მესაკუთრე ჩოფლიანი! [6]
მესაკუთრე ჩოფლიანი! ორშაბათი დღე საოცრად დაიწყო, სკოლაში დიდი აყალმაყალი იყო! ჩვენი "სანაქებო" დამრიგებელი დაჟეჟვას გადარჩა, მაგრამ სკოლიდან გაგდებას ვერა. ვერც ჩვენი მანდატური იყო კარგ მდგომარეობაში, სკოლიდან გარიცხვასთან ერთად არც სალში ელოდა კარგი დღე. როგორც ჩანს ჭორები გავრცელდა ჩვენ დამრიგებელზე და მანდატურზე, რამაც მანდატურის ცოლამდე, ქალბატონ თინამდეც მიაღწია. თინა სკოლაში იყო მოსული ამ ყველაფრის შესამოწმებლად, როდესაც დაინახა ჰოლში მოჟღურტულე წყვილი, იქ დაიწყო მთელი სპექტაკლი. ბავშვები გაოცებულები ვუყურებტით როგორ კამათობდნენ დამრიგებელი და თინა, მანდატური კი დასჯილი ბავშვივით იდგა იქვე. ზოგიერთი ისეთი სიტყვა გავიგონე რაც არ უნდა გამეგონა, მაგრამ დამრიგებელი თავს კონტროლს ვერ უწევდა, ამიტომ იძახდა ყველაფერს რაც პირზე მოადგებოდა. თინა კი სიცილით უსმენდა, ბოლოს როდესაც მწყობდირან გამოვიდა ნაბიჯი გადადგა, უკვე დარტყმას აპირებდა, როდესაც დირექტორი გადაუდგა წინ და დამშვიდებისკენ მოუწოდა თინას. ბავშვები უკვე სიცილით ცუდად ვიყავით, ერთმანეთს ვეფარებდოდით რომ გულიანად გაგვეცინა და არავის დაენახა, უარესად მომინდა სიცილი როდესაც დამრიგებელმა თავი მართლება და ტირილი დაიწყო. თინა ამ დროს მანდატურს მიუახლოვდა და სახელში ისე ძლიერად გაარტყა რომ მის მაგივრად მე მეტკინა. –მეტის ღირსიც იყო– გზაში განხილვის თემად იქცა ეს საკითხი, მე, იაკობი, მარიამი, ნიკოლოზი და დაჩი როგორც აქამდე დღესაც ერთად მივდივართ. შემდეგ ჩვენი გზები იყოფა, მე ნიკოლოზი და იაკობი მაცილებენ,მარი და დაჩი კი ერთად მიდიან. –კარგი რა, ძალიან მწარედ მოხვდა, თან ბეჭედიც ეკეთა– თავი გავაქნიე. –აბა რა ეგონა რომ ღალატობდა, უარესის ღირსი იყო, გარტყმა მონაგონია იმასთან რასაც ჩემ ქმარს ვუზამდი ამ დროს– არ ცხრებოდა მარიამი, რაზეც მეცინებოდა. ჩემს გვერდით მომავალ იაკობს გავხედე, დაძაბული სახე ქონდა და დუმდა. რატომღაც გონებაში მისი სიტყვები ამომიტივტივდა "შემდეგ იყო ღალატი, ტყუილი და სიკვდილი". ახლა ვხვდები რატომაც დუმს, მისი ოჯახიც ხომ ღალატის გამო დაინგრა. –კარგად ხარ?– დაბლიდან ავხედე და მისკენ მივიწიე და მკლავში ხელი გავუყარე. –კი კარგად ვარ– მოქუფრული სახით მითხრა– რატომ მეკითხები? –რავიცი– მხრები ავიჩეჩე, არ მინდა რომ გავახსენო, მაგრამ ვიცი რომ ამაზე ფიქრობს, ჯობს არ დავამძიმო და არ გავაბუქო ყველაფერი. –ვაიმე როგორ მეშლება ნერვები, ნინოს ალბათ თმითაც ვითრევდი– ისევ აგრძელებდა მარიამი ქოთქოთს მოხუცი ქალივით. – ეგ როგორ უნდა გააკეთო, ვიღაცის ქმარს როგორ უნდა შეეტენო, მაგრამ ქმარიც არაა ანგელოზი, რომ არ ნდომოდა არც მიიკარებდა ახლოს. მოვკლავდი ჩემ ქმარს. –ვაიმე მარიამ, რამდენს ლაპარაკობ– სიცილით ვთქვი და მხარში ხელი გავკარი– შენ ჯობია ის თქვა გუშინ ჩემი ძმა რატომ დადიოდა სახლში ასეთი გაბრწყინებული და შენ რატომ მკითხე ყავდა თუ არა მას შეყავრებული.–უცებ მივაყარე. –მე რა ვიცი?– დაბნეულმა ამოილაპარაკა და ლოყები შეეფაკლა– ჩემ ერთ–ერთ მეგობარს მოეწონა და მან მთხოვა– მხრების ჩეჩვით მითხრა და თავი დაბლა დახარა. –მარიამ, რატომ მატყუებ?– წარბაწევით ვკითხე. –არ გატყუებ– თვალებგაფართოებულმა ბიჭებზე მანიშნა, რაზეც ეგრევე გავჩუმდი, დაჩი ყურებდაქცვეტილი გვისმენდა, ნიკოლოზი ფიქრებში იყო წასული, ისევე როგორც იაკობი, მაგრამ ჩვენი მაინც ესმოდა. –ნიკოლოზ რა გჭირს? –ჰა?– უცებ გამომხედა, მის დაბნეულ სახეზე ყველას გაგვეცინა. –რაზე ხარ ჩაფიქრებული ნიკოლოოოზ?– მარიამი გვერდით ამოუდგა და მკლავზე ჩქმეტა დაუწყო. –ჩემ თაკოზე ჩავფიქრდი, გუშინ ვაწყენინე და ვფიქრობ როგორ შემოვირიგო. –ვაიმე რა საყავრელი ხარ ბიჭო– სიცილით ვთქვი– რა ქენი ეგეთი რომ საგონებელში ჩავარდი და ვერ ხვდები როგორ შემოირიგო. – კლასელ ბიჭზე ვიეჭვიანე, რომელიც ეხუტებოდა და კამათის დროს ვუთხარი შენც რომ არ გინდოდეს არ ჩაგეხუტება და არ დაგიწყებს ხელებსი ფათურსთქო, გაბრაზებულზე ვუთხარი, მას კიდე ეწყინა. –ვაიმე თაკოს ადგილზე გაგაწიწკნიდი თმებს, ჩემმა შეყვარბეულმა რომ ეგ მითხრას ხო წავაცალე თავი– სიცილით ვუყურებდი მარიამს, რომელიც ისევ მოხუცი ქალივით ქოთქოთებდა, ყველაფერზე ამან თუ ესე დაიწყო გადაგვიყვანს ყველას ჭკუიდან. –დაელაპარაკე და აუხსენი რომ გაბრაზებულზე უთხარი და ისიც აუხსენი რომ არ გსიამოვნებს ასე ახლოს რომაა იმ ბიჭთან, შემდეგ კი ტკბილი სიტყვებით შემოირიგე, მოლბება.– თვალის ჩაკვრით ვუთხარი და იაკობს მხარზე თავი ჩამოვადე. ვფიქრობ მომწონს ის ურთიერთობა რომელიც მე და მას გვაქვს, ზედმეტი პირობების გარეშე, არ ვართ შეყავრბეულები და არც მეგობრები, რაღაც სხვა ვართ. ოერივემ ვიცით რომ ერთმანეთთან ყოფნა გვსიამოვნებს და ესეც საკმარისია ყველაფერისთვის. –აბა კარგად, მე თაკოსთან მივდივარ– უცებ გადაუხვია გზიდან ნიკოლოზმა. –ჩვენც წავედით, დაჩი დედაშენი ხო სახლშია? –კი კი წამოდი თუ მოდიხარ– ხელკავი გაუყარეს და მათაც გადაუხვიეს გზიდან, მე და იაკობი კი ჩემი სახლის გზას დავადექით. როგორც ყოლვეთვის დღესაც მიმაცილებს სახლში. მომწონს ასეთი მზრუნველი რომაა და რომ მიფრთხილდება. –დედაჩემი გამახსენდა– უცებ წამოიძახა– ქალბატონ თინას გავდა, არასდროს ლაპარაკობდა ბევრს და მისი მწყობრიდან გამოყვანა რთული იყო, მაგრამ თუ გაბრაზდებოდა მტრისას– ნაღვლიანად ჩაიცინა, მისმა ჩამქრალმა თვალებმა მომკლეს. სახეზე დიდი მწუხარება აღბეჭდილიყო– ყველაზე ლამაზი იყო, გაბრაზებულიც კი, იასავით ნაზი იყო, როგორც მისი სახელი, იაკოს ვეძახდით ხოლმე, მე და ირინას სახელები მან დაგვარქვა. იცი როგორი მზრუნველი იყო?? –ახლა ვხვდები ვისგან გაქვს ეს თვისება– ღიმილით ვუთხარი, რატომღაც ამ სიტყვების წარმოთქმისას ლოყები წითლად შემეფაკლა.– შენც ძალიან მზრუნველი ხარ, თან ისეთი საყვარელი. –შევიფერო?– ღიმილით მკითხა. ხელით ლოყაზე მომეფერა და როგორც მას ჩვევია ისე მაკოცა შუბლზე, როგორც ყოველთვის სითბოთი ამავსო და დამმუხტა დადებითად. –როგორ მიყვასრ თავზე რომ მკოცნი ხოლმე –კიდე რა გიყვარს?– ინტერესით მკითხა და ზემოდან დამაჩერდა. –მიყვარს როცა იღიმი ხოლმე, თავს რო ხრი, მორცხვი ბავშვივით. შენი თბილი საქციელი მიყვარს, ჩახუტება, შენი მზერა მიყვარს მხოლოდ მე რომ მიყურებ ისე. შენი.... –ნაკო?– უკნიდან ხმა მომესმა, რატომღაც არ მესმიამოვნა ამ იდილიის დარღვევა, გაბრაზებული ერთადგილას გავჩერდი და უკან მივიხედე, იაკობისთსი ხელი არ მომიშორებია, ისევ მასზე ვიყავი ჩაჭიდული. ჩემს უკან დამიანე და ანა მოდიოდნენ, როგორც ჩანს ანამ სეირნობაზე დაითანხმა, თორემ ჩემი ძმა ფეხით არასდროს მოძრაობს. –ანა? როგორ ხარ?– გადავკოცნე ანა და მისი გაოცებული სახე არ შევიმჩნიე, არც დამიანის წარშეკრული და მოქუფრული სახე და მოკუმული ტუჩები. –კარგად შენ როგორ ხარ? –რავიცი, დამიანე ძლივს დავითანხმე ფეხით გასერინებაზე, მთელი გზაა ბუზღუნებს– სიცილით თქვა და მას გახედა– არ გამაცნობ? –აა ჰო, იაკობ ეს ანაა, ჩემი ძმის დამიანეს შეყვარბეული– უცებ ვთქვი და დავინახე მათ სახეზე დიდი უხერხულობა, მაგრამ არ შევიმჩნიე– ანა, დამიანე ეს იაკობია, ჩემი...– წამით გავჩერდი,ნეწყვი ხმაურიანად გადავყლაპე და წარმოვთქვი სიტყვები, რომელმაც მეც კი გამაოცა– შეყავრებულია... პირველი ჩემ ძმას გავხედე, სახიდან ფერები რომ გადაუვიდა, შემდეგ კი ანას რომელიც გაბრწყინებული სახით მიყურებდა, მინდოდა იაკობისთვისაც შემეხედა, მარგამ ვიცოდი ეს რომ გამეკეთებინა გავწითლებოდი და ჭარხალს დავემსგავსებოდი. –შენი შეყავრებული არა?– უცებ წამოენთო დამიანე, ჩემსკენ წამოსული ანამ შეაჩერა. გაოცებული ვუყურებდი ჩემს ძმას, რომელსაც სახეზე ფერები გადასდიოდა ბრაზისგან. მისგან ამას ნამდვილად არ მოველოდი. შესინებულმა იაკობს გავხედე, რომელსაც ჩემნაირად გაოცბეული სახე ქონდა, ალბათ ისიც არ ელოდა ამას. –მე და შენ ახლა ვილაპარაკებთ– მიუბრუნდა დამიანეს ანა, მაგრამ მისთვის არ შეუხედია, ისევ მე მიყურებდა გაცოფებული სახით. რამე დავაშავე და ვერ ვხვდები? რამე მოხდა იმით რომ იაკობი შეყავრეულად წარვადგინე? –დამიანე შემომხედე– ბრძანებასავით გაისმა ანას ხმა. ბედნიერი ვიყავი იმით რომ ჩვენსგარშემო ხალხი არ მოძრაობდა და ქუჩაში მხოლოდ ჩვენ ვიყავით. დამიანე მაინც არ მაშორებდა მზერას მე კი უკვე ცუდად მხდიდა ეს, ცხოვრებაში პირველად ვხედავდი მას ასეთს, ხშირად მიბრაზდებოდა ხოლმე, მაგრამ ასეთი რეაქცია არასდროს ქონია, აქ კიდევ ერთი მაგრამ არის... მაგრამ არც არაფერი დამშავებია ახლა, რომ გაბრაზებულიყო. ანა დმაიანეს სახე ხელებში მოიქცია და დიდი ძალისხმევის შემდეგად სახე დაბლა დაახრევინა, თითებს ნაზად უსმევდა სახეზე და ეფერბოდა. სანამ ანა რამეს ეტყოდა დამიანეს, მანამ იაკობს ხელი დავავლე და სირბილით წავედი, სად მივრბოდი არ ვიცოდი, მაგრამ უბრალოდ მივრბოდი, თითქოს იაკობსი ჩაჭიდებული ხელი ძალას მაძლევდა, რომ არ წავქცეულიყავი. –მოიცადე– უცებ დამიჭირა და უკნიდან მომეხუტა, ახლა შევამჩნიე გამოსახულება როგორი დაბურული იყო, ძლივს ვიყურებდოდი თვალებიდან, ხელი სახეზე მოვისვი და ცრემლები მოვიწმინდე. სუნთქვაც კი მიჭირდა უკვე, ღრმად ვსუნთქავდი და თავს ძალას ვატანდი რომ გონება არ დამეკარგა. –მისმინე– ჩემს ყურთან დაიჩურჩულა, ხელებ მოუშორებლად უცებ ჩემს წინ გაჩნდა, როდესაც ჩემი სახე დაინახა, ფერები იცვალა, შეშინებული მიყურებდა და ვერაფერს ამბობდა. –ცუდად ვარ– მხოლოდ ეს ვუთხარი და ისევ ძლიერად მივეხუტე. იმ განსხვავებით რომ ახლა მის მკლავებში მთლიანად ვიყავი დაფარული. თავი მის ყელში ჩავრგე და ძლიერად შემოვჭიდე ხელები. პატარა ბავშვივით ავსლუკუნდი მის მკლავებში. –ნუ ცუღლუტობ– სიცილით მითხრა იაკობმა და სხეული სასაცილოდ დაკლაკნა, მას შემდეგ რაც მის ყელს ცხვირით შევეხე. გამეღიმა მის საქციელზე და კიდევ ერთხელ გავიმეორე იგივე, ახლა უფრო ხმამაღლა გაეცინა. და მისი სიცილის გაგონებისას დამავიწყდა ყველაფერი, დღეს იმ იშვიათ დღეთაგან ერთ–ერთია, რადგან იაკობი იცინის, მე კი ამ სიცილის მოსმენა მიყვარს, ამ დროს დავლილი ჟრუანტელი ყველა სხვა შეგრძნებისგან განსხვავდება. –პატარა ცუღლუტი ხარ– ნიკაპქვეშ თითები ამომდო და მაღლა ამაწევინა თავი– კარგად ხარ?– სახეზე თითებით მომეფერა. მისმა შეხედამ უფრო მომადუნა, თვალები ისე მიმეხუჭა მეთვითონაც ვერ გავაცნობიერე, მისი თბილი თითების შეგრძნება სახეზე დიდი სიამონება იყო. სხეულში გამცრა როდესაც ჩემს ცხვირს იაკობის ცხვირი შეეხო, თვალები ფრთხილად გავახილე და მის თვალებს გადავაწყდი, იღიმოდა, მის თვალები მიღიმოდნენ. ვფიქრობ სანატრელი წამი დგება! და აი ისიც, როგორც იქნა მისი ტუჩები ჩემს ტუჩებს შეეხო, ყველაფრის შეგრძენბა გაქრა, მხოლოდ მას ვგრძნობდი, მხოლოდ მის შეხებას და არაამქვეყნიურ ყუჩებს, რომელიც დიდ... არა უდიდეს სიამოვნებას მანიჭებდნენ. .......... გაბრაზებული ანა წინ მიიწევდა და სულ არ უსმენდა დამიანეს, რომელიც ეძახდა, სახლსი შევარდა და კარები ცხვირწინ მიუჯახუნა. –ანა გააღე კარები– გაბრაზებულმა დაიყვირა და რკინის კარებს ხელი დაარტყა ისევ. ანა არ უსმენდა სავარძელში იჯდა და ბედნიერად იღიმოდა, ზედმეტად კარგი მსახიობი იყო, რადგან ვერც კი შეეამჩნია რომ უბრალოდ ხუმრობდა... არა არ ხუმრობდა, მართლა ბრზაობდა ასეთი შეუგნებელი და შტერი რომ იყო, მაგრამ არც ისე რომ პატარა ბავშვივით დაწეყო როჟების კერვა და არდალაპარაკება. –რა გინდა? ისევ გინდა მითხრა რომ არასწორად ვფიქრობ?– გაბრაზებულმა ხმამაღლა დაიყვირა და კარებთან ახლოს მივიდა. –კარგი მართალი ხარ, არ უნდა გავბრაზებულიყავი ასე და არ უნდა შემეშინებინა ნაკო, ახლა კი გააღე კარები– ისევ დააბრახუნა. –მანამ არ გამეკარო სანამ არ მიხვდები რა დააშავე, ეს უბრალო შეშინება არ იყო დამიანე, როგორ ვერ ხვდები ამას? –ვხვდები ჩემს დანაშაულს და ვიცი რომ არასწორად მოვიქეცი, ყავდეს ის იაკობი თუ უნდა– ჩაილაპარაკა გაბრაზებულმა და ისვე კედელს მიეყურა– ახლა გამიღე რა კარები. –არა! იყავი მანდ– ღიმილით წარმოთქვა. კარებს მოშორდა და სამზარეულოში გავიდა, მადუღარა ჩართო რომ ყავა დაელია, ცოტათი გაოცდა, როდესაც დამიანეს ხმა აღარ მოესმა, ისევ უკან დაბრუნდა. –დამიანე?– დაიყვირა, მარგამ ხმა არ მოესმა– დამიანე– კიდევ ერთხელ დაიყვირა... ისევ სიჩუმე.– ჰმ წასულა– უცებ თქვა, მარგამ მაინც გადაამოწმა, კარები გახსნა, ხმამაღლა წამოიყვირა როდესაც სახლის კარი გაიხსნა და სწრაფად შემოვარდა სახლში დამიანე. –რა გეგონა ასე მარტივად გამექცეოდი?– გაბრაზებულმა უთხრა და კრები ზურგს უკან მიიხურა. შეშინებულ ანას სახეზე სიბრაზე სადღაც გაქრა, უცებ კარგ ხასიათზე დადგა და ანას დასცინა კიდევაც. –მომშორდი, შენზე გაბრაზებული ვარ– მოცინარ დამიანეს მხარში ხელი ჩაარტყა და სამზარეულოში გავიდა. –აპ, აპ სად მიდიხარ?– ხელი მუცელზე მოხვია და ადგილზე გააკავა– თავის დაძვრენა არ გამოგივა– მკერდით მის ზურგს მიეკრო, სახე მის თმებში ჩამალა და მისი სურნელით ფილტვები აივსო. –დამიანე. –ჩშშ– უცებ დააშოშმინა, როდესაც მის ყელს ტუჩებით შეეხო, თავისუფალი ხელით თმები ერთ მხარეს გადაუყარა და ახლა უფრო მონდომებით დაუკოცნა ყელი. ანა მისი შეხებით დამდნარი მას მიყრდნობოდა და შეგრძნებით ტკბეობდა. –მიყვარს როდესაც ასე იტრუნები ჩემი შეხებისას– ღიმილით ჩაილაპარაკა, გოგონა უცებ დაატრიალა და სახით მისკენ გააჩერა. ანა თითქოს გონს მოეგო და სანამ დამიანე აკოცებდა მანამ კრა ხელი. –მე და შენ მანამ ვერ მოვრიგდებით, სანამ არ შეგუები რომ ნაკოს შეყავრებული ყავს– კატეგორიულად განაცხადა და სამზარუელოში შევდი. ხელი კისერზე მოსივა, სადაც დამიანეს ტუჩების კვალი იყო, ტუჩები უნებურად მოიკვნიტა და გაეღიმა. –როგორ უნდა შვეგუო იმას რომ ჩემ ერთადერთ დას, რომელიც 17წლის არის, ყავს შეყავრბეული...– გაბრაზბეულმა ჩაილაპარაკა, როდესაც სამზარუელოში შევიდა, მაგრამ გაეღიმა ანას დანახვაზე. –როგორც გინდა ისე უნდა შეეგუო, შენნაირი მუდო კი არაა შენი და, რომ 25წლის ასაკში ყავდეს შეყვარბეული– ისე ჩაილაპარაკა რომ არც გაუაზრებია. –ჰმ ანუ შენ ჩემი შეყვარებული ხარ ხო?– უკნიდან მიეჭრა და ისევ ისე ჩაეუტა. –რაღაც ეგეთი– თვალებმოჭუტულმა თქვა ანამ და მისი ხელები მოიშორა.– ხომ გითხარი, ჯერ შეეგუე ამ ყველაფერს და მერე ეს ყველაფერი. –კარგი რა ანა– ბრაზმორეულმა ჩაილაპარაკა. –ჩშშ– ტუჩებზე ხელი ააფარა– არაფერი თქვა და არც შემეწინააღმდეგო. პირველად, ცხოვრებაში პირველად ხდებოდა ეს! დამიანე ვიღაცას თავს უხრის და მის ნათქვამს ასრულებს, ამას მხოლოდ მაშინ აკეთებს როდესაც ოჯახის წევრები ეუბნებიან, მაგრამ უცხო გოგოსთან ეს არასდროს გაუკეთებია...ისე რაღა უცხო? მისი შეყვარებულია. –ყავა მეც მინდა, დღეს აქ ვრჩები, ამიტომ ჩემი ატანა მოგიწევს. –შენი ადგილი არ მაქვს, ამიტომ სახლში წაბუნძულდები– მოშორების მიზნით უტხრა, თორე ისე როგორ არ ქონდა ადგილი მისთვის... –ვნახოთ.... ყავა მეც მინდა, ბატიბუტიც გააკეთე და ფილმს ვუყუროთ. დღეს მე ვარჩევ– უცებ მიაყარა და სამზარეულოდან გავიდა. ანას მის საქციელზე ჩაეცინა და ასე ღიმილით შეასრულა მისი ბრძანება. ფილმის ყურებამ მეტად მხიარულად ჩაიარა. ორივეს ძალიან მოეწონა ფილმი 'Sisters'... ფილმის მხოლოდ ერთ ნაწილზე დამიანეს მოუწია ფილმის გაჩერება, მთელი 5 წუთი იცნოდნენ და ვერ ჩერდებოდნენ. –Helpme- კინოს დასრულების შემდეგ ხმამაღლა დაიყვირა ანამ და საწოლზე მიესვენა. (ვისაც ეს ფილმი გაქვთ ნანახი, აუცილებლად მიხვდებით ამ მომენტს) –ვიცი რომ ცუდად არ ხარ.– სიცილით უთხრა დამიანემ. –არ ვხუმრობ, გადამარჩნე გთხოვ...– დრამატულად შეჭმუხნა სახე.– ვკვდები –არ მოკვდე– მისკენ დაიხარა და ტუჩებზე ძალიან ნაზად აკოცა. ამას არც ანა მოელოდა, ხელები კისერზე მოხვია. და აი ის საშინელი მომენტი, როდესაც გესმის დედის განწირული ყვირილი. ორივე ფეხზე ვარდება და გაოცებულები შეჰყურებენ ფერებგადასულ ქალს. –ეს რას ხედავს ჩემი თვალები– უცებ ამბობს ქალი და გულიმისდის. დამიანე ძლივს ასწრებს ნაბიჯის გადადგმას, ქალს ხელში იჭერს. –ნუ მეხები საზიზღარო– უცებ ხტება მისი მკლავებიდან ქალი, რაზეც ანას სიცილი უნდება. ჰო დედამისი სწორედ ისეთი მსახიობია როგორიც ანა, ძნელია შეამჩნიო ის თუ რას გრძნობს სინამდვილეში.– როგორ ბედავ და როგორ ეხები ჩემს შვილს? –ქალბტ...– ახსნა უნდა დაეწყო როდესაც ქალმა ისევ შეაჩერა. –ხმას ნუ იღებ. ახლავე ანა ჩაალაგებ ბარგს და გადმოხვალ ჩემთან ერთად სოფელში, ამას– დმიანზე ანისნა– კი ვეღარასდროს ნახავ. –დედა გეყოს ნუ შეაშინე– სიცილით მივიდა ანა დედამისთან და ლოყაზე აკოცა. –დამიანე გაიცანი ეს დედაჩემია ანეტა. დე გაიცანი ეს დამიანეა ჩემი შეყავრებული– წარუდგინა ერთმანეთს. –სასაიმოვნოა შენი გაცნობა შვილო– ხელი გამოართვა და თითებზე ძლიერად მოუჭირა. დამიანეს სახეზე ფერები გადაუვიდა, დაბნეულმა არ იცოდა რა გაეკეთებინა. მხოლოდ გაიღიმა და დასჯილი ბავშვივით დადგა. მანამ არ ამოუღია დამიანს ხმა სანამ ქალბატონი ანეტა არ წავიდა, თვალებშიც კი ვერ უყურებდა, ისეთი დაბნეული იყო, მითუმეტეს ანეტა მის ცივ თვალებს არ აშორებდა, ცივი კი მხოლოდ იმიტომ იყო რომ ყინულისფერი თვალები ქონდა. –რატომ იყურები ეგრე?– სიცილით კითხა ანამ. –რატომ იყურებოდა ასე დედაშენი? –იმიტომ რომ... ნუ ხო ხვდები რატომაც?– ლოყები შეეფაკლა, მაგრამ მაინც სიცილით კითხა.– უკვე დაღამდა, შეგიძლია წახვიდე სახლში. –არსად წასვლას არ ვაპირებ, შენს ოთახში რბილი ბალიშები მელოდება– ფეხზე წამოიჭრა, ხელი წელზე მოხვია და ჰაერში ააფრიალა, ანამ მოულოდნელობისგან ხმამაღლა დაიყვირა, რაც მალე სიცილში გადაეზარდა– ახლა წავალთ და დავიძინებთ –არა დამიანე... შენ წახვალ სახლში, მე ჩემს ოთახში დავიძინებ, შენ შენს ოთახში დამიანე მოულოდნელად გაჩერდა, ანა დაბლა დააყენა და სერიოზული სახით შეხედა. მანამ უყრებდა ასე სანამ ანას თვალებში შიშის გრძნობა არ გაუკრთა. –არ გინდა ჩემთან ერთად ყოფნა ხო? კარგი– თქვა და გვერდიავლით გასასვლელისკენ წავიდა, ანა ჯერ გაოცდა, შემდეგ კი უკან დაედევნა –სად მიდიხარ? –სახლში, უნდა დაიძინო შენც და უნდა დავიძინო მეც– მკაცრი ხმით უთხრა, ტელეფონი და ქურთუკი აიღო და კარები გახსნა. –მოიცა– ხელზე მოეჭიდა– დარჩი. –შენ ხომ არ გინდა რომ დავრჩე?– გამომცდელად კითხა და ცალი წარბი აუწია. –ვიხმურე დამიან... ხო იცი შენთან ერთად ყოფნა ყველაზე მეტად მინდა– უცებ მოლბა ანა. მკლავზე ხელი მოხვია და სახლში შემოიყვანა, მისი ტელეფონი და ქურთუკი უკან დააბრუნდა. ხელი ჩაკიდა და ოთახში შეიყვანა. დამიანეს სახეზე გამარჯვებული ღიმილი ქონდა აკრული, ბედნიერად იღიმოდა და ანას ზურგს... ჰმ არა მარტო ზურგს, არამდე საჯდომსაც შეჰყურებდა. სანამ ანა სააბაზანოში იყო მანამ დამიანემ ტანსაცმელი გაიხადა და საწოლში შეწვა. ანას მოლოდინში კინაღამ ჩამოეძინა, მაგრამ როდესაც ხმა გაიგო, მაშინვე გამოფხიზლდა, უყურებდა როგორ ივარცხნიდა თმას. –მოდი დაგიწნავ– საწოლის თავს მიეყუდა, ზურგით ჩამომჯდარ ანას თმები ხელში მოიქცია და სამად გაყო, გამოცდილივით წნავდა თმას. –ესეც ასე– თმის რეზინით შეკრა, ნაწნავი თმით უკან დახარა და თავზე ნაზად აკოცა.– ახლა კი დავწვეთ. ანამ ხალათი მოიშორა და საწოლში სწრაფად შეძვრა, დამიანეს შიშველ სხეულს მიეხუტა და სახე მის ყელში ჩარგო. დამინემ ხელი კიდევ უფრო ძლიერად მოხვია და მორფეოსის სამყაროში გადაეშვა მასთან ერთად. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.