ხსნა
15 ივლისი. 2020 წელი. ღამის 3სთ იქნებოდა, როცა გამოვერკვიე რომ ლილი გვერდით აღარ მედგა.მძლივს-მძლიობით ვეტენებოდი ხალხში რომ როგორმე იქაურობას გავცლოდი და ლილი მეპოვა.ამდენ ხალხში მის გარეშე, ალბათ სული ამომხდებოდა.ყურებში საშინლად მეწვოდა რაღაც არ არსებული, ცოტაც და აფეთქდებოდა.ლილის იდეა იყო აქ წამოცუნცულება მიუხედავად, იმისა რომ ძალიან დაღლილი ვიყავი უარი ვერ ვუთხარი, მითუმეტეს არ მიზიდავდა ელექტრონული მუსიკა.აი ახლა კი მის გარეშე დარჩენის მეშინოდა, ნეტავ რამე ხომ არ დაემართა...ისე ავნერვიულდი რომ ხელებიც კი მიკანკალებდა ... სულ აქეთ-იქით ვიყურებოდი, ამიტომ ვერ დავინახე დაბლა ვიღაცის ფეხი და მოულოდნელად ძირს ავღმოვჩნდი.შემდეგ ვიგრძენი ვიღაცის ხელები და შემდეგ როგორ ამიტაცა ჰაერში. ჯერ ისევ გაბრუებული ვიყავი , თუმცა კარგად ვხედავდი მის სახეს. -ბოდიში. _ ჩავიბუტბუტე და ვანიშნე რომ ძირს დავესვი.მანაც ძირს დამსვა , ცოტა წავიფორთხიალე , რასაც მისი ხელის შეშველება მოჰყვა და მძლივს-მძლიობით გავიმართე.ალკოჰოლის და სიგარეტის სუნი ასდიოდა, არვიცი რატომ მაგრამ ეს სულ არ მანაღვლებდა, რადგან ის ისეთი საყვარელი იყო...მაკვირდებოდა მე კიდევ არვიცოდი რა მექნა ვიდექი ასე ერთ ადგილზე გაშეშებული. -საყვარელი ხარ._ მითხრა და ტუჩის კუთხე ჩატეხა. ცოტაც და გული წამივიდოდა , სულ დამვიწყებოდა ვის ვეძებდი, ალბათ ლილის ეს რომ გაეგო ცოცხალს არ დამტოვებდა.მოხერხებულად ამოვაძვრინე შორტის ჯიბიდან ტელე და ლილის სურათი ვაჩვენე. -ეს გოგო ხომ არ გინახავს?_და პასუხის მოლოდინში გავირინდე, რატომღაც მეგონა რომ უარით გამომისტუმრებდა , თუმცა შევცდი თავი მოკრძალებულად დამიკრა და მანიშნა რომ გავყოლოდი. სადღაც სიბნელეში გამიყვანა, ისე რომ ვერცერთ სინათლის წერტილს ვერ შენიშავდით.ძალიან შემეშინდა, რადგან მის ხელებსაც ვეღარ ვგრძნობდი.უაზროდ ვიყვირე ლილის სახელი და თვალებიდან ცრემლები წამსკდა. მოულოდნელად ისევ ვიგრძენი ვიღაცის ხელები ოღონდ ამჯერად წელზე , ვგრძნობდი როგორ მექაჩებოდა სადღაც იმქვეყნიურში. -რომელიხარ? _აკანკალებული ხმით ვკითხე და ისევ წამოვიდა თვალებიდან ცრემლების ახალი ნაკადი. -ნუ გეშინია! წამომყევი და ლილის ნახავ._ ამჯერადაც გავყევი, მივყვებოდი და თან ვცახცახებდი. უეცრად რაღაცას წამოვკარი ფეხი და ისევ ძირს გავიშოტე, რასაც ისევ მისი ხელების მოშველება და ჰაერში ატაცება მოჰყვა.ამჯერად უფრო კარგად ვგრძნოობდი, მის სუნამოს , რომელიც სიგარეტში და ალკოჰოლის სუნში არეულიყო. თვალები დახუჭული მქონდა და ისე მივყავდი ბოლოს ვიგრძენი, როგორ ცადა ძირს დავესვი , ამიტომ მეც თვალები გავახილე და დავინახე პატარა ოთახი , სადაც უამრავი ისეთი ადამიანი ირეოდა , რომლებსაც ხალხის უმეტესობა უარყოფდა. ირგვლილ, ბოლით იყო ყველაფერი გაჟღილთული, თუმცა ულტრაიისფერისხივები მეხმარებოდნენ მასთან ერთად გამეგრძელებინა გზა. უეცრად თავი WC-ში ამოვყავით, კარი როდესაც გავაღე მაშინვე შევამჩნიე მისი ტანსაცმელი და შემდეგ ცხვირი რომელიც თეთრ ფხვნილს ისუნთქავდა.თავიდან დავიბენი და იმ უცხოს ავხედე ვისი დახმარებითაც აქ ავღმოჩნდი შემდეგ ლილის გავხედე, რომელიც ამჯერად მე მიყურებდა. დავინახე როგორ გადმოდგა ჩემსკენ რამდენიმე ნაბიჯი და როგორ ჩამიხუტა. ისიც დავინახე, როგორ წამოუვიდა თვალებიდან უფერო სითხე.მომჩერებოდა ისე როგორც არასდროს, მე კი ვერაფერს ვამბობდი. -ეელ...ელლლ მაპატიე.არუნდა დამეტოვებინე მარტო, თუმცა არც ის მინდოდა რომ ასეთ მდგომარეობაში გენახე, მე ხომ შენ დაგპირდი.ჰოოომ , დაგპირდი მე კიდევ ეს პირობა გავტეხე..მაპატიე ელლლ._უფრო ძლიერად მიმიხუტა და ისიც გაირინდა. -დარჩა კიდევ?_ოდნავ გვერძე გავწიე და თვალებში ჩავხედე, დავინახე როგორ ჩამიტეხა ტუჩის კუთხე იმ საძაგელმა.. -კი მაგრამ დარწმუნებული ხარ ელ? _ თვალები მოჭუტა და გვერდიდან გამომხედა. -რათქმაუნდა _და ამჯერად იმ უცხოს გავხედე, რომელიც ცოტა არიყოს მკაცრი მზერით მიყურებდა. -მხოლოდ ერთხელ! _ მკაცრად შეხედა ლილისაც და შემდეგ მე. -ჰმმმმ , ჰომ მხოლოდ ერთხელ._ჩაიცინა ლილიმ და თეთრ ფხვნილთან მიმიყვანა.თავი დავხარე და შევისუნთქე ის , რაც ყველას ანადგურებს. შემდეგ სულ ადვილად გადავედი იმ სამყაროში, სადაც ყველა ცხოველი ბედნიერია, სადაც ყველა ,,ყველა'' ნამდვილი ,,ყველაა''. *** მას შემდეგ სულ რაღაც 1 წელი გავიდა, რაც თეთრმა ფხვნილმა მე და ლილი მთლიანად დაგვიმონა.თავიდან ცოტ-ცოტას შემდეგ კი, სულ ავუშვით. ის უცხო ვისი დახმარებითაც , იმ ღამეს ლილი ვიპოვე A ჰქვია, არაამქვეყნიური ყავისფერი თვალებით, რომელშიც რაღაც ისეთია, რასაც მხოლოდ ერთეულები მიხვდებიან.ოდნავ დაკუნთული და მაღალი ,,ტიპი'', მოკლედ ისეთი გარეგნობა აქვს , როგორიც კაი ტიპებს უხდებათ.მას ტყუპი ყავს, რომელიც მხოლოდ გარეგნობით გავს ძმას. უფრო მხიარულია და უფრო ერთგული.არ გავს თავის ტყუპს , რომელიც დღეში 10 გოგოს იცვლის,თუმცა რა საგაკვირია ნახევრად ქართველები იყვნენ, ბევრი ფულით და კარგი გარეგნობით, არც მოიწყენდა მათთან კაცი.მოკლედ ჩვენ ორნი დღე გამოშვებით ვხვდებოით მათ, ისიც A-ს კლუბში. ყოველი დღე დავბოდიალობდით რაღაც ახალის ძებნაში, თუმცა ბოლოს ამოგვივიდა ყელში ყველანაირი გართობა. ყველანაირი ხმამაღალი მუსიკა, ყველანაირი მთვრალი ტიპები, რომლებიც გულისამრევად აცეცებდნენ თვალებს, იქნებდა დღეს ვინმე მაგარი ნაშა ავაგდოვო.მეც ამომივიდა ყელში უაზროდ A-ს და ვიღაც ნაშის ყურება, რომლებიც ჩემში უკვე ზიზღს იწვევდნენ.ვიცოდი რომ სინამდვილეში ის ასეთი არ იყო, ვიცოდი ერთ დღესაც მასაც ჩემსავით ამოუვიდოდა ყველაფერი, რაც ნარკოტიკთან და ზედაპირულ ,,ქალებთან'' იყო დაკავშირებული.ვიცოდი, ძალიან მაგრად ვიცოდი, მაგრამ მაინც სადღაც მტკიოდა , რომ ამ ჭაობიდან ჯერ ვერ ამოდიოდა.მისი უყურადღებობაც ნერვებს მიშლიდა, თითქოს თავს მარიდებდა.აი, ლილი და V (A-ს ტყუპი) ყოველდღე სიცილში ატარებდნენ, რამდენჯერ დავინახე როგორი საყვარლად ეტმასნებოდნენ ერთმანეთს, უბრალოდ საყვარლობაა იყო მათი , ასეთი ბედნიერი სახეების დანახვა.მე კი, უბრალოდ მე აღარ ვიყავი.ლილი ამას ამჩნევდა, თუმცა თავს იკავებდა და არაფერს მეკითხებოდა, ალბათ სადღაც ესმოდა ჩემი. *** 15 ივლისი. 2021 წელი -ეელლ, დღეს V _ მ მითხრა რომ სადმე მთაში წავიდეთო და აზრზე ხარ რამაგარი იქნება? თან A_ც წამოვა და დარწმუნებული ვიქნები აღარ მოიქცევა ისე იდიოტურად , როგორც აქამდე იქცეოდა._თბილი მზერით ჯერ მე შემომხედა, შემდეგ კი ბარზე მიყინულ ფინჯანს, რომელიც ცივი ყავით ამოვსებულიყო.თავისი ნაზი თითებით სულ მალე მოაქცია ჰაერში და მოსვა.მე კი უბრალოდ არ ვიცოდი გამხარებოდა , თუ არა , თან მინდოდა მათთან ერთად ვყოფილიყავი და თან არ მინდოდა. -არ ვიცი , ლილ.არვიცი, არაფერი ... მგონი კარგი იქნება._დავიჭყანე და სკამიდან წამოვხტი.-V-ს მივწერ ამოვიდეს, ხომ სცალია? -ჰჰმმმ...ვგონებ, მიდი , მიდი , ბოლოს მაგან მიკბინა და ახლა ჩემი შურიძიების ჯერია._გადაისკისა და მეც გამეღიმა. *** -V , აბა მითხარი ზუსტად ვინები ვიქნებით?_ლოყაზე მოვჩქმიტე და სავარძლის კუთხეში მოვთავსდი.გამიღიმა და მითხრა: -მოკლედ არ გვინდა მე და A-ს რომ ბევრები ვიყოთ, ისედაც მოწყინდა მგონი ტიპს ამდენი უაზრო ხალხი და თქვა რომ მხოლოდ ჩვენ ოთხნი ვიქნებით, ოღონდ დხ. 5 დღეში, ჯერ საქმეები გვაქვს, ცვანგ_მანაც მომჩქმიტა ლოყაზე და ჩქარა განმითავისუფლა ადგილი, ის ლილისთან გავიდა სამზარეულოში , მე კი მარტო დავრჩი TV-სთან , პულტს უაზროდ ვაწვალებდი, როცა რაღაც აზრმა დამარტყა.სავარძლიდან წამოვვარდი და ჯაკეტი ავიღე,ყურასმენები და მათ გარეშე მოვგაზე გარეთ. უკვე ღამის 12 საათი იყო, ქუჩაში უამრავი ხალხი ირეოდა (როგორც ყოველთვის), მეც უაზროდ ჩამეცინა.ყურსასმენებში The Tiger Lillies ~ Release Me_ს ვუსმენდი და უარესად მომწყლიანდა თვალები.ბევრი არც მქონდა განვლილი ჩემი ქუჩიდან , როდესაც უეცრად შევამჩნიე როგორ დამადო ვიღაცამ მხარზე ხელი, თავიდან შემეშინდა , თუმცა შევბრუნდი და მის თვალებს გადავიწყდი, ცხვირში სასიამოვნოდ მომხვდა მისი სუნამო და რატომღაც გამეღიმა.მასაც გაეღიმა, ერთი ყურსასმენი გამომაძრო და თვითონ გაიკეთა, როდესაც მიხვდა რა სიმღერასაც ვუსმენდით, ტუჩის კუთხე ჩატეხა და შეჩერდა, თვალებში ვუყურებდით ერთმანეთს ისე, რომ ორივე დაუკითხავად ვსწავლობდით ყველაფერს, რაც ბევრისათვის გაუგებარი იყო. უეცრად მიმიხუტა. საშინლად ძნელია გადმოცემა იმ გრძნობების , რაც მისმა ჩახუტებამ გამოიწვია. უკვე ღამის პირველი იყო , რომ ჩვენ მაინც დავბოდიალობდით ქუჩიდან ქუჩაში.უეცრად დავინახეთ, თუ როგორ ურტყავდა ვიღაც ტიპი ასე 23 წლის გოგოს, სახე წამეშალა და A_ს შევხედე. მანაც მანიშნა რომ იქ დავრჩენილიყავი და თვითონ მათკენ გაემართა, მეც ვეღარ მოვითმინე და უკან მივყევი. -ჰეიიი, ახლავე გაუშვი და ხელით გამოთრა A_მ ვიღაც ტიპი.სამწუხაროდ ვერ ვხედავდი მის სახეს (ლამპიონებისგან მოშორებით ვიდექით), თუმცა აშკარა იყო რომ ვიღაც დაკუნთული ,,ტიპი'' იყო.შემეშინდა საშინლად.A-ს დავუძახე , თუმცა მაინც არაფერი, ბოლოს მაინც შევამჩნიე იმ ტიპის სახე.ღმერმანი, როგორ მეცნო ის სახე.ჯანდაბა, არა ის არ უნდა ყოფილიყო. მას უნდა დაენებებინა ამისათვის თავი, თუმცა ალბათ მანაც ისე ვერ შეძლო ამ რაღაც ჭაობიდან თავის დაღწევa, როგორც მე ვერ შევძელი საშინელი დეპრესიიდან თავის დაღწევა.(ის ისევ რასისტი იყო და ხალხს ცემდა , რათა გაეწმინდა მათთნაირებისგან ქვეყანა.ის ისევ იდიოტურად იქცეოდა, როგორც წლების წინ.მაშინაც ხომ ამ მიზეზის გამო დავშორდით, უბრალოდ ძნელია იტანდე იმას თუ როგორ ეზრდება შენ მეგობარს ზიზღი.ზიზღი, ზიზღი და ზიზღი.რაც მეტ ადამიანს ცემს ამ რაღაც აკვიატების გამო მით უფრო მეტს კარგავს.ღმერთმანი როგორ მინდოდა ყველაფერი კარგად დამთავრებულიყო.) -ვეღარ მოვასწარი, რომ მათკენ წავსულიყავი ან რამე მეღონა.რადგან სახეში უეცარი ტკივილი ვიგრძენი, ისიც ვიგრძენი, თუ როგორ აღმოვჩნდი ძირს, როგორ დავარტყი თავი რაღაც ბლაგვ საგანს. ყველაფერი დაბუნდრდა და სიბნელემ მოიცვა, თუმცა ბლანტი სითხის დიდ ნაკადს მაინც ვგრძნობდი, რომელიც ალბათ სულ მალე ზედ შემახმებოდა. ამის შემდეგ კი , მე უბრალოდ გარდავიცვალე.(მე უბრალოდ ვიცოდი, რომ ეს ასე მოხდება, აუცილებელია დაკარგო რაღაც რომ გამოსწორდე.ალბათ, ხსნა მხოლოდ ამაშია.),გარდავიცვალე წმ. სუითინის დღეს.მე უბრალოდ გავქვავდი.მე უბრალოდ ფრენა დავიწყე, ამ ფრენისგან გამოწვეული შეგრძნებების დაგემოვნება კი, სამწუხაროდ არც ერთ მიწიერ არსებას არ შეეძლო. მე გავქრი, თითქოს არც ოდესმე ვარსბულვარ.მე წამშალეს დროიდან.მე დრომ გამისწრო, ესაა და ეს. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.