საღამო მშვიდობის, ბედნიერებავ (თავი4)
მე და სალო ისე განვსხვავდებოდით გარეგნულად,ერთმანეთს მხოლოდ თმის სიგრძით ვგავდით.სალოს ქერა,სწორი თმა გაეშალა,მოკლედ შეჭრილი ჩოლკები ძალიან უხდებოდა,მის აპრეხილ კურნოსა პროფილს.მე ჩემი ხვეული თმა უკან გადამეყარა და თეთრი ბანტის მსგავსი თმის რეზინით მომეგროვებინა ერთად. – სად არიან? –მოვლენ ანუშკა,სმს მომივიდა ….ხუთი წუთი და აქ არიან… –ხო,კაი დავუცადოთ… –ააან..–სალო მომიბრუნდა. –მმმ… –მაპატიე რა წეღან ცოტა ცუდად გამომივიდა,უბრალოდ მინდა რომ ბედნიერი იყო ,შენ კიდე …არ ცდილობ ამას…და მაგაზე მეშლება ნერვები..ყველაზე ლამაზი ხარ და ვერ აფასებ იმას რაც გაქვს. –სალო საპატიებელი არაფერი გაქვს,კაი რა…მაგრამ მე ესეთი ვარ.ბედნიერი მეც მინდა ვიყო,მაგრამ მე ბედნიერების ჩემი აღქმა მაქვს. ვიღაც ქალი მომიახლოვდა და საუბარი შემაწყვეტინა. –უკაცრავად,გოგონებო…თმას როგორ იხვევ?– მკითხა და ჩემს კულულებში გახლართა თავისი თითები. –სალონში…–გადავულაპარაკე და სალომეს გავხედე. –ააა…–ქალს ეწყინა ალბად ჩემი უხეშობა. სალომეს გაეცინა.–რატომ მოატყუე?–მკითხა გაკვირვებულმა.მე ხელი ჩავიქნიე და ხიდიდან გადავიხედე,ჩემს გარეგნობაზე საუბარი არასდროს მხიბლავდა,დაკვირვებული ვიყავი,ვისაც ვეტყოდი რომ ბუნებრივად მქონდა ხვეული თმა,ტუჩებს იბზუებდნენ და არ მიჯერებდნენ.გამოსავალიც ადვილი ვიპოვე.საერთოდ ხალხს ის უნდა უთხრა რაც მათ აწყობს,არც ზედმეტად არ უნდა აუხნა არაფერი,რადგან ის მაინც თავისას გაიმეორებს და შენ კიდევ ენა დაგეღლება ყბედობით. უცებ თეთრმა კაბრიოლეტმა დაამუხრუჭა ჩვენს წინ.თვალები კინაღამ გადმომცვივდა.ჩემს წინ მგონი Bentley–ის ბოლო მოდელი იდგა.სუნთქვა შემეკრა და კინაღამ მანქანას მივეფერე. _ –არ ჩაჯდებით? –დებილური მდგომარეობიდან ნაცნობმა ხმამ გამომაფხიზლა. საჭესთან დიმიტრი იჯდა.თავიდან ბოლომდე ამათვალიერ–ჩამათვალიერა და ისე გამიღიმა,თითქოს კბილის პასტის რეკლამაში იღებდნენ. სალომეს გავკარი მხარი. –რა იყო ეხლა? –შემომიბღვირა.ისეთი სახე ჰქონდა ,აი მკვლელის თვალები. –არა..ფერი.. ისე მომერტყა..–გადავულაპარაკე და მანქანას მოვშორდი. დიმიტრიმ მზერა სალომეზე გადაიტანა და ანიშნა ჩაჯდესო. –მე არ მეგონა მარტო შენ თუ მოდიოდი.სალომე შენ თუ გინდა წადი და მე მარშუტკით ავალ..–ვთქვი ბოხი ხმით,თუმცა რას “ვბლატაობდი” ვერ გამეგო.ჩემი სულის რაღაც ნაწილი დამცინოდა.მეგონა დიმიტრი გადმოხტებოდა და ხვეწნას დამიწყებდა. “ფუუ,რა დებილი ვარ.” სალომე ისე გაბრაზდა.მომიახლოვდა და კბილებში გამოსცრა: “ჩაეგდე ეხლა მანქანაში,თორემ დედას გეფიცები ჭაში ჩაგახრობ სახლში რო მივალთ!” გავწითლდი,სხვა გამოსავალი არ მქონდა.მანქანაში ცავესვენე.სხეული მიდუღდა.არ ვიცი რატომღაც ცუდად გავხდი.ნეტა რა იყო ამის მიზეზი,ბიჭს რომელსაც სოფლელად აღვიქვამდი ყველაზე მაგარი მანქანა რომ ჰყავდა? ალბათ,ცოტა შურის ფაქტორიც იყო.გამახსენდა ჩემი მოძღვარი,რამდენს მესაუბრებოდა ამ ყველაზე დიდ ცოდვაზე.შური თუ ამპარტავნობა,თუ რაღაც სხვა იყო ამ საშინელი შინაგანი წვის მიზეზი ,ვერ გამეგო. ნიკორწმინდაში ავედით.მანქანა ეკლესიის ეზოსთან გაჩერდა.სხვა “სასტავი” უკვე გვიცდიდა ჩვენ.მხოლოდ ორი გოგო და რამდენიმე ბიჭი მეცნო,დანარჩენი სულ უცხო იყვნენ. მანქანიდან გადმოვესვენე და დიმიტრისკენ ვაპარებდი მზერას.ჩემსკენ არ გამოუხედავს,უფრო სწორად ვინ დააცადა.ვიღაც გრძელფეხება გოგონა პიდაპირი გაგებით შეახტა.ჯერ მეგონა ქვემოდ არაფერი ეცვა,თუმცა შემდეგ მაისურის ქვემოდ შორტის ზოლი გამოჩნდა. დიმიტრიმაც გულში ჩაიკრა,,სახეზე დიდი არაფერი იყო.ტუჩები თითქოს საერთოდ არ ჰქონდა,მაგრამ იქნებ ეს ქალური ეჭვიანობა იყო და მეტი არაფერი.ჩემს თავზე გავბრაზდი.მოძღვარი ორი წელი ხდებოდა რაც ავიყვანე,მამა იოანე მასწავლიდა როგორ აღმომეფხვრა გულში ცუდი აზრები. სალომეს ვანიშნე ეკლესიაში შევალთქო და თავზე თეთრი თავსაფარი მოვირგე. უფლის სახლის შესასვლელთან შევეცადე სული განმეწყო სალოცავად: – „შევედი სახლსა შენსა, თაყვანის ვსცე ტაძარსა წმინდასა შენსა შიშითა შენითა უფალო.მიძეღუ მე სიმართლითა შენითა…“–ვიმეორებ ჩუმად და ვაკვირდები ამ ულამაზეს ტაძარს უხვად ,რომ შემკულა მდიდრული ჩუქურთმებით. აქ,დიდი ადგილი უჭირავს აგრეთვე სიუჟეტურ ,მრავალფიგურიან სცენებს.( „ფერისცავლება“, „მეორედ მოსვლა“, „ჯვრის ამაღლება“ ..) წმინდანების ფიგურებს,რეალურ და ფანტასტიკურ ცხოველებს,გამოსახულებებს,რომლებიც ერთი მთლიანი წინასწარ გააზრებული პროგრამის შემადგენელ ნაწილებს წარმოადგენენ. შევყურებდი და მსიამოვნებდა აქ ყოფნა.ლოცვა დავასრულე.ტაძარში ფეხი შევდგი ,შიგნიდან დაბერილმა ნიავმა თავსაფარი ლამის გადამაძრო.მოხუცი მესანთლე ქალი ხარბად შემომცქეროდა. –ხუთი სანთელი თუ შეიძლება…:– მორცხვად ჩავილაპარაკე ,რატომღაც უხერხულად ვგრძნობდი თავს. –აი,შვილო…უფალმა დაგლოცოს შვილო. სულ ასეთი ლამაზი ყოფილიყავი ცხოვრების ბოლომდე.– შავებში ჩაცმულმა მოხუცმა დედა გამახსენდა და საშინელი მონატრების გრძნობა შემომწვა გულზე. –გმადლობთ ბებო…–ჩავილაპარაკე და ღვთისმშობლის ხატს მივუახლოვდი. ტაძარში აქა–იქ ხალხი ირეოდა.თუმცა,მე ჩემს ფიქრებში ვიყავი და ვერ ვამჩნევდი ირგვლივ გარშემომყოფებს.საკმაოდ დიდხანს ვიყავი,წამოსვლის წინ ვეზიარე თუმცა ეკლესია მაინც მომნატრებოდა. ბოლო სანთელიღა დამრჩა.იესო ქრისტეს ხატს ვემთხვიე.თაფლის სანთელი მეურჩებოდა და ვერაფრით ვერ ვამაგრებდი სამაგრზე.უცებ,ჩემს ხელს ვიღაცის ძლიერი ხელი შეეხო.სანთელს ძალა დაატანა და ისიც ყელმოღერილი გასწორდა და ოქროსფერი ალის გვირგვინი დაიდგა. –უფალს ვთხოვე რაღაც და როგორ ფიქრობ შემისრულებს? – დიმიტრის სახეს ვერ ვხედავდი,ტუჩები ყურთან მოეტანა და ჩუმად ჩურჩულებდა. –თუ გულით სთხოვ ,ის ასრულდება…– ჩავილაპარაკე და ერთ ადგილზე გავქვავდი.უკან ვგრძნობდი მის სუნთქვას და კიდევ ერთი ნაბიჯი ,რომ გადამედგა მის მკერდს ავეკვრებოდი. –შეიძლება სადმე დავილაპარაკოთ? გთხოვ,უარს ნუ მეტყვი…მარტო მე და შენ რა…. –კარგი,ოღონდ არ ვიცი მე და შენ სალაპარაკო რა გვაქვს… ეკლესიის უკან ვდგევართ. დიმიტრი ხმას არ იღებს.მეც რატომღაც ვდუმარ და ვუცდი რას მეტყვის. რა მიამიტი ვარ,რატომღაც მგონია რომ სიყვარული უნდა ამიხსნას და მეც ისე ვღელავ თითქოს გამოცდაზე ვარ ,სადაც სიკვდილ –სიცოცხლის თემა წყდება. ჩემი და მისი სიცოცხლის… – ჰმ, არ გინდა უფრო ახლოს გავიცნოთ ერთმანეთი? – ჩემს თმას შეეხო და თავსაფარი რომელიც მხრებზე მეფინა მომაშორა. – ..მდა, სკაიპში დაგამატო? – შევხედე და ენა გამოვყავი. –ჰაჰაჰ… ნუთუ არ გრცხვენია ეკლესიის ეზოში გველივით ,რომ იტლატები . არ მინდა შენი სკაიპი . მე მინდა უფრო დავახლოვდეთ . ალბათ,ბევრი გეუბნება ამ სიტყვებს ,მაგრამ მე არ დავიწყებ რომ მე მათზე უკეთესი ვარ და მსგავსი წინასწარ გაზეპირებულ წინადადებებს არ მოგახვევ თავს. პროსტა, თუ ცოტათი მაინც მოგწონვარ ,ბავშვებთან ერთად დაგპატიჟებ ხოლმე და ერთად გავატაროთ ეს ზაფხული…ჰა? – თვალებში მიყურებდა და ასე მეგონა მის წინაშე სრულიად შიშველი ვიდექი. შიგნიდან სიგრილეს ვგრძნობდი,სიო უბერავდა და ჩემს ცხელ გულს აგრილებდა.სხეულიც არ მემორჩილებოდა. მინდოდა გაქცევა აქედან,თუმცა ტვინს სურდა და გულს არა… ოხ,ეს გული ყოველთვის უდროო დროს რომ “ეკვეხება ” ხოლმე… – მაგრამ იცოდე,არანაირი ჩახუტება და მოხუტება და კიდევ შენ ჩემთვის… – ხო ,ვიცი ვიცი …როგორც მეგობარი …და არავითარი სხვა რამ… –გადამილაპარაკა და ჩემი თავსაფარი ჯიბეში ჩაიტენა. მე დავრჩი ეკლესიასთან და დავუცადე სანამ არ გავიდოდა ეზოდან. ოხ,ეს შინაგანი რაღაც, სირცხვილი თუ შიში … არ მსურდა ჩემზე ეჭორავათ ბავშვებს, არ მსურდა გაეგოთ,რომ მეც ისევე გამაბა არ ვიგინდარამ როგორც ყველა გოგო . მაგრამ ერთადერთი რისგანაც მე ჩემი დაქალებისგან გამოვირჩეოდი,იყო თავმოყვარეობის რაღაც ძლიერი გრძნობა. რაც არ უნდა მტკენოდა შიგნით ,არ მივცემდი ჩემი დამცირების და გამოყენების უფლებას ბიჭს. ეხლა, თუ შევამჩნევდი რომ ის მატყუებდა ან სხვა გოგოსაც ეპრანჭებოდა, მის სახელსაც კი ამოვშლიდი მეზსიერებიდან. იმდენი იმედგაცრუების შემდეგ კიდევ მივეცი ჩემს გულს უფლება ეფრთხიალა… ტვინს ეფიქრა მასზე… ეოცნება და შეეგრძნო ამდენი ტკვილის შემდეგ სიყვარულის სუსტი სურნელი …. მანქანის წინ სალომე და რამდენიმე გოგონა იდგა. დიმიტრი ისევ იმ გოგოსთან ერთად იდგა. საშინლად გავბრაზდი და გული დაწმყდა. ვაღიარებ ძალიან ეჭვიანი ვარ. ათასი აზრი მომივიდა თავში.” იქნებ მასაც ისეთივე სიტყვებს უმეორებს როგორც მე…იქნებ ის გოგო უყვარს? მაგრამ მაშინ ჩემთან დაახლოებას რატომ ცდილობს? ან ის ვარდები წუხელ?! –სალო რას ვშვებით? – სალომემ საზგალი გამომიწოდა და მანიშნა სუფრა უნდა გავშალოთო. – მე არ მშია!– უტიფრად მოვიტყუე და შევეცადე ჩემი მუცლის “ყმუილი” დამეფარა. –ხო?! გირჩევ წამოხვიდე და ჭამო თორემ ისედაც ფერი არ გადევს,ცუდად არ გახდე…– სალომ შუბლზე მაკოცა და ხელით მიბიძგა. მეც სხვებს გავყევი. დიმიტრი აპარებდა ჩემსკენ მზერას,მაგრამ მე აღარ ვუყურებდი. ბრაზი ჯერ კიდევ არ გამქრალიყო. წითური ბიჭი,რომელიც იდიოტივით სულ იცინოდა დათო უნდა ყოფილიყო.სწორედ,მის სახლში აპირებდნენ სუფრის გაშლას. რკინის ჭიშკარი შევაღეთ და კოხტად მოვლილ ეზოში შევაბიჯეთ. როგორც ჩანს აქ ხშირად დადიოდნენ,რადგან ყველა ისე გრძნობდა თავს თითქოს საკუთარ ეზოში ყოფილიყვნენ. სალომემ გადამილაპარაკა ” წამო ჩვენ მაგიდა გამოვიტანოთო” და სახლის უკანა მხარისკენ გაემართა. კიბე გავიარეთ და მარანში ამოვყავით თავი. ღვინის ბოთლები კოხტად ჩაემწკრივებია პატრონს. ძალიან ლამაზი სანახავი იყო იქაურობა. კარხა ხანს ვიდექი გაკვირვებული. სალომ თითები დამიტკაცუნა თვალებთან და იქვე დაკეცილ მაგიდაზე მანიშნა. პლასმასის მაგიდა სულ არ იყო მძიმე,თუმცა ამოტანის დროს მაინც გამივარდა ხელიდან და ფეხზე დამეცა. დავიწკმუტუნე და სალომეს გავხედე, გაბრაზებული მიბღვერდა. – ძალიან გეტკინა? დაიცა მე მოგეხმარები.– დიმიტრიმ გვერდზე გამწია– ლაშა ,მოდით აქ ბიჯო სალომეს ადგილი დაიკავე. ნახევარ საათში ეზოში გაშლილ სუფრას ვუსხედით. ბიჭები სვავდნენ და გოგონები მღეროდნენ. ყველა ჟრიამულობდა. სალომემ უცებ წამოხტა, ანიშნა გვერდით მჯდომ გოგონას რაღაც. მომესმა ნაცნობი მელოდია , სალო ფეხებს სწრაფად ამოძრავებდა,მისი ტანი ლამაზად ირხეოდა.ძველებურ ცეკვას სრული სიზუსტით ასრულებდა. ქერა თმა გაშლოდა და მრგვალი ცისფერი თვალებიდან თითქოს ცეცხლს აფრქვევდა. ძალიან მომინდა მეც მეცეკვა. ვერ გავიგე ,როგორ წამოვხტი.არც ის მიგრძვნია,როგორ გავიძრე ფეხსაცმელები.მხოლოდ მე და სალოს თვალებს ვხედავდი.და ჩვენ ვცეკვავდით. რაჭულ ცეკვას ვასრულებდით და ვგრძნობდით,როგორ გვიერთდებოდა ბავშვები. მათაც გადასდებოდათ ის აურა რაც ჩვენ გვქონდა. რაჭული დაისმა შეცვალა. დიმიტრი ჩემსკენ წამოვიდა და მეც ჩემდა უნებურად გამოწვევა მივიღე და ცეკვაში ავყევი. ასეთი ბედნიერი არასდროს ვყოფილვარ. შეიძლება მაშინ მეჩვენებოდა ასე, თუმცა ეხლა ვრწმუნდები ,რომ ეს ნამდვილად ის იყო რასაც ველოდი. ყველაზე დიდი ბედნიერება.მიმაჩნია ყოველი განცდა განუმეორებელია და სწორედ ამიტომ გვეჩვენება ის ასე უჩვეულო სასიამოვნოდ. ცეკვისგან დაღლილი. ბავშვებს გამოვეყავი და იქვე მდგარ ხეს მივეყრდნე. მზე ჩადიოდა და კავკასიონი გასაოცრად ბზინავდა მზის სხივებით. ირგვლივ მოეცვა ღრუბლები და შუაში ლამაზ დედოფალივით ჩამდგარიყო. უკან ფეხის ხმა გავიგე. მივხვდი ვინც უნდა ყოფილიყო. – შეიძლება მოგეხვიო? სულ ცოტათი? – მკითხა ხმამ. – რადგანაც მთვრალი არ ხარ,მაშინ კიდე შეიძლება დავფიქრდე…–ვუთხარი და ხეს მოვშორდი. –არ მიყვარს დალევა…მაგრამ თუ მეტყვი რომ ვერ მიტან,შეიძლება გავრისკო და დავლიო კიდევაც. ამბობენ ტკივილს აყუჩებსო… – დალევა არ გჭირდება. იმ გოგოს სთხოვე ლიზის და ის გაგიყუჩებს…– ვთქვი და ენაზე ვიკბინე,ზედმეტი წამოვროშე. – ის გოგო ჩემი ნათლიის შვილია, რომ გაინტერსებდე გაიკითხავდი და ცრუ ეჭვებს არ მიეცემოდი.საზიზღრად დაიწყო ჩვენი ურთიერთობა მეც ვიცი. არ გინდა ბენდიერი იყო?–მკითხა და თვალებში ჩამხედა. –მეე…?–ენა დამება დებილივით,მაგრამ რატო “ვით” ასეთ მომენტებში სუფთა დებილი ვხდები. –შენ ხო შენ..–მითხრა და მკლავზე უფრო მომიჭირა. –ხო…–ჩავილაპარაკე ჩუმად და გავისუსე. –მაშინ თავიდან გავეცნოთ…–ჩაილაპარაკა და გამიღიმა.მეც თავი დავუქნიე ბავშვივით. –საღამო მშვიდობისა ლამაზო ქალბატონო ! ნება მიბოძეთ ჩემი თავი წარმოგიდგინოთ მე დიმიტრი ვარ….. –საღამო მშვიდობისა ბედნიერებავ…–ჩავილაპარაკე და ვიგრძენი როგორ დავუკავშირე ამ პიროვნებას სამუდამო სიცოცხლის ხაზები. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.