შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიყვარული სიცოცხლის ფასად *სრულად*


22-06-2016, 20:12
ავტორი მარიამი :)
ნანახია 7 610

-გადავწყვიტე სრულად ამეტვირთა.მოწონების და არ მოწონების შემთხვევაშიც დაწერეთ კომენტარი, რომ თქვენი რჩევები გავითვალისწინო . მადლობა დიდი წინასწარ <3 <3 <3
---------

რა გინდა თქვა ამით? გეგას ვერანაირად ვერ დავტოვებთ საქმის გარეთ, მან საჭიროზე მეტი
იცის..-წარმოთქვა კაცმა დაძაბული ხმით და მაგიდის თავში მჯდომსს ძლივს განათებულ
სახეზე დააკვირდა.
-და ვინ თქვა რომ ის უბრალოდ საქმიდან გავა და უფლებას მივცემთ ცხოვრება ჩვეულებრივად
გააგრძელოს?-ირონიული ტონით იკითხა მამაკაცმა, ცალყბად ჩაიცინა და თავი გადააქნია კაცის
გულუბყვრილობით გაკვირვებულმა.მის გვერდით მჯდომს გახედა და სერიოზული ხმით
უთხრა:
-ირაკლი, ეს საქმე შენთვის მომინდია, იცი რაც უნდა გააკეთო- შედარებით ასაკოვანმა მამაკაცმა
თავი ოდნავ დაუქნია და ჩაიცინა.-ყველაფერი ისე იქნება როგორც თქვენ გსურთ, ბატონო კახა.
-ძალიანაც კარგი-სერიოზული სახით უთხრა მამაკაცმა და ახლა უკვე ყველას გადახედა- ახლა
კი უფრო მნიშვნელოვანი საქმე გვაქ მოსაგვარებელი.. ჩვენი საყვარელი ბატონი ალექსანდრე
მეტრეველი უკვე ყველანაირ ზღვარს გადადის, მან უარი თქვა ჩვენთან არალეგალურ კავშირზე
მიუხედავად იმისა რომ იცოდა თუ როგორ გვჭირდებოდა ეს ჩვენ, ყველაფერთან ერთად ის
ყველანაირად ცდილობს ჩვენს ჩაძირვას და სამწუხაროდ რაღაცეები უკვე გამოუვიდა
მაგრამ მე აღარ მივცემ უფლებას ჩვენი დაცინვა განაგრძოს, ის ჩემი დიდი ხნის მეგობარი იყო მან
კი ზურგი მაქცია სწორედ მაშინ, როცა ყველაზე მეტად მჭირდებოდა მეც და ჩემს
ბიზნესსაც..ახლა კი ჩემი ჯერია, მას მისი არცერთი საქციელი არ შერჩება..მოგეხსენებათ ჩემი
კეთილი გულის ამბავი(ირონიულად გაიცინა და ხელები გაშალა) , დღეს დილით კიდევ ერთი
გაფრთხილება გავუგზავნე და კიდევ ერთი შანსი მივეცი რომ ისევ დამდგარიყო ჩვენს გვერდით
მაგრამ მან დამცინავად შემომხედა და მითხრა რომ ის მზად იყო ნებისმიერ საშინელებაზე
მოეწერა ხელი, მაგრამ არა ამ დოკუმენტზე რადგან ეს მისთვის საკუთარი თავის, მისი კომპანიის
შეურაწყოფა იყო ამიტომაც მე გადავწყვიტე მას სხვა დოკუმენტი გავუგზავნო..ის საშინელი
დოკუმენტი , რომელსაც ხელი გაუაზრებლადაც კი მოაწერა..ჰმ (ჩაიცინა) თუმცაღა, მან ხომ თქვა
ამაზე არც არანაირი პრობლემა ექნებოდა ჰოდა..შემოდი -გასძახა ვიღაცას და ჩაბნელებული
შემოსასვლელისკენ გაიხედა..რამოდენიმე წამი სიჩუმე იყო
შემდეგ კი, შემოსასვლელში შავი მაღალი აჩრდილი გამოჩნდა, მალევე გამოეყო სიბნელეს და
მაგიდასთან მჯდომმი მამაკაცების წინ წარსდგა..მკაცრი და ცოტათი ირონიული მზერით
აკვირდებოდა იქ მდგომთ და მუქი მწვანე თვალები ავისმომასწავებლად უელავდა..ნავარჯიშევი
იყო, მაგრამ არა ძალიან დაკუნთული, ხელები ძლიერად მომუშტა, რაზეც თითოეული ხელის
მთელ სიგრძეზე ძარღვები დასკდომამდე დაებერა, თავი ზემოთ აწია და "მაყურებელთა"
ცოტათი შეშინებულ მზერაზე ირონიულად ჩაიცინა, შემდეგ კი თავი ჩამოწია და სივრცეს
მკაცრი მზერას გაუსწორა..
-გაიცანით ეს დიმიტრია-მაღალი, ბიჭისკენ ანიშნა ყველას კახამ-ის ალექსანდრეს ერთადერთ
ქალიშვილს მოკლავს..
7 7 7-ლენააა!!-უკვე მეათედ დაიძახა ქალმა და როცა პასუხი ისევ ვერ მიიღო, შეწუხებულმა თავი
გადააქნია და ოთახისკენ წავიდა. ღია წაბლისფერთმიანი, სუსტი გოგონა თეთრ , ფუმფულა
სავარძელში კომფორტულად მოკალათებულიყო, ყურსასმენებში მუსიკით ბოლომდე გართული
თაბახზე ფუნჯებით
რაღაცას ხატავდა და თან მისთვის ღიღინებდა. რამოდენიმე წუთში სახეზე ღიმილი გადაეფინა,
ყურსასმენები მოიხსნა და სიხარულით წამოიძახა "მოოვრჩიი" თქვა და ფურცელი ჰაერში
ააფრიალა, ქალის დანახვისას ცოტა შეკრთა მაგრამ შემდეგ ღიმილით ჰკითხა-უი დედა შენც აქ
ხარ? როდის შემოხვედი??
ქალმა სახეზე მკაცრი გამომეტყველება მოირგო და გოგონას ნაწყენი ხმით უთხრა-უკვე მეათედ
გეძახი ლენაა, რა იცი ეს, გაიკეთებ ყურსასმენებს და სამყაროს არსებობის შესახებ გავიწყდება.
-ანა ჰოიცი მუსიკის გარეშე ვერ ვხატავ და რა ჩემი ბრალიაა...(თავი მორცხვად დახარა)-რა
მოხდა?
-შენი ახალი მძღოლი მოვიდა, რომელიც ამასთანავე შენი მცველიც იქნება-ფრთხილად თქვა
ქალმა და შვილის რეაქციას დაელოდა
-რააა??(პირი გაოცებისგან დააღო) კარგი რაა ანაა, სადაცაა სრულწლოვანი გავხდებიი, სიარული
არ ვიცი თუ ლაპარაკი დამავიწყდა?! არ მჭირდება არც მძღოლი და მითუმეტეს არც
მცველი..-მტკიცედ თქვა და ქალს თვალი აარიდა
-ლენა ნუ ჯიუტობ, შენც კარგად იცი რამდენი მტერი ჰყავს მამაშენს მისი წარმატებების
გამო..მტრები, რომლებმაც კარგად იციან თუ რაოდენ ძვირფასი ხარ შენ მისთვის და ეს
ყველაფერი შეიძლება ცუდადაც კი გამოიყენონ..-ბოლო სიტყვებზე სახე შეწუხებისგან მოეღრიცა
და შვილს მუდარის თვალებით გახედა
-ბოდიში დედა მაგრამ მე არ მჭირდება მცველი! საკუთარ თავს თვითონაც კარგად მოვუვლი..ასე
რომ, ალექსანდრე მამიკოს (გაიცინა) შეგიძლია უთხრა რომ მის "საჩუქარს" არ ვღებულობ_
ჩანთას ხელი დაავლო და კარებისკენ წავიდა, გასასვლელთან მისული უკან წამით მობრუნდა და
როდესაც ლოგინზე ჩამომჟდარი ქალის აღელვებულ სახეს მოჰკრა თვალი, უკან მობრუნდა,
ქალს ლოყაზე ეამბორა და ყურში ჩასჩურჩულა- ნუ ნერვიულობ ანა, ბოროტი კაცუნიები
ვერაფერს დამაკლებენ-თქვა და ჩაიცინა, მის სიტყვებზე ქალსაც ჩაეღიმა და ლენას მეტი რაღა
უნდოდა?! სიხარულით წამოხტა და გავიდა ოთახიდან, მისაღებში მჯდომ "მცველს" ნაგლი
მზერა ესროლა და ბინა დატოვა. მობილურს დახედა და როცა რამოდენიმე გამოტოვებულ ზარს
მოჰკრა თვალი, სახე სასაცილოდ დაღრიცა და ნომერი აკრიფა
-როგოორცც იქნაა მისტერ დაყრუეება! ავოეე მიპასუხააა, სადახარ გოგო ამდენ ხანს??-სასაცილო
ტონით საუბრობდა დაქალი ყურმილს იქეთ და ლენას სიცილზე თვითონაც სიცილი აუვარდა
-ვხატავდიი დაა...-ჩუმად ჩაილაპარაკა ლენამ
-აჰაა, მაშინ მაპატიეთ ვან გოგ რომ მოგაცდინეთ მაგრამ თუ საათს დახედავთ, მიხვდებით რომუკვე ნახევარი საათია რაც ქართულზე დააგვიანეთ და ეკა უკვე ცეცხლებს ყრის, ასე რომ ჯობია
ფეხს აუჩქარო.
-ჰოო ჰოო მოვდივარ_თქვა და მობილური სწრაფად გათიშა, ყურსასმენები მოირგო და სწრაფი
ნაბიჯებით გაუყვა ჩაბნელებულ ქუჩებს. რა ექნა ?! აბიტურიენტობა ადვილი ჰო არ არის?
შეეცადა კვირაში ერთი დღე მაინც მოეტოვებინა თავისუფალი რომ დააესვენა ,მაგრამ ბოლოს
ისე გამოუვიდა რომ პირიქით, ქართულზე საკმაოდ შებინდებულზე და სახლიდან შორს უწევს
სიარული..რას იზამ..აბიტურიენტობა რას გაგახარებს ადამიანს..პირიქით იქეთ უნდა დაუთმო
და გამოცდები უბარო..ჰეჰ.. ბბოლო ხმაზე უსმენდა მუსიკებს და ირგვლივ ვერავის და
ვერაფერს ვერ არჩევდა. ამ ორზეა ნათქვამი ერთმანეთის გარეშე არ შეეძლოთო, ცხოვრობდნენ
დიდხანს და ბედნიერად ჩვენი ლენა და მისი ყურსასმენები, ასე რომ ვთქვათ, ვერც ლენა
ძლებდა ყურსასმენების გარეშე და ყურსასმენები ხო საერთოდ ვერ ძლებდა ლენას გარეშე,
აჰაჰ..გზასთან მისული
საერთოდ არ აქცევდა მანქანების მოძრაობას ყურადღებას, რადგან მართლა ძალიან ეჩქარებოდა,
შედეგად კი მანქანებისგან რამოდენიმე "ხმაურიანი გაფრთხილებაც" დაიმსახურა..უკვე
თითქმის ტროტუართან მისულმა თავი წამით მოაბრუნა და შეშინებულმა თვალები ჭყიტა როცა
მისკენ სწრაფად მომავალ მანქანას მოჰკრა თვალი. სწორედ ამ წუთებში იგრძნო წელზე ძლიერი
მკლავის მოხვევა და ჰაერში ატაცება , თვალები ძლიერად დახუჭა და მაშინაც კი, როცა
ფეხქვეშ ასფალტი იგრძნო, თვალებდახუჭული იდგა და თითქოს რაღაცას ელოდებოდა..
-შეგიძლია თვალები გაახილო, უკვე ტროტუარზე ხარ- გაიგონა ვიღაცის სუსხიანი ხმა და
ირონიული ჩაცინება. თვალები ნელა გაახილა, ირგვლივ მიმოიხედა და როცა დარწმუნდა რომ
ყველაფერი მართლაც ასე იყო უცნობს გახედა მაგრამ სიბნელის გამო მისი ვერც ერთი ნაკვთი
ვერ გაარჩია.
-შენ გოგო კარგად ხარ? სიკვდილი თუ მოგენატრა შეგიძლია თავი სხვაგან მოიკლა და ეს სხვას
არ მიაწერო!! -მკაცრად ჩაილაპარაკა უცნობმა და ლენას უფრო მიუახლოვდა. გოგონა მისი ხმის
სუსხიანობით შეშინებული, ვერაფერს ამბობდა და ერთადერთი სურვილი რაც ეხლა გააჩნდა
იყო ის, რომ გაეგო თუ როგორი გარეგნობის შეიძლებოდა ყოფილიყო ასეთი ცივი ხმის პატრონი.
-დაყრუვდი კიდევაც? არ გამიკვირდება, ვატყობ მაგ ყურსასმენებს არასოდეს იშორებ და აი
შედეგიც! მეორედ მაგით დაგინახავ და სულ ნაფლეთებად გიქცევ!-გაბრაზებულმა წამოიძახა
მამაკაცმა და როცა გოგონასგან პასუხი ისევ ვერ მიიღო, მკლავებში ხელები ძლიერად ჩასჭიდა
და რამოდენიმეჯერ შეანჯღრია, ამაზე ლენა შეკრთა მაგრამ მალევე გამოფხიზლდა და მამაკაცს
წყნარი ხმით უთხრა-ხელი გამიშვით..
კაცმა ხელები მოაშორა, ლენამ კი საუბარი განაგრძო- მადლობა რომ გადამარჩინეთ, მაგრამ ეს არ
გაძლევთ ასეთი ტონით მესაუბროთ! ჩემს ყურსასმენებს კი ვერც ვერაფერს ვერ უზამთ, რადგან
თქვენ მე მეორედ ვეღარც მნახავთ!-მკაცრად წამოიძახა, შემობრუნდა და სწრაფი ნაბიჯებით
გაუყვა გზას. ეგონა თავი დამანებაო, მაგრამ მალევე იგრძნო მკლავზე ხელის ჩავლება, უცნობმა
მისკენ მოაბრუნა და საოცრად ცივი ხმით უთხრა-არც შენ გაქვს ჩემთან ეგეთი ტონით საუბრის უფლება! თავი ვინ გგონიაა, დაბნეული დადიხარ,
გზაზე არაფერს აკვირდები, პლიუს ამას სმენაც ამ ყურსასმენებით დაგიხშვია და კიდევ მე
მიყვირი რამეზე?! მეორედ ტონი შეარჩიე! -გაბრაზებულმა წამოიყვარა და ლენა უფრო ახლოს
მიიკრა..-ახლა კი შეგიძლია წახვიდე..-დაძაბული ხმით უთხრა და ცხელი სუნთქვა სახეზე
მიაფრქვია..ხელები მოაშორა თუ არა,ლენა სწრაფად შემობრუნდა და
უკანმოუხედავად განაგრძო გზა, მასწავლებლის კორპუსთან მისულმა გოგონას მოჰკრა თვალი
და პირდაპირ მისკენ გაქანდა
-მალაადეც ლენა! დამთავრდა გოგო გაკვეთილი- მობეზრებულმა წამოიყვირა გოგონამ და როცა
დაქალის შეშინებულ სახეს მოჰკრა თვალი, თითქოს რაღაც გაახსენდაო და დაძაბული ხმით
ალაპარაკდა- მობილურზე დაგირეკე მაგრამ თავიდან ორჯერ არ მიპასუხე, მესამედ კი ვიღაც
მამაკაცი მელაპარაკა..ვატყობ ბევრი რამე გამოვტოვე..-დაეჭვებით თქვა გოგონამ და თვალები
მოჭუტა..ლენა შეკრთა და იმის გააზრებაზე თუ ვინ შეიძლებოდა ის "მამაკაცი" ყოფილიყო
სახე დაეძაბა..-მერე?-ჰკითხა და დაქალის რეაქციას დაელოდა
-ვკითხე შენი მობილური საიდან ჰქონდა, მითხრა ასფალტზე ეგდოო, ამ ბიჭს უპოვია და
მითხრა თუ მოახერხებთ ახლავე მოგაწვდითო-თვალი ჩაუკრა დაქალს და გაეცინა. ლენა კი
ამაზე სულ მთლად გადაირია - აქქ მოვაა??
-ჰოო, კოორდინატები ვუკარნახე და სავარაუდოდ რამოდენიმე წუთში აქ იქნება-დაბნეულად
წაილუღლუღა მისი დაქალის სახის დანახვისას და ლენას რეაქციებს დაკვირვება დაუწყო.- ვინ
არის ის ბიჭი?
- არ ვიცი, გზაზე როცა გად..
-აიი მოდიის-წამოიყვირა დაქალმა და ხელი უკან მომავლისკენ გაიშვირა. ლენამ დამკრთალმა
მოიხედა უკან და შეეცადა ახლა მაინც გაერჩია მამაკაცის ნაკვთები. მაღალი იყო და ნავარჯიშევი
სხეული ჰქონდა, მკაცრი მზერით, ტუჩებმოკუმული უახლოვდებოდა გოგონებს და ლენას
თვალს არ აშორებდა. გოგონა დაიბნა და მზერა აარიდა, მამაკაცის
მზერა იმდენად მწველი იყო, რომ არ შეეძლო მისთვის თვალი გაესწორებინა ..
-გამარჯობა..-ხმადაბალი ბოხი ხმით მიესალმა ორივეს და მობილური ლენას გადააწოდა.
გოგონამ მორცხვად გამოართვა და თვალი აარიდა
-დიდი მადლობა- მხიარულად წამოიძახა დაქალმა. მცირეხნიანი პასუხის შემდეგ კი განაგრძო -
მე თეკლა ვარ, ეს ლენა- ღიმილით თქვა და თავით ლენაზე ანიშნა. ბიჭმა მკაცრი მზერა ესროლა
გოგონას, თავიდან ბოლომდე დაკვირვებით აათვალიარა და ლენას უხერხულ შეშმუნვაზე
ცალყბად ჩაეცინა. მალევე დასერიოზულდა, გოგონას თვალი აარიდა და თეკლას გახედა
-სასიამოვნოა...მე დიმიტრი- ბოხი ხმით ჩაილაპარაკა,შემდეგ კი გოგონებს თავი დაუკრა,
შებრუნდა და მძიმე ნაბიჯებით გაუჩინარდა სიბნელეში..


2


ყველა ადამიანს აქვს მისთვის საყვარელი ერთი საქმიანობა (ჰობი) მაინც, რომლის
საშუალებითაც თავს ირთობს და წყდება რეალობას, რომელიც ხშირ შემთხვევებში არც ისე
სახალისოა..ცხოვრება ხომ ერთი დიდი ამოცანაა და ყოველ ადამიანს გააჩნია საკუთარი ხერხი
მისი ამოხსნისა, რომლის პოვნაც არც ისე ადვილია..
იგი ყოველ ეტაპზე გვიწყობს ახალ-ახალ გამოცდას ჩვენი პიროვნების გასაძლიერებლად და
იმისთვის რომ სწორედ იმ ხერხამდე მიგვიყვანოს..ხერხამდე, რომელიც პიროვნული ცხოვრების
ამოცანას ამოგვიხსნის..ზოგი ფიქრობს რომ დაიბადა იმისთვის რომ უყვარდეს, ან იმისთვის რომ
იყოს წარმატებული და ყველაზე ბოლო კი სწორედ ამ ყოველივეს გაცნობიერებაა
ცხოვრებაში..ანუ რისთვის იბადები შენ! ..ჰმ, მგონი
ბრძნულ აზრებს ძალიან შევყევი და ისიც კი დამავიწყდა წერა რაზე დავიწყე..აა ჰოო! ჩემი ჰობი
ეს ხატვაა, მუსიკა და წვიმიან ამინდში ან თუნდაც გაზაფხულის მშვიდ საღამოს მარტოდ
სეირნობა მუსიკის ჰანგებში გახვეული თუ რათქმაუნდა ეს ჰობად ითვლება..მაშინ როცა ვხატავ
ან ვუსმენ მუსიკას მავიწყდება ირგვლივ სხვა ყველაფრის შესახებ და
თითქოს სულ სხვა სამყაროში ვხვდები..მაშინაც ეგრე დამემართა, ვუსმენდი მუსიკას როცა
გზაზე გადავდიოდი და ჰოპაა...ის სუსხიანი ხმა არასოდეს დამავიწყდება და არც ის მწველი
მზერა, რომელმაც მთელი სხეული იმდენად ამიხურა, რომ მოშიებულს კვერცხის შესაწვავად
საკუთარი ხელის გულიც მეყოფოდა..ეს ხუმრობით..მაგრამ ამ მზერას..ხმას..
ვერ ვივიწყებ, ყოველ წამს გონებაში მიტრიალებს მომხდარის დეტალები და ვერ ვხვდები რატომ
შემექმნა ყოველივეს მიმართ ასეთი განსაკუთრებული დამოკიდებულება..სწორედ ეს არის
მიზეზი ჩემი ხშირი მიშტერებისა რაიმეზე და შემდეგ ფიქრები...დაუსრულებელი
ფიქრები..ნამეტანი დაწყობილი კი ვარ, ორ თვეში გაგანია გამოცდები მეწყება მე კი ვიღაც
უცნობი ადამიანის
ხმაზე და მკაცრ მზერაზე ვფიქრობ.."უცნობი რატო, სახელი ხო იცი.." წამოროშა ჩემმა შინაგანმა
ხმამ და იმ წამსვე ვისროლე გონებაში ფანჯრიდან, თუმცა სახელი..ჰმმ..დიმიტრი..უცხო
სახელია, სწორედ ეგეთ ადამიანს, ძლიერს და მკაცრს რომ შეეფერება..წარმოვიდგინე როგორ
დგას ჩემს წინაშე, უფრო და უფრო მიახლოვდება და მისი სუსხიანი ხმით რაღაცას ჩურჩულებს
და
უცებ..მობილური რეკავს..ვისია, დიმიტრის ურეკავს?! მაგრამ ეგ ხო ჩემს
წარმოსახვაშია..ჯანდაბაა! - წამოვიძახე და მოზუზუნე მობილურს ხელი ვტაცე:
-შენ მგონი მართლა უნდა წაგიყვანონ სმენის ექიმთან!-თეკლას ნაწყენი ხმა გავიგე ყურმილს
მიღმა და მის ტონზე სიცილი ამივარდა
-რას იცინი?(სასაცილოდ დაიყვირა) ჩამო ქვემოთ დროზე თორე ამოგივარდებით და ძალით
ჩამოგიყვანთ მე და ნაია! ცნობისთვის უკვე მაგარი დავიღალეთ ლოდინით!
-კარგით ჰოოო, მოვდივარ ვახ!- ჩავყვირე სიცილით და სწრაფად წამოვხტი ლოგინიდან..ახლა ის
გიჟური მარტი იდგა, დილით თუ გაწვიმდა ერთ საათში მზე რო ანათებს და საღამოსსაერთოდაც თოვლს რომ უნდა ელოდო! შეიძლება ითქვას ცემი მსგავსიც კი..ჰეჰ..ჩანთა
მოვიკიდე, მისაღებში მშობლებს მივესალმე და ქვემოთ ჩავვარდი. ორი გოგონა მობეზრებული ,
სასაცილო სახეებით გამოემართნენ ჩემკენ და როცა გასალანძღად
პირი დააღეს სწრაფად წამოვიძახე
-დრო ცოტა გვაქვს! თუ დღეს ნინა უსაჩუქროდ დავტოვოთ?-პატარა ბავშვივით დავიმორცხვე და
თვალი მათკენ გავაპარე. ორივემ ამოიოხრა და გვერდით ამომიდგა. ბავშვობიდან ერთად
მოვდიოდით და უკვე აბიტურიენტები ერთ ფაკულტეტზეც კი ვაბარებდით. ერთმანეთის
გარეშე უბრალოდ არ შეგვეძლო მიუხედავად იმისა რომ ძალიან ხშირად ვჩხუბობდით. ჩვენი
მოსიარულე მოდა კლასელს დღეს დაბადების დღე ჰქონდა, ბოლო
წელი იყო და ყველა გრანდიოზულად იხდიდა რომ კლასელებთან მოგონებები უფრო მეტი
დაეგროვებინათ და სწორედ ეს იყო ჩვენი წასვლის ერთადერთი მიზეზი, თორე ნინა ნაკლებად
მოგვწონდა მისი ყველაფრისადმი დამოკიდებულების გამო.. საჩუქარზე დიდათ თავი არ
მოგვიკლია, ფირუზისთვლებიანი ყელსაბამი და საყურეები ლამაზად შევაფუთინეთ და
კმაყოფილი სახეებით დავტოვეთ სავაჭრო ცენტრი.
-აუუ ნაყინი არ გინდათ?-იკითხა თეკლამ და წარბები სასაცილოდ აწკიპა
-წამო- სიცილით ვუთხარი და პატარა კუთხის კაფესკენ წავედით, სამი შოკოლადის ნაყინი
გემრიელად მივირთვით და კმაყოფილებმა თვალები ავაბრიალეთ რაზეც სამივეს სიცილი
აგვივარდა
-ლენა შენ მგონი რაღაცეები უნდა მოგვიყვე..-შეპარვით მითხრა დაქალმა და თვალებში
ჩამაშტერდა- თეკლამ გუშინდელ "ინციდენტზე" ყველაფერი მიამბო..
სახე უკმაყოფილოდ მოვღრიცე და ყველაფრის გახსენებაზე მთელს სხეულზე ტაომ
დამაყარა..ვერ ვხვდებოდი, რატომ ვერ ვახერხებდი გრძნობების გაკონტროლებას,
განსაკუთრებული ხომ არაფერი მომხდარა? მაგრამ არა..მოყოლისას, რამოდენიმეჯერ ღრმად
ამოვისუნთქე, შემდეგ სავარძელში ჩავეშვი და ორივეს რეაქციას დაველოდე. თვალები ჯერ
გაკვირვებულებმა მოჭუტეს, მერე ორივეს ჩაეღიმა, მაგრამ მალევე დასერიოზულდნენ და ნაიამ
სერიოზული ხმით მითხრა
-ეს იცი რას ნიშნავს?! ის ბიჭი რომ არა, ეხლა საავადმყოფოში ვიქნებოდით დაყუდებულები ამ
კაფეში ჯდომის მაგივრად ლენა! საკუთარ თავს საერთოდ არ უფრთხილდები..მეტი ყურადღება
გკადრებს..-მშობელივით დარიგება დამიწყო, რაზეც ჯერ სერიოზულად გავხედე შემდეგ კი
ღიმილი მაინც გამეპარა სახეზე
-კარგი რაა ნაიაა, ასე რატომ ნერვიულობ. მეორედ მსგავსი რამ არ განმეორდება, გპირდები!-
საყვარელი ხმით ვუთხარი და თავი მხარზე მივადე, მასაც ჩაეღიმა და თავზე ხელი გადამისვა.
-ცუდი ბიჭი არ იყო ჰოიცი შენ, აი ისეთი იყო რაა..ყველანაირად გაწონასწორებული..-მითხრა
თეკლამ და თვალები ამიბრიალა-კაი რაა..ერთხელ ნანახზე ეგრე საუბარი მგონი არ ღირს, მაგას ჯობია დავიშალოთ და
მოვემზადოთ თორე უკვე დროა საქალბატონე ნინას რესტორანში დავადგეთ-ვთქვი და ჩამეცინა.
სამივე ფეხზე წამოვდექით და საკუთარი სახლების გზას დავადექით. დიდი დრო
მოსამზადებლად არასდროს მჭირდებოდა, რადგან მაკიაჯს საერთოდ არ ვიკეთებდი ნუ
ვთვილიდი რომ ჯერ "ამის დრო" არ იყო. შავი წელზე მოჭერილი და შემდეგ მოშვებული მოკლე
კაბა ტანზე მოვირგე, გრძელი თმები
დავიწორე, შემდეგ საკუთარი თავი სარკეში შევაფასე და კმაყოფილმა დავტოვე ოთახი, კარებთან
მისული მამაჩემის წამოძახილმა მომაბრუნა
-ოჰჰ ლენაა, საითკენ გაგიწევია?-მკითხა ღიმილნარევი ხმით და ამათვალიერა
-ნინას დაბადების დღეა, შეიძლება მალე ვერ დავბრუნდე-მშვიდი ტონით ვუთხარი და მის სახეს
დავაკვირდი
-როცა გამოხვალ, დამირეკე და მძღოლს გამოგიგზავნი, არ მინდა ღამე ქუჩებში მარტო
დადიოდე და იცი რატომაც..-დაძაბული ხმით მითხრა და თვალებში ჩამაშტერდა
-კარგი რა მამა, არ მჭირდება ეს მცველი! არავინ არ მომიტაცებს დამიჯერე, საკუთარ თავს
თვითონ მოვუვლი!-მოჭრით ვუთხარი და ბინა დავტოვე
-კი მაგრამ ლენაა..-გავიგე ალექსანდრეს წამოძახილი ჩემმი გასვლისას, მაგრამ მობრუნებას
ნამდვილად არ ვგეგმავდი. სწრაფად ჩავირბინე კიბეები და მალევე მივედი ჩვენი სამის
შეხვედრის ადგილას, თეკლა და ნაია უკვე იქ იყვნენ. რათქმაუნდა მე ყოოველთვის ვაგვიანებდი
და ჩემს ამ ჩვევას მიჩვეულებს უბრალოდ ჩაეცინათ და სწრაფადვე დავადექით რესტორნის გზას.
საკმაოდ პრესტიჟულ შენობაში ავღმოჩნდით, რათქმაუნდა ნინას მამას დიდი ბიზნესი ჰქონდა
და არც იყო გასაკვირი რომ თავის
შვილს ამაზე ნაკლებ დაბადების დღეს არ გადაუხდიდა მაგრამ მაინც საშინლად ვერ ვიტანდი
ასეთ სიტუაციებს..ხალხმრავლობას და ყველაფერ ზედმეტად ძვირფასს..ბავშვობიდან
უბრალოება მიყვარდა და ის რომ მამაჩემს საკმაოდ დიდი შემოსავალი ჰქონდა, ეს არც ჩემს
ჩაცმულობებს, არც რაიმესადმი დამოკიდებულებას და ჩემს არცერთ საქციელს ვცდილობდი
რომ არ დატყობოდა, რადგან მინდოდა ბოლომდე უბრალო დავრჩენილიყავი და არა
მატერიალურობით გამორჩეული. მოკლე, წითელკაბიანი გოგონა გახარებული იდგა და
სხვების მილოცვებს ღებულობდა ,თან საჩუქრებს ართმევდა, ჩვენც მისკენ წავედით
-გილოცავთ ნინა-ღიმილით ვუთხარი და საჩუქარი გავუწოდე
-მადლობა სამივეესს-ღიმილით წამოიძახა და თითოეულს ცალ-ცალკე გადაგვეხვია- აი ჩვენი
დარბაზი იქეთაა, მამას მთლიანად უნდოდა დაქირავება მაგრამ წამწუხაროდ ვერ მოახერხა,
მეორე ნაწილში ვიღაც ბიზნესმენი ქეიფობს თავისი ხალხითურთ(ჩაიცინა) და არაფრის
დიდებით არ დაგვითმეს, ესეც მნიშვნელოვანიაო ასე მითხრეს- ნაწყენმა ჩაილაპარაკა მაგრამ
მალევე გახალისდა და სტუმრებისკენ გაგვიძღვა. დიდხნიანი მუსიკის, ქეიფის დასადღერძელოების შემდეგ, კარგად შემთვრალი სუფრა აიშალა და ყველამ მის ჭკუაზე
შეუბერა ცეკვა. თავი რატომღაც შეუძლოდ ვიგრძენი, ალბათ ძალიან გადამღალა ყოველივემ,
დაქალებს ვუთხარი რომ მალე დავბრუნდებოდი და გარეთ გამოვედი, წვიმის სურნელით
გაჟღენთილი ჰაერი ხარბად შევისუნთქე და იქვე მდგომ სკამზე ჩამოვჯექი. კარების გაღების ხმა
გავიგე, მაგრამ თავბრუსხვევა იმდენად გამძლიერებოდა რომ გვერდითაც ვერ მოვიხედე, ვატყობ
იმ მცირე სასმელმაც კი ცუდად იმოქმედა ჩემზე, ჩემი სუსტი ორგანიზმის გამო. ვიგრძენი
როგორ ჩამომიჯდა გვერდით ვიღაც მაგრამ ვერც ახლა მოვახერხე გვერდით გახედვა
-ეს შენ ხარ?!-გავიგე გაკვირვებული ხმა..პასუხის გაცემა კიარა თავის მობრუნებაც კი ვერ
მოვახერხე..გილოცავ!-გავიგე ირონიული ხმა ცოტახანში- შენი ყურსასმენები
გადარჩა..-განაგრძობდა ირონიული ტონით საუბარს ვიღაც და ბოლოს მისი ჩაცინებაც კი გავიგე.
ამ ხმის გაგონებაზე მთელს სხეულში ცივმა ჟრუანტელმა დამიარა, ისედაც ცუდად მყოფი კიდევ
უფრო ცუდად გამხადა.თავს მთელი ძალა დავატანე და ამ ხმის პატრონისკენ მივატრიალე.
დაბინდულ მზერაშიც კი ვარჩევდი მის მკაცრ მზერას და ვხედავდი თუ როგორ უელავდა
მწვანე თვალები განათებაზე. ცივი, ირონია ნარევი მზერა მომაბყრო და როცა მიხვდა რომ ჩემი
საქმე მთლაად კარგად ვერ იყო, სახე გაუმკაცრდა და მკლავში ხელი ჩამავლო-რა გჭირს ? ხო
კარგად ხარ?-დაძაბულმა მკითხა და თვალებში ჩამაშტერდა. ეს უკვე პიკი იყო..ვიგრძენი როგორ
დამასხა ცივმა ოფლმა და სისუსტისგან თვალები მიმელულა, გრძნობის დაკარგვამდე მისული
მაინც ვგრძნობდი როგორ ჩაბღაუჭებოდა ჩემს მკლავებს და მთელი ძალით მაჯანჯღარებდა,
ამან კი უარესი დამმართა, ყველაფერ "კარგს" გულისრევის საშინელი შეგრძნება დაემატა და
ახლა უკვე
მართლა მივხვდი რომ გული მიმდიოდა..სიბნელეში დაკარგულს შორიდან მესმოდა ის
სუსხიანი, ცივი ხმა ,რომელიც ჩემს გონზე მოყვანას ცდილობდა, მაგრამ უშედეგოდ..ვიგრძენი
როგორ ამიყვანეს ჰაერში და თავი გაუაზრებლად მივადე ვიღაცის მკერდს..გონება თითქმის
დაკარგული მქონდა მაგრამ ამ მწველ სურნელს მაინც ვგრძნობდი, რომელსაც მთელი ჩემი
ფილტვები შეევსო და უცნაურად მიწვავდა..ჰააჰ, ეს ის მომენტია როცა ჩემს ყოველწამიერ
მოგონებებს ხმასთან და მზერასთან ერთად სურნელიც შეემატა..მერე უკვე აღარაფერი აღარ
მახსოვს..მხოლოდ დიმიტრის მასავით, მკაცრი..მწველი სურნელი..


3


როცა გონს მოვედი, იმდენად დიდ სისუსტეს ვგრძნობდი რომ წამწამები ერთმანეთს ძლივს
დავაშორე, შევეცადე ის ადგილი ამომეცნო სადაც ვიყავი მაგრამ უშედეგოდ, მმუქ ფერებში
შეღებილი ოთახი იყო, მართალია ჩემს მარცხნივ დიდი აივანი იშლებოდა მაგრამ, უკვე
საკმაოდ
დაბნელებულიყო ამიტომაც ოთახი მაინც ვერ განათებულიყო. შევეცადე წამოვმდგარიყავი,
მაგრამ როგორც კი თავი ცოტათი წამოვწიე იმ წამსვე თავბრუ დამეხვა, არადა საშინელი
წყურვილის გრძნობა მკლავდა და ერთი ჭიქა წყალი ეხლა ყველაფერს მირჩევნოდა. თავს
მთელი ძალა დავატანე და
ცოტახანში ისევ ვცადე წამოდგომა, მართალია თავბრუსხვევა ისევ დამეწყო მაგრამ არა ისე
ძლიერად როგორც წინა ცდაზე, ფეხები ძირს ჩამოვწიე და საწოლზე წამოვჯექი. საერთოდ
ვერ ვხვდებოდი სად ვიყავი, მაგრამ წყურვილისგან შეწუხებული ჯერ ამის გარკვევას "არ
ვგეგმავდი", თუმცაღა უცხო გარემოს
დანახვისას ცოტათი შევკრთი, შევეცადე მომხდარი გონებაში სწორად დამეწყო და ვარაუდი
მაინც გამომეთქვა იმის შესახებ თუ სად ვიყავი ეხლა, გამახსენდა სისუსტე..დიმიტრის
მოსვლა..ჩემი გულის წასვლა და ჰაერში ატაცება..ჰაა?! მოიცა მოიცა..."განა მის სახლში
წამომიყვანა? " გაკვირვებულმა წამოვიძახე და კიდევ
ერთელ მოვავლე ოთახს თვალი, რაც შემეძლო სწრაფად დავტოვე ოთახი და ნელი ნაბიჯებით
დავიწყე სამზარეულოს ძებნა, ვატყობ სახლში მარტო ვიყავი რადგან არცერთ ოთახში არც
შუქი ენთო და არც რაიმე ხმა მესმოდა, როგორც იქნა ნანატრ ადგილს მივაგენი და ხელის
ფათურით შუქის ანთებაც მოვახერხე, თავი პატარა, საყვარელ
სამზარეულოში ამოვყავი, იმდენად დიდი მყუდროება იგრძნობოდა რომ გული უცნაური
სიხარულით ამევსო, წყალს დავწვდი და მოუთმენლად დავცალე მთელი სამი ჭიქა, როდესაც
როგორც იქნა წყურვილის გრძნობა მოვიშორე, გადავწყვიტე ეს ბინა სასწრაფოდ
დამეტოვებინა რადგან ვინ იცის რამდენი დრო გავიდა..არც ის ვიცი აქ რამდენ ხანს
ვიყავი, წარმომიდგენია თეკლა და ნაია როგორ ინერვიულებდა ან ჩემი მშობლები ხო
საერთოდ..მობილური რესტორანში დამრჩა და ალექსანდრე ალბათ ახლა გაგიჟებული მთელ
ქალაქში მეძებდა. წასასვლელად როცა მოვბრუნდი საშინელი თავბრუსხვევა ვიგრძენი და
ფეხქვეშ ძალა გამომეცალა, უნდა წავქცეულიყავი ისე წელზე ვიღაცის ხელის მოხვევა
ვიგრძენი,
თვალები შიშისგან ვჭყიტე და უკან მოვიხედე, დაბნეული მწვანე თვალები სახეზე
მომშტერებოდა და ჩემი მდგომარეობის გარკვევას ცდილობდა, დიმიტრის დანახვისას
ყველანაირი სისუსტე გამიქრა, თავს ძალა დავატანე, გავსწორდი და წელიდან მკლავი
მოვაშორებინე, შემდეგ მოჭუტული თვალებით დავაკვირდი, იქნებ ამოეღო ენა და ეთქვა აქ
როგორ ავღმოჩნდი
მაგრამ ის აშკარად არ გეგმავდა საუბრის დაწყებას, ბოლოს ისევ მე დავიწყე საუბარი-რა მოხდა? აქ როგორ ავღმოჩნდი?-დაბნეული სახით შევეკითხე და მის პასუხს დაველოდე,
რამოდენიმე წუთი მკაცრი მზერით მაკვირდებოდა და როცა სავარაუდოდ იმაში დარწმუნდა
რომ უკეთ ვიყავი, როგორც იქნა საუბარი დაიწყო..
-შემთხვევით რესტორანთან გიპოვე..(საუბრობდა საოცრად ცივი და მკაცრი ხმით) თავიდან
გამიკვირდა მაგრამ შემდეგ შევამჩნიე რომ ცუდად იყავი, შენმა უპასუხობამ ნერვები რომ
მომიშალა რამოდენიმეჯერ შეგანჯღრიე მაგრამ ვატყობ ამაზე უფრო ცუდად გახდი..შემდეგ
გული წაგივიდა..ამაზე მთლად დავიბენი, ხელში აგიყვანე და სახლში წამოგიყვანე..
-კი მაგრამ რატომ შენს სახლში? საავადმყოფო რისთვის არსებობს?-შევეცადე ხმა მეც ცივი
მქონოდა მაგრამ არ გამომდიოდა რადგან მისი ხმა იმდენად მოქმედებდა ჩემზე რომ
სათქმელს თავს ძლივს ვაბამდი სიცივე კიარა..პასუხი არ გაუცია, მზერა უფრო გაიმკაცრა,
მშვიდად შემობრუნდა და გასასვლელისკენ წავიდა, დაბნეულმა ვერ მივხვდი რა
გამეკეთებინა
და უკან გავყევი- პასუხს რატომ არ მცემ?-ვკითხე ცოტათი გაღიზიანებულმა
-არ ვთვლი საჭიროდ და იმიტომ..(თქვა თვალებში ჩამაშტერდა, მინდოდა მისთვის თვალი არ
ამერიდებინა მაგრამ იმდენად ძლიერი და მწველი იყო მისი მზერა რომ ვეღარ გავუძელი,
სხვაგან გავიხედე და ხმადაბლა ვკითხე)
-რამდენი ხანია რაც აქ ვარ?-პასუხის მოლოდინში დაძაბულობამ შემიბყრო, რომელმაც
რათქმაუნდა დააყოვნა..ცოტახანს ჩუმად მომშტერებოდა შემდეგ თვალი ამარიდაა, იქვე
მდგომ მდივანზე ჩამოჯდა და ბოხი ბარიტონით მითხრა
-რამოდენიმე საათია..სადაცაა გათენდება, მაგრამ ამას ეხლა არანაირი მნიშვნელობა არ აქვს
(გამომხედა) შეგიძლია წახვიდე, საკმარისზე დიდხანს იყავი აქ- მითხრა ცივი ხმით და
მზერით გამბურღა. მის ამ პასუხზე გული შემეკუმშა, როგორ შეიძლებოდა ასეთი უგულო
ყოფილიყო, როცა ხედავდა რა ცუდად ვიყავი და მაინც ისე მიშვებდა.."მის სახლში მოგიყვანა
და "მოგიარა" მეტი რა გინდა" ჩამჩურჩულა
ჩემმა მემ მაგრამ ახლა უკვე იმის ძალაც არ მქონდა ფანჯრიდან მომესროლა, ამიტომ
უბრალოდ პირი დიდი სკოჩით ავუკარი და კუთხეში მოვისროლე..დაბნეულმა ავარიდე
მზერა, უკან მოვბრუნდი და გასასვლელისკენ წავედი..მთელი ღამის ნაწვიმარზე საშინლად
აციებულიყო, შიშველ მკლავებზე ხელები ავასრიალე და თვალები სიცივისგან შეჭუხებულმა
ძლიერად დავხუჭე, როცა სადარბაზოს გამოვცდი, გზის პირას გავედი და ადგილს
დავაკვირდი იქნებ მეცნო და საკუთარი ბინისკენ გზა გამეკვლია მაგრამ უშედეგოდ..
ეს ადგილი საერთოდ არ ფიგურირებდა ჩემს არცერთ მოგონებაში..გზაზე გავხედე მაგრამ
მანქანის ნასახიც არ ჩანდა..იქვე მდგომ სკამზე ჩამოვჯექი და მოცდა დავიწყე იმ იმედით რომ
ერთი მანქანა მაინც ჩამოივლიდა მაგრამ უშედეგოდ..გზის მეორე მხარეს დიდ საათს მოვკარი
თვალი, მალე ხუთი სრულდებოდა..მთელ ქალაქს ეძინა, მე კი მარტოდ ვიჯექი უცხო ქუჩაში
და სულელივით ველოდი მანქანის გამოჩენას.."ჯანდაბა!" წამოვიძახეროცა წვიმის ცივი წვეთები ვიგრძენი მხრებზე, რამოდენიმე წუთში წვიმა საოცრად
გაძლიერდა და თავიდან ბოლომდე გავილუმპე. სკამიდან ზანტად წამოვდექი მაგრამ
სისუსტემ თავი ისევ იჩინა, მაინც არ წამოვმჯდარვარ, ჯიუტად გავსწორდი და რაც შემეძლო
სწრაფი ნაბიჯებით დავადექი უცნობ გზას..მივუყვებოდი წვიმიან უცხო ქუჩებს იმ იმედით
რომ რომელიმე ნაცნობ ადგილამდე გამიყვანდა, მაგრამ ჯერ ასეთი არაფერი არ
ჩანდა..ნახევარსაათიანი ბოდიალის შემდეგ
უკნიდან მანქანის ხმა გავიგონე, სველი თმები სახიდან გადავიწიე რომ კარგად გამერჩია,
სწრაფად მომავალი მანქანის დანახვისას სიხარულისგან აღარ ვიცოდი სად წავსულიყავი და
ჰაერში ხელების ფრიალი დავიწყე იმ იმედით რომ მანქანა გააჩერებდა. ხელებს
შეუჩერებლად ვაქნევდი და თან ვყვიროდი, მეგონა უკანასკნელი იმედიც წყალში გადავუშვი
როცა მანქანამ ურეაქციოდ ჩამიარა, მაგრამ რამოდენიმე წუთში გაჩერდა და უკან
მობრუნდა..შავი მანქანა ნელ-ნელა მომიახლოვდა. სიხარულით მისკენ
გავექანე და გულში უკვე სათხოვარ ტექსტს ვაწყობდი რომ სახლამდე მივეყვანე, როცა
მძღოლმა მინა ჩამოსწია და ხელში დიმიტრი შემრჩა:
-ყველგან შენ როგორ უნდა მეჩეხებოდე?-მკითხა მობეზრებული, ცივი ხმით და თავიდან
ბოლომდე ამათვალიერა.-ვატყობ სახლს ვერ მიაგენი..-განაგრძობდა ირონიულ საუბარს..
გული ამდენი სიცივისგან წამით მგონი გამიჩერდა კიდევაც..მოწოლილი ცრემლები ძლივს
შევაკავე თუმცაღა ისე წვიმდა აარამგონია ეს შეემჩნია მაგრამ საკუთარ თავს არ მივცემდი
უფლებას ამ უგულოს წინ მეტირა..ნაგლი მზერა ვესროლე და უპასუხოდ შემოვბრუნდი
უკან,ნელი ნაბიჯებით გადავედი გზიდან, ხელები სიცივისგან შეწუხებულმა
გადავაჯვარედინე, თვალები დავხუჭე და სწრაფი ნაბიჯებით გავუყევი ქუჩას..უკან აღარც
მომიხედია მაგრამ
ვგრძნობდი როგორ მბურღავდა ის ცივი..დაუნდობელი მზერა შავი მანქანის
მინიდან..თითქოს რაღაცას ყოყმანობდაო, მაგრამ ზედმეტად დემონი გამოდგა იმისთვის რომ
წაყვანა შეეთავაზებინა, მიუხედავად იმისა რომ არ დავთანხმდებოდი..რამოდენიმე წუთში
შავმა მანქანამ ჩემს წინ ჩაიქროლა.."ავადმყოფიი, უგუულო, დეგენერატიი, დემონიი"
ვიმეორებდი გამწარებამდე მისული ხმამაღლა და ფეხებს წყალში ვაბაკუნებდი, გზის
მიუგნებლობამ როცა პიკს მიაღწია, დაღლილმა და კიდევ უფრო დასუსტებულმა უბრალოდ
სკამი მოვძებნე და გათენებას დაველოდე.წვიმა კი არა და არ იღებდა.."ეს მარტი მგონი ახლა
გახდა მაინც და მაინც ჩემს ჯინაზე ჯიუტი!" გაბრაზებული ვბუტბუტებდი და ირგვლივ
ვიხედებოდი..
არც ფული მქონდა არც მობილური..ვიყავი ბოლომდე სველი და საოცრად სისუსტე უკვე
გამაღიზიანებლად მაწუხებდა..თავი ასე დაუცველად არასოდეს მიგრძვნია.."როგორ
შეიძლება ადამიანს, რომელსაც საერთოდ არ იცნობ ასე ცივად ასე უსულგულოდ მოექცე?"
ვეკითხებოდი საკუთარ თავს და პარალელურად იმ დემონს ვლანძღავდი..ცოტახანში
საკმაოდ გათენდა, წვიმამ გადაიღო და მანქანებმაც სვლა დაიწყეს. ერთ-ერთი მათგანიგავაჩერე და ვთხოვე სახლამდე მივეყვანე..კეთილი კაცი აღმოჩნდა, მზრუნველი ხმით მკითხა
რამე ხო არ მჭირდებოდა მაგრამ ჩემს თავშეკავებულ და მოკლე პასუხებზე მიხვდა რომ
საუბარი ეხლა ნაკლებად მინდოდა, კორპუსთან დამტოვა მადლობა გადავუხადე და ბინისკენ
გავეშურე, როცა მივედი ბინის კარები ღია დამხვდა, სახლი კი ხალხით სავსე, დაბნეულმა
შევათვალიერე ყველა და ანას შემჩნევაზე მისკენ გავქანდი. ჩემს დანახვაზე თვალებიდან
ცრემლები წასკდა, სიხარულისგან ჩემი სახელი წამოიძახა და ჩასახუტებლად გამოექანაა
-ლეენააა! სად იიყაავი? იცი რამდენი გეძებეთ? ძალიან ვინერვიულეთ, სად იყავი ადამიანო-
განაგრძობდა ნერვიულ საუბარს და თან თავზე ხელს მისვამდა, მამაჩემი მეორე ოთახიდან
გამოვიდა და როცა დამინახა ჯერ გაიოცა, შემდეგ გაუხარდა და ბოლოს სახე გაუმკაცრდა და
ისე მომიახლოვდა
-ლენა რას ნიშნავს ეს ? სად იყავიი?? ასე როგორ შეიძლება!-ხმამაღლა მითხრა და
ამათვალიერა, როცა შეამჩნია თუ რა გალუმპული ვიყავი ცოტათი დაიბნა, ვიღაც მამაკაცს
პლედის მოტანა თხოვა და მჭიდროდ შემომახვია-რა მოგივიდა ლენა?-შედარებით რბილი
ტონით მკითხა და თვალებში ჩამაშტერდა
-სასმელმა ცუდად გამხადა, თავი შეუძლოთ ვიგრძენი და გადავვწყვიტე საავადმყოფოში
წავსულიყავი, იქ მისულს გული წამივიდა მაგრამ ახლა კარგად ვარ..ექიმებმა რაც საჭირო იყო
ყველაფერი გააკეთეს-უამრავი ტყუილები დავაყარე მშობლებს და თავი მორცხვად დავხარე.
ანამ ერთი კი შემოირტყა თავზე ხელი, მერე აქეთ-იიქით სიარულს მოჰყვა და როცა როგორც
იქნა დაწყნარდა, გვერდით ჩამომიჯდა, ალექსანდრემ თავი უკმაყოფილოდ გააქნია, შემდეგ
ყველას თხოვა ბინა დაეტოვებინათ და ბოლოს მხოლოდ თეკლა და ნაია აღმოჩნდა ბინაში,
რომლებიც ამ დროის განმავლობაში დაბნეულები
მიყურებდნენ და მონასმენზე გამოცოცხლებულნი ჩემსკენ გამოექანნენ-ახლა როგორ ხაარრ
ლენა? როიცოდე როგორ გვანერვიულე-მზრუნველი ხმით მითხრა ნაიამ და გულზე
მიმიხუტა
-მობილური ჩვენთან დაგრჩა და ამან საერთოდ გადაგვრია, ყველგან გეძებდით-მითხრა
თეკლამ ნანერვიულები ხმით
-გთხოვთ ნუ ნერვიულობთ ახლა კარგად ვარ..ტაქსის გაჩერება ვერ მოვახერხე, წვიმამ
მომისწრო და ამიტომაც ვარ სველი..-ვთქვი და შევეცადე გამეღიმა..-ახლა მხოლოდ დასვენება
მჭირდება-ჩუმი ხმით წარმოვთქვი და თავი ჩავხარე. ჩემს სიტყვებზე ყველა მაშინვე
გამოფხიზლდა, თეკლა და ნაია გვერდით ამომიდგნენ და ოთახისკენ წავედი მაგრამ წამით
უკან მოვბრუნდი როცა ალექსანდრეს ხმა გავიგე
-ლენა!-თქვა და ნელი ნაბიჯებით წამოვიდა ჩემსკენ, ჯერ ცოტახანს დამაკვირდა და თავი
უკმაყოფილოდ გადააქნია, შემდეგ კი ჩემი სახე თავის ხელებში მოიქცია, შუბლზე მაკოცა და
ჩუმი ხმით მითხრა-თავს გაუფრთხილდი და გთხოვ აწი ასე არ გვანერვიულო..-ბოდიში მამა..-ჩუმი ხმით ვუთხარი და შევეცადე გამეღიმა, შემდეგ კი ოთახში შევედი
,ცოტახანში დაქალებიც გავაცილე და მალევე გავქანდი აბაზანისკენ..ახლა ცხელ შხაპს
არაფერი მირჩევნოდა..იმდენი რამ მოხდა რომ ყველაფრის გონებაში დაწყობა ნამდვილად
მიჭირდა..გაშტერებული ვიდექი შხაპის ქვეშ და ყველაფერზე ვფიქრობდი..ვფიქრობდი იმ
სუსხიან ხმაზე..იმ უგულო მზერაზე და საქციელებზე.."თუკი ასე ვერ მიტანდა რატომ იქვე არ
დამტოვა გულწასული?" ვეკითხებოდი საკუთარ თავს,მაგრამ პასუხის პოვნა მიჭირდა..


4


კვირაში ორჯერ მაინც იხილავდით ხალხმრავლობას ბატონი კახას სახლში, საჭირო
შეკრებების ან უბრალოდ ჩვეული შეკრების დროს, სამსართულიან დიდ სახლს, რომელიც
ქალაქგარეთ არც ისე ხალხმრავალ ადგილას აეშენებინათ, შავებში ჩაცმული მამაკაცები
თავიანთი დაცვით ავსებდნენ, ცოტახანს ბატონის გამოჩენას ელოდებოდნენ
და შემდეგ მრგვალი მაგიდის ირგვლივ კუთვნილ ადგილს იკავებდნენ, შემადგენლობა
თითქმის არასდროს იცვლებოდა, მხოლოდ განსაკუთრებული შემთხვევის დროს, რომელსაც
ღალატი ჰქვია..ჩვეულებრივ, ახალი წევრის შემატების შესახებ კახა ჯერ ყველა დანარჩენს
ატყობინებდა და მათ რჩევას რაღაც მხრივ მაინც ითვალისწინებდა მაგრამ
ამ შემთხევაში გამონაკლისი მოხდა, რაც კახას ჩვეულებრივ არ ახასიათებდა. მან უბრალოდ,
დამოუკიდებლად გადაწყვიტა დიმიტრის "აყვანა" და ყოველგვარი ბჭობის გარეშე იგი მისი
"ჯგუფის" წევრი გახადა..ალკოჰოლური სასმელების არალეგალური ბიზნესი..აი რა იყო კახას
საქმიანობა და მთელი თავისი გუნდისა..მას ყოველ წუთს უწევდა
რისკზე წასვლა და ამიტომაც გვერდით სწორედ ის ადამიანები სჭირდებოდა, ვისაც
ბოლომდე ენდობოდა..
კახამ თავისი ბიზნესი ექვსი წლის წინ დაიწყო..თავიდან ძალიან უჭირდა, არალეგალური
საქმის წამოწყება პრობლემების გარეშე არც ისე ადვილია და გამონაკლისი არც კახა
აღმოჩნდა..როცა სერიოზულმა პრობლემებმაც იჩინა თავი, გადაწყვიტა მისი დიდი ხნის
მეგობარზე თანამშრომლობა შეეთავაზებინა, ალექსანდრეს დიდი კომპანია და უკვე
საზღვრებს გამცდარი ბიზნესი ჰქონდა
ამიტომაც მას არანაირი ფინანსური პრობლემა არ შეექმნებოდა თუკი ამ შემოთავაზებაზე
დათანხმდებოდა, მაგრამ ბიზნესი არალეგალური იყო..შეეშინდა რომ ამით თავი შეიძლება
ციხეში ამოეყო, კომპანიაც დაეღუპა და თავისი ცოლ-შვილიც უპატრონოდ დაეტოვებინა,
ამიტომაც უარი უთხრა და ამ ბიზნესსზე კახას თავის დანებებაც ურჩია, მაგრამ რათქმაუნდა
კახა ასე არ მოქცეულა..
მრავალი გზით სცადა პრობლემების მოსაგვარებლად მაგრამ სამწუხაროდ ისე მოხდა რომ
ბოლოს თავი ციხეში ამოყო..შვიდი წელი მიუსაჯეს მაგრამ იმდენი გააკეთა თავისი
სანაცნობოთი რომ ოთხ წელიწადში გაანთავისუფლეს..მთელი ეს ოთხი წელი კი იმის ფიქრში
გაატარა, რომ ალექსანდრეს ერთხელაც არ გახსენებია..ერთხელაც არ უცდია მისთვის
დახმარება გაეწია რაღაც მხრივ მაინც, მხოლოდ დაკავებისას ესტუმრა ერთხელ..
დაპირდა რომ რამეს მოუხერხებდა მაგრამ ისიც აღნიშნა რომ ამისათვის საკმარისი ძალები
არ გააჩნდა..გამხნევების მაგივრად ძველი მეგობარი საქმის გაგრძელების გამო გაკიცხა და
უთხრა რომ ეს მისთვის კარგი გაკვეთილი იქნებოდა შემდგომში იგივე საქმე რომ არ
გააგრძელებინა..ეს სიტყვები კახასთვის ყველაზე მწარე მოსასმენი იყო..შეიძლება ითქვას იმ
წუთიდან გაიღვიძა მასში ბოროტებამ
იმ სახით რომ დაესაჯა ყოველი ადამიანი ვინც მას უსამართლოდ და ცუდად მოექცეოდა,დაკარგა ყველას ნდობა და ციხეში გატარებული ყოველი დღე მისთვის ჯოჯოხეთად იქცა
მანამ სანამ არ გაიცნობდა ადამიანს, რომელმაც დააჯერა რომ ამ ქვეყნად მართლაც შეიძლება
ვინმეს ენდო..ციხეში ჩასმიდან ორი წლის შემდეგ, მის საკანში ახალი პატიმარი მოიყვანეს..
მორიგი მოსაბეზრებელი "გასეირნების" შემდეგ კახა საკანში დაბრუნდა
და დასასვენებლად საწოლზე წამოწვა, რამოდენიმე წუთში საკანი გაიღო და პოლიციელმა
უხეში ხელის კვრით ნაცრისფერ ფორმიან ახალგაზრდა ბიჭს ანიშნა რომ შესულიყო..ბიჭი
შემოვიდა, პოლიციელმა საკანი ჩაკეტა და გავიდა. მორცხვი ნადმვილად არ ჩანდა, თავი
მაღლა აეწია და მკაცრი მზერით მიშტერებოდა კედელს..სიბრაზისგან ხელებს ძლიერად
სრესდა და კბილებს აკრაჭუნებდა..კახა ამ ხნის განმავლობაში აკვირდებოდა, შემდეგ კი
მობეზრებულმა
გადააქნია თავი ამდენი სიჩუმისგან და საუბარი თვითონ დაიწყო
-რისთვის ჩაგსვეს?-ჰკითხა და ბიჭს სახეზე დააკვირდა. კახას ხმამ თითქოს რაღაცას
მოსწყვიტაო, თვალებში ჩააჩერდა, ცოტახანს თავისი სიბრაზის ფრქვევა ისევ განაგრძო,
შემდეგ კი ცოტა მოეშვა, კახას წინ საწოლზე ჩამოჯდა, თვალი აარიდა და ცივი ხმით უპასუხა
-ეხლა ამაზე საუბარი არ მინდა..
-კარგი..-ასევე ცივად უპასუხა კახამ და თვალი აარიდა..რამოდენიმე დღე ასეთივე სიჩუმეში
გავიდა..არც ერთი იღებდა ხმას და არც მეორე..ბიჭს მთელი ეს ღამეები ნახევრად არ ეძინა,
ყოველთვის შორეულ ფიქრებში გადაკარგულს გამწარებისგან ყელზე არტერია ებერებოდა,
მზერა კი ზიიზღით ევსებოდა..კახას უკვე ბიჭის მდგომარეობა "ადარდებდა" კიდევაც..და
მორიგ საღამმოს, როცა თვითონ ძილს გეგმავდა ბიჭი კი სიბნელეში საწოლზე წამომჯდარიყო
და ძილს საერთოდ არ აპირებდა, გადაწყვიტა ისევ ეცადა საუბრის დაწყება..
-მისმინე..არ მინდა თავი მოგაბეზრო მაგრამ ასეთი გულჩათხრობილობა ძალიან ცუდია რომ
იცოდე..-თქვა დამრიგებლური ტონით-მითუმეტეს ასეთი ახალგაზრდისთვის..შენ შეგიძლია
მიამბო რაც გულში გაქვს და ყველაფრი..
-თავი დამანებეთ!-სუსხიანი ხმით შეაყვირა ბიჭმა და თვალებში ჩააშტერდა. კახა შეკრთა.
ასეთ რეაქციას არ ელოდა და ეწყინა კიდევაც-რა გაყვირებს?(თვითონაც გაიმკაცრა ხმა) მე
უბრალოდ შენს დახმარებას ვცდილობ..უამრავი რამ გამოვიარე და ისიც ვიცი რა საშინელებაა
ამ ოთხ კედელში გამოკეტვა მაგრამ ასე არ დავნებებულვარ გესმის?! ახალგაზრდა ხარ და რაც
არ უნდა მომხდარიყო იმდენი შემართება მაინც უნდა გქონდეს რომ რაღაც გამოსავალი მაინც
იპოვო!ახლა კი ბოდიში შეწუხებისთვის..-შედარებით წყნარი ხმით დაასრულა საუბარი
კედლისკენ შეტრიალდა და დაძინებას შეეცადა..
-ქურდობის გამო ჩამსვეს..-გაიგო ზურგს უკან ჩუმი, ბოხი ხმა დიდხნიანი პაუზის შემდეგ,
თავი ნელა შემოატრიალა და ბიჭს ნახევრად განათებულ სახეზე დააშტერდა.-მიზეზი ჩემი აქყოფნისა არის სწორედ ქურდობა..ყველაფერი სამი თვის წინ მოხდა..-დაიწყო ცივი ხმით
მოყოლა ბიჭმა..-არ მაქვს დიდად სუფთა წარსული, მაგრამ ქურდი ნამდვილად არ
ვიყავი..ჩემს ძმაკაცს ერთი პერიოდი ძალიან გაუჭირდა..ბევრს სვამდა და უამრავი ვალები
დაუგროვდა..მამამისი საკმაოდ შეძლებული იყო მაგრამ შვილის ლოთობის გამო მის
დახმარებაზე უარი თქვა და ის მხოლოდ ჩვენს იმედზე დარჩა.. შეძლებულები არცერთი არ
ვიყავით
გადასახადი კი ძალიან დიდი იყო..მოკლედ სულ ოთხნი ვიყავით..ჩემს ერთ-ერთ ძმაკაცს
იდეა დაებადა რომ ბანკი გაგვექურდა და ფული იქედან აგვეღო..თავიდან სასტიკ უარზე
ვიყავი, მაგრამ ერთ ღამეს ჩემი ძმაკაცი სასტიკად ცემეს..ნაკლები არც იმათ მოხვდათ მაგრამ
შეთანხმებამდე რომ მივსულიყავით, ერთი კვირა მოგვცეს..გაქურდვა უკვე გარდაუვალი
გახდა და ძმაკაცის გამო ამაზე ბოლოს მეც დავთანხმდი მაგრამ..(სახე მოექუფრა და საუბრის
გაგრძელებაც გაუჭირდა, ბოლოს თავს ძალა დაატანა და ჩუმი ხმით განაგრძო საუბარი)
მიღალატეს..ბავშვობის მეგობრებმა მიღალატეს..ადამიანებმა რომელთა გარეშეც ვერც ერთი
წუთი ვერ წარმომედგინა
და ადამიანები რომლებთან ერთადაც გადავიტანე და ვაპირებდი გადატანას ყოველი
გასაჭრისა თუ ბედნიერებისა..(საოცარი მწუხარება იკითხებოდა მის თვალებში..ხმაც უფრო
ბოხი და ნაღვლიანი გაუხდა..)როცა საქმე უკვე თითქმის გაკეთებული იყო და შენობას
ვტოვებდით სწორედ მაშინ ჩაირთო სიგნალიზაცია..ოთახებს შორის დამცავი კედლები
გამოჩნდა, დაბნეულები გამოვრბოდით და სწორედ ამ დროს წამოვკარი ფეხი რაღაცაას, გონს
მალე მოვეგე და ფეხზე წამოვხტი მაგრამ უკვე გვიანი იყო, სამივეს გაეღწია დამცავ კედელს
გარეთ და მე ვერ მოვასწარი..იმედი მაინც მქონდა, გასულებს გავძახე მობრუნებულიყვნენ და
სიგნალიზაცია ,რომელიც იქვე იყო ,გადაეჭრათ იქნებ დრო მოვიგო და გამოვაღწიო მეთქი.
თავიდან ვერცერთი ვერ ბედავდა დაბრუნებას და როცა პოლიციის ხმა გაიგეს სამივე
გასაქცევად მიბრუნდა..მთელი ძალით ვუყვიროდი რაშვებითთქო მაგრამ არცერთმა
მომისმინა(ხელები მომუშტა და სახე სიბრაზისგან დაეჭიმა) ერთ-ერთი მომიბრუნდა და
მითხრა : "ბოდიში ძმაო მაგრამ დრო აღარაა..ციხეში მოხვედრა ვინმეს გამო ნამდვილად არ
მინდა.." ამაზე დანარჩენებმა თავი ნერვიულად დაუქნიეს შემდეგ კი შებრუნდნენ და
გაიქცნენ..-ნაღვლიანი ხმით მორჩა საუბარს და მზერა სივრცეს გაუსწორა..თვალზე სინათლე
ეცემოდა მაგრამ თითქოს სადღაც სიბნელეში იკარგებოდა ..იმდენად ჩამქრალი და
უსიცოცხლო იყო ახლა მისი თვალები..მისი მზერა..მოსმენილით შეწუხებული კახა ძლივს
გამოერკვია რეალობაში, ნელა წამოდგა, ბიჭს გვერდით
ჩამოუჯდა და მხარზე ხელი მეგობრულად დაჰკრა:-ძალიან ვწუხვარ მეგობარო..-უთხრა
თბილი და ნაღვლიანი ხმით-მესმის რას ნიშნავს როცა მეგობარი გღალატობს
დამერწმუნე..შეიძლება ასე მწარედ არა, მაგრამ მესმის..რთულია მაგრამ არ უნდა დანებდე
გესმის?! ერთ დღესაც გავაღწევთ აქედან და ყველა იმას მიიღებს რასაც იმსახურებს..-საუბარი
ბრაზნარევი ხმით დაასრულა და ბიჭს გახედა..მთელი ღამე ასე ჩუმად იჯდნენ..ამ შემთხვევის
შემდეგ ორივე უფრო დაახლოვდა..ხშირად საუბრობდნენ და ერთმანეთს ამხნევებდნენ,განსაკუთრებით კი იმის შემდეგ რაც კახამ თავისი ამბავიც უამბო..ერთმანეთს დახმარებას
დაპირდნენ..ამდენხნიანი ციხის საშინელი ცხოვრება ერთად გადაიტანეს და მათი მეგობრობა
იმდენად გაძლიერდა რომ ორივე მზად იყო ერთმანეთისთვის ნებისმიერი რამე
გაეკეთებინათ..და ეს არიყო ცარიელი სიტყვები, ორივემ კარგად იცოდა რასაც ამბობდნენ და
მეგობრებისგან ერთ დროს იმედგაცრუებულები იგივეს სხვას ნამდვილად არ
გაუკეთებდნენ..მამა შვილური მეგობრობა აძლებინებდა ციხის სიმწარეს ორივეს..კახამ
იმდენი გააკეთა რომ ციხეში გასატარებელი წლები ბიჭსაც შეუმცირა და მისი გამოსვლიდან
ერთ წელში ისიც გაანთავისუფლეს..
-ხო მართლა..ამდენი ხანია გიცნობ და შენი სახელიც არ ვიცი..-წამოიძახა ერთ საღამოს კახამ
და თავის ნათქვამზე გაეცინა..-მე კახა მქვია..-სიცილით უთხრა და ხელი გაუწოდა უკვე
დიდი ხნის მეგობარს ჩამოსართმევად.
-დიმიტრი..-უთხრა ღიმილით ბიჭმა და ხელი ჩამოართვა..


5


გაგანია გამოცდები და ჩემი მშობლების საზღვარგარეთ წასვლა ერთად
მოახლოვდა..ალექსანდრეს ბიზნესის გამო უწევდა წასვლა ერთი კვირით და ანაც მას
მიჰყვებოდა..გამოცდები რომ არა მეც მათთან ერთად წავიდოდი მაგრამ ჰო ვთქვი
აბიტურიენტობა არ გაგახარებსთქო..
თავიდან ალექსანდრე ჩემს მარტო დატოვებაზე სასტიკ უარზე იყო, მაგრამ ორივეს წასვლა
გარდაუვალი იყო და სხვა გზა არ ჰქონდათ..დიდხნიანი ბჭობების შემდეგ იმის შესახებ თუ
ჩემზე რა მოეხერხებინათ, მათი დამშვიდდება იმით მოვახერხე რომ თეკლა და ნაია
საღამოობით ჩემთან ივლიდნენ
და გამოცდისთვის ვიმეცადინებდით..მიყვარს მზრუნველი ადამიანები მაგრამ არა ასე
ზედმეტად..ანას და ალექსანდრეს ასეთმა ნერვიულობამ იმაზეც კი დამაეჭვა თვრამეტის
მაგივრად თორმეტის ხო არ ვიყავი, მაგრამ ვხვდებოდი მათი ნერვიულობის მიზეზსაც და
ამიტომაც ხმას არ ვიღებდი..მშობლებთან ერთსაათიანი
გამომშვიდობების შემდეგ, ორივე გავაცილე და სახლში მარტო დავრჩი..კმაყოფილმა
ამოვისუნთქე და ოთახს მივაშურე..სახლში მარტო დარჩენა ნამდვილად მიყვარდა,
ყველაფერი ჩემს განკარგულებაში იყო და რასაც მინდა ვაკეთებდი..როცა მინდა ვჭაამდიი,
არც ალექსანდრეს ხშირი სტუმრები მაწუხებდა და არც ანას დაქალების გამო მიწევდა
სხვა ოთახში გასვლა რადგან თავს მართლაც რომ უხერხულად ვგრძნობდი მათთან..საწოლზე
გავიშხლართე და სასაცილოდ დავიჭყანე..საათს გავხედე, შვიდი იყო. ერთ საათში თეკლა და
ნაია აპირებდნენ მოსვლას და მერე უნდა შეგვეტიაა საგნებზე, რომლებიც პირდაპირ სისხლს
მიშრობდა..ერთი სული მქონდა როდის ჩავათავებდი და უნივერსიტეტში ჩავაბარებდი..
საკუთარ პროფესიაში წარმატების მისაღწევად ბევრი წვალებისთვის უკვე მზად ვიყავი..ჩემი
ცხოვრების მიზანიც სწორედ ეს იყო, მიმეღწია წარმატებას იმ პროფესიაში რაც მიყვარს მაგრამ
არასდროს ვფიქრობდი სავარაუდო მომავალ ოჯახზე..იმისათვის რომ იყო ნამდვილად
ბედნიერი, მხოლოდ წარმატებული პროფესია არ კმარა..სახლში თბილი კერა და ოჯახი უნდა
გელოდებოდეს
რომ ცხოვრების ნამდვილი სიტკბოება შეიგრძნო..მართალია, ეს ბედნიერების განუყოფელი
ნაწილია მაგრამ ახლა ამაზე არ ვფიქრობდი..შეყვარებული არასოდეს მყოლია მიუხედავად
ბევრი თაყვანისცემლისა და შესაბამისად არც არავინ მყვარებია ოდესმე..ჰოდაა..რამდეენი
აჭარული დავუარე იმას რაზეც ახლა მეფიქრება სინამდვილეში და მაინც ამ თემამდე
მივედი..ორი კვირა გავიდა იმ ინციდენტიდან
როცა მივხვდი რომ ადამიანის უგულოებას საზღვარი არ აქვს..იმის შემდეგ აღარსად არ
შემხვედრია მაგრამ მაინც ვერ ვიშორებდი მასზე ფიქრებს..ვერ ვხვდებოდი რა დამმართა ამ
ბოროტმა არსებამ მაგრამ კარგი რო არაფერი არ იყო ეგ ცხადია..დრო ისე გამეპარა ვერც კი
მივხვდი როგორ მოახლოვდა დაქალების მოსვლის დრო, კარის ხმაზე სწრაფად წამოვხტი და
უცებ აზრზე ვერ მოვედი მაგრამ როცა თეკლას და ნაიას ხმაგავიგე გამეცინა და მათკენ გავიქეცი.
-აბა სამი აინშტაინი უჯდება მაგიდაასს და მეცაადინეობა იწყებაა.....-წამოიძახა სასაცილო
ხმით ნაიამ და წიგნები მაგიდაზე დააწყო
-რას დალეევთ?-ვკითხე ღიმილით და მაცივრისკენ წავედი
-რამე ცივი გამოუშვი რაა..-შეწუხებული სახით მითხრა თეკლამ და გაიცინა. სახლშ ყველაზე
დიდი ჭიქები რაც მქონდა მოვძებნე და ატმის წვენით ავავსე. მაგიდას მივუჯექით და
მეცადინეობას შევუდექით..მიუხედავად ბევრი ხუმრობისა და შეუჩერებელი სიცილიანი
პაუზებისა, ორი საათის შემდეგ საკმაოდ კარგი მეცადინეობა გამოგვივიდა. დაღლილებმა
თვალები მივლულეთ და სასაცილოდ დავამთქნარეთ
-აუ მეძინებაა-წამოიძახა ნაიამ და საათს გახედა-ათი?? მეტი არა?-თქვა ნაწყენი ხმით-მინიმუმ
თორმეტი მეგონა-თქვა და სასაცილოდ დაიჭყანა
- რა გავაკეთოთ?-იკითხა თეკლამ და უცებ გამოფხიზლდა
-მმმ..შეგვიძლია რამე ფილმს ვუყუროოთ-ვუთხარი ღიმილით და თვალები მოვჭუტე
-აუ საათი რო გადავწიოთ, თავი მოვიტყუოთ და დავიძინოთ არაა?-იკითხა ნაიამ და
დაამთქნარა
-კაი რა ნაიაა, ვუყუროთ რა რამეს..-თქვა თეკლამ და წარბები სასაცილოდ აათამაშა. მის
სახეზე მე და ნაიას სიცილი აგვივარდა, ზანტად წამოვდექით მაგიდიდან და
ტელევიზორისკენ გავეშურეთ. დიდხნიანი ძებნის შემდეგ რაღაც ფილმი ჩავრთეთ და მისი
დაწყებიდან ორი საათის შემდეგ მივხვდით რომ ფილმების არჩევა ჩვენი საქმე არაა..ისედაც
დაღლილებს ფილმის უინტერესობისგან კიდევ უფრო დაგვეძინა..
ერთმანეთს ისევ საკუთარი ხრიკებით ვამხიარულებდით და ვაფხიზლდებით..ასე გავიყვანეთ
დრო მაგრამ აი ორ საათზე დაღლილობამ უკვე პიკს მიაღწია და ჩვენც დასაძინებლად
გავეშურეთ..მკვდარივით ჩამეძინა და ჩემი გონება ათასნაირ სიზმრებში გადაეშვა..ამდენი
მეცადინეობისგან უკვე გამოცდები მესიზმრებოდა..ქულების გაგებას და ჩაბარებას ვიყავი
უკვე მიახლოებული როცა მობილურის ზუზუნმა გამომაფხიზლა. გაკვირვებულმა დავხედე
ეკრანს და უცხო ნომრის დანახვისას უფრო შევკრთი, საათს დავაკვირდი. ოთხი გამხდარიყო,
მობილურს დაღლილი ხმით ვუპასუხე და პასუხს დაველოდე..ცოტახანი ხმას არავინ მცემდა,
დაბნეულმა რამოდენიმეჯერ ჩავძახე და როგორც იქნა პასუხი დავიმსახურე
-ჩემი სახლის მისამართი გახსოვს?-გავიგე მისუსტებული მაგრამ მაინც ცივი ხმა ყურმის
მიღმა და მთელს ტანზე ტაომ დამაყარა, კიდევ უფრო დაბნეულმა ხმის ამოღება ძლივს
მოვახერხე და ლუღლუღით ვკითხე
-ჩემი ნომერი საიდან გაქ?-ცოტახანი სიჩუმე იყო, მერე მოსაუბრემ მობეზრებით ამოისუნთქადა ცივი ხმით მითხრა
-მე მგონი რაღაც შეგეკითხე..სასაუბრო დრო არ მაქვს..თუ მისამართი გახსოვს, მაშინ უნდა
მოხვიდე..-მკაცრად დაამთავრა საუბარი და ჩემს პასუხს დაელოდა, გაკვირვებისგან
ვერაფერი ვერ მოვიფიქრე..ადამიანმა რომელმაც უგულოდ დამტოვა ქუჩაშ მისუსტებული და
სველი ახლა ღამის ოთხზე მირეკავდა და მის სახლში მისვლას მთხოვდა რომლის მისამართი
წესიერად არც მახსოვდა..
-რა ხდება?- ვკითხე შედარებით მშვიდად
-ანუ იცი..-თითქოს შვებისგან ამოისუნთქაო..-უნდა მოხვიდე! რაც შეიძლება
მალე..-შედარებით რბილი ტონით მითხრა და მობილური გამითიშა. საოცარ
გაურკვევლობაში ავღმოჩნდი. აღარ ვიცოდი რა გამეკეთებინა..დავრჩენილიყავი თუ
წავსულიყავი.."შენს გულს მოუსმინე" შთავაგონე საკუთარ თავს და "რეაქციას
დაველოდე".."რაც შეიძლება მალე.."გამიელვა გონებაში მისმა სიტყვებმა..საწოლიდან
სწრაფად წამოვხტი, კეტები ჩავიცვი, მოსაცმელი მოვიხურე და ნელი ნაბიჯებით გამოვედი
ოთახიდან, მობილური ავიღე და ბინა დავტოვე
გზაზე არანაირი მანქანის ნასახი არ ჩანდა..ნერვიულობისგან უკვე ბოლთას ვცემდი როცა
გამახსენდა რომ მამაჩემს მისი მანქანა არ წაეყვანა..სწრაფად ჩამოვიტანე გასაღები და
მანქანისკენ მივაშურე..სიჩქარისგან უკვე გონებაც კი დამბინდვოდა, მანქანაში უცებ შევხტი,
მექანიკურად დავქოქე და გზას დავადექი, ათი წუთი დამჭირდა იმ ადგილის მისაგნებად
სადაც მაშინგათენებამდე ვიჯექი უკვე ძალიან დაღლილი. როგორც იქნა დიმიტრის
კორპუსსაც მივაგენი, სწრაფად გადმოვხტი მანქანიდან და ნერვიული სახით გავექანე
ბინისგან..კარებთან მისული წამით შევყოვმანდი
იქნებ არასწორად ვიქცეოდი მაგრამ ახლა უკან ნამდვილად ვეღარ
მივბრუნდებოდი..ამიტომაც კარებზე დავაკაკუნე და რეაქციას დაველოდე
-შემოდი ღიაა-გავიგე ბოხი ბარიტონი კარებს მიღმა და მთელს მუცელში ერთიანად
შემომიტია ჭიანჭველების ბანდამ. სახელური ნელი მოძრაობით ჩამოვწიე, ღრმად ჩავისუნთქე
და ბინაში შევედი..


6


როგორც მაშინ, ეხლაც არცერთი ოთახი არ იყო განათებული გარდა ერთისა..შორიდან
მკრთალად მოკიაფე შუქს გავყევი და თავი მყურდრო, მუქ ფერებში შეღებილ ოთახში
ამოვყავი..საწოლთან პატარა ნათურა ძლივსღა ბჟუტავდა და არემარეს მცირედით ანათებდა
ოთახს ვათვალიერებდი
ვინმე სულიერი რომ აღმომეჩინა და უცებ ვიღაცის ტკივილიანი ამოოხრება მიწვდა ჩემს
ყურთასმენას რაზეც მცირედით შევკრთი, თავი საწოლისკენ მივატრიელე და თითქლის
ჩაბნელებულ ოთახში ვიღაცის მწოლიარე სილუეტი გავარჩიე, შეშინებული მივუახლოვდი
ახლოს, თავს ძალა დავატანე და ჩუმად ამოვილუღლუღე
-რატომ მთხოვე მოსვლა?-ვკითხე და იქვე გავიყურსე პასუხის მოლოდინში..შავი სილუეტის
გარდა ვერაფერს ვერ ვარჩევდი მაგრამ თითქოს ვიგრძენი როგორ დაემანჭა ტკივილისგან
სახე, მთელი ძალები მოიკრიბა და ჩუმი ხმით მითხრა
-სისხლის გეშინია?- ასეთი კითხვით გაკვირვებულმა ცოტა დავიბენი მაგრამ უცებ
გამოვფისლდი და სწრაფად ვუპასუხე- არ მეშინია..შვებით ამოისუნთქა-იქ მიდი-მითხრა და
ხელით კუთხისკენ მანიშნა-კარადა გამოაღე და იქ პატარა ყუთი დაგხვდება, აიღე და აქ
მოდი..-მითხრა მისუსტებული ხმით. სწრაფად შემოვბრუნდი უკან, კარადიდან
ყუთი ამოვიღე და მივუახლოვდი მაგრამ არც ისე ახლოს..-ახლოს მოდი, ნუ გეშინია..ეხლა
ნამდვილად არ ვარ ისეთ მდგომარეობაში ვინმე რო შემომეჭამოს-მითხრა ბოხი ხმით და
ირონიულად ჩაიცინა მაგრამ მალევე თითქოს რაღაც ტკივილმა შემოუტიაო და განწირულად
ამოიგმინა, ამაზე შევხტი და უცებ ვკითხე-რა გჭირს?
- ის ნათურა მოიტანე..შუქი არ აანთო..-მითხრა მკაცრად და მბჟუტავი შუქისკენ მანიშნა.
ნათურას ხელი ვსტაცე და საჭოლთან ახლოს მივედი. ახლა უკვე კარგად ვარჩევდი მისი სახის
ყველა ნაკვთს..ტკივილისგან მწვანე თვალები ჩავარდნოდა და ტუჩებიც დამსკდარიყო..თეთრ
მაისურზე სისხლის ლაქები როგორც კი შევამჩნიე მაშინვე გავაყოლე ნათურა
ხელს და ადგილზე გავშეშდი როცა სისხლიანი ჭრილობა დავინახე ბრმანაწლავთან
ახლოს..გაშეშებული მივუახლოვდი ახლოს და ჭრილობიდან სისხლიანი ხელი
ავაღებინე..დანით იყო მიყენებული, ფართო მაგრამ არა ღრმა ჭრილობა იყო, რაც იმაზე
მიანიშნებდა რომ "მსხვერპლმა" მალევე მოახერხა მტრის მოცილება..ბევრი სისხლი ჰქონდა
დაკარგული
და ჭრილობასაც ეტყობოდა რომ მთლად ახალიც არ იყო..ღრმად ჩავისუნთქე მის ფერწასულ
სახეს გავხედე და მშვიდი ხმით ვკითხე
-ჭრილობა როდინდელია?-ვთქვი და ირგვლივ მიმოვიხედე..მის გვერდით საწოლზე
საშინელი უწესრიგობა იყო..უამრავი სისხლიანი ნაჭერი, ბინტები და სპირტის ქილები
ეყარა..ზოგი ნახევრად გახსნილი მაგრამ გამოუყენებელებს საწოლის საფარი უკვე
დაესველებინათ და უწესრიგოდ ეყარნენ თხელ პლედზე..ყველაფერი იმაზე მიუთითებდა
რომ თავის დახმარებას თვითონ ცდილობდა მაგრამ აშკარადვერ მოეხერხებინა რამე..
-შუა დღისაა..-მითხრა ცივი ხმით, ღრმად ჩაისუნთქა და თვალი ჭერს გაუსწორა..
-საავადმყოფოში უნდა წავიდეთ..უამრავი სისხლი გაქვს დაკარგული..-ბუთხარი
ანერვიულებული ხმით და სახეზე დავაკვირდი..
-წასვლა რომ მდომებოდა ახლა აქ არ იქნებოდი..ვერსადაც ვერ წავალთ..თავიდან ბოლომდე
შენს ხელში ვარ..მეორედ ასეთი შანსი აღარ გექნება რო იცოდე..და ჯობია გამოიყენო..-მითხრა
ბოხი ხმით და ირონიულად ჩაიღიმა..არაფერი აღარ მიკითხავს..ჭრილობას მივუბრუნდი და
დაკვირვებით დავუწყე დასუფთავება..ჯერ სისხლი სპირტით მოვწმინდე შემდეგ საფენები
დავადე და ბინტი დაკუნთული წელის ირგვლივ რამოდენიმეჯერ შემოვახვიე..გამაყუჩებელი
დავალევინე და როცა ყველაფერს მოვრჩი ფეხზე წამოვდექი მისი საწოლის მეორე მხარეს
წავედი და ყველაფერი ზედმეტი ავალაგე
ლაქებს ეხლა ვერაფერს ვერ ვუშველიდი ამიტომაც პლედი უბრალოდ გადავასუფთავე,
წამლებიანი ყუთი საწოლთან დავუდე და უხლოდ გავეშურე სამზარეულოსკენ რომლის
ადგილმდებარეობა ისევ შემორჩენოდა ჩემს მეხსიერებას..მობილურის განათებით მივაგენი
მაცივარს გამოვაღე და რაღაც "მარტივი" ს ძებნა დავიწყე..არაჟნის აღმოჩენისას თვალები
გამიბრწყინდა, სწრაფად გამოვიღე და წიქა წყალთან ერთად დავბრუნდი ძლივს განათებულ
ოთახში..საწოლს ფრთხილად
მივუახლოვდი, მასთან ახლოს ჩამოვჯექი და თავი ბალიშით ზემოთ ავაწევინე
-ეს ცოტა მაინც მოსვი..ტუჩებიც კი დამსკდარი გაქვს უკვე..-ვუთხარი ჩუმი ხმით და პირთან
ჭიქა მივუახლოვე..თავიდან თითქოს ყოყმანობდაო მაგრამ შემდეგ ნელა მოსვა ცოტაოდენი.
ცოტახანი მისი მდგომარეობის მზერით დაკვირვება დავიწყე..ჩემი შენახვევიდან სისხლი არ
ჟონავდა რაც კარგის ნიშანი იყო..არაჟნის ქილა ხელში ავიღე და მცირეოდენი კოვზით
ამოვიღე..არ ვაპირებდი ბევრის ჭამა დამეძალებინა მაგრამ აშკარად დასუსტებულიყო და
უჭმელიც იყო ამიტომაც ჩავთვალე რომ ეხლა რაღაცის "წახემსება" მისთვის აუცილებელი
იყო..
-ესეც უნდა შეჭამო ცოტა..-ვუთხარი შეპარული ხმით და მის რეაქციას დაველოდე..წამწამები
ნელი მოძრაობით დააშორა ერთმანეთს, შემდეგ გამომხედა და ირონიული ხმით მითხრა
-ძიძობა უცებ მოირგე?-თქვა და თვალებში ჩამაშტერდა..მზერას ისევ ვერ გავუძელი თვალი
ავარიდე და ჩუმი ხმით ჩავილაპარაკე
-შენთვის გეუბნები..მე არავის ძიძა არ ვარ..დახმარება მთხოვე და მოვედი..და თუ ცოტათი
"მოძლიერება" არ გინდა ეს შენი ნებაა..-დავასრულე ცივი ხმით და ქილის წასაღებად
წამოვდექი როცა ხელი მხარზე დამადო და უკან დამაბრუნა
-მე დახმარება არავისთვის მითხოვია..უბრალოდ სხვა გზა არ მქონდა ამიტომაც გითხარიმოსულიყავი..და როგორც ერთხელ ავღნიშნე თავიდან ბოლომდე შენს ხელში ვარ და
რადგანაც არანაირი ძალა არ მაქვს შეწინააღმდეგებისა, შეგიძლიათ მიბოძოდ..-მითხრა
ღიმილით და ქილაზე მანიშნა..უხმოდ ამოვიღე კოვზით ცოტაოდენი და პირისკენ წავიღე,
უცებ საჩვენებელი თითი კოვზსა და ტუჩებს შორის მოაქცია, თვალებში ჩამაშტერდა და ბოხი
ბარიტონით წაიჩურჩულა
-ოღონდ ეს არ გაძლევს იმის უფლებას მთლად რაც გინდა გამაკეთებინო იცოდე!-მითხრა
მკაცრად და თვალი ამარიდა-ნუ ახლა გააჩნია შენ რას გაამაკეთებინებ მაგრამ..ჯერ მაინც
სუსტად ვარ და ასე რომ..-მითხრა შეპარული ხმით, ეშმაკურად ამომხედა და საყვარლად
ჩაიცინა. ""საყვარლადოო?" რას ამბობ გოგო?! ვინ ჩაიცინა საყვარლად ამ ბოროტების
მაშხალამ?..ხალხო მგონი ლენას ვკარგაავთ! უშველეთ ვინმემმ.." გაჰყვიროდა ჩემი შინაგანი მე
მომაბეზრებლად და უკვე აღარ ვიცოდი ბომბი მესროლა მისთვის თუ რაიმე ჩამერტყა თავში,
თუმცაღა არც ორივეზე ვიტყოდი უარს..არადა ეს ცაცინება ნამდვილად
განსხვავდებოდა მისი სხვა ირონიული ჩაცინებებისგან..პირველად დავინახე დიმიტრის
გულწრფელი გაღიმება..ვაღიარებ საკმაოდ თვალისმომჭრელი იყო მაგრამ..რაო რა
მითხრა?..ჰაიმეე, გამახსენდა! "უზრდელი!" გავიფიქრე გონებაში და თვალი ცივად
ვარიდე..რამოდენიმე კოვზი არაჯანი ნელი მოძრაობებით როგორც იქნა ვაჭამე..
- აქ როგორ მოხვედი?-მკითხა ჩუმი ხმით და უკვე სახეზე აშკარად ეტყობოდა რომ მალე
ჩაეძინებოდა..
-მამაჩემის მანქანით..-ვუთხარი ჩუმი ხმით
-ესეიგი ტარებაც იცი..-მითხრა და თვალები დახუჭა..სადაცაა ჩაეძინებოდა..
-არა არ ვიცი-მექანიკურად ვუთხარი სიმართლე და წამით გავშტერდი საკუთარ
პასუხზე..სინამდვილეში არც მართვის მოწმობა მქონდა და არც საჭესთან ვმჯდარვარ ოდესმე
მაგრამ ახლა..თვითონაც ვერ ვხვდები როგორ მოვახერხე ასე უპრობლემოდ მის სახლამდე
მისვლა..
-რაა?..აბა როგორ გაატარე?-მკითხა ირონიული ტონით და სახეზე დამაშტერდა
-მე..უბრალოდ ძალიან შევშინდი..-სწრაფად მივახალე სიმართლე და საკუთარი თავი მაშინვე
მივაწყევლე ასეთი ბავშვური გულუბყვრილობის გამო..ველოდი რომ ირონიულად
ჩაიცინებდა ან ცივი ხმით მომახლიდა რამეს მაგრამ სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ ჩემი
იმედები არ გამართლდა, პირიქით..ჩემს პასუხზე სახე დაუსერიოზულდა..ცოტახანს სახეზე
მომშტერებოდა..მერე თვალი ჩაფიქრიანებულმა მომაშორა, ნელი მოძრაობით მოკალათდა
საწოლში და თვალები მილულა..ნელი მოძრაობით წამოვდექი გაკვირვებული მისი
საწოლიდან და სამზარეულოსკენ წავედი ჭურჭლის გასარეცხად, კარებთან მისული მისმა
ხმამ შემაჩერა
-ვწუხვარ რომ ასე განერვიულე..-მითხრა ჩუმი ხმით და მისი ხმის სირბილემ მთელ ტანზეტაო დამაყარა იმდენად უჩვეულო და ტკბილი მეჩვენა იგი..დაბნეულმა ვერაფერს ვერ მოვაბი
თავი რომ მეთქვა..როგოც იქნა გონს მოვეგე და ჩუმად წავიჩურჩულე
-არაუშავს..-ოთახი სწრაფად დავტოვე და სამზარეულოში გავედი, ეკრანის შუქზე სწრაფად
გავრეცხე ჭურჭელი და ოთახში დავბრუნდი დიმიტრისთან გამოსამშვიდობებლად
-მე უნდა წავიდე..სახლში..-აღარ დავასრულე საუბარი როცა შევამჩნიე რომ ეძინა..თანაბარად,
მშვიდად სუნთქავდა და სახეც უფრო დამშვიდებული ჰქონდა..ცოტახანს მასზე
გაუცნობიერებლად მიშტერებული უცნაური გრძნობით ვიყავი შებყრობილი, რომელიც ნელ-
ნელა იბყრობდა ჩემს მთელს არსებას..ისევ დილემის წინაშე ავღმოჩნდი, სახლში თეკლა და
ნაია მელოდებოდნენ, რომლებმაც საერთოდ არ იცოდნენ ეხლა სად ვიყავი..აქ კი..აქ დიმიტრი
იყო..დაჭრილი და დასუსტებული დიმიტრი..მაგრამ ამასთანავე ბოროტების მაშხალა
დიმიტრი..ბოლო წოდებაზე უნებურად ჩამეღიმა, მერე ცოტახანს ჩავვფიქრდი და
გადაწყვეტილებაც მალევე მივიღე..
მობილურში თეკლას ნომერი ავკრიბე და შეტყობინება გავაგზავნე: "დილით დავბრუნდები.
არ ინერვიულოთ ყველაფერი კარგადაა, როცა მოვალ ყველაფერს მოგიყვებით" გავაგზავნე
სწრაფად შეტყობინება, მშვიდი სახით შევინახე მობილური, ის მბჟუტავი ნათურაც
გამოვრთე, საწოლთან ახლოს ჩამოვჯექი და სიბნელეში ჩაძირული მივშტერებოდი
დიმიტრის სილუეტს, რომელსაც ვერ ვხედავდი მაგრამ იმდენად დიდი იყო მისი სიახლოვით
გამოწვეული მღელვარება ჩემში, რომ მთელს სხეულს სასიამოვნოდ მიწვავდა..


7


ადრიანად გამოღვიძებულმა დიმიტრიმ წამწამები ნელი მოძრაობით დააშორა ერთმანეთს და
შეეცადა საწოლზე წამომჯდარიყო, თვალებმილულულიი წამოჯდა და მზერა ოთახს
მოავლო. "ალბათ წავიდა" გაიფიქრა გონებაში და უკვე წამოდგომა უნდა ეცადა როცა მის
ფეხებთან ვიღაცის
მჯდომარე სილუეტი შეამჩნია. გოგონა იატაკზე ჩამომჯდარიყო თავი კი გადაჯვარედინებულ
ხელებში მოექცია და საწოლის კუთხეში უდარდელად ფშვინავდა. დიმიტრიმ გაოცებისგან
თვალები ჭყიტა, მაგრამ სახე მალევე დაუსერიოზულდა.იგრძნო როგორ ჩაეღვარა სითბო
გულში და იმდენად უცნაურად
ეჩვენა ეს გრძნობა რომ მთელი შიგნეული სასიამოვნოდ აეწვა. თავს ძალაა დაატანა და
წამოდგა, ჩუმად დაიხარა გოგონასკენ და მისი ხელში ატაცება სცადა, საშინლად ასტკივდა
ჭრილობა მაგრამ შეეცადა არ შეემჩნია, ნელი მოძრაობით აიყვანა ლენა და საწოლზე
წამოაწვინა. ტკივილისგან რამოდენიმეჯერ ამოიგმინა და მოსასულიერებლად საწოლის
კიდეს დაეყრდნო. ღრმად ჩაისუნთქა და სამზარეულოში გავიდა. საშინლად
მოშიებოდა და შეეცადა რაიმე მოემზადებინა, მაგრამ საშინელი სისუსტე იგრძნო და
რამოდენიმეჯერ წაბარბაცდა კიდევაც, ჯიუტად განაგრძობდა კვერცხის შეწვას როცა
უკნიდან გაოცებული ხმა მოესმა
-როდის ადექი?? ან საერთოდ როგორ ხაარ? მე როგორ ავღმოჩნდი შენს ადგილზე
წამოწოლილი?-გაოცებულმა მიაყარა ლენამ კითხვები და დიმიტრის მიაშტერდა. ბიჭმა
მობეზრებით ამოიოხრა, კვერცხის შეწვას თავი ანება, გოგონასკენ მობრუნდა და რაღაცის
თქმა დააპირა როცა ლენამ წამოიყვირა:
-ღმერთო ჩემო.., სისხლი გამოჟონილაა..აშკარად ჭრილობა გაგეხსნა..-წამოიყვირა ნერვიული
ტონით და სახვევს დაკვირვება დაუწყო-არ მითხრა რომ იქ შენ წამომაწვინე..-უთხრა ლენამ
დაძაბული ხმით და თვალებში ჩააშტერდა. ბიჭი ნელი ნაბიჯებით გასცდა სამზარეულოს და
საძინებელში შევიდა, გოგონა უკან გაჰყვა და თან მის ყველა რეაქციას აკვირდებოდა.
ფრთხილად წამოჯდა საწოლზე და ტკივილით ჩუმად ამოიხრიალა. ლენა სწრაფად მივარდა,
ნელი მოძრაობით წამოაწვინა, შემდეგ წამლების
ყუთი მოიტანა და სახვევები გახსნა. ჭრილობა ნახევრად გახსნილიყო და სისხლი ჟონავდა,
ფრთხილად დაუმუშავა, საფენები ისევ დაადო და ბინტი შემოახვია, შემდეგ წამოდგა, ჩანთას
ხელი დაავლო და გასვლამდე ბიჭს მოუბრუნდა
-მე უნდა წავიდე..არ წამოდგე იცოდე რადგან მე აქ აღარ ვაპირებ მოსვლას!-უთხრა გოგონამ
მკაცრი მაგრამ რაღაცნაირად სასაცილო ტონით ბიჭის ყველა საქციელით გაღიზიანებულმა
და წასასვლელად შებრუნდა
-რატომ არ წახვედი გუშინ?-მოესმა ბოხი ბარიტონი უკნიდან და წამით შედგა..კითხვაზე
პასუხი ნამდვილად არ ჰქონდა რადგან ამას თვითონაც კი ვერ მიმხვდარიყო..ის რასაც ეს
პერიოდია გრძნობს, არასდროს მსგავსი შეგრძნებები არ განეცადა და შესაბამისად ვერხვდებოდა რა ემართებოდა..ცოტახანს ჩუმად იდგა პასუხის ფიქრში, შემდეგ კი
უკანმოუხედავად უთხრა
-ადამიანებს ვისაც ჩემი დახმარება სჭირდება, შუა გზაში არასოდეს ვტოვებ..მითუმეტეს როცა
ვხედავ , რომ ცუდადაა-შეეცადა ხმა ცივი ჰქონოდა, შემდეგი სიტყვებისთვის მთელი ძალა
მოიკრიბა და რაც შეეძნო ცივად უთხრა-შენს მსგავსად..მშვიდობით-დააემშვიდობა ჩუმი
ხმით და უკანმოუხედავად დატოვა ბინა. პასუხისგან გაკვირვებული დიმიტრი ერთხანს
გაშტერებული წამომჯდარიყო და გოგონას ბოლო სიტყვებზე ფიქრობდა..წამით იმაზეც კი
დაფიქრდა
მართლა ცუდად მოვექეციო, მაგრამ მალევე ამოიგდო გონებიდან ეს აზრი. მხოლოდ ის
სითბო რომელსაც მთელი მისი შინაგანი სამყარო მოეცვა ვერაფრით ვერ მოეშორებინა და
მიუჩვევლობისგან შეწუხებული ყველანაირად ცდილობდა ყურადღების გადატანას,
ფიქრებში ჩაძირული მობილურის ზუზუნმა გამოარკვია რეალობაში,სწრაფად დასწვდა და
უპასუხა
-როგორ ხარ დიმიტრი? დღეს რაღაც საქმეა მოსაგვარებელი თან მინდა ჩვენს საქმეზეც
გელაპარაკო, ამიტომაც დღეს შეკრება დავნიშნეთ. მოახერხებ მოსვლას?-გაისმა მშვიდი ხმა
ყურმილს მიღმა
-არამიშავს..(დაუმალა ინციდენტი დიმიტრიმ) მოვახერხებ..როდის გამოვიდე?-ჰკითხა და
საათს დახედა. უკვე თორმეტი სრულდებოდა, დიდხანს სძინებია დაღლილს, რასაც
მიუჩვეველი იყო..მაგრამ მომხდარიდან გამომდინარე არ გაჰკვირვებია და ყურადღება ისევ
მოსაუბრეზე გადაიტანა
-კარგი იქნება თუ გამოხვალ უკვე-უთხრა თბილი ხმით მოსაუბრემ
-კარგი, გამოვდივარ..-უთხრა მშვიდი ხმით და მობილური გათიშა. რაც შეეძლო სწრაფად
წამოდგა და წასასვლელად მზადება დაიწყო, "არ წამოდგე" ჩაესმოდა გონებაში გოგონას
სიტყვები, მის მზრუნველობაზე ეცინებოდა და თან სწრაფად ჩაიცვა მიუხედავად საშინელი
ტკივილებისა.."რადგან მე აქ აღარ მოვალ!"გაახსენდა ლენას გაფრთხილებაც და მის
სიმკაცრეზე ღიმილი ვეღარ შეიკავა.."ძალიან კარგადაც მოხვალ!" წაიჩურჩულა ჩუმი მაგრამ
მტკიცე ტონით და სახლი
გაღიმებულმა დატოვა. ცოტახანში ქალაქგარე სახლსაც მიადგა, ნელი მოძრაობით
ტკივილისგან შეწუხებული შევიდა სახლში, ნაცნობებს მიესალმა და პირდაპირ დიდი
ოთახისკენ გაეშურა. მრგვალი მაგიდის ირგვლივ უკვე ყველა წევრს მოეყარა თავი და
აშკარად დიმიტრის ელოდებოდნენ. მშვიდი სახით მიესალმა ყველას და თავისი ადგილი
დაიკავა. კახამ ჯერ მზრუნველად აათვალიერა, შემდეგ კი ხელები მაგიდაზე შემოაწყო და
მკაცრი ხმით დაიწყო
-რას გავს ახალი საქონელი?-იკითხრა მკაცრი ხმით და ყველას თვალი მოავლო..-ყველაფერს აგიხსნი..-წაილუღლუღა მაგიდის ბოლოში მჯდარმა მამაკაცმა და ხელების
ნერვიულად ერთმანეთში ხლართვა დაიწყო
-გისმენ.-უთხრა ცივად კახამ და სახეზე მიაშტერდა
-თავიდან ყველაფერი რიგზე იყო მაგრამ შემდეგ როცა გამოგზავნის დრო დადგა მოგვატყუეს
და უხარისხო ალკოჰოლი შემოგვაპარეს..ამის შესახებ არაფერი ვიცოდი გეფიცები..უკვე გვიან
იყო როცა გავიგე, მაგრამ ჩვენი ხალხი გავგზავნე და ყველაფერი მოაგვარეს..ფული
დავიბრუნეთ-უთხრა კმაყოფილი ხმით მამაკაცმა და კახას ახლა უკვე თამამად გახედა..
-ეგ კარგია..ახლა გამოგივიდათ მაგრამ სულ ეგრე არ იქნება..შემდეგში მეტი ყურადღება
გმართებს! -უთხრა მკაცრად და თვალი აარიდა..რამოდენიმე სასწრაფო საქმეც მოაგვარა და
როცა დარწმუნდა რომ სალაპარაკო აღარაფერი არ იყო ყველას დაემშვიდობა გარდა
დიმიტრისა. დაღლილი სავარძელში ჩაეშვა და ბიჭს ჭიქა ტეკილის მოტანა სთხოვა.
დიმიტრიმ ორივესთვის ჩამოასხა, შემდეგ მის წინ მოთავსდა და მშვიდი გამომეტყველებით
ჰკითხა
-რამის შეცვლას ხო არ აპირებ?..იმ საქმეზე..-უთხრა შეპარვით და კახას სახეზე დააკვირდა,
წყურვილის დაკმაყოფილების შემდეგ მამაკაცმა კმაყოფილმა ამოისუნთქა და ჩუმი ხმით
დაიწყო:
-არა..გადაწყვეტილება მიღებულია! ის გოგო უნდა მოკვდეს..მამამისი ამას იმსახურებს!-თქვა
მკაცრად და კბილები გააღრჭიალა
-ჰო მაგრამ გოგონა რა შუაშია..პასუხი მამამ უნდა აგოს და არა გოგონამ-უთხრა
დამრიგებლური ტონით დიმიტრიმ და სასმელი მოსვა
-ეგ ალექსანდრესთვის არაფერი იქნება..ეგრე მისი ოჯახის დასჯა გამომივა და არა მისი..ვიცი
რასაც ვაკეთებ დიმიტრი..შენ დამპირდი რომ მაგ საქმეს თვითონ მოაგვარებდი მაგრამ..თუ
გადაიფიქრე შემიძლია სხვა ავიყვანო-უთხრა ნაწყენი მაგრამ მუდარა ნარევი ხმით კახამ და
ბიჭის რეაქციას დაელოდა
-არანაირად!-თქვა მკაცრად-შენ ჩემი ერთადერთი მეგობარი ხარ და უბრალოდ არმინდა
შემდეგ რამე ინანო..თორე, შენი მტერი ჩემი მტერია! და რასაც დაგპირდი აუცილებლად
შევასრულებ-უთხრა მტკიცე ხმით და წარბები მკაცრად შეკრა. კახას მის პასუხზე გაეღიმა და
ხმაც უფრო თბილი გაუხდა
-ასეც ვიცოდი დიმიტრი..შენში ეჭვი არ მეპარება, ამიტომაც მოგანდე ეს საქმე შენ..-თქვა და
ხელი მხარზე მეგობრულად დაჰკრა
-როდის მოვაგვაროდ ეს საქმე?-ჰკითხა დიმიტრიმ და მზერა სივრცეს გაუშტერა
-ჯერ არა..სავარაუდოდ რამოდენიმე დღეში ან შეიძლება კვირაც..ჯერ სხვა საქმეებიც გვაქვს
მოსაგვარებელი და მერე მაგასაც მივხედავთ..ჰო მართლა-წამოიძახა სწრაფად და დიმიტრისგახედა-შენ არც სახელი იცი..არც გარეგნობა..გოგონაზე გეუბნები-უთხრა შეპარუხი ხმით-
მაგრამ არაუშავს, როცა საქმეზე მივალთ ყველა დეტალს გაგაცნობ, ჯერ ადრეა..-უთხრა
მშვიდი ხმით და გაუღიმა. დიმიტრიმ თავი მეგობრულად დაუკრა, შემდეგ ფეხზე წამოდგა
და გასასვლელისკენ წავიდა როცა კახას ნერვიული ხმა მოესმა უკნიდან
-დიმმიტრიი! შენ სისხლი გდის..დაჭრილი ხარ დიმიტრიი-გაკვირვებული და დაბნეული
ალუღლუღდა კახა და ბიჭთან მივარდა, როცა დარწმუნდა რომ პერანგი ნამდვილად
სისხლით იყო მოთხვრილი, სავარძელი ახლოს მოურბენინა და წამოჯდომა თხოვა.
ტკივილისგან შეწუხებული დიმიტრი უსიტყვოდ წამოჯდა და მშვიდი ხმით უთხრა
მეგობარს
-არაფერია..მსუბუქი ჭრილობააა და მალე მომირჩება
-რა მოხდა? ვინ დაგჭრა?-თითქოს არ გაუგია კახას ბიჭი სიტყვები და შეკითხვები დაძაბული
ხმით მიაყარა..დიმიტრიმ პასუხი არ გასცა..კახაც დადუმდა და თითქოს ჩაფიქრდაო, მერე
უცებ რაღაცას მიხვდა, წარბები გაბრაზებულმა შეკრა და დიმიტრის თვალებში ჩააშტერდა
-შენ დამპირდი რომ მაგ საქმის მოგვარების დროც მოვიდოდა..და ამას ჩემს გარეშე არ
გააკეთებდი!
-ვიცი..(თვალი აარიდა) მაგრამ შემთხვევით დავინახე როცა მანქანით მისეირნობდა ერთ-
ერთი..ვეღარ მოვითმინე და უკან გავყევი..დაცვა საკმაოდ მობილიზებული ჰყავდა და
სწორედ ამან დამაბნია, როცა შეპარვას ვცდილობდი მაშინ მომხვდა მცველის დანა მაგრამ
მალევე მოვიშორე და გავცილდი იქაურობას..ნუ გეშინია-სწრაფად წამოიძახა მშვიდი ხმით-
ვერ დამინახა სახეზე..სავარაუდოდ ვიღაც ქურდი ვეგონე..ასე რომ სანერვიულოც
არაფერია..ჭრილობა მალე შემიხორცდება-დაასრულა რბილი ტონით და შეეცადა
მეგობრისთვის გაეღიმა. კახა დაკვირვებით უსმენდა, შემდეგ თავი გაბრაზებულმა გადააქნია,
ცოტათი დამშვიდდასავით და შედარებით მშვიდი ხმით წაიჩურჩულა
-რა მოუთმენელი ხარ დიმიტრი! მეორედ მსგავსი რამ არ გაბედო..ჩემს გარეშე-ბოლო
სიტყვებზე უნებურად გაეღიმა, რაზეც დიმიტრიმ შვებისგან ამოისუნთქა და წასასვლელად
წამოდგა.-საავადმყოფოში მაინც უნდა წავიდეთ..დაგიმუშავებენ და შეგიხვევენ-უთხრა
მზრუნველად კახამ და სისხლიანი სახვევი კიდევ ერთხელ შეათვალიერა
-არ მინდა მეგობარო..მე თვითონ მივხედავ საკუთარ თავს..მყავს მე ჩემი ექიმი..-ლენას
გახსენებაზე უნებურად გაეღიმა, მერე მეგობარს გამოემშვიდობა და სახლი დატოვა.


8


სახლში ბურდღუნით შევვარდი, დაქალების შეკითხვებით სავსე მზერა დავაიგნორე,
სამზარეულოში შევვარდი და ერთი ამოსუნთქვით დავცალე ორი ჭიქა ცივი წყალი, შემდეგ
ღრმად ამოვისუნთქე, სკამზე ჩამოვჯექი და დაძაბული სახით გავხედე ორივეს..ცოტახანს
ჩუმად ვიჯექი მაგრამ
ვიცოდი ხმის ამოღება მაინც მომიწევდა, ამიტომაც ჩუმი ხმით დავიწყე.. ვუთხარი სად ვიყავი
რა მოხდა და რატომ ვიყავი ასეთი აფორიაქებული..როცა თხრობას მოვრჩი ოორივეს სახეს
დავაკვირდი და მათ რეაქციას დაველოდე..გაოცებულნი ცოტახანს ხმას ვერ იღებდნენ, მერე
თეკლა უემოციოდ ჩამოჯდა
ჩემს გვერდით და ჩუმად ჩაილაპარაკა:
-საერთოდ არ იცნობ..არ მომწონს მე ეგ ამბავი..-თქვა და უსიამოვნოდ გადააქნია თავი
-კარგი რა თეკლა..არამგონია რამე სანერვიულო იყოს..მაგრამ კარგი რომ არაფერია ეგ ცხადია-
ჩაილაპარაკა ნაიამ და ეშმაკურად გამიღიმა, ნათქვამს მაშინვე მივუხვდი, შეურაწყოფილმა,
სახე სასაცილოდ დავმანჭე და დაქალს "გავუბრაზდი"
-გაგიჟდი ნაია? მე და ის? შანსი არაა! ნამდვილი დემონის მოციქულია..-წამოვიყვირე
გაღიზიანებულმა მაგრამ მალევე დავმშვიდდი და ჩუმი ხმით წავიჩურჩულე-დავემშვიდობე
და აწი საერთოდ აღარ ვნახავ!-დავასრულე მკაცრად და ოთახისკენ გავეშურე..ცხელი შხაპი
ახლა ჩემთვის ყველაზე დიდი შვება იყო..ყველაფრისგან დაღლილი ვერც კი მივხვდი რამდენ
ხანს
ვიყავი წყლის ჭავლის ქვეშ, იმდენად წავსულიყავი ფიქრებში..თავში უამრავი რამ ერთად
მიტრიალებდა და უკვე აღარ ვიცოდი რომელზე გამემახვილებინა ყურადღება.."სად დაიჭრა
ან ვინ დაჭრა ნეტა" ვფიქრობდი და ვცდილობდი რაიმე ლოგიკური დასკვნა გამომეტანა
მაგრამ როგორ შეიძლებოდა რამე მეფიქრა ადამიანზე რომლის მხოლოდ სახელი ვიცოდი
"უკვე მისამართიც" ჩამძახა ირონიულად ჩემმა შინაგანმა
ხმამ და მაშინვე გაბრაზებულმა შევუბღვირე გონებაში..თითების ბალიშებს უკვე ხარშვა
დაეწყო როცა მივხვდი რომ საკმაოდ დიდი ხანი გასულიყო რაც აქ ვიყავი..ზანტად
შევიმშრალე ტანი. ჩავიცვი და ოთახში გამოვედი. ნაია და თეკლა საწოლზე ჩამომჯდარიყვნენ
და რაღაცეებზე ჭორაობდნენ თან შიგადაშიგ იცინოდნენ და სახეს სასაცილოდ მანჭავდნენ,
მათი სახეების დანახვაზე უნებურად გამეღიმა და გვერდით ჩამოვუჯექი
-მოდით მომხდარი დავივიწყოთ და დღეს რაიმეთი გავერთოთ-ვუთხარი მშვიდი ხმით
ორივეს და მათ რეაქციას დაველოდე
-ოოჰ!-წამოიძახა ჩემი დანახვისას ნაიამ-გვეგონა დაგეძინა ან საერთოდ წყალმა ჩაგყლაპა-
სასაცილო ტონით წამოიყვირა და როცა ჩემს მობეზრებულ სახეს გადააწყდა, ორივეს ჩაეცინა,
უცებ დასერიოზულდა და მშვიდი ხმით მითხრა-კარგი აზრია..მაგრამ ოთხ დღეშ გამოცდა
გვეწყება და რის გართობა დაიაა?-მკითხა სასაცილო ხმით თვალებგაფართოებულმადასახეზე დამაშტერდა
-ვაი! მაგას ნუ მახსენებთ..ერთი სული მაქ როდის გადავაგორებ-წამოიძახა მობეზრებული
ხმით თეკლამ და საწოლზე გადაწვა-მართლა გავისეირნოთ რა სადმე..შეგვიძლია
მთაწმინდაზეც ავიდეთ-წამოიძახა უცებ გახარებულმა და საწოლიდან წამოხტა
-კარგი აზრია-დავეთანხმე და სამზარეულოსკენ წავედი. ისე მომშიებოდა რომ მზად ვიყავი
მთელი მაცივარი გადამეჭამა. ჩემი კულინარიული ნიჭით დიდად ვერ დავიკვეხნიდი ასე რომ
რაღაც მივახლაფორთე სამივესთვის და წასახემსად გავძახე ორივეს
-ვაიმე ლენა, მე კი ვთქვი მეშინია გამოცდებისთქო მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ სიკვდილი
მინდა-წამოიძახა თეკლამ და ჩემს კერძს დააკვირდა. მის სიტყვებზე ცხვირი ნაწყენმა
ავიბზუე და სახე სასაცილოდ დავმანჭე
-ჰოდა დარჩი მშიერი! ბოროტოო!-ვთქვი და სკამზე დავეხეთქე. ისე სწრაფად გადავასანსალე
ყველაფერი რომ მე თვითონაც გამიკვრიდა.."აი რას ნიშნავს იყო მშიერი..გასუქდები ლენააა"
ჩამძახა ჩემმა შინაგანმა მემ რომელიც მერამდენედ მოვკალი უკვე სათვალავი ამერია..ისეთ
აზრებს აფრქვევდა რომ ხანდახან მეგონა გონებაში მეორე ირონიის მეფე დიმიტრი
მეჯდა..თავი მობეზრებით გადავაქნიე, შემდეგ ფეხზე წამოვდექი
და სანამ ოთახში მოსამზადებლად გავიდოდი, ხელები ამაყად გავშალე და დაქალების
რეაქციას დაველოდე კერძზე
-ტიტანიკის სცენას განასახიერებ ლენა?-მკითხა ნაიამ და ჩაიცინა
- ოოო...როგორ მოგეწონათ კერძი?-ვკითხე თვალებმოჭუტულმა და ხელები ჩამოვწიე
-მმ არიყო ცუდი..-ჩაილაპარაკა თეკლამ და სიცილი დაიწყო-ერთ საათში თუ ისევ მედგა
სული მერე ვააბშე მაგარი ყოფილა!-წამოიძახა სასაცილო ტონით და ხელი მოწონების ნიშნად
ამიწია
-ეეე..რა უნდა გაგიკეთოთ თქვენ კაცმა? ბოროტებო-შევუბღვირე ორივეს სიცილშეკავებულმა
და ოთახში გავვარდი. მალევე მოვემზადეთ და გეზი პარკისკენ ავიღეთ. მშვიდი დღე იყო,
მოღრუბლული მაგრამ არა ისეთი წვიმას რომ აპირებდა..სიცხითაც დიდად არ ცხელოდა
რამაც უფრო გაგვახარა, რადგან დახუთულ ამინდს ვერცერთი ვერ ვიტანდით..ორი საათი
სეირნობით და გართობით ძლივს გავწელეთ მერე ერთ-ერთ კაფეში შევედით და ნაყინიც
მივირთვით.
-საღამოსკენ წავიმეცადინოთ ოკეი?-იკითხა ღიმილით ნაიამ და გადმოგვხედა
-ჰო აბა..თორე დავიღუპებით-ვუთხარი სიცილით და განათებულ მობილურს გავხედე.
"მოგიწევს სიტყვას გადაააბიჯო..ვერ ვგრძნობ თავს კარგად.."აჩქარებული გულისცემით
გადავიკითხე შეტყობინება "მე გაგაფრთხილე..აწი ეგ შენი საქმეა.." მივწერე სწრაფად და
გაბრაზებულმა მობილური მაგიდაზე დავახეთქე-რა ხდება ლენა?-მკითხა გაკვირვებით ნაიამ და სახეზე დამაკვირდა
-არაფერი..-ჩავილაპარაკე ჩუმად და მზერა ავარიდე-წავიდეთ აწი კაი?-წამოვდექი მაგიდიდან
და შევეცადე გამეღიმა რომ ჩემი აღელვება არ შეემჩნიათ
-უკვე? კაი წავიდეთ-ჩაილაპარაკა თეკლამ და ორივე ფეხზე წამოდგა. მობილურზე აღარ
დამიხედია რადგან არ მინდოდა უარესად ავფორიაქებულიყავი.. სახლში მისულნი
დაღლილები დავეხეთქეთ და ცოტახანს წავუსვენეთ..დაგეგმილი სწავლების გაკვეთილი
სამწუხაროდ ჩაგვეყარა წყალში..თეკლას თავისმა ძმამ დაურეკა, მშობლები სტუმრად
წასულიყვნენ გიორგი(ძმა)ც სადღაც მიდიოდა და თეკლას მისი პატარა დის დატოვება
სთხოვა, ნაიას კი დედამისმა დაურეკა და რაღაც საქმის გამო სახლში მოსვლა
სთხოვა..იძულებულები გახდნენ წასულიყვნენ. დიდხანს ითრევდა ორივე ფეხს რადგან
არცერთს არ სურდა ღამე მარტო დავეტოვებინე მაგრამ
ავუხსენი რომ საშიში არაფერი იყო და ორივე მოწყენილმა გავაცილე. დაცარიელებულ ბინაში
მარტოდ დავრჩი და თითქოს რაღაც სიცარიელე დამეუფლა..ასე იცის მოულოდნელმა
დაშორებამ თუნდაც მცირეხნიანმა ახლობელ ადამიანებთან..რა უნდა მეკეთებინა ახლა მე
მარტოს?! ოთახებში აქეთ იქეთ სიარული დავიწყე, ეს რომ მომბეზრდა მეცადინეობა ვცადე
მაგრამ არც ეგ გამომივიდა..ფილმის ყურებაც ვცადე მაგრამ როგორც ხშირ შემთხვევებში
ფილმი უაზრობა აღმოჩნდა. გაბრაზებულმა დავკეცე ლეპტოპი და
საწოლზე გადავწექი. მობილურის ზუზუნზე სწრაფად წამოვხტი და ვუპასუხე
-როგორ ხარ ლენა? -გავიგე დედაჩემის მშვიდი ხმა ყურმილს მიღმა და მონატრებისგან სახე
უნებურად მომეღრიცა
-კარგად ანა, შენ?როდის ჩამოხვალთ?-ვკითხე მოუთმენელი ტონით და მის პასუხს
დაველოდე
-ჩვენც კარგად ვართ და ძალიან მოგვენატრე..ორ დღეში მაქ ვიქნებით, ხომ ყველაფერი
კარგადაა? სახლში მარტო ხარ?-გავიგე ანერვიულებული ტონი
-კარგადაა ყველაფერი..არა არვარ..(ურცხვად მოვიტყუე) აქ არიან გოგონები-ჩუმად
ჩავილაპარაკე და ტუჩზე ვიკბინე..სიმართლე რომ გაეგოთ ნერვიულობას დაიწყებდნენ
ამიტომაც აზრი არ ჰქონდა ეხლა ისინი ამეფორიაქებინა
-კარგი ლენა..ჭკვიანად იყავი, მალე ჩამოვალთ..მამამ მოგიკითხა-დამემშვიდობა თბილი ხმით
-მეც მომიკითხე..-ვუთხარი ღმილით და მობილური გავთიშე. თავი საკუთარი ტყუილისგან
შეწუხებულმა გადავაქნიე და მობილურის დადებას ვაპირებდი როცა გადავწყვიტე საათი
შემემოწმებინა, სწორედ ამდროს გაუხსნელი შეტყობინება შევამჩნიე..მივხვდი ვისგანაც იყო
მაგრამ გახსნაზე მაინც დიდხანს ვთაკილობდი..პირდაპირ წაშლაც ვიფიქრე მაგრამ ჩემმა
მოუთმენელმა ხასიათმა არ გამახარა და შეტყობინება გავხსენი "ეგრე ხო?..კარგი! ექიმი თუ არ
მივა პაციენტთან მაშინ პაციენტი მივა ექიმთან.."წავიკითხე და მთელი შიგნეულობა ამეწვა. გულმა ისე გამალებით დამიწყო ძგერა რომ ასე
მეგონა სადაც იყო ამოვარდებოდა..უამრავი ფიქრი გავივლე გონებაში.."განა აქ მოვა?"
ვეკითხებოდი საკუთარ თავს" ნუ გეშინია, მას წარმოდგენა არ აქვს ჩემი სახლი სად არის!"
დავამშვიდე საკუთარი თავი და შევეცადე გულისცემა დამერეგულირებინა..რამოდენიმეჯერ
ღრმად ჩავისუნთქე და რაღაცის მოლოდინით დამფრთხალმა სწრაფად მოვავლე თვალი
ნახევრად ბნელ, ცარიელ ოთახს..როგორ მინდოდა ახლა მარტო არ ვყოფილიყავი, მაგრამ
მაინც და მაინც ახლა მომიწია ეულად ბინაში ჯდომა..ნერვიულობისგან ბოლთას ვცემდი
როცა კიდევ ერთხელ დავხედე საათს დროის შესამოწმებლად..უკვე თორმეტი
შესრულებულიყო და გადავწყვიტე მეცადა მაინც დაძინება..იქნებ ამას მაინც
ეშველა..სწრაფად ჩავიცვი
თხელი ღამის შორტები, პერანგი და საწოლში შევგორდი. პლედი მოვიხურე და სმენად
ვიქეცი "არ მოვა..უფრო სწორად ვერ მოვა! მისამართი არ იცის" ვამშვიდებდი საკუთარ თავს
მთელი მონდომებით, როცა კარზე ზარის ხმა გაისმა და თვალები შეშინებულმა ვჭყიტე.


9


ვეღარ გადავწყვიტე რა გამეკეთებინა..ცოტახანს კიდევ მოვიცადე და როცა მესამედ
დაიზუზუნა კარის ზარმა, ფეხზე დამფრთხალი წამოვდექი და ნელი ნაბიჯებით გავედი
მისაღებში, ნათურა ავანთე, კარებს მივუახლოვდი და ნელი მოძრაობით გამოვაღე.
სადარბაზოში განათება გამორთული იყო
და შესაბამისად უცებ ვერ გავარჩიე ვინ იყო, მაგრამ სუსხიანი ბარიტონმა მაშინვე მიმახვედრა
თუ ვინ იყო ის შავი სილუეტი წინ რომ მედგა..
-გამარჯობა ლენა-ნერვიულობისგან დამუხტული ატმოსფერო ბოხმა ბარიტონმა გასჭრა და
ყოველივე თითქოს ჩემს სულში ჩაიღვარაო ისეთი შეგრძნება დამეუფლა..წამით
აღელვებისგან შევბარბაცდი კიდევაც, თავს ძალა დავატანე და ჩუმად წავილუღლუღე
-აქ რა გინდა? ან ჩემი მისამართი საიდან იცი?-შევეკითხე დაძაბული ხმით და შევეცადე
ოთახიდან გამომავალ შუქზე მისი სახე გამერჩიე..სიბნელეში ჩაძირული მწვანე თვალები
უცნაურად უელავდა და გამომეტყველებაც შეცვლოდა
-შეტყობინებას არ კითხულობ?-მკითხა გაღიზიანებულმა-გითხარი ცუდად ვართქო..შენ
კიდე..მოკლედ ახლა აქ ვარ და სხვას არაფერს აღარ აქვს მნიშვნელობა..-დაასრულა მკაცრი
ხმით საუბარი მაგრამ მალევე დაამატა-ხო მართლა, არ შემომიშვებ?
მის შეკითხვაზე დავიბენისავით თითქოს ვერ გამეაზრებინა იმდენი რომ მოსულის სახლში
შემოშვება თავისთავად მომიწევდა მაგრამ მაინც ურცხვად მოვიტყუე
-არ ვარ მარტო..ჯობია წახვიდე..-ვუთხარი ცივად და კარების მიხურვა დავაპირე, როცა ხელი
ძლიერად დაჰკრა და მიხურვამდე გააჩერა-რას მიბედავ ლენა? შენ მე ვინ გგონივარ ჰა?! არ
გამოგდის სამაგიეროს გადახდვები იცოდე..-მითხრა ირონიულად და კარებს ხელი უშვა-
კარგად..-წაიჩურჩულა ცივი ხმით და
ბარბაცით შებრუნდა წასასვლელად. კარებს ვხურავდი როცა მისი ხმა გავიგე..უჩვეულოდ
მშვიდი ხმა, როგორიც აქამდე არ მომესმინა მისგან-იმ დღეს დილამდე
გყარაულობდი..დაბნეული იჯექი სკამზე და აღარ იცოდი გზადაკარგულს რა
გექნა..ქალაქგარე რაიონში ვცხოვრობ ამიტომაც არ ჩამოიარა მანქანებმა სანამ მთლად არ
გათენდა..უკან ვაღიარებ საკუთარმა სიამაყემ არ გამომიშვა..მაგრამ, ის მამაკაცი
რომელმაც სახლამდე მიგიყვანა მე გამოგიგზავნე..იმიტორო როცა ვხედავდი როგორი
მარტოსული იჯექი წვიმაში..მარტოდ..უცხო ქუუჩებში..მე..(წამით გაჩუმდა) მოკლედ..(ღრმად
ჩაისუნთქა) მისამართიც იმ კაცისგან ვიცი.-დაასრულა საუბარი და კიბეებისკენ წავიდა როცა
წამით წაბარბაცდა და რომ არა ჩემი სწრაფი რეაქცია და ხელის შეშველება ალბათ კიბეებზე
დაგორება ა აცდებოდა..ჯერ კიდევ მის მონაყოლის გააზრებაში ჩაძირული ვცდილობდი
დიმიტრის
ბინაშ შეყვანას, ფრთხილი მოძრაობებით დავეხმარე შემოსულიყო, მდივანზე წამოვაწვინე და
საჭირო საშუალებები მოვიტანე. იმდენად დიდი იყო ახლა ჩემი დაბნეულობა რომყველაფერს გაუაზრებლად ვაკეთებდი..გული გამალებით მიცემდა და ფიქრებში ბოლომდე
ჩაძირულს დიმიტრის ჭრილობაზე ყურადღების გადატანა მიჭირდა მაგრამ როცა სახვევები
შევხსენი და შევნიშნე მდგომარეობა გაუარესებული იყო, თავი გაბრაზებულმა გადავაქნიე და
მკაცრი ხმით შევეკითხე
-მე რა გაგაფრთხილე?
-რავქნა..-შეეცადა გაეცინა მაგრამ ტკივილისგან მმიმიკებსაც ვვეღარ აკონტროლებდა-ცუდი
პაციენტი ვარ..-წაიჩურჩულა ძლივს და თვალებში ჩამაშტერდა, იმდენად შეცვლილიყო ახლა
მისი მზერა რომ დაბნეულს არარ ვიცოდი რა მექნა და თვალი სწრაფად ავარიდე, ჭრილობა
დავუმუშავე შემდეგ ყუთი შევინახე და მის წინ ჩამოვჯექი
-აბა მარტო არ ვარო? რაღაც ვერ ვამჩნევ ვერავის..-ჩაილაპარაკა ცივი ხმით და გარემოს თვალი
მოავლო, შემდეგ მე გამომხედა და პირდაპირ თვალებში ჩამაშტერდა..შევეცადე კითხვა
დამეოგნორებინა ამიტომაც საუბრის თემა შევცვალე
-ასე სანამდე უნდა გაგრძელდეს? ექიმი გჭირდება..-ვუთხარი ჩუმი ხმით და თვალი ავარიდე
-სადამდეც საჭირო იქნება!-წამოიძახა ცივად- ვიცი რომ ექიმი მჭირდება..და მყავს კიდევაც-
ბოლო სიტყვებზე ჩაიღიმა და მზერა უკვე ჩემს ტანზე გადაიტანა. თავიდან ბოლომდე
ამათვალიერა, მერე ცალყბად ჩაიცინა და ბოხი ბარიტონით წაიჩურჩულა
-შენი საღამური მომეწონა..-ეშმაკურად ჩაიცინა და უცნაური მზერა მომაბყრო. ვიგრძენი
"კომპლიმენტზე" როგორ ამიხურდა ლოყები და თავი მორცხვად დავხარე
-ახლავე დავბრუნდები-წამოვიძახე სწრაფად და ოთახში გავედი, მოწყვეტით დავეხეთქე
საწოლზე და შევეცადე მომხდარი გონებაში გადამეხარშა..იმდენი რამ მოხდა ამ ცოტა დროში
რომ ფიქრებისგან ტვინი ამერია..ვცდილობდი ყველაფერი დამელაგებინა გონებაში და
გადამეწვიტა თუ რა იქნებოდა ჩემი შემდეგი "მოქმედება".იმდენად დავარწმუნე საკუთარი
თავი იმაში რომ დიმიტრი საკუთარი ცხოვრებიდან სწრაფად უნდა გამექრო, რომ მისმა
გამოჩენამ თავიდან ბოლომდე ამრია..მისმა მონათხრობმა
კი საერთოდ ბრინჯივით დამაბნია..ვერ ვხვდებოდი რა დამოკიდებულება ჰქონდა
ჩემდამი..ან საერთოდ რა უნდოდა ჩემგან..მაგრამ მაინც..იმდენად სასიამოვნო იყო მასთან
სიახლოვე რომ..
-ლენა მეგობა ჩაგეძინა..-უცებ გამომარკვია ფიქრებიდან ნაცნობმა ბოხმა ბარიტონმა და
მოულოდნელობისგან შევხტი. შემოსასვლელს მიყრდნობილი ნახევრად შიშველი დიმიტრის
დანახვისას გულმა ფარხმალი დაყარა და ისე დამიწყო ძგერა რომ მეგონა ეს უკვე
დიმიტრისაც ესმოდა..ნელი ნაბიჯებით მომიახლოვდა და წარბშეკრული ჩამომიჯდა
გვერდით
-რამე მოხდა?-მკითხა მკაცრი ხმით და სახეზე დამაკვირდა. თავი დავხარე და მზერა ოთახისკუთხეს გავუშტერე
-არაფერი..არ შეიძლებოდა შენთვის ადგომა-რბილი ტონით ვუთხარი და თვალი სახვევებს
მოვავლე. მარჯვენა ხელი მხარზე დამადო და ბოხი ხმით წაიჩურჩულა
-შეიძლება დღეს აქ დავრჩე?-მისმა შეხებამ იმდენად დამაბნია რომ ორი წლის ბავშვივით
დავიწყე ლუღლუღი
-კი..შეგიძლია აქ დაიძინო..მე მდივანზე დავწვები..შენთვის წესიერი დასაწოლი ეხლა
საკმაოდ მნიშვნელოვანია..-დამრიგებლურად ვუთხარი და ავხედე თუარა მის თვალებს
შევეჩეხე რომლებიც თურმე სახეზე მაკვირდებოდა..მისი ცინიზმი სადრაც გამქრალიყო და
თვალებში მცირეოდენი სითბო ჩაღვროდა..საუბრის ტონით ცდილობდა ეს სითბო დაემალა
მაგრამ ამბობენ თვალები ადამიანის სულის სარკეაო და მართალიც ყოფილა..მის მოკიაფე
მწვანე თვალებში მისი სული წიგნივით გადაშლილიყო და მის
ამ რეალობისადმი დამოკიდებულებას ჰყიდდა..მთელს სხეულში ჟრუანტელმა დამიარა,
სწრაფად წამოვდექი ფეხზე და ვთხოვე საწოლზე წამოწოლილიყო
-მირჩევნია მე დავწვე მდივანზე..ჩემს გამო არ მინდა შენ გაწვალდე-მითხრა ჩუმი ხმით და
თვალი ამარიდა..შიგადაშიგ სახეს ტკივილისგან მანჭავდა მაგრამ ყველანაირად ცდილობდა
ეს არ შეემჩნია
-არანაირად!-წამოვიძახე მკაცრად-ერთხელ მაინც დაუჯერე "ექიმს"-ვუთხარი შემპარავი ხმით
და უნებურად გამეღიმა ჩემდამი მის წოდებაზე. არვიცი გაღიმებაზე თუ რაიმე გაახსენდა და
იმაზემაგრამ იმდენად გულწრფელად გაებადრა სახე რომ წამით მომინდა ჩავხუტებოდი
კიდევაც..მაგრამ თავს ძალა დავატანე, წამოვაწვინე და მისაღებისკენ წავედი..
-ღამე ყოველთვის ვბორგავ..-გავიგე შემპარავი ტონი ზურგს უკან..-იქნებ ექიმს დაეთმო
თავისი სიამაყე და ჩემს გვერდით უბრალოდ წამოწოლილიყო..რომ ყურადღება
მიექცია..-მითხრა ეშმაკური ხმით და სახეზე შეკავებული ღიმილი მაინც გაეპარა
-მგონი პაციენტი ზედმეტს ითხოვს-ვუთხარი დაბნეულმა მაგრამ შევეცადე ხმა მკაცრი
მქონოდა..-თუ რაიმე გვერდითი მოვლენა დაფიქსირდება მაშნვე აქ გავჩნდები პაციენტო-
ვუთხარი ღიმილით მაკრამ მკაცრად და მისაღებში გავედი..დარწმუნებული ვიყავი რომ ამ
ღამეს თეთრად გავათენდი და ჩემი ფიქრები უკვე მტკიცდებოდა როცა ოთახიდან ვიღაცის
გმინვა მომესმა..უცებ წამოვხტი შეშინებული და დაბნეულმა ვერ გავიაზრე ვინ შეიძლებოდა
ყოფილიყო..ჩემი ოთახისკენ გავქანდი და მზერა დიმიტრის მივაბყრე..კოშმარშ
ჩაძირული ხელებს საწოლს ურყამდა, მთელი ტანით ბორგავდა და "არ წახვიდეთ..ნუ
დამტოვებთ" წამოიძახებდა განწირული ხმით და მთელი ხმით ამოიგმინებდა ხოლმე
შიგადაშიგ..შეშინებული მივვარდი მასთან და შევეცადე გამომეფხიზლებინა, როგორც იქნება
რეალობაში გამოვარკვიე და მის სრულ გამოფხიზლებას დაველოდე პარალელურად კი მის
დამშვიდებას ვცდილობდი-ყველაფერი კარგად არის დიმიტრი..დაწყნარდი..-აფორიაქებული ვჩურჩლებდი და მხარზე
ხელს ვუსვამდი..რამოდენიმეჯერ ღრმად ჩაისუნთქა, მერე უსიცოცხლო თვალები მომაბყრო
და ჩუმი ხმით მითხრა
-რა დავუშავე ასეთი? რატომ მიღალატეს ?! რატომ ლენა?-მეკითხებოდა ჩემთვის
მიუხვედრელ შეკითხვებს და სახეს ტკივილისგან გრეხდა..დაბნეული მის დამშვიდდებას
განვაგრძობდი და მხარზე ხელს ვუსვამდი როცა შევამჩნიე რომ მთელი სხეული საშინლად
უხურდა. სწრაფად წამოვხტი, თერმომეტრი მოვიტანე და სიცხე გავუზომე, საკმაოდ მაღალი
ჰქონდა..ნერვიულობისგან უკვე აღარ ვიცოდი რა გამეკეთებინა, სიცხის დამწევი წამლები
დავალევინე და როცა ცოტათი მაინც მოვახერხე მისი დამშვიდება გვერდით ჩამოვუჯექი და
მის ყველა მოძრაობას ვყარაულობდი სანამ არ ჩაეძინა.
ემოციებისგან დაღლილი ზანტად წამოვდექი ფეხზე და ოთახიდან უნდა გავსულიყავი როცა
მისი თხოვნა გამახსენდა.."არ მატყუებდა" გავიფიქრე გონებაში, ცოტახანს შევდექი ყოყმანის
გამო მაგრამ ბოლოს შემოვბრუნდი, საწოლს მეორე მხრიდან მივადექი და ნელი მოძრაობით
შევიხიზნე პლედის ქვეშ..ვგრძნობდი როგორ მიხურდა მთელი მარცხენა მხარე გვერდით
მწოლიარე ადამიანიდან წამოსული სიცხის გამო..უბრალოდ დამეკარგა საკუთარი გულის
კონტროლი და გამალებით მიცემდა..ტანი დიმიტრისკენ გადავატრიალე ,თავი ზემოთ ავსიე
და მბრიონის ფორმა მივიღე მისთვის რომ თვალი მედევნებინა..მეგონა მთელი ღამე
ისევ არ ჩამეძინებოდა მაგრამ შევცდი..ემოციებისგან დაცლილს მალევე ჩამეძინა გვერდიდან
მომავალ სითბოში გახვეულს რომელიც კანს და მთელ შიგნეულობას მიწვავდა.."დაიღუპე
ლენა" წავიჩურჩულა ჩუმად, ღრმად ჩავისუნთქე და თვალები დავხუჭე. მალევე ჩამეძინა..


10


უთენიად გამოღვიძებულ დიმიტრის უჩვეულოდ ეჩვენა თმისა და კანის ის მწველი სურნელი
რომელიც ნესტოებს სასიამოვნოდ უწვავდა. ფრთხილად დააშორა წამწამები ერთმანეთს და
შეეცადა არსებული რეალობა გაეაზრებინა. სურნელი გვერდით მწოლიარე გოგონადან
მოდიოდა რომლის
თმაშიც თავი კომფორტულად ჩაერგო და გოგოსთან მიხუტებლმა თავიდან ჩაძინებაც კი
ინატრა იმდენად ესიამოვნა მისი წოლის ეს "პოზა"..მაგრამ სამწუხაროდ აღარ
გამოუვიდა..ყოველთვის ასე ემართებოდა მიუხედავად განსაკუთრებული
შემთხვევებისა...ერთხელ გამოღვიძებულს მეორედ არასდროს აღარ ეძინებოდა..
ლენას წელზე ხელები მჭიდროდ შემოჰხვია, ახლოს მიიკრა და ღრმად ჩაისუნთქა მისი თმის
სურნელი..მძინარე გოგონა რამოდენიმეჯერ შეირხა დიმიტრის მოძრაობებზე და როცა
მიხვდა რომ სადაცაა გამოიღვიძებდა, თავს ძალა დაატანა გოგონას მოშორდა და შეეცადა
წამომდგარიყო..ყველაზე მეტად რაც უჭირდა ეს გრძნობების გამოხატვა იყო..
მისთვის წარმოუდგენელიც კი იყო როგორ შეიძლებოდა ადამიანისთვის საკუთარი სითბო
დაგენახვებინა ან ასე თბილად მოქცეოდი მას, როგორც ახლა ჩაეხუტა მძინარე
ლენას..სიყვარულზე ხო საერთოდ არ არის საუბარი, მისთვის ეს გრძნობა იმდენად
არადამაჯერებელი და არარსებული იყო რომ ვერასდროს ვერ იტანდა რაიმე
რომანტიკულს..მთელი ცხოვრება არიდებდა თავს
ყველაფერს რაც ადამიანური გრძნობების გამოხატვასთან იყო დაკავშირებული, იმ ღალატის
შემდეგ კი მართლაც რომ ნამდვილ ქვად იქცა..თავის სიბრაზეში ცდილობდა ყველაფერი
ჩაეხშო და ადამიანებთან მხოლოდ სიცივე გამოევლინა..ახლა კი ვერ ხვდებოდა რა
ემართებოდა..ნელ-ნელა უფრო და უფრო უჭირდა გრძნობების დამალვა ლენასთან..მის
თვალებში დაბუდებული სითბო
გოგონას მიმართ პირველი გამყიდველი აღმოჩნდა მისი სულიერი სიცივისა რომლის
შენარჩუნებასაც ესოდენ ძლიერად ცდილობდა..როცა ლენამ გამოიღვიძა, დიმიტრი უკვე
წამომდგარიყო და წასასვლელად ემზადებოდა..გოგონა ჯერ მის ყველა მოძრაობას
დააკვირდა, შემდეგ ნელა წამოჯდა საწოლზე და ბიჭს გახედა.
-ჭრილობა როგორ გაქვს?-ჰკითხა ლენამ დიდხნიანი სიჩუმით გაღიზიანებულმა და სახეზე
დააკვირდა..გუშინდელისგან განსხავებით სახეზე ფერი ნამდვილად მოსვლოდა და
სიცხისგან ახურებული ლოყებიც ჩაწყნარებულიყო..
-უკეთესად..უნდა წავიდე..-უთხრა მამაკაცმა ცივად და წამით ჩახედა თვალებში..იმდენად
მოქმედებდა მასზე ლენას დაბნეული მზერა და თვალები, რომ მისი სიცივე თითქოს სადღაც
გააქრო..თავს ძალა დაატანა და გასასვლელთან მისულმა, თავი ოდნავ მოატრიალა და
უკანმოუბრუნებლად ჩაილაპარაკა ბოხი ბარიტონით
-მადლობა..(პაუზა გააკეთა) ყველაფრისთვის..-წაიჩურჩულა ჩუმი ხმით და ოთახი
დატოვა..გოგონა გაშტერებული შეცქეროდა უკვე ცარიელ გასასვლელს და დიმიტრისსაქციელიდან ვერანაირ ლოგიკურ დასკვნას ვერ აკეთებდა..ის სიტყვა რომელიც წესით
ადამიანს გულს უნდა გილბობდეს, ეხლა ყველაზე ცივად და ყველაზე მტკივნეულად მოხვდა
გულზე.."მადლობა"..გაიხსენა დიმიტრის ტონი ამ სიტყვის წარმოთქმისას
და გულში სიცარიელე იგრძნო როცა ყოველივე ისე მოეჩვენა, თითქოს მართლა ექიმი
ყოფილიყოს და ვინმეს პაციენტის მოვლა დაევალებინოს მისთვის..წარმოთქმული იმდენად
ოფიციალურად და არამეგობრულად მოხვდა გულზე, რომ წამით შეზიზღდა კიდევაც
დიმიტრი მისი ხასიათის ასეთი ხშირი ცვლილების გამო..ბიჭი სწრაფად მოთავსდა მანქანაში
და თავის ბინაში დაბრუნდა. კარებთან მისულმა შესასვლელთან დაგდებული წერილი
შენიშნა და მსგავსი
რაღაცეების მიღებით არაგანებივრებულმა სწრაფად გახსნა კონვერტი და ჩუმი ხმით
გადაიკითხა "არადა არ გვახსოვხარ ასეთი მხდალი ბიჭი დიმიტრი..ვიდეო კამერებმა მაინც
დაგაფიქსირა..და ეგრე დამალვას და რაღაცეების ხლართვას ჯობია დაგვენახო და პირდაპირ
გვითხრა რა გინდა..თორე მერე სხვანაირად "შეგეხმიანებით".." დაძაბული ხმით დაამთავრა
წერილის კითხვა და გამწარებულმა თაბახი მუშტში დაკუჭა. იმის გააზრებისას თუ ვისგან
იყო წერილი კბილები ბრაზისგან გააღრჭიალა და მკაცრი მზერა სივრცეს გაუსწორა,
ბრაზისგან დაბინდული გონებით სწრაფად გავარდა ბინიდან და მანქანაში შეხტა გეზი რომ
"ნაცნობებისკენ" აეღო მაგრამ წამით გაახსენდა კახას სახე ყოველივეს გაგებისას და შეეცადა
ცოტა დამშვიდებულიყო..ის დაპირდა რომ მის გარეშე მათკენ ნაბიჯსაც არ გადადგამდა და
ეხლა ასე დაუფიქრებლად ვერ მოიქცეოდა. სწრაფად აკრიფა კახას ნომერი და მისთვის
საუკუნედ ქცეული
რამოდენიმე ზუმერის შემდეგ მეგობრის ხმაც გაიგო..
-გაიგეს...გაიგეს რომ სახლში შეპარვას ვცდილობდი..(საჭეს ბრაზისგან მუშტი დაჰკრა და სახე
დაეძაბა) მითხრეს ან შენით გამოჩნდი ან მერე ჩვენ ვიცითო..ეგ მხდალები ეგენი..მე
მაგათი****-გამწარებული ლანძღავდა მათ და თან ბრაზისგან ერთ ადგილზე ვეღარ
ჩერდებოდა..პასუხის მოლოდინში თითოეული ვენა დასკდომამდე დაებერა და მზერაც
უფრო პირქუში და ნერვიული გაუხდა
-კახა მითხარი რამე-მუდარანარევი სუსხიანი ბარიტონით წაიჩურჩულა და უკვე
გარეთგადმოსულმა მანქანას მუშტი დაჰკა
-ეს ძალიან ცუდია..-როგორც იქნა გაიგო მეგობრის ნერვიული ხმა და სმენად იქცა-მაგრამ
ცივი გონებით უნდა ვიმოქმედოთ..იმაზე მეტს რაც დაგაკლეს ვეღარაფერს ვერ გიზამენ..შენ
ოჯახი არ გყავს ასე რომ ახლობლით ვერ დაგემუქრებიან..ცოტა უნდა მოვიცადოთ..კარგად
იცი როგორ და რა დროს გადავწყვიტეთ მათთან დაკავშირებით ყველაფერი და ერთი
წერილით ახლა ყველაფერს ვერ ავრევთ..მითუმეტეს როცა საგანგაშო არაფერია..-დაასრულა
საუბარი
-კი მაგრამ..(დაიბნა მეგობრის ასეთ პასუხზე) არ მივცემ ჩემი ასე აგდების უფლებას მეორედკახა! მითუმეტეს ასე მხდალად და შორიდან!-ბრაზისგან დაიღრიალა და თავი ძლივს
მოთოკა რომ მობილური ასფალტზე არ მოესროლა
-სიმშვიდი გმართებს დიმიტრი!-გაისმა მეგობრის მკაცრიხმა-ყველაფერი კარგად
იქნება..ცოტაც მოიცადე მეგობარო და მათ ყველა საქციელს სულ სისხლად ვადენინებთ..და
შენ კარგად იცი რომ ეს არაჩვეულებრივად გამოგვივა..ახლა კი გთხოვ დამშვიდდე..-ხმა
უფრო რბილი გაუხდა კახას-ყველაფერი როგორც დავგეგმეთ ისე იქნება.. ცოტათი მართლაც
დამშვიდდასავით, მზერაც უფრო დაურბილდა და ჩუმი ხმით წაიჩურჩულა
-კარგი კახა..ნახვამდის-დაემშვიდობა მეგობარს და მობილური გათიშა..მთელი დღე
მომხდარზე ფიქრობდა და მისი მოუთმენელი "მე" ხშირად ცდილობდა გადაებირებინა და
მანქანა პირდაპირ უკვე მტრადქცეული "მეგობრების" სახლისკენ მიებრუნებინა, მაგრამ
მაშინვე ძმაკაცის სიტყვები უნათებდა გონებას და მშვიდდებოდა..ოთხი დღე მშვიდად
გავიდა..ხშირად შეახსენებდა ლენაზე ფიქრები თავს, მაგრამ სწრაფადვე იგდებდა გონებიდან
და ყურადღება სხვა რამეზე გადაჰქონდა..მიუჩვეველი იყო გამოდმებით ერთ ადამიანზე
ფიქრს და იმ უცნაურ
სიამოვნებასაც, რასაც ეს ფიქრი ანიჭებდა..ბევრჯერ დააპირა სახლში დადგომოდა მაგრამ ამ
დროს მისი ბოლო გამომშვიდობება ახსენდებოდა და თავს იკავებდა..აღარ შეეძლო მისი
ხასიათით გოგონასთან თამაში..ლენას გულუბყვრილობა და დაბნეულობა კი პირდაპირ
ჭკუიდან შლიდა და იმის სურვილს რომ ეს გოგონა მისი ცხოვრების წესის და ხასიათის გამო
არ დაეტანჯა, უფრო უძლიერდებოდა..კორპუსთან რამოდენიმეჯერ მისული ცოტახანს
თვალს ადევნებდა ცარიელ შესასვლელს, მერე ნაღვლიანი სახით მოაბრუნებდა მანქანას და
სახლში ბრუნდებოდა.. ამ დღეებისგან განსხვავებით იმ დღეს სამსახურიდან ბრუნდებოდა
როცა სახლში
მისულს ტვინში სისხლი ჩაექცა, როცა ნაცნობ შეფუთვაში დაინახა კიდევ ერთი უცნობი
წერილი..ბრაზისგან აკანკალებულმა კი არ გახსნა პირდაპირ გადღლიზა კონვერტი და
წერილი გადაიკითხა "უკვე გასაგები გახდა შენი დამოკიდებულება..ვხედავთ რომ შენი
ძველი მეგობრების წინააღმდეგ ხლართავ რაღაცეებს მაგრამ იცი რომ ეს ასე არ შეგრჩება..თუ
ნებით არ გამოხვალ სააშკარაოზე, მაშინ ძალით გამოგიყვანთ..შენს იმ წერტილს შევეხებით,
რომელიც ვერ მიმხვდარხარ ისე გამხდარა შენთვის "სუსტი"" დაასრულა ბრაზით მაგრამ
ცოტათი დაბნეულმა საუბარი, წერილი ნაკუწებად აქცია, შემდეგ მდივანზე ჩამოჯდა და
ფიქრებში გადაეშვა..ვერაფრით ვერ მიმხვდარიყო რა იგულისხმებოდა წერილში მაგრამ ის
რომ მათ თავს დასხმოდა აღარ უფიქრია..გადაწყვიტა ძმაკაცის მსგავსად ცივი გონებით
ემოქმედა და მათ იმ რეაგირებას დალოდებოდა, რომელსაც ვერაფრით ვერ ხვდებოდა..


11


განა ყველა ადამიანი ადამიანია?! არაა! მათ შორის არსებობენ ისეთებიც, რომლებსაც გული არ
გააჩნიათ და ჩხუბის და სიცივის მეტი არაფერი გაეგებათ..ჰმ..კი არ "არსებობენ", არამედ
არსებობს! უსულგულო და დემონი არსება რომელსაც მგონი განაგონიც არ აქვს ადამიანური
გრძნობების შესახებ
და ეს დიმიტრია! ადამიანი, რომელმაც დამარწმუნდა რომ სხვებისადმი სიცივის გამოჩენას
საზღვარი არ აქვს..უბრალოდ ვერანაირ ახსნას ვერ ვუძებნი მის ბოლო
გამომშვიდობებას..მისი ხასიათის ასეთი რადიკალური ცვლილებები კი პირდაპირ ნერვებს
მიშლის.."რატო..მადლობა უთხარი, თავი ნამდვილ ექიმად გაგრძნობინა" დაახეთქა სიბრძნე
ჩემმა შინაგანმა მემ და ბრაზისგან სულ თავი ვაჭახუნებიე კედელზე..დიმიტრის რომ კიდევ
რამით გაამართლებ ადამიანი რა..წავიდა და დაიკარგა..იმის შემდეგ თვალიც კი არ მომიკრავს
მის ცივ მზერაზე..მკაცრ, მოკიაფე მწვანე თვალებზე და დაძარღვულ ხელებზე, რომელსაც
ბრაზის დროს კისერზე დაბერილი არტერიაც უერთდება..ყოველივე ისეთი
ამაფორიაქებელი და ჟრუანტელის დამვლელია ჩემთვის რომ პირდაპირ ცუდად ვხდები.."ოეე
ოეეე ლენააა უჰუუ აქქ ვართ..მგონი წამის წინ მაგ ჟრუანტელკაცას მუსრი გაავლე" აყიყინდა
ჩემი შინაგანი მე და გონებაში რაც შეიძლება მაღალ წერტილში ავიყვანე და იქედან
ვისროლე..დიმიტრიზე ფიქრები კი დარცხვენილმა ამოვიგდე გონებიდან და რეალობას
დავუმრუნდი..
როგორც იქნა სკოლის გამოცდები ჩავაბარე და ახლა უკვე ეროვნულებისთვის
ვემზადებოდი..ყველა მასწავლებელი უფრო ხშირად მიბარებდა და მეც თავიდან ბოლომდე
ვიყავი სწავლაში ჩართული.."კეეჰ, თავიდან ბოლომდეე..აპაჰჰ როგორ, ერთი საათია
ქართულზე ზიხარ და სიტყვა არ გაგიგონია.." შემეკამათა ჩემი შინაგანი "მე"..არადა
მართალია, ნასაუბრებიდან მართლაც რომ
არაფერი არ მახსოვდა..გონება დავძაბე და შევეცადე ეხლა მაინც გამეგო რამე
-მოკლედ ყველაფერი ჩაგანიშნიეთ..თავისუფლები ხართ-დაასრულა ჩემთვის მოუსმენელი
საუბარი მასწავლებელმა და ღიმილით გამომხედა. დაბნეული წამოვბობღდი სკამიდან,
გაღიმებას შევეცადე მაგრამ მგონი დაჭყანვა უფრო დამეტყო სახეზე ვიდრე ღიმილი..მერე
თავი ნერვიულად გადავაქნიე და გოგოებთან ერთად გარეთ გამოვედი..ათი სრულდებოდა
და უკვე საკმაოდ ბნელოდა..ღამე სიარულს მიჩვეული გოგონებს დავემშვიდობე
და წასასვლელად გავბრუნდი როცა თეკლას ხმამ მომაბრუნა
-ლენა როდის დაბრუნდებიან კი მაგრამ ანა და ალექსანდრე? არ გითხრეს ასე რატო
შეაგვიანდათ ჩამოსვლა?-შეწუხებული თვალები მომაბყრო და ჩემს პასუხს დაელოდა
-მამას რაღაც პრობლემები შექმნია ჩვენს საზღვარგარე დონორ კომპანიასთან..ვეღარც ანა
წამოვიდა მერე, სამ ოთხ დღეში აქ იქნებიან..-ვუთხარი მოწყენილი სახით და მზერა ავარიდე-წამოვალთ დღეს ჩვენ შენთან..დავრჩებით..არ გინდა?-მკითხა თბილი ხმით ნაიამ და მხარზე
ხელი ჩამომისვა
-არ მინდა ნაია..(გავუღიმე) თქვენ დაიჯერეთ და მივეჩვიე მარტო ძილს(შევეცადე გამეცინა)
თან ვიცი რომ არ გცალიათ..ამიტომაც არ მოგაცდენთ..მარტოც გავძლებ..-ვუთხარი ღმილით
და მერე თვალები ეშმაკურად მოვჭუტე-ნუ იმ შემთხვევაში თუ ხვალ დილით გამომივლით
და რამეთი განვიტვირთებით თორე უკვე მაგარი დავიღალე ამ მასწებისგან-სწავლის
გახსენებაზე მობეზრებულმა ავაბრიალე თვალები და მერე მათ რეაქციას დაველოდე
-აუცილებლად მოვალთ ლენა-სიცილით მითხრა თეკლამ და ჩამეხუტა. ორივეს
დავემშვიდობე და მშვიდად გამოვუყევი გზას სახლისკენ..სიცარიელეს ნამდვილად
ვგრძნობდი ამდენხნიანი მარტოობისგან რადგან არ ვიყავი მიჩვეული..თუ სადმე მივდიოდი
ყოველთვის ახლობელი მახლდა ვინმე ან თუნდაც მშობლები..და ახლა ასე ეულად ყოფნა
სულს მიღრღნიდა მაგრამ ვდილობდი არ შემემჩნია..ვიცოდი ნაია და თეკლა ვერ
ახერხებდნენ გარკვეული წინაღობების
გამო ჩემთან დარჩენას ამიტომაც ვცდილობდი დამერწმუნებინა რომ ეს ცემთვის რაიმე
პრობლემას არ წარმოადგენდა, რადგან ბუზღუნი იმაზე რაც ვერ "გვარდებოდა", მხოლოდ
მათ ნერვიულობას გამოიტანდა შედეგად და მეტს არაფერს..რატომღაც სევდა ვიგრძენი
მთელს გულში..რაღაცნაირი მწუხარებით ავივსე, მაგრამ ყურადღება სწრაფად გადავიტანე და
გეზი მაღაზიისკენ ავიღე, საოცრად მშიოდა და მზად ვიყავი მთელი მაღაზიაც კი
შემესყიდა..საყვარელი კერძები,
ტკბილეულობა და სხვა მრავალი სასუსნავი უხვად ჩავყარე კალათაში და სალაროსკენ
გავემართე, დიდი პარკებს ხელები მჭიდროდ მოვუჭირე რომ არ გაწყვეტილიყო და
აგრილებულ ღამის ქუჩებს შევერიე..სიგრილისგან აბუზული მივუყვებოდი გზას და მალე
კორპუსსაც მივუახლოვდი, შორიდანვე შევამჩნიე სამი ასვეტილი სილუეტი მაგრამ რადგანაც
სახეები ვერ გავარჩიე და იმაზეც ვიფიქრე რომ ჩემ გარდა ბევრი ვინმე ცხოვრობდა იმ
კორპუსში ვიზეც
შეიძლებოდა მოეკითხათ..ნელი ნაბიჯებით ჩავუარე შეკრებილებს, მაგრამ როცა ვიგრძენი
როგორ მომაშტერდა ერთ-ერთი და ირონიულად ჩაილაპარაკა "ეს არი.." შეშინებულმა ნაბიჯს
ავუჩქარე..სწორედ ამ დროს ვიგრძენი უხეში ხელის მოხვევა მკლავზე, ვირაცამ სწრაფად
შემომატრიალა და ჩემს წინ აესვეტა
-ლენა ხო?-მკითხა ირონიული ტონით და შეეცადა სადარბაზოში ძლივს მოკიაფე შუქზე
გაერჩია ჩემი სახე..დამფრთხალს უკვე ფეხების კანკალმაც კი ამიტანა..შეკითხვაზე პასუხი არ
გავეცი და შევეცადე დავსხლტომოდი მაგრამ ამაოდ..ხელი უფრო ძლიერად მომიჭირა და
ხმაც უფრო გაიმკაცრა
-მე მგონი შეგეკითხე..
-რა გნებავთ?-შევეცადე ხმა მტკიცე და უშიშარი მქონოდა-ანუ ლენა..(ჩაიცინა) ეს კარგია..-წამით გაჩუმდა, მერე დანარჩენი ორიც წინ ამესვეტა და იმ
უკანასკნელმა საუბარი გააგრძელა-მოკლედ ჩვენ შენი ბიჭის, დიმიტრის მეგობრები
ვართ..მაგრამ ჩვენი ბიჭი ამ ბოლო დროს ძალიან ურევს..სახლში ჩუმად გვეპარება, მერე
ვითომც არაფერი მიდის და რარაცეებს ხლართავს..-ვითომ გაბრაზებული ტონით საუბრობდა
და ხმაში ირონიას არ იშურებდა-აა ჰო სულ დამავიწყდა-წამოიძახა ვითომ გაკვირვებულმა
-ნიკა-წარმოთქვა სახელი ხმადაბლა და ხელი ჩამოსართმევად გამომიწია..ბრაზით ავხედე და
უარის ნიშნად გვერდზე გავიწიე-ოჰოჰ..ჯიუტი..-ჩაილაპარაკა ირონიულად და მთელს ტანზე
ამათვალიერა-არადა რა კარგი გოგოა..მენანება მაგრამ რა ვქნათ ბიჭებო(უკან მდგომებს
გახედა და სამივემ დამცინავად გამომხედა) ყველაფერი შენს დიმიტრის მოკითხე..-მითხრა
ჩუმი ხმით და სახე ჩემსასთან ახლოს მოიტანა..იმდენად გამაღიზიანებელი იყო მისი
სიახლოვე რომ ხელი ძლიერად ვკარი და სახე გაღიძიანებულმა
დავძაბე-მგონი ზედმეტები მოგდის..-მკაცრად ჩაილაპარაკა..-მოკლედ..-ხმა შეურბილდა-
დიმიტრისთან რაღაცას გაგატანთ..
-მე არაფერს არ წავიღებ..-ვუთხარი მკაცრად და თვალებში ჩავაშტერდი
-წაღება არც არაფრის მოგიწევს..უბრალოდ უსიტყვო გზავნილია, რომლის მნიშვნელობასაც
შენი თქმის გარეშეც მიხვდება..-ჩაილაპარაკა მკაცრად და წამის მეასედებში ვიგრძენი
საზიზღარი ტკივილი მარცხელა ლოყაზე..მოულოდნელობისგან თვალები ვჭყიტე და როცა
გავაანალიზე რომ ეს ტკივილი დარტყმისგან ვიგრძენი, შიშისგან კინაღამ ფეხები მომეკვეთა
და მთელი შიგნეულობა ამეწვა..ერთს მეორე მოჰყვა და უკვე ვიგრძენი როგორ წამსკდა
ბლანტი სიცხე ნესტოებიდან..შევეცადე გავბრძოლებოდი მაგრამ ვიღაცამ ჩემი ორივე ხელი
დაიჭრა
და ახლა უკვე იერიში მუცელზე გადავიდა..რამოდენიმე ძლიერი ჩარტყმის შემდეგ საშინელი
გულისრევის შეგრძნება დამეუფლა და დანებებისგან ტავი ჩავხარე..ტკივილს მთელი ჩემი
სხეული მოეცვა..ტკივილი, რომელიც ყოველ დარტყმაზე უფრო და უფრო
იზრდებოდა..ძალადაკარგული ასფალტზე დავენარცხე და თავი ვერშეკავებულმა
დავარტყი..მეგონა ახლა მაინც დასრულდებოდა ჩემი წამება მაგრამ ერთი ფეხის მაგივრად
უკვე სამს ვგრძნობდი მუცლის და კისრის არეში..თვალებს ტკივილისგან ვეღარ ვახელდი და
რამდენჯერ ყვირილი დავაპირე, არც ეგ გამომივიდა..
ერთადერთი რაც ეხლა მინდოდა, იყო ის რომ გული წამსვლოდა მაგრამ არც ეს
მეღირსა..როცა "გული იჯერეს", ტკივილისგან გაბრუებულმა მაინც ვიგრძენი როგორ
ამიყვანეს ხელში და მანქანაში ჩამსვეს..ვერაფერს ვეღარ ვაანალიზებდი..ერთადერთი რაც
ეხლა მინდოდა იყო ის რომ, იგივე არარ გაეგრძელებინათ, ყოველივე ისეთ ჯოჯოხეთად
მეჩვენა..მთელი შიგნეულობა მეწვოდა, სახის ყოველი ნაკვთი ტკივილისგან გამჩერებოდა და
ვგრძნობდი როგორ მომდიოდა ბლანტი სითხე შეუჩერებლივვ..ცოტახანში მანქანა გააჩერეს,
ისევ გადმომიყვანეს, ფეხზე ვერ ვდგებოდი მაგრამ გვერდიდან უხეში ხელის კვრავიგრძენი "გაინძერი..შენი ბიჭი გელოდება" გავიგე დამცინავი ხმა გვერდიდან და შევეცადე
ნაბიჯი გადამედგა..ძლივს გავლილი მანძილის შემდეგ, ფეხებმა ფარხმალი დაყარა და
ძალაგამოცლილი წავიქეცი ასფალტზე..
"ოოო, კაიაა.."კაკ რაზ" აქ უნდა დაგვეტოვებინე..ეხლა კი ჯობია მაგას ელაპარაკო"
კმაყოფილად წაიჩურჩულა ვიღაცამ, თავით გვერდით დადებულ მობილურზე მანიშნა
რომელზეც ძლივს გავარჩიე აკრეფილი ნომერი.. შემდეგ სწრაფად გაბრუნდა და მალევე
მანქანის დაქოქვის ხმაც გავიგე..
-გისმენთ..-გავიგე მობილურიდან ხმა-ლენა შენ ხარ?..-განაგრძობდა საუბარს აბონენტი
-დიმიტრი..-წავილუღლუღე იმდენად დაბალი ხმით რომ მე თვითონაც ძლივს გავიგე..ჩემს
თავს მთელი ძალა დავატანე და რაც შემეძლო ხმამაღლა ჩავძახე-ქვემოთ..ქვემოთ ჩამოდი..
დაბნეულს ცოტახანს ხმა არ გაუცია და მერე გავიგე, როგორ გათიშა სწრაფად
მობილური..რამოდენიმე წუთში ნაბიჯების ხმაც მისწვდა ჩემს დახშულ ყურთასმენას..გავიგე
როგორ გაჩერდა ჩემს ახლოს ვირაც..მერე სწრაფად მომვვარდა, მისკენ გადმომატრიალა და
გაოცებისგან სახეწართმეულმა ძლივს ამოიდგახმა
-ლენაა..რა გჭირს ლენაა?!-გაბრაზებული მიბღაოდა და თან თმაზე ხელს ნერვიულად
მისვამდა..შევეცადე თვალები გამეხილა რომ მისი სახე დამენახა მაგრამ ამაოდ..მხოლოდ
ისღა მოვახერხე რომ ხმადაბლა წამეჩურჩულებინა
-ნიკა..ვიღაც ნიკა..და კიდევ ორნი..-ღრმად ჩავისუნთქე-იყვნენ..მაგათმა..-ტკივილისგან უკვე
ენა მებორგებოდა..მოსმენილზე დიმიტრი ადგილზე გაშეშდა, მერე ხელები მჭიდროდ
მომხვია და გულთან ახლოს მიმიკრა
-ღმერთო ჩემო!! როგორ ვერ მივხვდიი-დაიღრიალა ბრაზიზგან-მითვალთვალებდნენ..ამდენი
ხანი მითვალთვალებდნენ-ღრიალებდა ბრაზისგან და ვგრძნობდი როგორ დაეჭიმა მთელი
სხეული..-ეს რა გაგიკეთეს ლენა..ღმერთო ჩემო..ეს..ბოდიში..გთხოვ მაპატიე-
ნერვიულობისგან ხმაშეცვლილი ყურში მიჩურჩულებდა და თან ნერვიულად
მარწევდა..ტკივილი არ მაძლევდა არც თვალების გახელის და არც განძრევის საშუალებას
არადა საშინლად მომინდა ახლა დამენახა იგი..დამენახა და შემეგრძნო მისი პირველი
გამოვლინება ადამიანური გრძნობებისა..


12


.და მაინც..რამდენ მოულოდნელობას უნდა გაუმკლავდე ადამიანი ცხოვრებაში, რომ
საბოლოოდ გარკვეული შეგუებულობა მაინც გამოიმუშავო მათ მიმართ..კარგია ეს სიახლე
თუ ცუდი, ადამიანს თითქმის ყოველთვის უჩნდება განცდა ძველისკენ სწრაფვისა და იმ
ყოველდღიურობის დაბრუნებისა, რომელსაც მიჩვეული იყო მისი რაობა..მაგრამ
მათ შორის გამოირჩევა ისეთნიც, რომელთაც მთელი ცხოვრება ან თუნდაც გარკვეული
ნაწილი გაეტარებინოს ყოველგვარი რეაქციის გარეშე ამ ცვლილებების მიმართ..ადამიანნი
რომელნიც ცხოვრებისგან იმედგაცრუებულნი კარგს თუ ცუდს, ყველაფერს ერთნაირად
ღებულობენ და მათთვის ყველაფერი სულერთია..სწორედ ამ უკანასკნელთათვისაა ყველაზე
რთული იმ სიახლის
მიღება რომელიც მთელ მათ რაობას შეცვლის..განა ადვილია გულგრილი ცხოვრებიდან უცებ
გადახვიდე იმ სამყაროში სადაც შენთვის გაუცნობიერებლად ხდება ვიღაც მთელი შენი
ცხოვრების არსი და შესაბამისად გეცვლება დამოკიდებულება ყველაფრის მიმართ რაც მას
ეხება?!, რათქმაუნდა არა..გრძნობ როგორ გეღვრება გაუცნობიერებლად სითბო გულში და
ამას მიუჩვეველი შენი რაობა
თითქოს ბორგვას იწყებს და ამ დროს იჩენს თავს ორი მხარე ადამიანისა, ძველი სიცივე და
ახლადაღმოცენებული სითბო..ეს ის შემთხვევაა როცა ის მცირე წონის მთელს შენს
სიცივეს..იბყრობს გულს და სულს და მთლიანად გცვლის..გიჩნდება მზრუნველობითი
ინსტინქტი, ფიქრები მასზე სრულიად იბყრობს შენს გონებას და გინდა დაიცვა..დაიცვა
ყველაფრისგან რაც კი ზიანს მიაყენებს მას..ცხოვრებაში პირველად
სისუსტე მაშინ იგრძნო ფეხებში, როცა დასისხლიანებულ, უსუსურ არსებას მთელი
სისწრაფით მიარბენინებდა საავადმყოფოსკენ და გასავლელი გზა დაუსრულებლად
ეჩვენებოდა..მთელი ძალით გაგლიჯა საავადმყოფოს კარები და სისხლიანი თვალებით
უბრძანა ექიმს სასწრაფოდ მოეტანათ საკაცე..ვერ აკონტროლებდა მის ვერცერთ რეაქციას და
ერთადერთი რაც ეხლა გონებაშ უტრიალებდა იყო ის რომ დაეცვა..სამუდამოდ მასთან
დაეტოვებინა და დაეცვა გოგონა..
დიდხნიანი ლოდინის და ნერვიული ბორგვის შემდეგ გამოეგება პალატიდან ექიმი და
ნერვიული ხმით უთხრა რომ მდგომარეობა სტაბილური იყო.."ჯერ ვერ ნახავთ..გულ-
მკერდის არეშ ნეკნია გაბზარული..არვიცი ეს ვინ გააკეთა მაგრამ სრული
სადიზმია..საბედნიეროდ სახეზე ისეთი საგანგაშო ზიანი არ აქვს მიყენებული, რომ მერე მის
გარეგნობაზე აისახოს მაგრამ..სისხლიც ბევრი დაკარგა..ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ მის
გამოსაჯანმრთელებლად.."მთელი მონდომებით ცდილობდა
ექიმი დამშვიდებას მაგრამ თითქოს ყოველი სიტყვა შორიდან ესმოდა..მკაცრი მზერა
სივრცესთვის გაეშტერებინა და მონასმენისგან კიდევ უფრო გამწარებული გეგმავდა შემდეგ
მოქმედებას..უსიტყვოდ შემობრუნდა და მძიმე ნაბიჯებით დატოვა საავადმყოფო..
-ვიცი ჩემს მოსვლას ელიან..-დაეთანხმა კახას ნათქვამს, რომელიც დიმიტრისავითგაკვირვებული და გამწარებული იყო მაგრამ მაინც ცდილობდა სწორად გაყოლოდა ამ საქმეს
და სიბრაზისგან არ გადაეხვია..
-კი მაგრამ საიდან გაიგეს იმ გოგოს არსებობის შესახებ?..ან ვინ არის
საერთოდ?-გაკვირვებული მაგრამ დაძაბული ხმით ჰკითხა კახამ
-მითვალთვალებდნენ..მთელი ეს დროო!!(დაიღრიალა ბრაზისგან მერე შეეცადა
დამშვიდებულიყო და ჩუმი ხმით გააგრძელა) ახლოს წესიერად არც ვიცნობ..არაფერი ვიცი
მის შესახებ..მაგრამ..უჩვეულოდ მცვლის კახა, არვიცი რა მემართება მასთან მაგრამ ვგრძნობ
რომ ჩემთვის ძვირ..
-ბატონო..-კარებში ატუზული კაცის ხმის გაგონებაზე საუბარი შუა გზაში გაწყვიტა
დიმიტრიმ და მოსულს გახედა-ყველა გავაფრთხილე..როცა ნიშანს მოგვცემთ, შევუტევთ-
დაასრულა საუბარი მოსულმა და კახას რეაქციას დაელოდა
-კარგით..-უპასუხა ცივი ხმით..მერე დიმიტრის გახედა-როცა იერიშს მივიტანთ მაშინვე
შეგეხმიანები დიმიტრი..შეგიძლია წახვიდე საავადმყოფოში-შედარებით თბილად უთხრა,
მერე მივიდა და მხარზე ხელი მეგობრულად დაჰკრა-მუსრს გავავლებთ! იმისთვის რომ
ამდენი გაწამეს.. იმდენად დიდ ტკივილს გრძნობდა მთელს სულში რომ მეგობრის
სიტყვებზეც კი არ ჰქონია რეაქცია..ჩუმი ხმით დაემშვიდობა და საავადმყოფოს გზას
გაუყვა..უემოციო მზერა მიაბყრო პალატის მინას და უგონოდ მწოლიარე
ლენას გახედა..აკვირდებოდა მის ყოველ დაბუჟებულ, დარტყმისგან დამსკდარ ადგილებს
რომელიც ახლა უფრო შესამჩნევად ჩანდა, გასუფთავების შემდეგ..ხედავდა როგორ
ჩალურჯებოდა თვალის უპეები სიისუსტისგან და დარტყმისგან და გულის ყოველი კუნთი
ტკივილიანად ეკუმშებოდა.."შენ რა შუაში იყავი ლენა..ჩემს გამო დაისაჯე.."ღრმად ჩაისუნთქა
და თავი ჩახარა "რატომ ღმერთო..მოსიარულე უბედურებად რატომ ვიქეცი..ყველას რაღაცას
ვუშავებ..ყველა უბედურია, ვინც კი ჩემს ახლოსაა..არ ვიმსახურებ(ლენას ახედა)არ
გიმსახურებ ლენა.."იმდენად
დიდი მწუხარება იგრძნობოდა მის ბოლო სიტყვებში, რომ ალბათ გაგონებისას ნებისმიერი
დარწმუნდებოდა იმაში რომ დიმიტრს ლენა უყვარდა..ნებისმიერი გარდა თვითონ
დიმიტრისა..მისთვის გაუგებარ გრძნობებს მთელი ძალით აიგნორებდა მაგრამ საპასუხოდ
მხოლოდ ძლიერდებოდა ისინი..ნახევარ ღამეზე მეტი გაათენა გაუნძრევლად მინის
წინ..გაშტერებული შეცქეროდა გოგონას და უამრავ რამეზე ფიქრობდა..ალბათ დილის შვიდი
იქნებოდა როცა გაკვირვებული და ცოტათი ნანერვიულები მიუახლოვდა ექთანი და
ფრთხილად შეახო მხარზე ხელი, რაზეც დიმიტრი შეკრთა და შეცბუნებული მზერა მოავლო
თეთრხალათიან ქალს
-თქვენ ერთი წუთითაც არ დამჯდარხართ..იქნებ დაგესვენათ..მესმის რომ გიყვართ მაგრამ ნუ
ნერვიულობთ ასე..კარგად იქნება გოგონა..-თბილი ხმით უთხრა ქალმა და უემოციო
სილუეტს გახედა.."გიყვართ"..ძლიერად გაიელვა ქალის სიტყვებმა გონებაში და ეხლასაერთოდ მოწყდა რეალობას.."მიყვარს..მე..ის?" ხმადაბლა შეეკითხა საკუთარ თავს..მთელი
ძალა დაატანა მის რაობას და რაც შეეძლო სიცივე გამოავლინა ამ სიტყვების მიმართ
-ცდებით..არ მიყვარს..უბრალოდ ნაცნობია და მის მდგომარეობაზე ვღელავ..-ცივად
საუბრობდა და გრძნობდა როგორ აწუხებდა დანაშაულის გრძნობა წარმოთქმულის გამო.
ქალმა გაოცებით გახედა მაგრამ ბიჭის მკაცრ მზერაზე შეეცადა დისტანცია დაეჭირა, ნელი
ნაბიჯებით შებრუნდა და წავიდა..
7 7 7
წამებულ სულს ადვილად იბყრობს შურისძიების სურვილი, უბრალოდ გააჩნია როგორ
შეძლებ შენ ამ გრძნობის მოგერიებას, რომ მერე ეს ცოდვა აიცილო თავიდან..შურისძიების
ცოდვა..დიმიტრი ამას საერთოდ არ ცდილობდა..ბრაზიანი, ბოროტი მზერით შევარდა
მოპირკეთებულ დიდ სახლში მთელი ამალით და "მიზნის ძებნა დაიწყო"..კახაც მასთან
ერთად იყო, ხმაურზე ერთად შეანგრიეს მისაღები ოთახის კარი და მოცინარ ხალხს გახედეს
რომელთაც მათ დანახვაზე ღიმილი სახეზე შეახმათ..წამის მეასედებში მივვარდა დიმიტრი
ერთ-ერთთან და დანა კისერზე მიაბჯინა
-ასე ხო? ეს არის თქვენი კაცობა არაა?-ბრაზით დაუღრიალა და გამწარებით დაუწყო
ცემა..მთელი სახე სისხლად შეეუღება და გონების დაკარგვამდე ცემა წუთის წინ მისწინ
მდგომი და ახლა მეორეზე გადავიდა..იყო შეწინააღმდეგებები მაგრამ მისი ბრაზი..მისი
გამწარება ყველაფერს უძნებდა..მისმა ხალხმა ყველა აიყვანა..და მაშინ როცა მიხვდნენ რომ
მესამე კაცზე გადასული დიმიტრი გაჩერებას ვერ ხვდებოდა, კახა მასთან მივვარდა და
მშვიდად უთხრა-შემოგაკვდება..ჰოიცი ეს მისთვის კარგი სასჯელი არ იქნება..გაჩერდი
გთხოვ..
თავს ძალა დაატანა, კაცს ხელი ჰკრა და ბრაზისგან ჩასისხლიანებული თვალები მოაბყრო
ირგვლივ მყოფთ..
-სამწუხაროდ ამას ის ძალა მიხედავს რომელთანაც ალბათ არასოდეს დავიჭერდით საქმეს
რომ არა ეს შემთხვევა..-ჩაილაპარაკა ცივად დიმიტრიმ..და მალევე მისწვდა პოლიციის
სიგნალიზაცია იქ მყოფთა ყურთასმენას..წლების წინ მოპარულის გამოაშკარავება..საბუთები
რომელთა არსებობის შესახებაც არავინ იცოდა..და დიმიტრის აღიარება..ეს ის ჩამონათვალია
რომელმაც შედეგად სამი მოღალატის დაჭერა გამოიტანა დიდი ხნით..ძალიან არ უნდოდა ეს
საქმე პოლიციას მოეგვარებინა მაგრამ როგორც მეგობარმა უთხრა, სიკვდილი არ იქნებოდა
მათთვის კარგი სასჯელი..მათ უნდა ეწამათ..ისე როგორც აწამეს იგი..და ეს
გამოუვიდათ..ცემით მისმა ამბოხებულმა სულმა კი გული მაინც იჯერა..შედარებით მშვიდად
მაგრამ
მაინც რეალობით გამწარებული შეერია თეთრხალათიან ექიმებს და გეზი პალატისკენ
აიღო..სამი დღე გასულიყო ლენას აქ მოყვანიდან და უკვე ცვლილებები საკმაოდ იგრძნობოდა
რაც მისდაუნებურად საოცრად ახარებდა და შედარებით ამშვიდებდა დიმიტრის..გოგონასსახეზე სილურჯეები ნელ-ნელა უქრებოდა და ძალასაც იკრებდა..უხმოდ მიუახლოვდა
საწოლს დიმიტრი და ახლოს ჩამოუჯდა
-როგორ ხარ?-შეეცადა უემოციოდ ეკითხა მაგრამ პირიქით, მზრუნველად გამოუვიდა..
-უკეთესად..-შეეცადა გაეღიმა..
-იმედია არ გამიბრაზდები თუკი გეტყვი რომ დაუკითხავად ავედი შენს ბინაში და
მობილური მოგიტანე..იქნებ დაგჭირდეს..-უთხრა ცივი ხმით და გოგონას თვალებში
ჩააშტერდა
-მადლობა- უთხრა მშვიდი ხმით და მობილურს დახედა..-მაგრამ უკვე მოვახერხე ყველა
საჭიროსთან დაკავშირება..ასე რომ საგანგაშო არაფერია.
-წარმოდგენაც არ მინდა იმის თუ რას იგრძნობდი მაშინ..-დიდხნიანი პაუზის შემდეგ
ჩაილაპარაკა დიმიტრიმ-ყველაფერი ჩემ..
-დაწყნარდი..-შეაწყვეტინა მშვიდი ხმით ლენამ და ხელი ჩამოდებულ მტევანზე
დაადო..იმდენად დიდი სითბო იგრძნო შეხებისას რომ მოუნდა სულ ასე დაეტოვებინა ხელი
გოგონას..-შენ არავინ გადანაშაულებს..ყველაფერი კარგადაა..-უთხრა თბილად და მის სახეს
დააკვირდა
-არარი ეგრე..და ეს შენც კარგად იცი..მაგრამ უკვე რაც უნდა მიეღოთ, მიიღეს ასე რომ
შემდეგში ვერავინ ვერაფერს ვერ დაგიშავებს..ამას არასოდეს აღარ დავუშვებ..-ჩაილაპაკარა
ჩუმი ხმით და თვალი აარიდა..მის სიტყვებზე ლენას ჟრუანტელმა დაუარა..დიმიტრის
მზრუნველობა იმდენად უჩვეულო იყო მისთვის, რომ თავი სიზმარში ეგონა.."ალბათ
დანაშაულის გრძნობა აწუხებს..ამიტომაც იქცევა ასე..არარის ყველაფერი ისე როგორც შენ
გინდა ლენა" ეუბნებოდა საკუთარ თავს და სევდიან მზერას შეავლებდა ხოლმე გვერდით
მჯდომს.. ცოტახანში პალატაში ექთანი შემოვიდა, გოგონა მოიკითხა მერე კი ფურცელი
მოიმარჯვა და ანკეტის შევსება დაიწყო
-თქვენი მონაცემები უნდა შევავსო გოგონა..გთხოვთ მიკარნახოთ
-ლენა მეტრეველი..-დაიწყო ჩუმი ხმით..-დედა ანა ბელკაია..-ყურადღებით იწერდა ქალი
გოგონას სიტყვეს და თან შეკითხვებს განაგრძობდა
-მამის ვინაობაც და მოვრჩით-უთხრა ქალმა ღიმილით რამოდენიმე შეკითხვის შემდეგ და
მის პასუხს დაელოდა
-ალექსანდრე მეტრეველი..-უპასუხა ასევე ღიმილით მაგრამ სახე სწრაფადვე
დაუსერიოზულდა და ნერვიული ტონით უთხრა-იმედი მაქვს არ დაუკავშირდებით..არ იცის
ეს ამბავი, ბიზნესის გამო საზღვარგარეთაა და არ მინდა ვანერვიულო..-შეპარვით უთხრა და
ქალის რეაქციას დაელოდა..ექთანი დაფიქრდა მერე თავი ღიმილით დაუკრა და ოთახიდან
გავიდა.-უჰ..გადავრჩი-შვებით ამოისუნთქა ლენამ და დიმიტრის გახედა. ახლაღა შეამჩნია როგორ
შეცვლილიყო ბიჭის მზერა .. სახეზე ფერი დაკარგვოდა და მწვანე თვალი
ჩავარდნოდა..არანაირი სიცოცხლის ნიშანწყალი არ იკითხებოდა ახლა მის
სახეზე.."ალექსანდრე მეტრეველი..ბიზნესმენი" ავისმომასწავებლად, გაუჩერებლივ ჩაესმოდა
გოგონას სიტყვები და შოკირებულ მდგომარეობაში მყოფი საერთოდ მოსწყდომოდა
რეალობას.. გაუაზრებლად წამოდგა და დატოვა პალატა.."ალექსანდრე
მეტრეველი..მამაჩემი..მე ლენა მეტრეველი.." გამანადგურებლად უბურღავდა ტვინს სიტყვები
გონებაში და საოცარი ტკივილით შებყრობილი საერთოდ ვერ მოდიოდა აზრზე..შოკისგან
ფეხებში სისუსტეც კი იგრძნო..მზერა დაებინდა და მოსასულიერებლად კედელს
დაეყრდნო.."ის..ლენა..ისარის.." ჩურჩულებდა ნერვიულად და ხელების ცეცებით
მიუყვებოდა კოლიდორს..კიბეებს მიახლოებული, მძიმედ მოსწყდა კედელს და
ფეხებმოკვეთილი ჩაიკეცა კუთხეში..თავი რამოდენიმეჯერ გადააქნია
რეალობაში მოსასვლელად მაგრამ არ გამოდიოდა..ტკივილს, საოცარ მწუხარებას,
შეშფოთებას, გაოცებას..და სხვა უამრავ გრძნობას მოეყარა ერთიანად მის გულში და
ავისმომასწავებლად წიწკნიდნენ მისი გულის ყოველ კუნთს..სულის ყოველ ნაწილს.."ის
არის!.."ამოილუღლუღა კიდევ ერთხელ და დანებების ნიშნად თავი მუხლებში ჩახარა..


13


იქ, ზემოთ წყდება ყველაფერიო ხო? ადამიანი იბადება და მაშინვე იწერება მისი მომავალიო,
გამიგია. შეიძლება შეცვლა ძალგიძდეს, მაგრამ საბოლოოდ ყველაფერი ისე ხდება როგორც უნდა
მომხდარიყო, როგორც დაიწერაო, ესეც გამიგია. სწორედ ყოველივე ეს არის ბედისწერა, კანონი
ცხოვრებისა, რომლის
დარღვევაც თითქმის ყოველთვის აღემატება ადამიანის ძალებს, რადგან უმეტესობა
უკონტროლო და მოულოდნელია. ამ შემთხვევებში იძულებული ხდები მიჰყვე მის დინებას ან
ყველაფერი გააკეთო და გასწირო მის შესაცვლელად, საკუთარი ცხოვრებაც კი. არასოდეს
უგრძვნია თავი ასე სუსტად, ასე უძლურად, როგორც ახლა იყო, მაშინაც კი როცა უბედურების
სარეცელზე მიატოვა საკუთარმა მეგობრებმა. ყველაზე მეტად ეხლა რაც უჭირდა, ეს რეალობაში
დაბრუნება იყო. მოუნდა უბრალოდ გამქრალიყო ამქვეყნიერებიდან და ამოშლილიყო ყველა
ნაცნობის მეხსიერებიდან. მთელი ძალით უწვავდა ტკივილი გულის ყოველ კუნთს და
ფილტვებს სუნთქვის საშუალებას არ აძლევდა..თავი გაციებულ კედელზე მიედო და თავში
უამრავი აზრი ერთად უტრიალებდა..დაბინდული მოავლო მზერა გარემოს და როცა ნაბიჯების
ხმა გაიგო, ნელა წამოიზლაზნა და გეზი ისევ პალატისკენ აიღო. უხმოდ დადგა ლენას წინ და
ვინ იცის რამდენი ხანი მიშტერებოდა მას.."იქნებ კახასთვის მეთქვა.." ფიქრობდა გონებაში
მაგრამ იმასაც იაზრებდა რომ თქმა ეს იყო უარყოფა..უარყოფა კი- ღალატი..და რომ მომავალში
მოსახდენი გარდაუვალი იყო..მაგრამ ეხლა სწორედ ის მომენტი ედგა როცა უნდა გადაეწყვიტა
სწორედ ის , რისი მოხდენაც იქნებოდა გარდაუვალი..ნელი მოძრაობით ჩამოჯდა სავარძელზე,
ლენას მიუახლოვდა და მძინარეს სევდიანი თვალებით დაუწყო მზერა..სურვილი გაუჩნდა მისი
ცივი და უგულო ნაწილი ისევ ბოლომდე დაპატრონებოდა მის სულს და ყოველივეს
გადაწყვეტაც უფრო ადვილი გაეხადა, მაგრამ არ გამოსდიოდა..ვეღარ გამოსდიოდა..გოგონას
ხელის მტევანი ხელებში მოიქცია, თავი ახლოს მიიტანა და ჩამოადო..წამოსული სითბო თითებს
და სახეს სასიამოვნოდ უწვავდა, მაგრამ რეალობა
მაშნვე ახსენებდა თავს და ტკივილისგან სახე ემანჭებოდა, რამოდენიმეჯერ დაატანა თავს ძალა
რომ თავი აეწია და პალატიდან გასულიყო, მაგრამ ვერც ერთხელ ვერ
შეძლო..ხელსჩაბღაუჭებული თავს მჭიდროდ ადებდა თითქოს ვინმე ართმევსო..არიცოდა რა
იქნებოდა მომავალში, მაგრამ სურდა ეს მომენტი სამუდამოდ გაგრძელებულიყო..ასეა როცა
გიყვარს...ორ დღეში ლენა გამოწერეს. მეგობრები არ გაეფრთხილებინა, ამიტომაც დიმიტრის
იმედზე დარჩა..მთელი ეს დრო ცდილობდა თავი შორს დაეჭირა გოგონასგან დიმიტრს, ცივ
ტონს ირგებდა
მასთან საუბრისას და მხოლოდ მაშინ ხსნიდა ფარდას თავის გრძნობებს როცა ჩაძინებულ ლენას
ან შუბლზე კოცნიდა მთელი სითბოთი ან გოგონას ხელის მტევანზე თავჩამოდებული შორეულ
ფიქრებში ეხვეოდა..კიბის სახელურზე ხელებდაყრდნობილი მიუყვებოდა ნელი ნაბიჯებით
ლენა კიბეებს და გვერდით დიმიტრი ამოსდგომოდა, ბევრჯერ გაიფიქრა გოგონას ასვლაში
თვითონ დახმარებოდა მაგრამ თავს ძალას ატანდა და ფიქრები სხვა რამეზე გადაჰქონდა.
კარებთან მისული ცივად დაემშვიდობა და წასვლა დააპირა, როცა წამით შემობრუნდა-ლენა..-გაისმა ბოხი ბარიტონი-ამიერიდან ვეღარ მნახავ.. ჩვენი ნაცნობობა დასრულდა..-ცივად
წაილუღლუღა და წამით ახედა გოგონას თვალებში. ლენა დაბნევას და ნათქვამით გამოწვეულ
გულისტკივილის ბოლომდე დამალვას ცდილობდა როცა თვალები მჭიდროდ დახუჭა
წამოსული ცრემლის შესაკავებლად..
-გასაგებია..-ჩაილაპარაკა ჩამწყდარი ხმით და უკანმოუხედავად შევიდა ბინაში. დიმიტრი წამით
შედგა, მოუნდა კარი მთელი ძალით შეენგრია და გოგონას ჩახუტებოდა მაგრამ ეს ახლა
აკრძალულ ხილად მოეჩვენა..ყოველივე უკვე შეუძლებელი იყო..ძლივს ჩამქრალი ტკივილი ისევ
გაღვივდა გულში და მისი მთელი სული მოიცვა. სწრაფი ნაბიჯებით დატოვა იქაურობა და
სახლში დაბრუნდა. გათიშული დაეხეთქა საწოლზე და მზერა ჭერს გაუსწორა. მთელი საუკუნე
გაატარებდა ალბათ ასე რომ არა ზარი მობილურზე და იმის შეხსენება რომ სამსახურში იყო
წასასვლელი. უემოციოდ გადაივლო ცივი შხაპი და ბინა დატოვა. დიდხნიანი მუშაობის შემდეგ,
დაღლილი წამოდგა
სამუშაო მაგიდიდან და ქუჩაში გააბოტა. გადაწყვიტა მანქანა სამსახურში დაეტოვებინა და
ფეხით წასულიყო სახლში, იქნებ ეს მაინც დახმარებოდა რეალობაში მოსასვლელად. გრილ
ჰაერს შერეული ბოლომდე გადაკარგულიყო ფიქნებში და ირგვლივ ვერავის და ვერაფერს ვერ
ხედავდა..თავში სულ ლენას სახე უტრიალებდა და საშინელი სურვილი უჩნდებოდა მისი
ნახვისა, მაგრამ სწორედ ამ დროს იჩენდა კახას სიტყვები გონებაში "ის გოგო უნდა მოკვდეს!"
ავისმომასწავებლად ჩაესმოდა გონებაში და მის რაობას ტკივილისგან აბრუებდა. ვერ მიხვდა
ისე მიუახლოვდა საკუთარ კორპუსს, სწრაფად აირბინა კიბეებზე და წამიტ შედგა როცა ვირაცის
სილუეტი დაინახა ბინის კარებთან. სახე დაეძაბა და დასარტყმელად მოემზადა როცა
სილუეტში თავისი ახლობელი ამოიცნო
-ალექსანდრე?-იკითხა გაკვირვებულმა და სიხარულისგან უნებურად სახე გაებადრა, ისე
უნდოდა ახლა ვინმე ჰყოლოდა გვერდით რომ წინ მდგომი უფლის ყველაზე დიდ საჩუქრად
მიიღო-როდის ჩამოხვედი ბიძაშვილო?-ღიმილით ჰკითხა და ნათესავს გადაეხვია
-დღეს დილით. როგორ ხარ დიმიტრი?-ასევე გახარებულმა წამოიძახა ბიჭმა და ახლობებს
გადაეხვია- ძალიან მიხარია შენი ნახვა..რამდენი წელია არ შევხვედრილვართ-უთხრა მოწყენით
და დიმიტრს ბინაში შეჰყვა
-ჰოო..რაც საზღვარგარეთ წახვედი იმის მერეა..მთელი ათი წელი..-ჩაილაპარაკა ნაღვლიანად და
ალექსანდრეს სახის დანახვისას შეეცადა გაეღიმა. როცა ოთახი აჩვენა და ბიჭი დააბარგა,
მაგიდის ირგვლივ მოთავსდნენ და მოშიებულებმა საჭმელს შეუტიეს
-რა ხდება აბა მომიყევი..რაშვები, რას აკეთებ..ძალიან დავეკარგეთ ერთმანეთს..-ლუღლუღებდა
ალექსანდრე და თან პირში ლუკმებს იტენიდა
-ეჰ..მართლაც რომ..ძალიან ბევრი რამ მოხდა..სხვა დროს მოგიყვები, რაც შეეხება
დრევანდელობას, მარტო ვცხოვრობ და ერთ-ერთ კომპანიაში ვმუშაობ მენეჯერად..შენსკენ რა
ხდება?-ჩუმად ჩაილაპარაკა და ალექსანდრეს ჭამის სიჩქარეზე სიცილი აუვარდა-ნელა ჭამე
ბიჭო, არავინ არ მოგსდევსალექსანდრესაც გაეცინა-უბრალოდ ძალიან მშია, ამ დროს კი თავის გაკონტროლება ძალიან
მიჭირს..რა პატარა იყავი ბოლოს რომ გნახე, მგონი თექვსმეტის ხო? ეჰ..რავიცი მე ცოლი ჯერ არ
მომიყვანია, ძებნის პროცესში ვარ ჯერ კიდევ(გაიცინა) შენ დავიჯერო მარტო ხარ?(სასაცილო
სახე მიიღო) ჰე დაყარე ინფორმაცია და დამნებდი-სიცილით უთხრა ალექსანდრემ და
მაგიდიდან წამოდგა-ვსიო, გავძღი!-კმაყოფილი სახით ჩაილაპარაკა და მერე დიმიტრს გახედა-
შენ რატო არ ჭამე?..არ გშია?-ჰკითხა გაოცებით და სახეზე დააკვირდა
-არა, არ მშია..-ჩაილაპარაკა და თვალი აარიდა-წამო მისარებში გავიდეთ-მაგიდიდან წამოდგა
და ოთახი დატოვა, ცოტათი გაკვირვებულმა გააყოლა ალექსანდრემ თვალი და მერე უკან გაჰყვა
-რაო რას მეუბნებოდი, ვინ მიყვარსო?-შეახსენა პასუხგაუცემელი შეკითხვა დიმიტრს როცა
მდივანზე მოთავსდნენ და უაზრო გადაცემებმა ორივეს თავი მოაბეზრა
-მარტო ვარ..არავინ არ..-წამით გაჩერდა როცა ლენას სახე წარმოუდგა გონებაში-არავინ არ
მიყვარს..-ცივად ჩაილაპაარაკა და თავი ჩახარა
-დიმიტრი რა ხდება?-სერიოზული ხმით ჰკითხა ალექსანდრემ და ნათესავს დააკვირდა.
-ახლა ისე მინდოდა ვინმესთან საუბარი..როგორც დიდი საჩუქარი ისე მომევლინე
ალექსანდრე..-ნაღვლიანი ხმით ჩაილაპარაკა და თვალი სივრცეს გაუშტერა-ყველაფერს
მოგიყვები..-ბოხი ხმით თქვა და ღრმად ჩაისუნთქა..წარსულში მომხდარის შემდეგ ვეღარ
წარმოედგინა თუ რა შეიძლებოდა ამაზე საშინელი დამართნოდა კიდევ ცხოვრებაში..მან
დაკარგა მშობლები, დარჩა მარტო სამი მეგობრის იმედზე..მეგობრების რომლებმაც დიდხნიანი
ტკივილისთვის გაიმეტეს დაუფიქრებლად ..ღვთის წყალობით გაიცნო ახალი ნამდვილი
მეგობარი კახას სახით, რომელსაც ასევე ბევრი გადაეტანა ცხოვრებაში და მის მდგომარეობაში
შესული დათანხმდა რომ ყველაფერში დაეხმარებოდა და ფიციც კი დაუდო რომ იმ საქმეს ამ
მეგობრობის ფასად მოუგვარებდა, მაგრამ..თურმე კიდევ ყოფილა მისთვის
..კიდევ გადაწყვეტილა ერთი დიდი უბედურების გადატანა, ერთი დიდი გამოცდისა რომელიც
ყველაზე მტკივნეული და უსაშველოდ გაუსაძლისი ეჩვენებოდა..ყოველი გახსენება ლენას
დაუცველი მზერისა და დაბნეული სახისა, მასში საოცარ სიცარიელეს იწვევდა და მისდამი
მწველი სიყვარულით აღსავსეს, სურვილს უჩენდა სამუდამოდ მასთან ყოფილიყო და დაეცვა
იგი ყველაფრისგან..მაგრამ რა იყო ეს ყველაფერი?! განა თვით დიმიტრი არ იყო მიზეზი გოგონას
მომავალი ტანჯვისა?! ამის გააზრება იმდენად დიდ ტკივილს ანიჭებდა რომ უნდებოდა გული
მისი ხელით ამოეგლიჯა საგულედან..როცა საუბარი დაასრულა გაციებული, უემოციო მზერით
ახედა გაშტერებულ მეგობარს და მის რეაქციას დაელოდა. დიდხანს გაუჭირდა ალექსანდრეს
დასკვნის გამოტანა რადგან ყოველივემ ძლიერ გააოცა იგი.
-ანუ..-დიდხნიანი სიჩუმის შემდეგ ამოიღო ხმა-შენ გიყვარს ის, ვინც უნდა მოკლა?!-დაბნეული
ლუღლუღებდა და დიმიტრს მზერას არ აცილებდა
-ჰო..-მძიმედ წაიჩურჩულა და ალექსს თვალებში ჩახედა
-არვიცი რა გითხრა..ასეთი ჯერ არაფერი მომისმენია..მე..-ენა დაება ალექსანდრეს-უბრალოდჩემს ძალებს აღემატება რომ რამე გირჩიო..მაგრამ მოკვლა..ეს ძალიან დიდი ცოდვაა
დიმიტრი..მე კარგად გიცნობ შენ, მიუხედავად ჩვენი დიდხნიანი განშორებისა..შენ ამას ვერ
შეძლებ..-მტკიცედ ჩაილაპარაკა და თვალი აარიდა
-შევძლებდი..კახას გამო დაუფიქრებლად შევძლებდი..მაგრამ ახლა..ახლა ვშიშობ რომ შენს
სიტყვებზე დათანხმება მომიწევს..-მძიმედ წარმოთქვა-მაგრამ ჯერ კიდევ საკუთარი თავის
დაკვირვებაში ვარ..იქნებ ვცდები და არ მიყვარს..მსგავსი რამ არასოდეს განმიცდია ამიტომაც არ
შემიძლია რამე დავიჩემო..-წაილუღლუღა ჩაფიქრიანებული ხმით
-მართალია..საკუთარ თავში უნდა გაერკვიო..ვაფასებ შენს ასეთ დიდ მეგობრობას მაგრამ..მაინც
ვფიქრობ რომ მკვლელობა გამოსავალი არ არის..თუმცაღა ეს ჩემი საქმე არაა, ვისურვებდი რომ
შენ ასეთ საქმეში არ გახვეულიყავი..
-ვიცი ალექსანდრე(შეეცადა გაეღიმა)..ვნახოთ რას მოიტანს დრო..-ფეხზე წამოდგა, ძილინებისა
უსურვა და ოთახში გავიდა. მოყოლის შემდეგ თითქოს გულზე მოეშვაო და ორი ღამის უძინარს
როგორც იქნა ჩაეძინა..ზუსტად ოთხი დღე ებრძოდა საკუთარ თავს..ცდილობდა არ ეფიქრა
ლენაზე და მთელი ყურადრება სამსახურზე და ალექსანდრეზე გადაჰქონდა..ნათესავი დიდი
ხნით არ გეგმავდა დარჩენას მაგრამ დიმიტრის ამბის გაგების შემდეგ გულმა არ მისცა უფლება
მარტო დაეტოვებინა იგი..თითქმის ტოლები დიდი ხნის წინ დააშორეს ერთმანეთს და მათი
შეხვედრა მხოლოდ ახლაღა მოხდა..სწორედ მაშინ როცა ყველაზე მეტად სჭირდებოდა დიმიტრს
გვერდით ვინმეს დგომა..ამაში მაინც გაუღიმა იღბალმა..რთულია ებრძოდე ფიქრებს იმ
ადამიანის შესახებ რომელიც სიცოცხლეს გირჩევნია..გაუსაძლისია გინდოდეს ჩახუტება და
მასთან ყოფნა
როცა ეს შეუძლებელია..მთელი ძალით ებრძოდა დიმიტრი ყოველივეს..თითოეული ღამე
მისთვის ერთი დიდი გამოცდა იყო, რადგან სწორედ ამ დროს ხდებოდა გრძნობების
მოზღვავება..
..მაშინაც უკვე საკმაოდ გვიანი იყო..ალბათ ღამის ორი..კოშმარში გახვეული ლენას სახელს
გაუჩერებლად გაიძახოდა და ოფლდასხმული უცებ წამოხტა საწოლიდან.."რა გავაკეთო
ღმერთო..ვერ ვძლებ" იმეორებდა ნერვიულად და ხელებს თმებში ასრიალებდა..წამით შედგა
მერე უცებ გამოცოცხდა, სწრაფად ჩაიცვა და ბინა გაუაზრებლად დატოვა.."რას აკეთებ
დიმიტრი?!" ეკითხებოდა საკუთარ თავს როცა ბინას მიუახლოვდა.."იმას რაც დიდი ხნის წინ
უნდა გამეკეთებინა" თვითონვე გასცა საკუთარ შეკითხვას პასუხი და კარის წინ
შედგა..რამოდენიმე ზუზუნის შემდეგ ფეხის ხმაც გაიგო და გული გამალებით აუძგერდა..
-დიმიტრი?!-გაიგო გაკვირვებული ხმა კარის გაღებისას და გოგონას სახის გარჩევას შეეცადა.
თხელ სარამურებში გამოწყობილს თმა სასაცილოდ აწეწვოდა და თვალებს მუშტებით
გამალებით ისრესდა რომ მართლა დარწმუნებულიყო დიმიტრის აქ ყოფნაში
-ლენა..-მთელი გრძნობები ჩააქსოვა მისი სახელის წარმოთქმაში, შემდეგ სწრაფად მოსწყდა
ადგილს და გოგონას მთელი ძალით შემოჰხვია წელზე ხელები. მჭიდროდ მიიხუტა და მთელი
მისი არსებით შეეცადა თმის და კანის სურნელით დამტკბარიყო, გრძნობდა გაკვირვებულილენა როგორ შემდგარიყო ერთ ადგილზე, მაგრამ დანებების ნიშნად თითქოს რაღაც
წაილუღლუღაო და დიმიტრს ხელები მოჰხვია..მზერადაბინდული შეეცადა ხელები ეშვა
გგოგონასთვის, მისი სახე ხელის მტევნებში მოიქცია და ახლოს მიიტანა სახესთან..რამოდენიმე
ამოსუნთქვის შემდეგ, დანებების ნიშნად ჩაისუნთქა და ლენას ტუჩებზე დაეწაფა..ყველანაირად
ცდილობდა ამ ერთ კოცნაში ჩაეტია მისი დაგროვილი ყველა გრძნობა და ეს იმდენად ძლიერი
აღმოჩნდა რომ მთელი მისი არსება მოიცვა..მთელი სითბოთი და გრძნობებით უკოცნიდა
ბაგეებს ლენას და გაჩერების მნიშვნელობაც კი დავიწყდებოდა
-დიმიტრი..-ჩაილაპარაკა დაბნეული ხმით ლენამ როცა წამით მოსწყდა მის ტუჩებს, შეეცადა
გაბრძოლებოდა მაგრამ თითქოს ამის სურვილი სადღაც დაიკარგაო, პირიქით მთელი არსებით
მოსწყდომოდა რეალობას და ყოველი წამით ტკბებოდა. მთელი ძალა დაატანა ბიჭმა საკუთარ
თავს, გოგონას მოშორდა და წამით მის წინ შედგა..ლენას ყოველი ნაკვთი მზერით შეისწავლა,
თავი გამწარებულმა გადააქნია, კბილები გააღრჭიალა და ლენას მზერადაბინდულმა, ჩამწყდარი
ხმით უთხრა
-მაპატიე მაგრამ..ეს უნდა გამეკეთებინა..-ღრმად ჩაისუნთქა, შემობრუნდა და წავიდა.


14


თვალები ზანტად გავახილე და მზერა ჭერს გავუსწორე. სამი კვირა გავიდა..სამი კვირა იმ
ფაქტის შემდეგ რამაც დამარწმუნა რომ ადამიანი რომელიც მეგონა მძულდა, მთელი სულით
შემყვარებოდა..მთელი ეს დრო გონებაშ მხოლოდ მისი ჩახუტება და ტუჩების შეხება
მიტრიალებდა..ყოველივემ იმდენად დამაბნია რომ მთელი ღამე აღარ დამძინებია მაშინ..
გაშტერებული რაიმე დასკვნის გამოტანას ან მიზეზის მოძებნას ვფიქრობდი მაგრამ
ამაოდ.."ვუყვარვარ?" ვეკითხებოდი საკუთარ თავს მაგრამ ამ შეკითხვას იმდენად
სულელურად მივიჩნევდი რომ შერცხვენილი მაშნვე ვიგდებდი გონებიდან..გამორიცხული
იყო ის რომ დიმიტრს ვუყვარდი, მსგავსი რამ ვერ წარმომედგინა მისი ხასიათის და
პიროვნების ცოდნის გამო..უიმედოდ შეყვარებული დავხეტიალობდი
მთელი ეს სამი კვირა იმის ლოდინით რომ კიდევ გამოჩნდებოდა ჩემს ცხოვრებაშ თუნდაც
ისევე მოულოდნელად როგორც ბოლოს, თუნდაც ძალიან მცირე ხნით მაგრამ
გამოჩნდებოდა..მთელი ეს დრო ამ სურვილით ვიწვოდი და ჩემი მექანიკური რეაქციებისა
რეალობაში და დამოკიდებულებების გამო, შემიძლია დავიფიცო რომ არანაირი დეტალი არ
მახსენდება თუ რა მოხდა ეს სამი კვირა..ზოგადაად რაას ვაკეთებდი მე..მის გარეშე.."ოჰ მის
გარეშე?! ეს ისარი ხო, "მის გარეშე ცხოვრება
ხალისს კარგავსო, თუ როგორც არი..კარგი რა ლენა, ასე ერთმა კოცნამ და ჩახუტებამ როგორ
გადაგრია?!" ბუტბუტებდა ჩემი შინაგანი მე და მისი ცემის სურვილს მიასმაგებდა, მაგრამ
ეხლა მაგის ხალისიც კი დამეკარგა..სრულიად მომწყდარი ვიყავი რეალობას და გონებაშ
ჩაბეჭდილი მქონდა ის აზრი რომ დავუბრუნდებოდი ყოველივეს მხოლოდ მაშინ, როცა ისევ
ვიხილავდი მის სახეს..მკაცრ მწვანე თვალებიდან მომზირალ სითბონარევ მზერას..როცა ისევ
მოხვდებოდა მისი ცხელი სუნთქვა ჩემს არტერიას და გულს ამიფრთხიალებდა..
-ლენაა..ჰეიი, სად წახვედი გგოოგო?!-ყვირილით გამომაფხიზლა ჩემმა დაქალმა და ხელები
ცხვირწინ ამიფრიალა. პარკში გამოვსულიყავით სასეირნოდ და თავის გართობას
ვცდილობდით რომ ეროვნულების შედეგებზე ნერვიულობა აგვერიდებინა თავიდან, მაგრამ
როგორც ყოველთვის ეხლაც ისე მოვწყდი რეალობას რომ ნაიას ჩემი გამოფხიზლება
დასჭირდა-თუ გინდა წავიდეთ..რა გჭირს?-მკითხა ეჭვნარევი ხმით და სახეზე დამაკვირდა.
-არაფერი..-უარის ნიშნად თავი გადავიქნიე. პატარა კაფეშ შევედით და სამი დიდი ნაყინი
შევუკვეთეთ
-აუუუ როგოორ ცხელაა..კიარაადა ერთი კვირა ხალხოო, ერთი კვირაა დაა ან მოვკვდებით ან
გავიხარებთ!-სასაცილო ხმით ამოიგმინა თეკლამ და თავი გადააქნია
-კაი დაწყნარდი-სიცილი ამივარდა-ყველაფერი მაგრად იქნება ნახავ აგერ გრანტები თუ არ
"მივეცით"!-ამაყად ვუთხარი და ჩემს ტონზე გამეცინა
-ჰო რაა, მაგას ჯობია ნაყინს შევუტიოთ-მხიარულად წამოიძახა ნაიამ ნაყინის დანახვისას და
მთელი ემოციებით შეექცეოდა.-აუუ რა გამახსენდაა-წამოიძახა ნაიამ როცა ნაყინით ტკბობას მოვრჩით და უკვე გზაგასაყარს
მივუახლოვდით-დღეს ერეკლემ მითხრა ამ საღამოს მოტოების რბოლააოო რაა, თვითონაც
ღებულობს მონაწილეობს და მითხრა აუცილებლად მოდით გოგოებიო, მაგარი იქნებაა..თან
გადავაყოლებთ ცოტას გულს რაა...დავიღალე სულ ასე სეირნობით-მოწყენილმა ჩაილაპარაკა
და ჩვენს რეაქციას დაელოდა
-კარგიი აზრიიაა..ნიკასაც ვეტყვი და წამოვა უეჭველი, მართლა წავხალისდებით ცოტა-
კმაყოფილმა ჩაილაპარაკა თეკლამ და დაქალს გაუღიმა. ხმა არ ამომიღია, რაგან წასვლის
ხალისი მართლა არ მქონდა, უბრალოდ ვფიქრობდი როგორ მეთქავა ეს მათთვის რომ წყენა
ამერიდებინა
-მეეე..ალექსანდრეს მივყვები ქალაქგარეთ დღეს დაა...-ბლუყუნს მოვყევი როცა ნაიამ
გამაჩერა
-რაა ვერ გაიგე რომ ეს ტყუილების თქმა შენი საქმე არაა?-შეპარვით მითხრა ნაიამ და წარბი
ამიწია
-ჰო კაით-დავნებდი-მეზარებაა..თან მაგრად! წადით რა თქვენ..-სხვა დროს ალბათ მსგავსს
შეთავაზებაზე რბოლის შესახებ არასოდეს ვიტყოდი უარს, მაგრამ ეხლა მართლა დაკარგული
მქონდა ყველაფრის ხალისი და არც იქ მინდოდა წასვლა..
-გთხოვ რა ლენაა ჩვენი ხათრიით..მიდიი რაა..ნახავ აგერ როგორ გაერთობი, წავხალისდებით
ცოტას მაინც-საწყალი სახით მითხრა თეკლამ და მუდარის ნიშნად თითები ნიკაპქვეშ
მოიჭირა.
-ჯანდაბას..-ყოყმანის შემდეგ მაინც დავთანხმდი და მობეზრებულმა
წავილუღლუღე:-წამოვაალ..ოღონდ იცოდეთ არამგონია ბოლომდე დავრჩე..მართლა არ მაქვს
ხალისი..-ვუთხარი გაფრთხილების ნიშნად და ხელი ავწიე
-ჰოო კაი კაიი, ცოტახანიც კაიაა-კმაყოფილმა ჩაილაპარაკა ნაიამ და თეკლას თვალი ჩაუკრა.
რაღაცას ხლართავდნენ მაგრამ ჯერაც ვერ მივმხვდარიყავი რას ნიშნავდა მათი ეს
ჟესტები..თვალები გაკვირვების ნიშნად მოვჭუტე მაგრამ ორივემ ხელი აიქნია და აღარ
ჩავძიებულვარ, დავემშვიდობე და წამოვედი. სახლშ მხოლოდ ანა დამხვდა, გემრიელი
შოკოლადის ნამცხვრის სუნმა პირი ამიწყლიანა და სამზარეულოში შევვარდი
-როოგოორ მიყვარხაარ ანაა..დიდიი მადლოობააა..-სიცილით ვუთხარი და გემრიელი
ნამცხვარი დავაგემოვნე
-ვიცოდი რომ გაგიხარდებოდა-სიხარულით მითხრა დედამ და თავზე მომეფერა. ცოტახაანს
ოთახში დავისვენე, საღამოს ცივი შხაპი გადავივლე, ფრიალა თხელი კაბა და კედები ჩავიცვი,
თმები გავიშალე და დაქალების შესახვედრად წავედი.
-ბაროო ლენაა..-მითხრა ღიმილით ერეკლემ და გამიღიმა-როგორ ხარ?-კარგად ერეკლე, შენ?-ვკითხე ასევე ღიმილით და გადავკოცნე
-პრივეეტ-მომესალმა ასევე ნიკაც და ისიც მოვიკითხე, შემდეგ ერეკლეს მანქანაში
მოვთავსდით და რბოლის ადგილზე გავეშურეთ
-ბიჭო ლუკა იქ დაგვხვდება ხო?-ჰკითხა ნიკამ გვერდით მჯდომ ერეკლეს და სახეზე
დააკვირდა
-კი. იქ არის, ეგეც მონაწილეობს და ვაიი ვაიი-ჩაიცინა-ბიჭს გონია მომიგებს, ვერ მივართვი-
სიცილით ჩაილაპარაკა და ნაიას თვალი ჩაუკრა, რაზეც გოგოს ლოყები შეეფაკლა. მე და
თეკლამ ერთი კარგად გავიცინეთ და ნაიას მუჯლუგუნები დავაიგნორეთ. უამრავი ხალხი
დაგვხვდა, უამრავი მოტოები და ტყავისკურტკიანი ბიჭები. ათასნაირი გვარის ხალხში
გავერიე და მეგობრებს უკან გავყევი. ოთხივე ვიღაც ბიჭთან გაჩერდა, ნელი ნაბიჯებით
მივუახლოვდი მათ და მაღალ, შავგრემან ბიჭს წინ ავესვეტე
-გაიცანი ლუკა ეს ლენაა-ღიმილით უთხრა ერეკლემ და ჩემზე ანიშნა. ბიჭმა ერთი
ამათვალიერა, მერე ცალყბად ჩაიცინა და ხელი ჩამოსართმევად გამომიწოდა
-სასიამოვნოაა..მე ლუკა ვარ-ღიმილით მითხრა და ზრდილობის გამო ხელი მაინც
ჩამოვართვი, ისე კი ვერ ვიტყვი რომ ჩემში სიმპათიები გამოიწვია, გული უსიამოვნო
გრძნობამ მოიცვა და თავი საშინლად ვიგრძენი. ყოველივე ისეთი მოულოდნელი იყო რომ
თავი ყურადღების გადასატანად გადავაქნიე და შევეცადე ყურადღება რბოლაზე გადამეტანა
რომელიც სადაცაა დაიწყებოდა. ათამდე მოტო ერთ რიგში დაეწყო და ფარები ყვითლად
აბრიალდა
-წამოო ლენაა..-დამიძახა ნაიამ, ხელი უპარდონოდ ჩამჭიდა და სადღაც გამაქანა
-სად მირბიხარ ნაიაა?-გაკვირვებულმა დავუყვირე, როცა ლუკას წინ შედგა-დარწმუნებული
ვარ ექნება სურვილი..-უთხრა ნაიამ ბიჭს და მე გამომხედა
-მართლა ლენა?-მკითხა ღიმილით ლუკამ და თვალებში ჩამაშტერდა
-რა მართლა? რა სურვილი?-გაკვირვებულმა ამოვილუღლუღე და დაბნეულმა ხელები
გადავატრიალე
-მზად ხარ ჩემთან ერთად მიიღო რბოლაშ მონაწილეობა და ჩემს უკან დაჯდე?-მკითხა
შეპარვით და სახეზე დამაკვირდა
-რააა?-გაკვირვებულმა წამოვიძახე-კი მაგრამ საიდან მოიტანეთ რომ მსგავსი სურვილები
მაწუხებს?-უკმაყოფილოდ ვიკითხე და ნაიას გავხედე
-კაი რა ლენა..გთხოვ ვიცი რომ მსგავსი რაღაცეები გიყვარს, მე ერეკლეს უკან დავჯდები,
ყველასთან იქნება ვიღაც გოგო, ლუკა კიდე მარტოა..გთხოვ რაა..-მუდარით მითხრა ნაიამ და
თვალები ამიბრიალა-მე არვიციი..-დაბნეული ვლუღლუღებდი და ვფიქრობდი რას დავაშავებდი ან რას
გავაკეთებდი თუ ეხლა ამაზე დავთანხმდებოდი..არადა ეხლა მართლა მჭირდებოდა
ადრენალინის მოზღვავება რადგან დარწმუნებული ვიყავი რომ ამ საშინელი გრძნობის
მოშრებაში დამეხმარებოდა რომელიც მტელს შიგნეულობას მიწვავდა..ღრმად ჩავისუნთქე და
ლუკას გავხედე
-კარგი წამოვალ
-ავოოეე-მხიარულად წამოიძახა ნაიამ და ჩამეხუტა, მერე სწრაფად გაქრა და ერეკლესთან
გაჩნდა.
-დაჯექი, დროა-ღიმილით მითხრა ლუკამ და ჩაფხუტი მომაწოდა
-ეგ არმინდა..-ვუთხარი უემოციოდ და ჩაფხუტზე ვანიშნე
-რაა? რამე რომ მოხდეს მე ვარ შენზე პასუხისმგებელი..გაიკეთე-მკაცრად მითხრა და ხელში
შემაჩეჩა
-ან წამოვალ და არ დავიხურავ ან ვრჩები-მკაცრად ვუთხარი და მზერა ავარიდე
-კაი ხოო..-დანებების ნიშნად წამოიძახა და გამომართვა-მაგრამ იცოდე მე გაგაფრთხილე-
-ხელი ამიწია და ჩაიცინა
-ვიცი-მკაცრი სახით ვუთხარი და მის უკან მოვთავსდი
-ხელები მომხვიე..იცოდე ეს მართლა აუცილებელია-სიცილით მითხრა და ჩემს მოქმედებას
დაელოდა. მობეზრებით ამოვისუნთქე და ხელები მჭიდროდ მოვხვიე. მოკლეშორტებიანი
გოგონა დიდი დროშით ჩვენს წინ დადგა და სტარტის ნიშნად დროშა ააფრიალა, სწრაფად
მოსწყდა მოტო ადგილს და სახე ცივი ქარის ნაკადმა გამიპო. სიამოვნებისგან მთელი სხეული
დამეძაბა და შევეცადე ჰაერი ძლიერად შემესუნთქა, უსიამოვნო გრძნობა მალევე შემსუბუქდა
და როცა სიჩქარემ პიკს მიაღწია ხელები ნელა ვუშვი ლუკას და ზემოთ ავწიე, თვალები
სიამოვნებისგან დავხუჭე და გავინაბე
-გაბედული გოგო ყოფილხარ-მომაძახა წინიდან ლუკამ და ცალყბად ჩაიცინა
არაფერი არ მიპასუხია და მთელი არსებით ვცდილობდი ადრენალინით დავმტკბარიყავი,
როცა თვალები გავახილე მივხვდი რომ ჩვენ ვლიდერობდით, უკან მოვიხედე და შორიდან
მოკიაფე უამრავი ფარი დავინახე
-დაწინაურებულები ვართ?-ვკითხე ლუკას და თან უკან ვიხედებოდით
-რათქმაუნდა, აუცილებლად მოვიგებთ-კმაყოფილმა თქვა და სიჩქარეს უფრო უმატა,
გადასახვევს მიახლოვდა როცა შორიდან მანქანის ფარები შევამჩნიეთ, გზის ბოლოში
საიდანღაც გაჩნდა და გზაზე ისე გაჩერდა რომ გასასვლელი აღარ დატოვა-ეს ვინარიი?!-გაკვირვებულმა წამოიძახა ლუკამ და სხვა გზა არდარჩენილმა დაატორმუზა,
მოტოდან ჩამოვიდა და გეზი მანქანისკენ უნდა აეღო როცა იქედან ვირაც გადმოხტა. წამით
ვიგრძენი როგორ შეწყვიტა გულმა ძგერა, მთელი სხეული გამეყინა და აზროვნების უნარი
მთლად დავკარგე, როცა ფარის შუქზე მკაცრი მწვანე მზერა გავარჩიე. გამწარებული
მოაბოტებდა, ლუკას მხარი გაღიზიაენებულმა ჰკრა და ჩემსკენ წამოვიდა
-აქ რას აკეთებ?!-მკაცრად დამიღრიალა და თვალებში ჩამაშტერდა, როგორც ყოველთვის
მოულოდნელი და დამაბნეველი აღმოჩნდა მისი გამოჩენა..თავი გადავაქნიე და შევეცადე ხმა
ამომეღ
-მგონი ეგ მე უნდა გკითხო-წავილუღლუღე და მისი მზერისგან დაბნეულმა სხვაგან გავიხედე
-ვინარი ეს ლენა?-გაკვირვებული მომიახლოვდა ლუკა და დიმიტრს გახედა
-არავინ..-წავილუღლუღე მობეზრებით
-საქმრო!-მკაცრად წამოიძახა დიმიტრმა და ლუკას თვალებშ ჩააშტერდა, გაოცებისგან პირი
გავაღე და დიმიტრს გაკვირვებულმა გავხედე, რაღაც უნდა მეკითხა როცა ხელი ჩამჭიდა და
მანქანისკენ გამაქანა
-სად მიგყავარ?! არ მინდა წამოსვლაა..-დავიწყე გაბრაზებულმა ყვირილი და თან ხელის
გაშვებას ვცდილობდი მაგრამ ისე ჩამბღაუჭებოდა რომ ჩემი წვალება ამაო იყო, მანქანაშ
ჩამაგდო, სწრაფად დაჯდა საჭესთან და ადგილიდან მოსწყდა
-რას ნიშნავდა შენი პასუხი?-გაბრაზებულმა ვკითხე და სახეზე დავაკვირდი, უპასუხოდ
მიაქროლებდა მანქანას და როცა კარგად გაცილდა იმ ადგილს სწორედ მაშინ გააჩერა მანქანა
და გამომხედა. მთელი სხეული აკანკალებოდა, არტერია გამობერვოდა და ხელებს
ნერვიულად მუშტავდა
-რა ხდება დიმიტრი?-ვკითხე მისი მდგომარეობით დაბნეულმა და სახეზე
დავაკვირდი..თვალები რამოდენიმეჯერ ააბრიალა, მერე თავი ჩახარა და ქვემოდან ამომხედა
-რა გავაკეთო ღმერთოო?!-ღრიალებდა ბოლო ხმაზე და საჭეს მუშტებს ურტყამდა მთელი
ძალით, მეგონა გაჩერდებოდა მაგრამ არა..გაბრაზებულმა ხელები დავავლე დაყვირილი
დავუწყე-დიმიტრი გაჩერდიი! რა გჭრს?! ადამიანო მითხარი!-ვუყვიროდი და მის გაჩერებას
ვცდილობდი, როგორც იქნა გაჩერდა თავი ასწია და თვალებში ჩამაშტერდა
-შენს მოკვლას აპირებენ..-ცივი უემოციო პარიტონით მითხრა, თვალი ამარიდა და მზერა
სივრცეს გაუშტერა..


15


-სად ვართ?- დაძაბული ხმით ვკითხე ორსაათიანი მგზავრობის შემდეგ და შევეცადე გარემო
შემეთვალიერებინა, მაგრამ უკვე საკმაოდ ბნელოდა, ირგვლივ კი არანაირი განათება არ იყო,
მხოლოდ მანქანის ფარების განათება მანიშნებდა იმას რომ აშკარად ტყეში ვიყავით.
-უსაფრთხოების მიზნით არ ვთვლი მიზანშეწონილად რომ შენ ეს იცოდე..-მიპასუხა ასევე
დაძაბული, ჩამწყდარი ხმით და ერთი შემომხედა
-ცნობისთვის ეგ უსაფრთხოება ზუსტად მე მჭირდება..მე მკლავენ და არა შენ..-ცივად ვუთხარი
და ნათქვამზე მთელი სხეული თავიდან ამიკანკალდა. მისი ნათქვამის შემდეგ რაც მხოლოდ
ერთ ფრაზას მოიცავდა, მთელი გზა გაშტერებული და დაძაბული ვიჯექი მანქანაში და როცა
მაღალი სიჩქარით აუყვა
რაღაც აღმართს არც კი შევწინააღმდეგებულვარ, რადგან შიშს მთელი ჩემი რაობა მოეცვა.
კითხვაზე მსგავსი რამ საიდან გაიგო ან ვინ აპირებდა ამის გაკეთებას, პასუხები ვერ მივიღე,
მხოლოდ ის მითხრა რომ უსაფრთხო ადგილას მივყავდი და ხმა აღარ ამოუღია, იმისდა
მიუხედავად რომ თავიდან შეწინააღმდეგება ჩემგან დიდი იყო
-საკუთარ თავს თვითონ მივხედავ...ალექსანდრე დამიყენებს დაცვას ან რაიმე იქნება..არ მინდა
შენი დახმარება-ვუთხარი ცივად მაშინ და შევეცადე მზერა გამესწორებინა, ნელა მოატრიალა
თავი მწვანე თვალებით მომაშტერდა და ირონიულად ჩაიცინა.
-არ ამოიღებ ხმაას?!-განვაგრძობდი ყვირილს მაგრამ ამაოდ, მისი ერთადერთი სადარდებელი
ეხლა სწრაფი სიარული და დანიშნულ ადგილამდე მალე მისვლა იყო, შეშინებული "მე" კი
უპასუხობის შემდეგ მალევე დაჰყვა მის ნებას და ეხლა უკვე აქ ვიყავით.
-ყველაფერი კარგად იქნება..-მითხრა პაუზის შემდეგ და მანქანიდან გადმოვიდა, მეც უკან
გავყევი და როცა მანქანიდან გადმოვხტი ტერფები იქვე მიმეყინა. აშკარად სადღაც მთაში
ვიყავით, მაგრამ ვერაფერს ვერ ვარჩევდი გარდა ხეებისა. დიმიტრს უკან გავყევი და მალევე
თავი მყუდრო, საშუალო ზომის სახლში ამოვყავი. სანთლები აანთო და ახლა უკვე შევძელი
ყოველი დეტალი გამერჩია, კედლები, იატაკი, ყველაფერი ხის იყო. მუქი ყავისფერი ავეჯი
ხის პატარა მაგიდა ხილით და ბუხარი საშინლად სასიამოვნო მყუდროებას აღძრავდა ჩემში და
მომინდა სამუდამოდ აქ დავრჩენილიყავი მაგრამ რეალობის გააზრებისას ტანში გამცრა. სახლს
ჰქონდა ასევე პატარა საძინებელი, სამზარეულო და აბაზანა. ყველაფერი საოცარი გემოვნებით
და სიყვარულით იყო გაკეთებული, დიმიტრმა მანქანიდამ სურსათი ამოალაგა რომელიც
აშკარად ჩემს "მოტაცება"მდე ჰქონდა ნაყიდი, ყველაფერი მაცივარში შეაწყო მერე მისაღებში
გავიდა და ბუხრის დანთება დაიწყო
-ყველაფერი იმდენად მყუდრო და სასიამოვნოა..-ჩუმად ჩავილაპარაკე და კიდევ ერთხელ
მოვავლე ოთახს თვალი
-ბაბუაჩემის სახლი იყო..ზაფხულობით აქ ამოდიოდნენ დასასვენებლად..მერე მე დამრჩა..არავინ
არ იცის მისი არსებობის შესახებ..როცა განმარტოვება მინდა აქ ამოვდივარ მაგრამ ეხლა
ამისთვის დრო ნაკლებად მრჩება, პირველი უცხო პირი ხარ ვინამაც ამ სახლში შემოაბიჯა ჩემიოჯახის გარდა..-ხმადაბლა ჩაილაპარაკა და თვალებში ჩამაშტერდა
-პირველი უცხო პირი საშინელი მიზეზით..-უხერხულად ჩავიცინე და რეალობის გააზრებისას
ტკივილისგან სახე დამემანჭა. მოშიშვლებულ მკლავებზე გასათბობად ხელები რამოდენიმეჯერ
ავასრიალე და თვალები დავხუჭე რომ რამენაირად არ მეფიქრა სიცივეზე. რამოდენიმე წუთში
მკლავებზე თბილი ქსოვილის შეხება ვიგრძენი
-ჩაიცვი..აქ ძალიან ცივა, განსაკუთრებით ღამით..-გავიგე ბოხი ბარიტონი უკნიდან და თვალი
შავ დიდ სვიტერს შევავლე..
-არმინდა გავთბები-ვუთხარი ცივად და თვალი ავარიდე
-ჩაიცვითქო-მითხრა მკაცრად და ბუხრისკენ წავიდა. მის ნათქვამს მაინც დავყევი და თბილი
სვიტერი გადავიცვი, იმდენად მესიამოვნა სითბო რომ თვალები სიამოვნებისგან დავხუჭე.
ცეცხლიც მალევე აგიზგიზდა, მაგრამ სიცივეს უკვე გაევლო დიმიტრის სვიტერის წყალობით.
პატარა სამზარეულოში გავედი და ორი ყავა გავაკეთე. სახლში ელექტროენერგია აშკარად არ
იყო, ამიტომაც დიმიტრს რამოდენიმე სანთელი აენთო, ჩუმი ნაბიჯებით გავუყევი კოლიდორს
მისაღებისკენ როცა დიდ სილუეტს დავეტაკე
-ბოდიში..შენთვისაც მომქონდა ყავაა..-ვუთხარი ჩურჩულით და თავი ქვემოთ დავხარე. მისი
ცხელი სუნთქვა პირდაპირ ჩემს არტერიას ეხეთქებოდა და მთელს მუცელს სასიამოვნოდ
მიმღვრევდა. თავი უფრო ახლოს მოიტანა ჩემს კისერთან და ტუჩებით ნელა შემეხო. მთელს
სხეულში ჟრუანტელმა დამიარა და იქვე გავშეშდი
-მადლობა..-მითხრა ღიმილით და ჭიქა გამომართვა. დაბნეული მოვშორდი და სწრაფი
ნაბიჯებით ავიღე ბუხრისკენ გეზი..ყავა რამოდენიმეჯერ მოვსვი და როცა ვიგრძენი რომ
დიმიტრიც ჩემს უკან იჯდა დაძაბული ხმით ვიკითხე
-ეხლა რა იქნება?..სულ ასე ვერ დავიმალები..საერთოდ რა ხდება არვიცი..
-პირველ რიგში შენს ოჯახს უნდა ესაუბრო..ეს ამბავი არ უნდა გახმაურდეს, დაქალებს უნდა
სთხოვო და ოჯახი მოატყუო რომ მათთან ერთად წახვედი დასასვენებლად სადმე..ეს
აუცილებელია, სხვანაირად ეს "პრობლემა" ვერ მოგვარდება, რადგან ყველაფრის მიზეზი
სწორედ მამაშენია..-ბოხი ხმით ჩაილაპარაკა, მერე წამოდგა და გვერდით ჩამომიჯდა თეთრ
ფუმფულა ხალიჩაზე ბუხრის წინ.
-კი მაგრამ რა დააშავა ალექსანდრემ ასეთი?..-ვკითხე საცოდავი ხმით და მის სახეს
გავხედე..ცეცხლის ალზე მწვანე თვალები უელავდა და მზერაც გამკაცრებოდა.
-ბევრი რამ..-მითხრა მოკლედ და თვალებში ჩამაშტერდა
-რატომ მაინცდამაინც შენ?..ან საიდან გაიგე ყველაფერი?..-ვეკითხებოდი დაძაბული ხმით და
მისი მზერისგან დაბნეულს უკვე ხელებიც კი მიკანკალებდა
-არის რაღაცეები რისი ცოდნაც არ საჭიროებს..-ჩაილაპარაკა მკაცრად-მსგავსად იმის ცოდნისა თუ სად ვარ ეხლა ხო?..-ვიკითხე გულუბყვრილო ხმით და ტუჩები
დავბრიცე, რაზეც დიმიტრს გაეცინა
-დიახ-მითხრა ღიმილით და ჩემი სახე მის ხელებში მოიქცია-რატომ მაინცდამაინც მე?-სახე
დაუსერიოზულდა-ალბათ ამიტომ..-ჩაილაპარაკა ჩამწყდარი ხმით და ტუჩებზე
დამეწაფა..მოზღვავებული გრძნობებისგან და დაბნეულობისგან სადაც იყო გავსკდებოდი, ისე
დავიბენი რომ აღარ ვიცოდი რა გამეკეთებინა..-უნდა დაიძინო..-მითხრა თბილი ხმით როცა
ბაგეებს მოწყდა, მაგრამ ჩემი სახე ისევ თავის ხელებში მოექცია
-მე..არ..კარგი..-ლუღლუღით ვუთხარი და დაველოდე როდის მომაშორებდა ხელებს მაგრამ
ლოდინი საუკუნედ გაიწელა-უნდა წავიდე..-ვუთხარი და ხელების ჩამოწევა დავაპირე როცა
ტუჩებზე ისევ მეძგერა, მისმა ამ ქმედებამ ისე დამაბნია და გამაბრაზა რომ სწრაფად გამოვერკვიე
რეალობაში და ძალით მოვაშორებინე ხელები
-ზედმეტი მოგდის დიმიტრი..-ვუთხარი ანერვიულებულმა და საძინებლისკენ წავედი, პასუხად
კი მხოლოდ ჩაცინება მივიღე რამაც უფრო გამაცეცხლა, სწრაფად შევვარდი საძინებელში და
კარები მივხურე.-უზრდელი..-ჩავილაპარაკე გაბრაზებულმა და სააბაზანოში შევედი.
დროისშეგრძნება დაკარგული არც ვიცი რამდენი ხანი ვიდექი ცხელი წყლის ჭავლის ქვეშ,
ფიქრებში დაკარგული თუ რა ხდებოდა საერთოდ ჩემს თავს ან რა მელოდა მომავალში, ძლივს
გამოვერკვიე რეალობაშ და ტანის შემშრალება დავიწყე. დიდხნიანი ძებნის შემდეგ რომ რაიმე
პერანგად ჩამეცვა, ვერაფერი ვერ ვნახე
და ისევ კაბით გადავწყვიტე დაძინება, თმები დავივარცხნე, სვიტერი საწოლთან გადავკიდე და
საბნის ქვეშ შევცურდი, სიცივისგან ემბრიონის ფორმა მივიღე და ხელები გადავაჯვარედინე,
საოცრად მციოდა და თავსაც ვერ ვითბობდი ამ თხელი კაბით..ხელებს ერთმანეთზე
ვახახუნებდი და ბევრს ვმოძრაობდი რომ გავმთბარიყავი მაგრამ არ გამომდიოდა, დიდხანს
ვწვალობდი და ბოლოს მაინც ჩამეძინა..ძილში ჩაძირულმა ვიგრძენი როგორ დამძიმდა
მარცხნივ საწოლი და ყველაფერი მაშინვე გათბა..საერთოდ აღარ მციოდა როცა ცხელი
მკლავების შემოხვევა ვიგრძენი მუცელზე..ჩემს დახშულ მეს საზიზღრად უნდოდა რომ
გამღვიძებოდა
და გვერდით მწოლიარე კივილით ამეკლო როგორ გაბედა და აქ შემოვიდა მაგრამ ამდენხნიანი
წვალების შემდეგ რომ გავმთბარიყავი და გაყინული ძვლების გახსენებაზე იმდენად სასიამოვნო
იყო ახლა ეს სითბო და მისი სიახლოვე, რომ შინაგანი პროტესტის ხმა მაშინვე ჩავახშვე და
შევეცადე ძილი გამეგრძელებინა
-როგორ გაროფილხარ..ჯიუტო..-გავიგე ბოხი ხმის ჩურჩული ყურთან ახლოს და მაშინვე
ვიგრძენი რომ სილუეტმა უფრო ახლოს მიმიკრა რომ გავმთბარიყავი.
როდესაც გავიღვიძე დიმიტრი ჩემს გვერდით აღარ იყო. ზანტად გავახილე თვალები და მზერა
ოთახს მოვავლე, ნელი მოძრაობით წამოვდექი და როცა სიცივის ნაკადი მაშინვე მომაწყდა
მთელს სხეულზე, დიმიტრის სვიტერს ხელი ვტაცე და მაშინვე გადავიცვი. ნელი ნაბიჯებით
გავედი მისაღებში და როცა დიმიტრი ვერც იქ ვნახე, გარეთ გავედი. ახლა უკვე კარგადვარჩევდი გარემოს, ირგვლივ გაუვალი ტყის დანახვაზე გული შემეკუმშა და შევეცადე გზას
გავყოლოდი რომლითაც აქ მოვსულიყავით. დაცვარულ ბალახს მივუყვებოდი როცა აღმართის
მსგავსს მივაგენი ტყიდან გამოსვლის შემდეგ, ზემოთ ავედი, ირგვლივ მიმოვიხედე და იქვე
გავშეშდი..ირგვლივ სულ მთები და ტყეები იყო, არანაირი სახლის და სულიერის ნასახი არ
ჩანდა..
-სად ვართ?..-შევეკითხე სივრცეს გაკვირვებულმა და მთებს გავხედე
-ხევსურეთში..ძალიან მაღლა..კმაყოფილი ხარ?-გავიგე მკაცრი ბარიტონი უკნიდან და სწრაფად
მოვბრუნდი
-რატომ გამოხვედი სახლიდან?
-გეძებდი..-ვუთხარი ჩუმად და თვალი ავარიდე
-მეორედ სახლიდან ასე შორს არ გამოხვიდე..ეს საშიშია..-მითხრა მკაცრად
-პატიმრობას არ ვაპირებ დიმიტრი..უბრალოდ დამაინტერესა სად ვიყავი და გამოვედი..მგონი
ამის უფლება მაქ..-გაბრაზებულმა ვუთხარი და სწრაფად გავუყევი გზას
-ნუ ბუზღუნებ ლენა..მე უბრალოდ შენს უსაფრთოხებაზე ვზრუნავ-მესმოდა ცივი ტონი
უკნიდან
-ეს უკვე ზედმეტია.-ვუთხარი ასევე ცივად და სახლში შევვარდი. გემრიელი კერძის სუნზე და
საყვარლად გაწყობილ სუფრის დანახვაზე ხის მაგიდაზე მისაღებში, იქვე შევდგი
-ჩემი შედევრია-გავიგე კმაყოფილი ხმა უკნიდან-მორჩი წუწუნს და მოდი, შემიფასე-მაგიდასთან
ჩამოჯდა და ჩემს რეაქციას დაელოდა
-არ მშია-ვუთხარი მკაცრად და ოთახს მივაშურე. სწრაფად წამოხტა ფეხზე და მკლავში ხელი
დამავლო-შენ ვხედავ კარგად არ მიცნობ..როგორ იქცევი?-გაბრაზებულმა იკითხა და მისკენ
მომატრიალა
-შენ როგორ იქცევი?..გკლავენო მოდიხარ და მეუბნები, მერე სადღაც მოგყავარ ოჯახისგან შორს,
როცა მათმა არაფერი იციან და გარეთ გასვლასაც მიკრძალავ. ეს სწორი საქციელი
გგონია?!-ყვირილით ვკითხე და თვალებშ ჩავაშტერდი
-მე სწორად ვთვლი ყველა ჩემს საქციელს და არავის არ მივცემ უფლებას რომ რომელიმე ვინმე
გამიკრიტიკოს, მითუმეტეს შენ!-ბრაზით დამიღრიალა და ორივე ხელები ჩამავლო-შენმა ოჯახმა
უკვე ყველაფერი იცის როგორც გითხარი, გუშინ დავურეკე შენს დაქალებს და ყველაფერი
მოგვარებულია ეს ერთი და მერე მეორე..იქ სადაც შენ იყავი ნებისმიერს შეუძლია დაგინახოს თუ
ასე არ მოხდა ყველაფერი უკვე..შენ კი გეძებენ ლენა გესმის?! მკველი გეძებს რომელსაც ერთი
სული აქვს როდის გამოგასალმებს სიცოცხლეს მამაშენის დასატანჯად! გესმის ლენა?!-მკაცრად
მიღრიალებდა და თვალებში ჩამშტერებოდა-მე კიდე ამის უფლებას არავის არასოდეს არ მივცემ!
არასოდეს..დაიმახსოვრე ეს!-მითხრა შედარებით მშვიდად-რატო მერე?! წესით საერთოდ არ უნდა გაინტერესებდეს რა მომივა..როცა გინდა გამოჩნდები
როცა გინდა გაქრები?! განა ეს წესიერია?! თოჯინასავით მებყრობი და ამას მე ვეღარ
ავიტან..-ვუთხარი მკაცრად და მზერაც გავიმკაცრე-ხელები გამიშვი, მტკივა-ჩუმად
ჩავილაპარაკე და თვალი ავარიდე
-"რატო" "რატო" "რატო" მხოლოდ ეს გაინტერესებს..-ნერვიულად იმეორებდა და ჩემს წინ
ბოლთის ცემა დაიწყო..უკვე მეგონა რომ გასაგებად გითხარი ყველაფერი მაგრამ ვხედავ
ვერაფერს ვერ მიხვდი ლენა!-მკაცრად ჩაილაპარაკა და ბოლთის ცემას განაგრძობდა, -მაგრამ
არაუშავს..შემიძლია ისევ გავიმეორო იგივე..-სწრაფად ჩაილაპარაკა და წინ ამესვეტა. ხელები
მჭიდროდ მომხვია წელზე და გამალებით დამეწაფა ბაგეებზე..დაბნეულს სუნთქვა მეკვროდა და
მის მოცილებას ვცდილობდი მაგრამ ამაოდ, უფრო ძლიერად მომხვია ხელები და მთელი
ვნებით დამაცხრა ტუჩებზე..აზროვნებადაკარგულმა საპასუხოდ ხელები კისერზე შემოვხვიე და
თმაში შევუცურე რაზეც უფრო მეტად გაცხარდა, ხელებში ამიტაცა და სამზარეულოს კედელს
მიმანარცხა..
-დიმიტრი..გაჩერდი..-ვბუტბუტებდი ხმადაბლა და ჩემი ქვეცნობიერით მის შეჩერებას
ვცდილობდი
-არ შემიძლია...ოღონდ ეხლა არა..-ჩურჩულით მითხრა და ისევ დამაცხრა ტუჩებზე..-მიყვარხარ
ლენა..მთელი არსებით მიყვარხარ..-ყურში მჩურჩულებდა და ხელები კაბის ქვეშ შემიცურა
რაზეც გული გადამიქანდა
-დიმიტრი..-საპასუხოდ მხოლოდ მისი სახელის წარმოთქმაღა შევძელი, დანებების ნიშნად
მაისური სწრაფად გავხადე, ტუჩებზე საოცარი ვნებით დავეძგერე და ვნების ქარ-ცეცხლში
გადავეშვი..ვერ გავაცნობიერე ისე ამოვყავი თავი საწოლზე. რეალობადაკარგული ხელებს მის
წელზე ვასრიალებდი და საპასუხოდ დიმიტრის ვნებიან კოცნას ვიღებდი. უცებ კარებიდან
რაღაც ხმა გავიგე
-ოჰოჰოჰოო..-წამოიძახა ვიღაცამ-არ მეგონა თუ საკუთარ მსხვერპლთან მსგავსი კავშირის
დამყარება შენს გეგმებში შედიოდა დიმიტრი..-ჩაილაპარაკა გაკვირვებით ვიღაც მამაკაცმა და
კარებთან შედგა..სწრაფად მოვშორდი დიმიტრს და შეშინებულმა შევეცადე მამაკაცის სახე
გამერჩია. დიმიტრს მთელი სხეული დაეძაბა, სახე ბრაზისგან აენთო მაგრამ დანებების ნიშნად
მის თვალებში საოცარი ტკივილიც ამოვიკითხე
-აქ რას აკეთებ კახა?-ჰკითხა ტკივილნარევი ხმით და სევდიანი თვალებით გამომხედა
-დაწყებული საქმის დასასრულებლად მოვედი-მკაცრად ჩაილაპარაკა მამაკაცმა და მზერა
გამისწორა.


16


ბედისწერა..ზოგისთვის უფლის "გადაწყვეტილება" რომელიც მთელ მათ ცხოვრებას განაგებს
მიღებული როგორც ადამიანის მიერ დაუწერელი კანონი, ზოგისთვის კი ცხოვრების რარაც
მონაკვეთი რომლის შეცვლაც მიწიერს შეიძლება ძალუძდეს.."რაც გიწერია არ აგცდება"ო
ნათქვამია..მაგრამ ყველას განა როდი სჯერა ამ ფრაზის, ბრბოში ისინიც გამოირჩევიან,
რომელნიც ყველაფერს აკეთებენ რომ შეცვალონ ბედისწერა..წაიყვანონ ის კარგისკენ ან
ყველაფერი გააკეთონ საყვარელი ადამიანის დასაცავად თუნდაც ეს მათ სიკვდილის ფასად
დაუჯდეთ..არავინ არ იცის რა მოელის ცხოვრებაში ამიტომაც არასოდეს თითქმის
არაფრისთვის არ ვართ მზად..ამ დროს კი ჩნდება იმედი-შეგრძნება იმისა რომ ყველაფერი
კარგად იქნება, ის რაც ყოველთვის თან გვსდევს და მხოლოდ ყველაზე კრიტიკულ მომენტში
იწყება მისი კვდომა..
-როგორ არ გესმის რომ უნდა მოვკლათ?!-ავისმომასწავებლად ჩაესმოდა უცნობი მამაკაცის
სიტყვები გონებაში და თვალებს ტკივილისგან ძლიერად ხუჭავდა თითქოს ეს იყო გზა
რეალობის დავიწყებისა და ტავის გადარჩენისა არადა უბრალოდ თავს იტყუებდა..თავს
იტყუებდა რომ ყველაფერი აწი შეიძლებოდა კარგად ყოფილიყო.
-როგორ არ გესმის რომ მიყვარს?..არ შემიძლია მსგავსი რამ დავუშვა კახა..-მთელი ემოციებით
მუდარაზე გადასული მამაკაცი უფროსი მეგობრის გადარწმუნებას ცდილობდა საკუთარი
სიყვარულის შესანარჩუნებლად, თუმცაღა კახას ტონზე და სიმტკიცეზე უკვე გრძნობდა რომ
ყველაფერი გადაწყვეტილი იყო..არჩევანის გაკეთების მომენტი სწორედ ახლა დაუდგა, როცა
უნდა გადაეწყვიტა გაეწირა თუ არა სიყვარული და შეენარჩუნებინა მეგობარი ან
პირიქით..სიტყვა "პირიქით"ის გახსენებაზეც კი გული ეყინებოდა მისთვის იმდენად
რთული იყო რომ მათგან რომელიმე აერჩია..ნეტა რისი იმედი ჰქონდა ამ დროის
განმავლობაში როცა ლენას სიყვარულს ძლიერად ინახავდა გულში და მეგობარს
ერთგულებას ეფიცებოდა? ალბათ იმისა რომ "მეგობარი" სწორედ ის სიტყვაა რომელსაც ეხლა
ის უნდა გადაერჩინა.."გამიგებს, კახა გამიგებს.."თავს იმშვდიბებდა მთელი ამ დროის
განმავლობაში იმის გააზრების გარეშე რომ ყოველივე ფუჭი იმედი იყო..
-გამომყევი..-ცივად უთხრა მამაკაცმა და ოთახიდან გამოსვლა სთხოვა დიმიტრს..დაბნეულ
გოგონას ხელი მჭიდროდ მოუჭირა, თავი "ყველაფერი კარგად იქნება"ს ნიშნად დაუქნია და
ოთახიდან გაქრა
-დიმიტრი თუ ხვდები საერთოდ რას აკეთებ?-ბრაზნარევი ტონით ჰკითხა მამაკაცმა როცა
სახლს კარგა მანძილით გასცილდნენ
-არ ვიცოდი ვინ იყო როცა გავიცანი..არაფერი არ ვიცოდი ისე შემიყვარდა..ძალიან
შემიყვარდა, მთელი არსებით კახა..განა სხვა გზა არ არსებობს რომ ალექსანდრეზე შური
ვიძიოთ, განა ასე გაიმეტებ შენს მეგობარს?-მუდარანარევი ხმით ესაუბრებოდა და ბოლთას
ცემდა. კახა გაშტერდა, თითქოს ფიქრებით სულ სხვაგან იყოო ისე მიშტერებოდა შორეულ
გადათეთრებულ მთებს და ცივი ჰაერის ნაკადს სახეს ახვედრებდა გამოსაფხიზლებლად-ღმერთო ჩემო..ეს..არ შემიძლია დიმიტრი განა ვერ ხვდები, მთელი რვა წელია ეს მაქვს
გეგმაში და ეხლა..ამ ამბის..
-ეხლა ერთადერთი მეგობრის გამო გეგმებს როგორ შეცვლი და გოგონას ცოცხალს როგორ
დატოვებ ხო?-ირონიული ტონით შეაწყვეტინა საუბარი დიმიტრმა და მზერა მანაც შორეულ
მტებს გაუსწორა
-იცის ვინც ხარ?-ჰკითხა კახამ ჩაფიქრიანებული ტონით
-არა..არ მითქვამს ვინ უნდა ვყოფილიყავი და არა ვარ..-ბოლო სიტყვებს ხაზი გაუსვა და კახას
გახედა..-კახა გთხოვ..ძალიან მიყვარს, ვერ მოგცემ მისი მოკვლის უფლებას მიუხედავად
იმისა რომ ერთ დროს დავიფიცე რომ მას მე თვითონ მოვკლავდი..
-ზუსტად. შენ დამპირდი დიმიტრი(თვალებში ნაღვლიანი მზერით ჩახედა) დამპირდი რომ
ჩვენი მეგობრობის სახელით დამეხმარებოდი რომ შური მეძია და საბოლოოდ რა გამოვიდა?
შეგიყვარდა შენი მომავალი მსხვერპლი და ეხლა მთხოვ რომ ცოცხალი დავტოვო, შემდეგ რომ
ბედნიერად იცხოვროთ?! შენ გინდა გახდე ჩემი მოსისხლე მტრის სიძე, შეხვიდე მათ ოჯახში
და დააფასო ისინი, იყო ჩემი მტრის შვილიშვილების მამა და ბედნიერად იცხოვრო მათთან
ერთად?! ამას მთხოვ გესმის დიმიტრი შენ ახლა მე ამას მთხოვ!!(ტკივილიანი ხმით
ღრიალებდა კახა და სიმწრისგან მორეულ ცრემლებს ძლივს აჩერებდა თვალებიდან რომ არ
გადმოგორებულიყვნენ)
შენ, ჩემი ერთადერთი მეგობარი მთხოვ ამას..(თავი ჩაღუნა და საოცარი ტკივილით
ჩაილაპარაკა) არ მეგონა თუ ასე შევცდებოდი შენში..
-კახა..-მამაკაცს მხარზე ხელი დაადო და შეეცადა დაეწყნარებინა-მაპატიე გთხივ..შენ
ყველაფერი არასწორად გაიგე..მისმინე-ხელები მხრებზე დაავლო და თავი ააწევინა რომ
მისთვის თვალებში ჩაეხედა-მსგავსს არაფერს გთხოვ, შენ ვერ გამიგე..უბრალოდ ნუ მოკლავ
ლენას..ამას ვერ გადავიტან..გპირდები თავს დავანებებ სამუდამოდ გოგონას თუკი ცოცხალს
დატოვებ..მე იმდენად მიყვარს ლენა..იმდენად, რომ მზად ვარ მისი სიცოცხლის
გადასარჩენად ტავიც კი გავწირო..მზად ვარ სამუდამოდ მოვშორდე მას თუკი სიცოცხლეს
შეუნარჩუნებ..(თვალები სულიერი ტკივილისგან მჭიდროდ დახუჭა, რეალობა მისთვის უკვე
საზიზღრად აუტანელი იყო)-ჩვენ გავანადგურებთ ალექსანდრეს კომპანიას და სამუდამოდ
მოვშორდებით ამ ქალაქს, გესმის?! აი ამას გთხოვმე, როგორც შენი ერთადერთი მეგობარი
კახა..-თბილი ტონით დაასრულა საუბარი და მეგობარს
მხრებიდან ხელები მოაშორა. ადგილზე მიყინული მამაკაცი თითქოს აღარ სუნთქავდაო
იმდენად შოკისმომღვრელი იყო დიმიტრის აღიარება გოგონას მიმართ მისი
დამოკიდებულების შესახებ.. განა რა მეგობარი იქნებოდა იგი, რომ თავისი ერთადერთი
ახლობლისთვის სიყვარული აეკრძალა, ბედნიერება აეკრძალა?! მაგრამ იმის გააზრებაც
უჭირდა რომ მას უარი უნდა ეთქვა თავისი ცხოვრების მთავარ მიზანზე ასე უცებ და ასე
სწრაფად..-დრო მჭრდება..-ცივად ჩაილაპარაკა მამაკაცმა..-ჩემი დაცვა აქ დარჩება რაიმე რომ არ მოხდეს,
მე მივდივარ..-მანქანისკენ უემოციო სახით წავიდა-სავარაუდოდ ამ სარამოსთვის
დავბრუნდები..გადავწყვეტ როგორ უნდა მოვიქცეთ-ხმაჩამწყდარმა დაასრულა საუბარი,
დაცვა გააფრთხილა და უკანმოუხედავად ჩაჯდა მანქანაში და ადგილიდან გაქრა. დიმიტრი
ცოტახანს აზრზე ვერ მოდიოდა, შიშმა, იმედგაცრუებამ, მოლოდინმა და სხვა უამრავმა
შეგრძნებამ ერთად შეიბყრო იგი. მძიმე ნაბიჯებით შევიდა სახლში და ლენას ფრთხილად
ჩამოუჯდა გვერდით. გოგონას მთელი სახე წაშლოდა, სახეზე არც ფერი და არც სიცოცხლის
რაიმე ნიშანწყალი აჩნდა..
-ლენა..-თბილიხმით ჩაილაპარაკა მამაკაცმა და გაშტერებულ გოგონას ხელის მტევანზე ხელი
ჩამოადო- ყველაფერი კარგად იქნება..-შეეცადა ხმა მტკიცე ჰქონოდა მაგრამ თავის სიტყვებში
თვითონაც აღარ იყო დარწმუნებული კახას საქციელის შემდეგ-არავის მივცემ იმის უფლებას
რომ რამე დაგიშავოს.. გოგონას ხმა არ ამოუღია გაშტერებული კედელს მიშტერებოდა
-ვინ ხარ დიმიტრი?-საშინლად ტკივილიანი ხმით ჰკითხა მამაკაცს, თვალებში ჩააშტერდა და
თვალებიდან ცრემლი ჩამოუგორდა
-ლენა..მე..შენ ბევრი რამ არ იცი..-ნერვიულად დაიწყო ჩურჩული მამაკაცმა და შეეცადა
გოგონა მიეხუტა მაგრამ საპასუხოდ ლენამ თავი გვერდით გაწია
-ჰოდა მითხარი..-ხმის კანკალით უთხრა ისე რომ კედელს მზერას არ აშორებდა
-ეხლა ამის დრო არ არის..ჯერ ეს პრობლემა უნდა მოგვარ
-დიმიტრი ! ვინ ხარ ადამიანო?! -ყვირილით შეაწყვეტინა ლენამ საუბარი და ახლა უკვე
თვალებში ჩააშტერდა. მამაკაცს ფეხებში ძალა გამოეცალა, არასოდეს უგრძვნია თავი ასე
სუსტად, ყველაზე მეტად სწორედ ეხლა უმძიმდა ხმის ამოღება..თავს ძალა დაატანა და
დიდხნიანი პაუზის შემდეგ, ჩუმად ჩაილაპარაკა
-მე კახას ერთადერთი მეგობარი ვარ..იმ ადამიანის რომელმაც შენი მოკვლა დიდი ხანია
შეუკვეთა..უფრო სწორად-წამით გაჩერდა ძალის მოსაკრეფად და ღრმად ჩაისუნთქა-უფრო
სწორად მე შემიკვეთა..-მძიმედ ჩაილაპრაკა და მზერა ლენას გაუსწორა. გოგონა თითქოს
გრძნობებისგან, ემოციებისგან დაიცალაო, მოსმენილმა იმდენად იმოქმედა მასზე.. სახეზე
ფერი მთლად დაეკარგა, მთელს სხეულში ძალა გამოეცალა, ერთი ამოიგმინა და გულწასული
დაეცა იატაკზე
-ლენა..-შეშინებულმა წამოიძახა დიმიტრმა და გოგონასთან მივარდა, ხელში აიტაცა და
საწოლზე წამოაწვინა-დროზე წყალიი-მკაცრად დაუღრიალა დაცვას თვითონ კი ლენას
გამოფხიზლებას ცდილობდა. დაცვამ წყალი მოიტანა, სახეზე შეასხა და რამოდენიმეჯერ
შეანჯღრია. ცოტახანში ლენა გონზე მოვიდა. წამწამები ძლივს დააშორა ერთმანეთს და
დიმიტრის დანახვაზე შეშინებულმა უკან დაიწია
-გადი გთხოვ..არ მომეკარო-კანკალით იმეორებდა სიტყვებს და თვალებს ძლიერად ხუჭავდა-ლენა..-გოგონასკენ გაიწია..-რომ გაგიცანი არ ვიცოდი ვინ იყავი..არც მაშინ როცა შემიყვარდი
გესმის?! ყველაფერი მხოლოდ ახლახანს გავიგე, მაშინ როცა საავადმყოფოში მოხვდი..მაგრამ
უკვე გვიანი იყო..აღარ შემეძლო შენი მიტოვება გესმის?! ძალიან მიყვარხარ ლენა..ამიტომა
ამოგიყვანე აქ რომ საკუთარი მეგობრისგან დამეცავი?! განა ვერ ხვდები რამდენად
მტკივნეულია ჩემთვის ყოველივეს გააზრება?! მე საყვარელი ქალი უნდა დავიცვა
ერთადერთი მეგობრისგან! განა ეს ადვილია?! ჩემს მდგომარებაში შემოდი და წარმოიდგინე
ეხლა როგორ ვარ..-მთელი ემოციებით საუბრობდა და თან ლენას სახეზე აკვირდებოდა.
გოგონა წამით შედგა, დიმიტრს ცრემლიანი თვალებით გახედა და სევდიანად
რამოდენიმეჯერ ამოიგმინა..
-გადი გთხოვ..-ძლივს გასაგონად ჩაიჩურჩულა და დიმიტრს მზერა აარიდა. მამაკაცმა თავი
დანებების ნიშნად ჩახარა, მზიმედ წამოდგა და ნელი ნაბიჯებით გააბოტა ოთახიდან..
მაშინვე გარეთ გავარდა ცივი ჰაერის ჩასასუნთქად, ძალაგამოცლილმა დაიჩოქა შორეული
მტების წინ და თვალები ტკივილისგან დახუჭა ხელებში კი მიწა მომუშტა, თავი ზემოთ ასწია
და მთელი ემოციებით დაიღრიალა. მისმა ექომ მთელი შორეული მთები მოიცვა და ჰაერის
კოველი ნაკადიც კი გააპო იმდენად ემოციური იყო იგი..მერე თავი ჩახარა და ფიქრი დაიწყო
იმაზე თუ რა უნდა გაეკეთებინა ან შეეძლო თუ არა საერთოდ რაიმეს გაკეთება. ალბათ ვერც
კი გაიაზრა თუ რამდენი ხანი იყო ასე რადგან როდესაც თავი მძიედ ასწია და მიღებული
გადაწყვეტილების შესასრულებლად პირველი ნაბიჯი უნდა გადაედგა, მიხვდა რომ უკვე
კარგა გვიანი იყო. უემოციოდ ამოიღო მობილური ჯიბიდან
და ნაცნობი ნომერი აკრიფა -ალექსანდრე ისევ ქალაქში ხარ?-ჰკითხა ნათესავს უემოციო ხმით
და მზერა სივრცეს გაუშტერა
-კი დიმიტრი, ასეთი ხმა რატომ გაქვს? რა ხდება?-გაკვირვებულმა ჰკითხა მეგობარმა და
მოპასუხის რეაქციას დაელოდა
-რაღაცაში უნდა დამეხმარო..-მძიმედ ჩაილაპარაკა და ბიჭს მთელი მისი გეგმა გაანდო-
ყველაფერი ასეა..მე ვერ გავაკეთებ არჩევანს მეგობარს და საყვარელ ადამიანს შორის როცა
ორივე ერთადერთია ჩემთვის ამიტომაც..სავარაუდოდ თორმეტისთვის, ამ სახლთან იქნები
და როა ნიშანს მოგცემ ლენას გაიყვან..და თავის ოჯახს დაუბრუნებ..-ღრმად ჩაისუნთქა
-და შენ დიმიტრი?! იქნებ გადაიფიქროს კახამ და როგორაც შესთავაზე ისე
მოიქცეს..-მოსმენილისგან დაბნეული ალექსანდრე ძლივს უყრიდა სიტყვებს ტავს და
ნათესავის გადაფიქრებას ცდილობდა
-კარგად დავინახე მისი რეაქცია ცემს ნათქვამზე..ის არ არის მზად ამისთვის ალექსანდრე..მან
ცხოვრების ნახევარი გაატარა ამ შურისძიების სურვილით და ეხლა ვერავის..ჩემ გამოც კი არ
შეცვლის გადაწყვეტილებას..დამიჯერე, მას მე კარგად ვიცნობ..-უემოციოდ საუბრობდა-რაც
შემეხება მე..მაგას აზრი აღარ აქვს, მთავარია ლენა და კახა გადარჩება..
-შენ არიცი რა შეიძლება მოჰყვეს ამ ყველაფერს!-მუდარანარევი ხმით აფრთხილებდანათესავი
-ვიცი..ყველაფერივიცი..ლენას მამა ეყოლება რომელიც ამ ამბის შემდეგ დაიცავს, კახა კი
მიხვდება რომ არ ღირდა..არ ღირდა ყოველივე ერთადერთი მეგობრის
სიცოცხლედ..-მძილემდ ჩაილაპარაკა
-ამას არ დავუშვებ..მაგრამ..დიმიტრიი!!-მუდარით იმეორებდა ნათესავი
-შენ დამპირდი რომ რაც გთხოვე, შეასრულებდი ლენას სიცოცხლე შენს ხელთაა
-კარგი. ყველაფერს გავაკეთეებ-დანებების ნიშნად ჩაილაპარაკა ალექსანდრემ
-მადლობა..მადლობა ალექსანდრე-შედარებით თბილად ჩაილაპარაკა და მობილური გათიშა.
ნელი ნაბიჯებით აუყვა ბილიკს და სახლში შევიდა. ფორთოხლის წვენი ჩამოასხა,
ბუტერბროდი გააკეთა და ლენას ოთახს მიაშურა. ფრთხილად შეაღო კარი და გოგონას
გახედა, რომელიც უემოციოდ წამოწოლილიყო საწოლზე და მოკუნტული ძლივსღა
სუნთქავდა, ლოგინტან ჩაიხარა და სიინი წინ დაუდო
-ჭამე..მთელი დღეა არაფერი მიგიღია..-თბილად უთხრა ლენას და თავზე ხელი გადაუსვა
-ეხლა რა იქნება დიმიტრი?-ცრემლები წამოსცვივდა გოგონას
-ლენა..-ახლოს მიიკრა გოგონა-ყველაფერი კარგად იქნება გესმის?! შენ არაფერი მოგივა,
გპირდეპი..-ყურში ეჩურჩულებოდა დიმიტრი და თან თავზე ეფერებოდა..უცებ შემობრუნდა
როცა კარის გაღების ხმა გაიღო და შეშინებული მზერა გაუსწორა შემოსულს..
-რა გადაწყვიტე?-ჰკითხა მძიმედ და თვალი აარიდა, შეუმჩნევლად აკრიფა ნომერი და
შეტყობინება გააგზავნა "დროა" მისწერა ალექსს და მზერა კახას გაუსწორა
-დიმიტრი..-დაიწყო ნერვიულად მამაკაცმა-იცი როგორც გაფასებ..შვილივით ხარ ჩემთვის და
ანგელოზივით რომელიც ყველაზე მძიმე პერიოდში მოევლინა ჩემს ცხოვრებაში..ალბათ
არასოდეს დავუშვებდი რომ შენი ბედნიერებისთვის ვინმეს ხელი შეეშალა მაგრამ
ახლა..ყველაფერი ზედმეტად რთულადაა იმისთვის რომ სხვანაირად მოგვარდეს დიმიტრი..
-კი მაგრამ კახა..-ისევ შეეცადა მეგობარი გაბრძოლებას. ორივე ფეხზე წამოდგა და დიმიტრიმ
კახასკენ გაიწია, მაგრამ ლენას მოშორდა რომ მამაკაცს არაფერი არ ეეჭვა
-ნუ მაწყვეტინებ გთხოვ..-მძიმედ ჩაილაპარაკა მამაკაცმა და ჯიბიდან ამოღებული იარაღი
გოგონას წინ აღმართა-შენ კარგი ადამიანი ხარ..ახალგაზრდა, ცხოვრებაში უამრავი გოგონა
შეგიყვარდება..მე კი..მთელი ცხოვრებაა ეს მიზანი მაქვს და ეხლა უბრალოდ ვერ შევცვლი
გესმის?! მაპატიე დიმიტრი მაგრამ ეხლა ვეღარაფერს ვეღარ შევცვლი..ლენა უნდა მოკვდეს-
მკაცრად ჩაილაპარაკა მამაკაცმა და ხელი სასხლეტს გამოსდო..დიმიტრიც მზად იყო უკვე
გეგმის განსახორციელებლად..წამით თითქოს საუკუნო სიწყნარემ და მდუმარებამ
დაისადგურაო ოთახში, მაგრამ მალევე შეიცვალა ყველაფერი როცა მდუმარება იარაღის ხმამგააპო..როცა ჰაერის ყველა ნაკადი ერთად გახვრიტა გასროლილმა ტყვიამ..მოულოდნელმა
ტყვიამ..რომელიც პირდაპირ ეძგერა იქ მდგომის გულს და მალევე გამოასალმა სიცოცხლეს..


17


ჩვენთვის, ადამიანებისთვის უამრავი "რადიკალური", განსაცდელის შეგრძნება არსებობს,
რომელიც გამოწვეულია ან ღალატით, ტყუილით, რაიმე საფრთხის შეგრძნებით ან თუნდაც
დაკარგვით..ადამიანების დაკარგვით..უკანასკნელს განსაკუთრებით გამოვყოფ მისი
სიმძაფრის გამო..ადამიანს ყველაფრის გადატანა შეუძლია თუკი თავს ძალას
დაატანს და მოინდომებს, მაგრამ არსებობს ხანგრძლივობა "გლოვისა" გამოწვეული
თითოეული "შემთხვევით"..ალბათ, ყველაზე დიდხანს ადამიანი დაკარგულს ვერ
ივიწყებს..იმ დაკარგულს, რომელიც ძვირფასი იყო მისთვის..შენ კარგავ შენს საყვარელ
ადამიანს, რომელსაც აფასებდი და უკვე აზრი ეკარგება თუ როგორი იყო იგი..რა გააკეთა ან
რის გაკეთებას გეგმავდა..მთავარი ხდება მხოლოდ ის, თუ რა გააკეთა მან შენს მიმართებაში
და ვინ იყო შენთვის..და ყოველივეს გააზრება იქცევა ხოლმე
ყველაზე მტკივნეულ, რთულად გადასატან მომენტად ადამიანისთვის..მიღებული გეგმის
გადაწყვეტილებით იარაღის ხმაზე ინსტიქტურად შედგა ლენას წინ სწრაფად , სხეულისკენ
მომავალი ტყვიის მიერ გამოწვეული ტკივილის შესაგრძნებად მოემზადა და თვალები
ძლიერად დახუჭა..მერე იყო შეკივლება..ხალხის გაკვირვებული სახეები, გოგონას
აკანკალებული სხეული და დიმიტრის ტკივილიანი მზერა და სიმწრისგან დაბერილი
ძარღვები იმის დანახვისას თუ როგორ დაეცა მის წინ უსულოდ მისი ერთადერთი
მეგობარი..შოკირებულმა ერთხანს კახას უსულო სხეულს მიაშტერდა მაგრამ ბრაზმა იმდენად
იფეთქა მასში რომ მაშინვე მკვლელის თვალებით ძებნა დაიწყო და მის წინ მდგომი მამაკაცის
დანახვისას ყოველი ემოცია სახეზე მიეყინა..იმდენად გაუჯდა გონებაში რომ ყველას
ნაცვლად ის უნდა მომკვდარიყო, არც კი დაფიქრებულა
რას გააკეთებდა ან როგორ გადაიტანდა იმ ფაქტს თუკი გეგმის მიხედვით არ წავიდოდა საქმე
და ამ ორიდან რომელიმეს დაკარგავდა..ეხლა სწორედ ეს იგრძნო, საშინელი ტკივილი გულის
არეში ერთადერთი მეგობრის დაკარგვით გამოწვეულ, მიუხედავად იმისა რომ ეს მეგობარი
მის საყვარელ ქალს კლავდა მაინც..მაინც დიმიტრი მზად იყო თავი გაეწირა მათთვის ოღონდ
რომელიმე არ დაეკარგა..ოღონდ არ..მაგრამ.."მამა?!" გაიგონა მისუსტებული, აკანკალებული
ხმა უკნიდან როცა მკველისკენ მიიწევდა იმის გასაგებად თუ საიდან გაჩნდა აქ..სწორედ ამ
დროს გაიგო უკნიდან სხეულის დაცემის ხმა,მოიხედა და გულწასული ლენას დანახვისას
საერთოდ გადაავიწყდა ყველაფერი..სწრაფად მივარდა მასთან, ხელში აიტაცა და ცივი
წყლით მის მოსულიერებას შეეცადა.."ახლადმოსული" მამაკაცი შეშინებული სახით
ცდილობდა შვილის გონზე მოყვანას და პარალელურად მზერას დიმიტრისკენ
აპარებდა..სურდა კარგად დაენახა იმ მამაკაცის სახე ,რომელიც წამის წინ მისი შვილისთვის
თავის სიცოცხლეს წირავდა..
-დიმიტრი..-ძლივს ამოილუღლუღა გოგონამ, თავს ძალა დაატანა და ხელებით წამოიწია რომ
ბიჭს ჩახუტებოდა..-შენ..შენ ჩემს წინ გადადექი..ეს ტყვია შენ უნდა მოგხვედროდა ხო?! ამას
როგორ ბედავდი საერთოდ?! ვერასოდეს გადავიტანდი დიმიტრი ასე რომ
მოხდარიყო..შენნ...მე რომ..დამეკარგე..-აკანკალებული ლუღლუღებდა და თვალებიდან
ცრემლების ნაკადს ვეღარ აჩერებდა..-ეს ..ეს რა იყო..-მთელი სხხეული უკანკალებდა დადასაწყნარებლად მამაკაცის სხეულს ეკვროდა..უემოციო ქვადქცეულ მამაკაცს გოგონას
შეხებისას სითბო მაშინვე ჩაეღვარა გულში, ხელები მჭიდროდ მოჰხვია ლენას და სიმწრისგან
დაძაბული მზერის და ტკივილის ჩასახშობად, ძლიერად დახუჭა თვალები..ლენას სიახლოვე,
ეს ერთადერთი იყო რაც მას ეხლა შველოდა, ამ საზიზღარი სიცარიელის ამოვსებაში
ეხმარებოდა..
-ვწუხვარ..-გაისმა მამაკაცის ხმა უკნიდან..-ვიცი ყველაფერი ასე არ უნდა დამთავრებულიყო
მააგრამ..მე ვერ დავუშვებდი ჩემს ქალიშვილს მომავალშიც შექმნოდა საფრთხე და თქვენ
ალბათ კარგად იცით, რომ ეს ასეც იქნებოდა თუკი ყველაფერი თქვენი გეგმის მიხედვით
წავიდოდა..ამასთანავე ისეთი ადამიანი როგორიც თქვენ ხართ..არ იმსახურებდა სიკვდილს..
-გინდათ თქვათ რომ კახა იმსახურებდა?!-ნელა მოშორდა დიმიტრი ლენას და სიმწრისგან
გაწითლებული თვალები მიაბყრო მის წინ მდგომს-თქვენი მეგობარი იმსახურებდა?!
ადამიანი რომელიც მთელი თავისი ცხოვრება საკუთარ ძმად გთვლიდათ..თქვენ
კი?!(ზიზღისგან პირი მოკუმა) თქვენ კი მაშინ მიატოვეთ იგი როცა ყველაზე მეტად
სჭირდებოდა გვერდით დგომა, მართალია კარგ საქმეს არ ეწეოდა მაგრამ..როგორ
შეგეძლოთ..(გაწითლებულმა სისხლძარღვებმა თვალები უფრო აუნთო და მთელი მისი
სხეული ტკივილმა მოიცვა) როგორ შეგეძლოთ ციხეში მარტოდ დაგეტოვებინათ იგი?!..იმ
უცხო გარემოში რასაც ქვია მიგეგდოთ და სიტყვიერი მხარდაჭერა მაინც არ გამოგეხატათ?!
სწორედ ამან გაამწარა კახა(შედარებით დამშვიდდა) სწორედ ამან და არა თქვენმა
ხელისკვრამ მის ბიზნესში..ამხელა ზიზღი და ასეთი საშინელი შურისძიების სურვილი
სწორედ თქვენმა სიტყვებმა გაუჩინა რომელიც ციხეში უთხარით.."ეს კარგი გაკვეთილი
იქნება რომ შემდეგში ბიზნესი აღარ გააგრძელო" (ირონიით გაიხსენა ალექსანდრეს სიტყვები)
განა ეს მეგობრის მიერ წარმოთქმული სიტყვებია?! იმ მეგობრის რომელსაც ძმად
მიიჩნევ?!-სიბრაზისგან დაიღრიალა და შემდეგ თავს ძალა დაატანა რომ დამშვიდებულიყო-
არა ბატონო ალექსანდრე..თქვენ ეხლა არავინ არ დაგიცვიათ..თქვენ ჩაიდინეთ
მკვლელობა..და მოკალით ის ადამიანი რომლისთვისაც ერთ დროს ოჯახზე მეტი
იყავით..-ცივად დაასრულა საუბარი, კახას უსულო სხეული ოთახიდან გაიტანა და მანქანაში
ჩაასვენა..წამით შედგა იმის გახსენებაზე რომ ლენას ასე არაფრის თქმის გარეშე
ტოვებდა..საჭეს თავი ჩამოადო, შემდეგ სწრაფად გამოვარდა მანქანიდან ლენასთან შევარდა
და გაშეშებული მამაკაცის წინ მდგომ გოგონას მთელი ძალით ჩაეხუტა-მიყვარხარ
ლენა..საკუთარ თავზე მეტად მიყვარხარ..და ასე იქნება
სულ..სამუდამოდ..მშვიდობით..-ხმაჩავარდნილმა წარმოთქვა ბოლო სიტყვა და
უკანმოუხედავად წავიდა გასასვლელისკენ..
-ეხლა კი ამაზე დავიქრდით ბატონო ალექსანდრე..(უცებ მამაკაცისკენ მობრუნდა და
უემოციო სახით წაიჩურჩულა) ორივეს ასეთი ტანჯვა..ეჭვი მეპარება რომ თქვენიც
იყოს..ასეთი ტანჯვა ღირდა იმ"გმირულ" საქციელად რაც ჩაიდინეთ და ჩემი სიცოცხლის
შენარჩუნებად?!..არ ღირდა..-ცივად დაასრულა საუბარი, სწრაფად აარიდა მზერა და
ოთახიდან უკანმოუხედავად წავიდა..მოწოლილი ცრემლები კბილების ღრჭიალით შეაჩერდა
და მთელი ძალით მოაჯახუნა მანქანის კარები..-დიმიტრიი..დიმიტრი..გთხოვ დამელოდე..-სწრაფად შემოვარდა მისი ნათესავი მანქანაში და
აკანკალებული ხმით მის რეაქციას დაელოდა-მე არ დავუშვებდი შენს სიკვდილს
დიმიტრი..მაგრამ არ მეგონა თუ ის კაცი..ის ასე..
-გთხოვ გაჩერდი ალექსანდრე..-ცივად შეაწყვეტინა საუბარი-მე შენ მხოლოდ ერთი რამ
გთხოვე..გადაგერჩინა ლენას სიცოცხლე როცა იმ ტყვიის მსხვერპლი თვითონ
ავღმოჩნდებოდი..შენ კი..ესეც კი ვერ შემისრულე..
-დიმიტ..
-მარტო დარჩენა მინდა..დაკრძალვისთვის ბევრი რამ არის მოსამზადებელი..-სწრაფად
შეაწყვეტინა ნათესავს და მანქანიდან გადასვლისკენ ანიშნა..უემოციოდ მოსწყდა ადგილს და
გეზი ქალაქისკენ აიღო..უამრავ გრძნობას მოეყარა ეხლა მასში და მთელი ძალით
ცდილობდნენ გადმოხეთქვას, მაგრამ დიმიტრი ცდილობდა..ცდილობდა ყოფილიყო ძლიერი
რომ გადაეტანა ეს საშინელი სიცარიელე..სულის რაღაც ნაწილი წაართვესო თითქოს ისეთი
შეგრძნება დაუფლებოდა..ახსენდებოდა კახას მამობრივი სიყვარული მის მიმართ, მისი
ყოველი დარიგება და გვერდში დგომა.."ვიცოდი მეგობარო..ვიცოდი რომ ვერავის გამო ვერ
იტყოდი ამ შურისძიებაზე უარს მაგრამ..შენ არ უნდა მომკვდარიყავი..შენ არა..ვიცი ჩემი
გეგმით სამუდამო სატანჯველისთვის გიმეტებდი რადგან ალბათ მთელი ცხოვრება საკუთარ
თავს დაადანაშაულებდი იმისთვის რაც ჩაიდინე..მაგრამ..(საჭეს ბრაზისგან ხელი დაჰკრა)
ღმერთო..რომელი უფრო სწორი იქნებოდა?! ის არ იმსახურებდა სიკვდილს..-გაწითლებული
თვალებით კბილებს აღრჭიალებდა და მანქანას მთელი სისწრაფით მიაქანებდა..კახა თავის
ბიზნესშიც კი ისეთ ადამიანებს არჩევდა, რომელნიც მეგობრობაშიც
არ მიატოვებდნენ..ამიტომაც იყო მისი კოლექტივი ცოტა მაგრამ შეკრული და ძლიერი..ყველა
დიდმა მწუხარებამ მოიცვა როცა უსულო კახას სხეული შემოასვენა დიმიტრმა
სახლში..გამალებით შეიარაღებული ხალხის გაკავება დიდხანს მოუწია რომ ალექსანდრეზე
არ აეღოთ იერიში..არწმუნებდა რომ ეს ახალ ომს გამოიწვევდა..დაიღუპებოდა უამრავი
ადამიანი და ეს აჟიოტაჟი არ ღირდა..ეს არეულობა აღარ ღირდა..მალევე დაკრძალეს კახა..ორ
დღეში..ხალხი ბევრი არ იყო, მხოლოდ ერთგულნი..შავსათვალეებიანი მამაკაცი ფრთხილად
მიუახლოვდა დიმიტრს და ჩუმად ჩასჩურჩულა
-ჩაბარდა..ალექსანდრე მეტრეველი პოლიციას ჩაბარდა..ვატყობ თქვენმა სიტყვებმა ძლიერად
იმოქმედა მასზე..მთელი კომპანია თავის შვილს ჩააბარა..გამოუცდელ ლენას..-მცველმა
ყველაფერი მოახსენა და დიმიტრის რეაქციას დაელოდა..მოსმენილმა ნამდვილად გააოცა
იგი..ცოტახანს ჩაფიქრდა და საფლავზე თვალისმოუშორებლად ჩუმად ჩაილაპარაკა
-გასაგებია.
დაკრძალივიდან რამოდენიმე საათში სრულიად დაცარიელდა სასაფლაო.."არ მემეტებოდი
სიკვდილისთვის კახა მაგრამ იქნებ ასეც სჯობდა..იქნებ ეს ჯობდა შენს საუკუნო
ტანჯვას..მშვიდად განისვენე.."ჩუმად ჩაილაპარაკადა მძიმე ნაბიჯებით მოშორდაერთადერთი ახლობლის საფლავს..სახლამდე მთელი გზა ფეხით გაიარა და ფიქრებით
შორსწასული ირგვლივ ვერაფერს ვერ ამჩნევდა..უკვე ყველაფერი გადაწყვეტილი
ჰქონდა..იხსენებდა მისი მეგობრის სიტყვებს დიმიტრის და ლენას მომავალთან
დაკავშირებით და ხვდებოდა რომ ისინი ერთად ვერასოდეს ვერ იქნებოდნენ..მაგრამ აბა
რისთვის ღირდა..კახას სიკვდილი და მათი სიცოცხლის შენარჩუნება განა ამ ტანჯვად
ღირდა? "ყველაფერს გამოუცდელი ლენა უძღვება" გაახსენდა მცველის სიტყვები და იმაზე
დაფიქრდა თუ რა ცუდ მდგომარეობაში შეიძლებოდა ყოფილიყო ახლა გოგონა..მას უარის
თქმა მოუწია თავის პროფესიაზე, დარჩა მამის გარეშე და ამასთანავე საყვარელი ადამიანის,
დიმიტრის გარეშე..წარმოიდგენდა თუ რა საშინელ სულიერ ტკივილს განიცდიდა იგი მის
მსგავსად ახლა და გული უფრო მეტად ეკუმშებოდა..
-მთელს ბიზნესს თქვენ გაბარებთ..მე ქვეყნიდან მივდივარ..-განუცხადა ერთ კვირაში კახას
ხალხს, საბუთებს ხელი მოაწერა და სამუდამოდ მოშორდა იმ სახლს რომელთანაც უკვე კარგი
არაფერი აკავშირებდა კახას მოგონებების გარდა. ბინაში საჭირო ნივთები ჩაალაგა და უკვე
გასაღებს ატრიალებდა საკეტში როცა ნათესავის ხმა მოესმა უკნიდან
-არასოდეს მაპატიებ ჰო?-გაისმა ალექსანდრეს სევდიანი ხმა რომელიც გაფაციცებით ელოდა
დიმიტრის რეაქციას
-მე..ვიცი რომ ცუდი არაფერი გამოძრავებდა და არ გინდოდა შენი მეგობარი ნათესავი
დაგეკარგა..საპატიებელი არაფერია..შეგიძლია არ ინაღვლო-ჩუმად წაიჩურჩულა დიმიტრმა
და კარები ჩაკეტა
-შენ სრულიად მარტო დარჩი დიმიტრი..მე ყოველთვის მინდოდა შენი მეგობარი
ვყოფილიყავი მაგრამ ერთმანეთს ვერასოდეს ვუგებდით და ეხლაც..როცა შანსი მომეცა
შენთვის ერთგულება დამემტკიცებინა, ყოველივეს შენი როგორც მეგობრის დაკარგვა ვარჩიე
შენი სიცოცხლის დაკარგვას და განა ეს დანაშაულია?!..დიმიტრი ძალიან გაფასებ მაგრამ შენ
შენი გეგმით კახას ვერ უშველიდი, განა ვერ ხვდები რომ მას სამუდამოდ დატანჯავდა
სინდისი იმის გახსენებისას რომ მისი ხელით გამოგასალმა სიცოცხლეს?! განა ეს უარესი
სასჯელი არ იქნებოდა ვიდრე მისი სიკვდილი?! გთხოვ დაფიქრდე ამაზე
დიმიტრ..ლენა..ლენა ისე ცუდადაა შენს გარეშე..ოთხი დღე საავადმყოფოში გაატარა სახლში
მისვლის შემდეგ..საშინელ მდგომარეობაში იყო..სიცხეს ვერ უწევდნენ და ბოდვით მოცული
სულ შენს სახელს იმეორებდა..მამამისი რაც ციხეში წავიდა შევეცადე ყურადღება მიმექცია
მისთვის შენი სახელით, ისე რომ ეს არ იცოდი..ერთხელ მივაკითხე მხოლოდ დასანახად ისე
კი შორიდან ვკითხულობდი რომ მერე შენთვის ყველაფერი მეთქვა და გაგეგო თუ რა ცუდად
არის შენს გარეშე და რომ კახას სიკვდილი მიუხედავად მისი სიმძიმისა არ ღირს თქვენს
დაშორებად დიმიტრი..ლენას საშინლად, მთელი სულით უყვარხარ..მამა ციხეში წავიდა
კაცის მკვლელობის გამო, ის კი მთელი ეს დრო იმას მიმეორებდა დიმიტრი როგორ
არის..მამაჩემის გამო არ უნდა იტანჯებოდეს..ყველაფერი ჩვენი
ბრალიაო..თვალებჩავარდნილი, მისუსტებული ხმით საუბრობდა და ძალის მოსაკრებად
თვალებს ძლიერად ხუჭავდა..შენ თუ ეხლა წახვალ..ჩათვალე რომ სამუდამო ტანჯვა მიუსაჯეშენს თავსაც და ლენასაც..-მშვიდად დაასრულა საუბარი ალექსანდრემ და დიმიტრის
რეაქციას დაელოდა
-მადლობა მხარდაჭერისთვის..-დიდხნიანი პაუზის შემდეგ უემოციოდ ჩაილაპარაკა
დიმიტრმა-უნდა წავიდე. -ჩუმად ჩაილაპარაკა, ბარგს ხელი დაავლო და კიბეებიდან გაქრა.
აზრებარეული უკვე ვერ ხვდებოდა რა გაეკეთებინა..ლენას ტანჯვის გახსენებისას, ტკივილი
უორმაგდებოდა მაგრამ ვერც დაბრუნებას ბედავდა..ყველაფრისგან მოშორებით, სადრაც
მთებში სახლი მოძებნა და იქ დასახლდა..გადაწყვიტა ყველაფერი გადაეხარშა და ისე მიეღო
გადაწყვეტილება, ლენასთან დაბრუნდებოდა თუ სამუდამოდ წავიდოდა
ქვეყნიდან..დროისშეგრძნება დაკარგული სულ ლენაზე ფიქრობდა და ცდილობდა
წარმოედგინა თუ როგორ იყო ეხლა გოგონა..უკვე ხუთი თვე გასულიყო მისი
გადმოსახლებიდან და დეკემბრის სიცივეთიშებყრობილი ხელებს ერთმანეთს ახახუნებდა და
თან საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანას ლამობდა..მთელი ეს დრო..სულ ლენაზე და
მასთან ყოფნაზე ფიქრობდა, რამდენჯერ მოძალებია სურვილი მისულიყო მასთან და მთელი
გრძნობებით ჩახუტებოდა..გოგონას გამოუცდელობა, სისუსტე და გულუბყვილობა კიდევ
უფრო უძლიერებდა ამის სურვილს, მაგრამ მომხდარი ამბავი არ აძლევდა ამის
უფლებას..თითქოს აქ ყოფნა ერთი დიდი გამოცდა იყო მისთვის რომ დარწმუნებულიყო
იმაში თუ რამდენად უყვარდა ლენა მას და შეეძლო თუ არა მის გარეშე ცხოვრების
გაგრძელება, ყოველივემ კი ეს შედეგი გამოიტანა..
სავარძელში მჯდარმა სვიტერი ჩამოიცვა, ფეხზეც თბილად ჩაიცვა და მოსაღამებულზე
მანქანას მიაშურა..საჭესთან წამით შეჩერდა, ღრმად ჩაისუნთქა და ჩაილაპარაკა "ვეღარ ვძლებ
ლენა..მჭირდები..", მანქანა დაქოქა და მთელი სისწრაფით მოსწყდა ადგილს.
* * * * * *
გქონიათ შეგრძნება იმისა რომ არასოდეს..არასოდეს აღარ იქნება კარგად ყველაფერი?! რომ
ვერასოდეს ვერ ეღირსებით ნამდვილ სიხარულს, სიყვარულის შეგრძნებას და ვერ ვიქნებით
ბედნიერები?! თუკი არა, გისურვებთ რომ არც არასოდეს განგეცადოთ, რადგან გეფიცებით,
მსგავსი საშინელება არ არსებობს..მსგავსი საშინელი შეგრძნება იმისა რომ ხარ სრულიად
მარტო, მიგატოვა საყვარელმა ადამიანმა, კარგავ შენ პროფესიას
და სრულიად გამოუცდელი უდგები ამხელა კომპანიას სათავეში..ანა სრულიად
"გადამეკარგა"..მამაჩემის ამბით შეწუხებულს დიდი ხანი ვაწყნარებდი, ყოველდღე ციხესთან
ატუზული მის მონახულებას ცდილობდა და არცერთი წამით არ ტოვებდა მარტო..მამაჩემის
კოლეგები მეხმარებოდნენ ყველაფერი გამეგო რაც კომპანიაში საქმიანობას ეხებოდა და
მალევე ყველაფერი ავითვისე..ყველაფერი თითქოს მწყობრში ჩადგაო დაახლოებით
ზამთრისთვის, მაგრამ ის სიცარიელე რომელიცსულს მიწვავდა მაინც არ მშორდებოდა..სიცარიელე რომელსაც "დიმიტრი" ერქვა..ეხლაც ვერ
ვხვდები რატომ გამიმეტა ამ ტანჯვისთვის.."ალბათ საკმარისად არ ვუყვარდი რომ ჩემ გამო
ყველაფერი დაევიწყებინა.."ვეუბნებოდი საკუთარ თავს და მისი სიახლოვის გახსენებისას
თვალებზე ცრემლები მაწვებოდა..უკვე ახალი წელი დგებოდა.. ბედნიერების დღესასწაული,
როცა ვემშვიდობებით რაღაც ძველს და სიხარულით აღვსილნი ახლის მოლოდინში
ბედნიერი სახეებით ვულოცავთ მის დადგომას ერთმანეთს..ყოველთვის ვთვლიდი რომ ეს
დღესასწაული ყველაზე ჯადოსნურად ითვლებოდა მაგრამ წელს ყველაფერი სხვანაირად იყო
ჩემთვის..
არც გახარებული სახე..არც სურვილი იმისა რომ გამეღიმა და მისი მოსვლა ყველასთვის
მეხარებინა..რადგანაც ალექსანდრესთან ურთიერთობა დამეძაბა მომხდარის შემდეგ,
გადავწყვიტე ახალ წელს მასთან მისვლისგან თავი შემეკავებინა..
-კომპანიაში აწყობენ რამე წვეულებას?-მკითხა ანამ სანამ სახლიდან გავიდოდა
-არა..არც დაქალებთან მივდივარ..მარტო დავრჩები სახლში..-ჩუმი ხმით ვუთხარი და
შევეცადე გამეღიმა
-ასე არ შეიძლება ლენა..-ისევ აპირებდა "ლექციების" დაწყებას ანა როცა სწრაფად
გავაწყვეტინე
-დედა გთხოვ..მე კარგად ვიქნები..წადი..-თბილად ვუთხარი და სახლიდან
გავაცილე..სავარძელში მოვთავსდი, ცხელი ყავა ავიღე და ჩაფიქრებულმა მზერა ფანჯარას
გავუსწორე..უკვე თორმეტის ნახევარი იყო როცა ნაღვლიანს იდეა დამებადა..სწრაფად
ჩავიცვი კედები, თბილი მოსაცმელი მოვიცვი და კიბეებს ჩავუყევი.. მამაჩემის მანქანით
ნაცნობ გზას დავადექი და მიუხედავად უამრავი საცობისა მალე უკვე დანიშნულ ადგილზე
ვიყავი..ნელი ნაბიჯებით გავეშურე მონატრებული კორპუსისკენ მაგრამ არ
შევსულვარ..ვიცოდი რომ იქ არ დამხვდებოდა.."დიდი ხანია წავიდა" რამოდენიმე თვის წინ
ასე მითხრა მისმა ნათესავმა და იმის შემდეგ აღარც მომიკითხია..იქვე მდგომ სკამზე
ჩამოვჯექი, რომელთანაც უამრავი მოგონება მაკავშირებდა და მზერა ცას მივაბყრე..საათს
დავხედე. უკვე თორმეტი ხდებოდა, ნაღვლიანმა ღრმად ჩავისუნთქე და დროის ათვლა
დავიწყე "10..9..8..7.." ცარიელ სივრცეში ვითვლიდი და ბოლოს მხიარულების ხმაც გაისმა..
უამრავმა ფერადმა მაშხალამ მოიცვა ცა და თვალისმომჭრელად აკიაფდა..
-ახალ წელს გილოცავ დიმიტრი..-ნაღვლიანად ჩავილაპარაკე ცარიელ სივრცეში და
თვალიდან ცრემლი გადმომიგორდა
-მეც გილოცავ ლენა..-მოისმა ბოხი ბარიტონი უკნიდან და იქვე გავშეშდი..."ნუთუ ის არის?"
ვეკითხებოდი საკუთარ თავს და მოპასუხის დასანახად თავი ნელა შევატრიალე..
-დიმიტრი..-ამოვიგმინე მთელი ემოციებით და მთელი სახე სიხარულის, მონატრების
ცრემლებმა დამისველა, როცა ფერადი მაშხალების შუქზე მისი მოკიაფე მწვანე თვალებიგავარჩიე. სწრაფად გამოექანა ჩემსკენ და მთელი ძალით ჩამიკრა გულში. მისმა სიახლოვემ
უფრო დამაბნია, ხელები ძლიერად მოვხვიე და ბავშვივით ავსლუკუნდი- მე..შენ აქ ხარ
დიმიტრი..რამდენი ხანია გელოდებოდი..დიმიტრი..-ვლუღლუღებდი და თვალებიდან
ცრემლებს ვიწმენდდი
-არ შემიძლია ლენა..ვერ მიგატოვე..ვერ გავძელი..ბოდიში ყველა ცრემლისთვის და
ტკივილისთვის რისი გადატანაც ჩემს გამო მოგიწია..შენ არიყავი ამის ღირსი-ნერვიული
ხმით მეჩურჩულებოდა და თან თმაზე მეფერებოდა-მე..ძალიან მიყვარხარ ლენა, ჩემი სულის
ნაწილი ხარ რომელსაც ვერასოდეს ვერავინ ვერ ამოავსებს შენს გარდა!-თბილად ჩამჩურჩულა
ყურში და ჩემი სახე მის ხელებში მოიქცია
-არასოდეს აღარ დამტოვებ?-ვკითხე გულუბყვრილო ხმით და ცრემლების შესაჩერებლად
ტუჩები დავბრიცე
-მე შენ არასოდეს..არასოდეს აღარ მიგატოვებ ისევ..-მტკიცე ხმით ჩაილაპარაკა, თვილად
ჩაიღიმა და მთელი გრძნობებით დამეწაფა ტუჩებზე..მთელი სხეული სითბოთი ამევსო,
სულის სიცარიელე თითქოს სადღაც გაქრაო და გულში სიყვარული ჩამეღვარა..მინდოდა ეს
მომენტი სამუდამოდ გაგრძელებულიყო რადგან მთელი სხეული ბედნიერებამ
მოიცვა..გისურვებ მკითხველო..ყველას გისურვებთ მსგავსი ბედნიერება თქვენც
განგეცადოთ..მსგავსი მომენტი გრძნობების ასეთი მოზღვავებისა, რადგან არასოდეს..მე
არასოდეს არ ვყოფილვარ ასე ბედნიერი!..


დასასრული...



№1  offline წევრი niino

Vaimee es raa iyooo..rogori emociebit datvirtuliii.aseti arasodes wamikitxavss..momewona dzaliaan dzaaliaann...imedia xshirad gagvanebivreebb msgavsii emociit datbirtuli istoriwbit....

 


№2 სტუმარი monika

Ertadertii istoriaa razec ametira

 


№3 სტუმარი etiko

saertod es istoria iyo saocari... eset momentebze metireba xolme magram rac am istoriis wakitxvisas vitire albat 1 weli meyopa. :d dzalian momewona iseti momentebi iyo ro ukve imedi mqonda dakarguli magram guli minatdeboda rom ar damtavrebula jer ragac sheicvleba yvelaze saocari istoria qondaa dimitrisa da lenas wyvils... saocrad vitardeboda movlenebi tavi realur samyaroshi megona sadgac kutxeshi tvals vavlebdi titqos am yvelapers sauketeso xar dzalia dzalian miyvars es istoria... es shen xar yvelaze kargi tom eset istoriebs wer da mkitxvelamde amxela emiciebis motana shegidzlia dzalian momewona yochagg <3 <3 <3

 


№4 სტუმარი Teo..

Dzalian momewona.mjera da mwams rom siyvaruli yvelaze da yvelaferze imarjvebs .shen ki dzalian kargad wer.didi siamovnebit wavikitxav kidev shens nawerebs.

 


№5 სტუმარი mari

Dzaan kai iyoo.

 


№6  offline წევრი GT - Ucnobi

Mariam shen shemtxvevit batumshi xo ar cxovrob angisis quchaze da dedashens nato xo ar qvia ? xo ar gyavs da natia da dzma ramazi? :D Motxroba jer ar wamikitxavs 4ze var da ro davasrulev getyvi rogori iyo :D gexverwebi am kitxvebze gamwci pasuxi <3

Pirdapir vityvii saocrebaa aseti motxroba me me ubralod arasdros ar wamikitxavs wigni 7nda gamocr gesmis wigni! aucileblad! an ravi ^^ dzaan magaria dzaaaan :D xo ise demetri dzaaan gavs the vampire diariesshi deimons imena asliavra :D tan imasac mwvane tvalebi aqvs xasiatic qcevac ^^ :D xo da kidev dzalian xshirad imeoreb ertidaigives mg : demoni :D dzalian bevrjer gaqvs gamoyenebulis xva mxriv :D dzaan magaria <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent