მესაკუთრე ჩოფლიანი! [7]–[8]
მესაკუთრე ჩოფლიანი! თეთრ ჭერს შევყურებდი და ვიხსენებდი დღევანდელ დღეს, ნუ რაღაც დღევანდელს უკვე გუშინდელს. თენდება, მე კი ისევ არ მძინავს, ისევ ის შეგრძნებები, ახლაც ვგრძნობ როგორ ეცებოდა მისი ტუჩებს ჩემს ტუჩები, ნაზად და სათუთად. მისი ტუჩების სიტკოება კიდევ დამრჩენოდა ზედ, საოცრება იყო. რა ცოტა არის საჭირო ბდენიერებისთვის არა? იმითაც ბედნიერი ვარ რომ სუნთქავს, მისი სახელითაც და ყველაფერით რაც მას უკავშირდება. გრძნობა რომელსაც მის მიმართ განვიცდი რაღაც ახალია, უცხო ხილივითაა. უბრალოდ ამის შეგრძნება და გაცნობიერება საოცრებაა. ტელეფონის ხმა მაფზიხლებს, მატყობინებს რომ ჩემი ადგომის დროა, სოლაში ვარ წასასვლელი. იმედენად ვარ დადებითი ემოიით დამუხტული რომ არ მინდა ეს გაქარწყლდეს. შიგნიდან რაღაცას ვგრძნობ ფეირევერკის მაგავარს, ყოველ გახსენებაზე ახლიდან იწყებს აფეთქებას და ჩემთვის ჯერ კიდევ უცხო შეგრძნებები იღვიძებს. არ მინდა ამ გრძნობას შევეგუო, სულ მინდა ასეთი იყოს უცხო ხილივით გასაოცარი... მალევე მოვწესრიგდი, ზომბივით სიარულის მაგივრად დავფრინავდი, თითქოს ჩემი ცხოვრება ერთი ნაბიჯით წინ წავიდა და რამოდნიმე გრადუსით შემოტრიალდა, ყველაფერი თითქოს შესანიშნავად არის... არა არა, ყველაფერი მართლაც შესანიშნავადაა! ოთახი დავტოვე და კიბეები ნარნარით ჩავირბინე, სამზარეულოში შესულმა დედას ლოყები დავუკოცნე, როგორც ყოველთვის მხოლოდ ჩემთვის გზამდებული კატლეტები ვჭამე და სკოლის გზას დავადექი. სიარულის პარალელურად მუსიკებს ვუსმენდი (Adele - Skyfall) დრამატულად ვყვებოდი სიმღერას და მიკროფონად ჩემს აიფონს ვიყენებდი. ვიღაცას ალბათ გიჟიც ვგონივარ... ჰო შეიძლება ასეც ითქვას. არ ვიყავი, მაგრამ ახლა ვარ! გამაგიჟა ჰო... მგონი სიყვარულმა გამაგიჟა! კლასში შესული მარიამს მივვარდი და ძლიერად ჩავეხუტე. –რა ხდება?– გაოცებულმა მკითხა და სკამზე ჩამომსვა, თვითონ კი თავზე დამადგა. –არაფერი რა უნდა ხდებოდეს?– სიცილით ვკითხე– ძალიან ძალიან მაგაარ ხასიათზე ვარ– ტაში შემოვკარი. –ნაკო! –კარგი ხო, მოიწიე– ხელით ვანიშნე რომ დახრილიყო– მე... მე... –ჰე ახლა მალე, დავლიე სული აქვე და მერე რაღათ მინდა. –იაკობმა მაკოცა– ჩურჩულით ვუთხარი. გაოცებული მიყურებდა, როგორ ვიჯექი მის წინ აღტაცებული, აჟიტირებული და გაბადრული სახით. მიყურა... მიყურა... შემდეგ კი თავში ხელი შემოირტყა, ალბათ იმას ფიქრობდა რა იყო ამაში ასეთი სასწაული... მისთვის არა, ჩემთვის იყო! –მერე?– ინტერესეთ მკითხა და გვერდზე მომიჯდა– აშკარად ჩაადნი მკლავებში –ცოტაღა მაკლდა... მთელიღამე არ მიძინია, სულ ამ კოცნაზე ვფიქრობდი– თავი მის მხარზე ჩამოვდე– საოცრება იყო! –ჰე ჰე არ გაფრინდე ახლა ოცნებებში– ლოყაზე ხელი დამცხო– ახალი დამრიგებელი გვყავს. –მართლა ვინ?– თავი წამოვყავი უცებ. –არ ვიცი ახალი მასწავლებელია, ჩვენი დამრიგებლის შემცვლელია, იმედი მაქვს ის მაინც იქნება წესიერი– თვალების ტიალით თქვა, მის საქციელზე მეც გავიცინე– არა რა! მიანც როგორ გააკეთა ეს, მარა რა მიკვირს 32წლის იყო და ქმარი არ ყავდა, მოინდა ქალს ჰორმონების დამშვიდება– ბრაზი მორეული დუდღუნებდა და არ ჩერდებოდა, გუშინდელს მოყოლებული სულ მას ლანძღავს ალბათ, მიწასთან ასწორებს. მისი დაცინვით გართულმა მოულოდნელად თვალი მოვკარი კარებში შემოსულ იაკობს, მისი მზერა დავიჭირე თუ არა ლოყები შემეფაკლა, უცებ მოვარიდე მზერა და მარიამს გავხედე. მე მიყურებდა. –რა?– დაბნეულმა ვკითხე. –შენ გაწითლდი, როდესაც ის დაინახე– გამარჯვებული სახით მითხრა. –მერე რა? –ვიღაცა ძალიან შეყვრებულია. –არაა– თავი გავაქნიე– უბრალოდ მომწონს. –გიყვარს– მხრები აიჩეჩა და სკამის საზრუგეს მიეყუდა, მობეზრებულმა ხელი ავიქნიე და მეც მას მივბაძე, სკამის საზურგეს მივეყრდენი და კლასი მოვათვალიერე. იაკობი და ნიკოლოზი გაცხარებულები რაღაცაზე საუბრობდნენ, არც ერთი უთმობდა და არც მეორე. ბოლოს ნიკამ ბედნიერი გამარჯვებული სახით გაიღიმა, იაკობმა კი მაგიდას ხელი დასცხო, როგორც ჩანს კამათში წააგო. მათი ყურებით გართულმა ვერც კი შევმჩნიე როდის შემოვიდა კლასში ახალი მასწავლებელი. –გამარჯობათ ბავშვებო!– ნაცნობი ხმა ჩამესმა ყურში. –არაა– მოულოდნელად ისე ხმამაღლა აღმომხდა რომ ყველამ მე გამომხედა, მასწავლებელმაც კი, დავინახე სახეზე ირონიული ღიმილი როგორ გადაეკრა. –როგორც ჩანს ძალიან გაგიხარდა ჩემი დანახვა ნაკო!– მტკიცე ხმით წარმოთქვა და მაგიდის თავს მიეყუდა. ვერ ვიტან! მძულს! მეზიზღება! ერთადერთი ადამიანია რომლის მიმართაც ასე ვარ განწყობილი, მოსიარულე სისასტიკეა, ბოროტება. სწორედ მისგამოა რომ მე9კლასში ფიზიკის გამოცდაში ჩავიჭერი, მას შემდეგ ფიზიკაზე ვემზადები, ისე ძალიან დამთრგუმა მან რომ შიში მქონდა, გამოცდებში ჩაჭრის. –მიჭირს სიხარულის გამოხატვა–ღიმილით ვუთხარი და ფეხზე წამოვდექი, ჩემს ჩანთას ხელი დავავლე. –სად მიდიხარ?– გაოცბეულმა მკითხა მარიამმა. –მე ამ კლასში არ დავრჩები თუ ის ჩვენი დამრიგებელი იქნება! კარგად ბავშვებო– მერხებს შუა გავიარე და მის წინ შევჩერდი, გავიღიმე და კლასი სიტყვის უთქმელად დავტოვე. –უზრდელი– გავიგე როგორ თავა მასწავლებელმა. –სულაც არა!– წამოიყვირა მარიამმა.– შეურაცხყოფას ნუ აყენებთ მას– გააპროტესტა. –შენც ხომ არ გინდა კლასის დატოვება?– ირონიულმა ხმამ გაიღჟერა. –დიდი სიამოვნებით!– მხოლოდ ეს გავიგე, შემდეგ კი კარებში მარიამი გამოჩნდა, სახეზე ამაყი ღიმილი ქონდა აკრული. –ესეც ასე, ახლა წავედით სკოლიდან– ხელკავი გამიყარა და კიბეებისკენ წავედით. –შარში გაყავი თავი, რატომ შეეპასუხე? –არავის ვაპატიებ შენს შეურაცხყოფას ნაკო!– ადგილზე გაჩერდა და მკაცრი სახით გადმომხედა– ჩემი მეგობარი ხარ, აქედნა გამომდინარე შენს გვერდით ვარ. –შარია ეს ქალი– თავი გავაქნიე. –ეე ჩვენგარეშე სად მიდიხართ?– კლასიდან ჯერ ნიკა გამოვიდა, მას უკან იაკობიც მოჰყვა, ბოლოს კი დაჩი. გაოცებულმა გავხედე მათ.–რა? თქვენი აზრით მარტო გაგიშვებდით შატალოზე? –კარგი რა ნიკოლოზ! ჩათვალეთ რომ შარში ხართ ყველა. –ნუ გეშინია შენ– სიცილით მითხრა ნიკოლოზმა და გვერდი დამიმშვენა, ჩვენს უკან კი იაკობი და დაჩი მოდიოდნენ. სასწაული დღე იყო, ცხოვრებაში პირველად ვიყავი შატალოზე, ადამიანებთან ერთად რომლებიც ძალიან მიყვარს. შიმშილ შემოტეულებს შაურმის ყიდვა შევთავაზე და რადგანაც ჩემი იდეა იყო არავის დავუთმე ფულის გადახდა, 5 ლარიანი შაურმები ვჭამეთ. ბიჭებმა ჩვეულებრივად, მე და მარიამი კი საწყლად ვჭამდით, ძალიან გვეზედმეტებოდა, მაგრამ მათ ჯინაზე მთლიანად ვჭამეთ. ქუჩაში დავდიოდით და ხმამაღლა ვიცინოდით, კიდევ ერთი შესანიშნავი დღე გავატარე მათთან ერთად, სახლში დაბრუნებულს კარებში მხოლოდ კაჰუნა დამხვდა. კისკისით ჩამოვეკიდე ყელზე. –დღეს შატალლოზე ვიყავი –დამიანემ არ გაგიგოს. –უფ გაიგოს რა– მხრები აიჩეჩა– მე მარიამი –ის მარიამი? შენი პირველი მეგობარი?– სიტყვა გამაწყვეტინა, გაოცებულმა გავხედე. –ხო ეგ მარიამი, იაკობი, ნიკა და დაჩი, მაგრამ მიზეზი გვქონდა! –მაინც რა მიზეზი?– სამზარეულოში გასულს უკან გამომყვა. –მადონა ხო იცი? ჩემი ძველი ფიზიკის მასწავლებელი?– მაცივარი გამოვაღე და წვენი გადმოვიღე. –ხო მერე? –ეგ ჩემი ახალი დამრიგებელი და მასწავლებელია, რო დავინახე მაშინვე გამოვედი კლასიდან, მერე უზრდელი მიწოდა და ყველა გამომყვა უკან– სიცილით ვუთხარი– დედა სადაა? –მამას გაჰყვა რაღაც შეხვედრაზე, საჭმელი დაგიტოვა და ჭამე. –ხო შევჭამ და მერე ფიზიკაზე უნდ წავიდე, მარტო უნდა იყო სახლში? -არა ნაშებს ამოვყრი და გავერთობი ცოტას– ისე სერიოზულად თქვა წამით მეც კი დავიჯერე, ჩემს სახეზე რომ გაეცინა მხარში ძლიერად დავარტყი ხელი. –იდიოტო– შევუღრინე. –ეგ როგორ დაიჯერე გოგო ? აუ კატლეტი მომე რა –არა ხო იცი არავის ვიყოფ ხოლმე... კარგი ხო აჰა ერთი და წადი აქედან, თვალით ნუ დამენახები რა– გაბრაზბეულმა უთხრა. ჭამის შემდეგ ფიზიკა მოვამზადე, დავალებები ოხრად მქონდა, მაგრამ ადვილად გავარტვი თავი, რაღაც მასალაც გავიმეორე სკოლისთვის და ფიზიკაზე წასასვლელად მოვემზადე. ............ –ოუ გამარჯობა...– უცებ დაფიქრდა მარიამი– კახა ხომ?– დაბნეულმა კითხრა, ნაკოს სახლის წინ იდგა, მასთან საუბარი უნდოდა მაგრამ კარში ნაკოს მაგივრად ტყუპი შეეჩეხა. –კახი– შეუსწორა უცებ და კარების ჩარჩოს მიეყრდნო– რა ხდება მარიამ?– დაწვრილებული თვალებით კითხა. –მეე... ამ ნაკოსთან ვარ მოსული– დანეულმა უცებ ამოილაპარაკა და მის ხელებს დააშტერდა. მის საქციელზე კახის ჩაეცინა, ნაკო ახალი წასული იყო, მაგრამ მარიამის ყურების შანს ხელიდან როგორ გაუშვებდა? მაშინვე ტყუილი მოიფიქრა –15–20 წუთში მოვა, მანადე დაელოდე მოდი– სახლის კარი შეხსნა, მარიამიც ვერ შეეწინააღმდეგა, მისი გვერდის გავლით სახლში შევიდა და დაბნეულმა მოათვალიერა გარემო, თითქოს სახლში პირველად იყო. –რა დაბნეული ხარ მარიამ რა ხდება?– მის წინ გაჩერდა კახი და მომაჯადოვებლად გაუღიმა, მარიამი კიდევ უფრო დაიბნა, ხან მას უყურებდა ხან კი მზერას არიდებდა, პირი გახსნა რაღაცის სათქმელად, მაგრამ ვერაფერი თქვა. კახის მისი საქციელი ძალიან ახალისებდა. –სახლსი მარტო ხარ?– თემის შეცვლა ცადა მარიამმა. –არა რამოდნიმე ნაშა მყავს– მხრები აიჩეჩა კახიმ და მისაღებისკენ შებრუნდა, რომ მისი ღიმილი მარიამს არ დაენახა, თვითონ კი კარგად მოკლა მის გაოცებულ სახეს თვალი. –რა?– შეჰკივლა უცებ– რას ქვია ნაშები გყავს?– უცებ წამოენთო ქმრის ღალატს შესწრებული ქალივით. –ხო რა? უფლება არ მაქვს თუ...?– მისი საქციელით გახალისებული თამაშს არ წყვეტდა– იცი რა კარგი იყო ? ახლა აბაზანას იღებს. ისე შენთან ერთად აქ ყფონას ჯობს მას შევუერთზე, არ მოიწყინო მარიამ– უცებ მიაძახა და კიბეებს აუყვა. მარიმ აღარ იცოდა რა ექნა, აქეთ–იქით დადიოდა და კახის საქციელს იაზრებდა, ბოლოს რატომღაც იფიქრა რომ ატყუებდა. ამ აზრის გადასამოწმებლად მეორე სართულის კიბეები აირბინა და კახის ოთახს მიუახლობდა. კარები გააღო და წასწებულივით დაიყვირა. –აჰაააააა– უცებ ოთახი მოათვალიერა და გახარებულს სახეზე კმაყოფილი ღიმილი აეკრა, მაგრამ მისი სახიდან ეს მალე გაქრა, რადგან მის წინ საცვლების ამარა იდგა კახი. თავიდან ფეხებამდე აათვალიერა ბიჭი, ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა და უცებ გააკეთა ბრუნი კედლისკენ. კახიმ ხმამაღლა სიცილი დაიწყო, რაზეც უფრო შერცხვა მარიამს. უცებ გავარდა ოთახიდან და მისაღებში შევიდან, დივანზე ჩამომჯდარმა ხელები სახეზე შემოიწყო და თავის თავს წყევლიდა. –როგორი შტერი ხარ, რა მიმარბენინებდა, ვერ მომტყდა ფეხები თუ არა, იყავი ახლა ასე და რო დაინახავ გაწითლდი ხოლმე, მარა რა ტანი ქონდა უფ უფ... ვაიმე რეებზე ვფიქრობ– მოთქვამდა ხმამაღლა, კიბეების თავში მდგომ კახის ყველაფერი ესმოდა. მის ბავშვურობაზე ძალიან ხალისობდა, მოწსონდა როდესაც მისი მიზეზით წითლდებოდა და იბნეოდა. ხვდებოდა რომ ყველა მისი საქციელით აგიჟდებდა და ამაზე თვითონაც გიჟდებოდა. ჰო ამ პატარა გოგოზე გიჟდებოდა. –სხვათაშორის წითელი ფერი გიხდება სახეზე. –ვაიმე– შეჰკივლა და თავი ხელებში ჩამალა, სირცხვილისგან აღარ იცოდა რა გაეკეთებინა. –ისევ გული უნდა წაგივიდეს?– სიცილით კითხა და მის გვერდით ჩამოჯდა– აბა რას მეტყვი ისე ქერა ბიჭი ვინაა? –ვინ ქერა ბიჭი?– დაბნეულმა ახედა, როდესაც მისი მზერა წააწყდა ისევ აწითლდა და ხელებს დახედა. რათქმაუნდა იცოდა ვისზეს ესაუბრებოდა, მაგრამ არ უნდოდა გამხელა, რატომღაც უნდოდა რომ ეეჭვიანა. –ჩემს დანახვაზე კისერზე რომ ჩამოეკიდე –ჩემი შეყავრებულია– ამაყად განაცხადა, ამ ზედმეტად ხმამაღალ განაცხადზე კახიმ ასევე ხმამაღალი სიცილით უპასუხა, სულს ვერ ითქვამდა უფრო და უფრო უმატებდა სიცილს, რაც მარიამს უფრო აცოფებდა, ცოტაც და ალბათ ჭკუიდან გადავიდოდა. –რა გაცინებს იდიოტო ?– შეუღრინა. –შენი შეყავრებულია ხო?– ისევ გადაიხარხარა– ნაკომ რომ მითხრა არავინ ყავსო?– და ისევ ტყუილი! რათქმაუნდა ნაკოსთვის არაფერი უკითხავს, აქედან გამომდინარე არც ნაკოს უთქვამს რამე, უბრალოდ უნდოდა გამოეტეხა, მარგამ მარიამი არ აპირებდა დანებებას. –სწორედაც რომ შეყავრებულია, ახლა იმიტომ ვარ აქ რომ ნაკოს ახალი ამბავი უნდა ვახარო– მხაბი აიჩეჩა და ამაყი ღიმილი აიკრა სახეზე. როლები გაიცვალა, მარიამი თევზაობდა, კახი კი თევზი იყო, რომელიც მალევე წამოეგო მის ანკესს. გაცოფებული უყურებდა გოგოს და არ იცოდა როგორ დაეხშო მასში ეს ბრაზი, მარიამი კი ბედნიერი იყო, რომ ამ თამაშში მოუგო. კახიმ პირი გახსნა, გაბრაზებულზე რაღაც უნდა ეთქვა, მაგრამ სიტყვები ტუჩებზე შეახმა, რადგან სახლში დამიანე შემოვიდა. ......... –კაჰუნაა მოვედი– სახლში შესულმა სიცილით დაიყვირებდა, ეგონა რომ ის შეეგებებოდა, მაგრამ მარიამი გადაუდგა წინ, მკლავში ხელი ჩაავლო და მის ოთახში აათრია. დაბნეული ძლივს ადგამდა ნაბიჯებს. –რა გჭირს გოგო?– ოთახში შესულმა სულიმოითქვა და აქეთ–იქით მოსიარულე მარიამს ახედა. –მოვკლავ და ჩემი ხელით დავასაფლავებ, როგორ მიშლიდა ნერვებს, როგომ მომიწალმა ხასიათი, მაგრამ არაუშავს ხო მაინც ვაჯობე, ასე უნდა! იყოს ახლა და იღრინოს რამდენიც უნდა– მოთქვამდა ისევ, მე კი სიცილი მინდოდა, ბოლოს მართლაც ვერ შევიკავე თავი და ავხხარხარდი, შეუძლებელია უყურო ასეთ მარიამს და არ იცინო! –რამ გაგამწარა ეგრე? –შენი ძმა 'რა?' არის? სულიერია ეგ იდიოტი, მაგრამ მალე აღარ იქნება, ვაიმე ისე გავამწარებ, ისე რო... უხხ– ბრაზობდა და არ ცხრებოდა, მე კი აღარ ვიცოდი დაგროვილი ემოცია როგორ გამომეშვა გარეთ, რომ გამეცინა ან ჩემი ჩაბჟირება მომკლავდა ან მარიამი. –წესიერად იტყვ... –ხმას ნუ იღებ, თორე იმაზე გაბრაზებული ჯავსრ შენზე ვიყრი... ჭკუიდან გადამიყვანა კინაღამ, მოვკლავ... არ შემიძლია– უცებ აღმოხდა და საწოლზე დავარდა, ნაკოს პირი ქონდა გახნილი რაღაცის სათქმელად მაგრამ მისმა სიტყვებმა დაამუჯნა– მგონი გამაგიჟა, მომწონს ისე მომწონს რომ... ვაიმე, ხედავ რამდენს ვლაპარაკობ? –პირველ დღეს არ იყავი ასეთი– ამოიბუზღუნა ნაკომ და მის გვერდით დაემხო.– ვაღიარებთ რომ დაგვერხა? –ვაღიარებ, რომ მაგრა დაგვერხა, შენმა ძმამ–მე, იაკობმა კი შენ გამოგიჭირა, რა გოგოებს გვკლავენ ხალხო– დრამატულად დაიყვირა და გაიცინა, მე კი მთელი ამდენიხნის ნაგროვები სიცილი ერთდროულად ამოვუში, ვულკანის გაღვიძენასავით იყო. –რატომ დააგვიანე შენ ასე?– მუჯლუგუნა მკრა და გამაჩუმა, უსიამოვნო ჟრუანტელმა დამიარა გახსენებისას, მასწავლებლიდან გამოსული სადარბაზოში დათი დამხვდა. –დათიმ მომაცილა სახლამდე, უცნაურად იქცეოდა– კისერზე ხელი მივისვი– ხელიც გადამხვია და ლოყაზეც რამოდენიმეჯერ მაოცა. არ მომწონს მისი საქციელი– თავი გავაქნიე. –ნეტა რა უნდოდა? იაკობს უნდა უთხრა? –რა უნდა ვუთხრა? –ის რომ დათი ასე გეიდებოდა ყელზე, როცა პირიქით უნდა ყოფილიყო– ჩუმად ჩაიცინა– რაღაც არ მომწონს ეს ყველაფერი. –არა არ ვეტყვი– საწოლზე გადავწექი და დათის საქციელზე ჩავფიქრდი.– არც მე მომწონს ეს ყველაფერი... მარიამმთან ერთად კიდევ რამოდნიმე საათი ვიყავი ჩემს ოთახში, 9საათი ხდებოდა როცა კუჭმა შემაწუხა, ამიტომ მოგვიწია სამზარეულოში ჩასვლა, მე ჩემ კატლეტებს მივირთმევდი, მარიამი კი კრუასანებს ჭამდა. –დღეს ხო დარჩები? –დედას ვკითხავ, სავარუდოდ კი– ღიმილით მითხრა, მისაღებში მჯდომ ბიჭებს მზერა მოავლო და კახიზე გააჩერა, ტუჩები მოიკნიტა როდეასც მისი ღიმილი დაინახა. –კარგი, ფილმს ვუყუროთ დაძინებამდე. –როგორც გინდა– დამეთანხმა და კიდევ ერთხელ გახედა კახის მე როდესაც ფილმს ვამზადებდი, მარიამი დედამისს ესაუბრებოდა, შემდეგ კი საწოლში ერთად დაწვნენ შორტებით და მოკლე მაისურებით. ლამაზი გარეკანით შერჩეულმა ფილმა, ორივე მწარედ აგვატირა. 'delibal'– რატომღაც მეგონა რომ კარგად დასრულდებოდა ეს შესანიშნავი ფილმი, მაგრამ ორივეს ტირილი მოგვიხდა. ჯერ კიდევ ცრემლების ვიმშრალებაში, როდესაც ჩემი ტელეფონი აბზულდა, დახედვისთანავე სუნთქვა შემეკვრა, ერთიანად გავივსე სიხარულით და სულ გადამავიწყდა წამის წინ ტირილის მიზეზი. –იაკობი მირეკავს– უცებ ვუთხარი მარიამს და გაბადრული სახით დავხედე ისევ ტელფონს. –უპასუხე მერე რას უცდი? –გისმენ– ხმის გაწმენდის შემდეგ ვუპასუხე. –ჭიშკართან გელოდები, მხოლოდ 2 წუთით გამოდი– მშვიდად მითხრა და ტელფონი გათიშა, გაოცებულმა ტელეფონს დავხედე, მერე კი მარიამს გავუსწორე მზერა. –დაბლა ჩამოდი–ო, ჭიშკართან მელოდება– უცებ ვთქვი, ფეხზე წამოვხტი და იქვე დადებული ლურჯი ფერის ხალათი მოვიცვი. –აქ იყავი მე ჩავალ და მალე ამოვალ. –ჭკვიანად, თუ მოტაცებას დააპირებს, არ იყვირო, კარგ ხელში ხვდები– კარებში გასულს სიტყვები მომაძახა, უცებ შევჩერდი და უკან დავბრუნდი. –მაინც რომ იცოდე დაბლა ჩემი ძმები არიან– თვალი ჩავუკარი და ოთახიდან გავქრი სანამ მისი ნასროლი ბალიში მომხვდებოდა. ვიფიქრე დაბლა ჩუმად ჩავიპარები და ასევე ჩუმად გავალ გარეთთქო მაგრამ ჩემ მუტრუკ ძმებს რას გამოაპარებ? სამივემ ერთდროულად გამომხედეს. –ორი წუთი გავალ და მოვალ– ვთქვი და კარისკენ წავედი. იმედი მაქვს არაფერს მკითხავენ, მაგრამ დამიანე ასე ჩუმად არ გაჩერდება და სწორიც ავღმოჩნდი. ფეხზე წამოვარდა და ჩემ სწინ გაჩნდა უცებ. –სად მიდიხარ?– გაბრაზებული სახით მითხრა, ჯიქურად მიყურებდა და მზერას არ მაშორებდა. –გარეთ იაკობი მელოდება– ჩურჩულით ვუთხარი და თავი დაბლა დავხარე, ჩემს ფუმფულა ჩუტებს დავაკვირდი, რომელის სასაცილოდ იყო გაწეწილი. –ნაკო მისმინე... არ მინდა რომ გული გატკინოს– ოხვრით მითხრა და ძლიერად ჩამეტუხა– ხომ იცი როგორ მიყვარხარ არა? ჩემი პატარა დაიკო ხარ და შენს თვალზე ცრემლს ვერ ავიტან. –მეც მიყვარხარ– ჩურჩულით ვუთხარი და მეც მოვხვიე ხელები, ვიგრძენი ზემოდან როგორ გადაგვეხვია კიდევ ვიღაც, ნუ არა ორნი ივყვნენ, ჩემი კახი და რეზიც. როდესაც ერთმანეთს მოვშორდით კარში დავინახე დედა, რომელსაც ცრემლები ღვარღვარით სცვიოდა, რეზიმ მას ხელი დაავლო და ჩვენთან მოიყვანა. სრული იდილიისთვის მხოლოდ მამა გვაკლდა. –ძალიან მიყვარხართ, ძალიან... ძალიან– ხმამაღლა დავიყვირე– მაგრამ გარეთ მელოდებიან– უცებ ვთქვი და ყველას მკლავები მოვიშორე, გაღებულ კარში კარგად დავინახე იაკობი, რომელსაც სახეზე ღიმილი ქონდა გამოსახული. –ვგიჟდები ამ ბიჭზე– ჩაილაპრაკა დედაჩემმა და მანაც გახედა იაკობს, ჩემი ძმები გაოცებულები მიასტერდნენ დედას– რა?– მანაც გაოცებულმა ჩაილაპარაკა. –წავედი მე რა– სიცილით ვთქვი და გარეთ გავვარდი, კარები კი საგულდაგულოდ დავკეტე. მის წინ სიტყვის უთქმელად ვიდექი, ის კი თავზე დამყურებდა და იღიმოდა, ლოყაზე ისევ ლამაზად ქონდ ნაკეცები, თვალები კი სასაცილოდ ქონდ მოჭუტული. ამის დანახვისას პულსაცია ამიჩქარდა, მის მკლავებში მოქცეულს კი ყველა სისხლის გადასროლა ყურებში მესმოდა. მის მკლავებში ვიყავი ჩამალული მთლიანად, მის სურნელს ვისუნთქავდი და ბედნიერი ვიღიმოდი. –რატომ ხარ ასე გამოსული? შეგცივდება– ჩურჩულით მითხრა, ვიცი ცდილობს რომ ეს სიმშვიდე არ გააქარწყლოს. –არ მცივა. მათბობ– ღიმილით ავხედე და თვალებში ჩავაშტერდი. –რა ცუდია რომ შენი სახლის წინ ვდგავართ და შენი ძმები ფანჯრიდან გვიყურებენ– დანანებით ჩაილაპარაკა, მისი ტუჩები კი შუბლზე მომაკრო. ერთიანად დამიარა ჟრუანტელმა, სურვილით ავივსე, მისი სურვილით, მიდნა რომ ყველაფერს იაკობი ერქვას, მინდა რომ ჩემი ცხოვრება იაკობი იყოს, ჩემი სუნთქვა, ჩემი ამოსუნთქვა. ყველაფერი ის იყოს. –მოვკლავ, ყველას– სიცილით ვუთხარი და ტუჩები ყელში მივაწებე, კანი დაეხორკლა და სასაცილოს გააჟრიალა, ისევ გავიმეორე იგივე, ისევ და ისევ. მომწონდა ასე რომ რეაგირებდა ჩემ შეხებაზე. მისი სურნელის შეგრძნება მსიამოვნებდა, ჩემზე გადმოსვლა. მიხაროდა რომ მისი სურნელით დავიძინებდი დღეს ღამე და არა მარტო ეს, ყველაფერი მიხარია რაც მას ეხება, მისი ყველა ამოსუნთქვა... მოგნი მალე ჭკუიდან შევიშლები. –სახლში შესვლა არ მინდა– ჩემი ცხვირი მის ყელზე ჩამოვაცოცე, თავი მკერდზე მივადე და ხელები უფრო ძლიერად მოვხვიე. –შეგცივდება. –ხო გითხარი მათბობ–თქო? –კი მითხარი, მაგრამ მაინც შეგცივდება, მერე ასე ვეღარ გამოხვალ– თმაზე ხელი ჩამომისვა და შუბლზე ნაზად მაკოცა. არ მყოფნის ეს! უფრო მეტი მინდა, იაკობი მინდა. იაკობისეული კოცნა მინდა, მინდა რომ მკლავებში ჩავადნე. –არ მინდა, ცოტახანი ვიყოთ რა– ტუჩებგადმობრუნებულმა ავხედე. –მხოლოდ იმ პირობით თუ ეგრე აღარ იზამ– ქვედა ტუჩი კბილებს შორის მოიქცია. –არც შენ ქნა ეგრე რა. –კარგი– სიცილით მითხრა– დღეს ლევანს ველაპარაკე მადონაზე –ჰა?– გაოცებულმა ავხედე– რა უთხარ... კიარადა რა გითხრა? –არაფერი, ვუთხარი სამსახურიდან გაუშვებ–თქო, ან მე აღარ ვივლი სკოლაში–თქო... კარგი–ო ასე მითხრა, აქედან გამომდინარე ხვალ ისევ ახალი მასწავლებელი გვეყოლება. –მართლა? რა კარგია– პატარა ბავშვივით წამოვიყვირე. მომწონს მის მკლავებში, თავს კომპორტულად ვგრძნობ და რაც მთავარია დაცულად. –არ მეტყვი რატომ არ მოგწონს ეს მასწავლებელი? –მე9 კლასში რომ ვიყავი ჩემზე ფსიქოლოგიურ გავლენას ახდენდა, ძალიან დამთრგუნა, შემდეგ კატის გამოცდებში ჩავიჭერი და საშემოდგომო გამომაყოლა, საშინლად იქცეოდა, დედაჩემი ჭკუიდან იყო გადასული როდესაც ესეთ მხედავდა. შემდეგ სკოლაში იყო და მასწავლებელი გააგდებინა, მე კი შიში ისევ დამრჩა, მეშინია რომ გამოცდებს ვერ ჩავაბარებ, ამიტომ მას შემდეგ ვემზადებოდი მასწავლებელთან. იმედი მაქვს წელს არ ჩავიჭრები. –რატომღაც არამოგნია ეგ მოხდეს. –არც გამიკვირდება თუ მოხდება– თავის ქნევით ვუთხარი– დღეს მისი დანახვა ზედმეტად შოკისმომგვრელი იყო, ნამდვილად არ ველოდი. –შოკისმაგვარი არაფერი გეტყობოდა შაურმის ჭამისას –ეეე– ხელი მხარში ჩავარტყი და შევუღრინე. –რა? სიმარტლეს ვამბობ, ისე კისკისებდი მთელქალაქს ესმოდა. –შენ კი ბრაზობდი მაშინ როდესაც ბიჭები მიყურებდნენ –რათქმაუნდა, სურვილი ნამდვილად მქონდა რომ თვალები დამეთხარა ყველასთვის, მაგრამ ვიცოდი რომ ჩემ საკუთრებას ვერავინ შეეხოდა, ამიტომ ვიყავი მშვიდად. –მესაკუთრე ჩოფლიანი– ხითხითით ვთქვი და ნიკაპზე ვაკოცე– ჩემი მესაკუთრე ჩოფლიანი! –მართალია... შენი მესაკუთრე ჩოფლიანი– ორაზროვნად ჩაილაპარაკა. ............ კახიმ როდესაც გააცნობიერა, რომ მარიამი ნაკოს ოთახში მარტო იყო ჩუმად გამოეპარა ძმებს და კიბეებზე ავიდა. მისი შეშინება არ უნდოდა, მაგრამ იცოდა ამ საქციელით ცოტათი მაინც შეაშინებდა. ფრთხილად შეყო ოთახში თავი და საწოლი მოათვალიერა. მარიამი კარებისკენ ზურგით იწვა და სოც.ქსელში რაღაცას უყურებდა, სახეზე ღიმილი ქონდა აკრული, ეს ღიმილი კი ტუჩებზე მაშინ შეეყინა, როდესაც ყელში ცხელი ტუჩების შეხება იგრძნო. –მოვკვდებოდი ეს რომ არ გამეკეთებინა, მაშინ როცა მეცოდინებოდა რომ ჩემს გვერდზე ოთახში იყავი.– ცხვირი მაირამის თმაში ჩარგო და მისი სურნელი შეისუნთქა. გათიშული მარიამი ყველა მის შეხებას აღიქვამდა, ჟრუანტელი კი ერთიანად აფორიაქებდა. სიამოვნება კი უფრო ემატებოდა ყველა შეხებაზე. მალევე დასრულდა ეს ყველაფერი და მანაც გვიან გაიგო ეს, გათიშული საწოლზე გადაწვა და გააზრება დაიწყო იმის რაც წამის წინ კახიმ გააკეთა. მესაკუთრე ჩოფლიანი! დღეები გადიოდა, მე კი სიყვარულით უფრო და უფრო ვივსებოდი. ტრადიციად გვექცა ყოველღამე სახლის წინ ჩახუტებულებს დამშვიდობება, არცერთი დღე არ ყოფილა მის გარეშე. ყოველდღე ერთმანეთს უკეთესაც ვიცნობდით, ზოგიერთი ისეთი რამ გავიგე რასაც მასზე ვერ ვიფიქრებდი. აპრილი იყო დაწყებული, ნიკოლოზი კი გიჟს გავდა, მის შემხედვარე ყოველთვის მეცინებოდა, სიყვარულის დღისთვის ემზადებოდა, უნდოდა თაკოსთვის განსაკუთრებული საჩუქარი ეჩუქებინა, რამოდნიმე ნაყიდი ქონდ უკვე. მისმა მონდომებამ გამაკვირვა, ისეთი იდეები ქონდა პირდაღებული შევყურებდი ხანდახან. ბოლოს ერთზე შეჯერდა და განხორციელებასაც შეუდგა. ..... 15 აპრილი შაბათს ემთხვეოდა, რაღაც მხრივ გაუმართლა კიდევაც, ყველა საჩუქარი მისი ბიძაშვილის მანქანაში ჩააწყო, ჯერ მარიამს გაუარა, შემდეგ კი ნაკოს, გეგმის განხორციელებასჰი ის ორი უნდა დახმარებოდა. 12 საათზე დაიწყეს გოგოებმა საჩუქრების მიტანა თაკოსთან, პირველად ყელსაბამი მიუტანეს, რომელიც ნამდვილად არ იყო იაფასიანი, მას საყურები მოჰყვა, ბეჭედი და ასე გაგრძელდა, ბოლო ორი საჩუქარი კი მიზნისთვის იყო, კაბა და ფეხსაცმელი. საჩუქრების გადაცემა ზუსტად 5საათ ნახევარში მორჩნენ, 15 საჩუქარი აიტანეს გოგოებმა, ბოლოს კი კონვერტიც დატოვეს, სადაც დრო ეწერა და შეხვედრის ადგილი. ნერვიულად იგრეხდა თითებს და ყოველწამს საათს ამოწმებდა, გული უცემდა, უკვე აღარ იცოდა რა ექნა, გაოცებისგან ენა გადაყლაპა როდესაც თაკო დაინახა მანქანიდან გასმოული, წითელი კაბა ეცვა, ამავე ფერის ფეხსაცმელები, ყელსაბამი, საუყურე და ბეჭედიც, რომელიც მისი შერჩეული იყო, სიამაყის გრძნობით აივსო. –თაკო, შესანიშნავად გამოიყურები– მის წინ შეჩერებულს ლოყაზე ნაზად აკოცა, სხეულში ერთიანად ჩაეღვარა სითბო. –მადლობა, ყველაფრისთვის, საერთოდ... საერთოდ ყველაფრისთვის– თავი დახარა და მისი კაბის ფერი დაედო სახეზე, მის შემხედვარე ნიკოლოზი სულ გადაირია, ისე მოეწონა მის სახეზე წითელი ფერი. –დავსხდეთ– ხელი წელზე მოხვია და რესტორანში შეიყვანა, რომელიც სპეციალურად ამ დღისთვის დახურა ორი კვირით ადრე. დარბაზის ცენტრში მაგიდა იდგა, გარშემო კი სულ სიცარიალე იყო, თაკო გაოცებული ათვალიერებდა გარემოს, თავი რომანტიულ ფილმში ეგონა, თავს კი პრინცესად გრძნობდა და ხვდებოდა რომ მის გვერდით ნამდვილი პრინცი იყო. სკამზე მოათავსა და მის პირდაპირ ჩამოჯდა, ერთმანეთს თვალებში უყურებდნენ და წამებით ტკბებოდნენ, თაკოს მისი მზერა აწითლებდა, თავსაც ვერ იკავებდა. –როგორ მოგეწონა საჩუქრები?– საუბრის წამოწყება ცადა, რაც ნამდვილად გამოუვიდა, თაკოს თითქოს მოეშვა და გათავისუფლდა. –გოგოების დანახვამ ცოტა გამაკვივრა, საჩუქრის გადმოცემამ უფრო... თავიდან დაბნეული ვიყავი, არც ისინი მეუბნებოდნენ არაფერს, მაგრამ შემდეგ მივხვდი რომ შენი იყავი... ყველაფერი უბრალოდ შესანიშნავი იყო–ხითხითით უთხრა. საუბარის პარალელურად საჭმელს მიირთმევდნენ და სვამდნენ, წითელ ღვინოს ცოტა სითამამისთვის.ნიკოლოზი როგორც ყოველთვის მზურნველი სახით უყურებდა, ისევ ისე იქცეოდა როგორც ნაკომ დაარიგა ერთდროს, ცოტა აბნევდა კიდევაც გოგოს, მაგრამ არა ისე რომ დაეფრთხო, ინტრიგულად საუბრობდა. –შენზე რას მეტყვის?– ინტერსეით კითხა თაკომ და ღვნინო კიდევ ერთხელ მოსვა. –საინტერესო ვერაფერს– თავი გააქნია სიცილით– გინდა ვიცედვოთ?–მისი კითხვა ისევუპასუხოდ დატოვა და თემა სწრაფადვე შეცვალა. თაკომ ვერაფერი რომ ვერ მოიფიქრა უბრალოდ ფეხზე წამოდგა. ცარიელ დარბაზში მშვიდი მუსიკა გაისმა, თაკომ ხელები კისერზე მოხვია ნიკას, ნიკამ კი წელზე. გოგონა ახლოს მიიზიდა. –იცი მაინც როგორ გამახარე? როდესაც ამ კაბაში დაგინახე მივხვდი რომ ჩემზე ბედნიერი იმწამს არავინ იყო, სასიამოვნოდ გაოცებული ვიყავი ამ კაბით– ყურთან უჩურჩულა და ხელით წელზე მოეფერა– ძალიან ლამაზი ხარ– მოულოდნელად ყურს ქვემოთ აკოცა, სასიამოვნოდ გაეღიმა როდესაც იგრძნო როგორ დაეხორკლა კანი თაკოს– ეგოისტი ვარ, შენი გაცნობის წამიდან ჩემი დაგაქრქვი და შენს თავს არავის დავუთმობ, ვერც კი წარმოიდგენ როგორ მაბედნიერებს შენი ერთი ღიმილიც კი, ჩახუტებაზე და კოცნაზე რომ არაფერი ვთქვათ. ჩემი ხარ... ჩემი, ჩემი– ღიმილით იმეორებდა და ლოყაზე ლოყით ეკვროდა. –ჰო შენი ვარ– დაბნეულმა ამოილაპარაკა გულაჩქარებულმა თაკომ და თავს უფლება მისცა ყოფილიყო თამამი, პირველი ნაბიჭი მან გადადგა და გააკეთა ის რაც არასდროს გაუკეთებია. მისი ტუჩები ფრთხილად მიაწება ნიკოლოზის ტუჩებს... .......... ტბილეულობით დატვირთული მაღაზიიდან გამოვედი. პარები ცალ ხელში მოვიქციე და ისევ შევამოწმე. ისევ არაფერია იაობისგან, თითქოს მიწამ ჩაყლაპა. არც ერთი შეტყობინება და არცერთი ზარი. –ვაიმე... ბოდიშით– ხმამაღლა წამოვიყვირე როდესაც ვიღაცას თავით შევასდი მაღაზიის წინ, ტელფეონი უცებ ჩავიდე ჯიბეში და ჩემს წინ მდგომს ავხედე. –ნაკო?– უსიამოვნოდ გამცრა სხეულში. –უი დათი შენ ხარ? ვერ დაგინახე– უცნაური შეგრძნება არ შევიმჩნიე და ღიმილით მივმართე, რატომღაც მის მიმართ აღარ ვარ ისე ეთილგანწყობილი როგორც აქამდე. ასე მგონია რომ რაღაც მოხდება... რაღაც რაშიც ის იქნება გარეული. –ხო ვერც მე შეგამჩნიე, აქ რა გინდა? თან მარტო. –სახლში მივდიოდი და ვიფიქრე ხრაშუნებს მოვიმარაგებდი– ჩემს ტკბილეულობაზე მივუთითე. –წამო გაგაცილებ გინდა? რათქმაუნდა არ მინდა! არა, არა და იდევ ერთხელ არა. –კარგი. .......... – და შენ ამბობს რომ ჩემი და ხარ და ასე გიყვარვარ?– გაბრაზებული კახი უკან დამსდევდა, უნდოდა მისთვის მარიამის მისამართი მიმეცა, მაგრამ მასზე გაბრაზებული არაფერს ვეუბნებოდი და არამარტო მასზე, დღეს მომხდარზე, იაობზე დათიზე, რომელმაც ამდენი გაბედა. –კი ნამდვილად შენი და ვარ, მაგრამ მეორეზე რა გითხრა– ბრაზმორეულმა ლამის ყვირილით ვუთხარი და ბარის მაღალ მაგიდაზე ჩამოვჯექი– დეე კატლეტები მინდა –კარგი რა ნაკო– გვერძე მომიჯდა კახი და თავი მხარზე დამადო, შემდეგ კი ტუჩებამობრუნებულმა ამომხედა. –თუ მეტყვი რის გაკეთებას აპირებ მაშინ მეც გეტყვი– უცებ ვუთხარი და მისი თავი მოვიშორე, ტელეფონი ისევ შევამოწმე, მაგრამ ისევ არაფერი იაკობისგან... –მარიამს ეტყვი. –კარგი ხო ნუ მებუზღუნები– მისამართი უცებ ვუთხარი და მის გახარებულ სახეზე გულიანად გავიცინე მეორე სართულისკენ გაიქცა რომ ტანსაცმელი გამოეცვალა– მარიამი ახლა ქიმიაზეა, მაინც რომ იცოდე– მივაძახე. –ძალიან კარგი– მანაც გამომძახა, რასაც ბოროტული სიცილი დააყოლა. –გაგიჟდა ეს ბიჭი მგონი– დედას გავხედე და ისე ვუთხარი, ჩაფიქრებული არც კი მისმენდა, ჩემ კატლეტებს აცხელებდა, მარგამ სულ არ ეტყბოდა გაცხელების რამე, კი არ აცხელებდა წვავდა.– დედა– ხმახმღლა შევძახე. –ვაიმე ჩავფიქრდი– გაზქურა გამორთო. –ჩემი კატლეტები დაწვი. რაზე ფიქრობდი გაამგებინე– გავუბრაზდი, ახლა ისეთ ხასიათზე ვარ მინდა ყველას ვუსაყვედურო. მისმა დაბნეულმა სახემ ძალიან გამაოცა– რა გჭირს დედა? –არაფერი უბრალოდ ჩავფიქრდი, დღეს მამაშენმა რესტორანში დამპატიჟა და პატარა ბავშვივით აჟიტირებული ვარ, რამდენიხანია ასე არ მინერვიულია, ან რა მანერვიულებს არც მე ვიცი– უცებ ჩაარაკრაკა და ხელები ერთმანეთში ახლართა. –რაა? რა მაგარია– ტაში შემოვკარგი– აბა წავედით დედა და გავემზადოთ, რაო პრინცმა რომელზე მოვალო? –8ზე აქ იქნება –ესეც ასე, ჯერ დრო გვაქვს, მიდი შენ აბაზანა მიიღე, მე კაბას აგირჩევ, მერე მაკიაჟს გაგიკეთებ და თმებსაც– უცებ შევიყვანა ოთახში, მე კი კარადისკენ გავმართა, უცებ ამოვარჩია შავი ფერის კაბა, თეთრი საყეელოთი, ფეხზე კი შავი მაღლებბი, ასაკიც და გარეგნობაც ნამდვილად ხელს უწყობდა დედაჩემს, ასე რომ ამეებზე დგომა არ გაუჭირდება. სააბაზანოდან გამოსული საწოლზე დავაჯინე და კაბა ჩავაცვი, შემდეგ ფეხსაცმელიც მოვარგე. თმაც და მაკიაჟიც ისე გავუკეთე როგორც დედაჩემის გარდასახვის დღეს, მამას სწორედ იმ დღეს შეუყვარდა, ახლა კი სწორედ ისე აცვია როგორც მაშინ! –აბა მზად ხარ დე?– უცებ წამოვაყენე ფეხზე და სარკისკენ წავიყვანე– დახუჭე თვალები –კარგი კარგი ხო– უცებ დახუჭა თვალები, მე კი სარკი წინ მივიყვანე, მის უკან დავდექი. –ჰე გაახილე ახლა– მოუთმელად დავიწყე ცქმუტვა, მისი თავის დანახვისას შეკრთა, ტუჩებზე ხელი მიიფარა და გაოცებულს რაღაც აღმოხდა, ვუყურებდი და ვხვდები რომ ამას ნადვილად არ მოელოდა, თითქოს ძველ დროში იყო დაბრუნებული.– ძალიან ლამაზი ხარ დე– ლოყაზე ვაკოცე და სხეულზე მივეკარი. –შენი დამსახურებაა ნაკო– მანაც მომხვია ხელები და სწორედ ამ დროს გაისმა გარეთ მანქანის ხმაც, დედა პატარა ბავშვივით ანერვიულდა.– ვაიმე მოვიდა. –ნუ ნრევიულობ, ფურორს მოახდენ– უცებ ვუთხარი– რომ დაგიძახებ მაშინ ჩამოდი– გარეთ გავვარდი და კიბეებზე შემოვდექი. –უკაცრავად– ბოლო ხმაზე ვიყირე და ჩემი ძმების ყურადღება მივიქციე, მამას სწორედ ამ დროს შემოვიდა სახლში– მა ბიჭებთან დადექი... დღეს დედა და მამა მიდიან პაემანზე, დედა კი შესანიშნავად გამოიყურება, აბა შევეგებოთ თქვენ წინაშეა ჩემი დედიკო, ნუ თქვენიც და მიშოს ცოლი მილა–უცებ ვიყვირა, მაგრამ როცა დავინახა რომ კიბეებზე არავინ ჩამოვიდა უცებ დავიძახე– დედააა –მოვდივარ ხო– უცებ გამოვიდა ოთახიდან და კიბეებზე ფრთხილად ჩამოვიდა. მამას მივაშტერდი მისი სახე მაინტერესებდა პირშეხსნილი უყურებდა და ძლივსღა სუნთქავდა. თვალებამღვრეული უყურებდა დედას და თან იღიმოდა. ეჰჰ... იქნებ ოდესღაც დადგეს დღე რომ ჩემმა ძმებმაც ასე შეხედონ გოგოს... ვიცი რომ ისინიც ისეთები იქნებიან როგორც მამაჩემია, უბრალოდ ეს ოთხი მამაკაცი ჩემთვის ყველაფერია, მათ მასწავლეს ყველაფერი, მათ გამზარდეს, მასწაველეს სიარული, ჭამა, ლაპარაკი, ყოველთვის გვერდში მედგნენ და ვიცი რომ ცხოვრების ბოლომდე ასე გააგრძელებენ. –ულამაზესი ხარ– მამა დედას ეხვევა და გულში იკარვს, მათ შემხედვარეს ცრემლებით მენამება სახე, ხელებით ვიწმენდ და მათთან მივდივარ რომ ჩავეხუტო, მათ მკლავებში მოქცეულს ძლიერად ვეკვრი ორივეს და ისევ ვტირი. ბედნიერი ვარ! ჰო ბედნიერი ვარ რომ მყავს შესანიშნავი დედა, ასევე შესანიშნავი მამა და საოცარი ძმები! ბედნიერი ვარ რომ ოჯახი მყავს! –ნეტა იცოდეთ როგორ მიყვარხართ– ტირილის პირას მყოფი ჩუმად ამბობს დედა... –არ იტირო რა... მაკიაჟი გაგიფუჭდება, დღევანდელი დღემ ტირილის გარეშე უნდა ჩაიაროს! ყველა ბედნიერი უნდა ვიყოთ, გავიღიმოთ აბა– დავეკრიჭე ყველას, რაზეც გაეცინათ– აი ასე! ახლა კი წადით და გაერთეთ, დღეს ჩემგან თავისუფლები ხართ. მოვუვლი ჩემს თავს როგორმე. –რამე არ მოიწიო გოგო, იცოდე მარტო რჩები სახლში– უცებ მეუბნება რეზი და მის ქურთუკს იღებს. ვიცი რომ დამიანე ანასთან მიდის, კახის რაღაც აქვს ჩაფიქრებული, რეზი სად მიდის არ ვიცი, მის ძმაკაცებთან წავა, აბა ამას ხო შეყავრებული არ ყავს და... –ხო ხო შემიძლია ჩემი თავის მოვლა– გაბრაზბეული ვამბობ და მუცელში ხელს ვურტყავ– აბა გაერთეთ– ყველა გავაცილე და კარები მივხურე, სირბილით გავედი და ბარზე დადებული ტელეფონი შევამოწმე. ისევ არაფერია! გაქრა? მაგრამ სად წავიდოდა? უკვე ძალიან ვნერვიულობ, სულ არ მინდა მისი მოლოცვა, უბრალოდ იმის გაგება მინდა როგორ არის, ხელისკანკალით ავკრიფე მისი ნომერი და დაველოდე როდის გავიდოდა ზარი. ზარი გადის, მაგრამ არ მპასუხოვს, სავარაუდოდ ძინავს... მაგრამ ამდენხანს? იქნებ... არა ნაკო, ცუდზე არ იფიქრო. ყველაფერი კარგადაა გაირვიძებს და მომწორს. ხო მანამდე კი კინოს ვუყურებ. ............ –დაბლე გელოდები, იმედი მაქვს მზად ხარ– დამიანე ტელეფონში ბედნიერი ჩაჰყვირის და მანქანიდან გადადის. რამოდნიმე წუთი აქეთ–იქით დადის, პატარა ბიჭივით ნერვიულობს, ისე თითქოს რაიმე საშიშს აკეთებდეს. ჰო მას ვიღაც პირველად მიჰყავს პაემანზე, ასე ოფიციალურად. 25 წლის მანძილზე პირველად დაინტერესდა გოგოთი და იცოდა რომ ის არ იყო ერთი ღამისთვის. ხვდებოდა, რომ ფურო მეტი ხდებოდა ანა მისთვის, ვიდრე თვითონ წარმოედგინა. მის თავს კი ლანძღავდა აქამდე როგორ ვერ შევამჩნიეო. მის წინ შეჩერებულ გოგოს დანახვისას გული გაუჩერდა, მაგრამ შემდეგ ისე ძლიერად და არარიტმულად დაიწყო ფეთქვა რომ გაოცდა. მისმა რეაქციამ თვითონვე გააოცა. უყურებდა მის წინ მდგომს და მუნჯდებოდა. –რა შარში გავყავი თავი– ამბობს უცებ– ულამაზესი ხარ ანო– უცებ იწევა მისკენ და მოურიდებლად უკოცნის ტუჩებს, რომელიც ყოველთვის ეგემრიელება. –მადლობა, შენც კარგად გამოიყურები– უღიმის და კიდევ უფრო კლავს ამ საქციელით. –წამობრძანდით– ხელს წელზე ხვევს და მანქანის კარს უღებს, თვითონ კი საჭესთან ჯდება, მანქანაში სასიამოვნო სიმღერის ხმა იღვრება, ისინი კი ხმას არ იღებენ. უცნაური გარემო იყო, არა უხერხული, ზედმეტად სასიამოვნოც კი, უსმენდე სიმღერას და ასე ნათლად გესმოდეს მათი გულისცემა ცოტა შეუძლებელია, მაგრამ ასე იყო, მათი გულისცემა სიმღერის ხმას უერთდებოდა და შესანიშნავ ჰარმონიას ქმნიდა. [Christina Aguilera–Hurt]– მანქანის სალონში ამღრებული სიმღერა ანას გულს უწვავდა, ზედმეტად რომანტიული მიაჩნდა ეს სიმღერა, რაც ამ მომენტის შესაფერისი იყო. უყურებდა დამიანეს და ვერ იჯერებდა, რომ მისი ამდენიხნის ლოდინი ასე უხებ ახდა. რა თქმა უნდა იცის, რომ ეს ყველაფერი ნაკოს დამსახურებაა, მისთვის მადლობისთქმა კი არასდროს მობეზრდება. რესტორნის წინ გააჩერა თუ არა მანქანა, დმაიანე გადავიდა და ანას მხარეს გახსნა კრები. შემდეგ გადმოსვლაშიც დაეხმარა. წელზე ხელი შეუცურა და ასე ერთმანეთზე მიხუტებულები შევიდნენ რესტორანში. ადგილი დაიკავეს და შეკვეთაც მისცეს. –იმედი მაქვს დალევ– ღვინოზე მიუთითა, ანამაც ჭიქა გაუწოდა და დელოდა როდის ჩამოასხამდა, შემდეგ კი ცოტა სითამამისთვის მოსვა. –არ მეგონა ასეთი რომანტიული თუ იყავი– სიცილით უთხრა და მის თვალებს მიაშტერდა. –რომ არ მოგატყუო არც მე მეგონა ჩემი თავი რომანტიკოსი, მაგრამ როგორც ჩანს ვყოფილვარ... ეს კიდევ არაფერია –თვალი ჩაუკრა და ღვინო თვითონაც მოსვა.– რას ვიფიქრები 1 წლის წინ რომ ჩემი სასურველი ქალი გახდებოდი– სიცილით თქვა– ისეთი მორცხვი და ჩუმი იყავი, არც მეოგნა თუ მიყურებდი საერთოდ, თავი ყოველთვის დახრილი გქონდა როდესაც რაღაცას გეუბნებოდი. მე კი მეოგნა რომ არ მისმენდი. –სულ ვწითლდებოდი და რა მექნა?– ანასაც გაეცინა მის სიტყვებზე, მაგრამ ლოყები ახლაც შეეფაკლა. –ვაიმე როგორ მიყვარს რომ წითლდები– ჭიქა მაგიდაზე დადო, უცებ წამოდგა. –რას აპირებ??– გაოცებულმა ახედა. –ერთს გაკოცებ მარტო– მისკენ დახრილმა ჩუმად წარმოთქვა და მოულოდნელად შეეხო მის ტუჩებს, მონდომებით დაუკოცნა და ასე გახევებული დატოვა. –საზიზღარი ხარ– ჩახველების შემდეგ თქვა და თავი დახარა, როდესაც გარშემომყოფების მზერა იგრძნო. დამიანემ ამაყად გაიღიმა და ღვინო კიდევ ერთხელ მოსვა. საჭმლის ჭამის პარალელურად სუაბარს აგრძელებდნენ, რაცარუნდა გასაკვირი იყოს ფეხბურთზე საუბრობდნენ, როგორც ორივეს საყვარელ სპორტზე. –ოოო შემეშვი რა, შენ ხო ვერაფერს შეგაგნებინებ რა– ხელი აიქნია დანებების ნიშნად და ღვინო მოსვა. –როცა მართალი ვარ არასდროს ვნებდები, მაინც რომ იცოდე– ამაყად იჯგიმება და თვალს უკრავს. ანამ ქვედა ტუჩი კბინებს შორის მოიქცია და ისე მიაშტერდა დმაიანეს, რომელიც ამის დანახვისას მწყობრიდან გამოდიოდა. გახსნილი პირი მოეკუმა როდესაც ნაცნობი ხმა მოესმა. –გამარჯობა დოქტორო დამიანე, როგორ ბრძანდებით?– უცებ გადაეხვია მამაცას და მკერდი ზედ შემოალაგა, ამის დანახვისას ანას სახე უფრო აუწითლდა. –კარგად ქეთევან შენ როგორ ხარ?– მობეზრებული ხმით უთხრა და მის ნათქვამ დოქტორო დამიანეზე თვალები აატრიალა, როგორ ვერ იტანდა ასე რომ ეძახდა, ნაკოც ხომ ამაზე დასინოდა. –ძალიან კარგად, არაფერი მაწუხებს მას შემდეგ– ეს ისე ვნებიანად თქვა, რომ ანა ლამის ჭკუიდან შეიშალა, მის მოღეღილ მკერდს უყურებდა და ეჭვიანობასთან ერთად იბოღმებოდა კიდევაც, რადგან მას არ ქონდა ასეთი სიმდიდრეები, ამაზე კი უფრო ბრაზდებოდა. –რა იყო ახლა ეს?– თვალი გააყოლა მიმავალ ქეთევანს ანამ და დამიანეს შეუღრინა– დოქტორო დამიანე– ქალს გააჯავრა და სახე დამანჭა. –აფერისტთან ერთად ეჭვიანიც ყოფილხარ– უდარდელად უთხრა. –სულ არ ვეჭვიანობ, რა მაქვს საეჭვიანო, როცა ვიცი რომ ჩემი ხარ და იმას არც შეხედავ სხვანაირად?– გაბრაზებულმა უთხრა და მისივე არგუმენტზე სიცილი მოუნდა, მეტი დამაჯერებლობისთვის შეკრული წარბები გაეხსნა და გაცინა– კარგი ხო ვიეჭვიანე. –ვაიმე როგორი საყვარელი ხარ რომ იცოდე.– დამტკბარი ხმით უთხრა– შენთვის საჩუქარი მაქვს –მართლა?– გახარებულს თვალები აუციმციმდა. –ხოხო– თავი დაუქნია, პიჯაკის ჯიბიდან მოგრძო ყუთი ამოიღო და მიაწოდა– გილოცავ სიყავრულის დღეს. საჩუქარი გამოართვა და ფრთხილად გახსნა, შიგნიდან თვლებით მოჭედილი ნივთი უმზერდა, რომლის ფორმაც და აზრიც ვერ დაადგინა. ჯერ ერთ მხარეს მოაბრუნა, მერე მეორეს და შემდეგ ისევ გაოცეული სახით ახედა დმიანეს. –ეს ბუმერანგია, რომელიც სპეციალურად შენთვისაა დამზადებული. ბუმერანგი რომელიც სადაც არ უნდა წავიდეს მაინც ჩემთან დაბრუნდება– ღიმილით განუმარტა თუ რისი ფორმა ქონდა და რას ნიშნავდა ეს. –შეგიძლია გამიკეთო?– გაბადრული სახით კითხა. დამიანეც მორჩილად წამოდგა და ყელსაბამი გამოართვა. ანამ მისი თმა მაღლა აკეცა და ხელით დაიჭირა. იგრძნო როგორ შეეხო ცივი საგანი მის კანს და სხეულში სასიამონოდ გასცრა. ხელი ბუმერანგს მოკიდა და ღიმილით დახედა. უკვე უყვარდა ეს ყელსაბამი და იცოდა რომ ამის მოხსნა არასდროს მოუნდებოდა. –მადლობა– ღიმილით ახედა დანიამეს. –ყველაფერი შენი ბედნიერებისთვის– ისევ ისე, მოულოდნელად აკოცა, შემდეგ კი ფეხზე წამოყენა და საცეკვაო მოედნისკენ წაიყვანა. ............ მარიამმა სახლში ფეხის შედგმისას ხმამაღლა დაიყვირა რომ მივიდა. შემდეგ ჩანთა იქვე მიაგდო და სამზარეულოში გაემართა კისრის ზელვით. ძალიან დაღლილი იყო, ყველაფერი ერთდროულად აწუხებდა, ენაც კი ექავებოდა, მაგრამ ვერაფერს ამობობდა, არადა როგორ უყვარს ლაპარაკი. –დე მშია რამე მაჭ...– სიტყვები ტუჩებზე მიეყინა როდესაც სამზარეულოს მაგიდასთან მჯდომი კახი დაინახა– შენ აქ რა...– ისევ გაუწყდა სიტყვები, რადგან როდესაც კახიმ დაინახა მარიამი ფეხზე წამოდგა და მოულოდნელად მოეხვია. –მარიამ, გილოცავ ჩემი ბარტყი სიყვარულის დღეს– ლოყაზე ძლიერად აკოცა– იცი რა მოგიტანე?– დამუნჯებულ გოგოს ზემოდან უყურებდა და თან იღიმოდა. –ჰა? რა?– მოულოდნელად აღმოხდა, პირშეხსნილმა დედას გახედა, რომელიც ღიმილით უმზერდა წყვილს. –მარიამ! როგორ არ გრცხვენია. დავიჯერო ისეთი მკაცრი დედა ვიყავი რომ ეს დაგემალა? ასთი ბიჭი თუ გიყვარდა რატომ არ მითხარი?– უცებ გაუბრაზდა ქალი, მაგრამ ტუჩებზე მაინც დასთამაშებდა ღიმილი, კახიმ ისე წარუდგინა თავი რომ ქალს მაშინვე შეუყვარდა, ან რა ქონდა დასაწუნი? მშვენიერი ბიჭი იყო. –დედა მე...– დაბნეულმა რაღაც ამოიბლუყუნა, რაზეც ქალს გულიანად გაეცინა. –რა იყო მარიამ? კარგი დედა ვიხუმრე, ნუ გადაგივდია სახიდან ფერები. კარგი ბიჭია კახი, ჭკვიანი, განათლებული, მოლაპარაკე და ვფიქრობ მოთიმების უნარიც დიდი აქვს, შენს ლაპარაკს რა გაუძლებს აბა– უცებ ამბობს, შემდეგ კი კახის უღიმის. –წამო მარიამ შენს საჩუქარს განახებ– უცებ გაჰყავს მისაღებში და დიდ დათუნიას აჩვენებს– კიდე ერთხელ გილოცავ დღევანდელ დღეს– ყურთან ეჩურჩულება და იქვე კოცნის. სხეულში უნებირად ჟრუანტლი უვლის, ამას კახიც გრძნობს და ბედნიერი იღიმის. –აბა როგორ მოგწონს ჩემი შეყავრებულის სტატუსი? მშვენიერი დასაწყისია არა დათუნია?– საყვარლად გაეკრიჭა და მის წინ დადგა, რატომღაც არ უნდოდა მისი გაბრაზება, ამიტომ ცდილობდა ასე მოქცევას, მაგრამ ვერც კი ხვდებოდა რომ ეს საქციელი მარიამს საშინლად აბნევდა და აცოფებდა. –ბიჭო შენ ხო არ გაგიჟდი– უცებ წამოენთო, პირის გახსნას კიდევ აპირებდა, მაგრამ კახიმ ტუჩებზე ააფარა ხელი. –დედაშენმა არ გაიგოს, შენი შეყავრებული ვგონივარ და დედამთილთან არ მინდა პრობლემებო –თვალის ჩაკვრით უთხრა და აწითლებული სახით მდგარი მარიამი სხეულზე მიიხუტა. სიბრაზისგან აცახცახებული სხეული რომ იგრძნო სულ გაგიჟდა, უფრო ძლიერად მოხვია ხელი– გავიგე როგორ აღიარე ნაკოსთან რომ მოგწონვარ– ამაყი ღიმილით განაცხადა და შუბლზე ტუჩები მიაწება. –რა? შენ არ იცი რომ სხვის საუბარს ყური არ უნდა უგდო? ამხელა ბიჭი ხარ– გაბრაზდა მარიამი, მაგრამ მის სიწითლე სახიდან არ ქრებოდა, უნდოდა გაბრაზება, მაგრამ სად შეეძლო მაგდენი რომ მოეშორებინა და მისთვის ეყვირა. უბრალოდ ეგოისტურად იქცეოდა, არ უშვებდა, არ ემეტებოდა ამისთვის. –რაც საჭირო იყო ის მოვისმინე. მაგ საუბარს და აღიარებას უმადლოვდი ახლა ჩემ მკლავებში რომ ხარ და არა ცივ საბანში– ხითხითით თქვა, ცხვირი მის თმებში ჩაფლო და მისი სურნელით აივსო ფილტვები. მზერა იგრძნო თუ არა მაღლა აიხედა, სამზარეულოს კართან ეკა დაინახა, რომელიც აცრემლიანებული სახით უყურებდა, ერთი ხელი გაშალა და მასაც უხმო, ქალიც სწრაფი ნაბიჯით გაემართა მათკენ და ძლიერად მოეხვია ორივეს. .............. როცა ყველა ასეთი ბედნიერი იყო, მხოლოდ ნაკო იჯდა და ელოდა... ისევ ელოდა და ელოდა, დაუსრულებლად. იცოდა რომ გამოჩნდებოდა, მაგრამ თავს იწამებდა, სულ ტელეფონს დაჰყურებდა და ნატრულობდა ერთ შეტყობინებას, მაგრამ არა. არ უნდოდა ფიქრი, მაგრამ როგორც იაკობზე ისე დათიზეც ეფიქრებოდა, მის საქციელზე. გონება ებინდებოდა იმის წარმოდგენაზე რა შეიძლება მის საქციელს მოყოლოდა. იმის წარმოდგენაც არ უნდოდა იაკობი რომ ამას გაიგებდა რა მოხდებოდა. მარტო იყო ისევ სახლში, ყველამ დაურეკა, რეზიმაც, კახიმაც, დამიანემაც და მშობლებმაც, ყველა სადღაც რჩებოდა, დამიანე ანასთან, კახი და რეზი ძმაკაცებთან ერთად კლუბში იყვნენ, მშობლები კი კიკეტში ავიდნენ, ნაკომ იმდენი იწუწუნა ძლივს დააჯერა, რომ არაფერი სჭირდებოდა, კარგად რომ იყო და რომ მოუვლიდა თავს. გართობის მიზნით მარიამს მიწერა და დღევანდელ დღეზე რაღაც–რაღაცეები კითხა, დათიზეც მოუყვა და რჩევა დარიგებაც მიიღო. მაირამი კახიზე აჟიტირებული წერდა შეტყობინებებს, სულ კახის ქებაში იყო, ისიც მოუყვა დედამის როგორ მოეწონა მისი ძმა, ნაკო ამაყად კითხულობდა შეტყობინებებს და სიხარულს გრძნობდა. კიდევ ერთი შეტყობინება მოუვიდა მარიამისგან, უცებ გახსნა. 'ჭიშკართან გელოდები' მხოლოდ ეს ამოიკითხა. ერთი შეკივლა და საწოლზე წამოფრინდა, სიხარულსიგან ხტუნაობა დაიწყო, ყველაფერი უცებ დაავიწყდა, ყველა ფიქრი და შიში. არ იმჩნევდა აჩქარებულ გულისხემას, უბრალოდ სიხარულს ეძლეოდა მთელი სხეულით და თავისუფლებას აძლევდა ამ გრძნობას, რომელსაც ასე გიჟურად გამოხატავდა. საწოლიდან ჩამოხტა და სარკეში ჩაიხედა, თმები თითებით ჩამოივარცხნა და თავი კიდევ ერთხელ შეათვალიერა, ბოლოს მშვიდად დაუყვა კიბეებს, კარის გახსნამდე თავს დამშვიდებისკენ მოუწოდა, მაგრამ როგორც კი კარების გახსნისას დაინახა იაკობი მაშინვე მისკენ გაიქცა. იაკობს მის საქციელზე გაეცინა, ხელში არსებული დათუნია ბალახზე დადო და ხელებგაშლილი შეეგება ნაკოს, რომელიც წამშივე სუროსავით მოეხვია მის სხეულს. ხელები კისერზე, ფეხები კი წელზე მოხვია. სახე მის ყელში ჩამალა და მისი სურნელით აივსო ფილტვები. იაკობი ღიმილით იდგა ჭიშკართან და ხელებს ძლიერად ხვევდა ნაკოს. ლოყაზე ტუჩები მიაკრო და კიდევ უფრო ძლიერად მოხვია ხელები. –როგორც ჩანს ძალიან მოგნატრებივარ ცუღლუტო– სიცილით თქვა, ხმაში კი ირონიაც გაუკრთა. ერთი ხელი კისერზე მოკიდა, თავი მაღლა ააწევინა.– მე ძალიან მომენატრე– მის ტუჩთან დაიჩურჩულა, მაგრამ წადილი მაინც არ აისრულა, ტუჩის კუთხეში აკოცა და ისევ სხეულზე მიიკრა. აჟიტირებული ვეღარ გრძნობდა ვერაფრს, გარდა თბილი სხეულისა, რომელსაც ასე ეკვროდა, სურნელით იჟღენთდა ფილტვებს, ტირილი უნდოდა სიხარულისგან და თავიც გაითავისუფლა, მის ყელში თავჩარგული ჩუმად ასლუკუნდა. აი სწორედ ამ წამს გრძნობს... მთლიანად შეიგრძნობს... მას შეიგრძნობს, მის სიყვარულს, მისით ივსება და იჟღინთება. დაცლა და გასუფთავებაც არ უნდა ამის, უნდა რომ უფრო და უფრო შეიგრძნოს ეს ყველაფერი, ეს ხომ აბედნიერებს? –ვერ კი წარმოიდგენ როგორ მომენატრე– ატირებულმა, ათრთოლებული ხმით წარმოთქვა და ტუჩები ყელზე მიაკრო, ისევ ის ბუსუსები და ჟრუანტელი, რომელიც ნაკოს არ გამორჩენია, კიდევ ერთხელ გაიმეორე, კიდევ და კიდევ. –ჩემი საჩუქარი არ მოგეწონა?– დათუნიაზე ანიშნა, ხელები წელიდან საჯდომზე გადაიტანა, ნაკომაც მისი ყელიდან თავი აწია და მაღლიდან დახედა. –დათუნია? დმაიჯერე შენი დანახვა უფრო გამიხარდა– ხითხითით უთხრა– ნამდვილად სასიხარულოა ამ დათუნიის დანახვა, რომელსაც ჩოფლას ვარქმევ დღეიდან და ის ჩემთან ერთად დაიძინებს! –რაა? – შეიცხადა ბიჭმა. –ჰო რაიყო?– სიცილით კითხა– ამის მერე ჩემი ჩოფლა ჩემთან ერთად დაიძინებს. –ეეე, უსამართლობაა– გააპროტესტა და ნაკოს ნიკაპს კბილებით მიწვდა. –რა არის უსამართლობა?– კვნესას სიტყვები მოაყოლა ნაკომ, თავი შეკავება ნამდვილად გაუჭირდა. –ის რომ ეს– დათუნიაზე ანიშნა– უსულო და უსარგებლო ნივთმა ჩემი ადგილი დაიკავოს! –უსარგებლო სულაც არაა ჩემი ჩოფლა– მისი მკლავებიდან ჩამოხტა და დათუნია ხელში აიღო– ნახე როგორ ვუხდებით ერთმანეთს– ძლიერად მიიხუტა დათუნია. –ნაკო შეიტან ახლა ეს სახლში და გამო გარეთ– გაბრაზებულმა უთხრა, წარბები სასაცილოდ შეკრა და ხელები გადააჯვარედინა– მალე, მალე– უკან მიატრიალა და სახლისკენ უბიძგა. ნაკომ ხელი ჩაავლო მას მკლავში და მასთან ერთად წაივიდა სახლისკენ, ხელკავგაყრილი შევიდნენ შინ, ნაკომ დათუნია მისაღებში დატოვა, იაკობთან ერთად კი სამზრეულოში შევიდა. –კატლეტი გინდა?– მაცივრის კარი გახსნა და შიგნით შეიჭყიტა. –ამ დროს ჭამას აპირებ? –ჰო, მიყვარს ჭამა და კატლეტზე უარს არასდროს ვამბობ– ტაფა გაზზე დადო, ზეთი დაასხა და კატლეტები დაალაგა. ისე შეწვა როგორც უყვარდა. სუფრის გაშლაში იაკობიც მიეხმარა, ორივემ გემრიელად მიირთვა საჭმელი, ნაკო ნიკოლოზზე და თაკოზე უყვებოდა, იაკობი კი მდუმარედ უსმენდა მის ყველა სიტყვას და მისი ყურებით ტკბებოდა, შიგნიდან კი რაღაც აწუხებდა... რაღაც სინდისის მაგვარი. -ნოუთბუქი მაგიდაზე დევს, ფილმი აარჩიე მე პოპკორნს გავაკეთებ. ყველაფერი გაამზადა ნაკომ, საყავრელი შუთი სავსე ჯამი მის გვერდით დადო, პოპკორნი კი მათშორის მოათავსა. –რა აარჩიე? –The Longest Ride საინტერესო უნდა ჩანდეს –ვნახოთ, ვნახოთ. მაგიდაზე დადებული ნოუთბუქი იაკობის კალთაში ჩადო, მის გვერდით კომფორტულად მოთავსდა და მკერდზე მიეყრდნო. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.