შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ორეულები (I თავი)


21-06-2016, 22:27
ავტორი Bu...
ნანახია 1 427

თავი I
არ ვიცი რას ვაკეთებ, რა ვიყავი, ან რა ვიქნები. ვცხოვრობ აწმყოთი და არ მაინტერესებს რა მოხდება მომავალში , ან რა მოხდა წარსულში. მე ადამიანი ვარ და ეს ჩემი ისტორიაა...
დავიბადე უბრალო ოჯახში, არაფრით გხანსხვავებულში სხვებისგან, მაგრამ ეს ერთი შეხედვით ჩანდა. ბავშვობიდანვე ვგრძნობდი, რომ რაღაცით განსაკუთრებული ვიყავი, მაგრამ მაშინ არ ვიცოდი რითი. გარეგნობაც განსაკუთრებული მქონდა: გრძელი ყავისფერი თმა, მწვანე თვალები, დიდი ტუჩები და ფურცელივით თეთრი კანი. თავი მახინჯი მეგონა, მაგრამ ნებისმიერი ამჩნევდა, რომ ასე არ იყო. გადიოდა წლები და უფრო ლამაზი ვხდებოდი. ეს ირგვლივ მყოფთ არ აკვირვებდათ, რადგან ჩემი წინაპრებიც ულამაზესები იყვნენ, მაგალითად ჩემი დიდი ბებიას ჩემსავით მწვანე თვალები, დიდი ტუჩები, ყავისფერი თმა და თეთრი კანი ჰქონდა. გადიოდა დრო...
უკვე 16 წლის ვარ. ბებიის მოსანახულებლად წავედი და უეცრად დიდი ბებიის სურათი აღმოვაჩინე და გავოგნდი, თვალებს ვერ დავუჯერე, ის ხომ ასე ძალიან მგავდა, შეუძლებელია რომ ადამიანი ადამიანს ესე დაემსგავსოს, რომ გენახათ ჩემი ტყუპის ცალი გეგონებოდათ. სურათი ჯიბეში ჩავიდე და სუფთა ჰაერზე გასვლა გადავწყვიტე... არ მჯერა, ესთი რამე არ არსებობს, შეუძლებელია ის გაჭრილი ვაშლივით მგავდა. ჰაერზე გასეირნება მომიხდა, ცოტა დავმშვიდდი და გაოგნებული სახლში წავედი. მოვიძიე ინფორმაცია მის შესახებ, მაგრამ ბევრი ვერაფერი გავიგე. ის მოკვდა, როგორ მინდოდა დავლაპარაკებოდი და მისგან გამეგო სიმართლე, თუ რატომ ვგავდით, მაგრამ ეს შეუძლებელი იყო.
ღამე ძლივს დავიძინე. ვფიქრობდი ჩემი წინაპრების შესახებ და ამასობაში ჩამეძინა. დილით ადრე ავდექი და სკოლაში წასასვლელად მოვემზადე. ჩემი საუკეთესო მეგობარი მაკითხავდა ხოლმე და ერთად მივდიოდით სკოლაში. მას ალექსი ერქვა, მე კი ფეი. ალექსი არაფრით გამოირჩეოდა სხვა ბავშვებიდან, გარდა ხასიათსა. იყო ძალიან მხიარული, გამგები, კეთილი, მაგრამ ერთი შეცდომა დაუშვა, შევუყვარდი. ნეტავ იცოდეთ რა ცუდი გრძნობაა თქვენს საუკეთესო მეგობარს, რომ უყვარხართ. რამდენიმე კვირა დამჭირდა იმისთვის, რომ ისევ დავმეგობრებულიყავით, მაგრამ ეს ის მეგობრობა აღარ იყო. მაინც, ის საუკეთესო იყო ჩემთვის. ძალიან მიყვარდა ოღონდ როგორც მეგობარი. ორივენი შევეგუეთ ამ უხერხულ ამბავს. როცა სკოლაში მივედით კლასში ყველანი შეჯგუფებულიყვნენ და წრე ახალი მოსწავლესთვის შემოერტყათ. მეც მაინტერესებდა ახალი მოსწავლე, მაგრამ არ მინდოდა ჩემზე ეფიქრა, რომ სხვებივით მომაბეზრებელი პიროვნება ვიყავი. ჩემს კლასში თითქმის ყველა ესეთია, გარდა ალექსისა. პირველი გაკვეთილი ისტორია გვქონდა, ცხრილში ჩავიხედე ვითომ არ ვიცოდი და შემდეგ კლასიდან გავედი. დავინახე ახალმა მოსწავლემ თვალი როგორ გამომაყოლა, ალბათ გაუკვირდა დანარჩენებივით წრეში, რომ არ ჩავდექი და მისი ისტორიის მოსმენა არ დავიწყე. ისტორიის კაბინეტის წინ გავჩერდი, იქ მარტო ვიდექი და ფიქრი ისევ ჩემს წინაპარზე დავიწყე, რომელიც გაჭრილი ვაშლივით მგავდა. ამასობაში ალექსი გამოვიდა და გვერდით მომიდგა. ალბათ მიხვდა, რომ რაღაც მაწუხებდა და მკითხა:
-ხომ კარგათ ხარ?-ისეთი თვალებით მომაშტერდა, რომ გამეცინა, ამაზე ისიც გამხიარულდა და მკითხა,-ისტორია იმეცადინე?
-ჰა-ჰა დამცინი? ხომ იცი ისტორიას ვერ ვიტან,-ვუპასუხე.
-ვიცოდი მაგას, რომ იტყოდი,- მითხრა და კლასს გახედა.
იქიდან ახალი მოსწავლე გამოდიობა. უკან კი ჩვენი კლასელები მოყვებოდნენ. ახლა დავინახე, თუ როგორი აღნაგობა ჰქონდა. იყო მაღალი, მხარბეჭიანი, ნავარჯიშები, ეს მისი დაკუნთული ხელებიდან შევამჩნიე. ჰქონდა შავი მოკლედ შეჭრილი თმა და შავი თვალები, ასევე ჰქონდა გრძძელი კისერი. დიდი ძალდატანება არ სჭირდებოდა, გოგონები მის გამოხედვაზე ისედაც დნებოდნენ. მართლა რაღაცნაირი გამოხედვა ჰქონდა, რომელიც ჩემი დანახვის თანავე მომაპყრო. ჩეზე ამან არ გაჭრა. ბიჭს გაუკვირდა, მაგრამ არ შეიმჩნია. მე ალექსთან ლაპარაკი ვარჩივნე და სახეზე შევხედე. ალექსი გაბრაზებული უყურებდა ახალ მოსწავლეს. მიხვდა, რომ რაღაცით დავაინტერესე და ამაზე ალიან ბრაზობდა. მიზეზიც ნათელი იყო: მას ისევ ვუყვარდი. ნეტავ შემეძლოს მისი შეყვარება, მაგრამ ეს შეულებელია. ბიჭმა გვერდზე გაგვირა ისე, რომ არც კი შემოუხედავს. მთელი ისტორიის გაკვეთილიც მე მიყურებდა. ზარის დარეკვის თანავე მომიახლოვდა და მითხრა:
-გამარჯობა, მე ნოლანი მქვია. ახალი მოსწავლე ვარ.



№1 სტუმარი teo

saintereso chans..imedia ardaagvianeb

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent