გამაღიზიანებელი ხარ (3)
დიტო ოთახიდან გავიდა, მე კი ოთახის თვალიერებას მოვყევი. როგორი მყუდრო იყო და ამავდროულად როგორი ქაოსური. სულ არ ეტყობოდა სახლს, რომ მამაკაცი ცხოვრობდა აქ. -აი ყავა მიირთვი_ფინჯანი მაგიდაზე დადო და თავისი შავი, კუპრივით თვალები მომანათა. მეც არ დავაყოვნე და მზერა მის თვალებს მივაპყარი. როგორც კი დაინახა მის თვალებზე შეჩერებული ჩემი მზერა, მაშინვე თვალი ამარიდა. -მადლობა _სასიამოვნოდ შევიშმუშნე და ფინჯანს დავწვდი. -არაფრის. გყოლია მის შემდეგ შეყვარებული, რაც ეს ინციდენტი მოხდა?_ფინჯანი მაგიდაზე დადო და ხელები მკერდთან გადაიჯვარედინა. -რატომ მეკითხები?_ცალი წარბი ზემოთ ავზიდე და ყურადღებიანი თვალები შევანათე. -მე შენი ფსიქოლოგი ვარ. -როგორც ვიცი, სიანსი მხოლოდ დღეში ერთხელ უნდა ყოფილიყო_ხელები მუხლებზე დავიდე და წინ წამოვიწიე. -გაღიზიანებს ჩემთან ლაპარაკი თუ გეზარება? მე ვალდებული ვარ უბრალოდ_წყანარად გამიღიმა და ყავა დააგემოვნა. -აჰა ვალდებული ხარ არა? -დიახ, დიახ. -მღლის შენთან ლაპარაკი _ფეხზე წამოვდექი. -რა, ცუდ დღეში გაქვს ნერვები. მაშინვე გავჯიქდი, დაბალ მაგიდას მოვუარე და დიტოს წინ ავესვეტე, ნახევარი მეტრი იყო დაშორება. -შენ გირჩევნია, ჩემი ნერვების შეფასებას და ჩემს დამცირებას, საქმე აკეთო და წესიერად მელაპარაკო _თითის ქნევით, გამაბრთხილებლად, ხმა წასულმა ამოვიკნავლე. -რა სუსტი ხარ, როგორ გიჭირს კატეგორიულად საკითხის დასმა_გამიცინა და უფრო მომიახლოვდა. -შენ სისუსტეს არასდროს დაგანახებ, ასე რომც იყოს _თვალი ჩავუკარო და თავი უკან გავწიე. -შენი თითოეული მიმიკით ამტცეკბ მაგას, აღარ უნდა დამტკიცება სხვანაირად. -გასაგებია_მის მარწუხებში მოქცეულს, ხელის კვრაღა დამრჩა სიტუაციიდან გამოსასვლელად. -ხელისკვრაც არ იცი წესიერად_ქვეშიდან მწველი ღიმილით ამომხედა. -მასწავლე_გადავხედე, მომაბეზრებელი სახით. -წადი, სხვადროს გასწავლი. -განაწყენებული დამტოვე, გული დამწყდა_ქვედა ტუჩი გადმოვაბრუნე და თვალები სწრაფად ავაფახუნე. -გასწავლი თქო. -კაი წავალ მე, მადლობა ყავისთვის. -არაფრის . გამოვედი სახლიდან. კარებამდე არც მივუცილებივარ. ჩავირბინე კიბეები და ჩემს კორპუსს მივუახლოვდი, ეზოში გვანცა დავინახე. -გოგო შენ ნორმალური თუ ხარ? სად არგეძებე, ან ტელეფონი რატომ გაქვს გამორთული, ან რომელი კორპუსიდან მოდხარ, იქ რაგინდოდა? -ოო ფსიქოლოგთან ვიყავი, შემიკალი ახლა_კიბეებზე ფართხა-ფურთხით ავედი, რომ შემდეგი კითხვა არ დაედევნებინა. -ბარბარე რას მიმალავ გოგოო_შემომატრიალა და თვალები სასაცილოდ გადაატრიალა. -ხოიცი არა, რომც მინდოდეს არაფერი მოხდება, მითუმეტეს მაგ ხეპრესთან_ხელი ჩავიქნიე და ნელა ისევ განვაგრძე საფეხურების ჩამოტოვება. -ერთხელ და სამუდამოდ დაივიწყე. 5 წელი გავიდა გინდა იმ ნაძირალას გულისთვის კაცთანაც აღარ გაიარო? -შენ გოგო ტვინს ძალაა დაატანე და ისე იაზროვნე, ეგ ნაძირაალა მიყვარდა და მიყვარს, ხო კიდე მეყვარება და კიდევ, კაცთან არგავივლი. არა მარტო იმიტომ, რომ მიყვარს იმიტომ, რომ ეგ მხოლოდ მსუბუქი ყოფაქცევის ქალებს ეხერხებათ, გაუთხოვრად გავლა გამოვლები_ქოქინით ვლაპარაკობდი და თან ხელებს უმისამართოდ ვიქნევდი. -ამოისუნთქე, ჰოო ამოისუნთქე შე კომუნისწოოოო_ ბოლო სიტყვა განსაკუთრებით გაწელა და გადაიკისკისა ჩემს უკან მომავალმა ახლა ,,რაზგონი'' აიღო და ბინამდე მიმასწრო. -წავედი მე, ვიძინებ ძალიან დავიღალე დღეს რაა_უსიცოცხლოდ გავფრუტუნდი სამზაეულოში და წყლიანი ჭიქა ერთი მოყუდებით გამოვცალე. -დაიღლებოდი გენაცვალე_გამომძახა მისაღებიდან და აფხუკუნდა . -კიდევ ერთი სიტყვა საკმარისია და იცოდე, რომ გარეთ გაგიპინტრიშებ_დავუყვირე, საძინებლისკენ წავედი და გადავეშვი მორფეოსის სამყაროში. დილით ადრიანად გავიღვიძე და მაშინვე აბაზანას მივაშურე. წყლის თბილი წვეთებით სასიამოვნოდ დამენამა სახე, თმა დამისველდა და დამიმძიმდა. ყოველთვის როცა ჩემს თავთან მარტო ვრჩებოდი, მახსენდებოდა ნიკას გაციებული გვამი და ყველა ის საშინელი კადრი რაც იმღამეს მოხდა. უცბათ წყალი გაცივდა, მაშინვე კანკალი ამიტყდა, ძალიან შემეშინდა, დუშკაბინიდან გამოვედი და როგორცკი სააბზანოს პირველივე, ცივ ფილას ფეხის ტერფი შევახე, მაშინვე საშინელი შეგრძნება დამეუფლა. ყვირილი დავიწყე და უსიცოცხლოდ გადავვარდი იატაკზე. არვიცი რამდენი ხანი ვიყავი ასე. არც გვანცა იყო როგორც ჩანს სახლში. ასე იატაკზე გაშხლართულს ჩამეძინა. გვანცას თბილი და ნაზი ხელების შეხებამ გამომაფხიზლა. -ბარბარე ადექი სულ გაციებულხარ, გაყინულიხარ_ხელებში თვალის გახელვისთანავე, გვანცას გაყინული და მკაცრი სახე შემრჩა, ფეხზე წამოვდექი, ხალათი შემოვიცვი და ოთახში გავედი. უკვე ორი საათი ხდებოდა წამოვწექი საწოლზე და ცოტა ჩამთვლიმა. -ბარბარე შემოვალ ცოტახნით_გვანცამ კარზე დამიკაკუნა და კარის სახელური ფრთხილად ჩამოსწია. -შემოდი -ბარბარე, ხო ხედავ რა ცუდ მდგომარეობაში ხარ. იცოდე ყველაფერი უთხარი დემეტრეს და დაგეხმარება. არ გაჯიუტდე და მკურნალობა არშეწყვიტო_მის ხმაში შიში იგრძნობოდა -იცი გვანცა, მე მარტო ჩემი თავი თუ მიშველის. ვერც მეცადინეობას ვუდებ გულს, ვერაფერს და ის დემეტრე თუ დიტო თუ ვინცაა, უარესად მხდის. სულ ნერვებზე თამაშობს, პირველივე სიანსზე საავადმყოფოში ისეთები მითხრა ნიკაზე. ძალიან გავბრაზდი. არ აქვს მას ამყველაფრის უფლება_არც ამომისუნთქია ისე მივაყარე, გვნაცი კი გაშტერებული მისმენდა და ჩემს მანერებს აკვირდებოდა. -ხო გასაგებია, მაგრამ ხო ხედავ მდგომარეობა უფრო რთულდება და თუ ვერ დაგეხმარა, იცოდე სხვა ფსიგლოგს ვიპოვით, უკეთესს. არვიცი ამას რამდენად მოვახერხებთ, იმიტომ რომ დემეტრე თავის საქმეში უძლიერესია და კონკურენტებიც არ ყავს .ვერშეედრებიან მას, არვიცი, არვიცი როგორ მოხერხდება ეს ყველაფერი . სიტყვის თქმა ვერ მოვახერხე, რომ გვანცას ტელეფონი ამღერდა. -გისმენთ, დიახ, როგორც იტყვით, 20 წუთში, დიახ, მადლობთ,ნახვამდის. -ვინ იყო?_ინტერესით სავსე თვალებით შევხედე. -დემეტრე იყო, 20 წუთში მოიყვანეო_მითხრა ღიმილით -ათასჯერ ვუთხარი, რომ მეც შემიძლია მისვლა, არავის მიყვანა არმჭირდება_პირქვე გადავბრუნდი საწოლზე და ავბუზღუნდი -გოგო ხო ხედავ სპეციალურად შვება და არმორჩება, მანამდე სანამ არმიხვვდება, რომ აღარ ბრაზდებიი. მოსწონს რომ გაბრაზებს. ხო ხედავ ნერვების დამუშავებას ცდილობს. არ იყავი ასეთი ფეთქებადი, მაგრამ ეტყობა ძლიერი ადამიანები გაფრთხობენ, არადა გახსოვს ბავშვობაში შენი გაბრაზება ძალიან რთული იყო. როგორი გაწონასწორებული იყავი ხოლმე_გადაიკისკისა გვანცამ და გვერძე მომიწვა. -დავაგვიანებ თორე განვაგრძობდ მე შენთან ამ თემაზე საუბარს ქალბატონო, მაგრამ ერთი იცოდე კი არ მაფრთხობს უბრალოდ მაღიზიანებს, მისი ხეპრე და უთლელი ხასიათი. _გავუღიმე, თვალი ჩავუკარი და ტანსაცმლის არჩევას შევუდექი. -აიი ეს მაღალწელიანი შრვალი ჩაიცვი და ეს საროჭკა. -ამ საროჭკაში და შრვალში ყვლა, მადისაღმძვრელი ფორმა მიჩანს, პირველ პაემანზე კი არ მივდივარ გოგონი, ექიმთან მივდივარ _თვალები გადავატრიალე და გვანცას მუჯლუგუნი ვკარი -მაშინ აი ეს დაფხრეწილი ჯინსი ჩაიცვი_შემომხედა და დამეჯღანა. -ისე მართალი ხარ_გავიცინე და ჯინსი საწოლზე გადავუშვი. -ყველაზე დიდი, დებილი ხარ. რეებს იცმევ გოგო, ასეთი შანსი გაქვს კაცს მოეწონო და რეებით მიდიხარ მასთან. -მასთან მივდივარ სამკურნალოდ _თვლაი ჩავუკარი და ლოყაზე ვუჩქმიტე_დააკონკრეტე ხოლმე. ხუთ წუთში მზად ვიყავი. ორ წუთში კი დიტოს სადარბაზოში. კართან საკმაოდ დიდხანს მაყურყუტა. -შემოდი_არცშემოუხედავს ისე გამიღო კარი და მისაღებში გატრიალდა, მეც შევედი მივხურე კარები და მისაღებში დივანზე ჩამოვჯექი. -ყავა ჩაი?_შუმჩნევლად გამიღიმა, კედელს მიეყრდნო და ჩემს პასუხს დაელოდა. -მადლობა არცერთი_უხერხულად გავხედე და გავუღიმე. -ასეთი თავაზიანი, იშვიათად ვარ და ისარგებლე ამით-მანაც საპასუხო ღიმილი აიკრა სახეზე. -ჯობია საქმეზე გადავიდეთ_ხელებით დივნის კიდეებს დავეყრდენი და წინ წავიწიე -რა სწრაფი ბრძანდებით_კედელს გამოეცალა და ჩემს წინ მოკალათდა -ყველაფერში არა. -დაახლოებით მეც ესე მეგონა, რასვიზავთ ყველაფერში არ მიმართლებს. -ვერ გავიგე? -არაფერი, არაფერი ახლა შენ ის მითხარი, რაში გამოიხატება შენი ცუდად ყოფნა? |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.