თუნდაც შემთხვევით (6)
ასე და ამგვარად... დავბრუნდი სახლში. ამ დღის შემდეგ ყველაფერი თავდაყირა ამოტრიალდა. ნუ რათქმაუნდა კარგი გაგებით. დღეები აღარ იყო ერთნაირი, ზაფხული უფრო ცხელი მეჩვენებოდა, რაღაცნაირი გრძნობით გამთბარი. ყველაფერი ერთმანეთს მიყვებოდა... აკა სამსახურის საქმეებში იყო ჩაფლული. -აკამ იფიქრა კარგი იქნებოდა თუ ყველა ერთად სვანეთში წავიდოდით- მე და კატო სამზარეულოში საჭმელს ვამზადებდით -ვინ ყველა?- გაკვირვებულმა შემომხედა -მე, შენ, ნიკუშა, აკა და მისი 2 მეგობარი კიდევ -ერეკლე და დაჩი? -შენ საიდან იცი?- გაკვირვებულმა შევხედე -კარგი რაა თავს იშტერებ? მაგათზე ვინ არ იცის?! მისი ასეთი სიტყვები არ მესისმოვნა -რაზე მეტყობა რომ თავს ვიშტერებ? უბრალოდ გამიკვირდა რომ მათზეც იცი -ჰო ვიცი. -რანაირად მელაპარაკები რამე დავაშავე კატო?-მისმა ასეთმა ტონმა საშინლად გამაღიზიანა -დააშავე! გასართობად წახვედი და ერთხელაც არ დამირეკე! -ვერ მოვახერხე, ვიცი დამნაშავე ვარ და ამისთვის ბოდიშიც მოვიხადე! აუცილებელია ყოველ წამს მიმეორო? -......... -წამოხვალ თუ არა?- ბოლოჯერ ვკითხე დანა ხმაურით დააგდო და სამზარეულოდან გავიდა. ღმერთო აი რისთვის ბრაზდება, უაზრობისთვის, მხოლოდ იმის გამო რომ დარეკვა დამავიწყდა, ყველა ჩემზე იყრის ჯავრს უკვე ტვინში მასხავს! საჭმლის გაკეთება დავამთავრე და რომ გამოვედი ქალბატონი უკვე აღარ დამხვდა სახლში. რა უნდა მეკეთბინა ამ სიცხეში?! დიახაც, დავწექი და დავიძინე! მეძინა ტკბილად! არანაირი სიზმარი და არანაირი ფიქრები. როცა გამოვფხიზლდი (თუმცა თვალები არ გამიხელია) ვიღაცის სუნთქვა ვიგრძენი...შემეშინდა. თვალები სწრაფად გავახილე და გველნაკბენივით უკან გავხტი. -შენ აქ რა გინდა? -მომენატრე -კარი ღია დამრჩა არა? -როგორც ჩანს -შემაშინე -ვიცი მშიშარა-ისევ ეს მკვლელი ღიმილი. -მასე ნუ მეძახი აკა ხომ გთხოვეე -აბა როგორ მოგწონს? -ამაზე არ მიფიქრია -მე ბევრი ვიფიქრე -და რა მოიფიქრე? -ის რომ ჩემი ხარ! -ნუ რამხელა სითავხედეა- უბრალოდ ჩემს გვერდით იწვა...ხელები თავქვეშ ამოედო და არხეინად მელაპარაკებოდა. შემდეგ გამოიწია ხელებს შორის მომიქცია და სახე ზედმეტად ახლოს მოიტანა ჩემთან. -ჩემთვის ყველაფერი მარტივია! საყვარელო! მე გავუცინე ცალი ხელი სახეზე მოვკიდე გავიწიე მისი ტუჩებისკენ, ბოლოს ყურთან გადავინაცვლე და ჩავჩურჩულე: -ჩემს საწოლზე ფეხსაცმელებით ნუ გორაობ! - ხელი ვკარი და მოვიშორე. -დღეს რა მკაცრი ხარ ნია?- გამიღიმა -არც ისე...-საწოლიდან ავდექი-საშინლად მშია!!! საჭმლის გაკეთებას ამდენი საათი შევწირე და ჭამის სურვილიც კი არ გამჩენია. -წამოდი ვჭამოთ -გააჩნია რაზე დამპატიჟებ-გავეპრანჭესავით -შენ რას შეჭამდი ამწუთას? -პიცას!!! -მერე? -რა მერე? -მაგაზე ადვილი არაფერია. -ჰოოომ- მომეწონა რომ დამთანხმდა- შეგიძლია ცოტახანს ოთახიდან გახვიდე რომ გამოვიცვალო? -გამოიცვალე!- ჩემს საყურებლად მოკალათდა -სერიოზულად აკა! -სერიოზულად ნია! გამოიცვალე!- თან მიღიმოდა -კარგი! ტანსაცმელი გამოვიღე...შავი შარვალი...ზედა ძალიან საყვარელი წარწერებით და კედები... გამოცვლა დავიწყე...ის თვალს არ მაცილებდა! -სერიოზულად?-ვკითხე როცა შარვალი გავიხადე და მეორე მოვამზადე ჩასაცმელად -კარგი ფეხები გაქვს!-უაზრო ღიმილს არ წყვეტდა როცა ზედა გავიხადე მითხრა: -ეგ არ მომწონს რამე სხვა ჩაიცვი! -იქნებ თვითონ შემირჩიო- ვბრაზობდი რომ ოთახიდან არ გადიოდა. მაშინვე წამოდგა, კარადასთან მივიდა და ყველაფერი აურია...რაც სავარაუდოდ არ მოეწონა უკან შეტენა. ბოლოს თეთრი ზედა გამოიღო ,წინ რამდენიმე ნახატით...ალბათ ეს მოეწონა. მომიახლოვდა,ცალი ხელი წელზე დამადო...გამაჟრიალა,ზაფხული იყო თუმცა მისი თითების სიცივე არ მესიამოვნა...შემდეგ კი ისე ძლიერად მომიჭირა ხელი სისხლის მოძრაობა გამიჩერდა და ვიგრძენი როგორ შემეცვალა სახე...თუმცა არაფერი მითქვამს. -ეს ჩაიცვი-მითხრა და ხელი გამიშვა, ღრმად ამოვისუნთქე. -მადლობა- გაკვირვებულმა შევხედე და მაისური გადავიცვი... სანამ კედებს ვიცვამდი ჩემი პატარა ოთახი დაათვალიერა...ყველაფერს ყურადღებით აკვირდებოდა. სარკესთან მივედი და თმის ვარცხნა დავიწყე. უცებ უკნიდან ამომიდგა, სავარცხელი გამომართვა და საქმე რომელსაც მე ვაკეთებდი თვითონ გააგრძელა... -გრძელი თმა გაქვს... ყურადღებით მივარცხნიდა -არც ისე... -მგონი მოვრჩი-სავარცხელი დამიბრუნა გამეცინა -რა გაცინებს? -მართლა ასეთი მზრუნველი ხარ?თუ მე მაჩვენებ თავს? მომიახლოვდა და სახეზე ხელი მომკიდა. -ნუ გამომიწვევ ნია,თორე შემიძლია საშინელიც ვიყო! -ვეცდები შენში ეშვებიანი მონსტრი არ გავაღვიძო!-გავიღიმე -შენი ღიმილი მაგიჟებს იცი? -ამაში გასაგიჟებელი არაფერია!- ვიგრძენი როგორ გავწითლდი -ძალიან საყვარელი ხარ! განსაკუთრებით კი მაშინ როცა გეშინია! -მე ბევრი რამის მეშინია. -მაგალითად? -მაგალითად იმის რომ თუ დროზე არ შევჭამ რამეს მოვკვდები შიმშილისგან! -ამის გეშინია? -გაეცინა- კარგი მაშინ წავიდეთ... -მოტოციკლით ხარ?-ვკითხე როცა სახლიდან გავედით. -არა მანქანით. -კარგი... ლიფტში უხერხულობა იგრძნობოდა...აშკარად... კარი გამიღო როცა მანქანასთან მივედით. -მადლობა-თავაზიანად ვუთხარი და ადგილი დავიკავე. ახლა უფრო დიდი ყურადღებით შევათვალიერე მისი „CLS“. -მიკვირს რომ Range Rover sport-ით არ დადიხარ -მერსედესს სხვა ფასი აქვს ჩემთვის! აღარაფერი მითქვამს საშინელი და დამღლელი თბილისური საცობების შემდეგ ძლივს მივაღწიეთ პიცერიამდე. სანამ მანქანიდან გადმოვიდოდი ტროტუარზე გოგო შევნიშნე რიმელიც მანქანაში დაჟინებით გვათვალიერებდა.მე ის ვიცანი...გოგო რომელიც ასე ძალიან ეზიზღებოდა აკას. -წავედით? -არ მიიხედო! ტროტუარზე ის გოგო დგას მაშინ...მე რომ დაგინახეთ ერთად...თუ რაღაც ეგეთი. -!- მაშინვე დაღიზიანება დაეტყო სახეზე. -რატო ვერ იტან მართლა ასეთი საზიზღარია? -ბო*ია! და მე მასეთებს არ დავსდევ! მაგის სიყვარული მაკლია რაა...-ირონიულად ჩაიღიმა-კარგი წავიდეთ ნია აშკარად ხასიათი გაუფუჭდა აკას. მე ფრთხილად გადავიხარე მისკენ, სავარძელს დავეყრდენი და ძალიან გამომწვევად ვაკოცე მანაც კოცნითვე მიპასუხა თუმცა როცა უკან გამოვიწიე გაოცებულმა მკითხა: -რას აკეთებ ნია? -ეს მას გააბრაზებს...მისი გაბრაზება კი მე მომეწონება- გავუღიმე და ტუჩზე ვიკბინე. ის გაოცებული მიყურებდა. -მაგარი ხარ! -ახლა წავიდეთ! -გამაოცე! -მჯერა )) მანქანიდან გადმოსვლამდე აკამ კარი გამიღო... -მადლობა საყვარელო-მივმართე ხმამაღლა, თანაც ისე რომ გაშტერებული სახით მდგომ გამომწვევად ჩაცმულ არარაობას გაეგო. აკამ ხელი ჩამჭიდა...ჩვენი თითები ერთმანეთში გადაიხლართა და სიცილით შევედით კაფეში...თანაც ისე რომ არცერთს არ გაგვიხედავს იქვე ახლოს მდგომი მისი ''თაყვანისმცემლისთვის''. -როგორც ჩანს არ გიცნობ საერთოდ...დღეს ძალიან გამაკვირვე-მითხრა აკამ როდესაც პიცა შევუკვეთეთ და ადგილი დავიკავეთ... -ნუ მაწითლებ-გამეცინა. -მაგარი იყო- თვითონაც გაიცინა. -რატომ დაგსდევს?-ცოტა არ იყოს დავსერიოზულდი. -კარგია როცა გოგოს მოსწონხარ, უკეთესია როცა მას უყვარხარ...მაგრამ საშინელებაა თუ ბო*ს შეუყვარდები. ან უნდა მოკლა ან...არა უნდა მოკლა სხვანაირად ვერ მოიშორებ! -კარგი გაგიჟდი? რა მოკლა, ხოარ აფრენ? -კიი ვაფრენ, შენ გამაფრენინე... -დარწმუნებული ხარ? -სრულიად! ამასობაში პიცაც მოიტანეს...თუმცა ახლა აქ შევამჩნიე რომ აკას მიმტანი გოგო ეპრანჭებოდა. -თუ რამე დაგჭირდებათ აქვე ვიქნები-უთხრა თქვაზიანად...გაენაზა და თან თმას თითზე იხვევდა ნერვულად. -მადლობა- აკამ სრული ერთი კვირის ზრდილობა დააფრქვია ამ ერთ სიტყვაში. -კარგით- გაუღიმა და წავიდა -ეს რა იყო?-ვიკითხე უკმაყოფილოდ -რაზე ამბობ?-გაკვირვებით მკითხა -ამაზე-ხელით ვანიშნე მიმტანზე -ააა...ეგ? კაი მაგის მეტი რაარი დაიკიდე რა-გაიცინა -ავადმყოფი! -შენ რაა ეჭვიანობ?- გამომწვევად შემომხედა -არა! -გამოვასწორე საკუთარი სიტყვები და გავუღიმე ირონიულად...შემდეგ კი პიცის ნაჭერი გადმოვიღე და ჭამა დავიწყე. -მშიშარა! -ამწუთას არაფრის შემშინებია-შევეკამათე -კარგია- ცხვირის წვერზე საჩვენებელი თითი მომარტყა. ვჭამეთ...ცოტახანი ვილაპარაკეთ...კარგად ვხედავდი როგორ ეპრანჭებოდა ბართან მდგომი მიმტანი აკას...ლამის შალახო იცეკვა! -წავიდეთ რა-ვუთხარი აკას როცა ნერვები მომეშალა. მას გაეცინა,მიხვდა რაშიც იყო საქმე. -წავიდეთ როცა მანქანაში ჩავსხედით მითხრა: -ახლა სად მივდივართ? -სახლში-გაკვირვებულმა ვუთხარი -შენ რაა გგონია ეხლა სახლში გაგიშვებ?-ცალი წარბი აწია და მკაცრად შემომხედა -მეგონა...აქამდე-გავუცინე -და რომ გაგიშვა წახვალ სახლში? დავიჯერო მარტო ყოფნა გირჩევნია? -კარგი აბა სად მივდივართ?- ღვედი შევიკარი და საყვარლად შევხედე აკას... -რა საყვარელი ხარ-გაეცინა... -უკვე ღამდება,სად მივდივართ?-ვკითხე როცა მანქანა დაძრა -გინდა განათებული თბილისი ვნახოთ? -არა არა მეშინია, ნამდვილად არ მინდა მთაწმინდიდან გადმომაგდო...ისევ-გავუცინე -ამჯერად გადმოგდებას არ გიპირებ,ხელი მომეცი- ხელი გამომიწოდა,მეც მოვკიდე და ჩვენი თითები ერთმანეთში გადაიხლართა... ასე...მთელი გზა ხელი არ გამიშვია მისთვის...უჩვეულო იყო...განსაკუთრებული... -მოიცადე ბომბორაზე? ღადაობ?-რაღაცნაირი სახე მივიღე როცა მანქანიდან გადმოვედით -მთელი თბილისი მხოლოდ აქედან ჩანს...წამოდი და წუწუნს მორჩი. -ვჩუმდები...- ხელები ავწიე -ხოდა ძალიან კარგი ბოდიალით გავიარეთ მთელი პარკი... ეს სახალისო იყო, ბევრი ბუშტებიც კი დავიმსახურე...ფერადი და ძალიან ლამაზი :3 ამდენ უაზრო სიარულში ეშმაკის ბორბალს მივადექით. -წამოდი -მე სიმაღლის მეშინია-დავიმანჭე -ჩემთან ნურაფრის გეშინია-ხელი ძლიერად ჩამჭიდა -და ჩემი ბუშტები? -გაუშვი და გაფრინდებიან -არაააა( -კარგი მაშინ...- გამომართვა და ერთად მიაბა იქვე მოაჯირზე თავაზიანად გაგვიღეს კაბინის კარი, მეც გავუღიმე იქვე მდგარ გოგონას ვთხოვე ჩემი ბუშტებისთვის მიეხედა და კაბინაში მოვკალათდი. აკა ჩემს წინ დაჯდა. -ეს რაღაც უბერავს- უკმაყოფილოდ ვუთხარი როცა კონდენციონერის სიცივემ შემაწუხა. მას გაეცინა, ჩემთან გადმოჯდა და ხელები ძლიერად მომხვია. -ახლა ცხელა- ორივეს გაგვეცინა. -შეხედე რალამაზია-მითხრა როცა საკმაო სიმაღლეს მივაღწიეთ რისიც ნამდვილად მეშინოდა- მიყვარს ეს ქალაქი -მეც... ვუყურებდით განათებულ თბილისს თან აკა რაღაცეების აღწერით არ იღლებოდა, მელაპარაკებოდა და ეს მართობდა. -ანუ დღეს ერთმაანეთს პირველად ვაკოცეთ- გაეცინა -კარგი რაა დადგმული სცენა იყო -რის შესახებაც მხოლოდ ერთმა მსახიობმა იცოდა- თვალები გააფართოვა -მოულოდნელ მომენტებს უკეთესი ეფექტი აქვს, ნამდვილი ემოციები გამოიხატება. -შენ კი სამუდამოდ გადაიკიდე „ჩემთვის ყველაზე საყვარელი არსება მსოფლიოში“- გაეცინა. -მასეთები არ მაშინებენ!-გაბედულად ვთქვი -მაინც ჩემი მშიშარა ხარ! -შენ არაფრის გეშინია? -იშვიათად... ამასობაში დაბლა დავეშვით. მოაჯირზე მიბმული ჩემი ბუშტები ნიავს დაჰყვებოდნენ თან. ცოტახანს ეშმაკის ბორბლის ქვეშ, რესტორნის ვერანდაზე ვიდექით. მსიამოვნებდა ნიავი ჩემს სახეზე, ხანდახან თმას ჩამომიშლიდა ხოლმე. -არ აპირებ ბუშტები გაუშვა? -მენანება - პატარა ბავშვივით გამოვბერე ტუჩები,არ მინდოდა მათი გაშვება. -კარგი, მოდი ჩემთან- ვერანდის თითქმის შუაში მიმითითა, მეც დავემორილე, საიდანღაც Mr. Probz- Nothing Really Matters ისმოდა.ხმა უფრო ძლიერდებოდა. -გაუშვი ისინი- წელზე მომკიდა ხელები და ნელ-ნელა ამწია ზემოთ, მე კი ხელით ბუშტები ავიტანე მაღლა და ბოლოს მართლა გავუშვი. არ ვიცი რატომ მაგრამ ახლა ყველაზე ბედნიერად ვგრძნობდი თავს.მიფრინავდნენ ჩემი ბუშტები და მეც ბავშვივით მიხაროდა. ოდნავ ქვემოთ დავეშვი, აკას მხრებზე დავეყრდენი და ვაკოცე...ეს აღარ იყო დადგმული სცენა, ის იყო რისი გაკეთებაც მართლა მინდოდა, მანაც კოცნითვე მიპასუხა. ბოლოს დაბლა დავეშვი და ჩემს ბუშტებს ერთად გავხედეთ. არავინ იყო გარშემო, ჩემთვის აღარავინ არსებობდა იმწამს, აკას და ჩემი ბუშტების გარდა! პარკიდან გავედით, მთაწმინდიდან ქალაქში ჩამოვედით და სახლამდეც მიმაცილა... -ნეტა ჩემი ბუშტები სად გაფრინდნენ-საქარე მინიდან გავიხედე -სვანეთში დაგელოდებიან... -ნეტა მართლა... -გპირდები დაიცდიან- გამიღიმა. ცოტახანს თვალებში შევხედე ბედნიერმა, შემდეგ კი სულ უეცრად გადავიწიე და ყელში ვაკოცე...მისი კანი საოცრად მომხვდა ტუჩებზე...მანქანიდან სწრაფად გადმოვედი და სადარბაზოში შევედი. ღრმად ამოვისუნთქე და ლიფტს არც დავლოდებივარ, კიბეებს ავუყევი. რას უნდა გავებედნიერებინე ამწამს ამაზე მეტად? მიხაროდა ბავშვივით... ასეთი არაფერი მიგრძვნია ცხოვრებაში შემიყვარდა... მისაღებში ტელევიზორთან ჩავჯექი სავარძელში და ემოციებით გადატვირთულს ფიქრებში ჩამეძინა. იმედი მაქვს მოგეწონებათ <3 ბოდიშს ვიხდი მცირეხნიანი პაუზისთვის <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.