ქაოსი. #23
-ბავშვი როგორ არის? -ძლიერი სისხლდენა გქონდათ და სამწუხაროდ ნაყოფის შენარჩუნება ვერ მოხერხდა... მეგონა მომესმა.. ემას გავხედე, რომ დავრწმუნებულიყავი, რომ უბრალოდ მომესმა. მისმა თვალებმა კი, ექთნის ნათქვამი დამიდასტურეს. სულის რაღაც ნაწილი ამომეცალა, გულში ისეთი მტკივნეული ჩხვლეტა ვიგრძენი, მეგონა აღარ აძგერდებოდა.. გავიყინე, ცრემლიც კი არ მომდიოდა. -კირა, არ ვიცი როგორ დაგამშვიდო. უბრალოდ.. ხდება ხოლმე. მთელი ცხოვრება წინ გაქვს. -ემა მომიახლოვდა და ხელზე დამიწყო ფერება. -კიდევ ბევრჯერ დაორსულდები და ძალიან ბევრი პატარა გეყოლება. -სევდიანად გამიღიმა ებბიმ. -ლაშა არ მოსულა? -ვიკითხე რამოდენიმე წუთიანი პაუზის შემდეგ. გოგოებმა ერთმანეთს გადახედეს.. -ემა.. -არა, ჯერ არ გამოჩენილა. ვერ ვაანალიზებდი ვერაფერს, ტვინი გადამეწვა. პრინციპში, არც მინდოდა იმ მდგომარეობის გააზრება, რომელშიც ვიყავი. -აქედან როდის გაგვიშვებენ? -ვიკითხე სუსტი ხმით. -დღეს თუ კარგად იქნები, ხვალ, თუ არადა ზეგ. -ახლავე მინდა აქედან წასვლა. -წელის ტკივილის მიუხედავად წამოვჯექი. -არ შეიძლება, კირა. -ჩემი შეჩერება სცადა ემამ. -არ მინდა აქ ყოფნა. -ხმა ამიკანკალდა და ვგრძნობდი კიდევ ვინმე თუ შემეწინააღმდეგებოდა პანიკაში ჩავვარდებოდი. -დილამდე რაღა დარჩა, დამაძინებელს გაგიკეთებენ და გამოიძინებ. გაცეცხლებული სახით ავხედე ემას, ადგომა მინდოდა და ჩადგმული გადასხმა მიშლიდა ხელს. კათეტერი გამოვიგლიჯე ხელიდან და წამოვდექი. -ჩემი ტანსაცმელი სად არის? -ვიკითხე სიბრაზით. -ემა! -მოგცემ ახლავე. -პატარა კარადიდან ჩემი ნივთები აიღო და მომაწოდა. -კირა, ნუ ხარ ჯიუტი. შეიძლება სიცხემ აგიწიოს ან ისევ დენა აგიტყდეს. -გაიბრძოლა ებბიმ.. -და მერე რა? მუცელი არ მომეშალოს? -სიმწრით ჩამეცინა და ვიკითხე ირონიულად. -კიდევ ხომ გინდა ბავშვი? თავს უნდა გაუფრთხილდე. -წავედით. -მაიკაც გადავიცვი და ნელა წავედი კარისკენ. ყველაფერი მტკიოდა, მაგრამ არ ვიმჩნევდი.. ყველაზე მწარე სულის და გულის ტკივილი იყო, რომელთანაც ფიზიკური ტკივილი არაფერია. არც ექიმების წინააღმდეგობა მაინტერესებდა, არავის გაფრთხილებას ვუსმენდი. მხოლოდ სახლში მინდოდა... -კირა, სახლში მისვლა ხომ იცი, რომ საშიშია? -გამაფრთხილა ემამ მანქანაში, როდესაც ჩავსხედით. -მე დამტოვეთ და თქვენ წადით. -ვუთხარი უემოციოდ და ფანჯარაში გავიხედე. როგორც ჩანს, მიხვდნენ შეწინააღმდეგებას აზრი რომ არ ჰქონდა, და სახლისკენ დავიძარით. პირდაპირ ჩემი და ლაშას ოთახში ავედი, ლაშას მხარეს დავწექი და მის ბალიშს ჩავეხუტე. -გემუდარები მალე გამოჩნდი.. -ამოვიხავლე და თავი ბალიშში ჩავრგე. ამდენი ნერვიულობისგან მალევე გავითიშე და ჩამეძინა. მეორე დღესაც არ გამოჩნდა ლაშა. უკვე ნერვები აღარ მყოფნიდა.. ყველა და ყველაფერი მაღიზიანებდა. ემას მოკვლა მინდოდა ხოლმე ექიმის დანიშნული წამლებით, რომ მომადგებოდა. ებბის კი სიამოვნებით დავახრჩობდი მაშინ, როდესაც ჭამას მაძალებდა. -გინდა მკვდარი დახვდე ლაშას? -თავზე დამადგა დოინჯშემორტყმული ემა. -დაბრუნდეს და არ დავეძებ. -ავხედე თვალებაცრემლიანებულმა. -შენი ნერვიულობით რამე შეიცვლება? -თავს ვერ ვერევი.. -წამოვდექი საწოლიდან. -საით? -ლაშას კაბინეტში.. ლაშას სუნი ახლა უფრო მძაფრად ვიგრძენი.. მაგრამ ამჯერად მტკივნეულად. კატასტროფაა, როდესაც არ იცი სად არის ადამიანი, რომელიც გიყვარს. ამბობენ, ცხოვრება ბუმერანგიაო. ახლა ვიგემე ამ გამონათქვამის სიმწარე.. ახლა მესმის გიოსი, რომელიც რამოდენიმე თვე მეძებდა. ვისჯები, ზედმეტად მწარედაც კი... ლაშას სავარძელში ჩავჯექი და თვალები დავხუჭე.. ყველაფერი გამახსენდა ჩვენი შეხვედრის პირველი წამიდან.. ერთმანეთის გაცნობის პერიოდი, დამეგობრება, ჩემი პირველი დაბადების დღე, ჩვენი პირველი კოცნა, ჩვენი პირველი სექსი.. მისი შეხებები, გამოხედვა, მანერები. გამახსენდა ჩემი თავი მის გვერდით, რა სხვანაირი და კარგი ვიყავი. ჩვენი საუბრები სხვადასხცა თემებზე.. სიყვარულზე, ურთიერთობებზე, მეგობრობაზე, წიგნებზე, პროფესიებზე.. სად არის ახლა? არ მინდა გაქრეს ჩემი ცხოვრებიდან.. არ წამართვათ, არ წამართვათ ლაშა. დავიღუპები.. მჭირდება, ჰაერზე მეტად მჭირდება. სად ვარ? უკუნითი სიბნელეა, მაგრამ რატომღაც ადვილად გადავადგილდები. გასვლა მინდა აქედან.. კედლებს მივყვები იქნებ კარებს მივაგნო. აშკარად მეორე წრეზე მივდივარ და ფანჯრის მსგავსიც კი არაფერი ჩანს. კი მაგრამ აქ როგორ მოვხვდი? ლაშას ხმა მესმის, ვერ ვარჩევ რას ლაპარაკობს, მაგრამ მის ხმას ვცნობ. პერიოდულად ახლოს მესმის, მერე ისევ შორს. მინდა დავუძახო და ხმა არ ამომდის. პანიკაში ვვარდები, ხელებს ვურტყამ კედელს, გასვლა მინდა, ლაშასთან მინდა, მაგრამ ვერაფერს ვაკეთებ. ჩემი სხეულის ბიძგმა გამომაღვიძა.. სიზმარი იყო, საშინელი სიზმარი. ფიქრებში ჩამძინებია. ცუდი წინათგრძნობა კიდევ უფრო გამიმძაფრდა.. არა, ყურადღება არ უნდა მივაქციო, ეს უბრალოდ ცუდი სიზმარია. კაბინეტიდან გავედი და ემას შევაკითხე. -არავის დაურეკავს? -არა.. ისევ ინფორმაციის ვაკუუმი.. როდის უნდა დასრულდეს ეს კოშმარი? ოთახში ავედი და წამოვწექი.. ლაშა რომ სხვა პროფესიის ყოფილიყო.. ან მე რომ თვალი არ დამეხუჭა მის ამ ამაზრზენ ცხოვრებაზე ნეტა ახლა რა იქნებოდა? ან რომ არ შემყვარებოდა ასე გაგიჟებით, ბოლომდე წინააღმდეგობა რომ გამეწია? რამდენი ”რომ არა” არსებობს კიდევ.. მაინც ვერ ვხვდები, რომ იბადები ყველაფერი უკვე დაწერილია თუ შენს არჩევანზეა დამოკიდებული? სად დავუშვი საბედისწერო შეცდომა რომ ამდენი ტკივილი დავიმსახურე? ვგრძნობ, მთელი არსებით ვგრძნობ, რომ ლაშა აღარ მყავს.. მხოლოდ რამოდენიმე წელი მომეცა მასთან ბედნიერად ცხოვრებიას საშუალება.. მე კი რა ეგოისტი ვიყავი.. ეს ცხოვრება არ მყოფნიდა და მეორეს დამატებას ვაპირებდი. ალბათ, იმიტომ მენატრებოდა ასე არანორმალურად ყოველთვის, იმიტომ მინდოდა სულ მასთან ყოფნა, ყოველი წამის მასთან ერთად გატარება, რომ... რომ სადღაც ღრმად ქვეცნობიერში ვიცოდი, რომ მალე აღარ მეყოლებოდა. ეზოდან ხმაური შემომესმა, ფანჯრიდან გადავიხედე ორი დიდი შავი მანქანა დავინახე. მთელს სხეულში გამცრა, თითქოს უკვე ვიცოდი ქვემოთ ჩასულს რა სურათიც დამხვდებოდა.. თითქოს უკვე წინასწარ მქონდა ყველაფერი ნანახი. ნელა ჩავედი კიბეებზე და კედელს ავეტუზე.. რომ მკითხოთ ყველაზე მწარე წუთები რომელი იყო შენი 23 წლიანი ცხოვრებიდანო... იმ წამს ჩავედი ზუსტად, როდესაც ლაშა შემოასვენეს. წამით მოვკარი თვალი და ეგრევე ხელები ავიფარე სახეზე... კედელთან ჩავიკეცე და თვალები ერთმანეთს ძლიერად დავაჭირე. არ მინდოდა დამენახა, მინდოდა საშინელი სიზმარი ყოფილიყო. ყველაფერი მეწვოდა, გულის ბიძგებს ვეღარც ვგრძნობდი, იმდენად დამძიმებული მქონდა.. ემოციაც აღარ იყო.. ირგვლივ არაფერი მესმოდა, მხოლოდ ემას ტირილი, რომელიც კიდევ უფრო მიმძიმებდა სულს. მერე.. მერე იყო სამძიმარი.. მერე იყო გასვენება.. მერე ანდერძი.. მერე... გული მერეოდა ამ ყველაფერზე. ამ დღეების განმავლობაში ოთახიდან არ გავსულვარ.. ვიღაცისთვის შეიძლება მნიშვნელოვანია ”ბოლო გზაზე” გაცილება, მაგრამ ჩემთვის არა.. მე არ მინდოდა ისეთი ლაშა დამმახსოვრებოდა, როგორიც იქ, ქვემოთ რომ იწვა. მე ძლიერი და სიცოცხლით სავსე ლაშა დამრჩა მოგონებებში.. მე არ მინდოდა მას შევხებოდი და სიცივე მეგრძნო.. მე მისი სითბო დღემდე შენახული მაქცს ჩემს გონებაში. ის ისევ ჩემთან არის და ისევ ცოცხალია. გული მერეოდა ჩემთან ოთახში მოსასამძიმებრად შემოსულ გადაპრანჭულ ხალხზე.. იმათგან 99%ს რეალურად საერთოდ არც წყდებოდა გული.. უემოციოდ ვიწექი ლაშას მაიკით და კედელს მივჩერებოდი. არც ვუსმენდი მათ ”ტკბილ მოგონებებს” ლაშასთან დაკავშირებით. მინდოდა მეყვირა, მეჩხუბა, რომ გათრეულიყვნენ ჩემი და ლაშას ოთახიდან.. რომ ისინი ბინძური აფერისტები იყვნენ, რომ არ მაინტერესებდა მათი არაფრის მომცემი დამამშვიდებელი სიტყვები, მაგრამ ძალა არ მქონდა.. საერთოდ არაფრის ძალა არ მქონდა. მაღიზიამებდნენ ლისა, ნინა, დათა და სანდრო, რომლებიც ყოველ წამს მეჩიჩიმებოდნენ, რომ უნდა ვჭამო, ცოტა ჰაერზე გავისეირნო და ა.შ. .. ემა? ემა არც ერთხელ არ მინახავს.. ებბი შემომაკითხავდა ხოლმე და ისიც თავს მაბეზრებდა. რატომ ვერ ხვდებოდნენ რომ მარტო მინდოდა ყოფნა? მარტო.. ჩემს მოგონებებთან.. ბალიშთან, რომელსაც ჯერ კიდევ ლაშას სუნი ჰქონდა.. მის გარდერობში სადაც ისევ იგრძნობოდა მისი სიცოცხლე და საერთოდ ყველგან, სადაც ლაშას სურნელი ჯერ კიდევ არ გამქრალა. ემა პირველად ლაშას კაბინეტში ვნახე ადვოკატთან შეხვედრის დროს, რომელსაც ანდერძი უნდა წაეკითხა. შავები ეცვა.. არადა, როგორ არ უყვარს ემას შავი ფერი. მე კი ლაშას ცისპერი პერანგი მეცვა, რომელიც კაბად მერგებოდა. მე და ემამ უბრალოდ გადავხედეთ ერთმანეთს და უსიტყვოდ დავიკავეთ ჩვენი ადგილები. ძირითადად არ ვუსმენდი, მაგრამ როგორც პერიოდულად მესმოდა ხოლმე, ყველაფერი თანაბრად გაგვიყო მე და ემას.. მხოლოდ ”ჩემი ოცნების აგარაკი” დამიტოვა მე.. კაბინეტიდან გამოსულებს, მისაღევში ლაშას ძმაკაცები დაგვხვდნენ. ერთ-ერთი ჩემკენ დაიძრა და ჩამეხუტა. -ყოველთვის შენ გვერდით გვიგულე.. პირობას გაძლევთ შურს ვიძიებთ, არავის ვაცოცხლებთ ვისი ხელიც ურევია ამ საქმეში. ხელი ვკარი და ზიზღით მოვიშორე. -არ მჭირდება თქვენი გვერდით ყოფნა! საერთოდ არ გამეკაროთ არც ერთი არასდროს!!! შურს იძიებთ? და რა? -მთელს ხმაზე ვყვიროდი, ზიზღს ვანთხევდი ყოველ სიტყვაში. -გაცოცხლდება მაგით ლაშა? -სიმწრისგან ბურთულა გამეჩხირა ყელში, ლაპარაკიც მიჭირდა. -ყველაფერი ზოგადად თქვენი ბრალია.. თქვენი დამპალი ცხოვრების, შავი და ბნელი ხალხი ხართ. ყველაფერი თქვენი შექმნილი უაზრო და ულოგიკო წესების ბრალია. მეზიზღებით, მთელი გულით მეზიზღებით! -კიბეებზე ავირბინე და ოთახში შევვარდი.. ატირებული დავემხვე ლაშას ბალიშზე და მუჭები დავუშინე საწოლს. ტირილი ბღავილში გადამეზარდა, ვღმუოდი.. მთელი ის ემოცია რაც ამ დღეების განავლობაში არ გამონიხატავს, რაც არ მიტირია ან თუნდაც სიბრაზე არ გამომიჟღავნებია, ყველაფერი ერთიანად ამოვიღე. არ ვიცი რამდენი ხანი ვიყავი ასე.. . მაგრამ დავიცალე და ემოციებისგან დაღლილს მიმეძინა. ვიგრძენი როგორ მომიწვა ემა, უკნიდან მომეხუტა და სავარაუდოდ მანაც დაიძინა... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.