შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ქაოსი. #24


19-06-2016, 05:01
ავტორი ჯია
ნანახია 3 650

ემამ უფრო მარტივად შეძლო ცხოვრების გაგრძელება. მე ვერა..
სახლიდან იშვიათად გავდიოდი.. უნივერსიტეტი დავიკიდე, გამოცდებზეც არც მივსულვარ. საჭმელს ათასსში ერთხელ ვჭამდი, ძირითადად ზომბივით ვმოძრაობდი. უკონტაქტო გავხდი. ჩემს თავში ჩავიჯეტე ლაშასთან ერთად. სულ ლაშას მაიკები, სპორტულები ან პერანგები მეცვა..
მეგობრები ბევრი მცდელობის შემდეგ მიხვდნენ, რომ აზრი არ ქონდა და შემეშვნენ..
დროის ძირითად ნაწილს ან ლაშას კაბინეტში ვატარებდი ან საწოლზე ლაშას ბალიშმიხუტებული.
ემოციები საერთოდ არაფრის მიმართ მქონდა, ბოლოს როდის გავიღიმე ეგეც არ მახსოვს.. როდის ვიტირე ისიც არ მახსოვს.. ჩაკარგული ვიყავი მოგონებებში და ამით გამქონდა თავი.

რამოდენიმე თვე გავიდა.. ლაშას ბალიშს ის სუნი აღარ ჰქონდა. უსაშინლესი დილა გამითენდა.. გამწარებულმა მოვისროლე ძირს ბალიში და ფეხზე წამოვხტი, გარდერობში შევვარდი და ლაშას ტანსაცმელს დავუყევი, გიჟივით ვსუნავდი და ძირს ვყრიდი, არაფერს აღარ შეენარჩუნებინა ლაშას ის წილი, რაც აქამდე მაცოცხლებდა..
კაბინეტში ჩავირბინე და ყველაფერს თვალი მოვავლე.. ისიც გახუნებულა.. სიმწრისგან მაგიდა ავაყირავე და განწირული ხმა ამოვუშვი. ძირს დავეშვი, მუხლებში თავი ჩავრგე და ავქვითინდი.
-კირა, რა ხდება? -შემოვარდა ემა, როგორც ჩანს მტვრევის ხმა გაიგო. ჩემთან დაიმუხლა და მომეხვია. -დაწყნარდი, გთხოვ.
-აღარ არის, წავიდა.. -ამოვილუღლეღე და მაიკაში ორივე მუჭით ჩავებღაუჭე.
-ვინ წავიდა, კირა? -გაოცებულმა მკითხა ემამ. იფიქრა ალბათ გაგიჟდაო.. არც შემცდარა.
-ლაშა.. ლაშა აღარ არის. მორჩა, დამთავრდა.. დავიღუპე. -ვტიროდი და გიჟივით გავიძახოდი ერთი და იგივეს.
ემა გაოგნებული მიყურებდა და მისმენდა, მან არ იცოდა, რომ ლაშა ჩემთვის ჯერ კიდევ ცოცხალი იყო.. ცოცხალი იყო ამ დღემდე.
ვგიჟდები? ხო.. უფრო სწორედ, იმ დღეს გავგიჟდი როდესაც ლაშა მოასვენეს სახლში.. იმ წამიდან მე ადეკვატურ ადამიანად აღარ ვითვლები.
-წამიყვან? -ცოტა დავწყნარდი და ცრემლები მოვიწმინდე.
-კი, ჩაიცვი და წამოდი. -ფეხზე წამომაყენა და კაბინეტიდან გამომაცილა.

სანამ სპორტულებს ჩავიცმევდი, სარკეში მოვკარი ჩემს თავს თვალი და გაოცებული მივუახლოვდი ანარეკლს. ძალიან დასუსტებული ვარ, მოსიარულე ჩონჩხი, რომელსაც გარედან კანი აქვს შემორტყმული. თვალები ჩაცვენილი, ირგვლივ სულ შავი.. თმა გაწეწილი, საშინლად მოუწესრიგებელი. ვიდექი მხოლოდ საცვლებით და ვაკვირდებოდი ჩემ წინ მდგომ გაუბედურებულ 23 წლის გოგოს, რომელიც მგონია, რომ ამხელა უბედურებასაც არ იმსახურებდა.
წყალი გადავივლე და ჩავიცვი. ძალიან გამიდიდდა სპორტულები, სიარულის დროს შარვალი მძვრებოდა. სადღაც კაბა მეგულებოდა, რომელიც ერთ დროს პატარა მქონდა, შემთხვევით აერია ლაშას და XS მომიტანა. ყველაფერი გადმოვყარე და საიდანღაც ამოვაძრე და ჩავიცვი. შეუმჩნევლად დიდი მქონდა და აღარ გამოვიცვალე. ლაშას სამაჯური გავიკეთე და სარკის წინ დავდექი.
როგორ უბრწყინავდა თვალები, როდესაც კაბაში დამინახავდა და როგორ მოწონდა, როდესაც ჩემი გრძელი კულულები გაშლილი მქონდა. საათობით არ ბეზრდებოდა ხოლმე მათზე თამაში.. ანარეკლში შევამჩნიე, რომ დებილივით ვიღიმოდი. უცებ მომეღრუბლა სახე, ასეთი გამხდარი რომ ვენახე ალბათ გული დაარტყამდა მეთქი გავიფიქრე, ამოვიხვნეშე და ოთახიდან გავედი.
ემა ქვემოთ მელოდებოდა, უსიტყვოდ გავედით გარეთ და მანქანაში ჩავსხედით.
-ებბი სად არის? -ახლახანს შევამჩნიე მისი არ ყოფნა.
-ესპანეთში ”ეფექტური გაყიდვების” ტრეინინგებზე.
-კარგია. -ძალით გავიღიმე და გზას გავხედე.
ბოლო დროს ასეთი მშრალი უემოციო დიალოგები გვქონდა ხოლმე. ძალიან ბევრჯერ სცადა ემამ, რომ ძველი ურთიერთობა აღგვედგინა, მაგრამ მე არ ვუშვებდი ჩემამდე. ასე ჯობია, ჩემთან ახლოს ვინც არის ცუდად ამთავრებს ყველა. ამიტომ რაც უფრო შორს დაიჭერს თავს, უფრო კარგად იქნება.
სასაფლაოზე მისვლამდე
გვირილები ვიყიდე. როდესაც მივედით ემაც გადმომყვა..
ნელა მივუახლოვდი და თვალებს არ ვუკერებდი, რომ იქ ვიდექი. არ მჯეროდა საფლავის ქვაზე დაწერილი სახელის და გვარის.. მწარე რეალობას შევეჩეხე და არ ვიცი როგორ გადავიტანო. გადავიტან კი ოდესმე?
ჩუმად ვიდექი ყვავილებით ხელში და გაშტერებული ვუყურებდი საფლავს. ემა ცოტახანი გაჩერდა და შემდეგ მარტო დამტოვა. დავიმუხლე ქვასთან ახლოს და ყვავილები დავდე..
ვერც ემოციებს ვუყრიდი თავს, ვერც სიტყვებს.. ბოლოს ძალა მოვიკრიბე.
-შენთან ლაპარაკი მინდა, მაგრამ ასე არა.. ასე უპასუხოდ დამრჩება ყველაფერი. მენატრები და მაკლიხარ. ვერ ვარსებობ.. -თავისით ამომდიოდა სიტყვები, თითოეულ სიტყვას ცრემლი მოყვებოდა. კისერში მოწილილი ემოციებისგან ლაპარაკი მიჭირდა. -მძულხარ! მძულხარ შენი ცხოვრების წესის გამო.. შენი თავი მომიკლეს, წამართვეს. შენ მიმატოვე... ახლა ხომ ვეღარ დამიშლი მაგ დამპალი შავი სამყაროს ლანძღვას? ხომ ვეღარ დამიშლი თითოეული ადამიანის ზიზღს ვინც მსგავსად ცხოვრობს? რა გავაკეთო? როგორ ვიცხოვრო? შენი რჩევების და დარიგებების გარეშე როგორ ვიცხოვრო? საერთოდ აღარაფერი მინდა.. უშენოდ არაფერი მინდა. პატარაც აღარ გვყავს, ჩემში ცხოვრობდა და ახლა აღარ არის. საერთოდ უფუნქციო ვარ.. ყველაფერი დავკარგე. მე შენთან მინდოდა ყოველი წამი.. შენთან მინდოდა გათენება, დაღამება. რა ვქნა? მითხარი, რა ვქნა? -უკვე ისტერიკაში გადამეზარდა და საფლავს მუჭები დავუშინე.. შემდეგ თავი დავადე მიწაზე და ბღავილი ამომხდა. -როგორ გაბედე ჩემი მიტოვება? შენ იცი რა საზიზღარია სამყარო სადაც შენ არ სუნთქავ? თავზე დამენგრა ყველაფერი.. არადა ცოტახნის წინ რა ბედნიერები ვიყავით. რატომ? ხომ შეიძლებოდა სხვანაირად მომხდარიყო, ხომ შეიძლებოდა ბედნიერება უფრო ხანგრძლივი ყოფილიყო. ხომ შეიძლებოდა ჩვენი ბავშვისთვის სიცოცხლე მეჩუქებინა... ახლა? სულ სიბნელეა. ჩემთან სულ დაბნელდა.. მე.. მე სიცოცხლე აღარ მინდა. მეც რატომ არ ვწევარ შენ გვერდით? მე ძალიან მიყვარდა შენთან ერთად ძილი და ახლაც სიამოვმნებით დავიძინებდი სამუდამოდ. ერთად.. როგორ მიყვარხარ, როგორ... და როგორ წახვედი და მიმატოვე. არ მეყოფა ძალა სიცოცხლის გასაგრძელებლად. არ მინდა იმ რეალობაში ცხოვრება, სადაც შენ არ მყავხარ. -გავჩუმდი და ისევ საფლავის ქვას მივაშტერდი. ცრემლები მოვიწმინდე და წამოვდექი. -ზედმეტად მწარეა ჩემთვის ეს ყველაფერი, ზედმეტად მტკივნეულია ჩემთვის ამ საფლავის ქვის ყურება და მაპატიე, რომ აქ აღარასდროს აღარ მოვალ. შენ ჩემს გულში იცოცხლებ ყოველთვის!

წამოვედი ისე, რომ უკან არც მიმიხედავს.. საშინლად დამძიმებულ გულზე სულ ოდნავ მომეშვა, პირობა დავდე ჩემს თავთან რომ აღარ ვიტირებდი. მანქანაში ჩავჯექი, ემა იქ მელოდებოდა.
-გინდა სადმე გავისეირნოთ? -მკითხა და მანქანა დაქოქა.
-არა, სახლში მირჩევნია. -ვუთხარი ტირილისგან ჩახლეჩილი ხმით და გზას გავხედე.

სახლში ეგრევე საძინებელში ავედი და აბაზანაში შევიკეტე. სარკის წინ ვიდექი და ვაკვირდებოდი ჩემს გაუბედურებულ სახეს. რა შუაშია მხრებზე დაყრილი გრძელი კულულები? უჯრიდან მაკრატელი გამოვიღე და ნელა, აუღელვებლად მოვიჭერი სათითაოდ ყველა კულული. აი ასე.. არასწორად შეჭრილი ბიჭური ვარცხნილობა უფრო უხდება ჩემს მდგომარეობას. უცებ კაბამაც გამაღიზიანა და ტანზევე დავაკუწმაწე.. გარდერობის ოთახში გავედი, სპორტულები ჩავიცვი, აღარც იმისთვის მიმიქცევია ყურადღება, რომ დიდი მქონდა, კეპი დავიხურე, მანქანის გასაღები ავიღე და.....

თქვენ იცით? თუ ერთხელ მაინც გაიგე ნარკოტიკის გემო, შეუძლებელი მთელი ცხოვრების განმავლობაში მოსგან საბოლოოდ განთავისუფლდე. რა თქმა უნდა, ხსნას ისევ ნარკოტიკებში ვხედავ და ახლაც ერთ-ერთი ბარიგის მისამართზე მივდივარ. მანქანა დავაპარკინდე და გაუფრთხილებლად ავადექი.
-ჰეი, კირა? -კარი გამიღო ნაჯამ. როგორც ყოველთვის უმოწყალოდ დაბოლილია და
ახლა სავარაუდოდ კოკაინი ან ამფეტამინიაქვს გაყნოსილი. -რამდენი ხანია არ გამოჩენილხარ. მოდი, მოდი.. -გამიღიმა და სახლში შემატარა.
დივანზე მოვკალათდი და მუდარით ავხედე.
-უცებ მომაწევინე რა.. და დანარჩენს მერე გეტყვი.
ნაჯამ ჩაუკიდა და გამომიწოდა. რამოდენიმე ძლიერი ნაპასი დავარტყი და შვებით ამოვისუნთქე..
-რაღახ შეცვლილი მეჩვენები, ხომ ყველაფერი კარგად
არის?
-კი, უბრალოდ იმიჯი შევიცვალე. -ვუთხარი ირონიულად და თავი დივანზე მივდე. -მოკლედ, ნაჯა. შენ ახლა მომეცი ამფეტამინი, კოკაინი, ჰაშიში, ემდიემეი, კაი იყოს ექსტაზიც და ჰო ჯანდაბას ცოტა სპიდიც. ოღონდ ეს ყველაფერი ბლომად, რომ ხშირად არ მომიწიოს შენთან სირბილი. ხო იცი ფულზე არ მაქვს პრობლემა. -ვუთხარი ბოლოს და გავუღიმე.
ცოტა გაოცებული კი მისმენდა, მაგრამ ბარიგების პლიუსი ის არის, რომ ზედმეტ კითხვებს არასდროს სვამენ. მთავარია ფული გადაუხადე, გულს და სულს ჩაგიდებენ ყველა დრაგში. ოთახიდან გავიდა და ცოტახანში ბევრი პაკეტით დაბრუნდა და მაგიდაზე დამიყარა.
ამფეტამინი ავიღე და ორი ხაზი მიყოლებით გავიყნოსე. ნელ-ნელა ვგრძნობდი სიმძიმის მოხსნას.. ნაჯას ფული გადავუხადე, მოვხიკე ჩემი დრაგები და წამოვედი. ყველაფერი მანქანის საბარგულში ჩავყარე, ორი ეწსი, თითო გრამი ემი, ამფეტამინი, კოკაინი და სპიდი ჯიბეებში ჩავილაგე, ჰაშიც საკაიფოდ და საჭესთან მოვკალათდი. ახლა ყველაზე მეტად ელექტრონული მუსიკა და ახალი ნაცნობები მჭირდება!



№1  offline მოდერი ჯია

ვიცი არც ისე დიდი თავია, უბრალოდ ამ თავში მეტის დაწერა აღარ მინდოდა. მაინტერესებს, თქვენი აზრით, როგორ განვითარდება მოვლენები? :)

 


№2 სტუმარი lizazu

ase tu gaagrdzela kiras bolo narkotikit sikvdilia. dzaan gamityda. ase dzaan rato agvianeb?

 


№3 მოდერი sameone crazy girl

აი საერთოდ ვერ ვხვდები რა მოხდება feel როდის წავიკითხავ მომდევნო თავს ერთი სული მაქვს wink

 


№4  offline აქტიური მკითხველი aanamaria

ამ ისტორიას სახელი ისეთი აქვს რგორადაც მოვლენები ვითარდება,მაგრამ ვფიქრობ ძალინ აირია ყველაფერი და ვფიქრობ რა უუნდა მოხდეს რომ ყველაფერი დალაგდეს what რაღაც მომენტში მეგონა,რომ სიზამარი იყო სადანაც კირა ჯერ ვერ გამოვიდა, მარგამ მერე ისე განავითარე მოვლენები,რომ აზრი შევიცვალე ეს თავი საშინლად არ მომეწონა ისევ ძველ ცხოვრებას დაუბრუნდა კირა მე ახალ ცხოვრებაში უფრო მომწონდა... ველი შემდეგს love

 


წინა თავით დავიწყებ რა ის თავი რომ წავიკითხე გაბრუებული ვიტავი ემოციებით და ვერაფერი ვთქვი ვიცოდი რომ ლაშა უნდა მომკვდარიყო მაგრაკ იმ ემოციებს რაც წინა თავში განვიცადე არ ველოდი მართლა საშიბლად არ მინდოდდა ასე მომხდარიყო მაგრამ ამ ისტორიიის სხვაგავარად განვითარება ვეც წარმომედგინა...ლაშა...ლაშა დამკლდა მართლა რაღაცნაირად გული დამწყდა და მართლა ამეტირა ვიცოდი რომ აუცილებლად მოკვდებოდა სხვა არ შეიძლებოდა ქურდული სამყროში სხვა რამე მოხდეს წარმოუდგენელია მაგრამ თითქოს მაინც ვერ შევეგუეა
ასე მძაფრად ისტორის გმირის გარდაცვალება არასდროს არ განმიცდია მართლა რატომღაც ლაშა ძალიან შემიყვარდა...ჰო კირა კირა არის ჩემთვის მართლა საყვარელი პერსონაჟი ასეა და რა ვქნა შეიძლება ბევრი უარყოფი თვისება აქვს შეიძლება ნარკოტიკებს დაუბრუნდა მაგრამ 23 წლის გოგომ ამდები გადაიტანოს ერთრულად უნდა იყო ძლიერი იმისთვის რომ ცხოვრება გააგრძელო მართალია ის რასაც კირა აკეთებს ცხოვრების გაგრძელება არაა მაგრამ ის მაინც ცოცხლობს...
ალბათ...კირა მოკვდება არ ვიცი ეს ჩემი ვარაუდია და თუ ასე მოხდა მაშინ ეს იქნება ქაოსის მართლია ცოტა ცუდი მაგრამ შესანიშნავი დასასრული ...ის მოვლენები რაც ვითარდება ახლა ზუსტად შეეფერება ქაოსს სხვანაირად ვერ წარმომედგინა და არც ველოდი...ძალიან კარგად წერ და მომწონს მიყვარხარ ამ ისტორიასთან ერთად შენც და მოუთმენალდ ველი ახალ თავს არ დააგვიანო რა.

ეს არის ერთადერთი ისტორია რომელიც ყველაზე მეტი ემოციებით წავიკითხე და წავიკითხავ
--------------------
romantikosi mwerali

 


№6 სტუმარი manana

აუ მალე დადე რაა გტხოვ

 


№7  offline წევრი lankobalero

ლაშას სურვილი, რომ კირას დაელაგებინა თავისი ცხოვრება და ბედნიერი ყოფილიყო არ ასრულდება. მე უფრო ცუდ დასასრულს ველოდები, ამ ისტორიას ვფიქრობ ასეთი დასასრული მოუხდება, კირა ვერ წარმომიდგენია არაქაოსურ ცხოვრებით. თუმც ეს შენი გადასაწყვეტია. მომწონხარ როგორც ავტორი და ველი შემდეგ თავს love

 


№8 სტუმარი maria

Me bednieri dasasruli minda lashastan da kirastan ertad

 


№9  offline მოდერი ჯია

ძალიან დიდი მადლობა, ბავშვებო ❤️ საოცრად მიხარია, რომ ასე მოგწონთ ჩემი დაწერილი ისტორია.

მესმის, რომ განიცდით, მაგრამ ლაშა მოკვდა და ორჯერ ვახსენე. ოთახში შემოასვენეს მეთქი.

მოკლედ, კიდევ ბევრი მადლობა თქვენ! ❤️ ძალიან ბევრი თქვენგანის დამსახურებაა, რომ ეს ისტორია გრძელდება. :**

 


№10  offline წევრი მოლურჯო

ვაიმე რატომ ვერ ვხვდები რა უნდა მოხდეს
ძალიან მაგარია
--------------------
მარიამი

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent