შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მოგიტაცებდი, როგორც პატარას! (2)


17-06-2016, 14:43
ავტორი სალი-სალი
ნანახია 2 704

დილას თვალები ნელნელა გავახილე, საათს რომ დავხედე ჯერ ადრე იყო ამიტომ ბალიშზე თავი ისევ კონფორტულად მოვათავსე და მაშოს გადავეხვიე. გარეთ რომ გავიხედე მზე იყო, კმაყოფილს გამეღიმა, მიყვარს როდესაც წვიმიანი ამინდის მერე მზე გამოდის და ყველაფერს ათბობს თავისი სხივებით, ყოველთვის მქონდა იმის იმედი რომ თუ ადამიანი მზის ქვეშ დაწვებოდა და მთელი გულით გაიღიმებოდა ის სხივი მის სულში ჩააღწევდა და მთლიანად გაათბობდა. პატარა რომ ვიყავი ასე გავაკეთე და ჩამეძინა რომ გავიღვიძე სულ ერთიანად ვიყავი დამწვარი, იმის მერე მეხუმრებოდნენ ხოლმე ზედმეტად გამთბარხარო. ამაზე ფიქრში გასტანა ნახევარმა საათმა ამიტომ მაშო შევანჯღრიე და გავაღვიძე.
-ჭირი! რაგინდა ჰა?.მძინარეს აღმოხვრა.
-სკოლაში რომ უნდა წავიდეთ დაგავიწყდა ცუნცულ?.
-მეორეზე წავიდეთ რაა.მეორე გვერძე გადატრიალდა და სიცილი ამიტყდა, ცალი ლოყა სულ აწითლებული ჰქონდა.
-კაი ხო.გაწითლებულ ლოყაზე ვაკოცე და ისევ ჩავიძინე.
რომგითხრათ კარგად მეძინაო მოგატყუებთ 20 წუთში გამომეღვიძა ამტომ მოვემზადე და სამზარაულოში გავედი, დედაჩემი თან ყავას სვავდა თან კი ლეპტოპში მუშაობდა.
-დღეს ვერ მოვალ ღამე სახლში ახლა დამირეკეს და ბათუმში უნდა გადავფრნდე, მაგრამ არ იჯავრო დედას სიხარულო ხვალ საღამოს ჩამოვალ, მაშოს უთხარი შენთან დარჩეს, შენ არაფრის შეგეშინდეს შენი ძმაც მოგხედავს.უცებ მოვიდა დედაჩემი ჩემთან ხელზე ხელი მომკიდა და შუბლზე მაკოცა.
-კაი დე არაუშავს პირველად ხომ არ ვრჩებით მე და მაშო მარტო.თბილად გავუღიმე და გადანახული ნამცხვარი გამოვუღე რომელიც ჩუმდა ჩემთვის შევინახე.-აჰა ეს ჭამე აბა ისე ვერ ასწრებ რამის გაკეთებას.
-არა დედი შენ შეჭამე მე გარეთ ვიყიდი რამეს.ნამცხვარი უკან მომიბრუნა.
-კაი მაშინ რომ ჩაფრინდები მომწერე.
-კაი წაავედი ახლა და ჭკვიანად არ იცელქოთ.თავზე ხელი გადამისვა ჩამეხუტა და სახლიდან გავიდა.
-მაშო აეგდე დაგვაგვიანდება.ბოლო ხმაზე დავუყვირე მაშოს.
-შენ ხო ადამიანს არ აცდი რა ძილს.ოთახიდან შემომიღრინა.
-2 კვირაში გამოცდები გვაქვს და ახლა უნდა გადაგვამეორებინონ ყველაფერი.
-არმიხსენო მაგ ოხრადდასარჩენი გამოცდები.
-უკვე გიხსენე.
სკოლაში მეორე გაკვეთილზე მივედით, ისედაც ხომ ცოტა ბავშვი ვართ და ახლა მითუმეტეს.გაკვეთილები ძალიან უაზროდ გადიოდა, ისედაც 4 გვიტარდებოდა და მაინც რამხელად გვეჩვენებოდა. ზარის დარეკვა და კლასიდან გავარდნა ერთი იყო, მესამე სართულის დერეფანს სწრაფი ნაბიჯებით მივუყვებოდით, როგორც გვჩვევია რადიატორთან დავდექით, იმისდა მიუხედავათ რომ უკვე 3 კვირაა გათიშული იყო, ჯერ ჩვენ ორნი ვიყავით მერე კი თანდათან მოემატნენ ბავშვებიც, მთელლი კლასი ერთ კუთხეში ვიყავით ჩამწკრივებულები და გამოცდებს განვიხილავდით, ზოგს მათემატიკის ეშინოდა ზოგს ინგლისურის ზოგს კი ისტორიის, მე და მაშო ვიყავით მარტო არხეინად, ვიცოდით რომ ამ 4 გამოცდას თვალის დახამხამებაში ჩავაბარებდით. ცოტახანში ჩვენმა პარალელულმა კლასმა დაიკავა ჩვენს გვერდით მყოფ რადიატორთან ადგილი და დაძაბულობამაც იმატა. იმ კლასში ერთი ბიჭი არის რომელსაც ვუყვარვარ, მეც ვერ ვიტყვი რომ არ მომწონს, მაღალია შავგვრემანი ცისფერთვალება თან ძალიან საყვარელი ღიმილი აქვს, მაგრამ ერთი რა მარის რაც ასე ძალიან მაშინებს, ყველა ამბობს რომ გამოუსწორებელი ბაბნიკია, მთელი თავისი კლასის გოგონების ნახევარი მის საწოლშია ნაგორავებიო. ჩემმა კლასელებმა იციან რომ იმას არასოდეს გავაკეთებ რასაც ჩვენი პარალელული კლასელი გოგონები აკეთებენ, ისიც იციან რომ იმ ბიჭს (თომას) ვუყვარვარ ამიტომ უმეტეს ყურადღებას მე მაქცევენ. გულმა ვეღარ მომითმინა და მარჯვნივ "გამეხედა" იმწამსვე შევეჩეხე მის თვალებს და საშინლად დავიბენი, თავი ისევ მოვატრიალე და შევეცადე სიწითლე გამექრო. გულმა ალბათ უამრავი დარტყვა გამოტოვა ამიტომ მაშოს ხელი ხელზე მოვუჭირე ისიც მიხვდა ყველაფერს და გემრიელად გადაათვალიერა ვაჟბატონი.
-თვალებით გჭამს.ყურთან მიჩურჩულა და გაიცინა.
-მართლა?.
-არა ტყუილად.თეძოზე მთელი ძალით მიბწკინა და ამაზე ხმამაღლა წამოვიყვირე.
-კანდელაკი რა გეტაკა?.ცოტა მოშორებით მდგარმა რეზიმ (კლასელმა) გადმომძახა.
-ამის ბრალია.ხელი მაშოსკენ გავიშვირე.
-დარწმუნებული ხარ?.წარბებიდან გადმომხედა რეზიმ.
-სავსებით.ნაგლურად მოვუჭერი და თავი ისევ მარჯვნივ გავატრიალე, ჯანდაბა ისევ მისი ცისფერი თვალები, ნეტა მაშინ მიყურებს როცა მე ვიხედები მისკენ თუ სულ ასე მაშტერდება.გულში გავიელვე და ვინ დავინახე.-ამათ აქ რა უნდათ?.
-ვიზე ამბობ გოგო?.იქით-აქეთ დაიწყო მაშომ ყურება.
-ჩემი ძმა და მისი ძმაკაცი აი ის დემეტრე.თავი მათკენ გავაქნიე.
-რომელია შენი ძმა?.
-აი ის ოდნავ გრძელი თმა რომ აქვს.
-ჩვენსკენ რომ მოდიან ხომ მაგაზე ამბობ?.
-ხო მაგაზე ვამბობ. სწრაფი ნაბიჯებით მოაბიჯებდნენ გაბო და დემეტრე ჩემსკენ, გაბო არ აპირებდა გაჩერებას ამიტომ მეც წავიწიე მათკენ და ღიმილით შევეგებე.-თქვენ აქ რაგინდათ?. ამის თქმა და გაბრიელის ჩახუტება ერთი იყო, ხელები ისე ძლიერად მომხვია კინაღამ გამსრისა.
-ჩემი დის ნახვა მინდოდა, თან მაინტერესებს სკოლაში ვინ როგორ გექცევა.დიდხნიანი ჩახუტების შემდეგ მომცილდა და ლოყაზე მიბწკინა.
-გამარჯობა.დემეტრეს ერთი გავძახე და ისევ გაბოს მივუტრიალდი.-ყველაფერი კარგადაა სკოლაში.
-ამას მე გავარკვევ.ცალი ხელი გადამხვია და ლოყაზე მაკოცა. ნელი ნაბიჯებით მიუახლოვდა ჩემს კლასელებს და ბიჭები გადაკოცნა.-აბა რაშვებით რახდება სკოლაში?.
-სკოლას გაბოც დაუბრუნდაა, გვაკლდი ბრატ.სიხარულით გადახედეს გეაბრიელს და მერე მზერა ჩემსკენ გადმოიტანეს.
-აუ როგორ მომნატრებია აქაურობა ტო. ტო რომ გავიგე გავბრაზდი, ვერვიტან როცა ბიჭი ტოს ამბობს.
-დემეტრეს გაუმარჯოსს შენ რა ქარმა გადმოგაგდო.ახლა დემეტრეს მიუბრუნდნენ.
-გაბოს მოვყევი თორე ხოიცი ამსკოლაში ფეხს არ შემოვადგავდი.
-აბა რა გაგჭირვებია.გაბოს გადახედეს სუყველამ.
-ჩემი დის სანახევად მოვედი მაინტერესებს რა როგორაა.ჯერ ბიჭებს უთხრა და მერე მე ჩამომხედა.
-აბა შენი და?. გაოცებულებმა დაიწყეს თვალების ცეცება.
-მარტია, მარიტაა ჩემი და.
-მარიტაა? შენ ხო არგყავს დედმამიშვილები?.
-ჩემი ნახევარძმაა გაბო.ხელი ძლიერად მოვუჭირე ჩემს ძმას.
-აუ რამაგარია ტოო.
-ხო მეც გუშინ გავიგე.
-აბა ხოარავინ აბრაზებს ჩემს დას?.
-არა ტო მარიტას ვინ გააბრაზებს.თავები გააქნიეს სუყველამ არადა ყოველდღე ნერვებს მიშლიან. ძალიან რომ დამძიმდა ჩემი ძმის ხელი გამოვცილდი და უბრალოდ გვერდით დავუდექი. თვალი ისევ თომასკენ გამეპარა, ხელები სულ დაძარღვული ჰქოდა სახეზე კი აწითლებული იყო. მთელი სიბრაზით მიყურებდა და ისეთი შეგრძნება მეუფლებოდა რომ სადაცაა აფეთქდებოდა. მერე დემეტრესკენ გავაპარე თვალი ისიც მიყურებდა ოღონდ ირონიულად, ხან მე გადმომხედავდა ხან კი თომას, აშკარად მიხვდა ყველაფერს.
-ახლა ესღა მაკლდა.ჩუმად გადავუჩურჩულე მაშოს.
-ხოო მიგიხვდა ვაჟბატონი.მანაც არ დააყოვნა.ამასობაში ზარიც დაირეკა, უკვე დრო იყო კლასში შევსულიყავით ამიტომ ჩემს ძმას თბილად დავემშვიდობე და კლასისკენ ავიღე გეზი, უკნიდან ვიღაც წამომეწია მკლავში ხელი წამავლო და მისკენ შემაბრუნე.
-ან მორჩები თვაების ჟუჟუნს ან კიდე შენს ძმას ვეტყვი იმ ა*ვარზე რომ ხარ შეყვარებული.მკაცრად მითხრა და ხელი უფრო ძლიერად მომიჭირა.
-შენ ვინ გეკითხება ვის ვუჟუჟუნებ თვალებს და ვის არა.არანაკლებ მკაცრად ვუთხარი მეც.
-პატარახარ! და ტვინი გაანძრიე ვისთან აპირებ საქმის დაჭერას.
-შენ ჩემი ძმა არხარ!.
-მადლობელი იყავი გაბომ რომ არ დაგინახა თორე ამ სკოლაში ფეხს ვეღარ შემოადგავდი.
-გაკვეთილზე მაგვიანდება.ხელი გავინთავისუფლე და კლასის კართან მივედი.
-მე გაგაბრთხილე შემდეგში კი დაგემუქრები.ხმამაღლა მომაძახა.
-მუქარის უკვე დიდიხანია აღარ მეშინია.მეც არანაკლებ ხმამაღლა შევძახე და თვალი კიბისკენ გავაპარე, იქვე ჩამომჯდარი თომა რომ შევნიშნე უფრო ავფორიაქდი და კლასში მთელი სისწრაფით შევვარდი.
-სადიყავი.მაშოს გვერდით რომ მოვთავსდი იმწამსვე მკითხა.
-არმკითხო.თავი გავაქნიე და მერხზე დავდე.
-უკვე გკითხე.
-ხოდა მერე მოგიყვები.ქვემდან ავხედე და ცივ მერხს ლოყა შევახე სიმხურვალე რომ გაექრო.

4 გავეთილის შემდეგ სახლში წავედით. გზა არცისე შორი იყო ამიტომ ფეხით გადავწყვიტეთ ბოდიალი. თან ნაყინებიც ვიყიდეთ.
-ისე გავხარ ხოიცი შენს ძმას.ნაყინი რომ მოკბიჩა კბილები მიეყინა და სასაცილოდ დაიჯღანა.
-ჩემი ძმაა და აბა რა იქნება.გადავიხარხარე.
-დღეს რავქნათ?.
-კინოჩვენება მოვაწყოთ.
-ებეე ეხლა ჩართავ რამე უაზრობებს და არგვინდა.
-საშინელებას ვუყუროთ თუგინდა.
-ოჰ დახვეწე გემოვნება?.
-ვაიმეე შენი ჭირიმე რაა.
-რაა აბა მთელი დღე სასიყვარულო ფილმები მტერმა უყურა.
-საშინელაბა ცხოვრებაშიც არმაკლია.
-საშინელებაზე გამახსენდა რასაპირებ თომაზე?.
-რაუნდავქნა? ტიპი მარტო მიყურებს დებილივით ერთი კიარმოვა და კიარ გამომელაპარაკება.
-შენ იაქტიურე.
-შანსი არაა.
-რაიყო დემეტრემ შეგაშინა?.
-კაი რაა დემეტრე რაშუაშია პროსტო არმინდა მე ვიყო ინიციატორი.
-ეგრე ვერასოდეს გახდება შენი.
-თუარც რაა.
ისე მოსაღამოვდა ვერც კი გავიგეთ, ცოტა მეცადინეობის შემდეგ დაღლილებმა ყავა გავიკეთეთ და აივანზე გავიძურწეთ თან პუფები გავიტანეთ მეტი კონფორტისთვის.
-მაიკო დეიდა მაშო დღესაც დარჩეს რა ჩემთანნ მარტო ვარ სახლში.გვერდითა აივანზე მყოფ მაშოს დედას გავძახე.
-დარჩეს შვილო მეც დედაჩემთან უნდა წავიდე ავადაა იქ ვრჩები 2 ღამით.
-მართლა? რამოუვიდა ბებოს ხომ კარგადაა?.
-კი დედიკო კარგადაა წნევები აქვს მეტი ისეთი არაფერი.
-კაი დე მომიკითხე ყველა.
-კაი წავედ ახლა მე და ჭკვიანად იცოდეთ.აივნიდან ორივეს კოცნა გამოგვიგზავნა და წავიდა.
ბევრი ლაქლაქის შემდეგ შემოგვაღამდა ამიტომ ჩემს ოთახში შევიმალეთ და ასტრალის ყურება დაცვიწყეთ. თავიდან რეაქცია არ გვქონდა თუმცა მერე შეგვეშინდა ამიტომ დავხურეთ და ტელეფონზეც დაგვირეკეს. ორივე შევხტით ზარის გაგნებისას, თუმცა მაშომ მოიკრიბა გამბედაობა და უპასუხა.
-გისმენთ.კანკალით უთხრა.
-...............
-კარგი ეხლავე.ტელეფონი გათიშა და აივნისკენ მიბიძგა, ჩვენც გადავიხედეთ და რასვხედავთ დიდი გული იყო სანთლებით დანთილი ხალხი კი მის ირგვლივ იყო შემოფანტული.
-მაშო მიყვარხარ. ხმამაღლა დაიყვირა ბიჭმა და ყველამ ტაში დაუკრა.
-ვაიმე ილიაა გოგოო.ადგილზე ხტუნაობა დაიყო და აფორიაქდა.
-ჩადი გოგო.
-აუ ჩამომყევი თორე ხოიცი მარტო ვერ ჩავალ.
-ჩამოგყვები აბა რასვიზავ.ხელი ჩავკიდე და სახლიდან გავედით.კიბეებს სირბილით ჩავუყევით და ბოლო საფეხურზე ცოტახნით გავჩერდით სული რომ მოგვეთქვა. ღრმად რომ ჩაისუნთქა ნელა გააბიჯა გარეთ და "შედევრს" მიუახოვდა. მე ოდნავ მოშორებით დავდექი და ფოტოების გადაღება დავუწყე თორემ მერე აყვირდებოდა რატომ არ გადამიღეო. ყველაფერი იმაზე კარგად წავიდა ვიდრე ველოდებოდი. მაშო და ილია უკვე 3 წელია ერთმანეთს იცნობდნენ და ბოლო 1 წელია ერთმანეთს მიმართ გრძნობები გააჩნიათ. ახლა კი დადგა ეს საოცნებო მომენტი როცა სიძე ბატონი მაშოს სიყვარულს უხსნის, ამაზე დიდი ბედნიერება რაუნდა იყოს მაშოს ბედნიერებით მეც ორმაგად ბედნიერი ვარ. გახარებული შევცქეროდი მოსიყვარულე წყვის და ცრემლებიც კი მომდიოდა ამის გამო, გვერდით რომ გავიხედე ჰოი საოცრებავ თომა დავინახე გვერდით ამომიდგა და გაღიმებულმა გადმომხედა.
-საყვარლები არიან არა?.მხარი მხარზე გამკრა და გამიცინა.
-ხო ძალიან. მეც მკრთალად აგვუღიმე და ისევ წყვილს შევხედე.
-არგნდა შენც რომ ასე აგიხსნას ვინმემ სიყვარული?.ეშმაკური მზერა დამანათა.
-გააჩნია ვინ ამიხსნის.არც კი გამიხედავს მისკენ ისე ვუთხარი.
-ოჰ.
-რა?.
-არაფერი, ვთქვათდა მე აგიხსნა სიყვარული რასიზავ?.
-ეგ რა კითხვაა?.
-ჩვეულებრივი კითხვაა, იმედია პასუხს მივიღებ.
-არა პასუხს ვერ მიიღებ.
-და რატომ?.
-იმიტომ რომ არვიცი.
-გინდა ვცადოთ?.
-არა!.
-რატო?.
-იმიტომ.
-იმოტომ არაა პასუხი.
-ხვდები მაინც რა უაზრო კითხვას მისვავ?.
-უაზროს ვერაფერს ვერ ვხედავ მე.
-მე წავედი მაშო მოაგნებს სახლს რამეანირად.ნერვებმოშლილი სადარბაზოში შევედი და კიბეებს ავუყევი, ნაბიჯების ხმა მესმოდა,ვიცოდი რომ თომა მომყვებოდა მაგრამ არ ვიმჩნევდი.
-მარიტა მოიცადე.ქვემოდან ამომძახა თუმცა არ გავჩერებულვარ.-მარიტა გესმის? მოიცადემეთქი.გაბრაზებული ჩანდა რომ არ ველოდებოდი.-მარიტამეთქი!.ბოლოს სირბბილით ამოიარა კიბეები და მეც სირბილით ავედი მაღლა, 1 სართული იყო დარჩენილი რომ სახლამდე მივსულიყავი, უკვე იმდენად ვიყავი დაღლილი წამიერად გავჩერდი და ისევ განვაგრძე სირბილი თუმცა თომამ ხელ მკლავზე ჩამავლო და ტანზე მიმიკრა.-მოიცადეთქო რომგითხარი ვერგაიგე?.გაბრაზებულმა დამიყვირა.
-სახლში მინდა.ხმაგატეხილმა ამოვიკრუსუნე და მხარზე ხელი დავარტყი.
-ნუ ბავშვობ მარიტა უკვე დიდი გოგო ხარ.
-არვარ დიდი გოგო პატარა ვარ ისევ პატარა.
-რატომ არ დამელოდე?.
-იმიტომ რომ არმინდოდა.
-ეგ რა პასუხია?.
-ჩვეულებრივი პასუხია თუარმოგწონს სხვას კითხე.ღრმად ამოვისუნთქე და ირონიულად ვითხარი.
-აი ეგ არ უნდა გექნია.
-რა?.
-ირონიულობა არგიხდება საყვარელო.ნაგლურად ჩაიღიმა და ტუჩებზე დამაცხრა.მომთხოვნად მიკოცნიდა ბაგეებს და ხელებს უმისამართოდ მიფათურებდა, ცუდად გავხდი, კინაღამ გული ამერია, ღმერთს შევთხოვე რომ იმწამსვე მოვმკვდარიყავი, იმისდა მიუხედავად რომ თომასადმი სიმპატია გამაჩნია მაინც არასასიამოვნო აღმოჩნდა ჩემთვის, თავი დაუცველად ვიგრძენი იმ მომენტში სამყარომ არსებობა შეწყვიტა, მეგონა ყველა მშველელი გაქრა და მზად ვიყავი მერვე სართულიდან დაუფიქრებლად გადავმხტარიყავი.უეცრად ტანზე სიმსუბუქე ვიგრძენი თვალები რომ გავახილე დავინახე როგორ იყო თომა კიბეებზე დაგორებული და წამოდგომას ცდილობდა. ჩემს გვერდით კი დემეტრე ამოვიცანი, შეშინებულმა ერთხელ დავიკივლე და სახეზე ხელები ავიფარე, შევნიშნე როგორ გაიქცა თომა და როგორ გაბრაზებით გადმომხედა დემეტრემ. უკვე იმდენად ვიყავი დაბნეული სირბილით ავირბინე მეცხრე სართულზე და კარის საეტს დავწვდი, რომ არ გაიღო ტირილი დავიწყე და ჩავიკეცე,თავი კარს მივადე და სახის დაფარვა ვცადე. ვიგრძენი როგორ მომეხვია უკნიდან და თავი მის გულზე დამადებინა, თავზე ხელი გადამისვა და გაყინული თითები მის ტუჩებთან მიმატანინა.
-ჩშშ შენი ბრალი არ არის.ყურთან მიჩურჩულა და ხელები წელზე ძლიერად მომხვია.
-აბა ვისი ბრალია?.
-მაგაზე ნუ ფიქრობ, აწი აღარ გაეკარო გაიგე?.
-გავიგე.
-ახლა ნუტირიხარ დიდი გოგო არახარ?.
-აუ რავქნა მეტირებაა.მაინც ატირებულს აღმომხვრა.
-მერე რა მაინც ნუ ტირიხარ.
-აბა ვერ დაინახე რამოხვდა? როგორ არ უნდა ვიტირო?.
-მერე რა გაკოცა ვსო,ეგრე იცი რამდენჯერ გაკოცებენ? ყოჯელ ჯერზე თუ იტირე კი აღარავინ მოგიყვანს ცოლად.
-არმინდა მე გათხოვება და ნუდამცინი.
-უჰ შენ ვინ შეგეკითხება.
-როგორ არა მე თუ არ მენდომება გათხოვება ვერავინ მომიყვანს ცოლად.
-მოგიტაცებენ, როგორც პატარას.ეს სიტყვები მიჩურჩულა ყურში და ხელშია მიტაცა. გასაღებით საკეტი გადაატრიალა და ჩემს ოთახში შემიყვანა, საწოლზე დამაწვინა შემდეგ კი შუბლზე მაკოცა.


ისე გამიხარდა რომ მოგეწონათ.. ძალიან დიდი მადლობა ასეთი თბილი შეფასებისთვის მიყვარხართ ყველა ძალიანნ.. შეცდომებისთვის კი ბოდიშს გიხდით.



№1 სტუმარი Nini

Dzalian magaria da tu moaxerxe xval dade ra shemdegi tavi da gamixardeba tu gazrdi:-)

 


№2  offline წევრი lilearchvadze:)

^_^ <3 მალემალემალემალეე

 


№3  offline წევრი isterichka123

ვაიმე რამაგარი იყო გაგრძელე

 


№4  offline წევრი ალექსისი

მალე დადე შემდეგი

 


№5 სტუმარი tasana

Mogitaceben rogorc pataras --momwoons es winadadeba . Aii zaan magaria momwons veli shemdeg tavs warmatebebiii.

 


№6  offline წევრი სალი-სალი

Yvelas dzaan didi madloba yvelanairad shevecdebi male davdo miyvarxart :*<3

 


№7  offline წევრი ketia

მომწონს კოჩაგ განაგრძე

 


№8 სტუმარი etiko

kargia magram agar agrdzeeeleb???

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent