შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მილანიდან ისევ თბილისში [9]


1-08-2015, 14:15
ავტორი Salome17
ნანახია 2 792

-ანუ რა გამოდის რო ერთად ხართ? -ბედნიერი ღიმილით კითხა ელენემ ანას და ცივი ყავა მოსვა.
-ეგრე გამოვიდა-ასევე ღიმილით უპასუხა ანამარიამ.
-გუგას სახე დამანახა ნეტა, კიტასთან ერთად რომ იყავი. -თქვა ნიაკომ.
-შენ და გუგა რამდენი ხანი იყავით ერთად? -იკითხა მარიამმა (კიტას რძალი)
-ექვსი თვე.
-და რატო დაშორდით?
-მივხვდი, რომ ჩვენი ურთიერთობა პროგრესირების მაგივრად რეგრესირებდა და მის დანახვაზე გულში რაღაც არ გამკრავდა ხოლმე, როგორც ეს კიტაზე მემართება.
-გასაგებია.
-შენ და ლაშამ როდის უნდა დაადგათ საშველი?-კითხა ანამ ელენეს.
-რა? რა მე და ლაშა? რა დაგალევინა კიტამ? -შეიცხადა თოფურიამ.
-ორი თვეა რაც გიცნობ და პირველი დღიდანვე შევამჩნიე როგორ უყურებთ ერთმანეთს და როგორ ზრუნავთ ერთმანეთზე. ამის დასაფარად კი ჩხუბობთ.-ინტრიგნულად გაიღიმა მარიამმა.
-სისულელეებს იგონებთ!-არ ტყდებოდა თოფურია.

******
-არ შემოხვალ?
-იმედია არ ეწყინებათ გოგოებს და დღეს ვერა, შენ გამოდი.
-კაი.-ღიმილით გათიშა ტელეფონი, დაქალებს გამოემშვიდობა და კაფე დატოვა. კიტა მანქანაში იჯდა და ეწეოდა, თავისი ანუშკის დანახვისას გადმოვიდა და გაწრიპულ ანას შემოხვია თავისი ხელები, რომლებიც ალბათ ანას ნაირ ხუთს მაინც დაიტევდნენ, მაგრამ აქ მხოლოდ ერთი ანუშკის ადგილი იყო.
-უკვე მომენატრე და ხვალ მთელი დღე როგორ უნდა გავძლო უშენოდ.
-არ მეგონა აბაშიძეების ვაჟი ასეთი გულჩვილი თუ იყო.-როგორც კი კიტას ნაწყენი სახე დაინახა, მაშინვე ხელი მოჰხვია ლოყებზე და აკოცა. მაშინვე დაივიწყდა წყენა აბაშიძემ.

********
კიტამ მანქანა ახლადაშენებული კორპუსის წინ გააჩერა. ანამარია გადმოიყვანა და თავის სხეულზე აკრული აიყვანა სახლში.
-კიტა ვისი სახლია?
-ჩემი.
-მარტო ცხოვრობ?
-თან კი, თან არა. ბინა ვიყიდე, მაგრამ დროის უმეტესს ნაწილს მაინც მშობლების და ჩემი ბავშვობის სახლში ვატარებ. არ მიყვარს მარტოობა, აქ მხოლოდ მაშინ მოვდივარ როცა ფიქრი მჭირდება და განმარტოება.
-ახლა ერთად უნდა ვიფიქროთ? -ამაზე გულიანად გაეცინა კიტას და გოგონას მისაღებში შეუძღვა.
-რას დალევ? ყავა, ჩაი, ღვინო, წვენი...?
-ყავას.
-კარგი, გავაკეთებ და მოვალ.
-მეც დაგეხმარები-უკან გაჰყვა კიტაა სავარაუდოდ სამზარეულოში. საბოლოოდ ყავა კიტამ გააკეთა, ანა კი, როგორც კი ფეხებიდან ქუსლები მოიშორა, სამზარეულოს მაგიდაზე შემოხტა, კიტას უყურებდა და ბევრ კითხვას სვამდა, როგორც პატარა ბავშვი.
-წამო, ისევ მისაღებში გავიდეთ.-ხელებში ჭიქებ დამშვენებული გაუხღვა წინ კიტა. ყავის ჭიქები დაბალ მაგიდაზე დადგა და თეთრ კუთხურ სავარძელში მოთავსდა.
ანამ სახლის დათვალიერებას შეუდგა, რომელიც უკვე ძალიან მოსწონდა. ყველაფერი გემოვნებით იყო მოწყობილი და რაც მთავარია კომფორტულად. მოკლედ მყუდრო გარემო იყო კიტას სახლში. მოულოდნელად ხელები იგრძნო მაისურის ქვეშ მუცელზე და სიამოვნებისგან გაინაბა. კიტამ ყურის ძირში აკოცა და ყელისკენ ჩაყვა. ანამ ღრმად სუნთქვა დაიწყო და რომ არა მის მუცელზე შემოჭდილი ძლიერი ხელები, იატაკზე აღმოჩნდებოდა. ნელნელა წაიყვანა დივნისკენ და ზევიდან ისე მოექცა კიტა კოცნა არ შეუწყვიტავს. თან ნელნელა ზედმეტი ტანსაცმლისგან ათავისუფლებდა ანას. მოულოდნელად ანას ტელეფონა დარეკა. ტასო იყო, ანამარიამ აუხსნა, რომ დღეს სახლში არ მიდიოდა, ელენესთან რჩებოდადა და დედამ უკვე იცოდა. ტელეფონი რონ გათიშა იმედი გაუცრუვდა, კიტა წყნარად სვავდა უკვე გაციებულ ყავას და რამდენიმე წამის წინ მომხდარს არ იმჩნევდა. ფილმს უყურეს, ანა კიტას ზევიდან ეწვა მუცელზე მუცლით, ბიჭს კი ხელები ჰქონდა შემოხვეული. როგორც კი ფილმი დამთავრდა თვალებ მინაბული მაისურაძე ხელში აიყვანა და თავის ოთახში გაიყვანა კიტამ, ლოგინის კიდეზე ჩამოსვა და კარადა გამოაღო, თავისი თეთრი მაიკა გამოუღო პერანგად და თვითონ ისევ მისაღებში დაბრუნდა, მივალაგებ შუქებს ჩაცაქრობ და მოვალო. სასწრაფოდ გამოიცვალა ანამ, კიტა არ შემოვიდესო. თავისი ნივთები დაკეცა და გადაკიდა. მერე საწოლს გადახადა და შიგნით შეწვა. გონზე სისველის შეგრძნებამ მოიყვანა. ლოყაზე რამდენიმე წვეთი მოხვდა. თვალი გაახილა და ახლად ნაბანავები კიტა შერჩა ხელში, რომელსაც თმა ჯერ კიდევ სველი ჰქონდა. ერთმანეთს მოეფერნენ და ყველაზე საოცარ მომენტში, კიტა დაბლა ჩაიწია თავი ანას მუცელზე დადო და ხელები წელზე შემოხვია, მისი ცალი ფეხიც გოგონას ფეხებში ახლართა. ისე მიეწება კიტა ანას, გოგონას ცხელ ზაფხულში კიდევ უფრი დასცხა, მაგრამ სიამივნებისგან ხმას არ იღებდა. თმაში შეუცურა ბიჭს ხელი და იქამდე ეთამაშა მის თმებს სანამ არ ჩეძინა.

******
დილით საჭმლის სუნმა გააღვიძა, მაშინვე ფეხზე წამოხტა და კიტას ძებნა სამზარეულოდან დაიწყო.
ანას დანახვაზე კიტამ გოგო ხელებში მოიქცია და ხელის ერთი მოძრაობით ანუშკი სამზარეულოს მაგიდაზე აღმოჩნდა.
-ძალიან სექსუალური ხარ ჩემ მაისურსა და მაკიაჟის გარეშე, აპუწულ თმებში. -ამჯერად მისი კომპლიმენტი არ სწყენია, პირიქით გაეხარდა. მერე ხელები კისერზე შემოხვია და თავისკენ მიიზიდა მის ფეხებსშუა მოქცეული მამაკაცი. კიტაც დაეტაკა მის ბაგეებს, ჯერ ზედას უკოცნიდა, მერე ქვედას, ბოლოს ორივეს ერთად, რამდენჯერმე კბილიც გამოსდო ტუჩებზე, თან ხელით ფეხებზე ეფერებოფა. ანამარია რამდენიმე წამი გაშტერებული იჯდა და სიამკვნებისგან კრუტუნებდა, მერე თვითონაც ეცადა აჰყოლოდა პარტნიორს.


ძალიან მწყინს კომენტარების დაწერა, რომ გეზარებათ.



№1  offline წევრი brooklynbaby

სალო გული არ დაგწყდეს love მე ვკითხულობ და მომწონს სულ ველოდები მომდევნო თავებს love love

 


№2  offline წევრი Salome17

brooklynbaby
სალო გული არ დაგწყდეს love მე ვკითხულობ და მომწონს სულ ველოდები მომდევნო თავებს love love

დიდი მადლობა❤️❤️❤️

 


№3  offline წევრი happiness

რაღაც საყვარელი მოთხრობაა, ეხლა წავიკითხე ყველა თავი. გააგრძელე :*

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent