ნანატრი ბედნიერება (1)
ძალიან ძალიან ნელა შეაღო კარი გოგონამ, ცდილობდა არ ეხმაურა და დაფეთებული აცეცებდა თვალებს აქეთ-იქით, სახლში როგორცკი ფეხი შედგა, იგრძნო ალკოჰოლის და სიგარეტის მძაფრი სუნი, რომელიც უკვე კედლებშიც გაჟღენთილიყო და ცხვირიც მწარედ აეწვა, ერთ წამს წაბარბაცდა მაგრამ ძალ-ღონე მოიკრიბა და სამზარეულოსკენ ფეხაკრებით გაემართა, ფიქრობდა ალბათ გადავრჩიო და ხელისკანკალით ისხამდა წყალს, მაგრამ ისე იყო დაფეთებული მოკანკალე ხელით ჭიკა ვეღარ შეაკავა და ხელიდან გაუსხლტა, წამსვე დაიჩოქა და ტირილით ნატეხების აკრეფას შეუდგა, იცოდა რაც მოელოდა და მაგიტომ ტიროდა, შემდეგ კარის მიჯახუნების ხმა გაიგონა და ტირილს უმატა ოთახიდან კაცი გინებით გამოვიდა და გოგონას დახედა რომელიც სულს ძლივს ითქვამდა, მაჯაში ხელი ჩაავლო და ფეხზე წამოაგდო... -უხ შე ნაბიჭ... მოეთრიე სახლში და ნივთების ტეხაც გაბედეეე?? ხელი გაუქანა საწყალ გოგონას და სიმწრით დაარტყა, გოგონამ თავი ვერ შეიკავა და მოწყვეტით დაეცა იატაკზე, ტუჩიდან სისხლმა იფეთქა, ლოყა კი საშინლად აეწვა, კაცი კი არ სწყვეტდა, გოგონას წიხლებით შედგა, არც მის განწირულ კივილს აქცევდა ყურადღებას და არც ტირილს, გოგონა კი ტკივილით იჭმუხნებოდა ცივ იატაკზე და სულს ღაფავდა, ეხვეწებოდა თავი გაენებებინა, თხოვდა ემუდარებოდა, მაგრამ კაცს მგონი სულ არ ესმოდა, ოთახიდან ქალი გამოვიდა და მათ წინ დადგა... -კარგი რა ერეკლე კარგი რა! მერამდენჯეთ უნდა გამაღვიძოთ უხხხ!!!!!!! გოგონასკენ წავიდა და თმებში ეცა, თავი ააწევინა და ამაზრზენი ტონით დაიწყოოო - იცოდე კიდევ ერთხელ გამაღვიძებ ძუკნა და აქამდე თუ ვჩერდებოდი მერე აღარ გავჩერდები და საკუთარი ხელით მოგკლავ... ხელი მაგრად მოუქნია და სილა გააწნა საწყალ გოგოს, გოგონა კი ვეღარაფერს გრძნობდა ისე ქონდა მთელი სხეული გაბრუჟებული, ქალი ადგა და ისევ ოთაახში შევიდა კაცმა კი საქმე გააგრძელა, გოგონას თავსში ყველაფერი აერია არ იცოდა რა ექნა ყველაფერი სასტიკად ტკიოდა მთელი სხეული და ღმერთს ევედრებოდა მალე მომკვდარიყო რადგან ამდენს ვეღარ გაუძლებდა, კაცმა ფეხი კრა, გოგონა კი იატაკზე ოდნავ გასრიალდა, სისხლის გუბეს უყურებდა და სიკვდილის მოლოდინში იყო, მაგრამ გონებაში რაღაცამ გაუელვა, გატეკილი ჭიქის ნამტვრევს ხელი წაავლო და მამაკავს მუცელში გაურჭო, არ იცოდა ეს როგორ გააკეთა მაგრამ ფაქტი იყო რო გააკეთა და მის გვერძე ღრიალით დაეცა მამაკაცი, გოგონა აზრზზე ვერ მოდიოდა ეს რატო გააკეთა, ალბათ თავის გადარჩენის ინსტიქტმა იჩინა მასში თავი და სიკვდილის უფლება არ მიცა, თუმცა ამწუთს გოგონა სიკვდილს უფრო ნატრობდა, რაც არ უნდა ყოფილიყო მგონი მამა სასიკვდილოდ გაიმეტა, მაგრამ რაექნა... საშინლად ატირდა, ღავილი მორთო.... ალბათ ეერეკლეს ხმა გაიგონა ნატომ და ისევ გამოვიდა ოთახიდან, კაცი ასეთ მდგომარეობაში რო დაინახა მივარდა და მოსულიერება დაუწყო თან ტიროდა, გოგონა კი თავს დამნაშავედ გრძნობდა და უნდოდა მომკვდარიყო ნუთუ რამე შეუძლებელს ნატრობდა, მას მხოლოდ სიკვდილი უნდოდა, მოშორებულიყო ამ ულმობელ სამყაროს მხოლოდ ის უნდოდა, თვალები დაეხუჭა და გაითიშა...... დილით ქუთუთოები ძლივს ძლივობით დააშორა ერთმანეთს გოგონამ, თავიდან ვერაფერი გაიხსენა, რამოხდა, ან ამ უცხო ადგილზე რატო წევს, ვერაფერს იხსენებდა, თუმცა მალევე მოვიდა გონს და კაცის თითოეული დარტყმა თავიდანვე შეიგრძნო, დააჟრიალა, და თვალებზე ცრემლი მოადგა, ღმერთო როგორ სტკიოდა მთელი სხეული, თვალებს აქეთ-იქით აცეცებდა და მთელ ოთახს გულისყურით ათვალიერებდა, თუმცა მაინც ვერ იცნო, ვერაფრით გაიხსენა ოთახი, მაგრამ როგორც მის გვერდზე დაკიდებულ წვეთოვანს მოჰკრა თვალი ყველაფერს მიხვდა... ოთახი მთლიანად თეთრი იყო, ფანჯარა ჟალუზებით დაეფარათ და არც მზის სხივები აწუხებდა, კარები კი კრემისფერში იყო გადაწყვეტილი... როგორც კი გაიღვიძა ,ალბათ ოთახის სითეთრის გამო პირველადვე გაიფირქა, ნატვრა ამიხდა, მოვკვდი და ეხა სამოთხეში ვარო, მაგრამ მერე ყველაფერი გააანალიზა..... გაიხსენა როგორ ჩაარტყა მამამისს ჭიქიის ნამტვრევი და თავი შეძულდა, ეს როგოორ გააკეთა, სასოწარკვეთილი იყო გოგონა, ცრემლებსაც ვერ იკავებდა მაგრამ უცებ რაღაცამ წამოუარა და მისი სახე მისსას აღარ გავდა, ერთ ადგილზე გააშტერა თვალი თითქოს რაღაცას ფიქრობსო, და ცრემლები თვალ დაუხამხამებლად მოიწმინდა, სახეზე საშინელი ზიზღი ეწერა, აღარანაირი ტკივილი არ აწუხებდა იმ წუთს, აღარავინ აინტერესებდა, რაღაცაზე მწარედ ფიქრობდა, ალბათ რომ გაეგო მამამისი მკვდარი იყო, ''შემოაკვდაა'' წარბსაც არ შეხრიდა, საშინელი ზიზღი სუფევდა მის თვალებში და არაფრის დიდებით არ ქრებოდა, იმ წუთს დაიფიცა რომ ვერავინ ვერ შეძლებდა თუნდაც ერთი ცრემლის გადმოგდებას მის სახეზე, დაიფიცა რომ ყველაზე ძლიერი იქნებოდა, და არავის შეუშინდებოდა, არ ანაღვლებდა არც დედამისის ამბავი "ნატოსი" და არც მამამისის "ერეკლეს" ამბავი, გეგონებოდათ ფეხებზე დაიკიდაო, როდესაც სურ რამდეიმე საათის წინ ორივე საშინლად მაინც უყვარდა, ყველაფრისდამიუხედავად უყვარდა ისინი.. ურტყამდნენ, მაგრამ დიდი გული ქონდა გოგონას და ვერც რთს ვერ იძულებდა და ორივე მაინც უყვარდა ეხა კი საშინელი ზიზღით ანათებს მისი თვალები და იმ დატანჯულ დროს იხსენებს, როდესაც მათ სიკვდილის პირას მიჰყავდათ, აღარ აინტერესებს... გამოკეთდება და საკუთარ ცხოვრებას აიწყობს მათ კი ჯანდაბამდეც გზა ჰქონიათთთ........... რაღაც მილები ხელიდან სიმწრით მოიგლიჯა და ფეხზე წამოდგა, დაბარბაცმა, მაგრამ ყურადღება არ მიუქცევია, კარს დაეჯაჯგურა და გააღო კიდეც, გაგიკვირდებათ და არაფერი ტკიოდა, ისი ყავდა სიძულვილის გრძნობას შეპყრობილი რომ ვერანაირ ტკივილს ვერ გრძნობდა, დერეფანში ნაცნობ სილუეტს მოჰკრა თვალი და ყურადღება მიაქცია ისე ჩაუარა გვერდი, მაგრამ ქალმა მკლავში მოჰკიდა ხელი და თავისკენ შეატრიალაა.. -დაკმაყოფილდიი?? ეს გინდოდაააა> მამაშენი ეხა სიკვდილს ებრძვის, ეს გინდოდა არა შე პატარა ძუკნა?? ხელის გარტყმას აპირებდა ქალი, მაგრამ გოგონამ მოასწრო და დაუკავა ხელი, ისეთი ძალით რომ ხელი ადგილზე დაიკლაკნა... -გაინტერესებს დავკმაყოფილდი თუაარა??? გეტყვი!! სრულებითთ, მეტიც, თუ მოკვდება ძალიან გამიხარდება და შენც თუ მიყვები, მეცხრე ცაზე ვიფრენ! დამერწმუნე ჩემზე ბედნიერი ქვეყნად არავინ იქნება!..... დაუოკებელი ზიზღით ალაპარაკდა გოგონა და საშინელი ირონიით ლაპარაკობდა, ქალი გაოცდა, ნუთუ ეს მართლა მისი შვილი იყოოო?! გაოცებისგან ლამის პირი დააღო ქალმა და გოგონას შესცქეროდა, რომელიც სულაც აღარ გავდა მის შვილს რომელიც სულ რამოდენიმე საათის წინ პალატაში უგონოდ შეიყვანეს! -პირი დახურე, სირცხვილია, ისედაც ამაზრზენი ქალის ეგეთ ფორმაში ხილვა! ისეთივე სისღით უთხრა ქალს, ხელი გაუშვა და სწრაფი ნაბიჯებით მოსწყდა იქაურობას.... საავადმყოფოს კარი სიმწრით მიიჯახუნა და გააფთრებული დაუყვა კიბეებს, ტანზე ჯერ კიდევ სისხლიანი ჯინსი და თეთრი "უკვე წითელი" ზედა ეცვა, სახე კი სახეზე საშინლად იტო დალურჯებული და დასისხლიანებული, თუმცა ეს ვის აინტერესება, მიდიოდა და არ იცოდა სად, სახეზე ჯერ კიდევ ზიზღი ეხატა და სულაც არ აინტერესებდა რამდენი ადამიანი მიშტერებოდა მას, ბოლოს სასაფლაომდე სულ ფეხით იარა, ნუ ირბინა, ისე დადიოდა მანქანას გაუსწრებდა, მისი ერთადერთი ძვირფასი ადამიანისკენ მიდიოდა, გზაში ვიღაცას მწარედ შეასკდა, თავი ძლივს შეიკავა რომ არ წაქცეულიყო, სიმწრით ასწია თავი ზემოდ და ორი თავით დიდ მამაკაცს მიაშტერდა, კაცი შავებში სოლიდურად გამოწყობილიყო და ხელში ერთი წითელი ვარდი ეჭირა, გოგონა არც დაფიქრებულა რა გაეკეთებინა, უცებ მოშორდა მის მკლავებს და გზა გააგრძელა... მამაკაცი კი გაშტერებული დატოვა.. -არაუშავს! ზიზღით მიაძახა, გაქცეულ გოგონას -უზრდელი! დაიჩურჩულა და გზა განაგრძო. გოგონა საფლავს მიუახლოვდა ერთ ხანს უყურა მერე დაიჩოქა და თავი მუხლებსჰი ჩარგო, არ უტირია უბრალოდ პატიებას სთხოვდა მის ერთადერთ დას რომელიც უკვე აღარ ყავდა, ეუბნებოდა მის ჩანაფირს და იცოდა მისი და "ლიკა" მას გაუგებდა, და ის ამბავი რომ მამა გაიმეტა აპატიებდა.... გოგონას და 3წლის წინ დაეღუპა, ავტოავარიაში მოყვა, თავისთვის გაადიოდა მწვანეზე გოგონა რომ ვიღაც გიჟი გამოხტა მანქანით და გოგონა გაიტანა.... ქეთამ დის სიკვდილი ძლივს გადაიტანა, ეხაც ვერ მოუნელებია ეს ამბავი, მოყოლა რომ დაამთავრა საფლავის ქვას მიეყრდნო და დაღლილს იქვე ჩაეძინა.. ვიღაცის ხელმა გააღვიძა, თვალები მოჭუტა და იმ მამაკაცს დააკვირდა რომელსაც წეღან დაეტაკა....... ------------ გამარჯობაააა... შეილება ეს ისტორია ვინმეს ეცნოს იმიტო რო მანადეც იგივე სახელით მქონდა ატვირთული უბრალოდ პანელის პაროლო დამავიწყდა და მომიწია ახალი შემექნმა, ნუ მოკლედ იმედია მოგეწონებათ... siyvarulit takk :: |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.