ხუთი საათი (1)
იცით რა დროა?! ყველას თავისი რომ გასჭირვებია და შენ შენთვის ცალკე რომ ხარ, ვერაფერს ამჩნევ, უბრალოდ “ერთ რაღაცას” მისჩერებიხარ და უყურებ… უყურებ სანამ არ დაიღლები, შენ კი - არ იღლები… მერე მოდის ვიღაც და გამოგაფხიზლებს (რა უცნაურია ვიღაცამ შემნიშნა) რას უყურებ? არაფერს, ჩავფიქრდი. რაზე ფიქრობ? არამგონია შენთვის საინტერესო იყოს. რას მენაგლები? … - “უხეშად” გავუღიმე. მერე ნინომ მკითხა თუ ვინ იყო ის ახალგაზრდა...მეც უხეშად ვუპასუხე მე რას მეკითხებიმეთქი. ჰოი საოცრება, ტელეფონი მირეკავს…. გისმენთ. მარიამ,იმედია დღეს სალის დაბადების დღეზე მოდიხარ… ხო რავი,მოვემზადები და ერთ საათში მანდ ვარ. ნინოც წამოვიდეს რა, თხოვე. -წამოვა,წამოვა,ნუ ღელავთ. სხვათაშორის უცებ მოვემზადეთ. გვანცას შევუარეთ. ჯერ კიდევ არ იყო მომზადებუ,ღმერთო ჩემო რა ზოზინაა. “საუკუნის” შემდეგ როგორც იქნა დაბადების დღეზე აღმოვჩნდით. დიდი წვეულება იყო, ცოტა არიყოს დავიღალე,წასვლა მინდოდა, მაგრამ არ ღირდა. მერე სალომეს რა გადაურჩებოდა… ის გუშინ, რო გელაპარაკებოდა ეგაა ხო? -მკითხა ნინომ. ხო,ეგაა...რა დავაშავე ღმერთო?! რა უნდა აქ? -გავბრაზდი. მერე როგორც იქნა სალომემ გამარკვია თუ როგორ მოხვდა აქ...და ისიც აღმოვაჩინე რომ თურმე მისი ძმაკაცია...ახლა ყველაფერი გასაგებია. წვეულება დიდხანს გაგრძელდა,ღამის ოთხი საათი იყო,როცა თითქმის ყველა წავიდა.ჩვენ დავრჩით.მე,ნინო,გვანცა,სალომე და ორი “ვიღაც ბიჭი”. უსაქმურებმა სიმართლე თუ მოქმედების თამაში დავიწყეთ. (ვიცი,ზედმეტად ბანალურია,მაგრამ სხვა ნებისმიერ თამაშზე სახალისო აღმონდა,მერწმუნეთ) შეხედე ახლა ამას,მე მატყუებ? - სალომე ეჩხუბებოდა ალექსს (ეს ისაა,ვისზეც მე და სალი წეღან ვლაპარაკობდით) და აი… ჩემი დროც დადგა! სიმართლე თუ მოქმედება? - მეკითხება ალექსი. სიმართლე. გახსოვს გუშინ რა გკითხე? არა! - არადა მახსოვდა, თავი დავიდებილე. რაღაცას რომ უყურებდი და მითხარი ჩავფიქრდიო,მე კი გკითხე რაზე ფიქრობთქო და პასუხი არ გამეცი. აჰაჰაჰ - ზედმეტად უადგილო იყო ჩემი სიცილი,მივხვდი. - კონკრეტულად არაფერზე ვფიქრობდი. კარგი,გააგრძელეთ... სხვათაშორის დავიბენი და რაღაცნაირად მომეჩვენა ეს კითხვა,მაგრამ აღარ ჩავეძიე და თამაში განვაგრძე. ჩემზე რას ლაპარაკობ ხოლმე? -თამაშგარე დავუსვი ეს კითხვა, დაახლოებით ხუთის ნახევარი იყო,აივანზე ვიდექი და ღამის თბილისის ხედის ყურებით ვტკბებოდი… შენზე? - გაეღიმა დიახ,ჩემზე. სალიმ მითხრა და უარყოფას აზრი არ აქვს. რავი საინტერესოს არაფერს. რადგან ჩემზე საუბრობ,მაშასადამე საინტერესოცაა…- ღმერთო ჩემო,ნეტავ რა ამივარდა თავში?! მე სხვა რამე ვიგულისხმე… - გაეცინა და ოთახში შევიდა. 06:21 შენ კიდევ აქ ხარ? ჰეიიი,გძინავს? მე ყველაფერი გავიგე,მაგრამ თვალების გახელა დამეზარა.კარების ხმა გავიგე,მერე თითქოს დათბა. ღმერთო ჩემო,ვიღაცა ჩემზე ზრუნავს, წარმოუდგენელია… პლედი გამომიტანა და ჩუმად თქვა “არ გამიცივდესო” . როგორ გაბედა?! (ჩემთვის,გულში,ჩუმად ვიცინი) 07:15 ავდექი,აივნიდან გამოვედი და ნელა შევედი სამზარეულოში, შუქი ავანთე და მაცივრისკენ გავეშურე.მეგონა რომ ყველას ეძინა,მაგრამ ალექსი შემოვიდა.გულში ვფიქრობდი მგონი ეს ბიჭი მითვალთვალებსთქო მაგრამ… ბევრი არ ჭამო თორემ გასუქდები,მერე მარტო დარჩები. ჰაჰაჰაჰა - ძალით გავიცინე - შენ თუ მსუქანი გოგოები არ მოგწონს,ეგ ჩემი პრობლემა არ არის. როგორ არ არის?! რო გასუქდები და მერე რომ გეტყვი აღარ მომწონხართქო დარწმუნებული ვარ გეწყინება აღარ? - თან გამეცინა. ხო,აღარ… - გამიღიმა.თეფში აიღო და ნამცხვრის ჭამა დაიწყო შეხედე ღორივით ჭამს და მერე მე მეუბნება გასუქდებიო. როცა გასუქდები და მერე ჩემთან ერთად რო ივლი,შენზე გამხდარი ვიქნები და გაგიტყდება,ამიტომ… ჩემთან ერთად რატომ უნდა იარო? ეგ კარგი კითხვაა,შენთან ერთად მართლა რატომ უნდა ვიარო?ნუ “მამენტ” მართალი ხარ. - ღმერთო,რა საზიზღარი ვირაცაა,ნერვები მეშლება. იხუმრე? - გავბრაზდი,თეფში დავდე და გავედი ---------- (იმედია გარძელებას დაელოდებით) |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.