Different. (თავი მეოთხე)
დილით ტელეფონის ხმამ გამაღვიძა. ჯანდაბა. ვინ უნდა იყო ამ დილაადრიანად. ჩემს გვერდით მდგარ მაგიდაზე ხელი გადავწიე და ტელეფონი ისე მივიტანე ყურთან, რომ არც დამიხედავს ზედ. -გისმენთ-მთქნარებით ვუთხარი. -ეველინ-შერის მხიარული ხმა გავიგე. -რა ჯანდაბა გინდა ამ დილაადრიან?-გაბრაზება ვერ დავმალე. ვინ იქნება თუ არა ეს ჩემი იდიოტი მეგობარი. -არაჩვეულებრივი ამბავი მაქვს-ისევ ისეთი მხიარული ტონით მითხრა. რათქმაუნდა მას ცუდი ამბავი არასდროს მოაქვს. -დროზე თქვი, საშინლად მეძინება-ამოვილუღლუღე და ლოგინზე თავი დავდე. შერმა კი ლაპარაკი დაიწყო. -ნაილმა ტბის სახლში დაგვპატიჟა-წამოიყვირა სიხარულისგან. მოიცა რაო? ნაილმაო? არა მეგადავება? ისევ მათთან ერთად უნდა წავიდეთ? არ არსებობს... -მერე? ეგ ჩემი პრობლემაა?-უხალისოდ ვუთხარი. ოუ ამის დედაც... არ ვაპირებ ისევ ფეი და ჰარი ვნახო. ჰარი განსაკუთრებით. მართლა არ მაქვს მაგის თავი. -კარგი რა?! იქ წვეულება იქნება და შენ მაგას გამოტოვებ?-ჩამქრალი ხმით მითხრა. თან ძალიან გაკვირვებული იყო იმით, რომ მე წვეულებაზე უარი ვთქვი. ხმა არ ამომიღია. ვფიქრობდი წავიდე თუ არა მასთან ერთად. არ ვიცი რა ვქნა. თან მინდა თან არა. -ეველინ აქ ხარ? კარგი რა, იქ მარტო გამიშვებ?-მკითხა, როცა ხმა არ ამოვიღე. კიდევ ამოდენიმე ხანი ვიფიქრე და ბოლოს დავთანხმდი. ჯანდაბას ყველაფერი, მას მარტო ვერ გავუშვებ. არ შემიძლია. გახარებულმა შერმა ტელეფონი მალევე გათიშა. ავდექი, გამოვიცვაე და ქვევით ჩავედი. დაველოდე, როდის მოვიდოდა შერი, რომ წავსულიყავით. სწორედ მასზე ვფიქრობდი, როდესაც კარზე ზარი იყო. ფეხზე წამოვდექი და კარები გავაღე. ზღურბლთან შერი იდგა. ჯინსის შარვალი და ტოპი ეცვა. ფეხზე კი შავი კედები. კარგად გამოიყურებოდა. გზა დავუთმე და ოთახში შემოვიდა. მდივანზე კარგად მოკალათდა. მის გვერდით დავჯექი. -აქ კიდევ დიდი ხანი უნდა იყო?-მკითხა ცოტა ხანში, როცა ხმას არცერთი არ ვიღებდით. მიკვირს შერი ამდენ ხანს ჩუმად, როგორ იყო. -აბა სად მივდივართ?-ვკითხე მობეზრებულად. რა თქმა უნდა ვიცი რაზეც ლაპარაკობდა. ერთი სული აქვს ალბათ, როდის მივალთ იქ. -მიდი ეველინ! გამოიცვალე ახლავე- მიბრძანა და ჩემი ოთახისკენ მიბიძგა. მეც უთქმელად დავემორჩილე და ტანსაცმელი გამოვიცვალე. ჯინსის შარვალი შავი მაისური, მოსაცმელი და კედები ჩავიცვი. ცოტა ხანში ორივე მანქანაში ვიჯექით და ტბის სახლისკენ მივდიოდით. გზა დიდი იყო. დაახლოებით ერთ საათში უკვე სახლთან ვიყავით. ვაუ. ნამდვილად არ მოველოდი ესეთ სახლს. რათქმაუნდა ვიცოდი, რომ მათ ფული არ აკლდათ, მაგრამ ამდენად კარგი სახლი თუ ექნებოდათ, არ მეგონა. სახლი ორ სართულიანი იყო. მეორე სართულს დიდი აივანი ფარავდა. სახლის გვერდით დიდი ტბა იყო. ტბის გარშემო კი სკამები ეწყო. მართლაც სასიამოვნო იქნებოდა ასეთ სახლში ყოფნა. სიმშვიდე. არანაირი ხმაური და ბუნება. მართლა კარგია, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ აქ ერთი დღეც ვერ გავძლებ. იმიტომ, რომ მე სიცოცხლეს მოწყურებული ახალგაზრდა გახლავართ,აქ კი, არანაირი კლუბი და სასმელი არ არის. ასე, რომ ისევ ჩემს სახლში მირჩევნია. მანქანიდან გადმოვედით და ირგვლივ მიმოვიხედე. ხალხი საკმარისზე მეტი იყო. წვეულება დაწყებული იყო. სახლში შევედით და სახლს მოვავლე თვალი. არაჩვეულებრივად მაგარი იყო. ჩემი ფიქრები არ გამართლდა. მისაღებ ოთახში გავედით და ნაცნობი სილუეტებიც დავინახე. ზეინი, ლიამი, ნაილი, ლუი და ჰარი. რათქმაუნდა ჰარიც აქ არის. და ჯანდაბა. ფეიც. ოხ ამის. როგორ ვერ ვიტან ამ თავში ავარდნილ იდიოტს. მათ მუვუახლოვდით და მივესალმეთ. ყველა მოგვესალმა. მხოლოდ ფეიმ აიბზუა ცხვირი და ჰარის მიეკრო. თეძოებით ერთმანეთს ეხებოდნენ. ჰარსაც არ უთქვამს გამარჯობა. მხოლოდ გამომხედა და ახლაც მიყურებს. რაღაცნაირად შემრცხვა. არ ვიცი რატომ, მაგრამ როგორც კი დავჯექი თავი ჩავღუნე. მაგრამ მაინც ვგრძნობდი მის მწველ მზერას. -სიმართლეს და მოქმედებას ვთამაშობდით. შემოგვიერთდებით?-იკითხა ზეინმა. შერმა თანხმობა განაცხადა. მე კიდევ უბრალოდ თავი დავუქნიე. ბოთლი დაატრიალეს და ფეისა და ლიამს შორის გაჩერდა. -სიმართლე თუ მოქმედება?-კითხა ლიამმა ფეის. ფეიმ ერთი ჩაიღიმა და მოქმედება აირჩია. რათქმაუნდა. ლიამი დაფიქრდა. სახეზე ეშმაკური ღიმილი გადაეკრო. -კარგი. მინდა, რომ ჰარის ისე აკოცო, როგორც არასდროს გიკოცნია-ჩაიცინა ლიამმა. ფეის სახეზე კაყოფილება გამოესახა. ჯანდაბა. თვალები გადავატრიალე. ფეიმ ჰარის თმაში წვდა მისკენ მიიზიდა. მთელი ძალით დაეწაფა მის ტუჩებს. საშინელი გრძნობა დამეუფლა. უეცრად ის გრძნობა ვიგრძენი, როცა პირველად ვაკოცე ჰარის. მისი ტკბილი ტუჩების გახსენებისას, ტვინში სისხლმა ამასხა. ფეხზე წამოვდექი და წასვლა ვცადე, მაგრამ შერმა შემაჩერა. -სად მიდიხარ?-მკითხა. ხელი გავაშვებინე და ვუთხარი, რომ გავიდოდი და დავბრუნდებოდი. რა ჯანდაბა მემართება? რა მემართება, რა. არ ვიცი სად გაქრა ის ეველინი. არ ვიცი რა მემართება, როცა ჰარის ვხედავ. ის ერთადერთი ადამიანია, რომელიც ჩემზე ასე ძალიან მოქმედებს. სახლიდან გამოვედი და ტბის პირას სკამზე ჩამოვჯექი. აქ არც ბევრი ხალხი არ იყო და არც მუსიკები ისმოდა ძალიან. ტბას გავხედე. წყალი. ჩემი სუსტი წერტილი. ცურვა არ ვიცი. თანაც ყველაზე ძალიან წყლის მეშინია. ბავშვობიდან. ის მომენტი დამიდგა თვალწინ, როდესაც ჩემი და წყალში ჩავარდა. სახეზე ხელები ავიფარე. არ მინდა ამის გახსენება. მაშინ სულ რაღაც 10 წლის ვიყავი. ჩემი და თამაშობდა წყლის პირას, როცა ფეხი დაუცდა და ჩავარდა. ვერ გადავარჩინეთ. ოდნავ უფრო ადრე, რომ მივსულიყავით გადავარჩენდით. სწორედ მას შემდეგ დაინგრა ჩემი ოჯახი და ახლა აღარავინ მყავს. სახეზე ჩამოსული ცრემლი მოვიწმინდე. არ მივცემ წარსულს იმის უფლებას, რომ დამასუსტოს. არავითარ შემთხვევაში. ცრემლები სისუსტის ნიშანია. მე კიდევ სუსტი არ ვარ. ცრემლები კიდევ ერთხელ შევიმშრალე. უკნიდან ნაბიჯების ხმა გავგონე. უცებ ავდექი ფეხზე და უკან გავიხედე. ფეი, სახეზე ღიმილაკრული მოდიოდა. ჩემს წინ გაჩერდა და შემომხედა. რა უნდა?! რატო თავს არ მანებებს? -აქ მარტო რას აკეთებ?-მკითხა ცინიკურად. -შენი საქმე არ არის-მკვახედ მივახალე. ჩემსკენ გადმოდგა ერთი ნაბიჯი, მეც უკან გადავდგი ერთი. -იცოდე ჰარის შეეშვი-მითხრა და კიდევ ერთი ნაბიჯი გადმოდგა, მეც გადავდგი ერთი ნაბიჯი უკან. ჰარის შევეშვა? სიცილი ამიტყდა. -შევეშვა??-ისევ ვაგრძელებდი სიცილს-მე ის არ მჭირდება-კიდევ სიცლით ვუთხარი. ესღა მაკლდა ახლა. -ვხედავ როგორც გიყურებს. ჯობს მისგან თავი შორს დაიჭირო-თვალები დამიბრიალა. გამეცინა. ამას შ*გ აქ უეჭველი. რა ჯანდაბად მინდა მისი ჰარი. უკან გაიკვეხოს. -ჯობია შენს თავს მოხედო-ვუთხარი და მისგან წასვლა ვცადე, მაგრამ არ გამომივიდა. მაჯაში ხელი ჩამავლო და მისკენ შემატრიალა. მასა და ტბას შორის ვიყავი მოქცეული. -იცოდე არც გაბეედო-სახეზე გაბრაზება ეტყობოდა. -თორემ?-ვკითხე ისევ ისეთი დამცინავი ტონით. ის მე ვერაფერს ვერ დამაკლებს. მას არაფერი შეუძლია. არ ვარ ისეთი ადამიანი, რომელიც მის სურვილებს შეასრულებს. მე რასაც მინდა იმას გავაკეთებ. -თორემ დაგანახებ ვინაა აქ მთავარი!-მითხრა და ხელი მკრა. წონასწორობა ვერ დავიკავე და უკან წავედი. მინდოდა რამეს ან ვინმეს მოვჭიდებოდი, მაგრამ არა. ფეის ხელი გავუწოდე, მაგრამ წარბიც არ შეარხია. ო არა. წყალი. ორ წამში წყალში ვიყავი. ყვირილი დავიწყე, მაგრამ ვერავინ მშველოდა. არავის არ ესმოდა ჩემი ხმა. ხელებს ვაფათურებდი. ვცდილობდი წყლიდან ამოვსულიყავი, მაგრამ უშედეგოდ. არაფერი არ გამომივიდა. წყალი იმდენათ ღრმა იყო, რომ ფეხზე ვერ ვდგებოდი. არაფერი შემეძლო. კიდევ ერთხელ დავიკივლე. ფეიმ ღიმილიანი სახით შემომხედა და წავიდა. ნელ-ნელა ვითიშებოდი. წყალში უფრო მეტად ვყვითავდი. ხელებს ვამოძრავებდი და ვცდილობდი როგორმე გამოვსულიყავი, მაგრამ უშედეგოდ. ყველაფერი ბუნდოვნად ჩანდა, არაფერი აღარ მესმოდა. ყველაფერი შავდებოდა. ძალა გამომელია და ხელებსაც ვეღარ ვამოძრავებდი. წყალი კი უფრო მეტად მითრევდა ქვემოთ. არაფრის გაკეთება არ შემეძლო. უკვე გონებას ვკარგავდი, როდესაც ხელების შეხება ვიგრძენი. ვიღაცა ჩამეჭიდა და ნაპირისკენ წამიყვანა. ყველაფერი ბუნდოვანი იყო. არაფერი არ მესმოდა, მხოლოდ უცნობის ხელებს ვგრძნობდი. ნამდვლად ნაპირისკენ მივდიოდით, მაგრამ უკვე აღარაფერი არ მესმოდა, რადგან სრულიად გავითიშე. თვალები ნელა გავახილე. ნათელ ოთახში ვიწექი. არ მახსოვს რა მოხდა, ან აქ როგორ მოვხვდი. მხოლოდ ის მახსოვს, რომ წყალში ჩავვარდი და გავითიშე. ღმერთო. ახლა როგორ მინდა ვიტირო. როგორ მინდა რომ ეს ყველაფერი მხოლოდ სიზმარი იყოს. არ მინდა ოდესმე aსეთი რამ განმეორდეს. არ მინდა ოდესმე ისევ ჩავვარდე წყალში. არ ვიცი ვინ გადამარჩინა. ისიც არ ვიცი ამ ოთახში როგორ აღმოვჩნდი. უკვე გათენებულიყო. ოთახს თვალი მოვავლე. სად ვარ? ისევ ტბის სახლში ვარ თუ წავედით იქედან? შერი სად არის? თავი წამოვწიე, მაგრამ ისევ იგივე პოზიციაში დავრჩი რადგან თავი საშინლად ამტკივდა. საკმაოდ ვრცელი ოთახი იყო. ერთი კომოდი, ერთი მაგიდა, და ერთი კარადა იდგა. ოთახის შუაში კი ლოგინი, რომელზეც მე ვიწექი. ძალების აღდგენას ვცდილობდი და იმასაც ვცდილობდი, რომ წამოვმდგარიყავი. კიდევ ერთხელ ვცადე ადგომა როცა ნაბიჯების ხმა მომესმა და კარები გაიღო. ოთახში ჰარი შემოვიდა. გამიკვირდა აქ რა უნდა?! ესეიგი ისევ ტბის სახლში ვართ. -გამარჯობა-ღიმილიანი სახით შემომხედა. -სად ვარ?!-ოდნავ წამოვჯექი. ჰარიმ გაიცინა. -კარგად ხარ?-კითხვაზე კითხვითვე მიპასუხა. -კი მადლობა. სად ვარ? -ტბის სახლში-ლოგინის გვერძე მდგარ სკამზე დაჯდა და მომაშტერდა. -რა მოხდა?-თავი ჩავღუნე. ღმერთო როგორ მინდა, რომ ვიტირო მაგრამ არ შემიძლია. ამით უფრო მეტად უსუსური ვიქნები. ეს კი ჩემი ცხოვრება არ არის. მე არ ვარ უსუსური არსება, რომელსაც არაფრის კეთება არ შეუძლია. -ეგ მეც ვიცი. მერე არაფერი არ მახსოვს. ვიღაცამ ამომიყვანა. -მე... ამ... მე ამოგიყვანე. შენ ცურვა არ იცოდი. დაგინახე როგორც იყავი და მაშინვე წამოვედი-ძალიან ჩუმად მითხრა, თითქოს არ უნდოდა ჩემთვის ეს ეთქვა. არ უნდოდა რომ ასე მოქცეულიყო. ფეი. ყველაფერი მისი ბრალია. მისი ბრალია, რომ იქ ჩავვარდი. ყველაფერი მისი ბრალია. როგორ გონია, რომ ჰარი ჩემთვის მინდოდა? მან მე წყალში ჩამაგდო და ჰარიმ გადამარჩინა. მაგარია. ძალიან მაგარია. ახლა ფეი ჩემზე უფრო მეტად იქნება გაბრაზებული და გადამეკიდება. ესღა მაკლდა. ესეიგი ჰარიმ გადამარჩინა. ღმერთო არ ვიცი რა მომივიდოდა, რომ არ მოსულიყო. აღარ მინდა მეორეჯერ წყლის დანახვა. ისედაც ბევრი ვყლაპე, მეტი აღარ მინდა. ჰარის ავხედე. მე მიყურებდა. უნდა ვაღიარო, რომ ძალიან საყვარელია. ჯანდაბა ეველინ. სად ჯანდაბაში გაქრა ის თავქარიანი გოგო რომელსაც ყვლა ბიჭი ერთნაირი ჰგონია?? მაგრამ ის ყველასნაირი არ არის. ის განსხვავებულია. -კარგად ხარ?-ფიქრებიდან მისმა ხმამ გამომაფხიზლა. მას გავხედე. ისევ მომშტერებოდა. თავი დავუქნიე და ისევ ჩემს ხელებს დავაშტერდი. კარგი რა ეველინ. შენ არასდროს არ ყოფილხარ ისეთი როგორიც ახლა ჩანხარ. არ ხარ ეგეთი და ჯობს ძალღონე მოიკრიბო და მათ არ დაანახო, რომ მათნაირი ხარ. შენ სხვა ხარ. სულ სხვა. -შერი აქ არის?-ისევ ჰარის გავხედე. ძალა მოვიკრიბე და თვალებში ჩავხედე. თვალები კიდევ უფრო მეტად გამწვანებოდა. -გინდა დავუძახო?-თავი დავუქნიე. ფეხზე წამოდგა და გასასვლელისკენ წავიდა. სანამ წავიდოდა ერთხელ გამომხედა და გარეთ გავიდა. ცოტა ხანში ოთახში შერი შემოვიდა. -ო ღმერთო. ეველინ!კარგად ხარ?-შეშინებული, სწრაფად მოვიდა ჩემთან და ჩამეხუტა. მის საქციელზე გამეღიმა. -ყველაფერი კარგად მაქვს-მას გავხედე. სწრაფად მოვიდა ლოგინთან და გვერდით დამიჯდა. -ისეთი შემაშინე. იცი ეს ვინ გააკთა?-მკითხა. რა თქმა უნდა ვიცოდი. თავი ნელა დავუქნიე. ფეია ყველაფერში დამნაშავე. -ფეი-ფრთხილად ვუთხარი მისი სახელი. მის რეაქციას დავაკვირდი. გაბრაზდა. -რა? ეგ ბ**ი-რათქმაუნდა ის მართალია. ამისთვის სამაგიეროს გადავუხდი. -ჰარის უნდა უთხრა. -არა!ყველაფერს მე თვითონ მოვაგვარებ. -კი, მაგრამ უნდა იცოდეს, რამდენად ბ**ია, ეგ . -გითხარი ყველაფერს მე თვითონ მოვაგვარებთქო. -კარგი როგორც გინდა. შერმა ცოტა ხანი ილაპარაკა და მერე გავიდა. კიდევ რამოდენიმე დღე ვიქნებით ტბის სახლში. მერე ისევ უკან დავბრუნდებით. სიმართლე გითხრა არ მინდა აქ დარჩენა, მაგრამ უნდა დავუმტკიცო ფეის, რომ არ გავრბივარ. ავდექი და სააბაზანოში შევედი. წყლის ქვეშ დავდექი და თვალები დავხუჭე. ყველაფერი თვალწინ დამიდგა. ტკივილი ვიგრძენი გულის არეში. რომ არა ჰარი ისე მოვკვდებოდი, როგორც ჩემი და. ცრემლები წამომივიდა და წყლის წვეთებთან ერთად ჩამოცურდა ლოყებზე. მალე გამოვედი სააბაზანოდან და ოთახიდან გავედი. ყველა გარეთ ტბასთან იჯდა და ლაპარაკობდნენ. მეც მათ მივუახლოვდი. -გამარჯობათ-ყველამ მე გამომხედა. გულში კმაყოფიად გავიღიმე. ყველას გონია, რომ სუსტი ვარ, მაგრამ ესეთი არასდროს ვყოფილვარ. არ ვაპირებ უბრალო ინციდენტის გამო თავი ჩავღუნო. ფეის გავხედე. ჰარის გვერდით იჯდა და ხელი მის მუხლზე ედო. ჰარის და ფეის ჩავუარე და მათ პირდაპირ დავჯექი. -რატო გაჩუმდით?-ისევ სიჩუმე ჩამოვარდა. ყველა მე მომშტერებოდა, მე კი კმაყოფილი ვიღიმოდი. ფეის გავხედე. საზარელი სახით მიყურებდა. ჰარი კიდე მომშტერებოდა, როგორც დანარჩენები. -როგორ ხარ ეველინ?-ბოლოს ხმა ნაილმა ამოიღო. მას გავხედე. მიღიმოდა. ძალიან თბილად მიღიმოდა. -არაჩვეულბრივად-გავიცინე -შეგვაშინე-ამჯერად ზეინმა ამოიღო ხმა. გავიღიმე და თავი დავუქნიე. თვალები ისევ ჰარიზე და ფეიზე გადავიტანე. არაჩვეულებრივია. ახლა ფეი უფრო მეტად არის ჰარიზე აკრული. თუმცა მე რა მანაღვლებს? ჰარი არაფერ შუაშია. ფეი კი ყველაფერია. მას თუ არ მოვუღე ბოლო ისე ვერაფრით ვერ დავიძინებ ღამე. -ტბაზე ყველანი მივდივართ?-ცხვირაბზუებულმაგამომხედა ფეიმ. ტბაზე? ამჯერად აღარ წავალ. ნამდვილად აღარ მინდა წყალი. -რათქმაუნდა-მხიარულად შესძახა ლუიმ. ყველამ გაიცინა. მარტო მე არ ვიცინოდი. ასე არ ვარგა. მე აღარ მინდა წყლის დანახვა. -ეველინ-ფიქრებიდან ლიამის ხმამ გამომაფხიზლა. მას გავხედე. -შენ არ წამოხვალ?-მკითხა მორიდებით. ისევ ჰარის და ფეის გავხედე. როგორ მინდა დავთანმხდე, მაგრამ არ შემიძლია. კიდევ ერთ დიდ ტკივილს ვერ გადავიტან. თავი გავაქნიე, უარის ნიშნად. გავიგონე ფეიმ როგორ ჩაიხითხითა. ჰარის გავხედე. ფეის უყურებდა გაბრაზებული. ცოტაარიყოს გამიკვირდა. ფეი მოიშორა და მე შემომხედა. -კარგი რა? აქ რა უნდა აკეთო?-ძალიან გამიკვირდა ჰარის ესეთი საქციელი. -რამით გავერთობი-მხრები ავიჩეჩე. ჰარის მზერა მოვაცილე და მიწას დავხედე. ბავშვების ნაწილი ჩვენ გვიყურებდა ნაწილი კი თავისთვის ერთობოდა. -შენც მოდიხარ-ბრძანებას უფრო გავდა მისი ნათქვამი ვიდრე რაიმე სხვას. ისევ გავხედე. მისი მწვანე თვალები მომშტერებოდა. რათქმაუნდა ძალიან კარგად შეუძლია ჩემზე ზეგავლენა მოახდინოს. ხმა აღარ ამომიღია. ფეის გავხედე. საშინლად მიყურებდა. დარწმუნებული ვარ კიდევ უფრო შევძულდი. მაგრამ ეს მესიამოვნა კიდეც. ჰარიმ ჩემი მხარე დაიკავა. ასე გამოდის.ძალიანაც კარგი. კიდევ რამოდენიმე წუთი ვილაპარაკეთ და ყველანი ფეხზე წამოვდქით. უკვე წასასვლელად მოვემზადეთ. სულ სამი მანქანა იყო ჩვენ კიდევ ბევრი ვიყავით. დიდი ჩხუბისა და დავიდარობის შემდეგ ისე მოხდა, რომ ყველა გადანაწილებული იყო. მხოლოდ ჰარის მანქანა იყო ცარიელი. ერთი ადამიანი თუ დაჯდებოდა შიგ, რადგან სულ ბარგით იყო გამოტენილი. მე და ფეი კი, კანდიდატბი ვიყავით. ახლა ნამდვილად არ მინდოდა ჩხუბი, რადგან ისედაც ძალიან დიდ რისკზე მივდიოდი. კიდევ ერთხელ უნდა წავსულიყავი წყლის პირას. ამიტომაც ჩემით გადავწყვიტე, რომ ჰარისთან არ დავმჯდარიყავი. უკვე მანქანასთან ვიყავი და უნდა ჩავმჯდარიყავი, რომ ჰარის ხმა გავიგონე. -არა, ეველინი ჩემთან ერთად წამოვა-ჯანდაბა ესღა მაკლდა. რა თქმა უნდა გულის დიდ ნაწილს გაუხარდა, მაგრამ მე მაინც არ მინდოდა ასე მომხდარიყო. ფეის გავხედე. სიცილი სახეზე შეახმა ძალიანაც კარგი. -რა?!რატო?- ძალიან გაკვირვებული იყო ფეი. -ცოტა სწრაფად თორემ დავაგვიანებთ- მანქანიდან ლუიმ გამოყო თავი და დაგვიყვირა. -იმიტომ, რომ მასთან სალაპარაკო მაქვს-დაუღრინა ჰარიმ და მანქანაში ჩაჯდა. ფეისთვის არ შემიხედავს ისე წავედი მანქანისკენ. ჩუმად მივდიოდი, მაგრამ ფეიმ ხელი ჩამავლო და მისკენ მიმატრიალა. -ეს არაფერს ნიშნავს - ხელი ძალიერად მომიჭირა და განრისხბულად შემომხედა. იმის მაგივრად, რომ თავი ჩამეღუნდა და ასე შემდეგ, უბრალოდ ხელი მისი ხელიდან გამოვგლიჯე და ძლიერად გავუღიმე. სწრაფად მოვბრუნდი და მანქანისკენ წავედი. ჩავჯექი და ჰარიმაც მანქანა დაძრა. ვერ ვხვდები ეს რატომ გააკეთა. რატომ არ წამოვიდა ფეისთან ერთად, ან რა საქმე აქვს. დიდიხანი სიჩუმეში არ ვმჯდარვართ, რადგან ჰარიმ რადიოს აუწია და რაღაც როკის მოსმენა დაიწყო... რათქმაუნდა ვიცანი. Guns n’ roses არაჩვეეულებრივი მუსიკა don’t cry იყო. ძალიან მსიამოვნებდა და როგორც მივხვდი არამარტო მე, ჰარისაც ფიქრებში გადავეშვი. არ ვიცი რატო დავიწყე ამაზე ფიქრი, მაგრამ ის დღე გამახსენდა მე და ჰარი, რომ ერთად ვიწექით. მის შეხებებს ახლაც ვგრძნობდი. არადროს არ მქონია ასეთი, მაგარი სექსი. ესეთი სიამოვნება არასდროს არ განმიცდია. ძალიან მესიამოვნა ის ფაქტი, რომ ჰარის მანქანაში მე ჩავჯექი და არა ფეი. ჰარის გავხედე. გზას გამალებით აშტერდებოდა -რა სალაპარაკო გაქვს? - გზას მეც გავხედე. გული ამიჩქადა. -მირჩევნია შენთან ერთად ვიმგზავრო - მე გამომხედა, მეც მას გავხედე. მიღიმოდა, ეს რას უნდა ნიშნავდეს? ანუ ჰარის ფეი არ მოსწონს? ჯანდაბა. ამოიგდე თავიდან ეს სისულელე. ის არ უნდა მოგეწონოს თორემ კარგს არაფერს მოგიტანს. შავ ხვრელში უფრო მეტად ჩაეფლობი. ჯანდაბა. მგონი მომწონს. არც კი ვიცი რა უნდა გავაკეთო. შავი ხვრელი ნელ-ნელა მითრევს, მე კი ეს არ მომწონს. ჯანდაბა! -ჰარი- დიდხნიანი სიჩუმის შემდეგ მისი სახელი ნელა წარმოვთქვი. -გისმენ- გზას თვალი მოაცილა და მე გამომხედა. ღმერთო მისი თვალები. -არ მინდა ისევ წყალს მიუახლოვდე-გული ამიჩქარდა. გუშინდელი გამახსენდა. საშინლად ვიგრძენი თავი. ჯანდაბა. არც კი მინდა წარმოვიდგინო რა შეიძლებოდა მომხდარიყო. -გეშინია?-ჩუმად მკითხა. არ მინდა ჩემი სუსტი მხარე დაინახოს, მაგრამ ეს ერთადერთი რამაა რაც ცხოვრებაში მაშინებს. რაზეც ყველაზე დიდი რეაქცია მაქვს. წყალი ეს კოშმარია. წყვდიადი, რომელიც ჩემ ცხოვრებაში ერთ დროს ჩასახლდა და აღარ მშორდება... იმის ნიშნად, რომ მეშინოდა თავი დავუქნიე, რადგან არ მინდოდა რამე მეთქვა, არ მინდოდა მეთქვა, რომ სუსტი ვარ. ხელი ფრთხილად წამოიღო ჩემსკენ და ხელზე დამადო. ჩემმა სხეულმა მაშინვე მოახდინა რეაქცია და მთელ ტანში ტაომ დამაყარა. საშინლად კარგი გრძნობა იყო, როცა ის მეხებოდა. -საშიში არაფერია-ნაზი ხმით მითხრა. ძალიან მესიამოვნა -არა ჰარი! ეს საშინელებაა- მას თვალებში ჩავაშტერდი -მე შენთან ვარ! გპირდები დაგიცავ.. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.