ვამპირის გრძნობები "თავი1"
ასობით წელი გადიოდა და ის უცველი რჩებოდა. მას არ შეეძლო ამაზე ფიქრი,არ შეეძლო გაეგო თუ რატომ ხდებოდა ეს,მაგრამ ფაქტია რომ ეს ხდებოდა. 1786 წელი. მშვიდი სავსე მთვარიანი ღამე,რომელიც შიშის მომგვრელად იყო გახვეული იმ შავ და ბნელ ღრუბლებში გახვეული,რომელიც თითქოსდა ნელნელა ცდილობდნენ დაეფარათ ის. კოლინსების ოჯახში არა სასიამოვნო სიჩუმე დამდგარიყო,თითქოს ცუდი უნდა მომხდარიყო რამე. სადღაც ღამის 3 საათი იწყებოდა,როდესაც ცა განათდა და წვიმა ისეთი სისწრაფით წამოვიდა და დაიწყო მიწაზე ვარდნა,რომ ოჯახის უფროსს რიკი კოლინსს გამოეღვიძა იმ საშინელი წვიმის დაცემის ხმაზე,რომელიც არასასიამოვნო და ყურში ცუდად მოსახვედრ ბგერებს გამოსცემდა.ადგა დაბლა ჩავიდა იმ კიბით,რომელიც პირველსა და მეორე სართულს ერთმანეთთან აკავშირებდა.სამზარეულოში შევიდა და იმ პატარა ფანჯრიდან გაიხედა,რომელიც ხის ჩარჩოთი იყო გაკეთებული.შემდეგ უკან მოტრიალდა დაღონებული სახით და მაგიდას მიუჯდა. მისი ცოლი,რომელიც ახალგაზრდა,მაღალი,ღია ცისფერი თვალებით,მუქი წაბლის ფერი თმით,მკრთალი ფერის სახით,ვარდიფერი ტუჩებით და იმ მუცლით,რომელიც სულ მალე ბავშვს დაბადებდა,საწოლზე ხელით მოსინჯა თავისი ქმარი და როდესაც ვერ იგრძნო ის გამოეღვიძა,კიბებისკენ გაემართა დაბლა ჩასასვლელათ მაგრამ ამ დროს ,მას საშინელმა ტკივილმა ყვირილი დააწყებინა. ამ ხმის გაგებაზე რიკი ზევით ავარდა და მშვენიერ ევას ჰკითხა. -რა გჩირს?-გაფითრებული და შეშინებული სახით შესცქეროდა მას. -მემგონი დაიწყო.-ევას ოფლი ასხავდა,წ....ბს ღვრიდა და ტკივილისგან ყვიროდა. -დამშვიდდი საყვარელო,დაჯექი დასახმარებლად ვინმეს დავუძახებ. გარეთ გავარდა რიკი და ყვირილი დაიწყო,შევლას ითხოვდა,მაგრამ ყველას ეძინა,შემდეგ გვერდით სახლიდან ქალი,რომელიც თითმის გარეთ არც კი გამოსულა და სულ სახში იჯდა,გამოვარდა და მისკენ გაემართა.ცოტათი გაკვირვებული იყო რიკი მაგრამ ვის ახსოვდა გაკვირვება. -გთხოვთ ქალბატონო დამეხმარეთ.-ყვირილისგან ჩახლეჩილი და აკანკალებული ხმით უთხრა. -რა მოხდა?-გაკვირვებულმა შეხედა მას. -ჩემი ცოლი,მას მშობიარობა დაეწყო. მაშინ ქალი სახში შევიდა მათთან და ოჯახის უფროსს სთხოვა სველი ბაწრები და წყალი მოეტანა.ის მოსატანად გაიქცა ბაწრები დაასველა და მოუტანა.ქალი დაეხმარათ და რამდენიმე საათის შემდეგ ბავშვი დაიბადა. -ის გოგოა.-ქალმა უთხრა დაღლილი სახის გამომეტყველებით,მკრთალი სახის ფერით და აკანკალებული ხელებით. -საყვარელო გოგოა ის შენ გგავს,ულამაზესია.-რიკი სიხარულის ცრემლებით და დაღლილი სახით უყურებდა პატარა გოგონას. ქალბატონმა კოლინსმა ბავშვი ხელში დაიჭირა და მისი ძუძუთი კვება დაიწყო. მისმა ქმამა ბავშვი გამოართვა და ევა საწოლამდე მიიყვანა,დააწვინა ბავშვი გვერდით დაუწვინა და თვითონ ქალბატონს ჩაყვა დაბლა ხელების დასაბანად,არიცოდა როგორ გადაეხადა მადლობა მაგრამ ფაქტი ფაქტია,რომ ამ ქალის დიდი მადლობლები იყვნენ. -დიდი მადლობა ყველაფრისთვის რაც თქვენ გააკეთეთ ჩვენთვის.-მორცხვი სახით უთხრა მას და ხელებზე წყალი დაუსხა. -არაფერს რისი მადლობა. -თქვენი სახელი? -ნორა. -კარგით გაგაცილებთ სახლამდე თქვენც დაიღლებოდით. -კარგით. რიკი ნორას წინ გაუძღვა და სახლის კარებამდე მიაცილა.კიდევ ერთხელ მადლობა მოუხადა და სახლისკენ გამოემართა.სახლისკენ მიმავალს ნორამ ჩუმი ხმით ისე,რომ კოლინსს არ გაეგო ჩაიჩურჩულა,როგორც იქნა ამდენ ხნიანი ლოდინის მერე ის მოევლინა სამყაროს. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.