შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დაგასწარი (სრულად)


19-06-2016, 18:45
ავტორი sllakhh
ნანახია 6 595

მთელი დღე მხიარულად იყო , ნუ ეს მისგან არც არავის უკვირდა მაგრამ მაინც ეს პოლიციელი ქალი(ქალი რა გოგო ) მაინც სულ სხვანაირ განწყობაზე იყო.
გუშინ მორიგე იყო ახლა ორი დღე აქვს მის ველურებთან ერთად დროის გასატარებლად.
მართალია სულ რაღაც 20 წლის არის თუმცა სკოლის დამთავრების შემდეგ იმდენად დიდი ქონდა სურვილი სასწრაფოდ პოლიციის აკადემიაში ჩააბარა და ახლა უკვე მის ქვეყანას ემსახურება, ჰო სურვილიც დიდი ქონდა და მისდა სასიკეთოდ ამ სფეროში ახლობლებიც თორემ არამგონია ასე კარგად წასულიყო ეგრევე მისი საქმე.
ზედმეტადაც კი უყვარს მისი თავი, ხოდა გამოუძინებლად ხო ვერ იქნებოდა ამიტომ იყო უკვე თითქმის დაღამებული როცა ინება და გაიღვიძა,თან საკმაოდ ენერგიულადაც იყო..იქნებოდა რატომაც არა.
-სად ხარ ცხოველო? - არა ამათ მიმართვებში ვერავინ ვერ აჯობებს
-სად ვიქნები სახლში, ხდება რამე თუ?
-რავი თუ გინდათ მოხდება, „დავქოლო“ სხვებთანაც? -ხმაში ეგრევე შეეტყო როგორ ხასიათზეც მოვიდა , წამში დაგეგმა მთელი მომდევნო რამოდენიმე საათი და მისი თავით კმაყოფილმა დაასრულა საუბარი.
წამებში გააგზავნა სხვებთანაც შეტყობინება და თავის მოწესრიგებას შეუდგა.
პირველ რიგში ანანოს გაურა. მერე მარის ანას და ელენეს, რადგან მთლიანი შემდგენლობით იყვნენ დაიწყეს გარჩევა თუ სად ჯობდა წასვლა
-მე ვიცი - იმხელა ხმაზე წამოიყვირა ანანომ უბრალოდ ამ წამოყვირების გამო ვერ ეტყოდი უარს
-მართლა მხეცი ველური და ნადირი ხარ რა გაყვირებს წესიერად ვერ იტყვი ? -ანა როგორც ყოველთვის შედარებით დინჯი და მკაცრი იყო...
-ოო მოიცა კაცო -მისი საყვარელი ჟესტის გამოყენებაც არ დავიწყებია, ტუჩები სასაცილოდ მომანჭა და ხელი ჰაერში აიქნია - აიი იქ წავიდეთ
-სად იქ ? მაინც რა გასაგებად ამბობ რა ყველაფერს
ელენეს კომენტარი უბრალოდ დააიგნორა და ჭინკებ ანთებული თვალებით მე მომიტრიალდა
-სად და აი ის ბარმენი რო გვეგულება იქ
-როგორ ვერ მივხვდი -მარიმაც ვეღარ შეიაკვა ემოციები თითის აწევით მომიტრიალდა -ქალბატონო სესილია, თან მგონი უნდა გახსოვდეს ადრე რო დავგეგმეთ და წესით შენ ერთი სურვილი რომ უნდა აგვისრულო
-ოხხ თქვენი -ვიცი ამათი სურვილები მე დაახეთქებენ რაღასაც სასწაულს.
ძალიან ჩვეულებრივი სიტუაცია იყო შიგნით,თითქმის ყველა საკმაოდ ნასვამები, სიმღერები რაც შეიძლება ხმამაღლა სიგარეტის სუნზე ხომ საერთოდ ზედმეტია ლაპარაკი ერთი კუთხე ამოვარჩიეთ და იქეთ ავიღეთ გეზი ანანო კი მისი პრინცისკენ გავუშვით(ბარმენისკენ).ჩვენს ახლოს დაახლოებით ხუთი ბიჭი იჯდა თუმცა ვის ანაღვლებდა ხელს არ გვიშლდნენ ჩვენც არ ვუშლიდით.
-ნახე პროსტა როგორ მოკვატაობს(ანანოს სიარულის სტილი)
-ოღონდ ის სასმელი არ ამოუყირავდებოდესდა თუ მინდოდეს რამე
-ნუ დამცინით თქვენ მე რაგინდა მოვიტანე ყველაფერი
-რა სახით ხარ გაფიცებ არ იყო შენი პრინცი?
-კი უბრალოდ გადაყვა ვიღაც სხვას, ეი შენ - ხელი მარის სახის წინ აუფრიალა - აქ ვართ აქ, გიორგიმ ვერ შემამჩნიათქო და ეს ნახე საერთოდ არც კი მისმენს
-მოიცა გოგო რა გიორგი ერთი წამით , ის გახსოვთ ჯერ კიდევ სკოლაში რო ვიყავით ერთი ბიჭი რო მომეწონა, მომეწონა რა ერთი ნახვით შემიყვარდათქო რო ვამბობდი - სიტყვა დამთავრებული არ ქონდა ეგრევე ანანოს კაკანმა დააყრუა იქაურობა ..ხოაბა ეს წესიერად არ იცინისდა
-კაი მოიცა და ეგ რამ გაგახსენა?-არა მართლა დამაინტერესა მეთერთმეტე კლასის დროინდელი ამბავი რამ გაახსენა
-რამ და მგონი ის არის - ჰაჰ, აი ახლა მე ავკაკანდი, იმიტო რო ეგრევე გამოიწვია ანანოს სახის სრული ცვლილება და დადუმება
ნუ ელენეზე და ანაზე არ უმოქმედია.
-რაიყო ანაშკა ხო არ გაგახსენდა შენც მაგათ ძმაკაცზე რო გიჟდებოდი?
-ნუ ხოოო და მგონი შენც უნდა გახსოვდეს ვიღაცა - გველი რო იქნები ,მიანც გაიხსენა არადა როგორ ვაპირებდი არ შემემჩნია ის რო სიყვარულით არა მაგრამ საკმაოდ მომწონდა დათო უღრელიძის და ერეკლე ბერაძის ძმაკაცი.
- არ მიიხედოთ ჯერ, როგორც ყოველთვის თქვენი ცხოველური სიცილით მიიქციეთ ყურადღება გაიხედავენ და მერე შეხედეთ მგონი მართლა ეგენი არიან და პონტში ხართ რაგინდათ- არა მოკლედ, ჩვენ რო ანა არ გვყავდეს რა გვეშველებოდა რავიცი რავიცი...
-ვაბშე და მე ვიცი -საქმიანივით შემოარტყა ელენემ ერთმანეთს ხელები, ჭიქა აიღო და ჩვენსავით გამოცალა ისევ დადო თავის ადგილას და საქმიანივით დაიწყო- სესიი, შენ ხო თქმულების თანახმად უნდა შეგესრულებინა ჩვენთვის ერთი სურვილი
-ჰო მერე? - დაახლოებით ის მომენტი იყო წიანსწარ ,რომ ვიცოდი განწირული რომ ვყავდი ყველას ერთად
-ხოდა -გააგრძელა ანამ , ხო ვთქვი ყველამ უკვე გადაწყვიტა ერთიანად ჩემი განწირვათქო -შენ თუ გახსოვს , რავი მე მახსოვს რო აი მაგ ძმაკაცს ბექას და საერთოდ შენ რო ბექულიუს ეძახდი , ერთხელ წამოგიარა ხოდა მიწერე
-ხო მეც მახსოვს -ამჯერად მარი ჩაერთო - თან საკმაოდ კარგად წავიდა ეგ მიმოწერა უბრალოდ მერე რა მოხდა რავიცი..
-ხო რა მოხდა ვის აინტერესებს ხოდა აგერ შენ ეს ერთი ჭიქა და იცი რომელი სიტყვები აასრულე ?
არასდროს ! არასდროს არ წამოგცდეთ რაიმე ისეთი რაც მერე უეჭველად დაგღუპავთ ,მითუმეტეს თუ ესეთი დაუნდობელები გყავთ გვერდით
საშინლად მობეზრებული ხმით მაინც ვიკითხე რა უნდოდათ არადა ზუსტად გამახსენდა რაც წამოვაბოდიალე ადრე ...ცეკვა, თან თვით ბექულიუსთან და არც მეტი არც ნაკლები მე უნდა შევთავაზო ! არააა სახუმარო თემა ,თან განა ჩვეულებრივი ცეკვა არაფერიც ამათთან ასე ადვილად ვერ გახვალ.
-შეღავათი წასვლის წინ გააკეთე, მანამდე კიდე გაცლით
- თუ გაპატიოთ ... პროსტა უარეს გიზამთ
ერთი მივიხედე „ძველი ნაცნობებისკენ“ და სასწრაფოდ კიდევ ერთი ჭიქა შევივსე
-ისე უღრე კიდე რა სიმპატიურია, მგონი კიდე მიყვარს
-ოპაა, მარის უკვე შემოაწვა გრადუსიი, რაო მარუს ვინ მიყვარსო?
-ოო, უღრელიძე პროსტა ის დრო გამახსენდა
-ჰო მეც - სუ სხვანაირი სახე ქონდა ანანოს, ვისღა ანაღვლებდა ბარმენი, უეჭველად ყველა ის მოგონება ამოუტივტივდა რომელიც დაახლოებით პირველი კლასიდან აკავშირებდა ერეკლესთან.
-ანანიკ , ორივე ხელი მოკიდე - მეც, ხო მეც... არანაკლედ დღეში ვიყავი, ალკოჰოლი და გრადუსი მაინც თავისას შვება და უფრო და უფრო გამახსენდა ის დრო , ის მოგონებები, ის სიტუაციები რაც გვქონდა.საერთოდაც თან ყველაფერი და თან არაფერი რო არ იყო.
ვიცინოდით ,ვერთობოდით თუმცა ყველა მაინც რაღაც ფიქრს ვყავდით შეპყრობილი, თითქმის მაინც ერთი და იგივე ფიქრს რომელიც რათქმაუნდა გვერდით მაგიდასთან მსხდომებს უკავშირდებოდა.
-წავიდეთ რა - ფეხზე წამოვდექი მაინც ვფიქრობდი იმას ,რომ შეიძლება ცეკვასთქო ავცდეთქო თუმცა ეგრე ადვილად არაა საქმე
-ხო შენ წადი ბექასთან , ჩვენ გიყურებთ
-კარგად მიყურეთ! -ცუდი ხასიათი? გაქრა ტვინში კიდე ერთმა აზრმა გამიელვა, ნუ უფრო გამახსენდა-ანანიკ ადრე პონტი გახსოვს? დაგასწარი...
-აუ ღადაობ? ეგ ვინმე უცნობზეო ხო თქვი?
-ხო მარა ნახე რა ხდება,ვახსოვარ ? არა.. ხოდა იყოს რაცაა
-აიი ეს მესმიის - ანაშკაც მოვიდა მუღამზე
ალკოჰოლი რო არა ეს კაირა ალბათ გამარჯობის თქმასაც ვერ გავბედავდი თუმცა ახლა გაბედულად ვდგავარ მის წინ მე სესი აბულაძე და თვით გამგეობის პრინცს ბექა მიქაძეს ცეკვას ვთავაზობ.
ცოტა გაკვირვებული მიყურებს თუმცა დინჯად დგება და საცეკვაო მოედნისკენ ამჯერად მისი ინიციატივით ხელ ჩაკიდებულები მივდივართ.
-იშვიათი ფაქტია...-ეს ალბათ იმას გულისხმობს ,რომ პირიქით გოგომ გამოვიჩინე ინიციატივა
-ხო, უბრალოდ დაგასწარი - დავასწარი თორე რას ამბობ სუ მაგას არ აპირებდა რამოდენიმე წუთში.. კი , კი როგორ არა...
-ჰოო? კარგია - ტუჩის კუთხეს ტეხავს და სასწაული ღიმილით მეკითხება- ეს მინდოდა მე ?
-რა არის კარგი?
-რა და დასწრება... _მაშინვე მეცინება გოგოებისკენ ვიხედები და ვანიშნებ ,რომ წასასვლელად მოემზადონ ასევე ანუ იმასაც ,რომ ახლა ზუსტად დროა..
-ხოდა იყოს ბოლომდე დასწრება - თვალს ვუკრავ, ვცდილობ თავდაჯერულობა კიდევ უფრო მოვიკრიბო. მაინც მიწევს ოდნავ წამოვიწიო და მე, ჩემი ნებით პირველ კოცნას ვჩუქნი ბექულიუსს, ვითომც არაფერი მისი ყურისკენ ვიხრები და რაც შეიძლება დაბალ ხმაზე ოღონდ ისე, რომ გაიგონოს -უბრალოდ შენც თქვი ,რომ დასწრება კაია - ისევ ვიმეორებ რამოდეიმე წუთის წინანდელ ჟესტს ,თვალს ვუკრავ და უკან მოუხედავად ვეცლები იქაურობას. ჩემი გულის ხმა მე მესმის , ნუთუ ეს მართლა გავაკეთე, ყველანაიარი გრძნობა ერთიანად იყრის ჩემში თავს და როგორც იქნა ვუახლოვდები ჩემს მანქანას სადაც უვკე ჩემები არაინ, უხმოდ ვაწვდი გასაღებს ელენეს და უკან ვიკავებ ადგილს. ნახევარი გზა სრული სიჩუმეა, უბრალოდ ყველას სახეზე უამრავი ემოცია აღიბეჭდება ზუსტად ,რომ ვერ დაადგენ.
-თუ მჯეროდეს
-არც მე მჯერა ეს რომ ვქენი, უბრალოდ ახლაც საოცარი გრძნობა მაქვს , რაღაც არაამქვეყნიური, მე ვეცეკვე ჩემი ინიციატივით და მერე ვაკოცე ბიჭს რომელიც ჯერ კიდევ მაშინ მომწონდა როცა თექვსმეტის ვიყავი , აი მართლა არ მჯერა.
და სინქრონულად ყველა ერთად ვიწყებთ სასწაული ხმით სიცილს. გიჟები , გადარეულები და ყველაზე არანორმალური საქციელებით კი ვიყავით ცნობილები , მაგრამ ასეთი რაღაც პირველად მოხდა, ეს რაღაც ახალი გამოწვევა იყო.
არ ვიცოდი რა იქნებოდა მერე, იქნებ როგორც ამდენი წელი ისევ ისე ყოფილიყო და საერთოდ ვერსადაც ვერ მენახა. ალბათ ეს უფრო საუკეთესო ვარიანტი იქნებოდა, რადგან წარმოდგენა არ მქონდა როგორ უნდა მოვქცეულიყავი მისი დანახვისას.
არც თუ ისე კაი აზრები მომდიოდა თავში ამიტომ გადავწყვიტე ანანოსთვის მიმემართა ნუ ის ხომ სასწაული იდეების მოფიქრების გენიოსია, თუ აქაც არ გამოვიდოდა არაფერი აი მერე კი მთლიანი ძალა დამჭირდებოდა .
-აი უბრალოდ აზრზე არ ვარ რა უნდა ვქნა, ნუ პრინციპში მე რაღა უნდა ვქნა უბრალოდ აი ასე რომ შემხვდეს მაგ დროს რა უნდა ვქნა აზრზე არ ვარ-იმდენად არეული ვიყავი სიტყვებსაც კი უაზროდ ვისროდი
-რაქენი და იგივე - ატეხა მისი ცნობილი სიცილი...-ეგ კიარადა შენ ძმობას ფიცავარ გუშინს მერე გაშტერებული დავდივარ, მგონი ისევ ერეკლე მემართება მე , კიდე როგორი სიმპატიურია გავგიჟდი, უი გოგო თან ეგეც ხო პოლიციელია, აუ სესიი-ისეთი თვალებით შემომხედა უეჭველად ვიცოდი რაიმე თხოვნა მექნებოდა შესასრულებელი
-მიდი პირდაპირ
-არ გინდა გაიგო ეგ ჩემი , უკვე ისევ დავისაკუთრე , ერეკლე რომელ განყოფილებაშია?
აი ზუსტად ეს მინდოდა
-ვიცი - ხელები ერთმანეთს შემოვარტყი და ზემოთ წამოვარდი, ამ ჩემს საქციელზე ანანოსაც თვალები გაუბრწყინდა - ეგ კი არ ვიცი რომელ განყოფილებაშია, ის ვიცი რა უნდა ვქნა თუ ბექულიუსი შემთხვევით სადმე ვნახე, უკეთესი თუ ჩემი მორიგეობის დღეს დაემთხვა
-ოჰ, მოიფიქრებდა ახლა რაღაც სასწაულს, იცოდე მაგასაც გამირკვევ - თითის აწევით დაამატა
-ხო გოგო გაგიგებ ხო , აბა ისე ხო არ დაგტოვებ , რა მოვიფიქრე და ეგ ხო იცი რა „ტრიპაჩი“ მძღოლი იყო -მისი პასუხი თავის დაქნევით დააფიქსირა და მანიშნა გამეგრძელებინა
-ხოდა , ხვალ ვარ მე მორიგე, ეგ თუ ისევ იქ მუშაობს რათქმაუნდა ფეხით წასვლას ვინ კადრებს და რათქმაუნდა წავა მისი „წილდიათი“ ისე ნეტა კიდე ეგ ნომრები და მიმართვა აქვთ ?-ზედმეტად სერიოზული კითხვით შევუტრიალდი დაქალს
ჩემის არ იყო გაახსენდა ისევ იმ დროინდელი საძმაკაცოს ერთნაირი ნომრები და ერთნაირად ველური მანქანები, ნუ პრინციპში მაგათ მერე იყო უფრო ,რომ ავიჩემეთ ერთმანეთში ის მიმართვები რაც ახლა გვაქ.
-ვიცი, რადგან ერეკლე არის პოლიციელი უბრალოდ ნაცნობობით არ აჯარიმებენ და ასე შემდეგ ,ახლა კი შენ აპირებ რომ ბექულიუსი დააჯარიმო? - თვალებში აშკარად აუციმციმდა ჭინკები, აი რას ნიშნავს როცა ერთმანეთის გესმით.
-ზუსტადაც , ოღონდ რათქმაუნდა უსაფუძვლოდ არა, რისი შანსიც ძალიან ნაკლებია მისგან.
ჩვენი გეგმებით კმაყოფილები დავემშვიდობეთ ერთმანეთს და სულმოუთქმელად დავიწყე მეორე დღის ლოდინი.
მთელი დღე საშინლად უაზროდ გაიწელა, თავიდან გამიხარდა იმ მონაკვეთზე გაგვზავნეს სადაც ბექულიუსი მუშაობს მაგრამ ახლოსაც კი არ შემიმჩნევია არც ის და არც მისი მანქანა.
უკვე საკმაოდ ღამე იყო მეც მეგონა რომ ჩემს გეგმას დღეს ასრულება არ ეწერა თუმცა ყურადღება მაღალი სიჩქარით მოძრავმა ოქროსფერმა INFINITI-მა მიიქცია, რომელმაც ძალიან ჩვეულებივარ გაიარა წითელზე,საერთოდ არ დაინტერესებულა იმით ,რომ წინ საპატრულო მანქანა იყო და მაინც ისეც ისე გააგრძელა მოძრაობა მობილურზე ლაპარაკით და ჩემდა სასიკეთოთ და მისდა საუბედუროდ ღვედიც არ ეკეთა.
[img]http://https://fbcdn-sphotos-e-a.akamaihd.net/hphotos-ak-xap1/v/t34.0-12/13480018_1010392592390456_702793803_n.jpg?oh=3d9c98f13a0d136d919e9050ff9df3c4&oe=5768C3DA&__gda__=1466505551_738999ee301810854797ca2767e3718b[/img]


რადგან საჭესთან მე ვიჯექი სასწრაფოდ მოვატრიალე მანქანა და უკან ავედენვე, ჩემმა მეწყვილემ აშკარად მანქანა იცნო და ისე გადმომხედა თითქოს მე ვაკეთებდი რამე ცუდს, თუმცა იცოდა ჩემი ხასიათი და მალევე გასცა ბრძანება მანქანის გადაყენების თაობაზე.
ჯერ ჩარევას არ ვაპირებდი და ლევანი (მეწყვილე) გადავიდა ,ვუყურებდი როგორ ჩვეულებრივად გამოტრიალდა ისევ მანქანისკენ, აი ახლა კი დრო იყო ჩემი ჩასვლის.
სანამ მივიდოდი ლევანმა მითხრა რომ მას უბრალოდ საკმაოდ დიდი სანაცნობო წრე ყავდა და არ ღირდა, მის გაფრთხილებას ყურადღება არ მივაქციე.
როგორღაც შევეცადე და სიცილი შევიკავე, სახის მიმიკაც დავაწყნარე და ძალიან სერიოზულად გავემართე მისკენ. დაახლოებით ვიცოდი როგორ წავიდოდა საუბარი და ჯარიმის ქვითარი წინასწარ შევავსე.
ჩვეულებრისამებრ წარვუდგინე ჩემი თავი და საქმიანი სახით საქმეზე გადავედი
-ალბათ უკვე იცით რატომ გაგაჩერეთ - საშინლად ნასიამოვნები სახით მიყურებდა , უეჭველია მიცნო , ჰაჰ მეც მაგარი ვარ რას ვერ მიცნობდა. და ალბათ უკვე ის ახარებდა ,რომ თავის დაძვრენა გამოუვიდოდა
-და თქვენ ალბათ გსმენიათ სამართველოს უფროსის შესახებ -გავაწყვეტინე , მსმენია როგორ არა, შემთხვევით მასთან შედარებით ჩემი ახლობელიც ხომ არ არის ? თუმცა ეგეც დავაიგნორე და პირდაპირ ქვითარი გადავეცი
-იმედია მალე დაფარავთ.
აი სახის ცვლილებაც ასეთი უნდა, ჩემი თავით საშინლად კმაყოფილი ვიყავი. დანარჩენი მორიგოების საათებში ლევანმა განაგრძო ჯარიმების წერა და მოძრაობის მოწესრიგება.
მთლიანი შემადგენლობით ამჯერად ელენესთან ვიყავით და ჩემს გუშინდელ გმირობას განვიხილავდით. რადგან ანა ელენესთან რჩებოდა სახლის გზას მხოლოდ მე ანანო და მარი გავუყევით , სანამ მანქანამდე მივედით მოასწრო ანანომ შეთვალიერებედა კომენტარის გაკეთებაც
-საშინლად გასარეცხია!
-კაი რას ამბობ, ხო არ მატყუებ ? -მეც კარგად ვიცოდი უბრალოდ გუშინ აშკარად არ მეცალა ამისთვის
-გახსოვთ უღრე პირველად სად ვნახე?- მარისგან ასეთ ტონზე და სახეზე პირდაპირი მნიშვნელობით ვგიჟდებოდით ! ანუ რაღაც ძალიან მაგარი გაახსენდა რაც რათქმაუნდა ისევ ჩვენდა სასიკეთოთ წაგვადგება
-მახსოვს, ერეკლემ მანქანის მომსახურების ცენტრი ,რომ გახსნა სადაც სხვათაშორის სამრეცხაოც აქვთ
-ხოდა ნაბახუსევზე რომ იყვნენ
-მეც მაგას ვამბობ, რაო მანქაქნა გვყავს გასარეცხიო?
წამში სამივე მანქანაში ვიჯექით და აღნიშნული პუნქტისკენ მივდიოდით.
-ისე ის თუ გახსოვთ, რამდენჯერ გვიწევდა იქ ჩავლა და ხშირად ყველანი იქ ,რომ იყვნენ თან საქმე თან გართობა გამოსდიოდათ - ღადაობთ? მაგ სიტუაციებს რამდენი წელიც არ უნდა გასულიყო რა დაგვავიწყებდა.
-ჩვენთვის უკეთესი ისინიც იქ თუ იქნებიან - სამივემ გავიაზრეთ თუ რა ძაალიან მაგარი სიტუაცია იქნებოდა და ხმის ამოუღებლად სიცილით ავღნიშნეთ ის,რომ უკვე ყველამ ვიცოდით თუ გაგვიმართლებდა რა როგორ იქნებოდა.
შორიდანვე დავლანდეთ ერეკლეს მანქანა, ესეც გვაწაყობდა სულ არაფერს ჯობდა.
-გააჩერე , გადავალთ ჩვენ მანამდე ვნახავთ აბა რა პონტები არის
- კაი ოღონდ მანამდე არ გადარიოთ ვინმე... მეც მაცადეთ ჩამოსვლა.
მანქანა ცარიელ ადგილას დავაყენე. უკან გამობრუნებას ვაპირებდი და ზუსტად ბექულიუსიც მოვიდა. აი რა მინდოდა შევეცადე არ შემემჩნია და ისე გამეცინა.
ვერაფერს იტყვი ავტო მომსახურების ცენტრი კიარა მშვენიერი გასართობი ადგილი ქონდა გაკეთებული ერეკლეს.
მიუხედავ იმისა, რომ ანანოს მთელი ყურადღება ერეკლეზე იყო და მარიამის უღრეზე , მაინც მოახერხა , ასევე იმ დროინდელი საკმაოდ აქტუალური თემა გაიხსენადა რათქმაუნდა ხმამაღლა განასახიერა
-მარიამ - თან ხან ერთს შემოგვხედავს ხან მეორეს აინტერესესბ უეჭველად რომელი უფრო მალე მივხვდებით რას აპირებს
-ჰოო -ეს დაბნეულობის გარეშე არაფერია ,ერთმანეთის გარეშე ვერ ძლებენ მგონი
-მშია და სახლში რო მივალთ მჭადი დამიცხვე რა კოვზით - მე შევეცადე ჩემი მაქსიმუმი გამომეყენებინა მაგრამ არ გამომივიდა, არა როგორ უნდა გამომსვლოდა პრინციპში მაგ მომენტში ჩემი საფირმო სიცილით, რომ არ გამეცინა.
ძვლივს ოდნავ მაინც შევძელი მოსულიერება
-კოკაკოლას მე ამოვიტან რა პრობლემაა- აი აქ ჩემს მაგივრად ანანო აკაკანდა , მარის მუჯლუგუნმა გამომაფხიზლა თან თავით მათკენ მანიშნა, აშკარად მათაც გაახსენდათ ცინცოს კულინარიული მიღწევები , როგორიცაა მჭადის კოვზით დაცხობა და კოკაკოლაც თუ არ აუტანე მერე იქ ამბები წავაა იფ ...
მანქანას გავხედეთ უკვე ყველაფერი დამთავრებული იყო სალორესკენ წავედი ,რომ გადამეხადა და წინ თვით ბექულიუსი გადამიდგა
-თქვენს პატივისცემას რა დამავიწყებს , იმხელა ჯარიმისგან მიხსენით ასე რომ მადლობის მაგივრად დაპატიჟებული ხართ
- ოჰ -მანამდაინც ცუდი დაიმახსოვრა ამან თორე ცეკვას დაგიფასებს ვინმე? ან კიდე მერე იმხელა გამბედაობა დამჭირდა და ამან მარტო ჯარიმა დაიმხასოვრა -მადლობა არ არის საჭირო და თუ გნებავთ რათქმაუნდა კიდევ შემიძლია ძალიან ბევრჯერ აგარიდოთ მსგავს ჯარიმებს
-ეჭვიც არ მეპარება რომ შეგიძლია. მომავალ შეხვედრამდე - თვალის ჩაკვრა უეჭველი ჩემგან დაამუღამა.
წასასვლელად მოვემზადეთ ,რატომღაც ანანო აგვიანებდა მოძებნას ვაპირებდით თუმცა არ დაგვჭირდა. სახეზე აწითლებული როგორც ჩვევია, თვალები უბრწყინავდა და რათქმაუნდა ქონდა მიზეზი თუ არა იღიმოდა ,თუმცა რატომაც არა ბოლო ბოლო ერეკლიუს ელაპარაკებოდა. ხელი არ შევუშალეთ როგორც იქნა მოტვინა მისით და მანქანაში ისე ჩაჯდა ამ ქვეყანაზე იყო თუ არა იმასაც ვერ გაიგებდი.
დაახლოებით ერთი თვე ვერც ერთი ჩვენგანი ვერ ვახერხებდით ისე მოცლას როგორც ადრე ვიცოდით , ამიტომ მხოლოდ ერთმანეთთან შეკრებას ვჯერდებოდით.
ამ დროის მანძილზე კი ბექულიუსის „წილდია“ რატომღაც სულ იმ მონაკვეთზე იყო სადაც მე მიშვებდნენ , ჩემდა გასაკვირად კი ყველანაირად იცავდა წესებს და ერთი დარღვევაც კი ვერ აღმოვუჩინე, ბოლოს შევეშვი და მხოლოდ მისალმებით შემოვიფარგლებოდით.
როგორც იქნა დავამთავრე დღევანდელი ჩემი მორიგეობა და მივაღწიე სახლამდე, კარები გაღებული არ მქონდა გაკრეჭილი ჩემი ძმა შემეფეთა, ან უეჭველი პოლიციასთან უნდა მოვუგვარო რამე საქმე ან სხვა რამე აქვს სათხოვარი
-აფერისტობების გარეშე რაგინდა პირდაპირ მითხარი
-ვინ აპირებდა აფერისტობას? - კიდე აქეთ რო მიქაჩავს თვალებს
-ხო რავიცი
-ხვალ ხო გცალია?
-კი რაიყო?
-თანამშრომლის ქორწილია ძაან მეზარება მარტო წასვლა და წამო რა
-მეც მეზარება - სად მქონდა ახლა სოსოს თანამშრომლის ქორწილის თავი, მაგას მერჩივნა მთელი დღე მეძინა
-კაი რა , ახალი კაბის ფულს მე მოგცემ - იცის როგორ მომთაფლოს და რაგინდა რო ქნა
-კაი და აბა შენც გამომყვები - რამ მომაფქირა ეს არ ვიცი მარა იყოს რა.
ცოტა ხანი გამოვიძინე და მერე ერთად წავედით კაბის ასარჩევად, ჩემი თავიც შემეცოდა და მერე ჩემი ძმაც ამიტო იყო რომ გადარჩა და მალევე ავარჩიე კაბა.
მეორე დღეს გამოპრანჭვას გადავყევითქო ტყუილი იქნება მაგრამ ცუდად ნამდვილად არ გამოვიყურებოდი - ოხ ეს თავის ქება.
ყველაზე შოკი იცით რაიყო? იქ ბექულიუსის ნახვა ,მაგრამ არა ... ამაზე შოკი ის იყო კაი ნაცნობებივით ,რომ შეხვდნენ ჩემი ძმა და ის ერთმანეთს. წარბ აწეულმა გადავხედე ორივეს , თავის დაკვრით მივესალმე და ჩვენი ადგილი დავიკავე, კიდე კაი ჩვენთან არ მოუწია მასაც დაჯდომა, თუმცა ძალიან მოშორებითაც არ იყო.
ჩემთვის მოსაწყენი სიტუაცია იყო, თითქმის არავის არ ვიცნობდი, სოსო კიდე შუა ქორწილიდან სადღაც გაქრა .სხვებზე იგივეს ვერ ვიტყოდი , აშკარად ყველა ყველას იცნობდა და ძალიან კარგადაც ერთობოდნენ.
ვაღიარებ და საერთოდ არ მოველოდი იმას,რომ ბექა მოვიდოდა და ამჯერად მისი ინიციატივით მომიწევდა აი ამ ძალიან „რომანწიკულ“ მუსიკაზე ცეკვა.უყოყმანოდ დავთანხმდი და მოედნისკენ გავყევი
-პოლიციის ფორმაზე მეტად სამოქალაქო ფორმა გიხდება დამიჯერე
-ოჰ, მჯერა რათქმაუნდა - აბა ბექულიუს როგორ არ უნდა დაუჯერო
-ისე მგონი არასწორია ხო?
-რა არის არასწორი? - მომენტი როცა მის ნათქვამს მართლა ვერ მივხვდი
-რა და 1-0 არის - მეტყობა რამე ამოცანების ამოხსნის ხასიათზე ,რომ ვიყო?
-მაინც ვერ მივხვდი..
- არაუშავს მიგახვედრებ, ეგ ციფრებიც ძალიან ბევრჯერ შეიცვლება
დაგეგმილად თუ დაუგეგმავად ზუსტად ბექასთვის საუკეთესო მომენტი იყო, საცაა მუსიკა დასასრულს უახლოვდებოდა განათება რომ შეიცვალა. დღეს ცეკვით დაწყებული კოცნით დამთავრებული ყველაფრის პირველობა ბექამ აიღო მის თავზე.
- ნელ-ნელა დაიხვეწები არ იჯავრო - კომენტარის გარეშე არ დატოვა არაფერი, ვითომც არაფერი ისე წავიდა მისი ადგილისკენ და მე უბრალოდ ერთ ადგილას მიყინული დამტოვა ისევ ისე.
როგორც იქნა მოვძებნე ჩემი ძმა და სანამ სახლში წაყვანაზე არ დავითანხმე მანამდე არ მოვეშვი.
მეორე დილით ანანოს ზარმა გამაღვიძა და მხოლოდ მისი ხმიდან გამომდინარე ვაპატიე ეს საქციელი, რაღაც სასწაულად აჟიტირებული ხმა ქონდა
-ვაიმე გოგო რო იცოდე რახდება
- ხო რავიცი თუ მეტყვი მეცოდინება
-რა და მარი ხო იცი ერეკლეს , ნუ პრინციპში როგორ არ იცი ყველაფერი იმით დაიწყო მარის რომ ვიცნობდი ნუ ხოდა გუშინ ვნახე მარი და ერეკლე ამაღამ წავიდეთ სადმე ერთადო და უარს ხო არ ვეტყოდი ,ამიტომ ისევ იქ მიდივართ ყველა ამ საღამოს
ამას ახლა გაყოლაზე უარი რო უთხრა უეჭველი ვიცოდი ომი გარდაუვალი იქნებოდა.
მთელი დღე სახლში დავბოდიალობდი თან მაინც მეფიქრებოდა დღევანდელ საღამოზე, უეჭველად ბექულიუსიც იქ იქნებოდა.
სანამ ადგილზე მივიდოდით ყველაზე მეტი მღელვარება მაინც ანანოს ემჩნეოდა
-საერთოდ არ ხარ აჟიტირებული
-არაა ხო საერთოდ , ვაიმე დედაა გასკდა გულიი
-ეს თუ დღეს ცოცხალი გადარჩა მერე ეშველებათ რამე
არა ვაღიაროთ გამოგვდის ჩვენ ერთმანეთის დამშვიდება.
რათქმაუნდა ისინიც მთლიანი შემადგენლობით იყვნენ. ჩვეულებრივი სიტუაცია იყო ,თავისი „გაცნობით“.
ვიცოდით რომ ჩვენზე არანაკლებ გიჟები იყვნენ და ალბათ ამის დამსახურებით იყო სასწაულად მაგარ დროს რომ ვატარებდით.
არა თან კი ვიცოდით რო ყველას ძალიან მაგარი ხასიათი და იუმორის გრძნობა ქონდა მაგრამ რეალობამ ყველაფერს გადააჭარბა
-ვაბშედა -დაიწყო ცინცომ ვითომდა ძაან სერიოზული ტონით , თან თითქოს და ბექას ანიშნა რაღაც ისე გადმოხედა - ვაბშედა კი არა ჯერ , თქვენი აზრით ჩვენ უფრო გვიქრის თავში თუ თქვენ?
სასწაული კითხვაა , ანა დაუთმობდა ? არაფერიც
-ნუ ახლა თქვენ ხო შოკები ხართ , მაგრამ ჩვენამდე ვერ მოხვალთ
-ხოო რავიცი რაღაც არამგონია, ისე ზუსტად ერთი ჭკუის ხალხი ვართ , ახლა ერთმანეთთან დანათესავება გვაკლია და ეგაა
მე მარის ანანოს გადავხედე და უაზრო სიცილი აგვიტყდა , გულში ვფიქრობდით საერთოდ არ ვართ წინააღმდეგითქო. ბოლო წინადადება ელენემ უბრალოდ გაატარა და გამომცდელად შეხედა
-რატომ არ გგონია ვითომ? არ გვეტყობა თუ?
-ხოო ? აბა გამოწვევა ჩავატაროთ.აი ჩვენ მაგალითად რა პრობლემაა... რამეს ვაკეთებთ ბევრი ფიქრის და ამბების გარეშე , მთავარაი გვინდოდეს და ბოლოს ეგ გამოდის ყველაზე კაი სიტუაცია და საერთოდ ყველაფერი
-მჭადის კოვზით დაცხობაც? - მაინც ვერ მოვითმინეთ და ესეც გავახსენეთ - კაი გასაგებია რასაც ამბობ და ჩვენც ეგრე რომ ვართ არა?
-ხოო? - ამჯერად ბექა მომიტრიალდა ხმაც ძალიან ინტრიგული ქონდა და გამოხედვაც
-ხოო
-ხოდა წამო ცოლად გამომყევი
- რა პრობლემაა უბრალოდ ჩემებმა არაფერი იციან და ესე უცებ გაგიჟდებიან
-ეგ მოგვარებულია მაგაზე თუ ღელავ
რა მინდოდა , რა მალაპარაკებდა ამდენს? ვერ გავჩუმდი? ჭკუა ვერ ვისწავლე, სულ ჩემი გრძელი ენა როგორ უნდა მღუპავდეს, არა ნუ პრიცნიპში კი ვართ ჩვენც თითქმის ყველაფერის მიმართ ეგეთი დამოკიდებულებით უბრალოდ აშკარაა ,რომ ასეთი გამოწვევის წინ არასდროს არ ვყოფილვართ. მეც გენიოსი ვარ , როგორ ვიქნებოდი ან სად, ან როგორ უიმე...
ჰოდა ზუსტად მაგიტომ არის ახალა ბარიდან ქორწინების სახლში ,რომ ვართ და ბექულიუსის ცოლობაზე თანხმობას ვაცხადებ. ჩემი მეჯვარე ანა იყო ბექასი ცინცო.
სუფთა ჰაერზე დიდი ხნის ყოფნის შემდეგ უფრო ვაანალიზებ იმას თუ რაც გავაკეთე.
ბექაც აშკარად ხვდება
-წამო , ბათუმში წავიდეთ და იქ დავილაპარაკოთ ხვალ ყველაფერზე.
უხმოდ ვეთანხმები და მანქანაში ვჯდები.

ჩვენი ოთახის აივანზე , პუფში ვიჯექი და უკვე ჩემი ქმრის მოსვლას ველოდებოდი. ბექამაც დიდი ხნით არ დააგვიანა და მალევე ორი ყავის ჭიქით დაბრუნდა.ადგილი ჩემს წინ დაიკავა და აუღელვებლად დაიწყო :
-შენც კარგად იცი ,რომ ეს ყველაფერი ახლახანს არ დაწყებულა, პატარა იყავი თუმცა ალბათ მშვენივრად ხვდებოდი რამოდენიმე წლის წინათაც როგორი დამოკიდებულება მქონდა , სისულელე იქნება იმის თქმა თითქოსდა საერთოდ არ გახსოვდი ან რაიმე მსგავსი, ისიც კარგად ვიცი რომ შენც იგივე დამოკიდებულება გქონდა და გუშინ ჩვენი საქციელი იყო ზუსტადაც კარგად დაფიქრებული და ჩვენი სურვილებისამებრ გაკეთებული , ზუსტად ვიცი ამ წლების მანძილზე ის გრძნობა კი არ განელებულა პირიქით , კიდევ უფრო გაიზარდა და ახლა ტყუილად ამ ყველაფრის უარყოფას აზრი არ აქვს, ხოდა ახლა უბრალოდ ადექი , მოდი და ჩამეხუტე.
ვერ აღვწერ რა ხდებოდა ჩემში ან რას განვიცდიდი.კადრებივით ყველაფერი თვალწინ ისევ ცოცხლდებოდა რაც ხდებოდა ადრე და ეს საერთოდ არ იყო ადვილი მოსასმენი, ბიჭი რომელიც ამდენი ხანი მოგწონს ან შეიძლება უფრო მეტიც, თურმე იმავეს გრძნობდა და ახლა გეუბნება ამას ამდენი წლის შემდეგ. იმ დროს როცა გგონია რომ საერთოდ აღარც კი ახსოვდი , თუმცა ამაზე გაუცნობიერებლი ის არის, რომ ამ მომენტში ის უკვე შენი ქმარია.
მის სიტყვას უპრობლემოდ ვასრულებ და პუფიდან მის კალთაში ვინაცვლებ მასზე ახუტებული.
როგორც გავიგე მისი მხრიდან საერთდ არ იყო ეს ყველაფერი დაუგეგმავი , ჩემი ძმაც საკმაოდ გარკვეული ყოფილა საქმეში რამაც მერე ჩემების დამშვიდებას შეუწყო ხელი.
ორი კვირა ვიყავით ,ყველას გარეშე ბათუმში და იმ ცხოველების მონატრება რომ არა ალბათ კიდევ დიდ ხანს არ წავიდოდით.
არავინ გაგვიფრთხილებია ჩასვლას ,რომ ვაპირებდით, უბრალოდ ყველას ცალცალკე მივწერეთ შეხვედრის ადგილი.
ცვლილება აშკარად იყო წყვილებს შორის. ჰმ...დავიჭერ მარტო მე ამათ და დავაფქვევინებ ყველაფერს.
მთელი დღე ვფიქრობ როგორ ვუთხრა ორიგინალურად ბექულიუსს ეს ამბავი. გოგოებს ვკითხავდი თუმცა ეგოისტმა მემ არ მომცა საშუალება, მინდოდა პირველს მას გაეგო.
მის მოსვლამდე ჩემს თავზე გაბუტული ვიჯექი ,ვერაფერი რომ ვერ მოვიფიქრე. მანქანის ხმა გავიგე , რას ვერ გავიგებდი მართლა მხეცის ხმა აქვს. ეს ყველაფერი კი იმას მიუთითებდა რომ უკვე სახლში იყო მე კი საერთოდ არანაირი იდეა არ მქონდა.
ჩემგან განსხავებით ბექა აშკარად ეტყობოდა ძალიან მაგარ ხასიათზე ,რომ იყო. გაბრწყინებული სახით შემოვიდა სახლში ,ხელში კი რაც არ უნდა გასაკვირი იყოს ,უსაყვარლესი პატარა ბავშვის ფეხსაცმელები ეჭირა.
ჩემს სახეზე სიხარულის , ბედნიერების და გაკვირვების ემოციები ერთროულად გამოისახა
-უბრალოდ თქმაც არ გაცადე და პირველი საჩუქრის ყიდვაც დაგასწარი- ჰოო დღემდე ერთმანეთს ვეჯიბრებით ვინ დაასწრებს, რამნიშვნელობა აქვს რას.
-ოოო-ეგრევე ავბუზღუნდი მე- შენ ხო არაფრის თქმას დააცდი ადამიანს !
-ხო არა ?! ყველაზე მთავარი პირველად ხომ გაცადე დასწრება - მრავლის მთქმელად გამიღიმა, მერე ჯერ დედიკო დაასაჩუქრა კოცნით მერე კი მუცლისკენ დაიხარა.



№1  offline მოდერი bibo

Chemi tkbilii da tbili gogo :***** vgijdebi me shenze chemo marwyvis qula da alublis jemoo :******chemi dambususebeloo vafren me shenze tkbili murabav amodgvlebilo lobio da amokazmulo badrijano.chemi qatami niorwyalshiiooo.piri chavikoklozine isti tkbili da msuye tavi iyo.aluchis kurka atmis bususinooo chemo tkbili .ramfra damrvasa bequliusi dhen ver warmoidgennnn ramfra kai vigaca vcheav shenze da magaze :****

 


№2  offline წევრი anashka

au shokshivar :D velodebi gagrdzelebas wildo :D

 


№3  offline წევრი sllakhh

bibo
Chemi tkbilii da tbili gogo :***** vgijdebi me shenze chemo marwyvis qula da alublis jemoo :******chemi dambususebeloo vafren me shenze tkbili murabav amodgvlebilo lobio da amokazmulo badrijano.chemi qatami niorwyalshiiooo.piri chavikoklozine isti tkbili da msuye tavi iyo.aluchis kurka atmis bususinooo chemo tkbili .ramfra damrvasa bequliusi dhen ver warmoidgennnn ramfra kai vigaca vcheav shenze da magaze :****

wink ვგიჟდები შენს კომენტარებზე და შენზე ხო საერთოდ საუბარი არ მაქვს love მადლოობაა ტკბიილო <3 <3

anashka
au shokshivar :D velodebi gagrdzelebas wildo :D

იქნება ეგეც ნუ ხარ მოუთმენელი წილდიე :დდ

 


№4  offline წევრი GT - Ucnobi

Chems sheyvarebulsac beqa qvia :D xo da bequsias davudzaxeb awi madloba ideistvis magari motxroba iyo dzaaan me megona srulad iyo apireb kid egagrdzlebas? :D kaia

 


№5  offline წევრი sllakhh

GT - Ucnobi
Chems sheyvarebulsac beqa qvia :D xo da bequsias davudzaxeb awi madloba ideistvis magari motxroba iyo dzaaan me megona srulad iyo apireb kid egagrdzlebas? :D kaia

მადლოობაა :დდ ეს ბექულიუსზე და სესილიზე იყო, ერეკლეზე და ანანოზე ვაპირებ გაგრძელებას <3

 


№6  offline აქტიური მკითხველი uchveulo

vaiih ra sayvarlebi ariaan <3

 


№7  offline წევრი sllakhh

uchveulo
vaiih ra sayvarlebi ariaan <3

love love

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent