შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიყვარულის ანგელოზები ( სრულად )


18-06-2016, 01:00
ავტორი Mariami Begiashvii
ნანახია 6 406

დავფიქრებულვარ, როდის დაიწყო ჩვენი ცხოვრების ისტორიის ერთი გზა, მაგრამ არ მახსოვს, ვერ ვიხსენებ.
სულ პატარა ვიყავი სოფელში ბებიას რომ წამიყვანეს ზაფხულის გასატარებლად. ერთ დღეს ბავშებთან ერთად ვთამაშობდი და ბიჭებმა გადაწყვიტეს ვირი მოეპარათ და მასზე ამხედრებულებს ესეირნათ. გოგობი სახლში წავიდნენ და დავრჩი მე. ბებო ტყუილად კი არ მეძახდა ახტაჯანას. ვიფიქრე, ვიფიქრე და უკვე წასულ ბიჭებს დავეწიე. მერე ჩემი ასაკის, ჩემი ტანის ბიჭი მახსოვს და მისი გაოცებული თვალები
-შენ ხომ გოგი ხარ, აქ რა გინდა? ბავშური გაოცებით შემომხედა. -მერე გავიგე თურმე ეს სანდრო ყოფილა
- მერე რა რომ გოგო ვარ, მეც შარვალი მაცვია, მეც შემიძლია სირბილი, თმა შენსავით მოკლედ მაქვს და მეც მინდა ვირით სეირნობა.- გავეცი პასუხი, მან კი გამიღიმა ხელი წამავლო და წამიყვანა. ალბათ, აქედნ დაიწყო ჩვენი ისტორია...შეიძლება მანამდეც ვიცნობდი სანდროს მაგრამ ჩემს მეხსიერებას ეს ისტორია ახსოვს, შეიძლება იმიტომ რომ ბებო ძალიან გამიბრაზდა და მეჩხუბა. ტირილით მოვიდა სანდრო
-ბებო, არ გაუბრაზდე მარიამს მე დავაძალე ჩვენთან ერთად წამოდითქო, აქ მარტო ძაღლები შეგაშინებენ და წამომყვა.ჩემი ბრალია მარო ბებია, მე გამიბრაზდით.
გაოცებული, ბავშვური გამომეტყველებით ვუყურებდი სანდროს და ვერ ვხვდებოდი რას აკეთებდა. ბებიმ ჩემი დასჯა გადაიფიქრა , სანდრო გააფრთხილა მეტჯერ აღარ წაიყვანო არსად!. მოვიდა თვალები მოიწმინდა და ბიჭური თმა ამიჩეჩა
- შენ კი ამბობ ბიჭი ვარ და არავის დაცვა არ მჭირდებაო, მაგრამ შენ ჩემი დაიკო ხარ, რომელიც მინდოდა ჩემთვის მშობლებს ეყიდათ. დღეიდან ვეღარავინ გაწყენინებს.
ამ მომენტიდან შევფიცეთ ერთმანეთს და-ძმობა ყოველგვარი რიტუალების გარეშე. მთელი ზაფხული ერთად გავატარეთ, ხეებზე დავძვვრებიდით, ბურთს ვთმაშობდით, დრო და დრო სხვის ბაღებში ვიპარებოდით ხილის საკრეფად.მაგრამ სანდრო ყოველთვის ხელს მაფარებდა. ბებია ქოთქოთებდა
- დროზე გავიდეს ეს ზაფხული წაგიყვანონ შენებმა, უარესად გადაგრევს ეს გადარეული ბიჭი.
ბებიას სიტყვები მალე ახდა ,მალე გავიდა ზაფხული.თბილისში წამოსულს ძალიან მენატრებიდა ჩემი ძამიკო, ჩემი სანდრიკა. ვეღარ ვთამაშიბდი ბურთს, ვეღარ დავძვრებოდი ხეებზე. დღეებს ვითვლიდი ზაფხულამდე მაგრამ ჯერ სექტემბერი იყო.
შემდეგ იყო ტირილი , ჩხუბი, მშობლებთან გაბუტვა, არ მინდოდა ფირტეპიანოზე სიარული. მშობლებმა გოგო ხარ და არ არის შენი საქმე ფეხბურთის თამაში და აქეთ იქით სიარული. მეორე კლასელი ბავშვი რას გავაწყობდი და ამიტომ მიმიყვანეს. ტირილი ბედნიერებამ შეცვალა როცა იქ სანდრო აღმოვაჩინე.გავვოცდი, სანდრიკა ბაღის ასაკიდან დადიოდა ფორტეპიანოზე. გამიკვირდა ამ გადარეული ბიჭის მუსიკისადმი უსაზღვრო სიყვარული. ზაფხულის ერთი დღიდან დაწყებული მეგობრობა მთელი ცხივრების გზად გვექცა.
ხშირად მიყვებოდა თავის ძმებზე. ო, როგორ მინდოდა მისი დიდი ძმა კოკა მეცემა , ჩემს სანდრიკას რომ აბრაზებდა. შემდეგ დათო გამაცნოდა დათოსთანაც მეგობრობა დავიწყე.გადიოდა წლები და ჩვენ ისევ ვმეგობრობდით. მეექვსე კლასში სანდრო ჩემს სკოლაში გადმოვიდა. ანანოს გვერდით დასვეს, ჩემი ერთადერთი გოგო მეგობრის გვერდით.ვიეჭვიანე სულელურად, ანანოს არ მოეწონა სანდრო და მასწავლებელს იმდენი ეწუწუნა ბოლოს ჩემს გვერდით დასვეს სანდრიკა.
ამ წვალებიდან და ერთად ჯდომიდან კი მათი უთქმელი სიყვარულის ისტორია დაიწყო. დღეს ვინმეს რომ კითხოთ ანანოს და სანდროს ერთმანეთი როდის შეუყვარდათო, იტყვიან პირველივე დღესო, მაგრამ მე თუ მკითხავთ ჯერ კიდევ მაშინ მე რომ ვუყვებოდი ერთმანეთის შესახებ ისტორიებს.უთქმელი სიყვარული რადგან ერთმანეთს ვერ უმხელდნენ და მხოლოდ ჩემთან იოხებდნენ გულს.
სანდროს დაბადების დღე იყო... 17 წლის ხდებოდა.ანანო გამივპრანჭე, ვიცოდი სანდრიკას გეგმები სიყვარულის ახსნასთან დაკავშირებით. უთქმელი სიყვარულის სიტყვების გამიხატვას აპირებდა. მე კი სიხარულის სულ სხვა მიზეზი მქონდა.მიხაროდა წლების შემდეგ შევხვდებოდი კოკას, რომელიც მთელი ბავშობა მაინტერესებდა, მისი ცემის სურვილი კი არ მაძინებდა.
დათომ გამოგვიარა და თავისთან წაგვიყვანა.დღემდე ყველას ახსოვს სანდროს განცვიფრებული სახე ანანოს დანახვისას.
-ანო, რა ლამაზი ხარ, გოგო! ემოციებით ამოილუღლუღა სანდრომ.
-კაი, სანდრიკ, ნუ გააწითლე გოგო, ხომ ხედავ სულ გაუწითლდა ლოყები! ხომ კარგი დაიკო გყავს, ხედავ როგორ გავალამაზე?!
- უჰ, შენ რომ არ გვყავდე ჩვენ ვაფშე რა გვეშველებოდა.- ემოციები მოთოკა და თმები ამიჩეჩა.
მერე იყო სიყვარულის ახსნა, ბევრი რომანტიკა, თავალებით ნათქვამი ბედნიერება, სიტყვით გამოხატული ემოცია.
-მარიამ, დღეს ანოს მე ვაცილებ და შენ ვინმე ნახე რომ გაგაცილოს.-მიჩურჩულა სანდრომ
- ოხ სანდრიკ, სანდრიკ, უკვე დაგავიწყდით ორივეს ხომ? დაგჭირდებით ისევ.- ვითომ გაბრაზებულმა დავუქნიე თითი.
-კაი თუ ძმა ხარ, ჩემს შეყვარებულს სიყვარულში ძლივს გამოვუტყდი და პირველივე დღეს ნუ გამოგვყვები და აწი რომც გინდოდეს ვეღარ მომიშორებთ-ცხვირზე მომარტყა სანდრომ.
-კაი, წავალ ჩემით არავის გაცილება არ მინდა. ორივეს ლოყები დავუკოცნე და ჩანთას დაცწვდი- წავალ სანამ კარგ ხასიათზე ვარ და თქვენი ბედნიერებით მეც ბედნიერი ვარ.
მართლა მიხაროდ მათი ბედნიერება. წლების შემდეგ ნათქვამი სიყვარული. ბავშობის წვალებიდან დაწყებული ლამაზი გრძნობა. გარეთ გამოვედი . ზაფხულის ჰაერი უფრო მესიამოვნა და უფრო მიხაროდა ცხოვრება.
-უკვე დამთავრდა დაბადების დღე? მომესმა ხმა
-უკაცრავად?
-ესე ადრე დაამთავრეთ დაბადების დღის აღნიშვნათქო, რა ვერ გაიგეე? -უხეშად გამიმეორა კითხვა.
-დღეს ისეთი ბედნიერი ვარ შენი უჟმურობით ხასიათს ვერ გამიფუჭებ "ჩემო ბიჭო" -ბოლო ორ სიტყვაში მთელი ირონია ჩავაქსოვე და წამოვედსი.
ვფიქრობდი რა ბედნიერება იყო ის დღე სანდრო რომ გავიცანი, მისი სახით საუკეთესო მეგობარი და ძმა შევიძინე.მე რომელემაც არ ვიცი რა არის ნამდვილი დედმამიშვილის სიყვარული.
-არ შეიძლება ღამით მარტო სიარული, სახიფათოა!-ნაცნობი ხმის მზრუნველობამ ჩემი ფიქრებიდან გამომიყვანა.
-უი, უცნობო უჟმურო შენ ხარ! რას ვიზავთ ასე მოხდა ,ჩემი მარტო წამოსვლა.ჩემმა საუკეთესო მეგობარმა მეორე საუკეთესო მეგობარს როგორც იქნა სიყვარული აუხსნა და მეც მარტოს მომიწია წამოსვლა.
-ვა, მართლა ტო? როგორც იქნა სანდრომ უთხრა ანანოს?
-შენ საიდან იცი მათი ამბავი?
-კოკა ვარ , სანდროს ძმა
-ოხ, ის კოკა? -ვკითხე და გამეცინა. გაკვირვებულმა გამომხედა ვერ მიხვდა რა ვუთხარი.
-ჩემ სანდრიკას რომ აწვალებდა და სულ მინდოდა შენი ცემა ის კოკა. გაეცინა
-ა, შენ ის მარიამი ხარ? არა და სხვანაირი წარმომედგინე , გიჟი , გადარეული, არა და ლამაზი ხარ , ქალს გავხარ.
-შეიძლება ლამაზი ვარ მაგრამ გადარეულიც..გავუცინე და დავემშვიდოებე
-მივედი მე.კარგად კოკა, გამიხარდა შენი გაცნიბა, ამდენი წელი შენს ნახვაზე ვოცნებობდი
-ოჰოო, ნახე გოგო, წლებია ჩემზე ოცნებობს თურმე.
-კი მთელი ცხოვრება შენს ცემაზე ვოცნებობ კოკაა!-ხელი დავუქნიე და სახლში შევედი.
საწოლზე კომფორტულად მოვკალათდი და სისცილი ამიტყდა.კოკა გავიცანი, რომლის ცემაზე ფიქრში საათები და დღეები გამიტარები.არა და რამხელა ყოფილა . ერთი ხელის აწევა და საერთოდ ძვლებში დავიშლებოდი. ვფიქრობდი და უაზროდ ვხარხარებდი.
მერე იყო სკოლის დამთავრების წლები.აბიტურიენტობის პერიოდი.იმდენად შეუძლებელი იყო ჩვენი სამეულის დაშლა რომ ერთმანეთს ვერც დავშორდით.სამივემ გადავწყვიტეთ რომ ერთი და იმავე უნივერსიტეტში ჩავგვებარებინა.
ჩემი და კოკას უცნაურიი გაცნობის შემდეგ ხშირად ვხვდებიდით ერთამენთს, მაგრამ ცემის მაგივრად მისით აღფრთოვანებული ვიყავი.ბანკეტზე სანდრომ დაიჟინა შენ მარტი ხომ ვერ წამოხვალ კოკას ვეტყვი და ის წამოგიყვანსო. არ მინდოდა მაგრამ იქ მისულებს გოგების შურიანი მზერა რომ ვიგრძენი აი მაშინ უფრო აღვფრთოვანდი.18 წლის გოგოს 24 წლის სიმპატიური პოლიციელი მახლდა. ბანკეტზე კოკამაც დალია და რას წარმოვიდგენდი მისი სიმთვრალე ცხოვრებას და ფიქრებს თუ ამირევდა.
უკვე კარგად ნასვამი იყო, მთხოვა ვიცეკვოთო, არ ვაპირებდი, მაგრამ ლილე შევნიშნე მისკენ მიდიოდა, ვერ ვიტანდით მე და ლილე ერთმანეთს ბავშობიდან.არ მიგანიჭებ მაგ ბედნიერებას გულში ჩავიხითხითე და საცეკვაოდ გავყევი.
უკვე სიმღერა მთავრდებიდა.არაფერი არ გვითქვამს ერთმანეთისთვის, ერთმანეთის სიახლოვით ვტკბებოდით .ვგრძნობდი მის სუნთქვას ჩემს კისერზე და მის ხელს ჩემს წელზე.გული გამალებით მიცემდა , მეშინოდა კოკასაც არ გაეგო ჩემი გულის მდგონარეობა.სიმღერა საუკუნის შემდეგ დამთავრდა, ყოველ შემთხვევაში მე ესე მომეჩვენა.ყურზე თმა გადამიწია და ჩამჩურჩულა
-მიყვარხარ გადარეულო მარიამ!-გაიცებულმა ავხედე , ეს არ იყო ისეთივე სიყვარული მე და სანდროს რომ გვაკავშირებდა .ეს რაღაც სხვა იყო. ყურთან მაკოცა და წავიდა. ჩემთვის ბანკეტი იქ დამთავრდა .ავირიე.., ჯერ კიდევ არ მესმოდა ვერ ვაანალიზებდი კოკას სიტყვების მნიშვნელიბას.სანდრო და ანანო გაოცებული და კითხვებით სავსე თვაკებით მიყურებდნენ.ხელით ვანიშნე ეხლა არათქო.
მეორე დღეს ანანოს მოვუყევი, დამცინა რას ქვია ვერ გაიგე რანაირად უყვარხარო.სანდრომ დამიმატა ისევ ის შტერი გოგი ხარ, რას ქვია რანაირად უყვარხარო.ისე როგორც მე მიყვარს ანო ისე მარიაამ!
დავიჯერებდი რომ მოსულიყო რომ გამიჩენილიყო ბანკეტის შემდეგ.

გამიცდების ჩაბარების შემდეგ ბათუმში წავედით.შემთხვევით იქ კოკას მოვკარი თვალი , დამინახა, რანდენიმე წამი მიყურებდა, თუ მე მომეჩვენა არ ვიცი.
შემდეგ მივიდა. სანდრო და ანანო თბილად მოიკითხა , მე კი თითქოს მისთვის უცნობი ვიყავი.მეწყინაა.ძალიან მეწყინაა..
მე ილუზიებს ვქმნიდი და შემდეგ თავი კი დავარწმუნე საკუთარი თავი რომ ის ლაპარაკი უბრალოდ მისი სიმთვრალის ბრალი იყო, მაგრამ ის მომენტი კოშმარად გადამექცა.ყოველელ ღამე ერთი და იგივე სიზმარი. სანდრო და ანო მარწმუნებდნენ უყვარხარო.ბოლოს საერთოდ ავუკრძალე კოკაზე ლაპარაკი.
გამოცდების შედეგებით კმაყოფილებმა კლუბში აღვნიშნეთ. უკვვესტუდენტი ვიყავი და გადავწყვიტე იმდენი დამელია კოკა კი არა საკუთარი თავიც დამევიწყებინა.7 ჭიქის შემდეგ ის დავინახე.მოვიდა ძმას და სარძლოს მიულოცა თბილი სიტყვებით.მერე მე გამომხედა
-გილოცავ მარიამ! არანაირი სითბო მოვალეობის მოხდა მხოლოდ.
-მადლობა ბატონო კოკა ,მაგრამ თქვენი მოვალეობის მოხდის მიზნით ნათქვამი მოლოცვის გარეშეც ბედნიერი სტუდენტობა მექნება!- მთელი ირონია, სიძულვილი, წყენა ჩავაქსოვე ამ სიტყვებში.
შვიდ ჭიქას ამდენნივე დავუმატე და მერე არაფერი მახსოვს.დილით ანანოს გვერდით გავიღვიძე .ანანო დამცინოდა.
-ანო, იცი რა მაგარი სიზმარი ვნახეე!
- რა ნახე შე ლოთო.რა არი მარიამ, ამდენი უნდა დაგელია. წუწუნით მითხრა ანაომ.თან კოკასგამო!
-კოკას გამო არ დამილევია! გავბრაზდი მე- ან ხო კაი, მისი მოსვლის შემდეგ რაც დავლიე მის გამო იყო.იცი რა კარგი სიზმარი ვნახეე!
-რა ნახე გოგო მოყევი.თავი მომაბეზრე შენი სიზმრით უკვე.
-კოკა ვნახე!
-ოჰო, ქალბატონს რომ კითხო კოკას გამო არ სვავს და საერთო არ ფიქრობს!.
- მაცადე რა! რა ვნახე და ისევ მოვიდა , თმა გადამიწია .მაკოცა და ისევ ის სიტყვები მითხრა.კულონი გამიკეთა ორი ნაგელოზი იყო. ამ დროს სიცილისგან ანანო იატაკზე ხოხავდა- რა გაცინებს გოგო დამაცადე მოგიყვე!
-მიდი ხო კაი ჩუმად ვარ-სიცილით ამომძახა.
-მითხრა ეს თუ გეკეთება ყოველთვის ვიგრძნობ რომ გიყვარვარ და ჩემს უსაზღვრო სიყვარულსაც იგრძნობო.გთხოვ რაც არ უნდა მოხდეს არ მოიხსნა , მერე ამ დროს ჩემსკენ მოიწია და მგონი კოცნას აპირებდა.და შენმა სიცილმა გამაღვიძა. ანანო კი ისევ იცინოდა
-დარწმუნებული ხარ რომ სიზმარი იყო? აბა აწიე და ჩაიხედე სარკეში ყელზე რა გიკეთია.
გიჟივით წამოვხტი და ყელზე ის სიზმრიდან გადმოსული ანგელოზები მეკეთა. არა არააა არ არსებოიბს! ვიყვირე ხმამაღლა
-არსებობს მარიამ არსებობს!-მომაძახა ანანომ და აბაზანაში გავიდა.
თავი ზღაპარში მეგონა რა ვიცოდი სიზმარი თუ რელაობა იქნებიდა.მერე ანომ მომიყვა.ეგ რომ გითხრა სიმთვრალისგან გაითიშე და მის ხელებში ჩავვარდი.ჩემთან წამოვედით და მთელი ღამე გივლიდაო.
დაჭერება მიჭირდა, მაგრამ ფაქტი ყელზე მეკეთა.ჩემებს დავურეკე ანო მარტოა და მასთან ვრჩებითქო.არ მინდოდა მეცხრე ცაზე მყოფი ვენახე ჩემს მშობლებს . სანდრომ დაგვირეკა საღამოს სადმე გავიდეთო. მე კი სულ ღიმილით დავდიოდი.სანდრიკა დამცინოდა , მაგრამ კოკაზე არაფერი უთქვამს.ნერე კი ჩემი ღიმილი ცრემლებმა შეცვალა.
სანდროს ველოდებოდით მე და ანო ნაყინი უნდა მოეტანა.და ის დავინახე ვიღაც გოგოსთან ერთად ისევ ისეთი უემოციო მოკითხვა არანაირი კვალი წუხანდელუითბილი კოკადან.სანდროც მოვიდა მიხვდა უსიტყვიდ მიხვდა ვერ ვიყავაი კარგად.
-კოკა შენ აქ რა გინდა? კითხა გაოცებულმა სანდრომ- ლიკა როგორ ხარ? მოიკითხა გოგონა
-ვსეირნობდით და შენი მეგობრები დავინახე და მოვიკითხე
-ჩვენ წავალთ ხელს აღარ შეგიშლით-სიტყვით გამივედი და ანოს ხელი ჩავჭიდე.დავინახე მზერა ჩემს კულონზე გადაიტანა.მაგრამ გამომეტყველება არ შეცვლია არანირი გრძნობა.
-კარგად იყავით დავემშვიდობე და წამოვედით.
ნაყინი ნაგვის ურნაში ჩავაგდე და სწრაფი ნაბიჯებით ანანოს სახლისკენ წავედი.საერთოდ არ მესმოდა ანოს და სანდროს ძახილი.მე ჩემს რეალურ სამყარის დავუბრუნდი და სხვა არავინ მაინტერესებდა.
ცუდად ვიყავი, სანდრიოც ჩვენთან დარჩა სასტიკად გავაფრთხილე არცერთს აღარ ეხსენებინათ კოკა.ღამით ისევ ის ტკბილი კოშმარი.დილით სიცხემ გამაღვიძა და გაღვიძებისათანავე ყელზე წავივლე ხელი.კულონი ისევ იქ იყო.
-გეხვეწები მოიხსენი რა, უფრო ცუდად ხაარ, ხომ ხედავ.
მოვიხსენი .არ ელიდა ანო ამას თუ გავაკეთებდი.ერთი ანგელოზი მოვატეხე და მეორე ისევ ყელზე დავაბრუნე .გაიცებული ანო ხმას ვერ მიღებდა.
-მითხრა ეს ჩვენ ვართო-.ცრემლები ვეღარ შევიკავე.ანო მოვიდა ჩმეხუტა და გული უარესად ამიჩუყდა.-ჯერ კიდევ იქიდან ვფიქრობდი კოკაზე სულ პატარა რომ ვიყავი და სანდრიკას აწვალებდა ,მერე შევხვდი გავიცანი და აღვფრთოვანდი.შემიყვარდა.ხო შემიყვარდა.ხმამაღლა პირველად ვაღიარებ .შენც და სანდრომაც ეს ყველაფერი ჩემი სიტყვების გარეშეც იცოდით.ეს მოტეხილი ანგელოზი მე ვარ.მას არ უნდა ჩემთან ყოფნა ჩემით ერთობა! ეს ანგელოზი კოკააა, სულ ჩემს გვერდით იქნება, ჩემს გულთან ახლოს.მაგრამ გაფრთხილებ ანო, კოკაზე ხმა აღარავინ ამოღოთ ,საერთოდ არ ახსენოთ ჩემთან ერთად.ანანო რაღაცის თქმას აპირებდა მაგრამ გავაჩუმე. ჩავეხუტე და ტირილით გული ვიჯერე.არ ვიცი როდის ჩამეძინა.რომ გავიღვიძე სანდრომ უკვე ყველაფერი იცოდა.-სულელი გოგო ხარ შენ , არაფერი არ იცი მხოლოდ ეს მითხრა და ჩამეხუტა.
მერე იყო სტუდენტობის პირველი წელი და პირველი წელი კოკას გარეშე.შორიდანაც კი ვერ ვხედავდი.მერე ანომ მითხრა ისე სხვათაშორრისოდ
-კოკა შვიცარიაში წავიდა ,არ ვიცი როდის ჩამოვა.არაფერი მითქვამს მაგრამ გული მომიკვდა. ის იმედიც დავასამარე შორიდან დანახვის იმედი რომ მქონდა.
მერე იყო შავი წლები.მე და ანო სანდროს ვედექით გვერდში.დათო ნარკოტიკზე შეჯდა, მერე მისი შეყვარებული ბავშობის სიყვარული ნიაც შეეჩვია და და ზედმეტი დოზისგან დათოს ხელებში ჩააკვდა.მერე დათომ თავის მოკლვლა სცადა .სანდრო გაგიჟდა, ნია, ჩემი ბავშობის მეგობარი დავკარგე და ძმის სიკვდილს ვეღარ გადავიტანიდიო.დათო მონასტერში წავიდა და ბერად აღიკვეცა.მამა საბა გახდა.სანდრომ კი ვერ აპატიაა...
მერე იყო კოკას დაბრუნებ.ანომ მითხრა გნახავსო, სანდრომაც უეჭველიო.ოთხი წელი იყო გაასული მისი წასვლიდან მე კი სიევ ისე სულელურად მიყვარდა.
ჩემს დაბადების დღეზე მოვიდა.სამი თვის ჩამოსული იყო და არ მყავდა ნანახი.უბრალოდ ვიცოდი რომ საქართველოში დაბრუნდა . აეროპორტში ანიც წავიდა, მე გავაფრთხილე არც კი მიხსენოთ.ხმა აღარ ამოუღიათ.ჩემს დაბადების დღემდე ვუთხარი
-ხომ გეუბნებოდი არ მოვა და არ მნახავს!
სანდრომ სულელი ხარო! მეტი არაფერი უთქვამთ.
ჩემს დაბადების დღეზე ბევრი დავლიე .ყოველთვის კი არ ხდები 22 წლის. უკვე კარგად მქონდა ალკოჰოლი სხეულში კოკა რომ მოვიდა ყვავილებით ხელში.გადამკოცნა.მომილიცა და ჩემს კულონს დახედა.ჩაეღიმა.
საერთოდ არ ვიმჩნევდი კოკას.ვცდილიბდი არ შემემჩნია. ალბათ, გამომდიოდა კიდეც.დალია. მეც ვსვავდი.მეცეკვეო და მეც დავთანხმდი..დავთანხმდი თითქოს ჩემთვის ჩვეულებრივი ბიჭი იყო. აივანზე გამიყვანაა
- სალაპარაკო მაქვს ! არეული თვალებით მითხრა
- ოჰო, ეს რას მოვესწარი , კოკას ჩემთან ლაპარაკი უნდა.ირონულიად გავუთიმე
- გეყოს სისულელეები.მარიამ მიყვარხარ! მე არანაირი ემოცია არ გამომჟღავნებია.
-მიყვარხარ სიტყვის მნიშვნელიბა არ იცი, ასე მგონია, ბატონო კოკა.
-მორჩი მარიამ .ძალიან კარგად ვიცი რასაც გულისხმობ.მაშინაც მიყვარდი და ახლაც მიყვარხარ სიცოცხლეზე მეტად.
-და უბრალიდ ეს ყველაფერი , ეს გრძნობები მთვრალს გახსენდება და გამოფხიზლებული ისევ ის ძველი უგრძნობი კოკა ხარ.უჟმური, გულქვა.ცივი.არ ვიცი რას ელი ჩემგან .მე არ მაინტერესებს შენი თავი . მე შეყვარებული მყავს და საერთოდაც მალე ვთხოვდები.და ამ ქვეყნიდან მივდივარ.
- ეს ყველაფერი ცხოვრების შესაცვლელად ნამეტანია.ეხლა მოიფიქრე? დამცინა
-ჩემი ცხოვრებაა და ისე მივიქცევი როგორც მინდა. შენ კი არანაირი უფლება არ გაქვს ჩემს ცხოვრებაში! ვუყვირე
-ვითომ მარიამ? რიტორიკულად მკითხა და ვერც კი მოვედი აზზრზე როდის აღმოვჩნდი მის ხელებში , როდის ვიგრძენი მისი სუნთქვა ჩემს სახეზე.მაკოცა.არაფერზე არ ვფიქრობდი მხოლოდ ჩვენ ორნი ვიყავით.
-ახლაც მეტყვი რომ არაფერი ვარ შენთვის მარიამ?რელობაში დამაბრუნა მისმა ცინიკურობამ. ხელი ვკარი და ვუყვურე
-აღარასდროს მომეკარო! შენი სიმთვრალის სიყვარული და მისი გამოხტომები შენთვის შეინახე კოკაა!
ბარში დავბრუნდი.მინდოდა ყველაფერი დამევიწყებინა.პირველ რიგში კი კოკა და მისი სურნელი.დავლიე ძალაინ ბევრი, მაგრამ არაფერიც არ მავიწყდებიდა.ვცდილობდი უფრო მხიარული ვყოფილიყავი. მინდოდა კოკაც ისევე გაგიჟებულიყო ჩემი ბედნიერებით როგორც მე ამ წლების განმავლობაში.მაგრამ უშედეგოდ.თვალი ჩამიკრა, კოცნა გამომიგზავნა და წავიდა. მისი წასვლა და ჩემი ისტერიკის დაწყება ერთი იყიო. სანდრომ და ანომ ძლივს დამაწყნარეს.ძილშიც კი ვტიროდი.
მეორე დღიდან კი ისევ ის რეალობა დაიწყო.აღარ შემხვედრია კოკა.თუ კი სადმე შემთხვევით ვნახავდი ისევ ისეთი ცივი იყო.
მერე იყო სანდროს და ანოს ჩხუბი.
სანდრომ გაიგო რომ ანანოს ბიძაშვილი კაკის ძმაკაცს ლევანს ანი უყვარდა.იყო ისტერიკები .ჩხუბი.ეჭვიანიბა.ბავშობის სიყვრულის დანგრევა და მათი დაშორება.მთელი უნუვერსიტეტი მხოლოდ ანოზე ლაპარაკიობდა.
სანდრო და ანანო კი ცალცალკე იტანჯებოდნენ.ჩემთან იოხებდნენ გულს.მაგრამ არც ერთი არ პატიობდა მეორეს შეცდომას.მე კი არ ვიცოდი როგორ მივქცეულიყავი.ანო დეპრესიაში იყო. ვერ წარმიედგინა სანდროს გარეშე როგორ უნდა ეცხოვრა.დაღალა უნივერსიტეტში თითის საჩვენებელ ობიექტად ყოფნამ.დღე რომ არ გავიდოდა ლევანს და სანდროს რომ არ ეჩხუბათ.მეც კი მივევიე, იმას რონმანო უნივრსიტეტში არ დადიოდა.
-ანო? გაოცებულმა შევყვირე უნივერსიტეტში მომავალი ანოს დანახვისაას.
- კაი რა იყო მარიამ , შენი ყვირილაღა მჭირდება, თითქოს არავინ მიყურებს .მაგრად ჩავეხუტე.მიხაროდა როგორც იქნა 3 თვიანი გაცდენების შემდეგ აქ მოსულს რომ ვხედავდი.
-წამო წავიდეთ.გამიღიმა ანანომ.
აუდიტორიისკენ წავედით.მაგრამ ჯობდა არ წავსულიყავით.ტრადიციად იყო უკვე ქცეული ლევანის და სანდროს ჩხუბი.ორთაბრძოლა ამჯერად აუდიტორიის შესავლელთან გამართულიყო.
-უკვე ძალიან დავიღალე! დაიყვირა ანანომ და მათკენ წავიდა.პირველმა სანდრომ შეამჩნია.3 თვე არ ყავდა ნანახი თავისი ბავშობის სიყვარული.
-ანანო აქ რა გინდა? დაიყვირა სანდრომ.
ანანო იდგა სასოწარკვეთილი , გამწარებული და ნატანჯი.
ხმამაღლა ყვიროდა ანანო- გაინტერესებთ ხო ჩემი ცხივრება? მოდით და მისმინეთ.დავიღალე.ყველაფრისგან დავიღალე.ხვალ საქართველიდან მივდივარ და რაც გინდათ ის გიქნიათ.ამ დროს სანდროს გადაჭრილი ვენები შეამჩნია და სულ გაგიჯდა.
-ეს რა არის სანდროო? ნუთუ გგონია შენი სიკვდილით მე და შენ პრობლემებს მოვაგვარებთ? ახლა კი ამ იარებით შენი და ჩემი ცხოვრება სამუდამოდ გაანადგურე.ანანო სირბილით დაეშვა კიბეებზე.
რამდენიმე წამით ყველა გაშეშებული ვიყავით.სწრაფად დავიძარი ანანოს მიმართულებინთ. სანდრო როდის გამოიქცა და როდის დაეწია ანანოს ვერც კი გავაანალიზე.სანდროს ძმაკაცი გიორგი მალევე დამეწია.
-მარიამ , ლევანი მეორე გასასვლელიდან გაიქცა , ანანოს დაეწევა.
- გიორგი, ჩქარა მოიფიქრე რამე , დახოცავენ ერთმანეთს.ვყვიროდი და ისე მივრბოდი ანანოსკენ და სანდროსკენ .რომლებიც მანქანასთან ჩხუბობდნენ.
გიორგიმ სანდროს მანქანა დაქოქა , სასწრაფოდ ანანოს და სანდროს ხელი ვკარი და მანქანაში ვაიძულე ჩამსხდარიყვნენ. ვიცოდი რაღაც საშინელება მოხდებიდა .ლევანი კანონიერი ქურდობისკენ მიისწრაფოდა და მისი ძმაკაცებუიც იყვნენ არაკანონიერ საქმეებში გარეულნი. სანდროს დაემუქრა მოგკლავ და მე და ანანო ბედნიერები ვიქნებითო.
ანანო და სანდრო , მე და გიორგის გაოცებულები გვიყურებდნენ .ანანო აყვირდა.
-გააჩერეთ მანქანა არ მინდა მასათან ერთად ყოფნა!
-თუ ღმერთი გწამს ანანო, ახლა მაინც მოკეტე რა .დავიღალე მეც თქვენი უაზრო ჩხუბით.მოკვდებით და პირველი არც ერთი არ გადადგამთ ნაბიჯს.სიტყვები არ მქონდა დასრულებული იარაღის სროლის ხმა რომ გავიგეთ.უკვე ნერვები აღარ მყოფნიდა.
- ხედავ ანანო? გადადი, გავაჩეროთ მანქანა.ლევანი შენ სანდროსაც მოკლასვ, მერე მე და გიორგისაც და თქვენ წადით ქვეყნიდან და იცხოვრეთ ბედნიერად.და საერთოდ სანდროს ვენების გადაჭრაც შენ სინდისზე იყოს.რომ ეძახდი არ მიყვარხარ , ლევანი მონწონს და მასთან სექსი მქონდაო.წადი ლევანთან, რომელსაც ვერ ვიტან.მე ხომ მაინც ვიცი, ანანო, რომ ეს ყველაფერი სრული სიაულელეა. ვეღარ ვჩერდებოდი.აღარ ჩერდებოდა ტყვიების სროლაც.ჯანდაბა .ვიყვირე და ხელი სკამს დავარტყი
-აქედან ასე მშვიდად ვერ გავახწევთ.მოიფიქრეთ რამე , პატრულში დარეკეთ.კოკას დაურეკე! - პირველად ვახსენე მათთან ეს სახელი .კოკა, კოკა , დაგვეხმარება ამათ ჩამიშორებაში.თქვენ კი გაფრთხილებთ ზედმეტი ხმა არ გავიგო.მიდიხართ და ჯვარას იწერთ.ხელს აწერთ და წახვალთ ცოტახით ამ დამპალი ქვეყნიდან.ანანო და სანდრო რაღაცის თქმა აპირებდნენ.
-ჩუ.თქვენი ხმა არ გავიგო.დავუღალე 3 თვე თქვენი ტანჯვის ყურებით.- ტელეფონი მივაჩეჩე და ვანიშნე კოკასთან დაერეკა.
რანდენიმე წუთი გაგრძელდა მათი საუბარი.არ მესმოდა რას ეუბნებოდა კოკა.სანდროს გაოცებულ სახეს ვხედავდი მხოლოდ .
-მოკლედ. - დაიწყო სანდრომ. - ტბა შეგხვებათო და მანქანა იქ უნდა გადაააგდოთო.უკვე მოვიდა ჩვენამდე ხმა ლევანის ხალხსი შესახებო.მთელი სპეცრაზმი რომ მოვიყვანი მშვიდობიანად ვერ გამოგიყვანთ .ერთადერთი გამოსავალი დროებით მოტყუება რომ თითქოს ტბაში გადაცვივდით.მითხრა სადაც არის სამალავი და იქ დამელოდებით რამდენიმე საათი და მერე მე მოოგხედავთი.
სხვა გამოსავალი არ გვქონდა.ტყისკენ გადავუხვიეთ.მანქანა წყალში გადავაგდეთ და ჩვენ სამალავში დავიმალეთ.რამდენიმე საათი იქ ვუცდიდით.შორიდან კი ხმები აღწევდა ტირილის. ალბათ რომელიმე ჩვენგანს დაგვტიროდნენ.ისეთი საშინელი ხმები იყო მომკლას ლევანმა აღარ შემიძლიაო. გაიძახოდა სანდრო.მოსაღამოვდა.ანანო სანდროზე მიკრული ისევ ცახცაცხებდა..
მერე იყო კოკას მოსვლა თავის მეგობარ დაჩისთან ერთად.
-თქვენ მართლა გადაირიეთ? რიტორიკული შეკითხვა უფრო გამოუვიდა კოკას.მე არ მიმიხედია მისკენ.მანქანაში ჩავსხედით და სანდრომ მოუყვა ყველაფერი.დაგვამშვიდა კოკამ, ლევანს და რამდენიმე მის მეგობარს უკვე კითხავენ და თავდასხმის მუხლით დააპატიმრებენო.
-კოკა, მამა საბას დაურეკე, უთხარი სანდრო და ანანო ჯვარს იწერენ და ჯვარი შენ უნდა დაწეროო.
-მართლა! სიხარულით წამოიყვირა კოკამ.რძალო, ესეთი რა უქენი რომ წელებია მამა საბას ხმას არ სცემს, არ ნახულობს და ეხლა მეუბნება დაურეკე ჯვარი უნდა დამწერსო. კოკამ ტელეფონი ამოიღო და ვიგრძენი როგორ გამოაპარა თვალი ჩემსკენ.ჟაკეტი გავიხადე და ანტერესებდა ის მედალიონი მეკეთა თუ არა.დაინახა ჩაეღიმა და მამა საბას დაურეკა.
-საღამო მშვიდობისა მამო.
-საღამი მშვიდობისა კოკა როგირ ხაარ? სითბო იღვრებოდა მამოს სიტყვებიდან.
-მოკლედ მამაო, ჩვენმა სანდრომ ჯვარი უნდა დაგვწეროს მე და ანანოსო.
-მართლა? ანანო თანახმაა?
-კი მამამო თანახმა ანო.მოვდივართ და იმედია უარს არ გვეტყვი ჯვრიაწერაზე.წლების შემდეგ პირველად დაელაპრაკა სანდო ძმას.
-კოკა ვინ მოდიხართ? ხომ მშვიდობაა? დედას და მამს არაფერი უთქვამთ.დამირეკეს და მითხრეს ჩვენთვის ილოცეო, მაგრამ ხმაზე შევატყე ვერ იყვნენ კარგად.
-რომ მოვალთ მოგიყვებით მამო.მალე ვიქნები შენთან.კოკამ ტელეფონი გათიშა.
-ეს ჯვრისწერა რომლის იდეა იყოო? ვადახედა ანანას და სანდროს
-ჩემი. ამოვილუღლუღე ჩუმად
-შენ, შენი ცხოვრება ვერ მოგიგვარებია და სხვისას კარგად აგვარებ.გამომხედა ირონუილად.
-რას ვიზავთ ყველა არანორმალური ლოთი ჩემს ცხოვრებაში ჩნდება და უკვე დავიწყე მათი წაშლა ჩემი ცხოვრებიდან.გავუღიმე და შევხედე კოკას.
-კოკა, შენც რომ დაიწერო ჯვარი? გაიცინა დაჩიმ
-არა ძმაო ჯერ ადრეა.გაიცინა, გამომხედა და თვალი ჩამიკრა.
-დავურეკო ლიკას ჩვენზე მალე ის იქნება .ვეტყვი კოკა თანახმა. ლაპარაკს აგრძელებდა დაჩი.
ვგრძნობდი როგორ აკვირდებოდა ჩემს სახეს კოკა.მინდოდა დამემალა ეჭვიანობა, მაგრამ ჩემს სახეზე ყველაფერი ცხადად იკითხებოდა.კოკამ თავი გადმოწია ანანოს თავზე აკოცა და უჩურჩულა
-რა შტერი დაქალი გყავს რძალიო!
-შენზე შეყვარებული მაზლო!- უჩურჩულა კოკას და ორივემ გადმომხედა.ჩემს სახეზე კი ისევ ეჭვიანიბა იკითხებოდა.
-დაგვილოცე, მამო!- მიუახლოვდა სანდო და ანანო მამა საბას.მამაომ საბა გულში ჩაიკრა ამდენი წლის უნახავი ძმა.ანანის თავზე აკოცა და უსიტყვოდ უხდიდა მადლობას მათი შერიგებისთვის.
-მარიამ როგორ ხარ?
თბილად მომიკითხრა მამა საბამ.

დაიწერეს ჯვარი. მილოცვსას ანანომ მიჩურჩულა
-რძლობას რომ მიპირებ ქალბატონი არ უნდა მითხრა?. გამეცინა
- ეგ წუხელ სიზმარში ნახე ანო?!
კოკამ ხელი ჩამავლო და ეკლესიიდან ძალით გამიყვანა.მივყავდი ეზოს სიღრმისკენ და ხელს უფრო და უფრო მაგრად მიჯერდა.
-მტკივა, კოკა, გამიშვი. ამოვილუღლუღე
-იცი მეც მტკივა ეს წლები. ამ შენს მედალიონს რომ ვუყურებ.როგორ მოატეხე ჩემი ანგელოზი და მხოლოდ შენი ანგელოზი დატოვე.მტკივა ეს წლები რომ გიყურებ და ვერაფერს ვერ გეუბნებოდი.მტკივა ის ყველა სიტყვა რომელიც მე მითხარი.მტკივა წეღანდელი შენი სიტყვები სამუდამოდ წარსულში რომ დამტოვე და ჩემი ანგელოზივით სამუდამოდ მომიშორე.მტკივა შენი სიყვარული მარიამ!
-ეს ანგელოზი შენ ხარ! მე ჩემი ანგელოზი მოვატეხე და და გადავაგდე რომელიც შენ არ გჯირდება.
რანდენიმე წამი ასე ვიდექით.კოკა ვერ იაზრებდა რა ვუთხარი.მეც ვერ ვიაზრებდი რა მითხრა.ვერ ვიაზრებდი სიყვარულის ახსნას.უცებ გონს მოეგო.მოვიდა და მაგრად ჩამიკრა გულში.ხელი მომკიდა და ეკლესიისკენ წამიყვანა
-მამა საბა, ჯვარს დაგვწერთ? -შეევედრა მამაოს.ყველა გაიცებული გვიყურებდა.კოკას ჩემი ხელი მაგრად ეჭირა და არ აპირებდა ჩემს გაშვებას.არა და არსად გაქცევას არ ვაპირებდი.მამაო მომიბრუნდა და მკითხა
-მარიამ შენ თანახმა ხარ?
-მამა საბა, გთხოვთ, დაგვწერე ჯვარი.ამ სიტყვებში მთელი ჩემი წლების სიყვარული იყიო
სადროს და კოკას მშობლები სულ გადაირივნენ სახლში რომ მივადექით და გამოვაცხადეთ ჯვარი დავიწერეთო.სანდრო და ანანო იმ ღამესვე ანოს მშობლებთან გაფრინდენ.სანამ სიტუაცია არ გაირკვევა ლევანთან მიმართებაში იქ დიქნებიან.
მე და კოკა? ყოველ დღე, ყოველ წამს მიმტკიცებს თავის სიყვარულს, რომელიც ჯერ კიდევ მაშინ რომ დაიწყო ერთმანეთს რომ არ ვიცნობდით.მე კოკას ცემის სურვილი რომ მკლავდა და კოკა რომ ფიქრობდა ვინ არის ეს გადარეული მარიამი სანდრო რომ მას იფიცებს და გაიძახის ძმებზე მეტად ჩემი დაიკო მიყვარსო...



№1  offline წევრი milangirl

mainc ver gavige koka ase sulelurad ratom iqceoda, es damaklda. ertianobashi kargi istoria iyo

 


№2  offline წევრი Marryam

ერთიანობაში ჯარგი იყო მაგრამ მეც ვერ გავიგე რატო მოიქცა ასე კოკა.

 


№4  offline წევრი mimimimo

ვერც თავი გავიგე.
ვერც - ბოლო.

შინაარსობრივად კარგია, მაგრამ ძალიან დასახვეწია.

წარმატებები! smile

 


№5 სტუმარი mtvaro svani

kargi ra gaugebari istoria iyo.rato igceoda sandro ase rato ar axseni.am gaugebrobas ver vitan.tu cer cota gasagebad gtxov

 


№6  offline აქტიური მკითხველი uchveulo

dzaan kargii iyoo magram kokam nervebi momishala cota ariyoos :))

 


№7 სტუმარი სტუმარი ნინა

ჩამოუყალიბებელი სისულელე იყო, რომ არაფერი ვთქვა უამრავ შეცდომებზე

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent