შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ორეულები (II თავი)


22-06-2016, 16:10
ავტორი Bu...
ნანახია 1 166

-გამარჯობა, მე ნოლანი მქვია. ახალი მოსწავლე ვარ,
-შევამჩნიე,-ვთქვი და გავუღიმე,-სასიამოვნოა შენი გაცნობა მე კი ფეი მქვია.
-იცი ერთადერთი ხარ ვინც ყურადღება არ მომაქია და არ ჩქარობდა ჩემს გაცნობას.
-ეს აუცილებელი არაა ჩვენ ხომ ერთ კლასში ვართ და ერთმანეთს ისედაც გავიცნობთ,-ეს ვთქვი თუ არა ალექსი გვერდზე მომიდგა და მითხრა:
- არ მოდიხარ?
არაფერი მიპასუხია ისე გავყვი. ნოლანი, ეს სახელი ძალიან მომეწონა, მას ზუსტად შეეფერებოდა. ისიც უკან გამოგვყვა და სკოლაზე რაღაცეებს მეკითხებოდა, მაგრამ ვხვდებოდი ეს ჩემთად საუბრის საბაბი იყო. საუბარში ისე გავერთე ალექსი სულ გადაგვავიწყდა. ამ დროს ჩემი ერთ-ერთი კლასელი ანა მოვიდა. დიდად არ მომწონდა ეგ გოგო. მბაძავდა და ყველაფერში მეჯიბრებოდა. ამჯერად ნოლანი შეამჩნია ჩემს გვერდით და გადაწყვიტა, რომ ესეც შეჯიბრი იყო, მას მოგება სულ სწყუროდა, მისთვის არ ჰქონდა მნიშვნელობა პრიზი რა იქნებოდა, ან თუ საერთოდ იქნებოდა. ნოლანს მისი მოშორება მოუნდა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. ანამ და ალექსმა, მე და ნოლანს საუბარის გაგრელების უფლება არ მოგვეს. ნოლანი კლასში შევიდა მე კი ალექსთან დავრჩი.
სკოლის დამთავრების შემდეგ გადავწყვიტე ბებიაჩემთან წასვლა და ინფორმაციის გაგება ჩემს წინაპარზე. ჩემი ნახვა გაუკვირდა, რადგან სკოლის დღეებში არ ვაკითხავ ხოლმე. მითუმეტეს იმან გააკვირვა ბებიამისზე კიხვების დასმა, რომ დავუწყე. გადაწყვიტა ზედმეტი კითხვების გარეშე მოეყოლა ველაფერი, მე არ ვაწყვეტინებდი:
-ბებიაჩემი ულამაზესი ქალი იყო.სხვათა შორის შენ გამსგავსებენ. ძალიან გგავდა აბოლიტურად ყველაფრით, ხსიათითაც კი.-მე გავიცინე, მან კი განაგრძო,- 1909 წელს დაიბადა, ზუსტად შენს დაბადების დღეზე 15 სექტემბერს. განსაკუთრებული ბავშვი ყოფილა, ულამაზესი. თვალის მომჭრელი ღიმილი ჰქონდა. ქალიშვილობისას თითქმის ყველა ჭაბუკს უყვარდა. შესანისნავი ხასიათი ჰქონია, მაგრამ ერთ დღეს უეცრად გაუჩინდარდა. ამის მიზეზი არავინ იცის. დედაჩემი მიყვებოდა, რომ მაშინ ბებია 25 წლის ყოფილა. სულ პატარა დარჩა დედა, მგონი რამოდენიმე თვის. როცა დედაჩემმა პირველად დაგინახა პირზე ხელი აიფარა და იკივლა „ღმერთო ჩემო, ეს შეუძლებელია, არა როგორ ჰგავს“ და მერე აქვითინდა. როგორც გაირკვა შენ დედამისს ძალიან გავხარ. თვითონ მას დედამისი მხოლოდ სურათებით ენახა. შეილება ცდება. სახელი „ფეი“ სწორედ მის პატივსაცემად დაგერქვა,- როცა ეს მითხრა გავოგნდი, ნუთუ სახელიც ერთნაერი გვქონდა, მაგრამ მოყოლა არ შევაწყვეტინე,- არსდროს ჩავძიებულვარ და ბებიაჩემზე ბევრი კითხვა არ დამისვამს. მისთვის ეს მტკივნეული თემა იყო.- ბებომ გამიღიმე და ლოყაზე მომეფერა. მეტი აღარაფერი უთქვამს. ეტყობოდა, რომ მასაც უჭირდა ამ თემაზე ლაპარაკი. უკვე საღამომდებოდა და ჩემი წასვლის დროც მოვიდა. სახლში მისვლისთანავე ვიმეცადინე და დასაწოლად მოვემზადე. დროის უქმად გატარებას ძილი ვამჯობინე.
მეორე დღე გათენდა. ამჯერად ალექსმა არ მომაკითხა. დიდხანს ველოდე და სკოლაში მარტო წასვლა გადავწყვიტე. ნელა მივდიოდი, რადგან სკოლა ახლოს იყო. სკოლაში მისვლისას ალექსი იქ არ დამვდა. ავნერვიულდი, ის სკოლას უმიზეოდ არ აცდენს და იშვიათად ავადმყოფობს. თავი მარტოდ ვიგრძენი. ეს ნოლანმა შენიშნა და გასართობად ლაპარაკი დამიწყო. საინტერესო და კეთილი ადამიანი გამოდგა, მასთან ლაპარაკი მსიამოვნებდა. ჰქონდა ხავერდოვანი, ულამაზესი ხმა, რომელიც ყურებში სიმღერასავით ჩამესმოდა. ალექსი გადამავიწყდა, მაგრამ ცოტა ხნით. ანამ დაინახა, რომ ნოლანი ისევ მე მელაპარაკებოდა და ყურადღება მიიქცია. აკივლდა, ვითომ რაღაცა ეტკინა, მაგრამ ვიცოდი ეს მარტო ყურადღების მისაქცევად გააკეთა. ფიზკულტურის გაკვეთილი გვეწყებოდა, გადავწყვიტე კალათბურთი მეთამაშა. ეს ჩემი საყვარელი სპორტის სახეობაა. ზარის დარეკვისთანავე ნოლანი გვერდზე მომიდგა და აღარ მომშორებია. ანას უხეშად გახედა და მიახალა არ მომწონხარო. მისი სახე უნდა გენახათ ამის მოსმენის დროს. თავი ყველა ლამაზი ეგონა და სხვებს ქედმაღლურად უყურებდა. არავის არ მოსწონდა ანა, მაგრამ ყველა კარგად ექცეოდა. თვითონ კი ყველას აბუჩად იგდებდა. ნოლანი გმირულად მოიქცა ყველას წინაშე ეს, რომ უთხრა. მთელი ფიზკულტურის გაკვეთილი ერთად გავატარეთ. გაირკვა ნოლანსაც ჰყვარებია კალათბურთი და ჩმსავით არ უყვარდა მომაბეზრებელი ადამიანები. ალექსი ჩემი შეყვარებული ეგონა, მოვუყევი უხერხული ამბავი, რომ ალექსს ვუყვარდი. გაიცინა, ბურთი ისროლა და კალათაში ჩააგდო, შემდეგ მომიბრუნდა და მითხრა:
-ფეი, ისეთი ჭკვიანი და ლამაზი ხარ, შენი შეყვარება ადვილია,-ეს თქვა თუ არა მე გავწითლდი. არ შეიმჩნია და განაგრძო,-მაგრამ დავიწყებაა რთული. შენ მომაჯადოვებელი ღიმილი გაქვს. არ ვიცი სხვები ამას როგორ უძლებენ. იყო შენს გვერდით და არ უყვარდე,- გაიცინა, - ეს შეუძლებელია.-თქვა და ხელი ხელზე მომკიდა. ადგილზე გავშრი, ვეღეღარ ვმოძრაობდი. აი, უეცრად ზარი დაირეკა და ამან გადამარჩინა, აზროვნების უნარი დამიბრუნდა და უეცრად გავიქეცი. ალბათ სულელად მოვეჩვენე, მაგრამ არ ვიცოდი როგორ უნდა მოვქცეულიყავი. არ მინდოდა გამეგო რა მოხდებოდა ასე, რომ არ გამეკეთებინა.



№1  offline წევრი elene tetruashvili

kargia ! yochag !

 


№2  offline წევრი Bu...

elene tetruashvili
kargia ! yochag !

მადლობა ^_^

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent