შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბაბუაწვერა, ანუ გაფანტული არსებობა (9)


19-06-2016, 16:47
ავტორი Eleniko13
ნანახია 2 477

არის ღამეები სინანულის, თეთრად გათენებული.
როცა ცუდად ხარ,
ადექი და დასაძინებლად წადი.
დილით ყოველთვის უფრო ადვილია.

8888

“Arctic monkeys--ar u mine” და სიგარეტის საშინელი სუნი. ფანჯარა ჩამოვწიე, მუსიკას უფრო მეტად ავუწიე და მარცხენა ხელით კალთაში კენტის კოლოფი ჩავიგდე, მერე სანთებელა ავიღე და დათას გავხედე.
_ კენტს ეწევი?
_ არა, ეგ გიოსია _ ჩემთვის არ შემოუხედავს, სულ ოდნავ დააჭირა გაზს ფეხი და ირონიულად გამეცინა.
_ გიო ვინ არის? _ ვკითხე, კოლოფიდან ერთი ნიკოტინის ღერი ამოვიღე და პირში გავიჩარე. მერე სანთებელას წვალება დავიწყე და მოვუკიდე.
_ ძმაკაცი _ მიპასუხა. მე ხველება ამიტყდა, სიგარეტი ორი თითით დავიკავე და ბოლი გარეთ გავუშვი
_ მასე დაიხრჩობი, მაგრად არ მოქაჩო და ეგრევე ნუ აბოლებ _ მირჩია, მანქანა შუქნიშანთან გააჩერა და სიმღერა გამორთო. თავი დავუქნიე, მარჯვენა ხელი ფანჯრას გადავადე და სიგარეტის ღერი საჩვენებელ და შუა თითს შორის მოვათავსე. მეორე ხელით ტელეფონი ჯიბიდან ამოვაცურე და ლიზას წერილი მეორედ გადავიკითხე.
“ კარგად, შენ? “ - მეტი ვერაფრის მიწერა გავბედე. თითქოს ყელში თითებს მაგრად მიჭერდა მისი დაკარგვის ტკივილი და ღრმად ამოვიოხრე.
_ მწვანეა _ ვუთხარი დათას, სიგარეტი მოვწიე და თვალები დავხუჭე.

888

სახლში გვიან მივდივართ. დედაჩემი კარებთან დგას, თვალებში ცრემლები უბრწყინავს და თბილად მიღიმის. მინდა მოვეხვიო და ვუთხრა, რომ არასდროს იტიროს. ის ვერ იტანს, როცა ჩემს თვალწინ ტირის და სახეზე ხელებს იფარებს.
_ დათა, სად მიდიხარ? _ ოთახიდან გამოსულ დათას ეკითხება, რომელსაც ტანსაცმელი გამოუცვლია და ხელში მხოლოდ ტელეფონი უჭირავს.
_ დღეს ვერ მოვალ _ მოკლედ პასუხობს, მერე ლოყაზე კოცნის და კარებს იხურავს. მე ვფიქრობ, როდის დაახლოვდნენ ისინი ასე. მეღიმება, რადგან ახლა ეს უკანასკნელია, რაზეც შემიძლია ვიდარდო. დათას სიტყვები თავში მიტრიალებს, ათასჯერ ვჭრი და ახსნას მაინც ვერ ვუძებნი დედაჩემის დამოკიდებულებას მის მიმართ.
_ რა გითხრა ასეთი, რომ ასე თბილად ექცევი? _ სამზარეულოსკენ მიმავალს ხმამაღლა დავაწიე. გაჩერდა, ჩემგან ზურგით მდგარსაც ეტყობა, რომ შეცბა.
_ რით მოგილბო გული. მე მიცნობ, იცი რომ სხვანაირი ვარ, მაგრამ შენ? ოდნავად მაინც არ გძულს? _ არ ვწყვეტ, ხმამაღლა ვესვრი სიტყვებს, რომელიც პირთან მომადგება და ცივი თვალებით ვუყურებ კედელს.
_ ნანკა...
_ ფულს დაგპირდა? მასთან ცხოვრება რომ შემოგთავაზა იმიტომ აპატიე? მითხარი, რა გააკეთა, თორემ გავგიჟდები, შევიშლები, აღარ შემიძლია მეტი _ ყვირილს ვიწყებ, ყელზე ხელებს ვისვამ. მგუდავს. მგუდავს იმის შეგრძნება, რომ დედაჩემი გაიყიდა.
_ დათა ცუდი არ არის... _ ლუღლუღებს, მისი სიტყვები ისე ჟღერს, თითქოს მე ვიყო დამნაშავე. ჩემსკენ კი მაინც არ ბრუნდება.
_ ცუდი არ არის, მაგრამ შენ რა დედა ხარ... სულ ოდნავ მაინც რომ განაღვლებდეს ჩემი ტკივილი...
_ ამას გაბრაზება გალაპარაკებს ნანკა. ვერ ჩამოყალიბდი, დათა უნდა გძულდეს თუ გიყვარდეს და ჩემზე ნუ ცდილობ გულის მოოხებას.
_ არადროს შემიყვარდება ის, ვინც ნიკა წამართვა! საკუთარი თავი უფრო ნაკლებად მანაღვლებს... ნიკას დაკარგვა კი...
_ ხომ იცი, რომ ვერ შეიძულებ.
_ არ მძულს! მე სხვა ვარ, შენ კი, ლილიკო... _ სიტყვებს თავს ვერ ვუყრი, ვღრიალებ და მუშტად შეკრულ ხელებს ბარძაყებზე მაგრად ვურტყამ.
_ გაჩერდი, ნანკა. ვიცი, რომ ცუდად ხარ და მართლა ძალიან ვწუხვარ, საკუთარი თავიც მეცოდება და შენც მეცოდები, ამის გამო. ვიცი, როგორ განიცდი და როგორ ნიღბავ ამ ყველაფერს. იმიტომ რომ ამაყი ხარ, იმიტომ რომ იდეალისტი ხარ. მაგრამ იცოდე, სრულყოფილება არ არსებობს. შენი ემოციები გამოუშვი, თორემ ჩაიძირები და ვეღარავინ გიშველის _ მეუბნება, მერე სწრაფი ნაბიჯებით მიდის და სამზარეულოში შედის. მე ეტლს დავყურებ და მინდა, რომ ავდგე. ჯანდაბა, მინდა, რომ გავიარო. მინდა რომ ვიცეკვო ისე, როგორც ადრე, მინდა მქუხარე აპლოდისმენტები მივიღო და დარბაზში ამაყად დავაბიჯებდე. მინდა ჩემზე ლაპარაკობდეს ყველა, რომ არაჩვეულებრივი მოცეკვავე ვარ... ამბობდნენ რომ დიდი მომავალი მქონდა, მაგრამ ალბათ ამას ვერ წარმოიდგენდნენ. ჩემთვის სიკვდილის ტოლფასია ის, რომ ხეიბარი ვარ. ინვალიდი. შშმ პირი ან რაც გნდათ, ის. მაგრამ იმის უფლება ნამდვილად არ მაქვს, დავნებდე. უაზრო პრინციპების გამო ცხოვრებას არ დავინგრევ. მე ვსუნთქავ, ნიკა კი აღარ. და თუნდაც მხოლოდ ნიკას გამო უნდა ვიბრძოლო, რომ ფეხზე დავდგე. აუცილებლად უნდა დავდგე ფეხზე...
ეტლს ლილიკოსთან მივაგორებ. ხელებით ნიჟარას დაყრდნობია და თავი ძირს დაუხრია. ალბათ, ძალიან დაიღალა. მე დავღალე.
_ მაპატიე, ცუდად მოვიქეცი _ ვეუბნები და უკნიდან წელზე ხელებს ვხვევ. სლუკუნებს და ვხვდები რომ ტირის.
_ არაუშავს დედიკო...
_ როგორ არაუშავს. ხომ მაპატიე?
_ შენ მაპატიე, ყველაფერი სათანადოდ რომ არ აგიხსენი...
_ არ გინდა, არ მჭირდება ახსნა. ჩემით მივხვდები _ მეცინება და ვშორდები.

888

დილას კარზე ზარის ხმა სულს მიშფოთებს. დივანთან მიტანილ ეტლშჯ ვზივარ და ტელევიზორს ვუყურებ. დედაჩემი კარების გასაღებად მიდის, დათა ჯერ კიდევ არ მოსულა სახლში. მინდა, რომ დათა იყოს, მაგრამ არ არის. დედაჩემი რამდენიმე ნაბიჯით უკან იხევს. ოთახში დათას მშობლები შემოდიან, ჩემოდნებს ძირს აწყობენ და პირდაპირ თვალებში მიყურებენ.
_ შენ ნანა, მართალი ვარ? _ გაყინულ ხმას ცდილობს სითბო დაუმატოს, მაგრამ სასოწარკვეთის მეტს ვერაფერს ვგრძნობ დედის თვალებში.
_ დიახ, ნანა, ნანკა _ თვალებს არც მე ვხრი, ვუღიმი და თითებს ნერვიულად ვხლართავ ერთმანეთში.
_ მე მაია, დათას დედა. ეს კი ილიაა _ ცდილობს თვითონაც გამიღიმოს და ქმარს იდაყვს კრავს. ალბათ ასე, ოცდაათი წლის მამაკაცი ცივად მიყურებს და ვერ ახერხებს, ვერც სახის დაწყნარებას და ვერც ვერაფერს ამბობს.
_ სასიამოვნოა, მე ლილი _ ხელს ართმევს მაიას დედაჩემი. მე თავს ჯიუტად არ ვხრი, მაგრამ ძალიან მინდა, აქედან გავქრე. წავიდე სადმე შორს, სადაც არც დათა იქნება, არც მაია და არც ილია. წავიდე და იქ სადმე, ნიკუშას შევხვდე...
_ რამდენი ხნით ხართ? _ პირდაპირ მეკითხება ილია. მე ყველაფერს ვხვდები.
_ ბატონო? _ ჩავეკითხე, თვალები მის შავ თვალებს გავუსწორე და გავუღიმე. ალბათ რა საწყლად...
_ ანუ, როდის წახვალთ აქედან? მეგონა, როცა დავბრუნდებოდით, უკვე წასული დამხვდებოდით _ ამბობს ის და თავსდამცირებულად ვგრძნობ, როცა დედაჩემს სახეზე ცრემლი უგორდება. არა, ამის უფლებას არ მივცემ არავის, დედაჩემის ტირილის უფლებას არაფრის დიდებით არ მივცემ მათ.
_ ილი! _ ტუქსავს ცოლი და თვალებს უბრიალებს.
_ აქ დარჩენას ნამდვილად არ ვაპირებდი, და ახლა მითუმეტეს. ეს დათას გადაწყვეტილება იყო, მე არც კი მიფიქრია, რომ თქვენს სახლში მეცხოვრა _ვითარებას ვუხსნი, დედაჩემს ვუყურებ და თვალებით ვანიშნებ, რომ არაფერია. არადა ვიცი, ჩემზე უფრო ტკივა.
_ აქ ვერც დარჩებით. ოპერაციის ხარჯები გადავიხადე, დანარჩენი სამი ოპერაციისაც წინასწარ გადახდილია. ვაკეში ბინა მაქვს, რომელიც თუ არ იცით, გეტყვით რომ უკვე დედათქვენის სახელზეა და თავისუფლად შეგიძლოათ იქ გადასვლა _ წარბებს კრავს მამაკაცი. ვღიზიანდები, მინდა სახეში შევაფურთო მაგრამ მასაც ვუგებ. მესმის მისი. მამაა, რომელის შვილის გამო არ უნდა ვარდებოდეს ასეთ სიტუაციაში და ტვირთად არ უნდა ვაწვე.
_ დიდი მადლობა ყველაფრისთვის _ ბურტყუნებს დედაჩემი და ცრემლებს იწმენდს.
_ ასე არ გვინდოდა გამოსულიყო... სინამდვილეში, სულ სხვა რამის თქმა გვინდოდა... _ მაია უხერხულ მდგომარეობაში ვარდება და კედელთან იტუზება.
_ არაფერია. ბატონო ილია, უკეთესი იქნებოდა, საუბრის სხვა ფორმა შეგერჩიათ. მე არ მითხოვია თქვენი შვილისთვის არც ცხოვრების დანგრევა და არც ამ სახლში გადმოსვლა და მამამისის შეწუხება _ ცივად ვუყურებ და თავს ოდნავ გვერდით ვხრი _ დაიმახსოვრეთ, რომ მე არ ვარ დამნაშავე. დღემდე ისიც მიკვირს, რატომ არაფერი ემუქრება ადამიანის, კერძოდ ნიკოლოზ ბურდულის მოკვლისთვის და თვალებს ვხუჭავ. ვიცი, რომ დათა არ არის ცუდი ადამიანი და ციხით არაფერს ეშველება, მაგრამ ფაქტია ის, რომ ნიკა მკვდარია, მე ინვალიდის ეტლს ვარ მიჯაჭვული _ ვეუბნები, ყელში ბოღმა მაწვება და თვალებს მაგრად ვაჭერ ერთმანეთს, მერე კი ვახელ და ვუყურებ ილიას, რომელიც დაბნეული და არ იცის სად წავიდეს. მაიას სახეზე ხელები აუფარებია, ხმადაბლა ტირის და კედელთან ჩაცურებულია. საკუთარ თავს ვწყევლი, რომ ცუდად ვილაპარაკე. მაგრამ მე მხოლოდ ის ავღნიშნე, რაც მოხდა. ახალი არაფერი მითქვამს მათთვის. მათ დამამცირეს, დედაჩემი აატირეს უსამართლოდ და მე იმის უფლება ნამდვილად მქონდა, რომ შემეხსენებინა, არ ვიყავით დამნაშავეები. თუმცა, ეს მე არ უნდა გამეკეთებინა. არასწორი ვარ და ვნანობ კიდეც, თუმცა როგორც დათა იტყოდა, სინანული უსარგებლო რამაა. არაფერი იცვება ამით...
კარებთან მდგარ დათას ვუყურებ და სულში რამდენიმე ძაფი მწყდება მისი ნაღვლიანი თვალების დანახვაზე. იქნებ მე მეჩვენება ასე, მაგრამ წამში უბრუნდება სიცივე ნაცრისფერ თვალებში. მაია დგება, შეშფოთებული ვარდება შვილს და საყელოში ხელებს ავლებს.
_ შენ ვიღაც მოკალი, დათა? მკვლელი ხარ? შენ მოკალი? _ სასოწარკვეთილი უყვირს, ტირის და მუშტებს გულზე ურტყამს. ბანალური სცენაა. ისეთი, ბევრ ფილმში რომ მინახავს. მაგრამ მაინც მეცოდება მაია, რადგან ვხვდები, ახლა გაიგო ეს. თანაც, ჩემგან. დათა არაფერს აკეთებს, ხელები ძირს ჩამოუშვია და მე მიყურებს.



№1 სტუმარი მიკა

მდააა.... თვითონ სულ მასთან სიახლოვეს ცდილობს და დედას რო აქ კარგი დამოკიდებულება, ეს აგიჟეებს? თუმცა , ალბათ ეს მისი მდგომარეობიდან გამომდინარე ,,წიკებია''... ილიასთან მიმართება მომეწონა, გასაგებია რო ხარჯები დაფარა და ბინაც გადაუფორმა , მაგრამ ასე არ უნდა დალაპარაკებოდა...... მაია კი შემეცოდა...

ისე რამდენი ავარია ხდება და როგორ არიდებენ მერე თავს პასუხისმგებლობას .... ამწუთას დავფიქრდი ამაზე.. რაც შეეხება დათას, ალბათ ფულიანმა ,,მამიკომ'' იხსნა გისოსებისგან )) მომწონს ეს ბჯჭი

 


№2  offline წევრი wripawripa123456

ემოციებისგან დატვირთული ვარ. ძალიან კარგია და ძალიან მაგარი გოგო ხარ შენ!
იშვიათია ჩემამდე ასე მოვიდეს ემოციები.
ყველაფერს ვგრძნობ, ყველაფერი მტკივა რაც კი გადმოცემული გაქვს.
სხვა რა ვთქვა მართლა არ ვიცი.
შეუდარებელი ხარ.

 


№3  offline წევრი Teo Teo_2

ძალიან მომწონს...ველოდები ახალ თავს..

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent