხოლმე...(მეორე თავი)
მოკლედ მეორე დღეს ბოლო გაკვეთილზე გაპარვა გადავწყვტეთ და მიუხედავად იმისა, რომ მასწავლებლის შვილი ვიყავი მეც დიდი სიხარულით გამოვფრინდი კლასიდან. კიბეებზე ჩავრბოდი როცა ყურებამდე გაღიმებული თორნიკე დალანდეს ჩემმა თვალებმა და აიი მოვიდა ჩემი გეგმის განხორცილელების დროც.. ეშმაკურად გავიღიმე და გზა გავაგრძელე, მაგრამ სამაგიეროდ თვითონ მითხრა გამარჯობა ყველას გასაგონად. ბევრი ბავშვები იყვნენ მისი ძმაკაცების ჩათვლით და მე კიდევ სიტყვა ხომ უნდა შემესრულებინა? ხოდა ერთ ყურში შევუშვი მეორედან გამოვუშვი, მაგრამ მაგის ძმაკაცს კი მივესალმე. არ დამინახავს თორნიკეს სახე, მაგრამ მივხვდი ძალიან გაუტყდა. ვიცოდი არ იყო კარგი საქიელი მაგრამ... გზაში ვფიქრობდი რას იზამდა მეორედ რომ შემხვდებოდა თუმცა მაგას რა დიდი გამოცნობა უნდოდა. სახლში მისულს თითქმის ყველაფერი ჩვეულებრივ დამხვდა, ჩემი ძმა ეზოში დარბოდა და სამზარეულოდან კარგი სუნი გამოდიოდა. თუმცა დედა ვერ იყო აშკარად კარგად, განერვიულებული ტელეფონს აწვალებდა. ახლაც ვერ ვიხსენებ კარგად რა და როგორ იყო, მაგრამ მახსოვს ჩვენს სახლთან დედას მეგობრის მანქანა გაჩერდა და ისეთები შემოვიდნენ სახლში დედაჩემს სახე წაეშალა.. მე ცეკვა მქონდა და ეზოში გასული სირბილით მოვბრუნდი უკან, ჩემ ძმას მიტოვებდნენ. მამაჩემი ავარიაში მოყვა როგორც გვითხრეს, ვკითხულობდი რა ხდებოდა თუმცა დედას პასუხი ერთი იყო –მეც არ ვიცი. მერე იყო საშინელი საღამო, დედა წაიყვანეს ოღონდ არ ვიცოდი სად. ბებია მოვიდა სამსახურიდან და ხან ვინ მოდიოდა ხან ვინ მე ჩემი ძმა მყავდა და ამიტომ იძულებული ვიყავი როგორღაც დამეწყნარებინა და გამერთო. არ ვიცი როგორ მოვახერხე მაგრამ მულტფილმის საყურებლად დავისვი, რომ არ მოესმინა ათასი დებილობა და მეზობლების მოთქმა მაგრამ მე როგორ ვიყავი ასე წყნარად ვერ ვხვდებოდი. ყველაფერს მექანიკურად ვაკეთებდი და თან მთელი დღის უჭმელობისგან თავბრუ მეხვეოდა. უცებ კარები გაიღო და სამი კაცი შემოვიდა სახლში, ბოლოს კი თორნიკე შემოჰყვათ. მაგრამ იმ მომენტში სულ არ მაინტერსებდა პრეზიდენტიც რომ მოსულიყო. თუმცა ველოდი რომ ერთხელ მაინც გამიღიმებდა როგორც იცოდა ხოლმე ან რაღაცით დამაწყნარებდა მაგრამ როგორც თქვენ მოუკითხიხართ ისე მე, უცნობივით ამიარა გვერდი და სკამზე გაიშხლართა. იმ დღეს ძალიან მეტკინა გული, მე ვიჯექი ერთ კუთხეში მობუზული და ნერვიულობისგან ხელები მიკანკალებდა. ეს ის ნინა ნამდვილად არ იყო იმ დღეს სკოლიდან კმაყოფილი რომ გამოვიდა. მოკლედ მამა გადარჩა, მაგრამ რამდენიმე დღე საავადმყოფოში გაატარეს. მეც დავდიოდი სკოლაში და ვცდილობდი არ მიმექცია ყურადღება მოცლილი ხალხისათვის ვინც ათას საზიზღრობას მეუბნებოდა და მე მიწევდა ამ ყველაფრის გაძლება. რაც ყველაზე ცუდი იყო, დიდი თანხა გვესაჭიროებოდა და ამის გამო გარკვეულ რაღაცეებზე უარის თქმა გვიწევდა. მერე ყველაფერი დალაგდა, მაგრამ იყო ერთი. ხანდახან როდა ვწვებოდი დასაძლინებლად ფიქრები თავისით მირბოდნენ თორნიკესკენ, რომელმაც თითქოს იმ დღეს სამაგიერო გადამიხადაო მეორე დღეს დიდი პატივისცემით მოიკითხა მამაჩემი. მიუხედავად იმისა რომ ნაწყენი ვიყავი მაინც ძალიან გამიხარდა და ღიმილმა გადამირბინა სახეზე. ერთ წუთს ისიც ვიფიქრე საერთოდ არ დავლაპარაკებოდი თუმცა კიბეზე ისე გადამიდგა წინ არამგონია როგორმე დამეღწია თავი. იმ ყველაფრის მერე რამდენიმე თვე გავიდა, მაგრამ ერთმანეთისთვის ხმა არ გაგვიცია. სამაგიეროდ ზოგჯერ როცა მარტო ვრჩებოდი ვიხსენებდი იმ დროს როგორ მეფერებოდა ხოლმე და მისი გამარჯობით გახარებული მთელი დღე ყურებამდე გაღიმებული როგორ დავდიოდი. ზოგადად არ მხიბლავდა სპორტი ამიტომ ხშირად ვარიდებდი თავს ფისკულტურის გაკვეთილზე ჩასვლას. მაგრამ ერთ დღეს მომეპრიანა და ჩავედი. ეს ვაჟბატონიც იქ დამხვდა და გამოაცხადა რომ ერთ გუნდში ვითამაშებდით. მაგარი იყო.. იმ დღეს ისე მეფერებოდა და მაქებდა კალათში ბურთის ჩაგდებისას მეგონა სიხარულისგან გავსკდებოდი, თუმცა გარეგნულად არ ვიმჩნევდი მაინც და მაინც. იმ დღის მერე ერთი სული მქონდა ეზოში ჩავსულიყავი და კალათბურთი მეთამაშა, მაგრამ აღარ მოხდა ისე. ფაქტი ერთი იყო, მე კალათბურთი ძალიან შემიყვარდა და როცა არცერთ გოგოს არ ქონდა სურვილი მე ჩავუხტებოდი ხოლმე ჩემ კლასელ ბიჭებს შუაში და უკვე იცოდნენ რომ მაინც უნდა მეთამაშა. მოკლედ ასე იყო. ჩემი ყველაზე კარგი მოგონებები ზაფხულიდან იწყება, როცა 14ის გავხდი ჩემი წინააღმდეგობის მიუხედავად რადგან ყველა მაქებდა და საამაყო გოგო ვიყავი, მშობლებმა გადაწყვიტეს დაბადების დღე გადამეხადა. ღამის თორმეტ საათზე ჩემმა ტელეფონმა ტრადიციულად დარეკა და ვიფიქრე რომ ჩემი რომელიმე მეგობარი ან ჩემი და მირეკავდა მაგრამ შევცდი.. მაპატიეთ, ვიციი რომ დავაგვიანე და შეცდომებიც არის ცოტა <3 გთხოვთ გამიზიარეთ თქვენი აზრი <3 გკოცნით <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.