შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თოვლიანი ტიტები


20-06-2016, 00:34
ავტორი ანა♥ანა
ნანახია 1 664

ისეთი მწარეა ზოგერ ცხოვრება არც კი იცი ,როგორ შემოგეპარა ეს სისასტიკის წამები . გინდა დაიხიო თავზე ყველაფერი. გინდა გაქრეს სიკეთე და დაისადგუროს ბოროტებამ.ითმენ, ითმენ და ბოლოს რა... გეშინია, უეცრად მზის სხივი გამოანათებს და სააშკარაოზე გამიტანს შენს ნაღველს. მაგრამ როდესაც უკვირდები ადამიანი ,თუ ,რატომ იქცევი უკუღმართად ,როცა შეგიძლია ,რომ სწორად მოიქცე,ვერ ეძებ პასუხს.. თითქოს კაპასდები და ეძებ გამოქვაბულს,რადგან თავი შეაფარო ნანატრ მარტოობას . თან სევდა გაწვება და ფიქრობ მომავლის წუთზე. თუ როგორ შეძლებ ,,უიმისოდ'' გზის გაკვლევას, თან გინდა თან არა მასთან სიახლოვე. იქნებ და ბრაზის ბრალია ეს სიმარტოვის ნეტარი საათი....



-ტყიდან გამოქცეულო,ადგები, თუ დავუძახო ყინულიან წყალს.
-დავაი რა გააფსი აქედან,შე კახპა !
-გოგო სიტყვები დააწმინდავე . ლამაზი უფრო საყვარელი ხარ და რატომ ცდილობ მიბიძგო შენი დამახინჯებისკენ?
-გაააააადი ჩემი კომნატიდან მინდია! ადამიანურად გთხოვ ,-ამოვიოხრე და ვჭყიტე თვალები.
-ჩემი ძვირფასო დაიკო, იქამდე დაგიცდი სანამ შენი შინაგანი ,,მე'' არ დაგწვავს სინდისისგან,რომ სავარჯიშოდ გაგისტუმროს,- ხმაში ბოღმა შეეპარა მინდიას .
-ძვლები მტკივა,მინდია,ძვლები. გუშინ იმდენი ვიცეკვე ხელებს ვეღარ ვშლი(ფეხებზე რომ არაფერი ვთქვათ) და დღეს გავმაზოთ ხვალე იყოს ეგ შენი ,,ზდაროვი ობრაზ ჟიზნი'' ,- ამოვიხვნეშე და საბანი წავიფარე თავზე მოსალოდნელი ძმის ოინისგან თავდაცვის მიზნით.
-რახან უმცროსი ვარ არ მემორჩილები ხოო?! ხვალ შენი უძვირფასესი ძმა (მიშო)ჩამოვა და ვნახავთ როგორ გაგივა მასთან,- დაიყვირა და ოთახიდან რაკეტასავით გაფრინდა მინდია.
რით მაშინებს ეს ცოდო..ჰგონია რახან უფროსია და რახან სიჯიუტე არ უყვარს, იმას ნაკლებად ,,გავაწამებ''? ცდები ჩემო გვრიტო ძმაკუნა.

ავდგები,თორემ სინდისიც კარგი ......(რამეა). მოვიწესრიგე თავი, შეძლებისდაგვარად ვეცადე გამომწვევად არ ჩამეცვა,მაგრამ, როგორც ჩანს ,მინდიას შავ, გაალებულ თვალებს ვერ გადავურჩი.
-რა არის გოგო ბარემ გადმოყარე ყველაფერი .რამდენჯერ შეიძლება დაგელაპარაკო ერთი და იგივე თემაზე .ახლა ახვალ და ჩაიცმევ,ისე,როგორც ზრდასრულ (19) წლის გოგოს შეშვენის,-მბრძანებლობის შანსი არ გამაზა მინდიამ.
-რას ამეკიდე ჭირად ,რა გინდა ყოფილიყავი იმ შენ დასაწვავ ინდოეთში.შენ ეტყობა ინდური სარის და დჰოტის მეტი არაფერი გინახავს .დამღალა შენმა XIII საუკუნის აზროვნებამ,-გავიბუსხე და გარეთ გავვარდი. ეგ კაი რამე ვიცი, სხვა ვერაფერს ფიქრობს ჩემი არაამქვეყნიური თავი...
-სალო, ნუ წუხდები ნერვები ისედაც ყალყზე მაქვს, რავიცი პირადად მე გირჩევ შეეგუო იმას, რომ აღარ ხარ 13 წლის ცანცარა გოგო და რეალობას თვალი გაუსწორე. მერე იტყვი იმან ზედმეტი მაკადრა,ამან ზედმეტი მაკადრაო . კარგად იცი მიშოც როგორი პრეტენზიულია მაგ საკითხში. შეეგუე,რომ გყავს 2 ძმა ,რომელთა ვალიცაა იზრუნონ შენს კეთილდღეობაზე შენივე მომავლისთვის. არ არის საჭირო ზედ გასკდებოდეს ეგ ელასტიკი ,მოკრძალებულად ჩაიცვი,- გალმობიერდა ძამიკო.
ხმა არ გავეცი, ისე შევვარდი სახლში. ბრძნადმეტყველი მინდია გაპრიმატებულა კიდეც.ერთი ყურიდან შევუშვი,მეორადან-გავუშვი ძვირფასი მინდიას ნათქვამი და სამზარეულოს მილაგება დავიწყე. მთელმა დღემ ცოდვილი სახე მიიღო და მარტო დამტოვა მზის სხივმა.ფიფქები ნელა და ლამაზად ცვიოდა ფანჯრის რაფაზე. მე კი წიგნის კითხვა დავიწყე,როდესაც მობაილის ხმამ მოპასანის-ლამაზი მეგობრიდან ამომათრია და თავი მიმარტყმევინა რაღაც მაგარს შიგ ტვინში.
-ალიოოო,ხაზზე ხართ, გისმენთ? -როგორც მჩვევია დავინაზე ხმა (რა, ხმის დანაზება გრეხია? )
-სალიტა ნუ გაქვს მასეთი ნაზი ხმა ვითომ არ ვიცი რა ფოცხვერიც ხარ,-ჩაილაპარაკა ზერელედ მიშომ.
-ვაიმეეეე ეს ვიისი ხმა მესმის ჩემი ერთადერთი ,როგორც მაცნობეს ხვალ მოფრინავ ხო ინდიადან ჩემო გულის წამალო,-ჩავისისინე და დაველოდე როდის დაიღრენდა მიშიკო.
-სალომეეე !!! რა გაცანცარებს,როგორც ჩანს ჩემი ხელი მოგაკლდა ეს ორი თვეა.ჩამოვალ და მოგხედავ ისე ,როგორც საჭიროა,-გაიჟღერა პიანინოს ყველაზე მაღალმა ნოტმა.
-სამუდამოდ მანდ რომ დარჩე ვერ გამოვა ეგ საქმე ?-სერიოზული ხმით ვუთხარი და წითელ ღილაკზე ჩემი სათუთი თითი გავამზადე გასათიშად როცა მაჯახა....
-სალომე ! ჩამოვფრინდი და მოვდივარ სახლში,ჭკუას გასწავლი,-იღრიალა მიშომ და გათიშა.
ვაიმეე, რაოოო?? ჩამოვიდაო?? დაუფიქრებლად წამოვხტი,როცა გამახსენდა, რომ შესაძლოა მას ჩემი არეული ლოგინი ენახა. ნახევარ საათში თითო ოროლა ოთახს გამოვკარი ხელი მტვერი გადავუსვი და კიბეებზე დავეშვი,როცა კარზე ზარი გაისმა(ოო,ჯანდაბა!! იატაკის მოწმენდა არ დამცალდა ) .
-კია ჰალჩალ ჰეი?(როგორ ხარ-წავუჰინდურე) .ჩემი დახატული და ლმობიერი ძმა, როგორ მომნატრებიხარ. ახლა რომ ჩაგეხუტები არ მოგშორდები საუკუნეები ,ოღონდ შენ მაპატიე და,- ჩემს აფერისტობაზე თავადვე გავიღიმე ,ეშმაკურად ავათამაშე ციტრინისფერი თვალები და მოხვევას ვცდილობდი ,როდესაც ბოხმა ხმამ გამომაფხიზლა.
-რა არის,რა გაცვია ,პატრონი არ გყავს ? - სიმკაცრე არ დავიწყებია ბატონ მიხეილს. ორი თვეა დაიკო არ უნახავს და ტიპი იმენა მუდოა.
-მიშო როგორ მოგნატრებივარ ემოციებს ვერ მალავ.. აი საღოლ.... მე 1% მაინც მომენატრე შენ კი 0... ის იკითხე ჯერ და-ძმა როგორ გყავს და მერე ჩემს პირადს შეეხე.ამ ინდოეთმა, შენც გაგაპარტახა და მიწასთან დაგანარცხა(მოდის მხრივ),-ისე ვასისინებდი სიტყვებს თავი გველად წარმოვიდგინე.
მარცხენა ფეხით შემოვიდა,გადამკოცნა.ეგ იყო და ეგ... ხელი წამავლო ხელზე და ჩემს ოთახში ამათრია.
-სალომე, დაიწყნარე ნერვები მიხვდი სწორს და არასწორს..აი მას შემდეგ დაიმსახურებ გამოსვლას და კიდევ... ტელეფონსაც.
რაოო?? მომესმა ხო?? საიდან ასე უცებ.
-ანასთან მაქვს დასარეკი გუშინ გოგოებს ,,ფართი'' გვქონდა უნდა მოვიკითხო , მომეცი მიშო! - სულ გაგიჟდა ასეთი ფსიხი არასოდეს ყოფილა.
-გააღე ეს ოხერი კარი გამოვიცვლი,-დავიღრიალე და თბილი სპორტულების ჩაცმა დავიწყე.გასვლას ვაპირებდი ,როდესაც მიშომ ხელი მომხვია მხრებზე,შუბლზე კი -ნაზად მაკოცა.ოთახში შევბრუნდი, ტირილი მომინდა.....
კიბეებს არხეინად დავუყევი და ბედნიერებისგან ყბა ჩამომივარდა ,როცა ერთმანეთს მიხუტებული ძმები დავინახე. ბავშვობა გამახსენდა და სიამაყით ავივსე იმის გახსენებაზე ,რომ მე-სალომე აბაშიძე,ყოველთვის დაცულად ვგრძნობდი თავს და სიამაყეც თან მახლდა.
-ოჯახური სითბო-წარმოვთქვი და დივანზე მიგდებულ ძმებს, შუაში ჩავუხტი. ისეთი გახარებული ვიყავი.მიუხედავად იმისა,რომ სიმკაცრე მათი ,,ლოზუნგი'' იყო,მაინც მიზიდავდა ამ ორის გენი.
სრული იდილია სუფევდა,სანამ კარების ხმამ ძილ-ბურანი დამავიწყა ისე წამოვფრინდი, ორივე ძმის მოხვეული ხელები მოვიშორე და ზლაზვნით გავემართე გასაღებად. ჟრუანტელმა დამიარა ,როდესაც სამი უცხო 20 -25 წლის მამაკაცი თვალებით მჭამდა.
-ზრდასტი,გოგონა მიშო აბაშიძე აქ ცხოვრობს? რაღაც გვინდა გადავცეთ,სიტყვიერად,-წყნარი ტონით იკითხა ყავისფერთვალებამ.
-გამარჯობა! დიახ,სძინავს,გავაღვიძებ-მშვიდი ტონი შევინარჩუნე,უკან შემოვბრუნდი და მიშოს სიტუაცია ავუხსენი.
როგორც ჩანს, მოელოდა სტუმრების სტუმრობას.არაფერი უთქვამს,მოწესრიგდა და გარეთ გავიდა.მინდიას ისევ ეძინა.რამდენიმე წუთი ველოდე,ფანჯრიდანაც აღარ ჩანდნენ.ჩემს ოთახში ავედი და ფიქრს მივეცი. გული არაფერს გრძნობდა. მიშო გაწონასწორებული,წყნარი და ცოტა ჯიუტია,მაგრამ შარში არასოდეს ეხვევა,ამიტომ მჯერა,რომ უვნებელი დამიბრუნდება ძმა.
ფიფქების ცვენა კვლავ გრძელდებოდა.გი დე მოპასანის ბოლო გვერდი ჩავიკითხე და ფანჯრის რაფაზე ჩამოვჯექი. ხვალ ჩაპლინის ცხოვრების კითხვას დავიწყებ. მუდამ მიზიდავს მრავალფეროვნება.როდესაც წიგნის კითხვას ამთავრებ,თითქოს სიცარიელეს ის ფანტაზიები გივსებს,ანდაც ის რეალობა,რომელიც წიგნშია ასახული,ცოდნა გემატება და ერთი საფეხურით მაღლა ადიხარ გონებრივი განვითარების ეტაპზე. თავი მუხლზე დავიდე..უკვე კარგად ბარდნიდა,გასეირნება მომინდა,ანას მივწერე და პასუხს არ დაველოდე ისე გავუარე.ჩემი სახლიდან 1კმ სავაილია.. მივსეირნობდი თბილისის ვიწრო ქუჩაზე და ვფიქრობდი მომავალზე. ნეტავ როდისმე თუ მეწვევა სიყვარული,ნეტავ ვიმსახურებ ბედნიერებას?(შინაგან ,,მე''-ში ბრძოლა კვლავ გრძელდებოდა)არ ვიცი..არ ვიცი...
ფანტაზიებიდან ტელეფონზე მოსულმა სმს-ის ხმამ გამომიყვანა.
-მოსაღამოვდა,მარტო ნუ დადიხარ გარეთ ,მალე მიდი სახლში.
ერთი ათჯერ გადავიკითხე და მაინც ვერ მივხვდი ვინ გაბედა მბრძანებლობის საკუთარ თავზე აღება,ძმების გარდა.
-არავის საქმე არ არის როდის სად გავყოფ ცხვირს,როდის გავცივდები,როდის დამიღამდება ან როდის სად წავალ- ,,არა მკითხე მიამბეო''ეგრეა მაგის საქმე.
-მეორეჯერ არ გამამეორებინო,სახლში დაბრუნდები თუ გარკვეულ ზომებს მივმართო?
-ცხოვრების ბილიკებს გაუყევი სანამ მწყობრში მაქვს ნერვები,შენი ზომებით კი თავად გაიზომე.
-გაინტერესებს ვინ ვარ? სულ მალე გაიგებ და მაგ სიჯიუტეს ნაკუწებად გიქცევ.
არაფერი მიმიწერია. ან რა უნდა მიმეწერა,ვიღაცა საცოდავი ,მარტოსულია ეტყობა ,რომელიც გოგოებზე თვალთვალის მეტს არაფერს აკეთებს თავისი დღე და მოსწრება.
ანას სახლს მივუახლოვდი თუ არა ჩემ წინ შავმა BMW-მ დაატორმუზა. გული ხელით მეჭირა,ლამის გამიტანა. შუშები ჩაბურული ჰქონდა. უცბათ ტელეფონზე სმს მომივიდა და ადგილზე გავიყინე როცა წავიკითხე:
-ყოველთვის,როდესაც ჩემს ნათქვამს გადააბიჯებ,გეგმები ჩაგეშლება.სახლში დაბრუნდი ბოლოჯერ გწერ.
მუხას ამოვეფარე და სმს დავწერე:
-არ ვიცი ვინ ხარ მაგრამ ვინც არ უნდა იყო არ გირჩევ ჩემთან ხუმრობას,რადგან ჩემთან მიმართებაში მოგებული ნაკლები მინახავს ,ვიდრე წაგებული.
-დღეიდან მე მაბარიხარ.სახლში მიდი და ფაქტი სახეზე იქნება.
ნელი ნაბიჯებით დავუყევი მოთოვლილ ტროტუარს. ხალხნო,რა ხდება ?! ცხოვრებაში პირველი ცვლილება,პირველი ნაგლური სმს ვიღაცისგან და პირველი ჩემი ლმობიერი დამოკიდებულება ,,უცნობის'' მიმართ. ცხენის ძალის სიჩქარით ჩამიქროლა ზემოთ ხსენებულმა და გაუჩინარდა. ზარი დავრეკე,მოუთმენლობისგან ადგილზე ვერ ვისვენებდი. მაშინვე მიშო და ბიჭების ,,ნაროდი'' გამახსენდა,მაგრამ დაკავშირება და აზრების ნაადრევად გამოტანა მიჭირდა.
-შემოდი,-დაძაბული ხმით მითხრა მიშომ.
-მიშო,ამიხსნი რა ხდება? მინდია სად არის? და საერთოდ, ვინ მწერს ამ დასაწვავ სმს-ს იმის თაობაზე ,რომ კონტროლის ქვეშ ვარ აყვანილი,ან ეს ჯახირობა რა საჭიროა?რა უნდოდათ იმ ბიჭებს,მაინც და მაინც დღეს,შენ ჩამოსვლას რატომ დაემთხვა ეს აურზაური ამიხსენი!
-ჩამოჯექი.ყველაფერი ინდოეთში დაიწყო. ჩემი და მინდიას კომპანია გაკოტრების პირას იდგა,რომ არა თომა,ჩვენ ჩავიძირებოდით და გულხელდაკრეფილი მომავალიც ღრმად შეცურავდა ნავით.თომას ბიზნესი აქვს ინდოეთში.მსახიობი,რეჟისორია, მაგრამ აქვს თავისი კომპანია,რომელიც ჩვენსას ,,მიაბა'' და ჩაფლავებას გადავურჩით.თომა თბილისში გაიზარდა.სკოლიდან გამოსული მრავალჯერ უნახავხარ. თურმე,რამდემინე წელია ,,თვალი დაგადგა''. ცუდად არ გამიგო სალო,მან მთხოვა შეიძლებოდა თუ არა უფრო მკაფიოდ გამოეხატა გრძნობები შენს მიმართ.მე და მინდიამ ამაში ცუდი ვერაფერი დავინახეთ. მისი სიკეთე არ დაგვიწყებია და... და.. დავთანხმდით !! მაპატიე სალო... უბრალოდ მინდა გარშემო ისეთი ადამიანები გყავდნენ,რომლებიც მზრუნველობას არ მოგაკლებენ.დღეს ბიჭებმა თომასთან წამიყვანეს.ხვალისთვის ჩვენთან არის დაპატიჟებული და არც ამაშია ცუდი არაფერი. მე და ის ერთად ჩამოვედით თბილისში.ვენდობი,როგორც ღვიძლ ძმას და მენდე,რომ ზედმეტი არაფერი მოხდება.უბრალოდ 19-ის ხარ უკვე,მე კი როგორც შენზე უფროსი(21 წლის) მევალება სათანადო სასიძო აგირჩიო. კიდევ ერთხელ გთხოვ მაპატიო. ვიცი არ ვინანებ ამ ჩემს საქციელს. მიყვარხარ საალ..

გული წუთში 1000-ჯერ ცემდა. სისხლი გაცივდა. ტვინი გულში ჩავიდა,გული-ტვინში ავიდა.შეიძლება ,უაზრობა იყო იმ დროს, მაგრამ მე ჩემს ოთახში ,,ავვარდი''.10 ხდებოდა. გადავივლე და თბილ საბანში შევძვერი. მომხდარი გადავხარშე,მაგრამ დასკვნა ვერ გამოვიტანე. ჩემი ძმები არ მწირავდნენ,არც კარგს მიკეთებდნენ, მთლიანად შეცურეს პირადში და ცდილობდნენ ვიღაც დაეახლოებინათ,თუ სწორად მახსოვს. ისა და , სხვა რატომ მირჩევს მომავლის ბედს? თავად ვერ ვაზროვნებ თუ. ანას მივწერე-მშვიდი ძილი ანასუელა,ხვალ შევხვდებით,თვალები დავხუჭე და სმს-ს ვშლიდი,როდესაც ახალმა იჩინა თავი:
-მშვიდი ძილი,მომავლის ბედო.
ისეთი აჟიოტაჟი იყო გამართული ჩემს ტვინში,თავი ცირკის რიგებში მეგონა. ვეღარ მოვზომე და..
-დაახვიე! ვინც ხარ.. არ მჭირდება ,,არავისგან'' მშვიდი ძილი.შენ არავინ ხარ. და ჩემს ძმას ხვალ გავცემ საკადრისს პასუხს. თქვენი ფული,სიკეთე და ბიზნესი. ჩემს ბედს ,,სხვა'' არ გადაწყვეტს.
-ჯიბრში ჩადგომას არ გირჩევ,ასევე,სიტუაციის დაძაბვას.დრო ყველაფერს სააშკარაოზე გამოიტანს,ისევე როგორც, მზე, და ნათელს გახდის რა როგორ.. სად ან როდის...
-კარგად.
სულელი სალო-მე. ერთ დღეში როგორ გავკაპასდი. მაგრამ უმიზეზოა?! რა თქმა უნდა , არა. ტელეფონი დაჯდა და გაითიშა. მაწყობდა. მშვიდ ძილს სალამი ვუთხარი და შევცურე.



გათენდა.
,,თოვდა და თბილისს ებურა თალხი
დუმდა სიონი და დუმდა ხალხი''-ჩემებური ზამთარი.

სკოლაში ნასწავლი ტაბიძეც გამახსენდა:
,, მე ძლიერ მიყვარს იისფერ თოვლის
ქალწულებივით ხიდიდან ფენა
მწუხარე გრძნობა ცივი სისოვლის
და სიყვარულის ასე მოთმენა''-ეჰ, სიყვარულო ,სიყვარულო... რამდენს შეიწირავ ან რამდენს აჩუქებ ცისარტყელას ფერებს.
ასე და ამგვარად..
როდესაც ცის კართან მიაღწევს გრძნობები...
ფერები დაიწყებს ფიფქებად მოვლენას...
და დაეცემა ხელის გულს ნოტივით,
სიცივის ეკალი დაგაყრის ხორკლებად(მაიო სწიხატვარენიე).


ზღვის ფერი ზედა და ცის ფერი შარვალი ძლიერ მოუხდა ერთმანეთს. თმა ჩავიწანი და სარკეში ჩავიხედე. ჩემს მოყვითალო თვალებს მკრთალი ფერები სინაზეს სძენდა,ნაწნავი კი-სერიოზულობას. ქვემოთ ჩავედი. მიშო ტელევიზორში ფილმს- ,,მე მქვია ხანი''-ს უყურებდა. ფილმი დამთავრდა. არ შემიმჩნევია მისი არსებობა ,ისე შევედი სამზარეულოში და კარტოფილი შევწვი კამით. არც მინდიას დაძახებას და არც მიშოს მოპატიჟებას არ ვაპირებდი,ისე ღრმად გაჟონა ჩემში ერთმა ჭვეთმა ცრემლმა,რომ მომიშხამა სხეული. ზიზღის გრძნობა ძმების მიმართ-ეს რაღაც ახალი და ჩმორულია.
-რა კარგი სუნი დგას,სალიტა,ოქროს ხელები გაქვს,-აჟღერდა საშუალო ნოტი.
-.....
-დღეს რას აპირებ?
-... .
ვისაუზმე. ავდექი,როდესაც ძლიერმა ხელმა დამიჭირა მკლავი.
-რა გაცეცხლებული ხარ,შემომხედე,მითხარი რა ხდება შენს თავს? სინდისი სულ არ მქენჯნის,ანუ ყველაფერი სწორად გავაკეთე ! და ვინმე რამეს გაძალებს? ცხვირ-პირი ჩამოგტირის გაიღიმე ცოტა, ჭერი არ გენგრევა თავზე.
-რასაც მინდა გავაკეთებ. მე წავედი დღეს გვიან მოვალ სახლში და საერთოდ... ,, ფიქრები,ვისთვის როგორი ვიქნები'' , სხვისი გრძნობაც . და თქვენ არ დაგეკითხებით როდის,როგორ,სად ,რანაირად და ვის ავირჩევ ცხოვრების მეგზურად. ნახვამდის !!!
-ანას ძმას დავურეკავ და მათთან თუ არ იქნები მთელ თბილისს ავწევ,გაფრთხილებ,- გამწარება სიფათზე შეეტყო.
,,მე მაინც ჩემსას გავიტან''-სიცოცხლის ლოზუნგი.
სირბილით გამოვვარდი,სახელური ჩამოვწიე და სული 4-ჯერ მაინც გამოვიდა-შევიდა სხეულიდან,1 წინ მდგომი და 3 უკან მდგომი ახოვანი მამაკაცების შემხედვარე.
-გამატარეთ,-დავიღრიალე ჯუნგლებიდან გამოქცეულივით.
-ჯერ გამარჯობა! ჩემი სახელია თომა,ამ სამის სახელს მოგვიანებით გაიგებ.სტუმრები შენთან მოვედით,თავად კი სად გარბიხარ?-ისეთი მშვიდი ხმით მიპასუხა ,,ველურულ'' შეძახილზე,ლამის იქვე დავილიე დამდნარი ნაყინივით.
-არ მიკითხავს ვინ ხართ ან რა გინდათ,მე მიშო არ ვარ სალომე აბაშიძე ვარ! და მართლა.. დღეს კარტის გადამტვრევას ვაპირებ რომ ვერც მინდიამ ,ვერც ბატონმა მიხეილმა და ვერც შენ მომწერო! მძულს კონტროლი!!!!!!!!!!!!!!!!!!!!-შემოსულებს გვერდი ავუარე და ქორივით გავვარდი მოთოვლილ გზაზე.



№1 სტუმარი Nino

Arc ki vici ra vtqva ise momecona, velodebi shemdegs

 


№2 სტუმარი Mariami

Saintereso dasawyisia. Ukve momcons. Velodebi movlenebis ganvitarebas

 


№3  offline წევრი ანა♥ანა

გმადლობთ ბავშვებო

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent